banner
07 მარტი 2015 | 15:21 სოფლის მეურნეობა

მარტიდან ღვინის ექსპორტი ისევ გაიზრდება, მაგრამ 2014 წლის დონეს ვეღარ მიაღწევს

 მარტიდან ღვინის ექსპორტი ისევ  გაიზრდება, მაგრამ 2014 წლის დონეს ვეღარ მიაღწევს

www.eugeorgia.info გთავაზობთ ინტერვიუს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი სამანიშვილთან.

- გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტის 64% რუსეთზე, ხოლო 13% უკრაინაზე მოდიოდა. 2015 წლის პირველი 2 თვის მონაცემები რომ შევაჯამოთ, შემცირდა თუ არა ღვინის ექსპორტი და ამ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, წლევანდელი ექსპორის პროგნოზი როგორი იქნება?

- უფრო სწორი ტერმინი იქნება შენელება. ღვინის მთავარი საექსპორტო ქვეყნები  რუსეთი და უკრაინაა. იცით, ამ ქვეყნებში რაც ხდება და ძალიან ლოგიკური იყო ღვისნის გადაზიდვების შემცირება. პირიქით, გვიკვირდა, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტი 2014 წელს არ შემცირდა, რადგან იქ პრობლემები გასულ  წელს დაიწყო. ახლა პოზიტიურად შევხედოთ ამ ფაქტს: თუ ავიღებთ ბოლო წლების სტატისტიკას და მხოლოდ 2014 წლის მონაცემებს არ დავეყრდნობით, ღვინის ექპორტი მაინც მზარდია.

პროგნოზის გაკეთება რთულია. წლევანდელი ექსპორტის მოცულობა დამოკიდებული იქნება ამ ქვეყნების ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე. თუ ისინი შეძლებენ თანხების სტაბილურ გადახდას, მაშინ ექსპორტი ძალიან არ შემცირდება. ვფიქრობ, რომ მარტიდან ღვინის ექსპორტი ისევ  გაიზრდება, მაგრამ 2014 წლის დონეს ვეღარ მიაღწევს.

- აცხადებდით, რომ მთავარი აქცენტი გადაგაქვთ საგარეო ბაზრების დივერსიფიცირებაზე და ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთზე დამოკიდებული აღარ იქნება. რა ხდება ამ მიმართულებით?

-  წლებია უკვე, რაც ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება სახელმწიფოს და  კერძო სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია.

- ღვინის ზოგიერთი კომპანიის ექსპორტის 40% რუსულ ბაზარზე მოდის. ეს არ არის ამ ბაზარზე დამოკიდებულება?

- მოდი, ასე შევხედოთ: 2013 წლის ზაფხულამდე რუსეთის ბაზარი ჩვენთვის დახურული იყო. კომპანიებს ჰქონდათ სტაბილური შემოსავალი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში ღვინის გაყიდვიდან იღებდნენ. 2013 წელს ამ ქვეყნების ჩამონათვალს  რუსეთის ბაზარიც დაემატა და მათ უფრო მეტი შემოსავალი მიიღეს. წელს ეს შემოსავალი, ალბათ, მოიკლებს, მაგრამ მაინც 2012-2013 წლებში მიღებულ შემოსავალზე მეტი იქნება. ღვინის ბაზარიც ჩვეულებრივი ბაზარია: შემოსავალი ზოგჯერ იკლებს და ზოგჯერ იზრდება. რუსეთსა და უკრაინაში თუ ნაკლები ღვინო გაიყიდება, ეს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ღვინის კომპანიების და ზოგადად, ქვეყნის საექსპორტო შემოსავლებზეც.

- ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ახალი სტრატეგიის მიხდვით, აქცენტს აკეთებთ უკვე არსებული ბაზრების გაფართოებაზე და არა ახალ ბაზრების მოძიებაზე. რატომ აირჩიეთ ასეთი სტრატეგია და რომელი ქვეყნები მიეკუთვნება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებს?

- სტრატეგიული ბაზრების განსაზღვრაზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო. ამ სამუშაოებში  ექსპერტთა დიდი ჯგუფი იყო ჩართული. გადამწყვეტი მაინც კერძო სექტორის პოზიცია იყო. დივერსიფიცირებაში იგულისხმება ის, რომ უნდა გაიზარდოს საექსპორტო ქვეყნების ნუსხა და ექსპორტის ნახევარი რომელიმე ერთ ქვეყანაზე და ერთ რეგიონზე არ მოდიოდეს.  ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ სტრატეგიული ქვეყნების სიაში ბევრი ქვეყანა გვყავდეს. მაგალითად, ჩვენი მიზანი არ არის ნიკარაგუაში რამდენიმე ასეული ბოთლი ღვინის გაყიდვა. მიზანი არის ის, რომ იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენი ღვინის გაყიდვის პოტენციალი დიდია, გაიყიდოს ზუსტად იმდენი ბოთლი, რამდენის გაყიდვის შესაძლებლობაც არსებობს.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებს მიეკუთვნება აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. წელს ამ ბაზრებზე აქტიური ღონისძიებები გვაქვს  დაგეგმილი.  2015 წლიდან ვზვერავთ იაპონიის და კორეის ბაზრებს. ამ ქვეყნებში ჯერ აქტიური ქმედებები დაგეგმილი არა გვაქვს. წელს იაპონიაში ორ გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას. კომპანიები მოსინჯავენ, რომელ სეგმენტში შეიძლება რომ შევიდნენ. ვფიქრობთ, რომ ეს ორი ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება.

გვინდა გავაქტიურდეთ საქართველოშიც და ღვინის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზეც გავზარდოთ. საქართველოში ძალიან შემცირებულია ღვინის მოხმარება -  20-30 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით  გაცილებით ნაკლებ ღვინოს მოვიხმართ. ჩვენთან მოხმარება არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე ღვინის სხვა, ტრადიციულ მწარმოებელ ქვეყნებში - იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. 1 ადამიანი საქართველოში დაახლოებით 20-25 ლ ღვინოს მოიხმარს, მაშინ როცა საფრანგეთში  47 ლიტრია მოხმარება.

- სტრატეგიულ ბაზრებზე რომელ საფასო სეგმენტში გადის ქართული ღვინო?

- ქართული ღვინის საშუალო ფასი 3,15 აშშ დოლარია. ჩვენი ღვინის მაღალი ფასის გამო იაფფასიან სეგმენტში ვერ ვმუშაობთ. სხვა ქვეყნები კონკურენციას გვიწევენ უფრო იაფი და უფრო ცნობილი სახელებით. მაღალ საფასო სეგმენტში ქართული ღვინო ვერ გადის, რადგან მას სათანადო ცნობადობა არა აქვს. ქართული ღვინის მომხმარებელი არის ის ხალხი, ვისაც სიახლეების აღმოჩენა უყვარს, ვინც ბევრს მოგზაურობს და არა ის, ვინც ტრადიციულად მხოლოდ რომელიმე ერთი სახეობის ღვინოს სვავს.

- რა ოდენობის ღვინო იყიდება მაგალითად, ჩინეთში და როგორ ღვინოებზეა მოთხოვნა ჩვენს სტრატეგიულ ბაზრებზე?

- ჩინეთში 2014 წელს 1 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო გაიყიდა. იქ ძირითადად წითელი და ნახევრად ტკბილი ღვინოები იყიდება. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთში შედის  ცოტა რაოდენობით, მაგრამ მშრალი ღვინოები. იქ "საფერავი" ლიდერობს, მაგრამ მასთან ერთად თაროზე აუცილებლად უნდა იდოს თეთრი ღვინო. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნახევრად ტკბილი ღვინოები დომინირებს. პოლონეთში კარგად იყიდება წითელი, ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოები. "საფერავი", "ქინძმარაული" და სხვა ცნობილი სახელები იქ ძალიან პოპულარულია. აშშ-ში მოთხოვნა მშრალ ღვინოებზეა. ჩვენი მთავარი კოზირი მაინც "საფერავია" და იმისთვის, რომ მოხმარებელს გავაცნოთ საქართველო, ქართული ღვინის ისტორია და ღვინის დაყენების ჩვენი ტრადიცია, მას თან აუცილებლად მიჰყვება ქვევრის ღვინო.

 ჩვენი ღვინო გადის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუმინეთში, უნგრეთსა და პოლონეთში. ამ ბოლო დროს შევიდა საფრანგეთში, იტალიაში და დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთი ჩვენი სტრატეგიულ ბაზარია და იქ ცოტა, მაგრამ სტაბილური ექსპორტი გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯისთვის. სხვა ქვეყნები რომ მოვიცვათ, ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობა უნდა გავზარდოთ. გაყიდვები უფრო დიდი არის იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს და ქართულ კულტურას კარგად იცნობენ. ასეთია პოლონეთი. გასულ წელს პოლონეთში 1 მლნ 250 ათასი ბოთლი ღვინო გაიყიდა.

- წლევანდელი პროგნოზი როგორია, როგორი რთველი გვექნება?

- პროგნოზის გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა. როგორც წესი, ჩვენი მოსავალი წლიურად 150 000-200 000 ტონა ყურძენს შეადგენს.

- სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა,  რომ წელს საფერავზე სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს...

- ასე არ თქმულა. იყო დაზუსტება, რომ სუბსიდირება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ  ამის აუცილებლობა იქნება.

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ორ დიდ საექსპორტო ბაზარზე ჩავარდნაა და იქ ქართული ღვინის გაყიდვები და შესაბამისად, ღვინის კომპანიების შემოსავალი შემცირდება, როგორ ფიქრობთ, წელს ამის აუცილებლობა არ იქნება?

- აპრილში გვეცოდინება, დაგვჭირდება თუ არა საფერავის სუბსიდირება.  სახელმწიფო შესყიდვების და იაფი აგროკრედიტის პროგრამის კომბინაციით ვცდილობთ, რომ სუბსიდირება მინიმუმამდე დავიდეს. დარგი უკვე საკმაოდ წარმატებულია. შეუძლია, რომ რყევები აიტანოს და მცირედი დახმარება დასჭირდება. წელს შარშანდელთან შედარებით უფრო ნაკლები ჩარევა იქნება საჭირო.

- თქვენი აზრით,  ასეთი ჩარევა მიზანშეწონილია? ღვინის კომპანიების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევის გამო მათ უძვირდებათ ყურძენი, და შესაბამისად ღვინოც...

-  არასწორი ინტერპრეტაციაა. სოფლის მეურნეობაში ხშირად არის საჭირო ჩარევა, მითუმეტეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. კარგად უნდა დაიგეგმოს, რომ ჩარევა იყოს მინიმალური. მარტში შევხვდებით ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს 2015 წლის რთველთან დაკავშირებით. შესაძლოა, დავეთანხმოთ, რომ ფასი ბაზარმა დაარეგულიროს. თუმცა, ეს არ უნდა იყოს მიზერული თანხები.

- კახეთში ხალხმა მასიურად დაიწყო ახალი ვენახების გაშენება. თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს, გამართლებულია მათი სტრატეგია?

- ვენახის გაშენება ყოველთვის პოზიტიური მოვლენაა. კიდევ რამდენიმე წელი ვერ მივაღწევთ იმ ზღვარს, რომ გაშენდეს იმაზე მეტი ვენახი, ვიდრე ღვინის გაყიდვა შეგვიძლია. უფრო კარგი იქნება თუ არსებული ვენახები განახლდება და ჯიშები შეიცვლება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ადგილობრივი ბაზარი, რომელსაც ვერ ვიყენებთ. სამწუხაროდ, ჩვენი ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია იაფფასიანი, რაღაც ჩამოსახმელი სითხეებით. ეს სეგმენტი ნამდვილი ღვინით რომ შეივსოს, ჭარბი ყურძენი არ გვექნებოდა. 

- რა უნდა გააკეთონ გლეხებმა იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქციიდან ღვინო თავად დააყენონ და შემდეგ ის ევროპაში გაყიდონ?

- მთავარია, მყიდველი ნახონ. თუ მყიდველს ნახავენ, განსაკუთრებული არაფერი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ არის საჭირო. ჩვენ ყველა ოჯახში შეგვიძლია იმდენი და ისეთი ხარისხის ღვინის წარმოება, რომელიც ევროკავშირში თავისუფლად გაიყიდება. ევროკავშირის ბაზარზე ჩვენი ღვინო უკვე დიდი ხანია გადის და მოთხოვნების მხრივ მათთან არაფერი შეცვლილა. მყიდველის ნახვა ჭირს. განსაკუთრებით იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენ არ გვიცნობენ. მყიდველში  იმპორტიორს ვგულისხმობ.

- იმპორტიორი თუ მოინახება, შემდეგ ალბათ დადგება ღვინის რაოდენობის პრობლემა...

- დროთა განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება. ცალკე აღებული ერთი გლეხი საკუთარ ღვინოს ბრიუსელში ვერ გაიდის, მაგრამ რამდენიმე გლეხის გაერთიანებით შესაძლებელია იმ რაოდენობის მიღება, რომ ერთი იმპორტიორი მაინც დააკმაყოფილონ. წარმოების გამსხვილების ეტაპი გასავლელი გვაქვს. ჩვენ ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიები გვაკლია. გვაქვს ოჯახური მეღვინეობა, სადაც მზადდება 400 ლ ღვინო და გვაქვს კომპანიები, სადაც მილონ ლიტრ ღვინოს აწარმოებენ. კომპანები, სადაც 100 000-300 000 ლ ღვინოს დაამზადებენ, არ გვყავს.

- რა პოტენციალი აქვს ქვევრის ღვინოს ევროკავშირის ბაზარზე?

- საფრანგეთსა და იტალიაში ძირითადად ქვევრის ღვინოები გადის, როგორც განსაკუთრებული ღვინოები. მნიშვნელოვანია, რომ ქვევრის ღვინოს ამ ქვეყნებში შეაქვს ინფორმცია საქართველოს შესახებ. ქვევრის ღვინო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენს მარკეტინგულ სტრატეგიაშიც.

- 16 თებერვლიდან საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირების ახალი წესი ამოქმედდა. რა მნიშვნელობა აქვს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა?

-  კანონმდებლობის გამარტივების მიმართულებით მივდივართ. ავიღოთ ეტიკეტირების წესი. ძალიან ბერვი მოთხოვნა იყო შესასრულებელი და კომპანიებს ძალიან უჭირდათ ამ წესის დაცვა. გავითვალისწინეთ საერთაშორის ნორმები, სხვა ქვეყნების გამოცდილება და ეს მოთხოვნები მინიმუმამდე დავიყვანეთ.  სეტიფიცირების სფეროშიც ევროკავშირის მაგალითი გადმოვიღეთ. სერტიფიცირება შეიძლება მოხდეს ცალკეულ ლოტზე - ერთ პერიოდში ჩამოსხმულ ღვინის ერთგვაროვან პარტიაზე.  ამ პარტიის ყველა ბოთლს ლოტის ერთი და იგივე ნომერი ექნება. ეს აადვილებს მიკვლევადობას, გარდა ამისა,  სერტიფიცირებისთვის საჭირო ალაბორატორიული შემოწმება ჩატარდება ერთი ლოტის ერთ ბოთლზე. ეს ამცირებს ფინანსურ დანახარჯს. ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიკვლევადობა იქნება ზუსტი.

ვისაც უნდა სერტიფიცირება, ანუ ის, რომ ლოტის ნომერი დაიტანოს ბოთლზე, ის უნდა დარეგისტრირდეს ღვინის მწარმოებელი კომპანიად. ამის გაკეთება ინტერნეტითაც შეიძლება და ამ პროცედურას მაქსიმუმ 15 წუთი დასჭირდება. სერტიფიცირების გარეშე ღვინო ექსპორტზე ვერ გავა. ადგილობრვ ბაზარზე გარკვეული კატეგორიების ღვინო სერტიფიცირების გარეშეც შეიძლება გაიყიდოს. თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ ყველა ღვინო სერტიფიცირებული იყოს. სერტიფიცირებისთვის საჭიროა ლაბორატორიული შემოწმების ჩატარება, ზოგიერთ შემთხვევაში დეგუსტაციაც - ერთ ლოტზე მხოლოდ ერთხელ. 

ლაბორატორიული შემოწმების ჩატარება რაიონებშიც შეიძლება. ევროკავშირის მიერ აკრედიტებული 5 ლაბორატორია გვაქვს საქართველოში. მათ მიერ გაცემულ  ლაბორატორიულ დასკვნას ევროკავშირის ყველა ქვეყანა იღებს.

- ღვინის ექსპორტზე გატანისთვის საჭიროა თუ არა ჰიგიენური სერტიფიკატი?

- ჰიგიენურ სერტიფიკატს ითხოვს ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ჩინეთი. ევროკავშირი ჰიგიენურ სერტიფიკატს არ ითხოვს.

 

სტატისტიკური ინფორმაცია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა  59 067 335 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა.

2013 წელს ექსპორტზე 46,7მლნ ბოთლი ღვინო გავიდა.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეულში შედის: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და პოლონეთი,

რუსეთი ექსპორტის მთლიან მოცულობაში ლიდერობს 63%-ით. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წელს 37 615 052 ბოთლი შეადგინა.

საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და გერმანია. ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში - ჩინეთი (34%), იაპონია (32%), გერმანია (23%), პოლონეთი (22%), ყაზახეთი (21%), ლატვია (18%), ბელარუსი (13%)

 

წაკითხულია
4805
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner