banner
21 ოქტომბერი 2014 | 10:56 კანონმდებლობა

ენების ევროპული ქარტია - მთავრობის ევროპული თავსატეხი

ენების ევროპული ქარტია - მთავრობის ევროპული თავსატეხი

 
რომელ ენას უნდა მიენიჭოს რეგიონული, ან უმცირესობის სტატუსი, ამაზე მთავრობა ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა 
 
 

„ქარტია არ ითვალისწინებს ოფიციალური ენის დიალექტებს. არ არსებობს ვალდებულება, რომ ქარტია გავრცელდეს გამოხატვის იმ ფორმებზე, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება განიხილავს როგორც ქართული ენის დიალექტებს. ქარტიის მიხედვით, სალაპარაკო სტილი განიხილება დიალექტად თუ უმცირესობათა ენად, ეს დამოკიდებულია სახელმწიფოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე."

 
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პარლამენტს რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებისა და სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების თხოვნით 2013 წლის 14 მარტს მიმართა. 14 მარტის სხდომას საკრებულოს დეპუტატებმა ისტორიული უწოდეს. ისტორიული სხდომის დროს შექმნილმა რეზოლუციამ საკანონმდებლო ორგანომდე ვერ მიაღწია, თუმცა, 14 მარტის შემდეგ ენების შესახებ ევროპული ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიცირების საკითხი საზოგადოებაში ფართო მსჯელობის საგანი გახდა: "საზოგადოების ნაწილს ამ პროცესის მიმართ გადაჭარბებული, არარეალური მოლოდინი აქვს, ნაწილი კი მას სახელმწოფოებრიობის საფრთხესთან აიგივებს. სამწუხაროდ, მათ ქარტია წაკითხული არ აქვთ," - აცხადებს www.eugeorgia.info-სთან საუბარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ტანგიაშვილი. 
 
                 
    რას გულისხმობს რეგიონული ან უმცირესობების ენების ევროპული                                             ქარტია 
 
 
„რეგიონული ან უმცირესობების ენების ევროპული ქარტია“ რეგიონული და უმცირესობათა ენების დაცვისა და განვითარების მიზნით შექმნილი კონვენციაა. ქარტიის თანახმად, იმ ხალხმა, რომელთა მშობლიურ ენასაც რეგიონული, ან უმცირესობათა ენის სტატუსი მიენიჭება, საკუთარ ენაზე საქმის წარმოების, განათლების მიღებისა და მას-მედიის საშუალებების შექმნის უფლება უნდა მიიღოს.
 
ქარტიის განსაზღვრებით, რეგიონული ან უმცირესობის ენები აღნიშნავს ენებს, რომლებსაც მოცემულ ტერიტორიაზე ტრადიციულად გამოიყენებს  სახელმწიფოს ძირითად მოსახლეობაზე რიცხობრივად ნაკლები ადგილობრივი ჯგუფები. ისინი განსხვავდებიან სახელმწიფოს ოფიციალური ენისგან და თავის თავში არ მოიცავენ სახელმწიფო ენის, ან მიგრანტების ენის დიალექტებს. 
 
„საქართველოში ბოლო დროს დაჟინებით ავრცელებენ მოსაზრებას, რომ მეგრული და სვანური ქართული ენის დიალექტებია და არა დამოუკიდებელი ენები. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სვანურ და მეგრულ ენებზე ევროპული ქარტიის ნორმები არ გავრცელდეს და ჩვენ ამ ენებზე განათლების მიღების და მას-მედიის საშუალებების შექმნის საშუალება არ მივიღოთ. სხვა მიზეზს  ვერ ვხედავ, ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეს აშინებს, თორემ ეთნიკური აზერბაიჯანელების და სომხების ენობრივი უფლებები ახლაც დაცულია,“ - ამბობს ზუგდიდში მცხოვრები 53 წლის ასმათ შონია. 
 
ქარტიის რატიფიცირება საქართველოს 2000 წლის 27 აპრილამდე უნდა მოეხდინა  - ეს ვალდებულება ქვეყანამ 1999 წელს აიღო, როცა ევროსაბჭოს წევრი გახდა. მას შემდეგ ევროსაბჭოს ყოველწლიურ რეკომენდაციებში მუდმივად არის ჩანაწერი, რომ საქართველოს მთავრობამ შემდგომი დაყოვნების გარეშე უნდა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ქარტიის რატიფიცირება მოახდინოს. 
 
ხელისუფლებას „რეგიონული ან უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის“ ხელმოწერა და რატიფიცირება არ მოუხდენია. რომელ ენას უნდა მიენიჭოს რეგიონული, ან უმცირესობის სტატუსი, ამ საკითხზე მთავრობა ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა. 
 
"ქარტიის პირველი მუხლის მიხედვით რეგიონული და უმცირესობათა ენები გულისხმობს ენებს, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება სახელმწიფოს გარკვეულ ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ, რომლებიც ქმნიან უფრო მცირერიცხოვან ჯგუფს, ვიდრე მოცემული სახელმწიფოს დანარჩენი მოსახლეობა და განსხვავდებიან სახელმწიფოს ოფიციალური ენის, ან ენებისგან. იგი არ მოიცავს სახელმწიფოს ოფიციალური ენის (ენების) დიალექტებსა და მიგრანტების ენებს. შესაბამისად, ქარტია არ ითვალისწინებს ოფიციალური ენის დიალექტებს. არ არსებობს ვალდებულება, რომ ქარტია გავრცელდეს გამოხატვის იმ ფორმებზე, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება განიხილავს როგორც ქართული ენის დიალექტებს. ქარტიის მიხედვით, სალაპარაკო სტილი განიხილება დიალექტად თუ უმცირესობათა ენად, ეს დამოკიდებულია სახელმწიფოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე," - განუცხადეს www.eugeorgia.info-ს ევროპის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობაში, - "ქარტიის მიხედვით, უმცირესობათა ენების ხელშეწყობა არ არის სახელმწიფო ენის სწავლების საჭიროებასთან კონფლიქტში. ქარტიის პრეამბულა ხაზს უსვამს კულტურათა ურთიერთპატივისცემის ღირებულებას და ითვალისწინებს, რომ რეგიონული და უმცირესობათა ენების დაცვა და წახალისება არ უნდა ხორციელდებოდეს ოფიციალური ენების და მათი შესწავლის აუცილებლობის საზიანოდ".
 
მას შემდეგ რაც მთავრობა განსაზღვრავს, რომელ ენას რა სტატუსი მიანიჭოს, მათზე ზრუნვის ვალდებულებებიც უნდა აიღოს. ვალდებულებები შვიდ სფეროს მოიცავს: განათლებას, მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციას, მედიას, კულტურას, ეკონომიკასა და სოციალურ გარემოს და საზღვრის მიღმა გაცვლებს. აუცილებლად შესასრულებელი ვალდებულებების არეალში შესაძლოა, მოხვდეს ორენოვანი სწავლების შემოღება, მხოლოდ უმცირესობათა ენაზე სწავლება, უმცირესობათა ენაზე რადიო სადგურის ჩამოყალიბება და არსებულ სამაუწყებლო არხებზე ამ ენაზე მომზადებული პროგრამების შემოღება. სახელმწიფომ 65 ვალდებულებიდან 35 უნდა შეარჩიოს და ყველა მათგანი უნდა შეასრულოს.
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიამ, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობს, უნდა განსაზღვროს, რამდენად მიზანშეწონილია ქარტიის რატიფიცირება და  ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში რატიფიცირების პროექტი შეიმუშავოს. "ამ ეტაპზე კომისიის წევრებს შორის ქარტიის ხელმოწერის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არის. შესაბამისად, კონკრეტულ ენებთან და მათთან მიმართებაში ქარტიის გამოსაყენებელი მუხლების შესახებ საუბარი ნაადრევია. ჩვენ შევხვდით ენათმეცნიერებს. მათი შეფასებით საქართველოში 12-დან 20-მდე ენაა. კითხვაზე, რომელ ენას უნდა მიენიჭოს რეგიონული, ან უმცირესობათა ენის სტატუსი, ამ ეტაპზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. იყო განხილვა და მსჯელობა რამდენიმე ენის შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რომელ სალაპარაკო სტილს მიიჩნევს ენად და რომელს დიალექტად. საუბარი არ ყოფილა იმაზე, რომ მეგრულზე,  ან სვანურზე ქარტიის გავლენა უნდა გავრცელდეს. ამაზე სრული კონსენსუსია", - ამბობს ტანგიაშვილი. 
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ „რეგიონული ან უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის“ მოთხვნების დიდ ნაწილი საქართველოს უკვე შესრულებული აქვს: "საქართველოს უკვე ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვს ენობრივ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენცია და ამ კონვენციის ბევრი მოთხოვნა შევასრულეთ. უმცირესობათა ენები უკვე გამოიყენება განათლებაში, მედიაში, საჯარო სტრუქტურებსა და სასამართლოებში. სომხურ და აზერბაიჯანულ ენებთან მიმართებაში ეს უკვე ხორციელდება. ჩავატარეთ კვლევა და გაირკვა, რომ „რეგიონული ან უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის“ 35-ზე მეტ მოთხოვნას უკვე ვასრულებთ. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველომ ქარტიის ხელმოწერის და რატიფიცირების ვალდებულება რაც შეიძლება მალე შეასრულოს". 
 
ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნიდან ქარტიის რატიფიცირება დღემდე მხოლოდ 35-მა ქვეყანამ მოახდინა.
 
მიუხედავად იმისა, რომ ქარტია ოფიციალურ და რეგიონულ ენებს შორის ურთიერთობას კონკურენციის, ან  ანტაგონიზმის ჭრილში არ განიხილავს  და ცდილობს  ენათა შორის ჰარმონიული თანაარსებობის პრინციპი დაამკვიდროს, ზოგიერთი ქვეყანა ქარტიის   მიმართ დიდ სიფრთხილეს იჩენს. ისინი მიიჩნევენ, რომ ქარტიის პრინციპების გატარებამ შესაძლოა, გარკვეული საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო ენის სტატუსს, საბოლოო ჯამში კი თვით სახელმწიფოს ერთიანობას.
 
ამ თვალსაზრისით საინტერესოა "რეგიონული ან უმცირესობების ენების ქარტიისადმი" საფრანგეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიდგომა.
 
საფრანგეთი
 
1999 წლის 7 მაისს რეგიონული და უმცირესობის  ენების ევროპულ ქარტიაზე ხელის მოწერამ ქვეყანაში ლამის პოლიტიკური კონფლიქტი გამოიწვია. ქარტიის  რატიფიცირება საფრანგეთის  საკონსტიტუციო სასამართლომ დაბლოკა. სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ქარტიის პრინციპები ეწინააღმდეგება ფრანგული ენის კონსტიტუციით განსაზღვრულ სტატუსს. ქარტიის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულელებში სახელმწიფო ენის (ფრანგული) გარდა შესაძლებელია სხვა ენის გამოყენებაც, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-2 მუხლს.
 
საკონსტიტუციო  საბჭოს  შეფასებით,  ქარტიის  ზოგიერთი  მოთხოვნა გარკვეული ლინგვისტური ჯგუფებისათვის სპეციფიკური უფლებების მინიჭების თაოაბაზე, ასევე ეწინააღმდეგება ქვეყნის მთლიანობის, კანონთან თანასწორობისა და ფრანგი ხალხის ერთიანობის იდეებს. 2002 წლის 29 ნოემბერს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით გაუქმდა 2 კანონი, რომლებიც ითვალისწინებდა სკოლებში, კოლეჯებსა და ლიცეუმებში ორენოვან სწავლებას. სახელმწიფო საბჭოს აზრით, ეს ცდებოდა რეგიონული ენის შესწავლის ჩარჩოებს და ამცრობდა ფრანგულის, როგორც სასწავლო ენის ფუნქციას. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2003 წლის 12 მაისს მიღებული იქნა დადგენილება, რომელიც კრძალავს რეგიონულ ენაზე ცალკე აღებული რომელიმე საგნის სწავლებას - თუნდაც გამონაკლისის სახით.
 
მიუხედავად  ამისა,  მთავრობა  აღიარებს  რეგიონულ  და უმცირესობების ენებს შეზღუდულ ფარგლებში (მათთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების გარეშე). გარდა ამისა, ფრანგული ენის   მთავარ სამმართველოს გადაარქვეს სახელი და უწოდეს ფრანგული ენისა და საფრანგეთის ენების მთავარი სამმართველო. მის ფუნქციებში შევიდა ასევე საფრანგეთის ენების სწავლებასა  და  სტატუსზე  დაკვირვება.  შედეგად ტერმინი  –„საფრანგეთის ენები“ – ცნობილ იქნა და გამოიყენება ადმინისტრაციაში, თუმცა არცერთ მათგანს (გარდა ფრანგულისა) ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია.
 
ბალტიის ქვეყნები   კატეგორიული წინააღმდეგნი არიან რეგიონული და უმცირესობის ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირებისა, რასაც ქარტიის პრინციპებით ხსნიან, რომელთა თანახმად მისი მოქმედება ვრცელდება ძველ, ავტოქტონურ ენებზე. ისინი მიიჩნევენ, რომ ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც შეიძლება რეგიონულ, ან უმცირესობათა ენაზე მოლაპარაკეთ მიეკუთვნონ  (ძირითადად  რუსები),  მხოლოდ რამდენიმე   ათეული   წელია  რაც   ბალტიისპირეთში  დასახლდნენ (უფრო სწორად, პოლიტიკური  მოტივებით  ჩაასახლეს). ამიტომ მათზე ქარტიის მოთხოვნები არ უნდა გავრცელდეს. ესტონეთი  არ აპირებს  ქარტიასთნ  მიერთებას. ქვეყნის  ერთადერთ ოფიციალურ ენად ესტონური რჩება. თუმცა სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის რუსულ ენაზე კულტურულ მომსახურებასაც. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, სადაც უმრავლესობას რუსულენოვანი მოსახლეობა შედგენს, ადგილობრივი ადმინისტრაცია ვალდებულია მოსახლეობას ორივე ენაზე მოემსახუროს.
 

წაკითხულია
2175
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner
banner