banner
08 ოქტომბერი 2014 | 08:50 ეკონომიკა

IDFI: რატომ გამკაცრდა სავიზო რეჟიმი საქართველოში?

IDFI: რატომ გამკაცრდა სავიზო რეჟიმი საქართველოში?

 
(IDFI)  დღემდე საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საიმიგრაციო კანონმდებლობა არსებობდა (საქართველოში უვიზოდ ყოფნის 360-დღიანი ვადა, ვიზის აღების საშუალება სასაზღვრო პუნქტზე და ა.შ.), თუმცა სიახლეს არ წამოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეტაპობრივად დაიწყო საიმიგრაციო პოლიტიკას გამკაცრება. აღნიშნული მიდგომის საფუძველზე მიღებულ იქნა რიგი სამართლებრივი აქტებისა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 2014 წლის მარტში ძალაში შესული “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული ისეთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებია როგორიცაა „საქართველოს მთავრობის დადგენილება იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ და „საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განახლებული დადგენილება.
 
უნდა აღინიშნოს, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები, მრავალი ექსპერტის მიერ აღქმული იქნა საკმაოდ კრიტიკულად. ერთ–ერთი ფაქტორი რომელზეც ისინი მიუთითებდნენ იყო ის, რომ განსხვავებით ყოფილი ლიბერალური მიდგომისგან როდესაც 118 ქვეყნის მოქალაქეს შეეძლო საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, რეფორმის შედეგად აღნიშნული აღარ იქნებოდა შესაძლებელი, კრიტიკის ობიექტი გახდა აგრეთვე საქართველოში უვიზოდ ყოფნის 360-დღიანი ვადის 180-დღიან პერიოდში 90 დღით ცვლილება.
 
IDFI დაინტერესდა იმით, თუ რომელ საერთაშორისო აქტებს ან/და ჩატარებულ კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებს ემყარებოდა საქართველოში სავიზო რეჟიმის გამკაცრება. შესაბამისად ა.წ. 12 სექტემბერს საჯარო ინფორმაციის მიღების განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავრობას. გვინდა მიღებული ოფიციალური დოკუმენტებიდან გამოდინარე წარმოგიდგინოთ მოკლე შეჯამება იმ არგუმენტებისა, რომლებიც საფუძვლად დაედო საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოში და მოგაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი საკანონდებლო აქტების მომზადების პროცესის შესახებ.
 
 
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების, სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან ერთად საქათველოს მთავრობას დაეკისრა/დაეკისრება ვალდებულება კონკრეტული სფეროების რეფორმირებისა მათ შორის მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არ ავალდებულებს საქართველოს მთავრობას გაამკაცროს სავიზო რეჟიმი, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა ბუნებრივია, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან ერთან დღის წესრიგში დგება შესაბამისი ზომების მიღება, საქართველოში არალეგალური მიგრაციის აღკვეთა და ზოგადად საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგება. შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულების პრეამბულაში ხაზგასმულია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა, ხოლო მე-16 მუხლი კი ახსენებს საქართველოს მთავრობას მის ვალდებულებას უზრუნველყოს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია.
 
აღნიშნული შეთანხმების თანახმად საქართველოს მთავრობას ეკისრება არა მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი საკუთარი მოქალაქეების რეადმისიის, არამედ ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირები ფლობენ საქართველოს მიერ გაცემულ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას ან თუ დადგინდება, რომ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვდნენ ტრანზიტულად, საქართველოს ტერიტორიის გავლით.
 
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაინტერესება საქართველოთი. შედეგად იმატა, როგორც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებათა რაოდენობამ ისე საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის მინიჭების შემთხვევებმა (აღნიშნულ საკითხზე იხილეთ ჩვენი სტატია).
 
 
         
 
შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ ისევე როგორც ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობები წარმოშობს აუცილებლობას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები რათა თვიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში დიდი რაოდენობით უკანონო მიგრანტთა შემოდინება. თუმცა, ბუნებრივია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს ა-პრიორი სავიზო რეჟიმის გამკაცრებას, რადგან თავად ასოცირების შესახებ შეთანხმება, არ მოითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას და მითითებას მხოლოდ მის მოწესრიგებაზე აკეთებს.
 
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დადებითად უნდა შეფასდეს კანონმდებლის მიზანი ეროვნული სამართლებრივი აქტები მოიყვანოს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ჩვენთვის გადმოგზავნილი საექსპერტო დასკვნაში (მომზადებული მიზნობრივი ინიციატივა – საქართველოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2013 წლის ივლისში) ხაზგასმულია, რომ „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობის შესახებ“ კანონში მოცემული წესები ქვეყანაში ხანმოკლე/ხანგრძლივი ყოფნის შესახებ იმეორებს იმ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც ევროკავშირის საკანონდებლო რეგულაციებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული შეეხება, როგორც ქვეყანაში ხანმოკლე ყოფნისთვის გათვალისწინებული ვაიდის შემცირებას 360–დან 90/180 დღიანი პერიოდამდე ისე საქართველოში ხანგრძლივად ყოფნის რეგულაციებს.
 
ამავე დროს, კანონის დღეს არსებულ რედაქციაში არსებობს რიგი ხარვეზებისა, რომლებიც არ იქნა გამოსწორებული მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექპერტების მიერ გამოთქმული წუხილისა. კერძოდ გათვალისწინებულ არ იქნა ექსპერტთა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის არგუმენტები იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში უკანონოდ მყოფ უცხოელთა დაჯარიმებას ეხება. კერძოდ ექსპერტების მიერ უარყოფითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების უფლება ჯარიმის გადახდის ვალდებულება დააკისროს იმ უცხოელებს, რომლებიც ნებაყოფლობით დატოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას.
 
უარყოფიდან იქნა შეფასებული ასევე კანონის ის ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმის გადაუხდელობის გამო უცხოელისთვის ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის შესაძლებლობას. 
 
პრობლემურად იქნა მიჩნეული უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში კომპეტენციათა გამიჯვნის საკითხი კონკრეტულ უწყებათა შორის. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ვიზის გაცემა და საზღვარზე დოკუმენტების შემოწმება ერთდროულად ან/და ერთი და იმავე უწყების მიერ არ ხორციელდება (შსს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო და დიპლომატიური დაწესებულებები, სახელმწიფო სერვისების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო), მოცემული საკითხები ერთ მუხლშია გაერთიანებული და არ არის მკაფიოდ გამიჯნული შესაბამის უწყებებს შორის უფლებამოსილებები.
 
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა საქართველოს მთავრობამ არ მოგვეწოდა რაიმე სახის ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია, რომელიც განმარტავდა იმ საფუძვლებს, რომლებზე დაყრდნობითაც კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს მიენიჭათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება. გაურკევველია ისიც თუ, რატომ დარჩა ბევრი სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, მათ შორის ისინიც ვისაც საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმამდე შეეძლო საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შემოსვლა, აღნიშნული უფლების გარეშე.
 
დამატებით ჩვენთვის მოწოდებული საექსპერტო დასკვნიდან დგინდება რომ ხარვეზები, შეინიშნებოდა ასევე კანონპროექტის შემუშავების პროცესში. კერძოდ, საექსპერტო დასკვნიდან დგინდება, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩართვა მოხდა გვიანდელ ეტაპზე. გაიმართა მხოლოდ ორი სამუშაო შეხვედრა. დროის სიმცირის გამო ექსპერტებმა კანონპროექტის შესახებ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ზოგადი შენიშვნები დააფიქსირეს და ხაზი გაუსვეს კანონპრექტის ზოგიერთ სპეციფიურ დებულებას, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდა. ვფიქრობთ, რომ სწორედ იმის გამო, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში ნაკლებად იყო გათვალისწინებული ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, მისმა მიღებამ გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა.
 
 
 
                                                დასკვნა
 
საქართველოს მთავრობის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარდებთან ჰარმონიზაციის მცდელობა დადებით ნაბიჯად უნდა შეფასდეს. მიუხედავად ამისა ხარვეზები აღინიშნება აღნიშნული პროცესის მიმდინარეობაში, როდესაც არ ხდება საზოგადოების სრული ინფორმირება მიმდინარე რეფორმის შესახებ. აუცილებელია საქართველოს მთავრობის მიერ აშკარა და არაორაზროვანი გზავნილების მიწოდება საერთაშორისო საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, იმის ხაზგასმით რომ ქვეყნაში მიმდინარეობს არ სავიზო რეჟიმის გამკაცრება არამედ საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგება. 
 
 
საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წელს მიღებული მიგრაციის სტრატეგია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავებისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა მიგრაციის დადებითი ეფექტების გამოყენებას ქვეყნის განვითარებისთვის. შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნული სტრატეგიისა და მის საფუძველზე მიღებული კანონმდებლობის, იმ სახით იმპლემენტაცია როდესაც თავიდან იქნება აცილებული ქვეყანაში შემოსვლისა თუ ბინადრობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმა ისეთი პირებისთვის, რომლებიც სახელმწიფოში საკუთარი ყოფნით ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. აღნიშნული კი შეეხება არამარტო ინვესტორებს არამედ ყველა რიგით უცხოელს, იქნება ეს სტუდენტი, დასაქმებული თუ უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქე, რომელიც საქართველოში ყოფნით არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგს თუ სახელმწიფო ინტერესებს. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მოაწესრიგოს საიმიგრაციო პოლიტიკა მისი გამკაცრების გარეშე.
 
 
სტატია გამოქვეყნდა WWW.IDFI.GE-ზე. სტატია შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: https://idfi.ge/ge/rationale_behind_stricter_visa_regulation_policy_in_gerogia
 

წაკითხულია
3350
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ახალი სავიზო რეგულაციები - ხარვეზები  და შედეგები

ახალი სავიზო რეგულაციები - ხარვეზები და შედეგები

”ძნელია ვიფიქროთ, რა დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს საინვესტიციო გარემოზე საქართველოში უვიზოდ ყოფნის უფლების მქონე ქვეყნების ჩამონათვალის შემცირებამ, ისევე, როგორც უვიზოდ ყოფნის ვადის 90 დღემდე დაყვანამ”.

19 თებერვალი 2015 | 12:03 კანონმდებლობა ვრცლად
ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზის წარმატება უკვე მიღებული კანონების აღსრულებაზეა დამოკიდებული

ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზის წარმატება უკვე მიღებული კანონების აღსრულებაზეა დამოკიდებული

ევროსაბჭო საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საბჭო იზიარებს იმ შეფასებას, რომ საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით გათვალისწინებული ყველა სტანდ

18 ნოემბერი 2014 | 14:29 კანონმდებლობა ვრცლად
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყების თარიღს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასახელებს

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყების თარიღს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასახელებს

ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედი გეგმა ღონისძიებათა ოთხ ძირითად ბლოკს მოიცავს. მათ შორის: დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრის და მიგრაციის მართვას, საზოგადოებრივი წესრიგს და უსაფრთხოებას და საგარეო ურთიერთობებს

11 ივნისი 2014 | 17:51 კანონმდებლობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner