banner
15 სექტემბერი 2015 | 18:51 სოფლის მეურნეობა

მეცხვარეობის სუბსიდირება დამატებითი ღირებულების შექმნაზე და ცოდნის იმპორტზე გამიზნული არ არის

მეცხვარეობის სუბსიდირება დამატებითი ღირებულების შექმნაზე და ცოდნის იმპორტზე  გამიზნული  არ არის

"მაქვს ინფორმაცია მწყემსზე, რომელმაც სხვისი ფარა აჩვენა და მოტყუებით აიღო 20 000 ლარიანი კრედიტი. ამ კაცს მცირე რაოდენობის, ორმოცდაათამდე სული ცხვარი ჰყავს“, - ამბობს ბექა გონაშვილი.

მეცხვარეობის დარგის მიმართულებით ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ  3 442 სახელმწიფოსგან თანადაფინანსებული შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა. მიუხედავად ამისა, ქართველმა მეცხვარეებმა 8 სექტემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან მეცხვარეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა ითხოვეს.

გიორგი ივანელაშვილი თითქმის 20 წელია თავს მეცხვარეობით ირჩენს, მას ამჟამად კახეთის რეგიონში 1000 სული ცხვარი ჰყავს. მისი თქმით მეცხვარეობა, როგორც ბიზნესი, რენტაბელობას კარგავს და მალე მის მსგავსად ამ სექტორში დასაქმებული ბევრი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩება: „ქართველი მეცხვარეები, მალე გადასახადებსაც ვერ გადაიხდიან, ვერც მწყემსებს მისცემენ ხელფასს და მალე გაუბედურდება დარგი" - ამბობს ივანელაშვილი.

ბაზის ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ვითიბი ბანკი, თიბისი ბანკი, კორსტანდარტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, და საქართველოს ბანკი ეს ის ფინანსური ინსტიტუტებია, რომლებმაც გასული სამი წლის მანძილზე მეცხვარეობის დარგის მიმართულებით მთლიანობაში 84 272 770 ლარი და 3 977 400 დოლარის ოდენობის კრედიტები გასცეს.

აგროსექტორის დაკრედიტება სოფლის მეურნების პროექტების მართვის საგენტოს “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“-ს ფარგლებში მინდინარეობს. საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების  თანადაფინანსება სააგენტოს მიერ ხდება, ძირითადი საშუალებების დაფინანსების შემთხვევაში  საპროცენტო განაკვეთის 11%-ის და საბრუნავი საშუალებების დაფინანსების შემთხვევაში 8 %-ის ოდენობით.

2013 წელს საწყის ეტაპზე მეცხვარეობის დარგზე 28,946,300 ლარის და 2,391,400 აშშ დოლარის ოდენობით 1176 შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა; 2014 წელს ფერმერებმა ყველაზე მეტი 2 203 კრედიტი აიღეს 52,519,670 ლარის და 1,388,000 აშშ დოლარის ოდენობით; მიმდინარე წელს მეცხვარეობის დარგზე მხოლოდ 63 კრედიტი გაიცა 2,806,800 ლარის და 198,000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული სესხები ახალ, განმეორებით, რეფინანსირებულ და პარალელური  სტატუსის მქონე სესხებად იყოფა.

მეცხვარეობის განვითარებისთის ყველაზე ცოტა 1 კრედიტი გურიაში, ყველაზე მეტი 1695 კრედიტი კი კახელმა მეცხვარეებმა აიღეს. სხვა რეგიონებში კრედიტები ასე გადანაწილდა: თბილისი - 12, იმერეთი - 4, მცხეთა - მთიანეთი - 16, სამეგრელო - 2, სამცხე - ჯავახეთი - 51, ქვემო ქართლი - 842  და შიდა ქართლი - 32 მეწარმე.

ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონაწილეობა მეცხვარეობის დარგზე გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაში 4,686,199 ლარს და 438,631 აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ცხვრის და თხის სულადობა მზარდ დინამიკას აჩვენებს. 2012 წელს 742 600, 2013 წელს 856 800 , 2014 წელს კი 919 600 სული.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ მეცხვარეობის მიმართულებით გაცემულმა აგრო კრედიტებმა შედეგი ვერ მოიტანა და საქსტატი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს: „შეღავათიანი აგრიკრედიტების გაცემა მეცხვარეობის მიმართულებით არასწორად მიმდინარეობს. არანაირად არ არის ცხვრის სულადობა გამრავლებული, ეგ ზღაპარია. მე არ ვენდობი სტატისტიკურ ინფორმაციას, რადგან ეს დარგი ისეთი მისახედი და მოუწესრიგებელია, რომ სტატისტიკის სამსახური ვერანაირი ფორმულებით სანდო ინფორმაციას ვერ დადებს, მანახეთ ერთი ვინ გამოკითხეს, სად გამოკითხეს და რა მეთოდოლოგიით?“

სესხების მიზნობრიობის მონიტორინგს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ახორციელებს. სამსახურის ინფორმაციით ამ ეტაპზე კრედიტების არამიზნობრივად ხარჯვის 21 შემთხვევაა გამოვლენილი.

„სესხების მნიშვნელოვანი ნაწილი მეცხვარეობის განვითარებაში არ დაიხარჯა, არადა ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან 5 მილიონ ლარზე მეტი განიავდა. მაქვს ინფორმაცია მწყემსზე, რომელმაც სხვისი ფარა აჩვენა და მოტყუებით აიღო 20 000 ლარიანი კრედიტი. ამ კაცს მცირე რაოდენობის, ორმოცდაათამდე სული ცხვარი ჰყავს“, - ამბობს ბექა გონაშვილი.

www.eugeorgia.info -ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ მეცხვარეობის დარგში კრედიტები გაცემულია პირველადი წარმოებისთვის. ცხვრის რძის პროდუქტების, ხორცის და მატყლის გადამამუშავებელი წარმოების მიზნობრიობით არცერთი ახალი საწარმო მეცხვარეობის სექტორში არ შექმნილა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფოს სუბსიდიები კონკრეტულ შედეგებზე და დამატებითი ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული უნდა იყოს: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შეღავათიანი აგროკრედიტები და ნებისმიერი დახმარება მიზნობრივი და კონკრეტულ შედეგზე მიმართული იყოს. მისი განხორციელება უნდა უზრუნველყოფდეს ან პროდუქტიულობის ამაღლებას ან ახალი ღირებულებების შექმნას“.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მენეჯერის გიორგი ჯიბლაძის განცხადებით მეცხავრეობისთვის გაცემული აგროკრედიტების მიზანი ამ ეტაპზე ცხვრის სულადობის გაზრდაა. როგორც გაირკვა, კონკრეტული მითითება ამ დარგში გადმამუშავებელი წარმოების სტიმულირებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან არ არსებობს: „მეცხვარეობაში აგროკრედიტების გაცემის მიზანია გაიზარდოს სულადობა და პირველადი წარმოება. პირველადი წარმოების განვითარება საჭიროა იმისთვის  რომ ექსპორტი გაიზარდოს. შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობაში მეცხვარეობის სექტორისთვის გათვალისწინებულია მატყლის, ხორცის და რძის გადამუშავება და თუ ვინმე ამ მიზნობრიობით კრედიტს აიღებს, მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ გავაკეთეთ შეთვაზება, მაგრამ ვერავის ვერ ვაიძულებთ, რომ დაკავდეს ამ ბიზნესით. რატომ არის სულადობის გაზრდა პრიორიტეტი იმ პირობებში, როდესაც საძოვრები მცირეა, მე ამ თემაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მენეჯერი ვარ და ამ თემაზე სამინისტრისთან კონსულტაციები დამჭირდება,“ - გვითხრა გიორგი ჯიბლაძემ.

ევროპული გამოცდილების  თანახმად, უფრო მომგებიანი ცხვრის ბაგური კვების პრინციპით მოშენებაა. საქართველოში კი ცხვარი ჯერ კიდევ ღია ცის ქვეშ რამდენიმე ასეული კილომეტრის არეალში მომთაბარეობს. ქართველი მეცხვარეები საძოვრების სიმწირეს  და სიძვირეს აპროტესტებენ. მეცხვარეობაში დასაქმებული ადამიანების და სპეციალისტების აზრით, მთავრობა ამ დარგის გაჯანსაღებისთვის სწორ ნაბიჯებს არ დგამს.

„საგარეჯოს მთაში 300 სული ცხვარი მყავს. პრობლემა ისაა, რომ ქართველების ბატკანი ამ ბოლო დროს გასაყიდი რჩება, რომლის უკან დაბრუნება ზამთრის საძოვრებზე გვიწევს,  არადა ეს საძოვრები დედა ცხვრისა და იმის ნამატისთვის არის გაანგარიშებული. გასაყიდი ცხვარი უკან რომ ჩამოვა, დედა და ბატკანი სადღა უნდა დაეტიოს, სადღა უნდა სძოვოს? საძოვრის გადასახადი უნდა შეამცირონ უსაშველოდ რომ არის გაზრდილი. განადგურების პირას არის ქართული მეცხვარეობა“, - ამბობს მეცხვარე დათო ანუაშვილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილის განცხადებით, საძოვრების პრობლება მართლაც აქტუალურია, გადასახადების კორექტირებაც იგეგმება, თუმცა რა დრო დასჭირდება ამას ჯერჯერობით უცნობია: „საძოვრებზე გადასახადი 2011 წელს  გაიზარდა, ამჟამად ის  გადახედვას საჭიროებს. საძოვრების ხარისხის კლასიფიკაცია და შემდეგ გადასახადების დაწესება საძოვრების ეფექტურობის მიხედვით უნდა მოხდეს. ეს საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად არის სამინისტროში“.

საძოვრების ფასს საგადასახადო კოდექსი არეგულირებს. ყველაზე მაღალი სახელმწიფო საბაზისო გადასახადი 1 ჰა-ზე 16 ლარს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში შეადგენს: აბაშა, ახალქალაქი, გორი, ბათუმი, ბოლნისი, გაგრა, გალი, გარდაბანი, გუდაუთა, გულრიფში, გურჯაანი, დმანისი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრი წყარო, თელავი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ოჩამჩირე, რუსთავი, სამტრედია, სენაკი, სიღნაღი, სოხუმი, ქუთაისი, ქობულეთი, ყვარელი, წალკა, წყალტუბო, ხელვაჩაური, ხობი და  ფოთი.

ყველაზე იაფად საძოვრები  შეფასებულია ახმეტაში და მისი ღირებულება ერთ ჰა-ზე 5 ლარია. სხვა ადგილებში საძოვრების სახელმწიფო ფასი 7, 10 და 15 ლარსაც შეადგენს.

www.eugeorgia.info დაინტერესდა მრავალმილიონიანი კრედიტების გაცემის პარალელურად ქვეყნაში არსებობს თუ არა მეცხვარეობის დარგის განვითარების სტრატეგია, რომლის მიხედვითაც წარმოების განვითარება უნდა იგეგმებოდეს. აღმოჩნდა, რომ მეცხვარეობის დარგის განვითარების ხედვა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კერძო სექტორის ჩართულობით შეიმუშავა და ამგვარად „მეცხვარეობის განვითარების სტრატეგიის“ პრეზენტაცია გასული წლის ნოემბერში გამართა. ამას წინ უძღოდა თბილისის საეთაშორისო ეკონომიკური სკოლა ISET-ის მიერ 2014 წლის ივლისში გამოქვეყნებული სიღრმისეული კვლევა „ქართული ცხვრის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი“. ამ კვლევის შედეგები „მეცხვარეობის განვითარების სტრატეგიის“ შექმნაშიც გამოიყენეს.

ბექა გონაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობდა. მისი თქმით, ამ დოკუმენტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრაქტიკაში არ იყენებს. ამას გარდა, გონაშვილი საკანონმდებლო ხარვეზებზეც საუბრობს, რაც ქართული ადგილწარმოშობის ცხვარს სომხურ და სხვა ყვეყნებიდან შემოყვანილ ცხვართან შედარებით ცუდ კონკურენტულ პირობებში აყენებს: „არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენები მოქნილ სქემას იყენებენ. სანაშენედ შემოყვანილი ცხავრი არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით. სომხეთიდან შემოჰყავთ ცხვარი ვითომ სანაშენედ, ამის შემდეგ გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საბუთების გაყალბება ხდება და სომხურ ცხვარს ქათული ადგილწარმოშობის ცხვრის დოკუმენტს უკეთებენ და ქართული ცხვრის სახელით გადის საზღვარგარეთ. რატომ ვიძახი, რომ საბუთების გაყალბება ხდება? იორდანიას სომხური ცხვრისთვის ჩაკეტილი აქვს საზღვარი, რადგან დაავადებული ცხვრის შეყვანის შემდეგ სომხეთი იორდანიისთვის ვეტერინარულად არაკეთილსაიმედოა. ვიცი შემთხვევები, როდესაც სომხური ცხვარი გემზე იტვირთება და იორდანიაში მიდის. ამიტომ ვამბობ, რომ სომხური ცხვარი ქართული ცხვრის სახელით და გაყალბებული საბუთებით გაჰყავთ იორდანიაში. ამ ფაქტებზე უკვე ორი წელია ვლაპარაკობთ, თუმცა არავინ გვისმენს. მეცხვარეებს ყოველწლიურად 15-20 მილიონი დოლარი შემოგვაქვს ექსპორტიდან, ცოტა ფულია ეს საქართველოსთვის? მითუმეტეს ლარის დღევანდელი მდგომარეობიის გათვალისწინებით?“

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოდგილე დემნა ხელაია eugeorgia.info-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ამ სქემის შესახებ მასაც სმენია: „სანაშენედ არავის ჩამოჰყავს ეგ სომხური ცხვარი, მე განა ვერ ვხვდები მაგას, სანაშენედ როდის იყო ათასობით შემოჰყავდათ! შემოიყვანე 10 ნერბი და 200 დედა და დამთავრდა. სად არის ერთი სანაშენე მეურნეობა რასაც ჰქვია, ეგეთი საქართველოში მანახეთ!,“ - აცხადებს ხელაია.

მეცხვარე პაატა ივანელაშვილი ამბობს, რომ ქართული ცხვრის სახელის არაკეთილსინდისიერად სარგებლობის პრობლემა მთავრობის გადასაჭრელია: „მთავრობამ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ქართული სახელით არ გავიდეს სომხური ცხვარი. როცა ჰყიდიან, განა იძახიან, რომ სომხური ცხვარია, ქართული სახელით გაჰყავთ. სომხური ცხვარი რომ უკეთესი იყოს, მაშინ  ქართულად არ გაასაღებდნენ“.

სანამ ქართველი მეცხვრეები მთავრობისგან დარგის განვითარებისთვის ეფექტიან ნაბიჯებს ჯერჯერობით უშედეგოდ ელიან, მეცხვარეობაში არსებული დამატებითი ღირებულების შექნის შესაძლებლობა ისევ აუთვისებელი რჩება.

 

საინტერესო ინფორმაცია მეცხვარეობაზე

 

საქართველოში ძირითადად ორი ჯიშის ცხვარია გავრცელებული: თუშური და იმერული. 2009 წლიდან აზერბაიჯანი აღარ არის  ერათადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან ცხვარი გადის. მიმღები ქვეყნებია: ლიბანი, ლიბია, საუდის არაბეთი,  გაერთიანებული საემიროები, ირანი, ერაყი და იორდანია.

მუსულმანურ სამყაროში ქართული ცხვრის მიმართ მზარდი ინტერესი არაბული ავასის ჯიშის ცხრის მიმართ მსგავსებამ გამოიწვია.  თუშური ცხვრის  ფასი ავასის ფასზე ნაკლებია და თანაც ქართული ცხვრის ოპტიმალური წონა საშუალოდ 30 კგ-ს შეადგენს, რომელიც  1 ოჯახისთვის სრულიად საკმარიასია და ეკონომიის თვალსაზრისითაც მომგებიანია.

2012 წელს ცხვრის ხორცის ყველაზე დიდი ექსპორტი ირანში განხორციელდა 99%, დანარჩენი ყატარასა და აზერბაიჯანში გავიდა. 2013 წელსაც  ყველაზე მეტი ცხვრის ხორცი ირანში გაიყიდა. ამის შემდეგ ირანმა დაავადებული ცხვრის შეყვანისთვის საქართველოსთვის ორი წლის წინ საზღვარი ჩაკეტა. ირანში მოპოვებული  ნიშა საქართველომ კიდევ იმიტომ დაკარგა, რომ ქართულმა ცხვარმა საძოვრების სიძვირისა და სხვა ხარჯების  გაზრდის გამო ფასების კონკურენციას ვეღარ გაუძლო.

იმის მიუხედავად, რომ ISET -ის კვლევის თანახმად,  ცხვრის მხოლოდ სახორცე დანიშნულებით ექსპორტს ყოველწლიურად საშუალოდ 15 მილიონზე დოლარზე მეტი შემოაქვს, დარგში შესაძლოა სხვა მნიშვნელოვანი დამატებითი ღირებულების შექმნაც.  

ISET-ის მიერ გაკეთებულ „ქართული ცხვრის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის თანახმად, მეცხვარეებს მატყლის და ყველის წარმოების მოცულობის გაზრდა დიდ სარგებელს მოუტანს.

 

მატყლის წარმოება

დღესდღეობით მატყლის წარმოებიდან მიღებული თანხები მეცხვარეების მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 1% შეადგენს. მატყლის ექსპორტი თურქეთში უკრაინასა და აზერბაიჟანში ხორციელდება. 1 კგ გაურეცხავი მატყლი ოცდაათიდან ორმოცდაათ ცენტამდე მერყეობს, გარეცხილის ღირებულება კი ორ დოლარსა და ოც ცენტსაც აღწევს.

დაბალი ფასის გამო ზოგჯერ მეცხვარეებს მატყლის შეგროვების ინტერესი არ აქვთ. მატყლთან დაკავშირებული საქმიანობა ამჟამად 500 სამუაო ადგილს ქმნის. ეს სეზონური სამუშაო 6-7 თვე გრძელდება და მასში  უმეტესად ქალები მუშაობენ. თუ მატყლის გადამუშავება 40 %-მდე გაიზრდება, მხოლოდ გადამუშავების პროცესში 2400 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა ჩნდება, რადაგან მთლიანი მატყლის 1% ის გადამუშავებაში ამ ეტაპზე 60 მუშახელია ჩართული. (დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი მატყლის გადამამუშავებელი საწარმო, შპს "თუშეთი" ოპერირებს, თუმცა მისი მანქანა-დანადგარებიც მოძველებულია და გათვლილია არა უხეში მატყლის, არამედ მერინოსის ჯიშის ცხვრის მატყლის გადამუშავებაზე).

მატყლის გაპარსვა, კლასიფიცირება, შეგროვება და ტრანსპორტირება კიდევ დამატებით 500-600 სამუშაო ადგილს ქმნის. ამის გათვალისწინებით, მთლიანობაში მატყლის გადამუშავების ჯაჭვში 3000 მეტი ადამიაის დასაქმების პერსპექტივა არსებობს.

ქართული ცხვრის  მატყლი უხეშია და  ფარდაგების დასამზადებლად კარგ ნედლეულს წარმოადგენს, ამას გარდა კარგად იღებება. სწორი მარკეტინგის შემთხვევაში  მატყლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა  შესაძლოა მეცხვარეობის შემოსავლების 8-10 პროცენტიც შეადგინოს.

ქართული მატყლის პირველი, საცდელი პარტია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე აგვისტოში გაიგზავნა. ბრიტანულმა კომპანიამ Curtis Wool Direct Limited-მა „ქართული მატყლის“ კომპანიისგან 1კგ, გაურეცხავი მატყლი 1,05 აშშ დოლარად შეიძინა. ქართული წარმოშობის მატყლი დიდ ბრიტანეთში დანიშნულების ადგილას მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მოხვდება. Curtis Wool Direct Limited-ის სათაო ოფისი დასავლეთ იორკშირში, ქალაქ ბრადფორდთან მდებარეობს. Curtis Wool Direct Limited-ი ძირითადად 5 სახეობის - ბრიტანულ, ნორვეგიულ, ირლანდიურ, ახალ ზელანდიურ და შოტლანდიურ შალის ძაფს აწარმოებს.

 

ცხვრის ყველი

ცხვრის რძე  ნაკლებ ქოლესტერინს შეიცავს და ძროხის რძესთან შედარებით ცილებით და ცხიმებით მდიდარია. თუში მეცხვარეები ცხვრის რძით „გუდის ყველს“ ამზადებენ, რომელსაც უნიკალური გემო და თვისებები აქვს. ცხვრის ყველი ძალიან პოპულარულია ქართველ ემიგრანტებში და მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება. ცხვრის ყველს მეცხვარეების მხოლოდ 10% ამზადებს, დანარჩენი 90% თუ დაიწყებს მის დამზადებას შემოსავალი მნიშვნელოვნად გაეზრდებათ, რადგან „გუდის ყველს“ ყოველთვის კარგი ფასი აქვს.

 
ზურაბ მოდებაძე

წაკითხულია
6685
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner