banner
28 მარტი 2015 | 19:10 ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო მეწარმეების დასახმარებლად EBRD -სა და EIB-თან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს

ეკონომიკის სამინისტრო მეწარმეების დასახმარებლად EBRD -სა და EIB-თან  მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს


მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ახალ რეგულაციებზე ადაპტაციას ბევრ შემთხვევაში საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ. რამდენიმე საჯარო უწყება ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მეწარმეებისთვის ახალი ფინანსური დახმარების იდეას ამუშავებს. ევროოკავშირის მიმდინარე და მოსალოდნელი საგრანტო დახმარების შესახებ eugeorgia.info- ს შეკითხვებს ექსკლუზიურად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ უპასუხა:

- მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად არის თუ არა დაგეგმილ კონკრეტული აქტივობები?
- მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შორის, რათა ჩამოვაყალიბოთ ფინანსური მექანიზმი იმ საწარმოებისთვის, რომლებიც სურსათის უვნებლობის კუთხით ახალ მოთხოვნებსა და ტექნიკურ რეგულაციებს დაექვემდებარებიან.

- სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მიხედვით ბევრი საწარმო უკვე ექვემდებარება ახალ რეგულაციებზე გადასვლას...
- უკვე ექვემდებარებიან, მაგრამ ჯერ ინსტრუმენტი არ არის. ვისაც განსაკუთრებით ესაჭიროება, რომ თავის საწარმო გადააიარაღოს და რეკომენდაციებს იღებს სურსათის უვნებლობის სამსახურიდან, უკვე ამ რეკომენდაციების საფუძელზე შესაძლებლობა ექნებათ, რომ მოიპოვონ გარკვეული ფინანსური ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, იქნება ეს გრანტი, იაფფასიანი სუბსიდირებული სესხი თუ სხვა ტიპის დახმარება. ჩვენ ახლა ზუსტად ამ მოდელზე ვმუშაობთ არა მარტო სახელმწიფო უწყებების ფარგლებში, არამედ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად. მიკრო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრა გვქონდა, ვაპირებთ ასევე ბანკებთან შეხვედრას და, რა თქმა უნდა, გვინდა შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთანან (EBRD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთანაც (GIZ) გავმართოთ. EBRD გახლავთ ევროკავშირის საგრანტო პროგრამა DCFTA Facility-ის ბენეფიციარი, რომელიც მომავალში განხორციელდება. EBRD და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ფინანსურ რესურსს კერძო კომერციულ ბანკებს მიაწვდიან, როლებიც თავის მხრივ კერძო სექტორს დაბალპროცენტიან სესხებს შესთავაზებენ.
GIZ-საც აქვს გარკვეული ბიუჯეტი კერძო სექტორის ტექნიკური დახმარებისთვის და გვინდა, რომ ეს ორგანიზაციაც ჩვენს პროგრამაში ჩავრთოთ.

- ანუ შესაძლებელია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტი უფრო დაბალი პროცენტით აიღონ მეწარმეებმა თუ ეს სხვა შეთავაზება იქნება?
- ეს იქნება ახალი პროდუქტი სავარაუდოდ, მე თქვენთან ვმსჯელობ ახლა იდეაზე, რომელიც ჯერ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და გვინდა, რომ ამ მიმართულებით ჩამოვყალიბდეთ. თუმცა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, დახმარების ეს ინსტრუმენტი საბოლოოდ რა სახეს მიიღებს.
მიზანი იქნება ის, რომ ორგანიზაციებს, რომლებსაც დასჭირდებათ გადაიარაღება, თუნდაც HACCP-ის დანერგვა, იაფ რესურსებზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, რომ მათ ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება შესძლონ.

- მეწარმეებისთვის გრანტების მიცემა რამდენად რეალურია?
- განიხილება გრანტებიც. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული როგორ აეწყობა პროგრამა, რა რესურსები იქნება ამისთვის მობილიზებული და როგორ შევძლებთ ამის განხორციელებას.

- როგორ და რა სქემით მიიღეებს მცირე და საშუალო ბიზნესი დახმარებას ევროკავშირის მიმდინარე საგრანტო პროგრამებიდან?
- ევროკავშირის ეს დახმარებები, რომელიც DCFTA-სა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოდის, გულისხმობს ორ კომპონენტს. პირველია საბიუჯეტო დახმარება, ხოლო მეორე კი არის ტექნიკური დახმარება კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც ევროპული ორგანიზაციების ევროპის რეკონსტრუციის და განვითარების ბანკის (EBRD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით ხორციელდება.
რეფორმების გატარების სანაცვლოდ საბიუჯეტო დახმარების კუთხით 4 წლის განმავლობაში გარკვეულ თანხას ვიღებთ, რომლებიც მიბმულია ზოგად და კონკრეტულ ღონისძიებებზე. განსაზღვრულია სახელმწიფო ინსტიტუტებმა რა რეფორმები უნდა განახორციელენ, რომ შესაბამისობაში მოვიდნენ ახალ ევროპულ მოთხოვნებთან და ტექნიკურ რეგულაციებთან.
რაც შეეხება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რომელიც EBRD-ს და GIZ-ის დაფინანსებით უნდა მოხდეს, აქ უკვე შემოდის მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომლის გავლითაც მეწარმეები ტექნიკურ დახმარეებას მიიღებენ.

- კონკრეტულად როგორ ეხმარება მეწარმეობის განვითარების სააგენტო მეწარმეებს, რა იგუსისხმება ტექნიკურ დახმარებაში და ამ ეტაპზე თუ არიან კონკრეტული ბენეფიციარები?
- ეს საკითხები თქვენ შეგიძლიათ უფრო დეტალურად მეწარმეობის განვითარების საგენტოსთან გაარკვიოთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ სააგენტოს 4 ძირითადი მიართულება აქვს. პირველი ეს არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილი, სადაც საუბარია ქონების გადაცემაზე საქართველოს მთავრობის მხრიდან. მეორე - ბანკის პროცენტის სუბსიდირება, მესამე - სესხის უზრუნველყოფისთვის 50 პროცენტიანი გარანტიის წარდგენა და მეოთხე - ტექნიკური დახმარება.
ტექნიკური დახმარების ფარგლებში სააგენტო მუშაობს თავის ბენეფიციარებთან იმისათვის, რომ ბიზნეს-გეგმები სწორად ჰქონდეთ მომზადებული, მოიძონ პარტნიორები და ბიზნესთან დაკავშირებული აქტივობები სწორად წარმართონ.

- ამ მიზნის მისაღწევად სააგენტო ადგილობრივ რესურსებს თუ უცხოურ ექსპერტიზას იყენებს?
- იყენებენ შიდა რესურსებს და კერძო კომპანიებსაც ქირაობენ, რომლებიც მეწარმეებს კონსულტაციებს აძლევენ. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეებისთვის ტექნიკური დახმარების გასაწევად EBRD-ის რესურსებს იყენებს, რომელსაც აქვს TAM-ის (TurnAround Management Programme)და BAS-ის (Business Advisory Services) პროგრამები, რომელიც მეწარმეებს საკონსულტაციო მომსახურებას უფინანსებს.

- ეს პროგრამები უკვე ხომ დასრულდა? ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა რომან კაკულიამ გვითხრა, რომ ეს პროგრამები დასრულდა? (მიხეილ ჯანელიძესთან ინტერვიუს შემდეგ ამ პროგრამების შესახებ დავაზუსტეთ ინფორმაცია ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროს რომან კაკულიასთან: „ეს პროგრამები დამთავრდა მაგრამ ახლა დაანონსებულ ამ ახალ პროგრამაში (DCTFA Facility) გაგრძელდება იგივე მიმართულებები: კონსულტაციები ბიზნესის წარმომადგენელთათვის და ასევე ბიზნესმენებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების ღონისძიებები (კონფერენციები, შეხვედრები და ა.შ)
- მე როგორც ვიცი BAS-ის პროგრამა არ დასრულდა და ხორციელდება შემდეგნაირად. თუ ამ პროგრამაში ჩართულ კომპანიას სჭირდება საკონსულტაციო მომსახურება, მოძებნის საკონსულტაციო კომპანიას და მას უფინანსდება კონსულტაციების სერვისი. ეს ეფექტური მიდგომაა, ავითარებს ორივე მხარეს.

- რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ მეწარმეებმა, რომ ამ პროგრამაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ?
- არ ვიცი, მე დეტალებზე ვერ გესაუბრებით. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან, მე შემიძლია ზოგაგდად იმ პროგრამების შესახებ გითხრათ, რომელიც ხორციელდება. მეწარმების განვითარების სააგენტო მუშაობს ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით. კომპანიებს გამოფენებში მონაწილეობაში ეხმარება. რამდენიმე გამოფენა და ევროკავშირის და სხვა სტრატეგიულ ბაზრებზე პარტნიორების მოძიებაა დაგეგმილი. 44.5 მილიონიან პროგრამის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტომ თბილისში და რეგიონებში მინიმუნ 150 ექსპორტზე ორიოენტირებული მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ხელშეწყობა უნდა განახორციოლოს. ამ საწარმოებისთვის უნდა იქნას გაწეული ბიზნესის დახმარების სერვისები და ინფორმაციული ტრენინგები. შესაბამისად იმის თაობაზე, ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა, და რა არა, ვინ იყო ბენეფიციარი სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშიდან შეიტყობთ. ეს არის ვალდებულება, რომელიც თუ არ ვცდები მათ 2015 წელს უნდა შეასრულონ. ეს პროცესი ნაწილლობრივ ალბათ უკვე დაწყებულია და დეტალებზე შეგიძლიათ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიმართოთ.
ბიზნესის დახმარების სერვისები და ინფორმაციული ტრენინგები ყოველწლიურად გაფართოვდება და ბენეფიციარების რაოდენობა 30%-ით გაიზრდება.


- ქართულ ექსპორტის შესაძლებლობებს დიაგონალური კუმულაცია მნიშვნელოვნად ზრდის. ასოცირების შეთანხმება საშუალებას იძლევა თურქეთიდან შემოტანილი ნედლეული საქართველოში გადამუშავდეს და ექსპორტზე გავიდეს, როგორც ქართული პროდუქტი. როდის მოხდება დიაგონალურ კუმულაციაზე თურქეთთან ხელშეკრულების გაფორმება ?
- ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენ თურქეთთან გვქონდა შეხვედრა, რომელთანაც გვაქვს სპეციალური ფორმატი - თავისუფალი ვაჭრობის აღმასრულებელი კომიტეტი. ამ შეხვედრაზე გასული წლის ნოემბერში ჩვენ თურქეთს ცვლილების განხორციელება შევთავაზეთ და მათ მოგვაწოდეს თავიანთი დამუშავებული პროექტი, რომელსაც დღეს საქართველოში განიხილავენ შიდა საუწყებო დონეზე, ანუ ჯერჯერობით პროცესი ამას უნდა დაემატოს კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელიც DCFTA- ით არის მონიჭებული ეს არის pan-Euro-Mediterranean preferential rules of origin ე. წ. „პემის“ კონვენცია (PEM Convention) . ამ კონვენციის წევრ რომელიმე ქვეყანასთან საქართველო თუ გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ამ შემთხვევაში ჩვენც გავხდებით „პემის“ წევრი და შესაბამისად, კუმულაცია სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსთვისაც იმუშავებს.

ჩვენ 1 სექტემბრიდან ვიწყებთ მოლაპარაკებებს FTA-სთან (Free Trade Agreements) ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და უკვე ამ „პემის“ კონვენციასთან მიერთებას ექნება აზრი. თურქეთთან ერთად ჩვენთან კუმულაციაში შეიძლება ჩაერთოს ნორვეგია, შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ისლანდიადა როგორც ცნობილია, მოლდოვაც უერთდება „პემის“ კონვენციას.

- არიან თუ არა უცხოელი ინვესტორები საქართველოში წარმოების შექმნით დაინტერესებულნი, რომ ამ გზით ევროკავშირის ბაზარზე შევიდნენ? ცნობილია, რომ ჩინელი ინვესტორები იჩენენ ინტერესს.
- არ აქვს მნიშვნელობა მწარმოებელი ვინ არის, ჩინეთიდან თუ ვიეტნამიდან, ამერიკიდან, ევროპიდან, საქართველოდან თუ ნებისმიერი ქვეყნიდან პროდუქცია რომელიც საქართველოში იწარმოება და აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს, ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევა. საქართველო გეოგრაფიულად ევროოკავშირთან ახლოს არის, ჩვენი შიდა საგადასახო სისტემა მისაღებია. საინვესტიციო გარემო რომელიც ქვეყანაში გვაქვს, იმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში ინვესტიციები განხორციელდეს.
საქართველოში არიან ჩინური კომპანიები, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ პროდუქციას, ერთი დიდი ზონა ქუთაისში ფუნქციონირებს და მეორე დიდი პროექტი თბილისის ზღვაზე ვითარდება. არის დიდი ინვესტორი „ჰუალინგ ჯგუფი“ და არიან სახვა ინვესტორებიც, რომლებიც საქართველოში წარმოებით დაინტერესებას გამოხატავენ.

- როგორ განახორციელებთ კომუნიკაციას იმისთის, რომ მეწარმეებმა ასოცირების შეთანხმების პრაქტიკული სარგებელი დაინახონ?
- ერთი ვიდეო რგოლი უკვე მზადდება, ეს იქნება 3 წუთიანი , რომლის ძირითდი შინაარსი არის რა სარგებელი აქვს DCTFA-ს და ასოცირების შეთანხმებას. ამას გარდა, თემატური კლიპეპის დამზადებას ვაპირებთ, რომელშიც იქნება ნაჩვენები ექსპორტის წარმატებული მაგალითები ევროკავშირის ბაზარზე და ევროპული წარმატებული ინვესტიციები საქართველოში.
გარდა ამისა დავდივართ რეგიონებში, ვხვდებით ადგილობრივ ხელისუფლებას და მიზანი გვაქვს, რომ მათთან ავამაღლოთ ცოდნა ამ კუთხით, ასევე ვხვდებით ადგილობრივ ბიზნესს, აკადემიურ სექტორს, ამას გარდა ვცდილობთ, რომ რეგიონულ ტელევიზიებზე გვქონდეს წვდომა, რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად გავავრცელოთ. გვაქვს DCFTA-ს საინფორმაციო ვებ-პორტალი, სადაც ქართულ ენაზე არის ყველა ინფორმაცია ამ შეთანხმების შესახებ. თბილისში ასევე თემატური შეხვედრებიც გვაქვს.

ესაუბრა ზურაბ მოდებაძე

წაკითხულია
17379
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

კომპანია „მერიდიანმა“ წარმოება EBRD -ის იაფი კრედიტის დახმარებით დაიწყო

კომპანია „მერიდიანმა“ წარმოება EBRD -ის იაფი კრედიტის დახმარებით დაიწყო

შპს „მერიდიანი“-ს დირექტორი დავით გვარჯალაძე ამბობს, რომ ევროული კრედიტის გარეშე კარიერიდან წიაღისეულის ამოღება ძალიან გაუჭირდებოდათ

08 მაისი 2018 | 16:05 ბიზნესი ვრცლად
ევროკავშირი საქართველოში საინვესტიციო გეგმის განხორციელებას იწყებს

ევროკავშირი საქართველოში საინვესტიციო გეგმის განხორციელებას იწყებს

ევროკავშირს ახალ ამბიციურ პროექტზე მუშოაბს. ევროგაერთიანება საქართველოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების მხარდასაჭერად საგარეო საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში 4.1 მილიარდ ევროს დახარჯავს.

23 მარტი 2018 | 11:42 ეკონომიკა ვრცლად
ევროკავშირი შსს-ს მიმდინარე რეფორმების განხორციელებისთვის 15 მილიონი ევროთი აფინანსებს

ევროკავშირი შსს-ს მიმდინარე რეფორმების განხორციელებისთვის 15 მილიონი ევროთი აფინანსებს

ევროკავშირი შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკომანიასთან და ასევე ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროების რეფორმირებასა და ეფექტური გამოძიების სისტემის შექმნაში ეხმარება.

13 მარტი 2018 | 16:37 კანონმდებლობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner