banner
05 მარტი 2015 | 17:57 ეკონომიკა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საინვესტიციო გარემო უცხოელებისათვის გაუარესდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საინვესტიციო გარემო უცხოელებისათვის გაუარესდა

„ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, ვიდრე ახალი მთავრობა მოვიდა, შემდეგ მოგვპარეს გუთანი და ხორბალი. თუმცა, პოლიცია ვერ დაგვეხმარა. ამას მოჰყვა იმ კანონის მიღებაც, რითიც უცხოელებს აეკრძალათ მიწის ყიდვა.”
 

„საინვესტიციო გარემო საქართველოში არის ნეგატიური“
- ასე აფასებენ ექსპერტები, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში უცხოელებისათვის შექმნილ საინვესტიციო გარემოს. არასახარბიელო საინვესტიციო ვითარება უკვე გამოისახა ციფრებშიც. კერძოდ, 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 18 მილიონი აშშ დოლარით იკლო და 923,3 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2013 წელს ეს რიცხვი 941,9 მილიონ დოლარს შეადგენდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ საქართველოს მთავრობამ არ იზრუნა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, უახლოეს მომავალში, უცხოელი ინვესტორების ძალიან მცირე რაოდენობა დარჩება საქართველოში. 
რამ გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება? ამ კითხვაზე ექსპერტებს, ეკონომისტებს და თავად ინვესტორებს რამდენიმე პასუხი აქვთ. ერთ-ერთი მიზეზი რეგიონში არსებულ ვითარებას და რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დაპირისპირებას უკავშირდება, რაც საქართველოზეც აისახა. თუმცა, როგორც გლობალური იურიდიული ფირმის DLA Piper-ის პარტნიორი საქართველოში, თედ ჯონასი ამბობს, ამ ფაქტორების გადაფარვა საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო, რაც არ გააკეთა.

”მთავრობას უნდა ემუშავა ბევრი, რათა დაერწმუნებინა უცხოელი ინვესტორები, რომ მიუხედავად რუსეთთან დაკავშირებული პრობლემებისა და იმ მოსაზრებისა, რომ რეგიონში არც ისე კარგი ეკონომიკური ვითარებაა, საქართველო არის განსხვავებული ადგილი ინვესტიციებისთვის. ვინაიდან ის არის ცენტრალურ აზიასა და ჩინეთთან დამაკავშირებელი კორიდორი. თუმცა, მთავრობამ ამისთვის არაფერი გააკეთა, პირიქით ნეგატიური ნაბიჯები გადადგა“, - აღნიშნა eugeorgia.info-სთან თედ ჯონასმა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტების სერია არის მთავარი მიზეზი იმისა, რამაც ბოლო პერიოდში უცხოელი ინვესტორების საქართველოდან წასვლა გამოიწვია. თუმცა, იურისტები და ექსპერტები შინაარსის გარდა, კანონპროექტების შემუშავების ხანგრძლივ პროცესებსა და არასწორი სიგნალების შესახებაც საუბრობენ.
„ბიზნესმენს აფრთხობს ძირითადად დაუცველობის სინდრომი. როცა კანონის მიღებაზეა საუბარი, მას უკვე ეშინია და ფიქრობს, რომ მას საფრთხე ექმნება. ეს არის არასტაბილურობის შეგრძნება. სულ ფიქრობდნენ, მაგალითად, შრომის კოდექსზე, მიიღებდნენ თუ არა, რის გამოც თავს იკავებდნენ ინვესტიციების ჩადებისგან“, - ამბობს იურისტი, ლიბერალიზმის ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი, დავით კლდიაშვილი.

„მოლოდინი არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც შენ ინვესტორი ხარ და არ იცი რა კანონს მიიღებენ, გადაიფიქრებ ინვესტიციის განახორციელებას, ვინაიდან არ იცი რა იქნება მომავალში. ამიტომაც თავიდანვე მთავრობის მხრიდან უნდა იყოს ერთი გაცხადებული კურსი, თავიდანვე უნდა გავიგოთ, საით მივდივართ - ლიბერალური რეგულაციები გვინდა თუ მკაცრი რეგულაციები. ერთი გზავნილი არ მოდის მთავრობისგან, რაც ცუდ გავლენას ახდენს ინვესტორებზე“ - ფიქრობს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მონიტორინგის პროექტის ხელმძღვანელი, ლევან ნატროშვილი.

არასწორი სიგნალების გარდა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტები და მიღებული გადაწყვეტილებებია. ასე მაგალითად, 2013 წელს მთავრობამ მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 2014 წლის 24 ივნისს კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი განჩინებით არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნო ეს გადაწყვეტილება. მას შემდეგ დაიწყო კანონის ცვლილებაზე მუშაობა. იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, თუმცა დარგის ექსპერტების მოსაზრებით, იგი მაინც არახელსაყრელია უცხოელი ინვესტორებისთვის, ვინაიდან ზღუდავს მათ შეიძინონ მიწა საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად.  კერძოდ, ახალი კანონპროექტის მიხედვით, უცხოელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მემკვიდრეობის გზით აქვს მიღებული; ასევე, თუ უცხოელი იქორწინებს საქართველოს მოქალაქეზე ან გახდება ქართული კომლის წევრი. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, თუმცა, დამტკიცებული არ არის, ვინაიდან კომიტეტებში აზრთა სხვადასხვაობაა. 
”ვფიქრობ, ჩვენ თვალი უნდა მივადევნოთ იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. ერთი მხრივ, ეს არის საკანონმდებლო სივრცე და საკონსტიტუციო ჩარჩო, რომელსაც ვერ გავცდებით, და მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები. ინვესტიციების მოზიდვით, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ, თუმცა, ამავე დროს ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაბამისი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისთვის უნდა ვიზრუნოთ, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ დაიჩაგრონ. ოქროს შუალედი გვაქვს მოსაძებნი“, - ამბობს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გიგლა აგულაშვილი.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ თუ ინვესტორი, რომელსაც სურს სოფლის მეურნეობაში ფულის დაბანდება, არჩევანის წინაშე დადგება - ბულგარეთში ჩადოს ფული თუ საქართველოში, ის ამ პირობებში აირჩევს ბულგარეთს, სადაც გაცილებით უფრო მიმზიდველი პირობებია საქართველოსთან შედარებით:
„ქართული სოფლის მეურნეობის ყველაზე დიდი პრობლემა კაპიტალის ჩადების პრობლემაა. თუ ინვესტორს მიწა საკუთრებაში არ ექნა, მერწმუნეთ, თუნდაც გრძელვადიანი იჯარის პირობებში ამ აქტივის კაპიტალიზაციის შესაძლებლობები არის ძალიან შეზღუდული. აქედან გამომდინარე მოტივაცია საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში ფულის ჩადების არის დაბალი“. 

უცხოელებისთვის მიწების გასხვისებაზე მორატორიუმმა და ახალი კანონპროექტის შემუშავებამ არაერთი უცხოელი ფერმერის საქართველოდან გაქცევა გამოიწვია. ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას იხენებს იურისტი დავით კლდიაშვილი:
„სანამ მიწების გასხვისების ახალ კანონს მიიღებდნენ ერთი წლით ადრე დაიწყო მოლაპარაკევევი გურიაში ინვესტიციის განხორციელების შესახებ. იყო საუბარი შპს-ის წილის ყიდვაზე. ინვესტორი შპს-ის წილის ნაცვლად იღებდა ვალდებულებას, 1 200 000 ლარამდე ინვესტიცია განეხორციელებინა ჩაის პლანტაციებში. საბოლოოდ მხარეები, რომ შეთანხმდნენ და ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დაიგეგმა, მოულოდნელად პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება უცხოელებზე მიწების გასხვისების შეზღუდვის შესახებ. შედეგად ეს ინვესტიცია არ განხორციელდა”.

მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის შედეგად დაზარალდა ირანელი ფერმერი, მორტეზა ღოლამიც. რომელიც საქართველოში 2013 წელს, ჯერ კიდევ მაშინ ჩამოვიდა, როდესაც მიწების შესყიდვაზე პრობლემა არ იყო და ამ მხრივ გარემო უცხოელი ფერმერებისათვის მიმზიდველი იყო. მორტეზამ ოჯახთან ერთად საქართველოში დაიწყო ბიზნესი, გურჯაანში იჯარით აიღო მიწა.
„ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, ვიდრე ახალი მთავრობა მოვიდა, შემდეგ მოგვპარეს გუთანი და ხორბალი. თუმცა, პოლიცია ვერ დაგვეხმარა. ამას მოჰყვა იმ კანონის მიღებაც, რითიც უცხოელებს აეკრძალათ მიწის ყიდვა. შემდეგ ჩემს ოჯახს ძალიან შეეშინდა, როდესაც საქართველოში ჩვენი კომპანიის საბანკო ანგარიში დაგვიბლოკეს. ამის მიზეზი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა, რომლის ფარგლებშიც ირანელს საქართველოში საბანკო ანგარიში ვერ ექნებოდა. დიდხნიანი მცდელობის შემდეგ ჩვენი თანხა დავიბრუნეთ და ის ირანში გადავრიცხეთ. სულ 150 000 დოლარი იყო. 20-მდე ირანელი ინვესტორი ვიცი, რომელმაც ამ მიზეზით საქართველოდან თანხა ირანში გადაიტანა“ , - ამბობს ირანელი ფერმერი.

მორტეზა ღოლამი ახლა სამშობლოშია და საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, ამის მიზეზი ამჯერად სავიზო რეჟიმის გამკაცრებაა. მას პრობლემა ექმნება ელექტრონულად ვიზაზე განაცხადის გაკეთების გამოც.
„ახლა ვაგვარებ ვიზის პრობლემას, მაგრამ ახალ ელექტრონულ ვიზებთან დაკავშირებით პრობლემაა. ისინი ითხოვენ აპლიკაციაში ”მასტერ ქარდის” ანგარიშის ნომრის მითითებას, ირანულ ბანკებში კი ”მასტერ ქარდები” დაბლოკილია სანქციების გამო“, - აღნიშნა მორტეზამ.
დამკვირვებლების მოსაზრებით, სწორედ სავიზო პოლიტიკის გამკაცრებაა უცხოური ინვესტიციების შემცირების კიდევ ერთი მიზეზი. განსაკუთრებით ეს ეხება ბინადროზე უფლების მოპოვებას, რაც უცხოელ ინვესტორს ბიზნეს-საქმიანობის განხორციელებისთვის სჭირდება.

„ათეულობით შემთხვევაა, როდესაც ადამიანებს გაურვეველი მიზეზების გამო არ აძლევენ ბინადრობის ნებართვას. არის ასეთი შემთხვევებიც, როცა ერთი ოჯახის წევრების ნაწილს აძლევენ ნებართვას, ნაწილს არა. მიზეზად კი ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე მიზეზს ასახელებენ. კერძოდ, იმ პირს რომელიც ითხოვს ნებართვას, აცხადებენ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის საშიშ ადამიანად. ამ გადაწყვეტილებას უშიშროების სამსახური იღებს, მაგრამ რა კრიტერიუმებით აფასებენ ადამიანს, ეს ცოტა გაუგებარია“
- ამბობს ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი.

ბინადრობის ნებართვის არგაცემასთან დაკავშირებით ”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც კონკრეტულ მაგალითებზეა საუბარი.
„სახელმწიფო უშიშროებისთვის საფრთხედ იქნენ მიჩნეული ერაყელი მეწარმეებიც, რომლებიც ტურისტული მიმართულების ბიზნესით არიან საქართველოში დაკავებული, ტუროპერატორ კომპანიებში აქვთ განხორციელებული ინვესტიციები, საქართველოში ფლობენ უძრავ ქონებას და აქვთ მრავალათასიანი საბანკო ანგარიშები. წარმოგიდგენთ საყურადღებო ფაქტებს რამდენიმე ადამიანის შესახებ, რომლებიც თავად დაგვკაშირდნენ:
- ლატიჰ ფაკირი მოჰამედ ალარკოკლი – ტურისტული კომპანია Blue Sky LTD-ს მფლობელი, გარდა ამისა ფლობს ტუროპერატორებს სომხეთსა და მალაიზიაში, საქართველოში სხვა უძრავ ქონებას; 10000$-დან 20000$-მდე თანხა ბანკში;
- მანაფ ნოორი ფაიზალ ფაიზალი – სავაჭრო-სატრანსპორტო კომპანია Al Rawasi LTD 50000-60000$ თანხა ბანკში;
- აბდულჰადი აჰმედ აბედ დილამი – ტურისტული კომპანია Al Hadi LTD; სხვა უძრავი ქონება; 10000-20000$ თანხა ბანკში;
- სამირ აბდულა სუჰაილ ალ სუჰაილი – სავაჭრო-სატრანსპორტო კომპანია Barash Honey LTD; 60000-70000$ თანხა ბანკში;
- მოჰამედ ნასარ სალმანი – Babelon Company LTD; 10000-2000$ თანხა ბანკში, ჰყავს ქართველი მეუღლე.
- ნარენდრა სინგჰ კანდჰარი - ინდოეთის მოქალაქე, ინდმეწარმე დღგ-ის გადამხდელი; მისი საქმიანობა გულისხმობს ბათუმში მშენებლობებისთვის პროდუქტის მიწოდებას, ერთი წელია რაც ქვეყანაში იმყოფება. ჰქონდა რეკომენდაცია ორი ქართული კონტრაქტორი კომპანიისგან.
ჩამოთვლილთაგან ყველამ უარი მიიღო ბინადრობის ნებართვაზე“ -წერია დასკვნაში.

ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ პრობლემებზეა საუბარი GRASS-ის დასკვნაშიც:
„ახალმა რეგულაციებმა იმდენად მოუხერხებელი გარემო შექმნა, რომ უცხოელები იძულებული ხდებიან შეამცირონ საქართველოში ვიზიტების რაოდენობა და, შესაბამისად, დახარჯული თანხები და ჩადებული ინვესტიციები”.

ინვესტორები დააფრთხო შრომის ახალმა კოდექსმაც, რომლის მიხედვით, დამსაქმებელს გაურთულდა დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა, თუმცა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ფიქრობს, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით უფრო პრობლემური იყო სიგნალები და არა თვითონ კანონი, რომელიც მიიღეს:

„იყო რამდენიმე არსებითი ცვლილება, თუმცა, ისინი არ იყო იმდენად ცუდი, ვიდრე ის რომ მიღების პროცესი გაიწელა, თავიდან პარლამენტში შეიტანეს სხვა ინიციატივა, მერე მთავრობამ დაიწყო ამაზე საუბარი. იუსტიციის სამინისტრომ აიღო ეს თავის თავზე და ეს პროცესი ერთ წელს გაგრძელდა, რაც ცუდი სიგნალი იყო. ვრცელდებოდა ინფორმმაცია, რომ ახლა რაღაც კატასტროფას გააკეთებენ და საერთოდ ვერ გაუშვებ სამსახურიდან ადამიანს, ამ გაურკვევლობამ, რა თქმა უნდა, იქონია ბიზნესზე გავლენა”.

ინვესტორებისთვის პრობლემაა კიდევ ერთი კანონი, ეს არის “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონი, რომელშიც 2013 წლის 29 ნოემბერს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დადასტურების ვადა 5 სამუშაო დღიდან 30 კალენდარულ დღემდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შესახებ ინვესტორები ვალდებული არიან სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარადგინონ საქართველოს მთავრობის აუდიტორული დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გასცემს საინვესტიციო ვალდებულების დადასტურების შესახებ წერილს, რომლის საფუძველზეც ინვესტორს შეუძლია უკვე თავისუფლად განკარგოს ეს ქონება მესამე პირებზე, მოიზიდოს პარტნიორები და ა.შ.  ვადის 5 სამუშაო დღიდან 30 კალენდარულ დღემდე გადაწევა კი ქმნის პრობლემებს იმ შემთხვევაში თუ ინვესტორს სურს ამ ქონების გაყიდვა ან ახალი პარტნიორების შემოყვანა მოკლე ვადაში. მითუმეტეს, როდესაც 30 კალენდარული დღის ვადასაც არ იცავს სახელმწიფო ქონების სააგენტო. ამას ადასტურებს ჩვენ მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციაც. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2012-2014 წლებში სულ 19 საინვესტიციო ვალდებულების დადასტურების დოკუმენტი გაიცა, აქედან 8 შემთხვევაში ინვესტორებს დადასტურების წერილი 30-დღიან ვადაში არ მიუღიათ. ერთ-ერთ შემთხვევაში ინვესტორი აღნიშნული დოკუმენტის მოპოვებას 4 თვე ელოდა. ეს არის სერიოზული შემაფერხებელი გარემოება, ვინაიდან ბიზნესისთვის თითოეული წუთი მნიშნელოვანია. გაწელილი ვადების გარდა, ექსპერტები საუბრობენ ბიუროკრატიულ პროცედურებზეც, რაც ასევე აფერხებს ინვესტორების საქმიანობას.

„ინვესტორმა უნდა დაამტკიცოს რომ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში, ამისთვის მან აუდიტორული დასკვნა უნდა წარადგინოს. თუმცა, ხშირად არის პრობლემები, როცა აუდიტორმა არ იცის რა ფორმით დაწეროს დასკვნა, ვინაიდან არ არსებობს განსაზღვრული ფორმატი. არც ის არის განსაზღვრული რა არის ინვესტიცია. მქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც უცხოელს ჰქონდა კოტეჯები, რომელსაც აქირავებდა, ეს კი მას ინვესტიციად არ ჩაუთვალეს. ცოტა გაუგებარია, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ მიიღოს დოკუმენტი, სადაც ეწერება, რომ ახორციელებს ინვესტიციებს“ , - აღნიშნავს ლევან ნატროშვილი.

უცხოელი ინვესტორებისათვის ნეგატიური გარემოს შექმნასა და არასასურველი კანონების მომრავლებაზე საუბრობს მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია PUBLICIS HEPTA GEORGIA-ის ხელმძღვანელი, ირინა საკი:
„საქართველოს მთავრობის სიგნალები სამწუხაროდ არ არის პოზიტიური ინვესტორებისთვის. შესაძლოა, ამ კანონებს ჰქონდეს კარგი მიზნები, თუმცა, მათი მიღების და განხორცილების დრო არის არაეფექტური. თუ გადავხედავთ ბოლო ცხრა თვის ისტორიას საქართველოში, კანონებს ძალიან სწრაფად ცვლიან. ისინი იღებენ მოულოდნელ გადაწყვეტილებებს. შედეგად თანდათან უფრო და უფრო სარისკო ხდება ინვესტიციების განხორციელება საქართველოში“.

იმისათვის, რომ გარემო გაუმჯობესდეს, საქართველოში DLA Piper-ის პარტნიორის, თედ ჯონასის აზრით, საჭიროა მთავრობამ სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი გაითვალისწინოს.
„პირველ რიგში მთავრობამ არ უნდა მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც არ იქნება კარგი უცხოელი ინვესტორებისთვის. მეორე რიგში, როგორც მე ვხვდები საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებიდან მათ აქვთ ძალიან დიდი თანხები მიღებული, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უნდა დაიხარჯოს. თუმცა ისინი ამ თანხებს არ ხარჯავენ, ეს კი ეკონომიკას აზიანებს. და მესამე, მათ უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური სტრატეგია. ეს საჭიროა ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვისაც“, - ამბობს თედ ჯონასი.

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის აზრით კი, თუ ხელისუფლებამ არ გადადგა საჭირო ნაბიჯები ინვესტორების შესაჩერებლად, ის სხვა ქვეყნებს კონკურენციას ვეღარ გაუწევს.
„საქართველო მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით კონკურენციის გაწევას ცდილობს. სხვა ქვეყნების დიდი ნაწილი ამჟამად უფრო მიმზიდველ პირობებს სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს, ვიდრე საქართველო“, - აღნიშნავს ფადი ასლი.

თუ რას ფიქრობენ ეკონომიკის სამინისტროში, აქვთ თუ არა მათ შემუშავებული სტრატეგია და იგეგმება თუ არა კონკრეტული ზომების მიღება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ეს ჩვენთვის უცნობია. რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ამ უწყებიდან კითხვებზე პასუხების მიღება ვერ შევძელით. 


თამთა ჯიჯავაძე

წაკითხულია
4326
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

საქართველო მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებს მოემსახურება - დაინტერესდებიან თუ არა სხვა მსხვილი ინვესტორები

საქართველო მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებს მოემსახურება - დაინტერესდებიან თუ არა სხვა მსხვილი ინვესტორები

თბილისის საავიაციო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. აქ ძველი შენობები უნდა დაინგრეს და სივრცე ახალი შენობებისთვის მომზადდეს. ძალიან მალე სწორედ ამ ადგილას საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო, თანამედროვე საავიაციო ნ

09 ოქტომბერი 2015 | 16:18 ეკონომიკა ვრცლად
ქართულ-პოლონური ბიზნეს-პროექტი საფრთხის წინაშეა

ქართულ-პოლონური ბიზნეს-პროექტი საფრთხის წინაშეა

კიდევ ერთი ქართველი ბიზნესმენი, რომელიც არაერთი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა, იმისათვის რომ უცხოელ ინვესტორებთან ერთად ბიზნეს-პროექტი განეხორციელებინა შპს ”ჯიველის” მფლობელი, ზურაბ ჭარბაძეა. თითქმის ერთი წლის წინ ჭარბაძემ კახეთის რეგიონში ღვინის ბიზნესის წ

01 აპრილი 2015 | 13:32 ბიზნესი ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner