banner
21 თებერვალი 2015 | 19:58 ეკონომიკა

3 მილიონი ევრო სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის

3 მილიონი ევრო სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის

რა სტადიაშია ევროკავშირის მორიგი საგრანტო კონკურსი

გასული წლის ივლისში eugeorgia.info-მ გამოაქვეყნა მასალა, რომელიც  ევროკავშირის მიერ სოფლად  არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის მხარდაჭერას ეხებოდა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა სტადიაშია პროექტი დღეს და როგორ  მიიღება გადაწყვეტილებები თანხის გამოყენების თაობაზე.  ჩვენი რესპონდენტი ამჯერად  ევროკავშირის წარომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარების და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიოა.

- რა პროექტებია დაგეგმილი ევროკავშირის მიერ სოფლად როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად?

- ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირმა 52 მილიონი ევრო გამოყო (40 მილიონი ევრო + 12 მილიონი ევრო, როემელიც გასულ წელს დამატებით დამტკიცდა). ეს თანხები ძირითადად განკუთვნილია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, რათა მან 2015 -2020 წლების განმავლობაში  სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია განახორციელოს.

12 მილიონი ევროდან   6 მილიონი  საბიუჯეტი დახმარებაზეა გამიზნული, 3 მილიონი ევრო სპეციფიურ სასოსფლო-სამეურნეო მიმართულების მხარდაჭერაზე დაიხარჯება,  ხოლო კიდევ 3 მილიონი ევრო -  სოფლის განვითარების  პროექტებისთვის არის განკუთვნილი.

სოფლის განვითარების მიმართულების კომპონენტი (3 მილიონი ევრო), რომლის   განხორციელებაზე მე ვარ პასუხისმგებელი, ნიშნავს იმას, რომ  სოფლებში სასოფლო-სამეურნეო აქტივობის  გარდა უნდა იყოს მხარდაჭერილი სხვა საქმიანობა, რადგან სოფლად სიღარიბის აღმოფხვრისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. ადამიანებმა უნდა  მოძებნონ შემოსავლის მიღების ალტერნატიული გზები და საშუალებები, მაგალითად აქტივობები, რომლებიც ტურიზმთან, ვაჭრობასთან, ან  გარემოს დაცვასთანაა დაკავშირებული. ანუ, ყველა ასეთი და მსგავსი ტიპის საქმიანობა იქნება დაფინანსებული 3 მილიონი ევროთი. უკვე გამოვაცხადეთ კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და სხვა მონაწილეებისთვის, ვინც განახორციელებს ამ პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ამჟამად მიღებული გვაქვს 20 განაცხადი, რომლის განსახილველად დრო გვჭირდება, რის შემდეგაც საპილოტო პროექტი დაიწყება.     

- როგორ განხორციელდება ეს საპილოტო პროექტები?

- ჩვენ გვექნება 2-3 პროექტი,  თითო 1 მილიონი, 1,5 მილიონი ევროს ოდენობით. ეს პროექტები განხორციელდება  საქართველოს შორეულ რეგიონებში, იქ, სადაც სოფლის მეურნეობისთვის  განსაკუთრებული პოტენცილი არ არსებობს. ასეთია, მაგალითად, ახალციხის, ყაზბეგის, მესტიის რაიონი, ანუ მაღალმთიანი და არა მხოლოდ მაღალმთიანი რეგიონები.  ჩვენ გვინდა, რომ არასამთავრობო სექტორმა  სხვა პარტნიორებთან ერთად ( ევროპული და ქართული ორგანიზაციები, რომლებსაც  აგრო და ეკოლოგიის სფეროებში  ადამიანების დასაქმების  გამოცდილება გააჩნიათ ), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად შეიმუშავონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია. ეს სტრატეგია დაეფუძნება ადგილობრივ  ინტერესთა ჯგუფებთან,  მოსახლეობასთან, კერძო სექტორთან აქტიურ კონსულტაციებს, რათა  გამოჩნდეს,  რა ტიპის პროექტები შეიძლება განხორციელდეს ამა თუ იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე. მაგალითად, თუ თემს,  სოფელს, მუნიციპალიტეტს უნდა, რომ ადგილზე შეიქმნას დასაქმების ცენტრი, იმისთვის, რომ გარკვეული მიმართულების სტიმულირება მოხდეს,  ან მაგალითად, გადაწყდება, რომ თემს სოფელს, მუნიციპალიტეტს,  ერთიანი შეთანხმების საფუძველზე აგროტურსიზმის, ან ტურიზმის განვითარება უნდა, პროექტი სწორედ ასეთ და მსგავს აქტივობებს დააფინანსებს.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, როგორ მიაღწევს ევროკავშირის კონკრეტული ფინანსური დახმარება  კონკრეტულ თემამდე, ოჯახამდე, საზოგადოებამდე?  აი, მაგალითად,  რამდენიმე ოჯახს უნდა, რომ ააშენოს მცირე სასტუმრო მცირე ოჯახური მეურნეობით ....

- ასეთი პროექტის განხორციელება შესაძლებელია, თუმცა, თავდაპირველად ამ აქტივობის, ამ პროექტის განხორციელება უნდა დამტკიცდეს ადგილობრივი სტრატეგიის შემუშავების შემდეგ. მაგალითად, თუ ადგილობრივი მოსახლეობა მუნიციპალიტეტთან ერთად გადაწყვეტს, რომ ფული ჭირდებათ მცირე ბიზნესის წამოსაწყებად, ეს გრანტი ხელმისაწვდომი გახდება მათთვის. უნდა წარადგინონ მოთხოვნა და ადგილობრივი საბჭო გადაწყვეტს, რომელ კონკრეტულ პროექტს მიეცემა უპირატესობა.

- რამდენად არის აქ გათვალისწინებული საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა, აქ ხომ გარკვეულ რისკებზეც არის საუბარი?

- ასეთი პროექტები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნდა იქნას განხორციელებული ყველა  დაინტერესებული მხარის -  მუნიციპალიტეტის, ბიზნეს ასოციაციების, ადგილობრივი საზოგადოების, მოსახლეობის წარმომადგენლების ჩართულობით.  მათ  ერთად უნდა გადაწყვიტონ, რა არის  ამ კონკრეტულ რეგიონში პრიორიტეტი.

- იქნებიან თუ არა ამ პროექტებში ჩართული მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ საუბარია ერთის მხრივ ფულზე, ხოლო მეორე მხრივ, ამ ფულის ხარჯვაზე კონკრეტულ პროექტებში .

- ამ შემთხვევაში მთავარია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნდნენ, რომ სტრატეგია მიღებული და დამტკიცებულია ადგილობრივ დონეზე, რომ ის პასუხობს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. თუ პრიორიტეტები არ იქნება გამოვლენილი, არ იქნება დაფინანსებაც. ბანკებს რაც შეეხება: ბანკებისთვის თანხა ამ ფონდიდან გამიზნული არის. ჩვენ თავს არ ვახვევთ მექანიზმებს, მექანიზმები უნდა გადაწყდეს ადგილებზე, ადგილობრივი დაინტერესებული ჯგუფებს მიერ. არც ევროკავშირი და არც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროექტების განხორციელებას ხელს შეუწყობენ, თავს საკუთარ „მექანიზმებს“ არავის მოახვევენ.

- რაც შეეხება 6 მილიონ ევროს  კომპონენტს, ის მხოლოდ  მთავრობის დახმარებისთვისაა განკუთვნილი?

- ეს თანხა პირდაპირ ხაზინაში გადაირიცხება პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელების მხარდასაჭერად.  რასაკვირველია, ეს დახმარება არ არის უპირობო და გაიცემა მაშინ, როდესაც იქნება დაკმაყოფილებული  ჩვენი პირობები და მოთხოვნები.  ევროკავშირი აძლევს ფულს პირდაპირ ფინანსთა სამინისტროს გარკვეული აქტივობების განსახორციელებლად. მაგალითად, პირველი წლის პროგრამით სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირს შორის არსებობს შეთანხმება, რომ 1 წლის განმავლობაში სამინისტრო მხარს დაუჭერს 300 კოოპერატივს.  ვალდებულებები წლების მიხედვითაა გაწერილი.

- რაც შეეხება სოფლის მეურნეობის  სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას, როგორ აკვირდებით მათ მიერ ვალდებულებების შესრულებას?

- ახლა სურსათის უვნებლობის სააგენტომ რეგიონებში საკუთარი წარმომადგენლობები გახსნა და საქმიანობა გააფართოვა. მოგეხსენებათ, ისინი არიან ვალდებულნი, გააკონტროლონ  სურსათის წარმოების  უსაფრთხოება და კანონთან შესაბამისობა. ამ მიზნით ამჟამად სურსათის ოპერატორების ინსპექტირებას ახორციელებენ. ამას გარდა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის  ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წარმოგვიდგინა  ევროკავშირის კანონმდებლობასთან  მიახლოების  გეგმა,  როგორც DCFTA-ს ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის შესვლა ევროპის ბაზრებზე პირდაპირ დაკავშირებულია საკანონმდებლო რეფორმებთან სურსათის უვნებლობის სფეროში. სია ძალიან გრძელია და  მის განხორციელებას საკმაო დრო დასჭირდება, რაც ზომების ეტაპობრივად მიღებას გულისხმობს იმისთვის, რომ  საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანომდებლობას  დაუახლოვდეს. სრულად ამ პროცესს დაახლოებით 15 წელი დასჭირდება. ამჟამად მიახლოებისთვის განკუთხვნილი სიის  საჯარო განხილვა მიმდინარეობს. პროცესი თვის ბოლომდე გასტანს,  საბოლოოდ კი მას ევროკავშირის და საქართველოს მხარე დაამტკიცებს. სწორედ ამ სიის საფუძველზე სააგენტო საკანონმდებლო რეფორმებს წამოიწყებს. ასე მაგალითად, კონტროლის და ინსპექტირების სტანდარტი არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობის მიერ, თუმცა, ის არ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში სააგენტომ უნდა შეიტანოს ცვლილებები ამ კანონში იმისთვის, რომ ის სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის შესაბამის კანონთან. ბიზნესოპერატორებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, მომხმარებელთა დაცვა გევალებათ, ხოლო მეორე მხრივ, უნდა ისარგებლოთ ევროპასთან ვაჭრობის შესაძლებლობით. ამიტომ, სურსათის მწარმოებელმა ბიზნესოპერატორებმა უნდა დააკმაყოფილონ ასეთი სტანდარტები. ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში პროცესი ძალზე წინაა წასული და მიზანი ფაქტობრივად მიღწეულია, მაგალიათად, ღვინის შემთხვევაში, თუმცა, ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოების ნაწილში პროცესი იქნება გაცილებით უფრო გრძელვადიანი, რადგან ასეთი პროდუქტების წარმოება და კომერციალიზაცია არ აკმაყოფილებს დღეს ევროკავშირის სტანდარტებს.

რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში?

- მიახლოების სიის ნაწილში არის რეგულაციები და დირექტივები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ პროდუქტი ევროპის ბაზრებზე გაიყიდოს. საკითხი ეხება ლაბორატორიებს, ინსპექტირებას, საზღვრის საკონტროლო პუნქტებს და ა.შ. 

სააგენტოს   იურიდიული დეპარტამენტისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ამჟამად ევროკავშირისგან თაფლთან და თევზთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესის შეფასებას ელიან, ასეა თუ არა?

- სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირს სთხოვა გამოეგზავნა საქართველოში  “ტექნიკური მისია“, რათა შეემოწმებინათ, რამდენად აკმაყოფილებს ამ ეტაპზე ევროკავშირის მოთხოვნებს თაფლის და თევზის ინდუსტრია და დადგენილიყო, რამდენად მზადაა ეს პროდუქტები ევროპის ქვეყნებში ექსპორტისთვის. მისია გასული წლის ბოლოს ჩამოვიდა. არ ვიცი რამდენად მზადაა უკვე ანგარიში, მაგრამ ვიცი, რომ ჯერ არც თაფლი და არც თევზი  არ არის მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდოს. თუმცა, ამ ორ პროდუქტს ნამდვილად აქვს უპირატესობა ექსპორტის კუთხით.

რატომ?

- ამ მომენტში ცხოველური წარმოშობის სურსათის მიმართ გაცილებით მეტი შეზღუდვებია ევროპის ბაზრებზე, ვიდრე მცენარეული წარმოშობის სურსათზე.  სწორედ ამიტომაა, რომ საქართველო თავისუფლად ყიდის ევროპაში  ქართულ ღვინოს და თხილს. ცხოველური წარმოშობის სურსათის შემთხვევაში სხვა მოთხოვნებია, რადგან ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით  რისკი გაცილებით მაღალია. ასე მაგალითად ქართული რძის, ან ხორცის პროდუქტების კუთხით ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. რაც შეეხება თაფლს და თევზს, საქმე ისაა, რომ ამ სექტორში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ევროკავშირის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მხრივ. თევზის შემთხვევაში პროცესი მოწმდება თევზჭერიდან დაწყებული მის გაყიდვამდე დამთავრებული, ანუ სრული ჯაჭვი. შემფასებლები ჩამოვიდნენ და შეისწავლეს ამ ჯაჭვის თითოეული კომპონენტი. თითოეულ  ნაწილში ისეთი რეგულაციების დაკმაყოფილებაა საჭირო, როგორიცაა თავად თევზის დაჭერის პროცესი, მისი შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, ტრანსპორტირების პირობები და ა. შ. სწორედ ამ პროცესის შესწავლის და შეფასების სტადიაზე  იმყოფება ევროკავშირის მისია ამ ეტაპზე. რაც შეეხება თაფლს, ერთადერთი პრობლემა, რამდენადაც ვიცი, არის სინჯების შედეგები, რომელმაც გამოავლინა თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენები, რაც ევროპაში დაუშვებელია.

ვიცით, რომ რიგის  ლაბორატორიაში 2014 წელს  სქართველოდან 103 სინჯიდან  32 ნიმუშში, ანუ მესამედში, ანტიბიოტიკების ნარჩენები ისევ აღმოჩნდა,  ნიშნავს თუ არა ეს რომ  მწარმოებელთა 70%, რომელმაც გაიარა ლაბორატორიული გამოცდა, შეძლებს ევროპის ბაზარზე პროდუქტის გატანას?

- რასაკვირველია, თუ კონკრეტული მწარმოებელი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, ანუ მისი თაფლის სინჯში არ აღმოჩნდა ანტიბიოტიკები და სხვა აკრძალული ნივთიერებები, მან უნდა წარმოადგინოს სერტიფიცირებული  ლაბორატორიის  მიერ ჩატარებული  თაფლის ანალიზის დასკვნა, რაც დაადასტურებს, რომ მისი პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს. ასეთი მწარმოებელი შეძლებს თაფლის ევროპაში გატანას. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ცალკეული მწარმოებლის, და არა მთლიანი დარგის მდგომარეობაზე. ცალკეულ მწარმოებელს, ცხადია, აქვს ასეთი შესაძლებლობა.     

 

ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე

 

 

 

წაკითხულია
3471
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ციცი“ -მ ENPARD -ის გრანტით დანადგარები შეიძინა

ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ციცი“ -მ ENPARD -ის გრანტით დანადგარები შეიძინა

ENPARD-მა ციცია დავითაშვილს ტიხრული მინანქრის სახელოსნოს მოწყობისთვის აუცილებელი ტექნისკის შესაძენად 3 500 ლარიანი გრანტი გადასცა.

29 ივნისი 2018 | 16:14 ბიზნესი ვრცლად
ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

28 ივნისი 2018 | 07:25 ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. კოოპერატივი 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგ

21 ივნისი 2018 | 18:17 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ENPARD -მა კოოპერატივ „იმერულს“ ნაყინების წარმოებისთვის 103 000 ლარიანი გრანტი გადასცა

ENPARD -მა კოოპერატივ „იმერულს“ ნაყინების წარმოებისთვის 103 000 ლარიანი გრანტი გადასცა

თანადაფინანსებული გრანტის მოპოვების პროცესში კოოპერატივთან ჩეხური ორგანიზაცია PIN -ი (People In Need - ადამიანი გაჭირვებაში) მუშაობდა.

18 ივნისი 2018 | 14:43 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner