Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Вторник, 19 Март
29 Август 2017 | 11:09

ტრამპის სანქციების ექო

ტრამპის სანქციების ექო

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ორ აგვისტოს ხელმოწერილმა კანონმა გლობალური პოლიტიკური აურზაური გამოიწვია, რეალურად ცოტა ვინმეს თუ ქონია კანონის მიერ რუსეთის (ასევე ირანისა და ჩრდ.კორეის) წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების შესახებ დეტალური და სრული ინფორმაციის ფლობის ფუფუნება ერთი მხრივ, 184 გვერდიანი კანონის ტექსტის სიდიდის და მეორე მხრივ, მასში ჩამოთვლილი კონკრეტული მექანიზმების ჯუნგლებში გარკვევის ნაკლები სურვილის გამო. ამასთან ერთად, მედიის ძირითადი აქცენტი რატომღაც მხოლოდ ენერგოსექტორში გათვალისწინებულ სასანქციო მექანიზმებზე გაკეთდა, რამაც სხვა სფეროებში დაწესებული არანაკლებ მტკივნეული შეზღუდვები ყურადღების მიღმა დატოვა.

 

შესაბამისად, სრულიად მიზანშეწონილი იქნებოდა ერთი მხრივ,შემოღებული სანქციების დაჯგუფება შესაბამისი კონკრეტული სფეროს ან სექტორის მიხედვით, ხოლო მეორე მხრივ, მოკლე პროგნოზის გაკეთება მოსალოდნელი ეფექტის შესახებ. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში აღსანიშნავია ნავთობის (ენერგო) სექტორში დაწესებული სანქციები, რომელთა მიხედვით:

 

  • აიკრძალა ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტება 60 დღეზე მეტი ხნით
  • აიკრძალა საქონლის, ტექნოლოგიების და მომსახურების (გარდა ფინანსურისა) მიწოდება რუსული პროექტებისთვის ღრმა წყლებში ნავთობის მოპოვებისთვის ან იმ პროექტებში სადაც რუსული ფიზ. და იურ. პირთა წილი 33%-ია ან აღემატება.
  • დაწესდა სანქციები რუსული ბრენტის ნავთობის შემცველ  პროექტებზე და გაზპრომის მიერ განხორციელებულ კაპიტალდაბანდებებზე, თუ ის აფერხებს ან წინააღმდეგობას უქმნის ევროპისა და ნატოს ქვეყნების ენერგომომარაგებას.
  • ასევე სანქციები (სულ მცირე ხუთი 325-სექციიდან[1]) დაუწესდა იმ ფიზ. და იურ. პირებს, რომელთა ინვესტიციით (1მლნ დოლარი და მეტი, ან 5 მლნ დოლარი 12 თვიან პერიოდში) რუსეთის ენერგოექსპორტი მილსადენების მეშვეობით, და იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად აწვდიან ისეთ ტექნოლოგიას ან მომსახურებას, რომელიც აუმჯობესებს ან ზრდის რუსეთის ენერგოექსპორტს მილსადენების მეშვეობით.  

 

ნავთობ და ენერგოსეტორთან პირდაპირ კავშირშია საფინანსო-საბანკო სექტორში დაწესებული სანქციები, რამეთუ ენერგოგიგანტების საფინანსო ვალდებულებების მომსახურება სწორედ რომ საფინანსო-საბანკო სუბიექტების მიერ ხორციელდება. შესაბამისად აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაცია კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში და საფინანსო-საბაკო სფეროში შემდეგ სანქციებს აწესებს:

 

 

  • იმ ფიზ. და იურ. პირთა წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთი სახელმწიფო აქტივების პრივატიზებაში მიიღებენ მონაწილეობას 10 მლნ დოლარისა და მეტი თანხის ინვესტიციით 12 თვიან პერიოდში და ამით ხელს შეუწყობენ რუსეთის მთავრობის წევრებისა და ან მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გამდიდრებას.
  • იმ ფიზ. და იურ. პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ნებისმიერ ტრანსაქციას ან სხვა საფინანსო გარიგებას განახორციელებენ სასანქციო სიაში შეყვანილ რუსულ ბანკებთან 14 დღეზე მეტი პერიოდით. (მანამდე 30 დღე იყო)
  • აშშს პრეზიდენტს დაევალა დააწესოს სანქციები (აქტივების დაბლოკვა, აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, ვიზის ანულირება და არგაცემა)  რუსეთის მთავრობის წევრის, მისი ოჯახის წევრის და დაახლოვებული პირის წინააღმდეგ, თუ ეს პირები/პირი რუსეთში და სხვა ქვეყანაში პირდაპირ არის გარეული ან ირიბად (დახმარება, სპონსორობა, მატერიალური და ტექნიკურ-ფინანსური, სასაქონლო და მომსახურეობრივი მხარდაჭერა) მონაწილეობს კორუპციულ გარიგებებში, მათ შორის სახელმწიფო კონტრაქტებისა და მიღებული შემოსავლების სხვის განკარგვაში გადაცემის ფორმით.

 

ახალი სანქციები განსაკუთრებით დიდ დარტყმას მიაყენებს რუსულ ენერგოკომპანიების საერთაშორისო პროექტებს, რაც პირველ რიგში "როსნეფტის", "გაზპრომის" და "ლუკოილის" საგარეო ექსპანსიის გეგმების დასასრულის მომასწავებელია. დასავლური კაპიტალი და მოპოვების ახალი ტექნოლოგები სწორედ ის ფაქტორებია, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსული ენერგოსექტორი. რადგანაც ახალი სანქციები არ არის გეოგრაფიულად შეზღუდული მხოლოდ რუსეთით, რუსულ ენერგოკომპანიებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ექმნებათ პროექტების განხორციელების სირთულე, მით უფრო თუ მათი წილი ამ პროექტებში მინიმუმ 33%ს შეადგენს. ამას გარდა,  რადგანაც სანქციები ასევე მოიცავს არა მხოლოდ ენერგომოპოვების არამედ ტრანსპორტირების სფეროსაც, იზრდება ასევე იმ უცხოური (არარუსული) კომპანიებისა და პირთა "დასჯის" რისკი, რომლებიც რუსულ კომპანიებთან ერთობლივ პროექტებში მონაწილეობენ. ამ თვალსაზრისით ევროკომისიის შეფასებით რისკის ზონაში მთელი რიგი პროექტები  ხვდება, მაგალითად  ისეთები როგორიცაა:

  • Nordstream-I(Gazprom, Wintershall, PEGI/E.ON) და Nordstream-II(ENGIE, OMV, Shell, Uniper and Wintershall)
  • Bluestream (Eni, Gazprom) and Turkstream (Gazprom)
  • Sakhalin II expansion (Shell, Gazprom)
  • Zhor Field in Egypt (BP, ENI, Rosneft)

 

განსაკუთრებით Nordstream-ის პროექტებზე სანქციების ნეგატიური ეფექტთან დაკავშირებით აღინიშნება ევროპელთა და პირველ რიგში, გერმანული Wintershall-ისა და ავსტრიული OMV-ს წარმომადგენელთა ღია შეშფოთება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა პირდაპირ დაადანაშაულა ამერიკული მხარე სანქციების მეშვეობით თხევადი გაზის ექსპორტით დაკავებული ამერიკული კომპანიების ლობირებაში. საინტერესოა ზოგადად “როსნეფტის”-უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიის მდგომარეობა. აღნიშნული კომპანია, რომელსაც ეგვიპტის გარდა სხვა ქვეყნებშიც (მაგ. ვიეტნამი, ვენესუელა, ბრაზილია) გააჩნია პროექტები ერთგვარ სახელმწიფოს სახელმწიფოში წარმოადგენს და გაცილებით ნაკლებ გადასახადებს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში ვიდრე მას ფინანსთა სამინისტრო ითხოვს. მიუხედავად ამისა, “როსნეფტის” აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი არ ერიდება არაფერს და სახელმწიფოსგან (პუტინისგან) 2016 წელს 1.5 ტრილიონი რუბლის დახმარებას ითხოვს, და შედეგად 600 მილიარდ რუბლს იღებს კიდევაც. კომპანიის საერთო ღირებულება 55 მილიარდ აშშ დოლარს წარმოადგენს, ხოლო მისი საერთო დავალიანება 66 მილიარდს. მიუხედავად იმისა, რომ “როსნეფტმა” რუსულ ბაზარზე ბევრი პოტენციური კონკურენტი (“ბაშნეფტი”, “იუკოსი”) აგრესიულად გადაყლაპა, აშკარაა რომ როგორც ადრე და განსაკუთრებით ახლა, სანქციების ფონზე მას კაპიტალის სერიოზული დეფიციტი შეექმნება და იძულებული იქნება გადარჩენის მიზნით ისევ სახელმწიფოს მიმართოს. ხოლო იგორ სეჩინი პირდაპირ ექვემდებარება სასანქციო რეჟიმს, რადგანაც სანქციებში მოსახვედრი პირებისთვის დაწესებულ მთელი რიგ პუნქტებს სრულად აკმაყოფილებს.

 

კაპიტალის და განსაკუთრებით საინვესტიციო მიზნებისთვის გამოყოფილი კაპიტალის მოცულობები ბოლო პერიოდში სპეციალისტთა შეფასებით სულ უფრო და უფრო მცირდება. მიუხედავად გერმანული და სხვა ევროპული კომპანიების ჯერ კიდევ არსებული მზადყოფნისა განახორციელონ რუსულ ბაზარზე კაპიტალდაბანდებები, რაც სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულმა ეკონომიკურმა ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, კაპიტალის გადინების დინამიკა საგრძნობლად ნეგატიურია. ივლისის თვეში რუსეთის ცენტრალრი ბანკი იძულებული გახდა ლიცენზია გამოეწვია და გაკოტრებულად გამოეცხადა ერთ-ერთი მსხვილი ბანკი "იუგრა", რომელიც ნავთობსექტორში მოპოვებული კაპიტალით არის დაარსებული და ფიზიკურ პირთა შენატანების მხრივ 12 უმსხვილეს ბანკთა სიაშია . სადღეისოდ მას დასაბრუნებელი აქვს 170 მილიარდი რუბლი. ბოლო 5 თვის განმავლობაში საფონდო ბაზზარზე კაპიტალის სუფთა გადინებამ 2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (Emerging Portfolio Fund Research (EPFR)), ხოლო რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, შარშანდელ მონაცემებთან შედარებით კერძო სექტორის მიერ იანვარ-ივლისის პერიოდში კაპიტალის ნესეტო გადინებამ 13 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. რუსი ექსპერტების შეფასებით სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის მიერ კერძო სექტორში გამოვლენილი ჭარბი გაკოტრების ტენდენცია პირდაპირ უკავშირდება სანქციების რეჟიმს და შედეგად გამოწვეულ არასტაბილურობას საბანკო სეტორში, რომელსაც სადღეისოდ მსხვილი ბანკების ბაზრიდან გასვლა ან საგრძნობი შესუსტება ახასიათებთ.

 

ფინანსურ-საბანკო სექტორში შემოღებული სანქციები ასევე უკავშირდება და პირდაპირ კავშირშია სამხედრო და თავდაცვის სფეროში მოქმედი რუსული ფიზ. და იურ. პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან.  ისინი ითვალისწინებენ:

  • იმ პირთა და ორგანიზაციების აქტივების წართმევას, გაძევებას, ვიზების გაუქმებას და აშშ-ში შესვლის აკრძალვას (მინიმუმ 5 სანქცია 325 სექციიდან) 180 დღის შემდეგ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ხელს უწყობენ ასადის რეჟიმის სამხედრო გაძლიერებასდა აწვდის ტექნოლოგიებს ან აშშ-ს მიერ აკრძალულ ნივთიერებებს.
  • იმ პირთა და ორგანიზაციების დასჯას (ფინანსურ-ადმინისტრაციული, სექცია 325) ვინც პირდაპირ ან ირიბად დაკავებულია სამხედრო პროდუქციის შეტანით საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან დაკავებულია ნედლი ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპორტირების რუსულ პროექტებში. 

 

ნათელია,რომ ამ სანქციების ქვეშ არა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები მოისაზრებიან, არამედ სახელმწიფო და კერძო ფინანსური ინსტიტუტები და მათ შორის უცხოური პარტნიორები. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სასანქციო სია ასევე მოიცავს ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ დარღვევებში შემჩნეულ (პირდაპირ და ირიბად) პირებს და ორგანიზაციებს, ნათელი გახდება, რომ შესაძლოა ერთი და იგივე ფიზ. ან იურ. პირს რუსეთში სანქციების რამოდენიმე კატეგორია ეხებოდეს, და როგორც წესი ასეთი პირები უშუალოდ წარმოადგენენ ან პირდაპირ კავშირში არიან რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებთან. სანქციების მსგავსი "დუბლირება" გარკვეულწილად გარანტიას იძლევა რომ თუ ერთ სასანქციო სფეროში შესაძლებელია სასანქციო რეჟიმში მოხვედრილმა პირმა მოახერხოს თავის დაღწევა, მეორე ან მესამე სფეროდან კვლავინდებურად შესაძლებელი იქნება მასზე სადამსჯელო მექანიზმების ამოქმედება. ამასთან ერთად კანონი აძლევს პრეზიდენტს სექცია 325-დან მინიმუმ ხუთი სანქციის ამოქმედების უფლებას ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლის მიმართ გაჩნდება სამართლიანი ეჭვი და დასაბუთება ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ.

 

 

სექცია 325-ში ჩამოთვლილი სასანქციო მექანიზმები:

  • საბანკო გარანტიების, დაზღვევისა და კრედიტის გახანგრძლივების ნებართვის არგაცემა
  • ლიცენზიის არმიცემა-გაუქმება საქონლისა თუ ტექნოლოგიის მიწოდებაზე
  • 10 მლნ აშშ და მეტი კრედიტის გაცემის აკრძალვა ჯამურ 12 თვიან პერიოდში
  • საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში ამერიკის ხმის გამოყენება კრედიტის გაცემის არდაშვებისთვის
  • სასანქციო სიაში ფინანსური ინსტიტუტის მოხვედრის შემთხვევაში, ის ვერ გახდება პირველადი დილერი ან წაერთმევა აშშ-ს ხაზინასთან ფასიანი ქაღალდებით პირდაპირი გარიგების უფლება. ამ უფლებას ვერ მიანიჭებს ვერც ფედერალური რეზერვის სისტემა, მმართველთა ბორდი ან ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი. ის ვერ იქნება აშშ-ს სამთავრობო თანხების შემნახველი. მათგან აშშ-ს მთავრობას ეკრძალება ნებისნმიერი საქონლისა და სერვისის შესყიდვა, ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება უცხოურ ვალუტაში, ქონების შეძენა, იმპორტ-ექსპორტი, ფინანსური სახის ნებისმიერი ტრანსფერი
  • ეკრძალება აშშ-ს ნებისმიერ ფიზ. ან იურ. პირს ინვესტირება და მნიშვნელოვანი კაპიტალის, ვალდებულებების შეძენა სასანქციო პირებისგან
  • ვიზის არგაცემა, არშეშვება ან რეზიდენტობის გაუქმება მათ შორის იმ პირებისთვის,  რომლებიც სასანქციო პირთა კორპორატიული წარმომადგენლები ან მეწილეები არიან.

[1]სექცია 325 შეიცავს სასანქციო ზომების ჩამონათვალს, რომლის დაწესება შესაძლებელია დამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინააღმდეგ.

Прочитано
6242
Отправить письмо

Связанный:

რუსული სატრანსპორტო ოცნებები

რუსული სატრანსპორტო ოცნებები

რუსეთს, განსაკუთრებით სანქციების ფონზე, საერთოდ არ გააჩნია ფინანსური რესურსების საჭირო მოცულობები ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი განახლებისთვის

12 Октябрь 2017 | 13:32 Далее
საქართველოსთვის აქტუალური „ბალკანური“ ენერგოპოლიტიკის მაგალითები

საქართველოსთვის აქტუალური „ბალკანური“ ენერგოპოლიტიკის მაგალითები

ენერგოგაერთიანების რეგულაციების შესრულების კუთხით „ბალკანური“ წარმატებული და წარუმატებელი ენერგოპოლიტიკის მაგალითები უხვად მოიპოვება, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა.

10 Октябрь 2017 | 08:32 Транспорт и логистика Далее
რუსული საბანკო სექტორის ტურბულენტური ფრენა

რუსული საბანკო სექტორის ტურბულენტური ფრენა

2016 წელი საინტერესო აღმოჩნდა რუსული ეკონომიკისთვის. მიუხედავად დაწესებული სანქციებისა და რუბლის დევალვაციისა, რუსულმა ბანკებმა 2015 წელთან შედარებით ხუთჯერ მეტი - 930 მილიარდი რუბლის (15,66 მლრდ აშშ დოლარი) მოგება ნახეს. ამ ფონზე მათი საერთო აქტივების მო

01 Cентябрь 2017 | 12:14 Далее
ჰიბრიდული ომი რუსულ სამხედრო თეორიაში

ჰიბრიდული ომი რუსულ სამხედრო თეორიაში

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

10 Июль 2017 | 14:31 Антипропаганда Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner