banner
19 აგვისტო 2015 | 17:07 სოფლის მეურნეობა

მითი თითქოს ევროკავშირმა დაანგრია საქართვეელოს სოფლის მეურნეობა უსაფუძვლოა

მითი თითქოს ევროკავშირმა დაანგრია საქართვეელოს სოფლის მეურნეობა უსაფუძვლოა

მითები თითქოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქართული სოფლის განადგურებას გამოიწვევს, საფუძველს მოკლებულია. რეალურად ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფლად დასაქმების გაუმჯობესებას, ფერმერული მეურნეობების წახალისებას, ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასა და მათ ევროპულ ბაზარზე გატანას უწყობს ხელს. ამ მიზნით ორი ძირითადი პროექტი -  ENPARD-ი (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის) და CIB-ი (ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარება) ხორციელდება.

ENPARD-ი
ENPARD-ის პროგრამის  მთლიანი ბიუჯეტი, რომლის განხორციელება 2013 წლის მარტში დაიწყო,  52 მილიონი ევროა. პროგრამის მიზანი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობებისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობასთან ერთად,  რაიონის დონის საკონსულტაციო და საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით, ფერმერთა ინიციატივების და შესაძლებლობების განვითარება;  მწარმოებლობის გაზრდის მიზნით, ფერმერებთან და ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა.

ENPARD-ის დახმარება მიმართულებების მიხედვით
ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობას  (24.5 მილიონი ევრო). აღნიშნული დახმარება 2014-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას (7 მლნ), სულ მცირე 30 რაიონში ფერმერებისთვის საკონსულტაციო სამსახურების დაარსებას (5.5 მლნ),  ფერმერთა სულ მცირე 350 კოოპერატივისთვის სახელმწიფო პროგრამებით დახმარების გაწევას (8.5 მლნ), სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიტიკის დანაყოფის შექმნას (2 მლნ) და სოფლის მეურნეობის სტატისტიკის გაუმჯობესებას (1.5 მლნ) ითვალისწინებს.

სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა (7 მილიონი ევრო). პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტულ (2.5 მლნ), კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ (2.5 მლნ), ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის აგროსერვისცენტრის ტექნიკურ (2 მლნ, UNDP) დახმარებებს ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი გრანტები (19.75 მილიონი ევრო). 4 გრანტი 160 კოოპერატივისთვის ფინანსური და ტექნიკური (16 მლნ), 2 რაიონში საპილოტე პროექტებისათვის (3 მლნ) და უმაღლესი განათლებისა და კვლევის ხელშეწყობისთვის (0.75 მლნ) დახმარების  გაწევას ითვალისწინებს.




კოოპერატივები
ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, დღევანდელი მდგომარეობით,  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს  1092 კოოპერატივს, სადაც  7341მეპაიეა გაერთიანებული, მათ შორის 1635 ქალია. სტატუსის მქონე კოოპერატივებში მობილიზებული კაპიტალი 14,286 990 ლარს შეადგენს.

დარგების მიხედვით  ყველაზე მეტი კოოპერატივია დარეგისტრირებულია მეცხოველეობისა  (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი) და მეკარტოფილეობის  (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი) მიმართულებით. რეგიონების მიხედვით კოოპერატივები ასე გადანაწილდა: კახეთი -83; ქვემო ქართლი 168; მცხეთა-მთიანეთი-51; შიდა ქართლი-75; სამეგრელო -ზემო სვანეთი-92; გურია-65; აჭარა 125; სამცხე-ჯავახეთი-211; რაჭა-ლეჩხუმი- 89; თბილისი-35. ამ ეტაპზე  შექმნილია 4 მეორე დონის კოოპერატივი გურიაში, იმერეთში, რაჭასა და ქვემო ქართლში.

ევროკავშირის დახმარებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში რამდენიმე პროგრამა მიმდინარეობს:

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა“  მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკის შეღავათიან ფასად - 900 ლარად კოოპერატივებისათვის გადაცემას ითვალისწინებს, რაც მისი ღირებულების 24 % შეადგენს. თითოეულ კომპლექტში მოტობლოკის აგრეგატი, სათიბი, გუთანი, კულტივატორი და ხელის სათესი შედის. დევნილებისა და ეკომიგრანტების მიერ შექმნილ, ასევე მაღალმთიან, სასაზღვო თუ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებულ კოოოპერატივებს თითო კომპლექტის შესყიდვისას დამატებით 1 ხელის სათესი სიმბოლურ ფასად  - 1 ლარად გადაეცემათ. დღეის მდგომარეობით 490 კოოპერატივმა 1275 აგრო კომპლეტი და 194  ხელის სათესი მიიღო.
ამ პროგრამის საშუალებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით აღიჭურვა, რაც რთული  რელიეფის მქონე და მცირე მიწის ნაკვეთების დამუშავებას და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას უწყობს ხელს და  კოოპერატივებს მიწის დამუშავების ხარჯებს უმცირებს.

სახელმწიფო პროგრამა  „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“  ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში საწარმოოო ინფრასტრუქტურა ეწყობა, სადაც ყოველდღიურად   24 ტონამდე  ნაჭუჭიანი თხილის გამოშრობა და ერთდროულად 500 ტონა თხილის დასაწყობების შესაძლებლობა გაჩნდება. საერთაშორისო სტანდარტების  დანერგვის შესრულების უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება უსასყიდლოდ განხორციელდება.
პროგრამა ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თვითღირებულების შემცირებას და თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების დახმარება  30-მდე მუნიციპალიტეტში  400-მდე წარმომადგენლის საგადასახადო კანონმდებლობაში პრაქტიკულ ტრენინგსაც ითვალისწინებს.

ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრები
ENPARD-ის პროექტის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება  ექსტენციის სერვისის განვითარებაა. ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით, 30 ცენტრის ნაცვლად, ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრები 54 მუნიციპალიტეტში ამოქმედდა.

ENPARD 2
52 მილიონიანი პროგრამის დასრულების შემდეგ,  იგეგმება ENPARD 2-ის დაწყება, რომლის ბიუჯეტი 60 მილიონ ევრომდე  გაიზრდება. ახალი  პროგრამა საქართველოში სოფლის განვითარებისა და სოფლად მხცოვრებთა დასაქმების ზრდის ხელშეწყობის მომსახურებაზე იქნება მეტად ორიენტირებული.

CIB-ი
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ევროკავშირის დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი CIB (ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარება) ხორციელდება. პირველ ეტაპზე CIB პროგრამის (3.4 მილიონი ევრო, 80% ევროკავშირის დაფინანსებით) მიზანი სურსათის ეროვნული სააგენტოს აღჭურვა, შესაძლებლობების ზრდა და ტრეინინგების გზით სააგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება იყო.

მეორე ეტაპზე პროექტში (4,5 მილიონი ევრო) უკვე სოფლის მეურნეობის ლაბორატორია და ასევე შემოსავლების სამსახური ჩაერთო, რადგან იმპორტზე შემოსული პროდუქციის ფიტოსანიტარული და სხვა კონტროლი საზღვარზე შემოსავლების სამსახურის მიერ ხორციელდება. მესამე ეტაპზე გამოყოფილი თანხები (4.5 მილიონი ევრო) ისევ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციონალურ გაძლიერებას მოხმარდება.

CIB პროექტის მხარდაჭერით, რამდენიმე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი  DCFTA-ის ვალდებულებების შესრულებისა  და ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი დანადრაგებით აღიჭურვა.

DCFTA Facility
სოფლის მეურნეობის არაპირდაპირი დახმარების პროგრამად, შესაძლოა, განვიხილოთ ევროკავშირის კიდევ ერთი პროექტი DCFTA Facility, რომლის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე  37.5 მილიონი ევროა. ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი იმ მეწარმეებისა და ფერმერებისთვის   შეღავათიანი კრედიტების გაცემას ითვალისწინებს, რომლებიც წარმოებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ააწყობენ. პროექტის განხორციელება  2016 წლიდან დაიწყება.

გარდა ამ დახმარებებისა, ზოგიერთი ევროკავშირის ქვეყანა საქართველოსთვის   ინდივიდუალური დონორია. მაგალითად: ავსტრიის განვითარების სააგენტო , გერმანიის მთავრობის განვითარების ბანკი KFW, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ.  ნიდერლანდების სამეფო კი  საქართველოს მელიორაციის განვითარების  პროექტით ეხმარება.

ევროკავშირი როგორც ინსტიტუციური განვითარების კუთხით, ასევე სოფლის მეურნეობის დარგის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით დღეს დღეობით მთავარი დონორი და სტაბილური პარტნიორია. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვაში ევროკავშირის ჩართვის შემდეგ დარგის მზარდი დინამიკა ფიქსირდება:

სოფლის მეურნეობა ციფრებში 
2014 წლის მანძილზე ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების ღირებულებამ 3.4 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად 4.5 მლრდ ლარის ღირებულების პროდუქცია შეიქმნა. აგრობიზნესის სექტორში პროდუქციის მთლიანი გამოშვება 2013 წლის ანალოგიურ მონაცემს 10 %-ით აღემატება, რაც ძირითადად გამოწვეულია გადამამუშავებელი სექტორის ზრდით, სადაც ზრდის მაჩვენებელი 13.8 %-ს შეადგენს, პირველადი პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი წინა წელთან შედარებით 5.2 %-ით გაიზარდა.

ინვესტიციები
2014 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სექტორში  19 090 600 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც  წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 38 პროცენტით აღემატება.  2012 წელს ინვესტიციების მოცულობა 16 119 300 ლარი იყო, რაც 15.6 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის მონაცემთან შედარებით.

წარმატების მაგალითები
ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლის პოზიტიურ ტენდენციას ცალკეული წარმატებული მაგალითებიც აჩვენებს:

კივი. ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქსელის  LIDL-ის სუპერმარკეტებში ქართული კომპანია "ნერგეტას" მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მოყვანილი კივი იყიდება. LIDL-ი  ქართველი მწარმოებლისგან 1კგ კივის 1.20 ევროდ ყიდულობს.

ბიოღვინო. იაგოს ბიტარიშვილის ბიოღვინის - "ჩარდახის" პირველი პარტია ექსპორტზე  2006 წელს შემდეგ ქვეყნებში გავიდა: იტალია, საფრანგეთი, აშშ, იაპონია, ინგლისი, შვედეთი, დანია, სლოვენია, ფინეთი, ბელგია. იაგოს ღვინო ევროპაში ისეთ ცნობილ რესტორნებშ იყიდება, როგორიცაა: "შატო ბრიანი"- პარიზი და "ტერუარი"- ლონდონი.

ლურჯი მოცვი. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდა.  ევროკავშირის ბაზარზე მისი ფასი 4-დან 10 ევრომდე მერყეობს. კომპანია "Vanrik Agro Group"-მა ლურჯი მოცვის გაშენება ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში 2012 წლის ბოლოს დაიწყო. კომპანიის მენეჯმენტი უახლოეს მომავალში მეურნეობის 400 ჰა-მდე გაფართოებას აპირებს.

ექსპორტის პერსპექტივა
ქაფშია (ხამსა). ქართული თევზმჭერი საწარმოები ევროკავშირში ექსპორტისთვის ემზადებიან. შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებულ ქაფშია შესაძლოა,  ევროკავშირიის ბაზარზე გავიდეს.  თევზის კომპანიების შესამოწმებლად  ევროკავშირის მისია DG SANCO (Directorate General Health and Consumers Affairs) საქართველოში 2 ჯერ ჩამოვიდა და ქართულ სანაპიროზე დაჭერილი თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის ევროკავშირში ექსპორტი ამ მიისის დადებით დასკვნაზეა დამოკიდებოლი.

თაფლი. DCFTA-ს ხელშეკრულებაზე მუშაობის პარალელურად ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტი  თავიდანვე აქტიურად განიხილებოდა.  თუმცა ქართული თაფლი რომ ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს ლაბორატორიული კვლევის შემდეგ თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენები და სხვა დამაბინძურებლები არ უნდა აღმოჩნდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავის ლაბორატორიის აღჭურვაზე მუშობს, სადაც თაფლის სინჯები შემოწმდება. ეს კი თაფლის მწარმოებელ ფერმერებს წარმოების გაუმჯობესების და ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას მისცემს.  

ზურაბ მოდებაძე


წაკითხულია
4567
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

“ანოს სვით ქორნერი” - ყაზბეგის LAG-ის პროექტით დაფინანსებული კაფე ტურისტებს იზიდავს

“ანოს სვით ქორნერი” - ყაზბეგის LAG-ის პროექტით დაფინანსებული კაფე ტურისტებს იზიდავს

“ანოს სვით ქორნერი” ყაზბეგში მდებარე კაფე-სანაყინეა, რომელიც ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის, ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ფარგლებში დაფინანსდა. კაფეს დამფუძნებლმა, მაია ბულაშვილმა LAG-ის პროექტის შესახებ ინტერნეტით შეიტყო და გადაწყვიტა

29 ივნისი 2018 | 16:58 ბიზნესი ვრცლად
ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ციცი“ -მ ENPARD -ის გრანტით დანადგარები შეიძინა

ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ციცი“ -მ ENPARD -ის გრანტით დანადგარები შეიძინა

ENPARD-მა ციცია დავითაშვილს ტიხრული მინანქრის სახელოსნოს მოწყობისთვის აუცილებელი ტექნისკის შესაძენად 3 500 ლარიანი გრანტი გადასცა.

29 ივნისი 2018 | 16:14 ბიზნესი ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. კოოპერატივი 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგ

21 ივნისი 2018 | 18:17 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner