banner
25 ივნისი 2015 | 22:18 სოფლის მეურნეობა

როგორ გახდა ესტონეთი ევროპული ქვეყანა

როგორ გახდა ესტონეთი ევროპული ქვეყანა


„მიწების გაყიდვას ყველგან ნეგატიურად უყურებენ, ეს პრობლემა ესტონეთშიც იყო“

 

„წლების წინ ესტონელები გაცილებით ემოციურად იღებდნენ უცხოელი ინვესტორების შემოსვლას და მიწების შესყიდვას, მაგრამ ჩვენ ევროკავშირში ვართ და ვიცით, რომ ერთიანი ოჯახი უნდა ავაშენოთ. ვხედავთ ევროკავშირის პოტენციალს და მზად ვართ მათთან ერთად ვიმუშაოთ“, – ამბობს ივარი პადარი, ესტონეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, რომელიც ამჟამად პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ესტონეთი უკვე 11 წელია ევროკავშირის წევრია, მაგრამ უცხოელების მიერ მიწის ყიდვას ქვეყნის მოსახლეობა დღესაც გულგრილად ვერ უყურებს, განსაკუთრებით რეგიონებში. მართალია, საზღვრების გახსნის შემდეგ ესტონეთში ბევრი უცხოელი არ ჩასულა (ემიგრანტების რიცხვი დღესაც ძალიან მცირეა ესტონეთში), უცხოელი ინვესტორების მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ამ საკითხის მიმართ მოსახლეობა კვლავაც სენსიტიურია. ბოლო დროს მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს გავრცელებული ინფორმაცია ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ტერიტორიაზე ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ემიგრანტების განაწილების შესახებ. უფროსი ასაკის ესტონელები სხვა ეროვნების ადამიანებთან ასიმილაციის საფრთხესაც ხედავენ.

„მიწის რესურსს ყველა ქვეყანაში მთავარ სიმდიდრედ მიიჩნევენ, ამიტომ მოსახლეობა მიწების გაყიდვას ყველგან ნეგატიურად უყურებს. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ესტონეთშიც იყო, – ამბობს ივარი პადარი,– თუმცა, წარმატებული ინვესტიციის ბევრი პოზიტიური მაგალითი გვაქვს. მაგალითად, ფინელმა ფერმერმა გაკოტრების პირას მყოფი საწარმო იყიდა და იმისგან მთელი რეგიონისთვის საჩვენებელი საწარმო გააკეთა. ასევე, ესტონეთში ჩამოვიდა ამერიკელი ბიზნესმენი, რომელსაც ერთ–ერთი პირველი მეცხვარეობის ფერმა აქვს. ხშირად უცხოელ ინვესტორებს კარგი პრაქტიკა შემოაქვთ ესტონეთში. ასე, რომ ესტონეთის გამოცდილება ამ მხრივ პოზიტიურია“.

დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ესტონეთმა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შესახებ განაცხადა და საზღვრები გახსნა. ბუნებრივია, თავიდან დახლები იმპორტირებული პროდუქციით გაივსო. ადგილობრივი წარმოებისთვის რთული დრო დადგა. მათ გაცილებით მაღალი ხარისხის, ლამაზად შეფუთული პროდუქტისთვის უნდა გაეწიათ კონკურენცია. დღეს ესტონეთში ამბობენ, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპმა გაამართლა, ადგილობრივმა წარმოებამ ევროსტანდარტებზე გადაწყობა რთულად, მაგრამ მაინც მოახერხა და დღეს უკვე ბევრი პროდუქტით ადგილობრივ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და ექსპორტზეც გააქვს. მაგალითად, ნატურალური რძით ადგილობრივი ფერმები ბოლო წლები რძის პროდუქტების საწარმოებსაც სრულად აკმაყოფილებენ და ნატურალურ რძეს მეზობელ ლატვიასაც აწვდიან. საინტერესო ფაქტია, რომ ქვეყანაში ძროხების რაოდენობა მცირდება, მათი პროდუქტიულობა კი მატულობს. ესტონეთი სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას ხორბალსა და კარტოფილზე.

„ამის გაკეთება რთული იყო, მაგრამ ამ კონკურენციის მეშვეობით გავძლიერდით. ადრე სავაჭრო დახლებზე რძის პროდუქტების უმეტესობა იმპორტული იყო. ახლა პირიქითაა–მხოლოდ რამდენიმე პროცენტია უცხოური. ეს იმიტომ, რომ უფრო კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოება დავიწყეთ. ბევრი პროდუქტი, რასაც მოვიხმართ, ადგილობრივია. ლიბერალიზაცია ძალიან რთული იყო, მაგრამ გადავიტანეთ. გამოჩნდა, რომ 90-იანში გარდაქმნა ერთბაშად რომ დავიწყეთ უცხოელიც და ადგილობრივიც თანაბარ პირობებში ჩავაყენეთ, სწორი იყო“, ამბობს პადარი.

 

მიწის რეფორმა ესტონეთში

ბოლო დროს ესტონეთში ფერმების გამსხვილების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგროწარმოებაც თავს იყრის მსხვილი ჰოლდინგების ხელში. კონკურენციის ზრდის გამო ბევრმა მცირე ჰოლდინგმა აგროსფეროში მუშაობა შეწყვიტა. 2013 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 19 200 აგროჰოლდინგია. სახნავ–სათეს მიწას ესტონეთში მთლიანი მიწის 25% უკავია, გაცილებით დიდ ტერიტორიას ტყე იკავებს– 45%–ს. 17%–საძოვარი და სათიბია.

მსხვილი ფერმერული მეურნეობების შექმნა ესტონეთში მიწის რეფორმის შემდეგ დაიწყო. მიწის ახალი რეფორმა ესტონეთმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1991 წელს წამოიწყო. რეფორმას ორი მიზანი ჰქონდა: მიწის დაბრუნება ძველი მფლობელებისთვის, ვისაც საბჭოთა რეჟიმის დროს უკანონო ექსპროპრიაციის დროს ჩამოართვეს და მეორე– მიწის, როგორც ძვირფასი რესურსის დამუშავება და ათვისება. მიწის გარეშე დარჩენილ ფერმერებს მისი ყიდვა საბაზრო ფასზე გაცილებით დაბალ ფასად შეეძლოთ ანუ მთავრობის გადაწყვეტილებას ნაწილობივ სოციალური ხასიათი ჰქონდა. ქვეყნის ევროკავშირში შესვლის შემდეგ ესტონეთმა ყველა ბარიერი მოხსნა ინვესტორებისთვის. ნებისმიერ მსურველს შეეძლო მიწის ყიდვა.


სირე ენსალუ ესტონელი ფერმერი ქალია. მეცხოველეობის ფერმა ტალინის გარეუბან საკუში აქვს. ესტონეთის დედაქალაქიდან მის ფერმამდე 20 კილომეტრია. კეთილმოწყობილი გზა ტალინიდან თვალუწვდენელი, მწვანედ მოხასხასე მინდვრების გასწვრივ მიდის. სირე ენსალუს ფერმა „ესკო“ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს, ლამაზად მოწყობილი ეზოებით, ყვავილნარით და დეკორატიული ხეებით. ეზოში ძველებური ხის 2 სახლი დგას, ჩვენთან ფინურ სახლს რომ ეძახიან. ასეთ ხის სახლებში ცხოვრობენ ყველა ესტონურ ხუტორში. ბუნებრივი აირი ესტონეთის რეგიონებში არ არის, ამიტომ სახლებს ძველებური შეშის ღუმელით ათბობენ. ფერმა „ესკო“–ში, ისევე როგორც სხვა ფერმებში, სწრაფი wi-fi -ია. ინტერნეტი ფერმის ნებისმიერ წერტილში შეუფერხებლად მუშაობს. ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია ესტონეთის კიდევ ერთი პლიუსია.

შვეიცარიული ჯიშის საუკეთესო მეწველი ძროხები სირე ენსალუს დღეში 800 ლიტრამდე რძეს აძლევენ. ხაჭოს, კარაქს, იოგურტსა და გაუდას ტიპის ყველს ფერმაშივე მოწყობილ საწარმოში ამზადებს. იქვე აფასოვებს და სარეალიზაციოდ 50 პუნქტში მიაქვს. რძის პროდუქტებს „ესკოს“ ბრენდით სავაჭრო ცენტრები, საბავშვო ბაღები, საკონდიტროები და რესტორნები ყიდულობენ.

„კვირაში 2-ჯერ ვაკეთებთ იოგურტს და აქვე ვაფასოვებთ. ყველი გაუდას ტიპის არის. მისი რეცეპტი ინტერნეტში მოვიძიე წავიკითხე და დამზადების წესიც ვისწავლე. კლიენტებთან უმეტესად ჩვენ თვითონ მიგვაქვს. ვისაც ნატურალური და ახალი პროდუქტი უნდა, ჩამოდის და ადგილზე ხუტორში ყიდულობს. ჩვენი კარაქი 12 ევრო ღირს“, –ამბობს ესტონელი ფერმერი.


რა მისცა ევროკავშირმა ესტონეთს

პროფესიით ექიმმა სირე ენსალუმ 90–იანი წლების დასაწყისში გადაწყიტა სოფლად გადასახლება და ფერმის მოწყობა. 46 ჰექტარი მიწა და 8 ძროხა მთავრობამ უსასყიდლოდ მისცა. მეორადი სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა ფერმერებს მეზობელმა ქვეყნებმა ფინეთმა, შვედეთმა და გერმანიამ აჩუქეს. როგორც სირე ენსალუ ამბობს, იმ პერიოდში ბევრმა ესტონელმა გადაწყვიტა ხელი ფერმერობისთვის მოეკიდა.

ამის შემდეგ ფერმერებს სახელმწიფოსგან სუბსიდიები აღარ მიუღიათ. მათ გაფართოებაზე ზრუნვა თავად მოუხდათ.

„ამის შემდეგ 10 რთული წელი გავიარეთ. სახელმწიფო არც სუბსიდიით დაგვხმარებია, არც შეღვათები მოუცია, ამბობს ენსალუ,–სესხებზე ბანკთან პირდაპირ ჩვენ უნდა მოგველაპარაკა. გაფართოებისთვის თვითონ მოვიძიეთ ფინანსები, ახალი სახძოხე ავაშენეთ. სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ის იყო, რომ შვედეთიდან ჩამოდიოდნენ სპეციალისტები, ათვალიერებდნენ საძოვრებს, გვაძლევდნენ რჩევებს, რადგან თავიდან რა გაგვეკეთებინა არ ვიცოდით. ესტონეთშიც იყვნენ სპეციალისტები, ვინც პროცესს აკვირდებოდა, გვასწავლიდა და ჩვენ ამაში ფულს ვიხდიდით. ახალ სტანდარტებზე გადაწყობა იყო საჭირო. ეს დიდ დროს და ცოდნას მოითხოვდა, ამ დროს უამრავი საქმე გვქონდა ფერმაში“.

ფერმერი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ თავიდანვე იყო მოთხოვნა, რომ წარმოებული პროდუქცია ევროსტანდარტის შესაბამისი უნდა ყოფილიყო.

„თუ თანამედროვე მეთოდების შესახებ არ იცი და ვერ აკეთებ, პროდუქციის გაყიდვის ნებას არავინ მოგცემს. მაქვს ყველა საჭირო სერთიფიკატი, რასაც ევროკავშრირის კანონმდებლობა ითხოვს. ყველა დიდი ქალაქში არის ლაბორატორია, სადაც ვგზავნით პროდუქციას, რძეს, ხაჭოს, კარაქს, ანალიზი უკეთდება. ამის გარდა ჩამოდიან მაკონტროლებლები. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს შემოვიდნენ ფერმაში და გააკეთონ ანალიზები, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს“, ამბობს სირე ენსალუ.

 

ფერმერები სახელმწიფო სუბსიდიების გაერშე

ესტონეთის მთავრობამ სუბსიდიებზე თავიდანვე უარი თქვა და ფერმერებსაც ფინანსების მოძიება საკუთარი ძალებით დასჭირდათ(დახმარების პროგრამებს ესტონეთში ძირითადად ევროკავშირი ახორციელებს). ბანკებთან რთული იყო მოლაპარაკება, ამიტომ ესტონეთის ხელისუფლებამ ფერმერთა დახმარების ფონდი შექმნა. ეს ფონდი დღესაც ფუნქციონირებს. ფერმერთა საქმიანობას ბანკის ნაცვლად ფონდი სწავლობს. ანუ სახელმწიფომ რისკი გადაინაწილა ბანკებთან ერთად. როცა ფონდის ექსპერტები დარწმუნდებიან, რომ ფერმერს შეუძლია სასოფლო– სამეურნეო საქმიანობის განხორციელება, ფონდი გარანტად უდგება ბანკის წინაშე. ექსპერტები ფერმერს ბიზნეს-გეგმის განხორციელებაშიც ეხმარებიან. ესტონელი ფერმერები ამბობენ, რომ ეს სქემა იმდენად ეფექტურია, რომ დღემდე წარმატებით მუშაობს.

რძის პროდუქტების მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელი დინა სარონი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში ესტონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა. ის ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების დახმარება საერთაშორისო გამოფენებში მათი მონაწილეობითა და სარეკლამო კამპანიის განხორციელებით შემოიფარგლება.

„როცა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ვემზადებოდით, საკვები პროდუქტების შესახებ კანონმდებლობის შექმნა დავიწყეთ. მანამდე გოსტის სტანდარტები გვქონდა, –ამბობს დინა სარონი. – სპეციალური კანონმდებლობა არ არსებობდა. გვქონდა კანონი ვეტერინარული სამსახურის შესახებ და კიდევ რამდენიმე კანონი, რომელზე დაყრდნობითაც დავიწყეთ ახალი კანონმდებლობის შექმნა საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით. ეს არ იყო იოლი პროცესი. პირველი, იმიტომ, რომ ჩინოვნიკებს სათანადო გამოცდილება არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებს ვიყენებდით. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ, გვასწავლეს. მეორე, კანონი საკვები პროდუქტების შესახებ 1995 წელს მივიღეთ. 4 წლით ადრე დამოუკიდებლობის მიღებამდე. ამის შემდეგ მუდმივად ვმუშაობდით ამ კანონმდებლობის დახვეწაზე. ვთვლიდით, რადგან კანონი უნდა შეესაბამებოდეს რეალობას. ფერმერებისთვისა და მეწარმეებისთვის ეს პროცესი კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. იმ დროს საზღვრები ღია იყო. საბაჟო გადასახადები არ გვქონდა. ჩვენი კომპანიები სუსტები იყვნენ, ტექნიკა და მოწყობილობები არ ჰქონდათ, დიდ შენობებში იყვნენ განთავსებული. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩვენ მეწარმეებს ინტენსიური ინვესტირების საშუალება მიეცათ. იმ დროს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება მინიმალური იყო. დახმარება მხოლოდ მცირე მეწარმეებისთვის არსებობდა. საშუალო საწარმოებისთვის არ იყო.ინვესტირება მათ უმეტესად რძის წარმოებაში დაიწყეს. რძის სექტორში ჩვენ სატარიფო ქვოტებით ვსარგებლობდით, ამიტომ ამ სფეროში მუშაობაც უფრო მომგებიანი იყო და ინვესტირებაც. ხორცის სექტორში მაგალითად, მეწარმეები ინვესტირებას არ აკეთებდნენ. რადგან იმ დროს ისინი ქვოტებით ვერ სარგებლობდნენ. ხორცის სექტროში ფასებიც არ იყო კონკურენტუნარიანი და საწარმოებიც გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყო. პროცესები რთულად განვითარდა, ყველა ვერ გადარჩა. არა მარტო მცირე, დიდი საწარმოებიც დაიკეტა. რომელიც გადარჩა, მუდმივი ინვესტირება უნდა გაეგრძელებინათ. თანდათან საწარმოების რიცხვი შემცირდა, კონცენტრაცია, გაერთიანება და გამსხვილება დაიწყო. დღეს სახელმწიფო ფინანსურად არ ეხმარება საწარმოებს. 2000 წელს ევროკავშირისგან დაფინანსების ხაზი გაიხსნა. არის პროგრამები, რომლებიც ფერმერებსა და გადამამუშავებელ საწარმოებს აფინანსებენ. დღესაც ესტონეთში რძის სექტორი პრიორიტეტულია. ადგილობრივ მოთხოვნილებაზე 80% -ით მეტ რძეს ვაწარმოებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ამ სფეროში ბევრი საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ახალი ტექნოლოგიებით. ბოლო წლებში ხორცის წარმოებაც აქტიურად ვითარდება, ფერმერებმა სპეციალური ჯიშის ძროხები შემოიყვანეს“.

 

პოსტსაბჭოური კვალი

ესტონეთი თანდათან იშორებს კვალს, რომელიც საბჭოთა კავშირში თითქმის 50–წლიანმა ყოფნამ დაამჩნია. საწარმოები ევროპულ სტანდარტებზე გადაეწყო. ესტონეთი გამოირჩევა მაქსიმალურად გამწვანებული ქალაქებით და მინიმალური მავნე გამონაბოლქვით. განათლების სისტემაც ევროპულს დაუახლოვდა. ცხოვრების დონე თანდათან იზრდება. მინიმალური და საშუალო ხელფასი ყოველწლიურად მზარდია. უმუშევრობის მაჩვენებელიც მცირდება. თუმცა, ეკონომიკურ პრობლემებს ესტონეთშიც უჩივიან. მაღალი ანაზღაურებისთვის ბევრი ესტონელი ემიგრაციაში უკეთ განვითარებულ ფინეთსა და შვედეთში მიდის.

ტალინისა და ტარტუს – ესტონეთის ორი უმსხვილესი ქალაქის საკოლმეურნეო ბაზრებში სიძვირეა. ივნისის დასაწყისში კილოგრამი მარწყვი 5 ევრო ღირს, ბალი –9 ევროდ იყიდება. კიდევ უფრო ძვირად ფასობს მოცვი– კილოგრამის ფასი 15 ევროსაც აღწევს. ხილი უმეტესად შედარებით თბილი ლიტვიდანაა იმპორტირებული. საზამთროს აზერბაიჯანელი გამყიდველი კილოგრამს 1,5 ევროს აფასებს. ესტონელი მოვაჭრეები ამბობენ, რომ გაყიდვებმა ბოლო ერთი წელია იკლო. პენსიონრებს, რომლებიც თვეში 300–350 ევროს იღებენ, ხილის ყიდვა უჭირთ. შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. მათ მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მოსაძებნად უმეტესად მეზობელ ფინეთსა და შვედეთს მიაშურეს. დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ცხოვრების გაძვირების მიზეზად ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროს შემოღებას მიიჩნევენ. თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში შესვლას დადებითად აფასებს.

„საბჭოთა დროს სამსახური ყველასთვის იყო, სახელმწიფო ბინას გვაძლევდა. ახალგაზრდებს დღეს სამსახურის შოვნა უჭირთ. ახალგაზრდა ოჯახებისთვის ხელფასით ცხოვრება რთულია. მე პენსიონერი ვარ, მაგრამ ბაზარშიც ვვაჭრობ და დამატებითი შემოსავალი მაქვს, ამიტომ ვწვდები ხარჯებს, – ამბობს პენსიონერი მოვაჭრე,– კარგი კი ის არის, რომ დღეს საზღვრები გახსნილია. ახალგაზრდებს შეუძლიათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდნენ და მერე ისევ სამშობლოში დაბრუნდნენ. აი, სოფლის მეურნეობის სფერო სულ სხვა საქმეა. ფერმერებს უფრო მეტად ეხმარებიან. თუმცა, ხალხი, ვისაც 2-3 ძროხა ჰყავდა, ვეღარაფერს გააკეთებს. ვისაც ბევრი ფული აქვს, ისინი ყიდულობენ მიწებსაც და საქონელსაც“.

„ევროკავშირში შესვლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება შეიცვალა,– ამბობს საშუალო ასაკის მოვაჭრე ქალი, რომელიც ტარტუს საკოლმეურნეო ბაზარში ბოსტნეულს ყიდის,– საზღვები გაიხსნა და შეგვიძლია ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეთ. ევროკავშირი გვეხმარება, ფულს გვაძლევს სხვადასხვა პროგრამებზე. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ხალხს ეხმარება. როცა ევრო შემოვიდა, ფასებმა მოიმატა, მაგრამ ბევრად არა. ასე ვფიქრობ, ფასები ისედაც გაიზრდებოდა“.

საქართველოს ბევრი შეუძლია ისწავლოს ესტონეთისგან, რომელმაც პრობლემების მიუხედავად მოახერხა ევროპულ რელსებზე გადასვლა. თანაც ისე, რომ ევროპული მოთხოვნები საკუთარი რეალობისთვის მოერგო.

 

ნონა ქვლივიძე   ტალინი-თბილისი

წაკითხულია
7398
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

„ესტონური მოდელის“ ქართული პერსპექტივები

„ესტონური მოდელის“ ქართული პერსპექტივები

მთავარი რამ, რასაც „ესტონური მოდელის“ დანერგვა ითვალისწინებს - გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლებაა საგადასახადო ტვირთისგან.„ესტონური მოდელის“ დანერგვის შემდეგ საქართველოში მოქმედი ბიზნესსუბიექტების დიდი ნაწილი ნაწილობრივ გათავისუფლდებიან მოგების გადასახა

04 იანვარი 2017 | 14:55 ეკონომიკა ვრცლად
საქართველოში საბაზისო განათლების დონე საშუალოზე დაბალია, ესტონეთში კი - საუკეთესო ევროპაში: რა გზა გაიარა ბალტიისპირეთის რესპუბლიკამ წარმატების მისაღწევად

საქართველოში საბაზისო განათლების დონე საშუალოზე დაბალია, ესტონეთში კი - საუკეთესო ევროპაში: რა გზა გაიარა ბალტიისპირეთის რესპუბლიკამ წარმატების მისაღწევად

“PISA 2015” - ის კვლევა საბუნებისმტყველებო საგნებში, მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში 15 წლის მოსწავლეთა ტესტირების შედეგებს ემყარება. საქართველომ აღნიშნულ საგნებში 411 401 და 404 ქულა დააგროვა, რაც მკვეთრად ჩამორჩება კვლევაში მონაწილე 72 ქვეყნის საშ

07 დეკემბერი 2016 | 19:06 განათლება ვრცლად
 ესტონეთის ამბიციური გეგმა - გამდიდრება ვირტუალური მოქალაქეების ხარჯზე

ესტონეთის ამბიციური გეგმა - გამდიდრება ვირტუალური მოქალაქეების ხარჯზე

1,3-მილიონიანი მოსახლეობით, ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე ციცქნა ევროპული ქვეყანაა, მაგრამ ამბიციით - მსოფლიოს უმსხვილეს სახელმწიფოებს შორის მოხვდეს.

28 ივლისი 2016 | 18:31 ეკონომიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner