banner
30 ივნისი 2015 | 11:48 ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული პრობლემები მეწარმეებს განვითარების საშუალებას არ აძლევს

სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული პრობლემები მეწარმეებს განვითარების საშუალებას არ აძლევს


"იძულებულები ვართ რომ თანამედროვე ფერმის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავი შევიკავოთ და საქონლის გამოსაკვებად ჩვენს სადემონსტრაციო ნაკვეთებში ევროპული ტექნოლოგიით ნაწარმოები საუკეთესო ქერი ნაკვეთიდანვე გავყიდოთ“

მეწარმე დავით კომლაძე უკვე რამდენიმე თვეა იძულებულია, რომ სახელმწიფოს ყოველთვიურად 525 ლარით მეტი გადასახადი გადაუხადოს. ის შპს „მ. ბლოკ კომპანია“-ს ფლობს და სამშენობლო მასალების საწარმო აქვს. კომლაძემ ზედმეტ გადასახადთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილობით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მისი პრობლების გადაჭრა საჯარო მოხელეებმა ვერ შეძლეს.

„ელექტრონულ აუქციონში გავიმარჯვე და 2014 წლის 30 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გავაფორმე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფოსგან 5 წლიანი ვადით იჯარით გადმომეცა 2200 კმ.მ მიწის ნაკვეთი ყოველთვიური 1650 ლარის ოდენობის გადასახადის სანაცვლოდ. მალე ჩემს მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფომ გაიყვანა გზა, რასაც 700 კმ.მ მიწა დასჭირდა. ამის შემდეგ მე ფაქტობრივ მფლობელობაში დამრჩა 1500 კმ.მ მიწის ნაკვეთი. ამის გამო წერილობით მივმართე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ან მოეცათ ჩემთვის სრულად ხელშეკრულების შესაბამისად 2200 კმ.მ მიწა ან მათ მიერ ჩამორთმეული 700 კვ. მ მიწის პროპორციულად შეემცირებინათ ჩემთვის იჯარის გადასახადი. წერილი ორჯერ შვიტანე ამ მოთხოვნით 2015 წლის 6 იანვარსა და 11 თებერვალს. მათგან მივიღე ძალიან არაკომპეტენტური პასუხი, რომ სააგენტომ მიზაშეუწონლად მიიჩნია ჩემი მოთხოვნის დაკმაყოფილება“, - აცხადებს დავით კომლაძე.  

გურამ ჯინჭველაძე შპს „სასოფლო-საკონსულტაციო სამსახური“- ს დირექტორია. როგორც ის ამბობს, 420 ლარი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის შემდეგ მხოლოდ იმიტომ დაკარგა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ აუქციონის პირობები შეცდომით გამოქვეყნდა.

„ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, კონკრეტულად კი სოფელი მაზანაში იჯარით გვინდოდა 55 751 კვ.მ. საკარტოფილე მიწის აღება. 2015 წლის 26 იანვარს აუციონში მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. საიჯარო თანხა დაფიქსირდა 9905 ლარი. აუქციონის შემდეგ ხელშეკრულების დასადებად მისულს განმიცხადეს, რომ 9905 ლარი ყოველწლიური გადასახადი იყო. არადა უქციონის დოკუმენტაციაში მითითებული არ ყოფილა  9905 ლარი ყოველთვიურ, ყოველწლიურ თუ მთლიანი იჯარის ვადის ანუ 5 წლის გადასახადს წარმოადგენდა. ეს 5 ჰექტარი მიწა არ ირწყვება, ამას გარდა დიდი ხნის დაუმუშავებელია. სწორედ ამიტომ მისი ღირებულება დაბალია. კერძო პირები ასეთ ნაკვეთებს 1 ჰექტარს წელიწადში 300 ლარად აქირავებენ.  მიმდებარედ ნაკვეთები რომელიც ირწყვება, 500 ლარი ღირს. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ნაკვეთებში საშუალოდ ხუთჯერ მეტ თანხას ითხოვდა. არადა აუქციონის ყველა მონაწილე ვფიქრობდით, რომ საბოლოოდ დასახელებული თანხა მთლიანი 5 წლის გადასახადი იყო. მე მოვითხოვე, რომ ნაკვეთი 5 წლის ვადით გადმოეცათ  ჯამში 9905 ლარად ან დაებრუნებინათ ჩემთვის საგარანტიო თანხა 419 ლარი, რომელიც შეტანილი მქონდა აუქციონში მონაწილეობისთვის. სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა და არაპროფესიონალი საჯარო მოხელეების გამო საგარანტიო თანხა დავკარგე“, - ამბობს ჯინჭველაძე.

მიწის საკითხზე სახელმწიფოსთან მორიგება ვერც კოოპერატივმა „წიქარა“-მ შეძლო.  კოოპერატივის წევრი როინ ფსუტური ამბობს, რომ სახელმწიფო მიწებს ძალიან ძვირად აფასებს. ფსუტური და კოოპერატივის სხვა წევრები  სოფელ შავშვებში მიწის შეყიდვის შემდეგ მარცვლეულის საწყობების მოწყობას აპირებდნენ. „ჩვენთვის საინტერესო მიწა არის სოფელ შავშვებში, 3 ჰექტარი შეფასებულია 120 ათას ლარად. ეს მარცვლეულის საწყობების ტერიტორიაა. შენობა- ნაგებობები შემორჩენილია ნანგრევების სახით. 120 ათას ლარად საუკეთესო 100 ჰექტარ სახნავ-სათეს ნაკვეთს ვყიდულობ და ნამდვილად ზედმეტია სახელმწიფოს კუთვნილ 3 ჰექტარში 120 ათასი ლარის გადახდა. ჩვენ პოლონელი და ინგლისელი ექსპერტები ჯიშიანი საქონლის შემოყვანას გვთავაზობენ. ბაზარზე ჯიშიანი ძროხები  საშუალოდ 4500 ლარი ღირს და ამ ექსპერტების დახმარებით 2000 ლარამდე გვიჯდება ძროხების ჩამოყვანა. ამ ეტაპზე არ გვაქვს მარცვლეულის შესანახი და ამიტომ იძულებულები ვართ რომ თანამედროვე ფერმის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავი შევიკავოთ და საქონლის გამოსაკვებად ჩვენს სადემონსტრაციო ნაკვეთებში ევროპული ტექნოლოგიით ნაწარმოების საუკეთესო ქერი ნაკვეთიდანვე გავყიდოთ“, - ამბობს როინ ფსუტური

სახელმწიფო მიწასთან დაკავშირიებით პრობლება www.eugeorgia.info-ს კიდევ ერთ რესპოდენტს შეექმნა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“-ს ფარგლებში გადამამუშვაებელი საწამოს მოწყობას ვგეგმავ. ჩემი ბიზნესგეგმა ფინანსისტებთან ერთად დავამუშავე. ჩემი შემოსავლებიდან გამომდინარე ბანკიც თანახმაა, რომ  აგროკრედიტი მომცეს. აღმოჩნდა, რომ „შეღავათიანი აგრო კრედიტი“-ს პროექტის ფარგლებში მიწის შეძენა არ ფინანსდება. ამის გამო მე მომიწევს დამატებით ინვესტიციების მოძიება მიწის საყიდლად ან იჯარით ასაღებად. ამ მიმართულებით კიდევ ორი პრობლემა წარმოიქმნა. პირველი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისება შეჩერებულია და მეორე პრობლემა კი ის არის რომ სახელმწიფო მიწებს გრძელვადიანი იჯარით არ გასცემს. მე რომ გავრისკო და სახელმწიფოსგან იჯარით გადმოცემულ მიწაზე საწარმო ავაშენო, არ მაქვს იმის გარანტია, რომ ერთ დღესაც სახელმწიფო თავისი პრიორიტეტებიდან გამომდინარე მის კუთვნილ ტერიტორიას არ დამატოვებინებს. ამ შემთხვევაში ამდენი ნაშრომი წყალი ჩამეყრება“.

www.eugeorgia.info სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე       (2 98 11 11) სახელმწიფო მიწების პრივატიზაციისა და იჯარასთან დაკავშირიებთ ინფორმაციის მოპოვებას შეეცადა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზება გასული ზაფხულის შემდეგ დროებით შეჩერებულია სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე. როდის განახლდება პრივატიზაცია  ნამდვილად ვერ გეტყვით. კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს“, - განუცხადა  www.eugeorgia.info-ს სააგენტოს ცხელი ხაზის ოპერატორმა ლიკამ.  

www.eugeorgia.info-მ მოწოდებული ინფორმაციის სააგენტოს პრესსამსახურთან გადაამოწმა. სატელეფონო საუბარში დაადასტურეს, რომ სახელმწიფო მიწების პრივატიზაცია შეჩერებულია, კანონში ცვლილებები კი ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობით იგეგმება. მოგვიანებით გამოგზავნილ წერილობით პასუხში კი  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უარყო მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებული მორატორიუმის არსებობა.

„სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზება წარმოადგენს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან დღემდე ახორციელებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებას“, - ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გამოგზავნილ წერილში.

მიწის პრივატიზებისა და იჯარის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებლი სტატისტიკა 2012 წლიდან დღემდე პერიოდს ეხება, თუმცა მხოლოდ 2013-2014 წლების სტატისტიკაა ცალკე გამოყოფილი. შესაბამისად,  მიმდინარე წლის პრივატიზაციის შემთხვევების დათვლა შეუძლებელია.

 სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ურთიერთგამომრიცხავი პასუხი გასცა „მ.ბლოკ კომპანია“- ს დირექტორ დავით კომლაძის შემთხვასთან დაკავშირებულ შეკითხვას. თავდაპირველად, სააგენტომ არ დაადასტურა კომლაძის მიერ იჯარით აღებულ ნავეთზე სახელმწიფო უწყებების მიერ გზის თვითნებურად გაყვანის ფაქტი: „თქვენ მიერ მოყვანილი გარემოება იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მიწაზე სახელმწიფოს მიერ განხორციელდა გზის გაყვანა სააგენტოს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით არ დასტურდება“.

იმავე წერილში სააგენტო გზის გაყვანის ფაქტს აღიარებს და გზის გაყვანის შემდეგ დარჩენილი ტერიტორიის თავიდან აუქციონზე გატანას სთავაზობს: „ვინაიდან, მხარეებს შორის არსებობს მოქმედი/ძალაში შესული საიჯარო ხელშეკრულება და მოქმედი კანონმდებლობა ხელშეკრულების გაუქმებამდე საიჯარო ქირის ოდენობის შემცირების უფლებამოსილებას არ ანიჭებს ქონების მმართველს,  სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას შეამციროს საიჯარო ქირა, რომელიც გათვალისწინებულია მოქმედი საიჯარო ხელშეკრულებით. ამ შემთხვევაში, მოიჯარის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების მოშლა და გზის ნაწილის გარეშე დარჩენილი მიწის ნაკვეთების თავიდან გაიჯარება“, - ვკითხულობთ სააგენტოს წერილში.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არ გვიპასუხა რატომ არ იყო ელექტრონულ აუქციონში დაწვრილებით ინფორმაცია მითითებული, რიც გამოც საბოლოო ჯამში გურამ ჯინჭველაძემ მისთვის მიუღებელი პირობებით ხელშეკრულება არ გააფორმა და საგარანტიო თანხა 420 ლარი დაკარგა. სააგენტო სტანდარტული პასუხით შემოიფარგლა, რომელიც ისედაც ყველასათვის ცნობილი იყო:

„ვინაიდან,  დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების  მე-4 მუხლის 93 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გაუქმდა ზემოაღნიშნული ელექტრონული აუქციონის შედეგი“, - გვიპასუხეს სააგენტოდან.

www.eugeorgia.info გთავაზობთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოწოდებულ ოფიციალურ სტატისტიკას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის პრივაზიტაციისა და იჯარასთან დაკავშირებით:

„2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე სააგენტოს მიერ გამოცხადებული იქნა 25 აუქციონი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებაზე და 580 აუქციონი იჯარით გაცემაზე, ხოლო საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით გასხვისდა 58 ერთეული მიწის ნაკვეთი – ჯამში 987. 138 ჰა.

2013–2014 წლების სტატისტიკა შემდეგია:

2013 წელს გორის რაიონში გაიყიდა  25 ერთეული მიწის ნაკვეთი ჯამში 97.367 ჰა.

2014 წელს აბაშაში აუქციონის ფორმით გასხვისდა 30 ერთეული მიწის ნაკვეთი ჯამში 235.704 ჰა.

ჯამურად 2013–2014 წლებში გასხვისდა 55 ერთეული მიწის ნაკვეთი ფართით – 334.071 ჰა“.

იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების სააგენტოდან უთიერთაგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, იჯარის შესახებ უტყუარი ინფორმაცია არსებობს. კერძოდ, იჯარის ვადები 5-დან 15 წლამდე მერყეობს. ცალკეულ შემთხვევაში კი იჯარის ვადა არა უმეტეს 49 წლამდე ვადით ხანგრძლივდება.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, სარგებლობაში გადაცემისა და მართვის უფლებით გადაცემის დროს საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის საფასური დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. გამონაკლისს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახნავი და სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე საიჯარო ქირის ოდენობის საკითხი, რომლის დადგენა მოქმედი კანონმდებლობით  ხორციელდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებელი ექსპერტის აუდიტორული დასკვნის  გათვალისწინებით.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის/უძრავი ქონების შემთხვევაში  დამოუკიდებელი ექსპერტის აუდიტორული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა სააგენტოს უფლებამოსილი პირის (ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით) ბრძანება საწყის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ“, - აღნიშნულია სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს წერილში.



ზურაბ მოდებაძე  









წაკითხულია
6221
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

მთავრობა გასაყიდად გამოტანილ სახელმწიფო ქონებას ვერ ყიდის

მთავრობა გასაყიდად გამოტანილ სახელმწიფო ქონებას ვერ ყიდის

ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, მთავრობამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვა, დაახლოებით 6 თვის წინ გადაწყვიტა. მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ბიზნესმენებთან დაანონსებული გასაყიდი ქონების სიიდან შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის"

12 აგვისტო 2015 | 16:48 ეკონომიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner