Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Thursday, 14 Ноябрь
01 Cентябрь 2017 | 12:14

რუსული საბანკო სექტორის ტურბულენტური ფრენა

რუსული საბანკო სექტორის ტურბულენტური ფრენა

რუსეთის საფინანსო-საბანკო სექტორის მიმოხილვისას ჩვენ არ დავისახეთ მიზნად სტანდარტული საფინანსო-საკრედიტო ინდიკატორების გამოყენება და მსოფლიო რეიტინგული კლასიფიკაციის სიღრმისეული გაშლა. ერთი მხრივ, ასეთი მიდგომა ძნელად თუ იქნებოდა გასაგები ჩვეულებრივი მკითხველისთის (არასპეციალისტისთის), ხოლო მეორე მხრივ, ამ ეტაპზე საკმარისი იქნებოდა ზოგადი მაჩვენებლებისა და ტენდენციების გაანალიზება, რომელიც აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, საკმარის საფუძველს მოგვცემდა სამომავლო პროგნოზის გასაკეთებლად.

ზოგადად 2016 წელი მეტად საინტერესო აღმოჩნდა რუსული ეკონომიკისთვის. მიუხედავად დაწესებული სანქციებისა და რუბლის დევალვაციისა, რუსულმა ბანკებმა 2015 წელთან შედარებით ხუთჯერ მეტი - 930 მილიარდი რუბლის (15,66 მლრდ აშშ დოლარი) მოგება ნახეს. ამ ფონზე მათი საერთო აქტივების მოცულობა მაინც შემცირდა 1.6%-ით. 2017 წლისთის როსსტატის მონაცემებით მთლიანი აქტივების ღირებულება 33,8 ტრილიონ რუბლს შეადგენდა, საიდანაც საბანკო სექტორის კაპიტალი 4,7 ტრილიონს შეადგენს (მშპ-ს 46,3 ტრილიონი რუბლის 10%), ხოლო არაფინანსური აქტივების და ვადაგასული სესხების - 18,1 ტრილიონ რუბლს, საკრედიტო ინსტიტუტების მიერ შესყიდული „securities” – 5,8 ტრილინ რუბლს, ინდივიდუალური ანაბრების - 9,8 ტრილიონ რუბლს, და არაფინანსური და ფინანსური ინსტიტუტების (არასაკრედიტო) – 10,4 ტრილიონ რუბლს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ საბანკო სექტორში დომინირებენ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ბანკები, რომელთა კონტროლქვეშ აქტივების 50%-ზე მეტია. რამდენიმე წლის წინ საბანკო სექტორში 3000 მდე მოთამაშე აღირიცხებოდა, თუმცა ეკონომიკურმა სტაგნაციამ და საფინანსო კონტროლის გამკაცრებამ საბანკო სექტორის საგრძნობი კონსოლიდაცია გამოიწვია. ამ ბანკების სიას მიეკუთვნებიან “სბერბანკი” (ცენტრალური ბანკის მფლობელობაში), “ვი-თი-ბი ბანკი” (სახელმწიფოს საკუთრება, მათ შორის “ვი-თი-ბი 24”, “ვი-თი-ბი კაპიტალი”, და “მოსკოვის ბანკი”), “გაზპრომბანკი”, “როსსელხოზბანკი” (სახელმწიფო საკუთრებაში) და “ალფა ბანკი” (კერძო კომერციული ბანკი). დიდ კერძო ბანკებს შორის გამოირჩევა „ოტკრიტიე“ (ყოფილი ნომოს-ბანკი), „რუსული სტანდარტი“, „მოსკოვის კრედიტბანკი“, „სანქტ პეტერბურგის ბანკი“, და „ბინბანკი“.  ყველა ზემოთჩამოთვლილი სახელმწიფო ბანკი (ალფა ბანკის გარდა) ექვემდებარება აშშ-ს მიერ შემოღებულ სასანქციო რეჟიმს, და აეკრძალათ (საგრძნობლად შეეზღუდათ) აშშ-ს საფინანსო ბაზრებზე მოქმედება (სესხების აღება და ოპერირება).

უკრაინის კრიზისის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსულ საბანკო-საფინანსო სექტორს, ისე რომ 2013 წლიდან მოყოლებული 300 ბანკმა დაკარგა ლიცენზია, აქედან 70%-მა ფულის გათეთრების მოტივით, რომელთა ხელმძღვანელობის უდიდესმა ნაწილმა დატოვა რუსეთი სამართლებრივი დევნის შიშის გამო. ცხადია, ამ პროცესს კაპიტალის სერიოზული გადინება სდევდა თან. 2014-2015 წლებში ბანკების დიდი ნაწილის კაპიტალიზაცია სერიოზულ პრობლემად იქცა და აუცილებელი გახდა მათი კაპიტალიზაცია შენატანების დაზღვევის სააგენტოს მიერ (агенство страхования вкладов), რომელიც თავის მხრივ ცენტრალური ბანკს ეკუთვნის (ელვირა ნაბიულინა) და მიზნად ისახავდა დაფინანსებული პრობლემური ბანკების მკაცრ კონტროლს და ჩრდილოვანი ეკონომიკის დაფინანსების წყაროების შეზღუდვას. ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვნად დაასტაბილურა რუსული საბანკო სექტორი 2017 წლისთვის და ეკონომიკური მდგრადობის საფუძველიც შექმნა.

მიუხედავად ამისა, რუსული საბანკო სექტორისთივის კვლავინდებურად პრობლემად რჩება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბანკებისა და სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო კავშირში მყოფი კერძო კომპანიებისა და ბანკების უხეში (უკონტროლო) საფინანსო საქმიანობა და პრივილიგირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა „როსნეფტისა“ და კერძო ბანკი „ოტკრიტიეს“-ს ურთიერთობა. 2014 წლის მიწურულს, როცა რუბლის და ნავთობის ფასის მკვეთრმა დაცემამ სანქციებთან ერთად სერიოზული პრობლემა შეუქმნა “როსნეფტს” 18 მილიარდი აშშ დოლარის ვალის დაფარვის თვალსაზრისით, მან ერთგვარი „უნიკალური“ საფინანსო ოპერაცია განახორციელა, რომელსაც უდიდესი დარტყმა შეეძლო მიეყენებინა რუსული ეკონომიკისთის. კერძოდ მან ფარულად გამოსცა 625 მილიარდი რუბლის ღირებულების ობლიგაციები, რომლებიც მიყიდა უცნობ შუამავალს, რომელმაც შემდგომ გამოიყენა ეს ობლიგაციები „რევერსულ რეპო კრედიტების“ შესაძენად ცენტრალური ბანკისგან. შედეგად “როსნეფტმა” (იგორ სეჩინმა) შუამავლისგან ძალიან მოკლე დროში მიიღო სასურველი კაპიტალი, თუმცა კინაღამ დაამხო რუსეთის სავალუტო ბაზარი. შუამავლის როლს ასრულებდა უცნობი კერძო ბანკი „ოტკრიტიე“, რომელიც არ იმყოფებოდა ამერიკული სანქციების ქვეშ, და რეპო-კრედიტებისა (2.5% განაკვეთი) და ევრობონდების (რუსეთის სუვერენული ვალის-7.5% განაკვეთი) სპეკულაციებით უმოკლეს დროში იქცა ყველაზე მსხვილ კერძო ბანკად. 

 

 

რეპო-კრედიტებით ვაჭრობის ზრდის დინამიკა

წყარო:IntelliNews August 8, 2017, http://www.intellinews.com/russia-s-banking-sector-woes-lead-to-a-jump-in-repo-deals-126812/

იგი განაგრძობს ექსპანსიას (გეგმავს „როსგოსსტრახ“-თან გაერთიანებას) და მიმომხილველთა შეფასებით, მის მიზანს წარმოადგენს გახდეს იმდენად დიდი, რომ სახელმწიფოსთვის მიუღებელი გახდეს მისი „ჩავარდნა“ ან გაბანკროტება. ასე მაგალითად, მან ცენტრალური ბანკის 120 მლრდ რუბლი გამოიყენა „ტრასტბანკის“ არა გადასარჩენად, არამედ შესაძენად, და ამის შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდა „სისტემურად მნიშვნელოვანი“ რუსული საბანკო-საფინანსო სექტორისთვის. საბანკო აქტივების 50% „ოტკრიტიეს“ ერთობლივ მმართველობაში აქვს „ვი-თი-ბი“ ბანკთან, მისი ფინანსური წყაროების მეშვეობით სხვადასხვა შენაძენების დასაფინასებლად. ის ასევე დამატებით ფლობს „ვი-თი-ბი“-ს მნიშვნელოვან აქტივებს, მათი სანქციების ნეგატიური ეფექტისგან გადასარჩენად. ამრიგად ბანკ „ოტკრიტიეს“ მაგალითზე აშკარაა სახელმწიფოს, სახელმწიფო და სიტემურად მნიშვნელოვანი კერძო ბანკების პირდაპირი თანამშრომლობა, როგორც კერძო ინტერესების განსახორციელებლად, ასევე პოლიტიკური მიზნებისა და შესაბამისად მათი სარჩულის ქვეშ ეკონომიკური მიზნების (სანქციების ეფექტის არიდება, მინიმიზაცია) მისაღწევად.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ექსპერტების შეფასებით, რუსულ საბანკო სექტორში დასრულდა ზრდის ეტაპი, სადღეისოდ მას ახასიათებს უცხოურ კრედიტორტა მნიშვნელოვანი შემცირება, რომელთა ადგილის ჩანაცვლება რეალურად სახელმწიფო საფინასო ინსტიტუტებით ხდება. 2015-16 წლებში განხორციელებულმა საბანკო კონსოლიდაციამ მართალია შედეგად გამოიღო საკრედიტო პორტფელის და მოცულობების შემცირება, მაგრამ ამავე დროს დაწია კრედიტთან ასოცირებული რისკები. მიუხედავად ამისა, უცხოური ბანკების წილი რუსულ საბანკო სექტორში (რისი გაზრდაც მათი მთავარი ამოცანაა) შემცირდა 8.5%დან 6.1%მდე. რეპო-კრედიტებით ვაჭრობის დინამიკა ასევე მიუთითებს საბანკო სექტორში კაპიტალიზაციასთან არსებულ პრობლემაზე. რუსეთის სიდიდით მე-12-ე ბანკის „იუგრა“-ს მიერ ლიცენზიის დაკარგვა დამატებით მიუთითებს ხსენებულ გარემოებაზე, ისევე როგორც უკვე ბანკ „ოტკრიტიეს“-თან დაფიქსირებული შეზღუდვები თანხების განაღდებასთან დაკავშირებით აგვისტოს დასაწყისში. თუ მსგავსი დინამიკა შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული როგორც კერძო მეანაბრეების მიერ თანხის გატანის ზრდა, ასევე ძირითადი კრედიტორების მიერ რისკების ხელახლა გადახედვა, რაც ნეგატიური ეფექტების მთელ სერიას გამოიწვევს. 

„ფითჩ“ის მიერ 2017-ის აგვისტოს შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემატურია „ვი-თი-ბი“ ბანკის, „გაზპრომბანკის“ და „მოსკოვის კრედიტბანკის“ მდგომარეობა კაპიტალის გადინების მხრივ (269 მლრდ., 138 მლრდ., და 25მლრდ. რუბლი). სხვა ბანკებს მათთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ახასიათებთ ლიკვიდურობის და მათ შორის კაპიტალის მოზიდვის კუთხით. „ვი-თი-ბი“ ბანკი „რუსაგ“ და „B&N“-ბანკთან ერთად ასევე ლიდერია სამთავრობო დაკრედიტების მხრივ ლიკვიდურობის დასაბალანსებლად (57 მლრდ., 43მლრდ., 41მლრდ. რუბლი). საერთო ჯამში „ვი-თი-ბი“ ბანკს „რუსაგ“-ს და გაზპრომბანკს დასაფარი აქვთ 2.6 ტრილიონი რუბლის დავალიანება. ზოგადად ლიკვიდურობის დონემ საბანკო სექტორში დაიწია 2015წელთან შედარებით, ხოლო მთლიანმა დავალიანებამ მშპ-ს 152%დან 223%მდე მიაღწია. თუ 2008 წელს რუსეთის საბიუჯეტო რეზერვების სიდიდის გამო მთავრობა სუფთა კრედიტორად გვევლინებოდა, სარეზერვო ფონდისა და საბიუჯეტო დეფიციტის ვალებით დაფარვის მზარდმა ტენდენციამ შესაძლოა 2018 წლიდან რუსეთის მთავრობა კრედიტორიდან, მსესხებლად აქციოს (იხილეთ გრაფიკი ქვემოთ).

 

წყარო:https://www.acra-ratings.com

საყურადღებოა ასევე, რომ სტატისტიკურად გარე დავალიანებად გაფორმებული თანხა, რეალობაში შესაძლოა სულაც შიდა დავალიანება იყოს. ხოლო გარე დავალიანების 60%ზე მეტი მოდის იმ კომპანიებზე, რომლებიც დაკავებული არიან გაზისა და ნავთობის ექსპორტით. ეს გარემოება მეტად მნიშვნელოვანია, რადაგანაც აშშ-ს მიერ შემოღებული სანქციების შედეგად, მათი ლიკვიდურობის პრობლემა დამატებით მწვავდება ერთი მხრივ საფინანსო ოპერაციების აკრძალვა/შეზღუდვის, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბანკების სასანქციო რეჟიმში მოხვედრის მაღალი რისკის გამო. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო კრიზისი აცილებული იქნა რუსეთში და ერთგვარმა სტაბილურობამ დაისადგურა, რაც საგარეო დავალიანებისა და ინფლაციის (6.5%მდე) საგრძნობი დაწევის გამო მოხდა, საერთაშორსიო სავალუტო ფონდის შეხედულებით, პრობლემას წარმოადგენს ცენტრალური ბანკისა და მის მფლობელობაში არსებული “სბერბანკის” ურთიერთობა, ისევე როგორც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელობაში არსებული სახელმწიფო ბანკების მდგომარეობა.

 

რუსეთი აქტიურად ცდილობს შეამციროს თავისი დამოკიდებულება საგარეო საკრედიტო ბაზრებისგან და ინტენსიურად ახორციელებს საგარეო დავალიანების დაფარვას, რამაც ამა წლის ივლისში კაპიტალის სერიოზული გადინება გამოიწვია (14.7 მლრდ. აშშ დოლარი). ამასთან ერთად რუსეთი ერთგვარი დედოლარიზაციის პოლიტიკასაც ახორციელებს და უარს ამბობს ვიზა და მასტერ კარდის საგადასახადო სისტემებზე, საკუთარი „მირ”-ის ბარათების შემოღების სახით. სადღეისოდ გაცემულია დაახლოვებით 13.9 მილიონი „მირ“-ბარათი, რომლთა მომსახურებას საგადასახადო ბარათების რუსული ეროვნული სისტემა (იგივე ცენტრალური ბანკი) ახორციელებს, და 120 ბანკის მიერ გაიცემა.  ამ ბართების შემოღება ასევე უკავშირდება საერთაშორისო სანქციებს, რადგანაც ოკუპირებულ ყირიმზე ვიზას და მასტერკარდის მოქმედება შეჩერებულია.

 

აშშ-ს სანქციების გარდა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მიმართულია 153 ფიზიკური პირისა და 40 ორგანიზაციის წინააღმდეგ. ფინანსური თვალსაზრისით რუსეთისთვის არანაკლებ მტკივნეულია ევროკავშირის მიერ უარის თქმა მოლაპარაკებებზე რუსეთის გაწევრიანების შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასა (OECD) და ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (EIA). რუსეთს შეეზღუდა წვდომა კაპიტალის ძირითად და მეორად ბაზრებზე, ევროპის ცენტრალურ ბანკს და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს აეკრძალათ ახალი ფინანსური ოპერაციების წარმოება რუსეთთან, დაწესდა ემბარგო  შეიარღების და ტექნოლოგიების ექსპორტ-იმპორტზე. ხოლო განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა იმ ტექნოლოგიებზე ემბარგოს დაწესება, რომელთა გამოყენება შეიძლება ენერგომატარებლების მოპოვებასა და წარმოებაში. როგორც უკვე ავღნიშნეთ, სწორედ ამ სექტორში მომუშავე ბანკებს და კომპანიებს აღენიშნებათ სერიოზული პრობლემები ლიკვიდურობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ გარემოებებს უკავშირდება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება, 2018 წლიდან გააერთიანოს სარეზერვო ფონდი და ეროვნული კეთილდღეობის ფონდი. ამ ფაქტიდან ნიშანდობლივია არა სარეზერვო ფონდის (რომელიც წლების განმავლობაში კატასტროფულად შემცირდა 2008 წლის 125 მლრდ. აშშ დოლარიდან  2017 წლის 16.91 მლრდ. დოლარამდე), არამედ კეთილდღეობის ფონდის (74.18 მლრდ. დოლარი) გაერთიანება, რომლიდანაც თანხების დახარჯვის გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდისგან განსხვავებით, საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა სჭირდება. 74.18 მილიარდიდან რეალურად „ცოცხალი ფული“ 48 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი საკრედიტო ორგანიზაციებისა და ინფრასტრუქტურის დარგში მომუშავე ემიტენტების ფასიანი ქაღალდებია. ორივე ფონდი ჩამოყალიბდა ადრე არსებული სტაბილიზაციის ფონდის გაყოფის საფუძველზე (2008 წელს 156.8 მლრდ. დოლარი), და განსაკუთრებით კეთილდღეობის ფონდი ემსახურებოდა მომავალი თაობების სტაბილური საპენსიო უზრუნველყოფის მიზნებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობა საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვას 2019 წლიდან აღარ აპირებს სარეზერვო ფონდიდან, არამედ მთლიანად დაეყრდნობა დამატებით შიდა რესურსებს, კეთილდღეობის ფონდის ამ სახით სტატუსის შეცვლა ავტომატურად გამოიწვევს მის დახარჯვას სხვადასხვა სამთავრობო მიზნებისთის, სადაც ლობიზმს და პირად ნაცნობობას არც თუ მცირე როლი მიენიჭება. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს საკრედიტო ბაზრის მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს არ აძლევს სესხების აღების ფართო საშუალებას.

 

ზემოხსენებულ ფაქტორებზე გავლენას იქონიებს ზოგადი მაკროეკონომიკური სურათიც, რომლის მიხედვით რუსეთის მშპ-ს ზრდა არ აცდება 1,5%-ის მაჩვენებელს, და მხოლოდ ევროპული სანქციების გარეშე თავისუფლად მიაღწევდა 2,5%ს.  ეკონომიკის ზრდა პირდაპირ არის მიბმული ინვესტიციების ზრდაზე, რაც თავის მხრივ კაპიტალის მოზიდვის პრობლემას ეჯახება დაწესებული სანქციების გამო. რუსი ეკონომისტების აზრით, მიუხედავად იმისა რომ ჩინეთი, იაპონია და სხვა აზიის ქვეყნები არ არიან მიერთებული სანქციებს, პოტენციურ ინვესტორთა აქტიურობა არ აღინიშნება, რაც ისევ სანქციების მეორადი ეფექტის დამსახურებაა. ამასთან ერთად ქვეყანაში 2017 წლის მეორე კვარტალში შეინიშნება გაკოტრების მორიგი ტალღა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 5.4%-ით მაღალია, და პირდაპირ უკავშირდება კომპანიების გადამხდელუუნარობას და საინვესტიციო პასიურობას. გაკოტრების დინამიკა უკვე მეორე წელია რაც სტაბილურად იზრდება და 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა. სექტორების მიხედვით გასულ წელთან შედარებით 84%ით გაიზარდა გაკოტრების რაოდენობა მეტალურგიაში, 22%ით კომერციულ მომსახურებაში, 15%ით მანქანათმშენებლობაში, 8.2%ით ელექტროენერგეტიკაში, და 4.6%ით მშენებლობაში. საინტერესოა ასევე, რომ 2008-9 კრიზისულ წლებში, როდესაც გაკოტრების მსგავსმა ტალღამ გადაუარა რუსეთს, ახალშექმნილ საწარმო-კომპანიების რიცხვი მაინც აღემატებოდა გაკოტრებულისას. ექსპერტთა აზრით ეს მხოლოდ სანქციების დამსახურება შეიძლება იყოს, რომელსაც თავის მხრივ საბანკო სექტორის კრიზისი მოყვება.

Прочитано
3364
Отправить письмо

Связанный:

რუსული სატრანსპორტო ოცნებები

რუსული სატრანსპორტო ოცნებები

რუსეთს, განსაკუთრებით სანქციების ფონზე, საერთოდ არ გააჩნია ფინანსური რესურსების საჭირო მოცულობები ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი განახლებისთვის

12 Октябрь 2017 | 13:32 Далее
საქართველოსთვის აქტუალური „ბალკანური“ ენერგოპოლიტიკის მაგალითები

საქართველოსთვის აქტუალური „ბალკანური“ ენერგოპოლიტიკის მაგალითები

ენერგოგაერთიანების რეგულაციების შესრულების კუთხით „ბალკანური“ წარმატებული და წარუმატებელი ენერგოპოლიტიკის მაგალითები უხვად მოიპოვება, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა.

10 Октябрь 2017 | 08:32 Транспорт и логистика Далее
ტრამპის სანქციების ექო

ტრამპის სანქციების ექო

ახალი სანქციები განსაკუთრებით დიდ დარტყმას მიაყენებს რუსულ ენერგოკომპანიების საერთაშორისო პროექტებს, რაც პირველ რიგში "როსნეფტის", "გაზპრომის" და "ლუკოილის" საგარეო ექსპანსიის გეგმების დასასრულის მომასწავებელია.

29 Август 2017 | 11:09 Далее
ჰიბრიდული ომი რუსულ სამხედრო თეორიაში

ჰიბრიდული ომი რუსულ სამხედრო თეორიაში

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

10 Июль 2017 | 14:31 Антипропаганда Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

Trade in sheep and wool has dropped in Georgia, and Georgian shepherds are looking to EU countries in search of new markets for Georgian sheep products. So, exactly what requirements must farmers meet in order to export Georgian sheep and wool to the Euro

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში 2008 წელს დაფუძნდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ააშენა. იმავე წელს 70-მდე სული მსხვილფეხა საქონელი შვეიცარიიდან შემოიყვანა და მას შემდეგ ბიზნესის ასაწყობად, როგორც მისი დამფუძნებ

banner
banner
banner
banner
banner