banner
17 სექტემბერი 2015 | 16:58 სოფლის მეურნეობა

HACCP- ის საერთაშორისო ალიანსის წარმომადგენლის შენიშვნები და რეკომენდაციები

HACCP- ის საერთაშორისო ალიანსის წარმომადგენლის შენიშვნები და რეკომენდაციები

"კატასტროფაა, როდესაც ერთად იკვლება ღორი და პირუტყვი ერთი სამუშაო იარაღით სტერილიზაციის გარეშე; როდესაც დაკლული საქონელი პირდაპირ იატაკზე იყრება, იქვეა ფეკალიებით სავსე დახეთქილი ნაწლავები და ამ ყველაფერს ბუზები ეხვევა."

 ასოციაცია "მომავლის ფერმერისა" და ACDI/VOCA "ფერმერი ფერმერს" პროგრამის მოწვევით საქართველოში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა HACCP-ის საერთაშორისო ალიანსის ინსპექტორი, ტრენერი ჯეფ კრონენგბერგი. მას აქვს საქონლისა და ფრინველის სასაკლაოებთან, რძისა და ხორცის პროდუქტების, ასევე, საკონდიტრო და სხვა საკვებმწარმოებლებთან და გადამამუშავებლებთან მუშაობის 30-წლიანი სამუშაო გამოცდილება. არის აიდაჰოს (აშშ) შტატში საკვების უსაფრთხოების დაცვის კონტროლის ალიანსის წევრი.

კრონენბერგმა ქართველი მეწარმეებისთვის HACCP-ის საერთაშორისო ალიანსის მიერ აკრედიტირებული სამდღიანი  ტრენინგი ჩაატარა, რის  შემდეგ მონაწილეებმა გაიარეს ტესტირება და გადაეცათ HACCP-ის საერთაშორისო ალიანსისა და აიდაჰოს უნივერსიტეტის სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი უფლებამოსილებას ანიჭებს ტრენინგის მონაწილეს საკუთარ საწარმოში თავად დანერგოს აღნიშნული სტანდარტი და გადაამზადოს თანამშრომლები. თეორიული კურსის შემდეგ კრონენბერგმა ის საწარმოები მოინახულა, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობით HACCP უნდა დანერგონ.

როგორ აფასებს  საერთაშორისო ალიანსის ინსპექტორი საწარმოებში არსებულ ვითარებას და რა რეკომენდაციებს აძლევს ის ხელისუფლებას და მეწარმეებს, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეფ კრონენბერგთან.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ HACCP-ის სტანდარტის მოთხოვნა იყო დროული რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, ქართველი მეწარმეები საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დადგნენ. ტრენინგებზე ვნახე ძალიან ბევრი მეწარმე, ბიზმესმენი, რომლებიც საკმაოდ მონდომებულები არიან, ბევრს მუშაობენ საკუთარ თავზე და მართლაც სურთ საწარმოები იმ სტანდარტებს გაუთანაბრონ, რაც ევროპასა და აშშ-შია. ბევრი მათგანის ენთუზიაზმი მათი საექსპორტო პოტენციალით არის ნაკარნახევი, თუმცა ზოგიერთს პატრიოტული ინტერესები ამოძრავებს და უნდა ისეთ საწარმოს მართავდეს, ისეთ პროდუქტს ქმნიდეს, რომელიც საკუთარ ხალხს და ქვეყანას ევროპული საქართველოსკენ გზას გაუკაფავს. თუმცა ამისთვის ძალიან ბევრია გამოსასწორებელი და ძალიან რთული სამუშაოებია ჩასატარებელი.

ამ ენთუზიასტი ბიზნესმენების საწარმოები ხშირ შემთხვევაში, სრულად საჭიროებენ რეკონსუტრუქციას და შესაბამის ფინანსურ მხარდაჭერას. განსაკუთრებით შეშფოთებას გამოვხატავ, რომ ამ მხრივ მეწარმეებს არ აქვთ თანადგომა. ის თანხები, რაც მოდის ევროკავშირიდან და აშშ-დან ვშიშობ, საკმარისი არ არის.

 - თქვენ სად ხედავთ გამოსავალს?

- ვიმუშავე პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან - ბელორუსიასთან, იქ მეტ-ნაკლებად დაძლიეს ეს პრობლემა, თუმცა, მოგეხსენებათ, იქ საწარმოების 80% სახელმწიფოს ხელშია და შესაბამისად, სტანდარტების დანერგვისას სახელმწიფო სუბსიდირება დიდი იყო. თქვენს შემთხვევაში, გამოსავალი შეიძლება იყოს ორი მიმართულებით:

პირველი -  კოოპერატივი არის ეფექტური გზა, რომ მეწარმეებმა განაახლონ საწარმოები. ვიცი, რომ კოოპერატივების თემა სახელმწიფომ წამოწია, თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც სწორად და თანმიმდევრულად არ კეთდება და შედეგიც ამიტომ არ ჩანს. მოქნილი სისტემა ვერ შეიქმნა და ამიტომ უფრო მეტად უნდა ჩაუღრმავდეთ ამ წამოწყებას და გამოიყენოთ ეს გზა.

მეორე - საბანკო რესურსის ეფექტური გამოყენება. როგორც ვიცი, გაქვთ იაფი სესხის პროგრამაც, თუმცა აქაც რაღაც ვერ მუშაობს. დაბალპროცენტიანი სესხები მიზმნიმართულად უნდა გაიცეს იმ საწარმოებზე, რომლებიც აპირებენ ჰასპის სისტემის დანერგვას.

- იაფი სესხის პროექტის ფარგლებში საკმაოდ დიდი თანხები გაიცა, თუმცა შესაბამისი ეფექტი არ ჩანს. ფერმერებმა სესხის აღების დროს არ იცოდნენ, რა საკანონმდებლო რეგულაციები ელოდათ, იგივე ჰასპთან დაკავშირებით. რამდენად მნიშვნელოვანია სესხის მიმღების დატრენინგება და შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებში მისი გარკვევა?

- სესხის გაცემასთან ერთად უნდა მოხდეს მეწარმეებისა და დასაქმებული პირების დატრენინგება. სხვა შემთხვევაში, წყალში გადაყრილია ფული. ამაში სახელმწიფო უნდა დაუდგეს გვერდით, რომ ტრენინგებში მეწარმეებს ფული არ ჰქონდეთ გადასახდელი. ყოველ შემთხვევაში, ამ კრიზისულ ეტაპზე მაინც. ეს პრაქტიკა ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია.

საერთოდ ჩემი 30 წლიანი გამოცდილებით, მინდა გითხრათ, რომ ჰასპის სტანდარტებზე გადასვლისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა. ეს არის თანმიმდევრული, გააზრებული და მიზანმიმართული ნაბიჯების ერთობლიობის შედეგი. ეს არის უწყვეტი ჯაჭვის პრინციპზე დაფუძნებული სისტემა, რომლის დანერგვას სჭირდება უდიდესი ძალისხმევა. ძალიან ბევრი რგოლი უნდა მუშაობდეს ეფექტურად და გამართულად. 

- მეწარმეები, ფერმერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჰასპთან დაკავშირებით მათ კერძო საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენელები და სახელმწიფო ინსპექტორები სხვადასხვაგვარ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ რეკომენდაციების გასცემენ. არადა, კერძო საკონსულტაციო მომსახურების მიღებაში საკმაოდ დიდ თანხებს იხდიან. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში მეწარმე, რომელსაც არ აქვს იმის ფინანსები საერთაშორისო კონსულტანტები მოიწვიოს? ვის უნდა დაეყრდნოს?

- ანალოგიური სიტუაცია არსებობდა ბელორუსშიც, როდესაც სახელმწიფო მაკონტროლებელი სხვას ეუბნებოდა და ექსტენციონისტი -სხვას, იყო დიდი დაბნეულობა. ამიტომ  კარგი იქნებოდა ჩემს ტრენინგს დასწრებოდნენ სახელმწიფო მაკონტროლებლები. მხოლოდ ერთი ინსპექტორი ესწრებოდა. ეს ცუდია. ამოსავალი არის ჰასპის კოდექსი, რომელიც ზედმიწევნით ღრმად უნდა იცოდნენ სახელმწიფო მაკონტროლებლებმა, ასევე კერძო ექსტენციონისტებმა და თავად მეწარმეებმაც. უცოდინარი მეწარმე ყოველთვის დაიჩაგრება. არ შეიძლება კერძო შეხედულებისამებრ გაიცეს რეკომენდაცია. ჰასპის თითოეული პრინციპი ეფუძნება მეცნიერულ კვლევებს და არ არსებობს მისი ინტერპრეტირების საფუძველი. ასე რომ, ვიდრე მეწარმის ინსპექტირებას მოახდენენ, კოდექსი კარგად შეისწავლონ. იგივე რჩევას ვაძლევ კერძო საკონსულტაციოებს.

მინდა ორი მაგალითი დაგისახელოთ, თითქოს ძალიან მარტივი საკითხია  ხელის დაბანა, მაგრამ ჰასპის მოთხოვნით განსაზღვრულია ხელის დაბანის ის პრინციპი, რომელიც მეცნიერულ საფუძვნებს ემყარება. ხელზე საპონს ისვამთ 20 წამის განმავლობაში და შემდეგ ხდება მისი თბილი წყლით ჩამორეცხვა. ასევე, სასაკლაოში გადარეცხვისა და დასუფთავების შემდეგ დეზინფექციის გატარების პროცედურაც ემყარება მეცნიერულ საფუძველს და არ შეიძლება ვიღაცის შეხედულებებისამებრ მოხდეს. ან იგივე, რძის პასტერიზებისას კრიტიკული ზღვრები და სხვ.

- მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ და დავიწყეთ საკანონმდებლო ბაზის დაახლოვება, შესაბამის რეკომენდაციებს ვიღებთ ევროკავშირიდან. რამდენად განსხვავებული მიდგომებია იგივე ჰასპთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში?

-ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ამერიკის რეგულაციები ბევრად მკაცრია, ვიდრე ევროკავშირისა. ახლა კიდევ უფრო გამკაცრება ხდება ფედერალურ დონეზე, ვიღებთ სურსათის უსაფრთხოების მოდელირების აქტს, რომელიც დაფუძნებულია ჰასპის სისტემაზე. მას უწოდებენ სურსათის უვნებლობის მოდელირების აქტს. სამწუხაროდ, ეს აქტი ნებაყოფლობით სისტემას გამორიცხავს და ის სავალდებულოა ფერმერისთის. ამ აქტის გაუტარებლობის შემთხვევაში მაღალი საჯარიმო სანქციებია. რაც შეეხება იმას, განსხვავებულია თუ არა ჩვენთან ჰასპის პრინციპები, არა. ჰასპის ამოსავალი კოდექსია, რომელიც არის ერთი და ყველა ხელმძღვანელობს ამ კოდექსით აშშ-შიც და ევროპაშიც.  არსებობს დარგობრივი მოდელები (მაგალითად, ფრინველის სასაკლაო, ყველის საწარმო და ა.შ), რომლებიც აღიარებულ პრინციპებს ეფუძნებიან და ამ მოდელების შესაბამისად უნდა მოხდეს თქვენთან რეკომენდაციების გაცემა იგივე საწარმოს დიზაინზე, კონსტრუქციაზე, საშენ მასალაზე, ჰასპის წინამოსამზადებელ პროგრამებზე და სხვა ბევრ საკითხზე, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს,  ჩვენ 3 დღე ვსაუბრობდით ამ ყველაფერზე ტრენინგის დროს.

- თქვენ პარალელურად ექსტენციონისტი ბრძანდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ გარდამავალ პერიოდში შესაბამისი რგოლი ჩვენნაირ ქვეყანაში იყოს ძლიერი. ასევე, რა როლი უნდა შეასრულოს კერძო ექსტენციამ და რა -  სახელმწიფომ?

- სახელმწიფოს როლი უშუალოდ მდგომარეობს საექსტენციო ცენტრების გაძლიერებაში. აუცილებელია მეცნიერების მაღალი ჩართულობა, რომლებიც პრაქტიკულად იმუშავებენ, ადგილზე მივლენ და მიცემენ რეკომენდაციებს ფერმერს. ცხადია მხოლოდ კერძო ინვესტირებით ამინდი ვერ შეიქმნება, აქ სახელმწიფოს წილი მაღალი უნდა იყოს. მე ვისურვებდი, რომ როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყნებშია, როგორც ჩვენთან არის, საექსტენციო სერვისი საუნივერსიტეტო ბაზაზე იყოს. ანუ შუალედური საუნივერსიტეტო ბაზის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია.

მიუხედავად იმისა, რომ შტატების, ფედერალური და რეგიონალური მთავრობა გვაფინანსებს, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება გვაკლია და ამიტომ ზოგიერთი საექსტენციო მომსახურება გახდა ფასიანი. ასევე, დიფერენცირებულია ფერმერთა კატეგორიები. მცირე ფერმერებისთვის საექსტენციო მომსახურების დიდი ნაწილი უფასოა, ხოლო მსხვილი საწარმოები მზად არიან ასეთ მომსახურებაში თანხა გადაიხადონ. ცხადია აქამდე ჩვენ განვითარების გარკვეული გზა გავიარეთ და კარგი იქნებოდა ამ პრაქტიკას თუ გაიზიარებდით.

- ჩვენს ქვეყანაში სოფლად დასაქმებულია მოსახლეობის 46%, მათი უმრავლესობა მეტ-ნაკლებად ჩართულია სურსათის წარმოებაში საკუთარი მოხმარებისთვის თუ სარეალიზაციოდ. ეს ადამიანები ხშირად ქართულადაც ვერ საუბრობენ. რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც იგივე ჰიგიენის საკითხებზე მათთვის გასაგებ ენაზე პროპაგანდირება და თქვენ ინფორმირებულობის რა ინსტრუმენტებზე მიგვითითებდით?

- კი გვქონია შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა წერა-კითხვაც კი არ იციან, ამიტომ ასეთ აუდიტორიას ილუსტრაციებით ვესაუბრებით. საერთოდ ყველა საკომუნიკაციო ინსტრუმენტის გამოყენება გააზრებულად და შედეგზე ორიენტირებულად უნდა მოხდეს. რამდენად მათთვის გასაგებ ენაზე ვსაუბრობთ, რამდენად მივა სამიზნე აუდიტორიამდე, როგორ აისახება შედეგზე და რა დროში.

ძალიან ბევრ მასალას ვტოვებ, რომელთა გამოყენება საამისოდ შეიძლება, საკმარისია მხოლოდ სურვილი და მონდომება. უნდა ითარგმნოს, დამუშავდეს და ექსტენციონისტებს გადაეცეთ.

- არსებული კანომდებლობით ჰასპის დანერგვა რძისა და ხორცის (თევზის) იმ საწარმოებს მოეთხოვებათ, რომელთა პროდუქტი ლეგალურ სავაჭრო დახლებზე იყიდება. თუმცა, საქართველოში აქტუალურია გარე ვაჭრობა, გლეხური ბაზრები, სადაც უკონტროლო პროდუქტია და სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით მომხმარებელი დაცული არ არის. მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით ხელისუფლება არ ამკაცრებს გლეხური წარმოებების მიმართ რეგულაციებს და კონტროლს. ამ ფონზე სად ხედავთ გამოსავალს?

- სამწუხარო რეალობაა, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. პირველ რიგში, ისევ ექსტენციას დავუბრუნდები, ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კარდაკარის პრინციპით მუშაობა, რათა თითოეული გლეხი მწარმოებელის ცნობიერებამდე დაიყვანოთ  უვნებლობის ელემენტარული მოთხოვნები.

მეორეს მხრივ, გამოსავალია, რომ გლეხები მთლიანად გადაერთონ პირველადი პროდუქტის, იგივე ნედლი რძის წარმოებაში და გადამუშავებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ადრე თუ გვიან მაინც მოექცევიან ერთიანი რეგულირების სფეროში. ჩვენს შტატის მაგალითზე გეტყვით. ჩვენთან მეცხოველეობა ძალიან აქტუალურია, თუმცა, მსხვილი ფერმერებიც კი არ არიან ჩართულები გადამუშავებაში. მხოლოდ 15%-ს აქვს გადამამუშავებელი საწარმო. მსხვილი ქარხნები, წარმოებები არიან, რომლებიც პირველადი ფერმერებისგან საქონელს, რძეს იბარებენ და მხოლოდ გადამუშავებაზე მუშაობენ, შესაბამისი ლიცენზიებიც აქვთ. ჩვენთან ადვილია იყო პირველადი მწარმოებელი-ფერმერი, მაგრამ ძალიან რთულია გადამამუშვებელი საწარმოს სტატუსის მოპოვება. ეს პრაქტიკა არსებობს და ეფექტურად მუშაობს. თქვენთან ამ პრაქტიკის პროპაგანდირება, წახალისებს და ალბათ, შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერაც კარგი იქნებოდა კოოპერატივების პარალელურად.

პირველადი მწარმოებლების განათლება უმნიშვნელოვანესია. ჩვენ სულ ახლახანს გავამკაცრეთ ბოსტნეულისა და ხილის წარმოებაში რეგულაციები, რადგან იყო ისპანახისგან, სალათის ფურცლებისგან, პომიდვრისგან და ვაშლისგან მოწამვლის ფაქტები. ამიტომ პირველადი წარმოებლების მიმართ კანონმდებლობა გამკაცრდა. მომხმარებლებისგან ძალიან დიდი წნეხი განიცადა ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ გაემკაცრებინათ კანონმდებლობა.

თუმცა, რეგულაციებისა და საექსტენციო თუ ფინანსური მხარდაჭერის პარალელურად აუცილებელია თავად მეწარმეებმა საკუთარ ცნობიერებაზეც იმუშავონ, მეტი მოინდომონ. ჯადოსნური ჯოხი არავის უჭირავს, რომ სასწაულები მოახდინოს. უვნებელი სურსათის წარმოება კულტურის ნაწილი უნდა გახდეს. მე ვნახე ისეთი საწარმოები, რომლებმაც ძალიან შემაშფოთა და ვფიქრობ, სასწრაფო რეაგირება უნდა მოხდეს. არის სასაკლაოები, რომლებიც არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. კატასტროფაა, როდესაც ვეტერინარი ექიმი ხორცის დამუშვების ადგილას ეწევა სიგარეტს და იქვე ძირს აგდებს ნამწვავს; ხორცი სათანადოდ არ მოწმდება; როდესაც ერთად იკვლება ღორი და პირუტყვი ერთი სამუშაო იარაღით სტერილიზაციის გარეშე; როდესაც დაკლული საქონელი პირდაპირ იატაკზე იყრება, იქვეა ფეკალიებით სავსე დახეთქილი ნაწლავები და ამ ყველაფერს ბუზები ეხვევა. აქ ჰასპის კი არა, უვნებლობის ელემენტარული წესებიც კი არ არის დაცული. აუცილებელია ასეთ საწარმოებს მიეცეთ გაფრთხილება, უნდა დატრენინგდეს პერსონალი კარგი საწარმოო პრაქტიკისა და სხვა პრინციპების შესახებ. თუ სასაკლაო არ გამოასწორებს ვითარებას, უნდა დაიხუროს.

ვფიქრობ, ეს ვითარება იმიტომ არის, რომ კანონების გამკაცრებამდე გარკვეული საგანმანათლებლო-მოსამზადებელი ნაბიჯები იყო საჭირო. როგორც ჰასპის დანერგვამდე საწარმოში საჭიროა წინამოსამზადებელი პროგრამები, ისეა ქვეყნის შემთხვევაშიც, რომ შედარებით უმტკივნეულად მომხდარიყო გადასვლა.

 

რუსუდან გიგაშვილი

„მომავლის ფერმერი“

წაკითხულია
4516
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

შებოლილი სულუგუნი ამერიკულ ბაზარზე - რატომ არის მნიშვნელოვანი HACCP-ის დანერგვა და რა პრობლემებს აწყდებიან ბიზნესოპერატორები

შებოლილი სულუგუნი ამერიკულ ბაზარზე - რატომ არის მნიშვნელოვანი HACCP-ის დანერგვა და რა პრობლემებს აწყდებიან ბიზნესოპერატორები

რძის პროდუქტების ქართული კომპანია “ცეზარი” ამერიკულ ბაზარზე თავს იმკვიდრებს. წალკის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში გახსნილი საწარმო, 2013 წელს, ორგანიზაცია “მერსი ქორფსის” ფინანსური მხარდაჭერით ახალ შენობაში გადავიდა, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა

14 დეკემბერი 2016 | 18:13 სოფლის მეურნეობა ვრცლად
სასაკლაოებზე HACCP-ის დანერგვა 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა დასრულდეს

სასაკლაოებზე HACCP-ის დანერგვა 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა დასრულდეს

სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული სასაკლაო, სადაც ხორცის უვნებლობის დამადასტურებელი მოწმობა, ფორმა N2 გაიცემა, ბევრი რაიონის მსგავსად არც მესტიაშია. ადგილობრივმა ფერმერმა სავაჭრო ობიექტში საკუთარ ფერმაში გაზრდილი საქონლის ხორცი რომ შეიტანოს, ამისთვის ზე

10 მაისი 2016 | 12:07 სოფლის მეურნეობა ვრცლად
მეფრინველეები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ

მეფრინველეები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ

ფერმერებს, რომელთაც საოჯახო მეურნეობებში 200-დან 2000-მდე ფრთა ფრინველი ჰყავთ, შესაძლოა, მეურნეობების გაუქმება მოუხდეთ. პრობლემა „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესია“ , რომელიც ძალაში 2012 წლის 7 მარტს შევიდა და რომლის შესრულებაზე კონტ

07 აპრილი 2015 | 22:35 ბიზნესი ვრცლად
ევროკავშირის გრანტი მეწარმეებს ახალი სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება

ევროკავშირის გრანტი მეწარმეებს ახალი სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება

სურსათის / ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი ცხოველთასასაკლაოებსა და და რძის გადამამუშავებლ საწარმოებს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP- Hazard Analysis and Critical Control Point) სისტემის

05 თებერვალი 2015 | 18:59 ბიზნესი ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner