banner
09 აპრილი 2015 | 10:00 ეკონომიკა

მაისში ევროკავშირი მცირე მეწარმეებს ევროპული სტანდარტების დასანერგად პირველ დახმარებას გამოუყოფს

მაისში ევროკავშირი მცირე მეწარმეებს ევროპული სტანდარტების დასანერგად პირველ დახმარებას გამოუყოფს


 „ეს იქნება 3 ნაწილისგან შემდგარი კომბინაცია:  საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება,  გრანტი და მესამე კომპონენტი - რისკების დაფინანსება“

წელს, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან მორიგ ფინანსურ დახმარებას მიიღებს.  საუბარია 5- წლიან პროგრამაზე, რომლის განმავლობაში საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარებიან, რომ საკუთარი წარმოება ევროკავშირის სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ.  ერთ-ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ამ  ფულს ქართველი მცირე და საშუალო მეწარმეები მიიღებენ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს EBRD - ის რეგიონალურ  დირექტორთან, ბრუნო ბალვანერასთან.

რას გულისხმობს კონკრეტულად პროგრამა DCFTA Facility ?

- საქართველომ  მიიღო ძალიან ძლიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მოაწერა რა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის  შესახებ შეთანხმებას.  რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს ევროპულ ყაიდაზე  ცხოვრების გარდაქმნას, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური მოწყობის თვალსაზრისით. ამავე დროს, ამ  ხელშეკრულებით  ქართველ მეწარმეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ ქართველმა მწარმოებლებმა უნდა დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტებით განსაზღვრული მოთხოვნები. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის გუნდმა მოამზადა მოცულობითი დოკუმენტი,  სადაც  აღწერილია გამოწვევები, რომელიც  საქართველოს ეკონომიკის სექტორებში არსებობს და რომლებიც ქართველმა მეწარმეებმა უნდა დაძლიონ.

1 იანვრიდან ძალაში შევიდა ბევრი რეგულაცია, რომელიც მძიმე ტვირთად აწვება ქართველ  მეწარმეებს. მათ ხშირ შემთხვევაში არ აქვთ წვდომა  ფინანსურ რესურსებთან, არადა, თუნდაც იმავე სურსათის უვნებლობის  ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ინვესტიციები სჭირდებათ.

- საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ, ძირითადად, სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ წარმოებას ეხება  და ბევრ ადამიანს აწუხებს, რადგან  პირდაპირაა დაკავშირებული სურსათის უვნებლობასთან.  1 იანვრიდან მთელი რიგი რეგულაციები ამ მიმართულებით ძალაში შევიდა, განურჩევლად იმისა, ახდენენ მეწარმეები პროდუქტის ექსპორტს თუ არა, რადგან ამ ახალმა კანონებმა უნდა უზრუნველყონ  ადგილზე მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქტის მიწოდება. ცხადია, ეს საქართველოსთვის მომგებიანია.   როდესაც მანქანით მივდივარ რომელიმე რეგიონში და ვხედავ, როგორ  კიდია გზის განაპირას  გასაყიდად გამოტანილი  ხორცი, პირდაპირ გეტყვით,  შოკში ვვარდები  - ეს ხომ ჰიგიენის არც ერთ ნორმას არ შეესაბამება! ასეთ რამეს ევროპაში ვერ  ნახავთ. ვერ იფიქრებთ და ვერ იტყვით, რომ ეს არის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებული წესი, რადგან ასეთი წესი, ხორცის სპეციალურ შეფუთვას, ცივ გარემოში მოთავსებასა და სერტიფიცირებას ექვემდებარება.

DCFTA Facility, რომლის  თაობაზე ამჟამად ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს (მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ არის) გულისხმობს შემდეგს: ევროკავშირის ფონდიდან მთელი რიგი სააგენტოები და ბანკები, ისეთები, როგორებიცაა EBRD და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ადგილობრივ მეწარმეებს ევროპული სტანდარტების დანერგვაში დაეხმარებიან. ამ შეთანხმებას ხელი, სავარაუდოდ, მაისში, რიგის სამიტზე მოეწერება.

DCFTA Facility -ს ფარგლებში EBRD მიიღებს  ფონდს ევროკავშირისგან. პირველ წელს ეს იქნება 18 მილიონი ევროს ოდენობის თანხა. ამავე მოცულობის თანხის გამოყოფაა გათვალისწინებული შემდეგი  4 წლის განმავლობაში. ეს თანხები განკუთვნილია 3 ქვეყნისთვის, რომლებმაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს - საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის. საით მივმართავთ ამ თანხებს? ეს იქნება მრავალი სხვადასხვა ფინანსური პროდუქტის კომბინაცია და განკუთვნილი იქნება იმ მეწარმეების დასახმარებლად, რომლებსაც ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება მოეთხოვებათ, რაც ამავე დროს მათ საექსპორტო პოტენციალის გაზრდაში დაეხმარება. ამ ფინანსური რესურსის უდიდეს ნაწილს მეწარმეებამდე  საბანკო სექტორის გავლით „მივიტანთ“.

 ხედავთ ჩვენს ოფისს: ძალიან პატარა სივრცეა,  გვყავს მხოლოდ 20  თანამშრომელი, არ გვაქვს  ფილიალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  და ამიტომ  გვჭირდება ადგილობრივი  ბანკების ქსელი. ეს იქნება საპროცენტო განაკვეთების  სუბსიდირება, საბანკო რისკების დაფინანსება და გრანტები.  მაგალითად,  იმ შემთხვევაში თუ კომპანიას სჭირდება 200 ათასი ევროს  ინვესტირება  ლაბორატორიის შესაძენად,  იმისთვის, რომ  პომიდორში სიმჟავე შეამოწმოს, მას შეუძლია ამ ხარჯის უზრუნველყოფის მიზნით საგრანტო დაფინანსების სახით მთლიანი თანხის 10-20%  მოითხოვოს.  როდესაც დანადგარს შეიძენს,  თანხას  5 წლის განმავლობაში გადაიხდის,  სესხის საპროცენტო განაკვეთი კი პირველი წლების განმავლობაში  სუბსიდირებული იქნება. ამგვარად, ეს იქნება 3 ნაწილისგან შემდგარი კომბინაცია:  საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება,  გრანტი და მესამე კომპონენტი - რისკების დაფინანსება: ვაპირებთ ვუზრუნველყოთ გარანტიები, რაც იმას ნიშნავს, რომ  რადგან ბანკები ბევრს ითხოვენ იმაში, რომ  პირობითად, კახეთში მცხოვრები  ბატონი გიორგის რისკები საკუთარ თავზე აიღონ,  ამ რისკების დაზღვევის გარეშე კი ბატონი გიორგი ბანკს ვერ მიმართავს, შესაბამისად, ამ რისკებს ჩვენ დავაფინანსებთ.

 DCFTA Facility არ ვრცელდება მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე, ის ასევე ეხება ეკონომიკის სხვადასხვა დარგს, მაგალითად, ტექსტილის, სამშენებლო მასალების,  კაბელების, თუ სხვა რაიმე პროდუქციის ან მომსახურების წარმოებას. კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ,  ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ შემდეგ სფეროებში არსებული  სირთულეების იდენტიფიცირება მოახდინა. ესენია: სურსათის უვნებლობა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, სტანდარტების დანერგვა, მიკვლევადობა და ა.შ. თუმცა, ხალხი სხვა სექტორებზე  იმდენად არ ამახვილებს ყურადღებას, შესაძლოა იმიტომ, რომ სხვა სირთულეები ნაკლებად ხილულია.

თქვენ რომელ სექტორებს გამოყოფდით?

- მაგალითად, სამშენებლო მასალებთან მიმართებაში არსებობს  შეფუთვის პრობლემა, ან თუნდაც მავნე ემისიები, რომელიც  სხვადასხვა დეტალების წარმოებისას გამოიყოფა, ხის სიმშრალე ავეჯის წარმოებისას და ა.შ. არსებობს ბევრი სპეციფიური დეტალი, რომელიც უნდა გამოსწორდეს იმისთვის, რომ წარმოების სტანდარტი ევროპულს გაუთანაბრდეს. ამ სფეროების ექსპერტი არ გახლავართ, მაგრამ თუ გექნებათ შესაძლებლობა ბატონ მიხეილ ჯანელიძეს ჰკითხეთ, კონკრეტულად რა საკითხებზეა საუბარი. მან მოამზადა დაახლოებით 70- გვერდიანი დოკუმენტი, სადაც მოცემულია  ყველა ნაკლოვანება, რომელის  აღმოფხვრაში  ვაპირებთ დახმარებას.

 ევროკავშირი გვაძლევს ფულს. ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება 18  მილიონი ევრო. ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის სხვა თანხა იქნება გამოყოფილი, (სავარაუდოდ, იქაც  იგივე რაოდენობის თანხა იქნება). პირველ წელს ამ თანხას 3 ქვეყანაში დავხარჯავთ.

როგორ დაიყოფა ეს ფული?

- მგონია, რომ ფული განაწილდება იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენადაა მზად მის მისაღებად და ვის უფრო მეტი საჭიროება აქვს თანხის მიღების.  მგონია, რომ საქართველოს ძალიან კარგი პოზიცია აქვს ამ მხრივ, რადაგან აქ არის სტაბილური სიტუაცია - არ არის ომი. მართალია, არ არის მარტივი ეკონომიკური  ვითარება, მაგრამ ეს მდგომარეობა  სხვა ქვეყნებში, მაგალითად, მოლდოვაში არსებულ ვითარებასთან შედარებით უფრო მარტივია.

რა არის საქართველოს უპირატესობა?

- თქვენი უპირატესობა არის გამჭვირვალე გარემო, კანონის უზენაესობა,  კორუფციის ძალიან დაბალი დონე, განვითარებული საბანკო სფერო, ტრანსპარენტული სასამართლო სისტემა და ელექტრონული მთავრობა. ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით მსოფლიო ბანკის რეიტინგში მე-15  ადგილზე ხართ,  კომპანიისა და საკუთრების დარეგისტრირების პროცედურების სიმარტივის მხრივ კი მე-2  ადგილზე. მოლდოვას არა აქვს ყველა ის პოზიტიური ელემენტი, რაც აუცილებელია ბიზნესგარემოსთვის. კერძოდ, მათ არა აქვთ საბანკო სისტემა, ბანკებს თავს ესხმიან კრიმინალები,  არა აქვთ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო,  კანონის უზენაესობა,  არა აქვთ ელექტრონული მთავრობა  და რაც მთავარია,  არა აქვთ მზაობა ჰქონდეთ ისეთი გამჭვირვალობა და წესრიგი, როგორიც საქართველოშია.  მოლდოვაზე ბევრად წინ ხართ  და  გაცილებით უფრო განვითარებული ხართ რეფორმების ნაწილში.

რამდენად განსხვავებული იქნება ეს კონკრეტული საფინანსო პროდუქტი იმ პროდუქტისგან, რომლითაც მთავრობა  ნაწილობრივ სუბსიდირებული სესხებით  წარმოების სტიმულირებას  ცდილობს ?

- აი, მაგალითად, თუ მინდა პომიდვრის მოყვანა, უნდა გადავიხადო 12 – 14 % სესხში, იმისთვის, რომ ვიყიდო სასუქი, აღჭურვულობა და განვახორციელო ინვესტირება  ISO -ს სერტიფიცირებისთვის. მოგება, რომელიც მე პომიდვრიდან დამრჩება, შესაძლოა, ძალიან დიდი არ იყოს და ასეთ დროს,  სადაც სტანდარტულ ვითარებაში საბანკო კრედიტი წლიურად 12-დან 14%-მდე იქნებოდა, ვიღაც გვაძლევს სუბსიდიას და ეს ვიღაც არის ევროკავშირი. ამდენად, ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ევროკავშირის, რადგან იმ პაკეტიდან, რომლის თაობაზეც ზემოთ მოგახსენეთ, ის გვაძლევს ფულს ისეთ საქმეში, საიდანაც ამ ფულს  ვერასოდეს დაიბრუნებს, ანუ იძლევა ფულს საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისთვის,  ინვესტიციებში კაპიტალური გრანტების განსახორციელებლად და დანაკარგების დასაზღვევად: ისინი გვაძლევენ ფულს ბანკებისთვის გარანტიის მისაცემად. თუ ბანკები ფულს დაკარგავენ, ევროკავშირი მათ ამ დანაკარგს აუნაზღაურებს და არავინ დაუბრუნებს ფულს ევროკავშირს.

ამდენად ევროკავშირი ძალზედ ხელგაშლილია, რადგან ცდილობს დაეხმაროს სიტყვაზე, პირობითად რომ ვთქვათ,  კახეთში მცხოვრებ გიორგის იმაში, რომ ის გახდეს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი, რადგან ბაზარი დღეს არ არის კონკურენტუნარიანი, რადგან საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია, არ  გაქვთ ტექნოლოგიები და არ გაქვთ ნოუ ჰაუ. ამდენად, გვინდა საქართველოს დავეხმაროთ. თუ ეს დახმარების 5-წლიანი  პროგრამა წარმატებული იქნება, ვფიქრობთ, შესაძლოა, დაფინანსება კიდევ უფრო გაიზარდოს. ყველაფერი დამოკიდებულია თანხების ათვისების სისწრაფესა და ეფექტიანობაზე. ჩვენ კვლავ შეგვეძლება  მივმართოთ ევროკავშირს დახმარებისთვის. 

საინტერესოა, იმის მიუხედავად, რომ ამ 2 წლის განმავლობაში მილიონობით ლარი გაიცა შეღავათიანი აგროსესხის პროექტის ფარგლებში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ თუნდაც ზამთარში, ან ადრეულ გაზაფხულზე ჩვენი, ადგილობრივი წარმოების კიტრს და პომიდორს. თუ არის, არის ძალიან მცირე რაოდენობით ...

- გეთანხმებით, მეც თქვენსავით გულდაწყვეტილი ვარ: როდესაც სუპერმარკეტში მივდივარ, ვერ ვყიდულობ ადგილობრივი  ფერმერის მიერ მოყვანილ პომიდორს. ვყიდულობთ თურქეთიდან ჩამოტანილს, რატომ უნდა  ვყიდულობდეთ თურქულ პომიდორს სუპერმარკეტში?  ახლა როგორც მომხმარებელი ისე გელაპარაკებით.  ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობისთვისაა განკუთვნილი. მთავრობას აქვს ასევე სოფლის მეურნეობისთვის   განკუთვნილი პროგრამა. მართალი ხართ, ამ პროგრამებს ჯერ რეზულტატი არ მოუტანია,  რა არ  კეთდება მართებულად, არ ვიცი. ვფიქრობ, უნდა გავაანალიზოთ, რა იყო არასწორად გაკეთებული.  რასაკვირველია,  რაღაც კონკრეტული წარმატების მაგალითები არსებობს, მაგრამ,  მგონია, რომ მთავრობამ უნდა გაანალიზოს ის შემთხვევები, რომლებსაც შედეგი არ მოუტანია. 

არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც,  ოფიციალურად საქართველოში 800 000 ადამიანი,  შრომისუნარიანი  მოსახლეობის 50%,  ჩაბმულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს, რადგან ეს ადამიანები რეალურად კი არ არიან ჩაბმული სასოსფლო-სამეურნეო საქმიანობაში, არამედ საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნავენ. საქართველოში თითქმის 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მაგალითად, საფრანგეთში, სადაც მოსახლეობა 60 მილიონია,  იმდენივე ფერმერია, რამდენიც საქართველოში, ანუ  800 ათასი. საქართველო საკვების იმპორტს ახორციელებს, ხოლო საფრანგეთს კი პირიქით, საკვები ექსპორტზე გააქვს. რაშია პრობლემა? მგონი, ყველა აცნობიერებს, რომ უამრავი თავსატეხია, ერთ-ერთი  მთავარი პრობლემა კი პატარ-პატარა ნაწილებად დაქუცმაცებული  მიწებია. თუ მიწის საკუთრების საკითხებს ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ აქაც ხშირ შემთხევაში ბუნდოვანი სურათია. რეესტრში არ ჩანს,  ვინ ფლობს ამ მიწებს. უნდა დაიწყოთ მიწების კადასტრით. სოფლის მოსახლეობას უნდა აუხსნათ, რომ დაიწყონ მიწების გაერთიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავლის მოყვანას აზრი არა აქვს.

სხვათაშორის,  იგივე რამ მოხდა საფრანგეთსა და გერმანიაში 50 წლის წინ და სწორედ, ამ მიწების გაერთიანებამ მოიტანა რეალური ცვლილებები.  იმის მაგივრად, რომ ინდივიდუალურად მოიყვანოთ მოსავალი, უნდა დაიწყოთ გაერთიანება კოოპერატივებში. იმისთვის, რომ კოოპერატივები შექმნათ, უნდა შეცვალოთ მენტალობა, დამოკიდებულება კოოპერატივების მიმართ. მე მგონია, რომ ქართველები არ არიან მზად ერთობლივი შრომისათვის -  ხალხს უჭირს რიგში დგომა. როდესაც მანქანით მიდიხარ, ყველა ცდილობს გაგასწროს, რადგან „საზოგადოების“ ცნება, როგორც ასეთი, ჯერ პოპულარული არ არის.  გუდაურში როდესაც მიდიხარ, ყველა ცდილობს გაგასწროს, რადგან ყველას მიაჩია, რომ აქვს უფლება სხვაზე წინ იდგეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მენტალობა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში. ეს არის ის ღირებულება, რასაც ევროპა საქართველოში შემოიტანს - სოლიდარობის განცდას,  რადგან ევროპული ღირებულებების თანახმად,  1+1 არა 2, არამედ 3 -ია. სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში საქართველოში 1+1 ისევ 1-ია, რადგან არ გაქვთ ერთად მუშობის გამოცდილება და უნარები.

რაც შეეხება საქართველოს მიერ DCFTA შესაძლებლობების გამოყენებას, ეს არ არის საკმარისი. ანალოგიური სახის ხელშეკრულებები სხვა ქვეყნებთანაც უნდა დადოთ. მაგალითად, ავიღოთ ჩინეთის ბაზარი ან აზიის ბაზრები. მე წარმოშობით მექსიკელი ვარ.  მექსიკა დიდი ქვეყანაა და განვითარების სხვა ეტაპზე ვართ, მაგრამ 25-30 წლის წინ ერთ-ერთი, რამაც ძირეული გარდატეხა შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, იყო ის, რომ ხელი მოვაწერეთ  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 70 ქვეყანასთან. ამან მოგვცა საშუალება, რომ წარმოება მასშტაბურად გაგვეზარდა.

მაგალითად, ისრაელთანაც  მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  შეთანხმებას, რომელიც გეოგრაფიულად ძალიან შორსაა ჩვენგან და ძალიან კონკურენტუნარიანი ბაზარია. ამ ხელშეკრულების წყალობით იქ დღეს ავოკადოს ვყიდით. ამდენად, ამოცანაა გავიხსნათ მაქსიმალურად და არა მხოლოდ ახლომდებარე რეგიონებისთვის. რასაკვირველია, რეგიონში ვაჭრობა უმნიშვნელოვანესია -  თქვენ უნდა გახდეთ ე.წ. ჰაბი, ანუ  რეგიონის ლოგისტიკური ცენტრი. თუმცა, ჰაბი საკმარისი არ არის. თქვენთვის ასევე გახსნილი უნდა იყოს სხვა, ალტერნატიული  ბაზრები, მაგალითად, ჩინეთი. ახლა ჩინელებს ღვინო შეუყვარდათ. ადრე ასე არ იყო. დღეს ჩინელები უკვე ბევრ ღვინოს ყიდულობენ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკმაოდ ნელა ვმოძრაობთ ყველა იმ მიმართულებით, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, თქვენ ასე არ  ფიქრობთ?

- ზოგჯერ მესმის გულდაწყვეტილი ადამიანების კომენატრები სწორედ ამავე საკითხზე.  ადრე უფრო სწრაფად მიდიოდით წინ, რადგან ის იყო, ასე ვთქვათ, სწრაფად მოგვარებადი საკითხები. როგორც ინგლისელები იტყვიან -  „ადვილად დასაკრეფი  მოსავალი“.  მას შემდეგ, რაც შედარებით მარტივი საკითხები მოაგვარეთ,  ბევრი რამ შესაძლოა, უფრო რთული გასაკეთებელი გახდეს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ გავამართლო მთავრობა.  ჩვენ, რასაკვირველია, მათთან ერთად, ასე ვთქვათ, ხელიხელჩაკიდებული ვმუშაობთ. თუმცა, მთავრობის მუშაობის უფრო სწრაფ ტემპს მეც ვისურვებდი.

 
ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე

 

 

 

 

წაკითხულია
3284
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

კომპანია „მერიდიანმა“ წარმოება EBRD -ის იაფი კრედიტის დახმარებით დაიწყო

კომპანია „მერიდიანმა“ წარმოება EBRD -ის იაფი კრედიტის დახმარებით დაიწყო

შპს „მერიდიანი“-ს დირექტორი დავით გვარჯალაძე ამბობს, რომ ევროული კრედიტის გარეშე კარიერიდან წიაღისეულის ამოღება ძალიან გაუჭირდებოდათ

08 მაისი 2018 | 16:05 ბიზნესი ვრცლად
ევროპული ფინანსური დახმარებით „საქინვესტსმა“ ელ.ენერგიის ხარჯი 30%-ით დაზოგა

ევროპული ფინანსური დახმარებით „საქინვესტსმა“ ელ.ენერგიის ხარჯი 30%-ით დაზოგა

მიღებული დაფინანსების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი დანადგარებისა და აღჭურვილობის შეძენა, რომელიც საშუალებას გვაძლევს 30%- ით შევამციროთ ელ.ენერგიის მოხმარება სხვა არსებულ დანადგარებთან შედარებით.

05 მარტი 2018 | 13:41 ეკონომიკა ვრცლად
სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას სამშენებლო კომპანიებს ევროკავშირის მოთხოვნები ავალდებულებს

სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას სამშენებლო კომპანიებს ევროკავშირის მოთხოვნები ავალდებულებს

ასოცირების შეთანხმების მიხედვით საქართველოსთვის სამშენებლო პროდუქციის დირექტივის შესრულება სავალდებულოა. აღნიშნული მოთხოვნა 2024 წლისთვის სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

16 იანვარი 2018 | 16:40 ეკონომიკა ვრცლად
ქართველ მეწარმეებს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა მსოფლიოს მოსახლეობის ნახევართან ექნება

ქართველ მეწარმეებს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა მსოფლიოს მოსახლეობის ნახევართან ექნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ევროკავშირთან DCFTA-ის ამოქმედებისა, ბოლო 3 წლის განმავლობაში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმდა:

05 იანვარი 2018 | 14:28 DCFTA ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner