ევროკავშირში 13%-იანი ზრდის შემდეგ საქართველომ ახალ საექსპორტო ბაზრებზე შეაღწია: იაპონია,ირანი, ბაჰრეინი - ახალი შესაძლებლობებია
ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის შეფასებით, ევროკავშირში ექსპორტის ზრდას მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. მოცემულ რეგიონში 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ევროკავშირთან ექსპორტი გაიზარდა 13%-ით. ამავე პერიოდში ევროკავშირში და ევროპის სხვა ქვეყნებში გამოიკვეთა ქვეყნები, რომელთა ბაზარზე ექსპორტის ზრდის ტენდენცია შეინიშნება(იხ. ცხრილი #1). ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარების სამსახურები აფასებენ საექსპორტო შესაძლებლობებს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით. სამინისტროს ცნობით, დღეს არსებული საქართველოს საექსპორტო პოზიციების გათვალისწინებით, რეგიონების ქვეყნების ბაზრების პოტენციალი შესწავლილია. თუმცა, საქართველოს ექსპორტის სტრუქტურისა და ამ ქვეყნების საიმპორტო ბაზრების ცვალებადობის გათვალისწინებით კვლევის პროცესი სისტემატურ ხასიათს ატარებს.
აზიის რეგიონიდან პირველ რიგში აღსანიშნავია ჩინეთი. ეს ქვეყანა განიხილება ღვინის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრად. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით ჩინეთში 6.4 მლნ ბოთლის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რამაც 17.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით გაიზარდა და საქართველოს ღვინის მთლიანი ექსპორტის 12% დაიკავა. შეინიშნება ქართული პროდუქციის მიმართ მზარდი ინტერესი იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, სადაც ძირითადი მოთხოვნაა ქართულ ღვინოზე.
რაც შეეხება აშშ-სა და ამერიკის კონტინენტს, ამ რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს აშშ-სთან, კანადასთან და მექსიკასთან.
ცხრილ #2-ში წარმოდგენილია ყველაზე მოთხოვნადი საექსპორტო პროდუქტები და ნიშური ბაზრები რეგიონების/ქვეყნების მიხედვით
წყარო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სამინისტროს ცნობით, 2018 წლიდან საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი დამატებით EFTA-ს წევრ 4 ქვეყანასთან (ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი), რაც გულისხმობს 45 მილიონიან საექსპორტო ბაზარს. ასევე, პირველი იანვრიდან ამოქმედდა 1.4 მილიარდიანი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან.