banner
18 სექტემბერი 2015 | 14:37 სოფლის მეურნეობა

აქვს თუ არა თხის ყველს ევროპაში მოხვედრის შანსი

აქვს თუ არა თხის ყველს ევროპაში მოხვედრის შანსი

მომგებიანი ბიზნესი დიდი პრობლემებით


თხის ყველს საქართველოში დღეისათვის უმეტესად ოჯახურ მეურნეობებში ამზადებენ და ის მარკეტებში კილოგრამი დაახლოებით  40 ლარად იყიდება. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ჩვენთანაც თხის ყველს, სპეციფიკური მომხმარებელი ჰყავს. როგორც მწარმოებლები ამბობენ, მათი პროდუქტი უმეტესად ტურისტულ ადგილებში იყიდება და მას უცხოელები იძენენ. გაცილებით ძვირად ფასობს თხის ყველი უცხოეთში. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში წარმოებული ყველის ექსპორტს შორეული პერსპექტივა აქვს, რადგან ევროკავშირის  ბაზარზე გასასვლელად მან უამრავი  ბარიერი უნდა გადალახოს. ადგილობრივი მეწარმეების თქმით, თხების მოშენების ბიზნესი მომგებიანია, მაგრამ ადგილობრივ ფერმერებს კარგი ჯიშის შინაური ცხოველის შესაძენად და ფერმების თანამედროვე სტანდარტებით მოსაწყობად ფინანსები არ აქვთ.

თხების მოშენებას ფერმერებმა შედარებით აქტიურად ბოლო წლებში მოჰკიდეს ხელი. მიზეზი მისგან მიღებული პროდუქტების მაღალი ფასი და ამ ცხოველების შენახვის შედარებით დაბალი დანახარჯები გახდა.

გოგიტა ჩუბინიძემ თხების მოშენება ტყიბულის რაიონში, სოფელ ოჯოლაში ორი წლის წინ დაიწყო. მეურნეობაში ამჟამად 100 მეგრული ჯიშის დედა თხა ჰყავს. თხები სოფელში მის წინაპრებსაც ჰყავდათ და ახალგაზრდა ფერმერმაც გადაწყვიტა ხელი ოჯახისთვის ნაცნობი საქმისთვის მოეკიდა. 

„თხის ყველს კარგი ფასი ჰქონდა, ეს საქმე ამიტომ დავიწყე. ბოლო დროს ბევრი მირეკავს თბილისიდან– თხის რძე უნდათ. ლიტრაში 6 ლარს მთავაზობენ, მაგრამ მე არ მაქვს იმდენი, რომ რეგულარული მიწოდება შევძლო. ამიტომ მინდა ჯერ მოვამრავლო თხები. ახლა მალე დოლი მექნება, რძეს არ გავყიდი, ციკნებს ვაჭმევ, რომ გამოვზარდო. 200–300 სულამდე რომ გავზრდი ფარას, მერე დავიწყებ რძის რეალიზაციას. ერთ–ერთმა დამკვეთმა მითხრა, რომ მალე ქუთაისთან  თხის რძის შემგროვებელი პუნქტი გაიხსნება და იქ შემიძლია ჩავაბარო. თხის ხორცზეც დიდი მოთხოვნაა. ქუთაისის რესტორნები ყიდულობენ, კილოგრამს 8–10 ლარად. ციკნის ხორცი კიდევ უფრო ძვირია. ქუთაისის ბაზარში კილოგრამი 13–14 ლარი ღირს.

ფერმის გაფართოება მინდა, მაგრამ  დედა–თხების შესაძენად და მათთვის შენობების ასაშენებლად თანხა არ მაქვს. ბანკებმა უარით გამომისტუმრეს. ტყიბულის გამგეობაში მივედი, იაფი სესხის აღებაში დახმარება ვთხოვე, იქაც უარი მითხრეს. ეკონომიკის სამინისტროს 5 ათას ლარიანი დახმარების პროგრამაზეც შევიტანე განაცხადი. კონკურსი წელს გაზაფხულზე ჩაატარეს და გამომიცხადეს, ვერ მოგცემთო. რატომ მითხრეს უარი გაუგებარია. ფერმის გაფართოვებას და 10 კაცის დასაქმებას ვგეგმავდი. ყველგან პატრონი გჭირდება, რამე რომ გამოვიდეს. ახლა ვწვალობ, ჩემი ხელით ვაკეთებ. თანამედროვე სტანდარტებით მინდა ავაშენო. ასეთი ფერმა ვნახე, ფოტოებიც გადავუღე და მინდა ჩემიც ზუსტად ამ ნიმუშის მიხედვით მოვაწყო“, – ამბობს გოგიტა ჩუბინიძე.

კიდევ ერთი ფერმერი თემურ კობახიძე რამდენიმე წლის წინ თბილისიდან თეთრიწყაროს რაიონში გადავიდა საცხოვრებლად და ხელი თხების მოშენებას მოჰკიდა. შარშან შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დააფინანსეს. ამ თანხით თხები შეიძინა და ყველის საწარმო ააშენა. მეწარმე ამბობს, რომ დღეს გაკოტრების რეჟიმშია, რადგან დოლარის მიმართ ლარის კურსის ვარდნის გამო კრედიტი გაუძვირდა. ამას სტიქია დაემატა, რამაც მისი ფერმა მისასვლელი გზის გარეშე დატოვა. მეწარმეს ფეხით უწევს კილომეტრების გავლა, რომ ყველი მაგისტრალამდე მიიტანოს და შემდეგ მისი დედაქალაქში ჩატანა შეძლოს. მცირე მეწარმე ინვესტორს ეძებს, რომ საწარმო და 40 თხა მიჰყიდოს.

„იაფი აგროსესხი დოლარში მომცეს. ახლა უკვე 40%–ით გამიძვირდა და ვეღარ ვიხდიდი. ბანკმა რესტრუქტურიზაცია გამიკეთა, მაგრამ მაინც მიჭირს გადახდა. გზის დაზიანების შემდეგ ყველი, რასაც ვამზადებდი, თბილისშიც ვეღარ მიმაქვს. დღეში 40–50 კილო ყველი უნდა ამომყავდეს (1 კგ. ყველისთვის 7 ლიტრი რძეა საჭირო), მოგებაზე რომ გავიდე. ამ დროს 4–5 კილოგრამს გაჭირვებით ვაკეთებ. ყველზე მოთხოვნა არის, მაგრამ პროდუქციას შეფუთვა და ეტიკეტირება სჭირდება. ეკონომიკის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს 5 ათას ლარიან დახმარებას ერთი წელი ველოდე. კონკურსის 2 ეტაპი გავიარე და ცოტა ხნის წინ უარი მითხრეს. გამიჭირდა ფერმის შენახვა, ამიტომ ინვესტორს ვეძებ. ცოტა ხნის წინ ირანელები გამოჩნდნენ, რომლებსაც  სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადება უნდათ. თხების ფერმაც აინტერესებთ და მინდა ფერმა მივყიდო“, –ამბობს თემურ კობახიძე. 

ლიანა დემეტრაშვილიც ოჯახთან ერთად ფერმის მოსაწყობად თბილისიდან თეთრიწყაროში წავიდა. ფერმაში სადაცაა დოლი დაიწყება და  შინაური ცხოველების რიცხვი 100–ს გადააჭარბებს. მეწარმეს კი მათი მოსათავსებელად ფართი არ ჰყოფნის.

„თეთრიწყაროში არის მიწის ნაკვეთი, 2 500 კვ. მეტრი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.  სამინისტროს მივმართე, პრემიერ–მინისტრსაც გავუგზავნე წერილი, რომ სიმბოლურ ფასად მომყიდონ ეს ნაკვეთი, სადაც ავაშენებ ფარეხსაც და რძის ჩამოსასხმელ საწარმოსაც. მაგრამ პასუხი არ ჩანს. სულ ფერმის გასაფართოებლად და რძის ჩამოსასხმელი საამქროს მოსაწყობად 100 ათასი ლარი მჭირდება. ამხელა თანხას არავინ მომცემს. 5 ათასი ლარის დახმარების პროგრამაზე შევიტანე განაცხადი. თხების მოშენების ჩემმა იდეამ გაიმარჯვა, მაგრამ დაფინანსებაზე პასუხი ჯერ არ ვიცი. მითხრეს, განხილვები არ დაწყებულაო. თავს უპატრონოდ ვგრძნობ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩვენი ბედი არავის აინტერესებს. შეღავათიან კრედიტებს და დახმარებებს ისევ ცნობად სახეებს და გამართულ ბიზნესებს აძლევენ. ახლა 100 სულამდე რომ ავალთ, იძულებული ვიქნებით ადგილის უქონლობის გამო გავყიდოთ. ციკნებს ვყიდი, რადგან ზამთარში ვერ შევინახავ, თივა და ქერი ბევრი სჭირდებათ. თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, ასე გამოდის ჩვენი საქმე. ერთ წრეზე ვტრიალებთ“, – ამბობს ლიანა დემეტრაშვილი.

მეწარმეს სურვილი აქვს თხის რძეს პასტერიზაცია გაუკეთოს, ქაღალდის პაკეტებში ჩამოასხას და სარეალიზაციოდ სუპერმარკეტებში შეიტანოს. მაგრამ თანხის უქონლობის გამო ჩამოსასხმელი დანადგარის ყიდვას, რომელიც  5 ათასი დოლარი ღირს, ვერ ახერხებს.

„სუპერმარკეტებში გერმანიიდან იმპორტირებული ლიტრი თხის რძე 14 ლარად იყიდება. მე შემიძლია 3 ლარად გავყიდო, მაგრამ შესაბამისად შეფუთული და დაფასოებული ხომ უნდა იყოს? პლასტიკატის ბოთლით ხომ ვერ დადებენ დახლზე გასაყიდად? გერმანიიდან შემოტანილ რძეს უამრავი დანამატი აქვს, 6 თვე რომ გაძლოს, მე კი ნატურალური და ახალი პროდუქტის მიწოდება შემიძლია. მაგრამ რძის ჩამოსასხმელ დანადგარს ვერ ვყიდულობ.  თბილისში რამდენიმე სავაჭრო წერტილია, სადაც იბარებენ თხის რძეს, მაგრამ დაბალი ფასი აქვს. რაიონში ძროხა ბევრს ჰყავს, ამიტომ თხის რძეზე მოთხოვნა არ არის. თბილისიდან ინტერნეტით მიკავშირდებიან, ვისაც ბავშვებისთვის უნდა რძე. აქედან სამარშრუტო ტაქსით ვგზავნი, თბილისში ჩემი შვილი ხვდება და აწვდის დამკვეთს.

ყველს ძირითადად რესტორნები ყიდულობენ. ნაწილს მაღაზიებს ვაწვდი. ღვინის სარდაფს.  ყველს უმეტესად უცხოელები ყიდულობენ. მაღაზიიდან ახლა კალენდულა გამომიგზავნეს და შემიკვეთეს, რომ ყველში შევურიო. ამასთან ითხოვენ, რომ პროდუქტი შეფუთული და ბრენდირებული იყოს“, –ამბობს ლიანა დემეტრაშვილი.

ზუსტი მონაცემები, რა ოდენობით თხის ყველი იწარმოება ქვეყანაში, არ არსებობს. ასევე არ არის დათვლილი, რამდენი თხა ჰყავთ გლეხებს ოჯახურ მეურნეობებში.

ანა მიქაძე, რომელსაც თელეთში ექსპერიმენტულ ფერმა-საწარმო  და თბილისში, ყაზბეგის 20–ში ყველის მაღაზია აქვს, ამ ბიზნესში ერთ–ერთ ყველაზე გამოცდილ მეწარმედ ითვლება. მას ამჟამად  75 თხა ჰყავს, მაგრამ მთაში ჰყავს გაბარებული.

„დიდი ფერმის გაკეთებას ვაპირებ თელეთში, სადაც კარგი ჯიშის თხები მეყოლება და პროდუქტსაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად დავამზადებ. როცა საკუთარი ფერმა მექნება, მერე დავამზადებ ყველსაც.  ადგილიც შერჩეულია და ფინანსებიც მოძიებული მაქვს. წლის ბოლოს უკვე მექნება საკუთარი დიდი ფერმა. ძალიან რთულია ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამიტომ სტანდარტების შესაბამისი ყველის დამზადებისთვის 5–7 წელი დამჭირდება“,– ამბობს ანა მიქაძე.

მეწარმის თქმით, ბოლო წლებში თხების მოშენებას ბევრმა მოკიდა ხელი. კარგი ჯიშის თხებიც შემოიყვანეს, თუმცა, თხის ყველის ბაზარს პროდუქტის მატება არ ეტყობა. ამის მიზეზად მეწარმე მოთხოვნის სიმცირეს ასახელებს.

„პროდუქტი ძვირია და მოსახლეობა დაბალი მსყიდველუნარობის გამო  ვერ იძენს.  თხის ყველის ძირითადი მომხმარებელი ჩვენთან უცხოელები არიან. თუმცა, ისინიც და ადგილობრივი მყიდველიც კარგი სასაქონლო სახის ყველს ითხოვს.  უცხოეთიდან შემოტანილი ყველი ძვირია, მაგრამ ისე კარგად არის შეფუთული, ფასის მიუხედავად მის ყიდვას ამჯობინებენ. ვისაც კარგი პროდუქტი უნდა, ის მზადაა ძვირი გადაიხადოს. ჩვენთან დამზადებული თხის ყველი კი იმერულისგან გარეგნულად არ განსხვავდება. ჩემს მაღაზიაში თხის ყველი მუდმივად არ მაქვს. მოწოდება პრობლემა არაა, მაგრამ მოთხოვნაა იშვიათი. თანაც აქ დამზადებული ყველი მალფუჭებადია. ის 6 თვეზე და მეტ დროით შენახვაზე არ არის გათვლილი. საკმაოდ ფაქიზია და სიხარულით არ ვიბარებთ. თხის რძეს რომელსაც ლაბორატორიული ანალიზი საერთოდ არ უტარდება, არ ვყიდით“, – ამბობს ანა მიქაძე.

 

მეგრული თხა და ზაანური

საქართველოში საოჯახო მურნეობებში უმეტესად ე.წ. მეგრული ჯიშის თხა ჰყავთ. ეს ჯიში ხალხური სელექციის გზით არის გამოყვანილი. მეგრული ჯიშის თხა ორი ტიპისაა: მთის(მეხორცული მიმართულების) და ბარის(მერძეული). სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტი ჯიმშერ ლოლაძე ამბობს, რომ მეგრული თხა ევროპულთან მსგავსებით ხასიათდება. ის კარგად ეგუება მთისა და ბარის პირობებს, აქვს ძნელად მისადგომ, სხვა ცხოველებისთვის თითქმის გამოუყენებელი კლდიანი, ეკლიანი და შამბიანი საძოვრების ათვისების უნარი. ამტანია ცუდი კლიმატური პირობების მიმართ. ადვილად ითვისებს უხეშ საკვებს და გამძლეა დაავადებების მიმართ. მეგრული თხა მოგებიდან 180–210 დღის განმავლობაში საშუალოდ 250–300 ლიტრამდე იწველის.  მისი რძის ცხიმიანობა 4%–ს უტოლდება. მაგრამ უყურადღებობის გამო მეგრულ თხას გადაშენების საფრთხე ემუქრება.

„მეგრული თხის წველადობა ბოლო წლებში შემცირდა. ამის მიზეზი მისი არასწორი სელექციაა. 2005 წელს სანაშენე მეურნეობა, რომელიც სამეგრელოში, წხოროწყუში არსებობდა, გაუქმდა. მას შემდეგ მისი მოშენება, შეჯვარება თვითდინებაზეა მიშვებული. არ ხდება  საუკეთესოების შეჯვარება. არასწორმა შერჩევა–გადარჩევის გამო მეგრული თხა ისეთი მაღალპროდუქტიული აღარ არის, ამიტომ საჭიროა სანაშენე ფერმის აღდგენა“, –ამბობს ჯიმშერ ლოლაძე.

მეგრულის გარდა ფერმერულ მეურნეობებში ძვირადღირებული შვეიცარული ჯიშის თხების შემოყვანა დაიწყეს. მათ შორის ყველაზე პოპულარული მერძეული ჯიშის ზაანური თხაა. ის მეგრულთან შედარებით ტანით დიდია, მკვრივი აგებულების, უმეტესად თეთრი და ურქოა. მისი ლაქტაცია ზოგჯერ 12 თვესაც გრძელდება და საშუალოდ 600–700 ლიტრ რძეს იწველის. 

ზურაბ მარსაგიშვილმა მცხეთის რაიონის, სოფ. წილკანში სანაშენედ ზაანურის ჯიშის თხები სხვა შინაურ ცხოველებთან ერთად ავსტრიიდან ჩამოიყვანა. ფერმერს გადაწყვეტილი აქვს მომავალში მათგან საუკეთესოები შეარჩიოს, შეაჯვაროს და მაღალპროდუქტიული თხები მოამრავლოს. ფერმერი აპირებს სანაშენე მეურნეობა მოაწყოს და 1–2 წლის შემდეგ საუკეთესო საქონელი მაღალმთიან რაიონებში საოჯახო მეურნეობებს უსასყიდლოდ მისცეს, იმ პირობით, რომ ისინიც თავის მხრივ ნამატს ასევე უფასოდ სხვა მსურველებს აჩუქებენ.

 

თხის ყველის საექსპორტო შანსი

ყველის მაღალი ფასის მიუხედავად ადგილობრივი მწარმოებლები თხის ყველის ექსპორტზე გატანას ჯერჯერობით არ გეგმავენ. ამის მთავარ მიზეზად პროდუქციის დაბალი ხარისხი და განვითარებული ქვეყნების მხრიდან მაღალი სტანდარტების არსებობა სახელდება. მეწარმეები ამბობენ, რომ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების მიუხედავად  ევროკავშირის ბაზარზე შესვლას ისინი ჯერ ვერ მოახერხებენ. ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება რომ შეძლონ ამისთვის მათ ფინანსები არ აქვთ.

„საქართველოში დამზადებული თხის ყველის ექსპორტზე გატანა საერთოდ ოცნების სფეროა,– ამბობს ანა მიქაძე,– ჩვენ ჯერ ადგილობრივი ბაზრის ხარისხიანი პროდუქტით დაკმაყოფილებაზე უნდა ვიფიქროთ.  ჩვენი საქონელი ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული, არ ხდება ნიადაგის, წყლის, საკვების კვლევის ჩატარება. ვეტერინარია საერთოდ ძალიან დაბალ დონეზეა. უხარისხო პროდუქტისგან ბაზარიც და შესაბამისად მყიდველიც დაუცველია. ჩვენ რომ ვჭამთ, ესეც სარისკოა. არათუ ექსპორტი“, –ამბობს ანა მიქაძე.

ყველის ევროპულ ბაზარზე გატანას ჯერჯერობით შეუძლებლად მიიჩნევენ სხვა მეწარმეებიც. ზურა მარსაგიშვილიც მიიჩნევს, რომ ექსპორტზე ადრეა საუბარი და ჯერ ადგილობრივი ბაზარი გვაქვს დასაბრუნებელი.

„ქართული პროდუქტი ბაზარზე მინიმალური რაოდენობითაა. რძის პროდუქტების დამზადებას მე გაზაფხულიდან დავიწყებ. ამ დროისთვის ფერმაში თხების ის რაოდენობა მოიყრის თავს, რაც წარმოებისთვის იქნება საჭირო. რძეს და ყველს  ევროპული სტრანდარტით დავამზადებ. იქნება დაფასოებული და ეტიკეტირებული. ვფიქრობ, რომ ბიზნესი მომგებიანი იქნება.

ჩვენთან პრობლემა ისაა, რომ საქონელს აცრები არ უტარდება. სახელმწიფომ მეტი ყურადღება რომ უნდა მიაქციოს ამ სფეროს, ეს უდაოა. წლებია შემოსავლის გარეშე ვმუშაობ, რომ სუფთა პროდუქტი მივიღო. ვეტექიმიც მე თვითონ ჩამოვიყვანე, ანალიზებს ვაკეთებ. ჩემი მეურნეობის კონცეფცია სწორედ ის არის, რომ  ორგანულად სუფთა პროდუქტი მივიღო. ამ დრომდე მეურნეობაში ნახევარ მილიონ დოლარამდე საკუთარი სახსრები მაქვს დაბანდებული, რომ ბიო–მეურნეობა მქონდეს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივიღო. თხებს კარგი პირობები სჭირდებათ: კარგი საკვები, აერაცია, ვენტილაცია, სინათლე. ამ ყველაფრის დაცვაა საჭირო. პრობლემაა საქონლის კონტროლის არარსებობა. არ ვიცით, როგორი საქონელი დადის, ვინ რას ყიდის, რა რძეს წველის და რა ყველს აკეთებს. 3–მეტრიანი ბუფერული ზონა უნდა შევქმნა, რადგან საძოვარზე შესაძლოა დაავადებული საქონელი შემოვიდეს და ჩვენ პირუტყვიც დააავადოს,“– ამბობს ზურა მარსაგიშვილი..

„ევროპელი ექსპერტები გვირჩევენ, რომ პირველ რიგში ვეტერინარიას მივაქციოთ    ყურადღება, –ამბობს ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი. – ჩვენთან კი ვეტერინარია ძალიან რთულ მდგომარეობაშია. დიდი ხანია ვითხოვთ, რომ მოამზადონ ვეტერინარები, რომელთა მწვავე დეფიციტია ქვეყანაში. ვითხოვთ, რომ სასწავლო დონეზე მიექცეს ყურადღება, მაგრამ ეს საკითხი უყურადღებოდაა დატოვილი.  ევროპამ ცხოველების ვაქცინაციის საკითხი დიდი ხნის წინ გადაჭრა. ჩვენთან კი ბრუცელოზზე, თურქულზე და სხვა დაავადებებზე აცრები კვლავაც გადაულახავ პრობლემად რჩება. ფერმერს პირველ რიგში HACCP–ის დანერგვა მოეთხოვება,  ის  იმდენად ძვირია, რომ  იმ ფერმერებსაც უჭირთ, რომლებსაც საკმაოდ კარგად მოწყობილი და რენტაბელური წარმოება აქვთ. მცირე ფერმერს საამისო სახსრები მით უმეტეს არ აქვს. შესაბამისად ის ვერ მოახერხებს საკუთარი პროდუქტის ექსპორტზე გატანას. ის ფინანსები, რაც შემოდის ქვეყანაში ძალიან მცირეა, რომ მათ HACCP–ის დანერგვა  შეძლონ. თუ გვინდა, რომ რძის პროდუქტები ევროპის ბაზარზე გავიდეს, ჯერ შიდა ბაზარი უნდა გვქონდეს უვნებელი.  ამ პრობლემების გათვალისწინებით, ექსპორტი შორეული პერსპექტივად ჩანს“.

 ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე მოსახვედრად საქართველოში დამზადებულმა ყველმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. პირველ რიგში საქართველო, როგორც ექსპორტიორი ქვეყანა აღიარებული უნდა იყოს და შეტანილი სპეციალურ ნუსხაში(მესამე ქვეყნების ნუსხა). ამ ნუსხაში მოსახვედრად ქვეყანამ კანონმდებლობა DCFTA-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უნდა დაუახლოვოს. საქართველო ამ პროცესის საწყის ეტაპზეა და დაახლოების პროცესი 2025 წლამდეა გაწერილი. რეგულაციები შეეხება პროდუქციას მისი წარმოებიდან ექსპორტამდე. ფერმაში უზრუნვეყოფილი უნდა იყოს ცხოველების ჯანმრთელობა, ვაქცინაცია და ა.შ. დაცული უნდა იყოს ზოგადი და სპეციალური ჰიგიენური მოთხოვნები. უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროდუქციის მიკვლევადობა ეტიკეტირების წესები. 

„მიკვლევადი უნდა იყოს, ყველში რა რძე იყო გამოყენებული, ეს რძე მიღებული იყო თუ არა ჯანმრთელი ცხოველისგან. ყველის მწარმოებლები აღიარებული უნდა იყვნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. ამასთან უნდა გვქონდეს სერთიფიკატის ფორმა, რომელიც მოითხოვება ექსპორტზე საქონლის გატანისას,  სერთიფიკატის ფორმა კი უნდა იყოს დამტკიცებული მთავრობის დადგენილებით“,- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაკა შუბლაძე.

ცხოველური წარმოშობის უვნებელი პროდუქტის წარმოების ვადები კიდევ უფრო გადაიწევს, რადგან ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორების აღიარების წესის მიღებამ 1 აგვისტოდან 2016 წლის იანვრამდე გადაიწია. „აგვისტომდე მეწარმეები ავტომატურად აღიარებულად ითვლებოდნენ. ხოლო თუ 1 აგვისტოს შემდეგ ისინი შესაბამის პროცედურებს ვერ გაივლიდნენ, საქმიანობა უნდა შეეწყვიტათ. ბევრს შესაბამისი განაცხადით სურსათის უვნებლობის სააგენტოსთვის მომართული არ ჰქონდა. შედეგი იქნებოდა ის, რომ ისინი დაიხურებოდნენ. ამიტომ ვადა გადავწიეთ. ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს ინსპექტირება– შემოწმება აღარების მინიჭებისთვის. სააგენტოს ინსპექტორები მიდიან ადგილზე, ამოწმებენ როგორია ჰიგიენური მდგომარეობა, შეესაბამება თუ არა სტანდარტებს შენობა, აღჭურვილობა, მოწყობილობები და ა.შ. შემდეგ ეტაპზე ხდება იატაკის, ჭერის, პერსონალის, შიდა სისტემების შემოწმება. თუ მეწარმე ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მას ეძლევა დამატებით 6–თვიანი ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.  მიღების შემთხვევაში აღიარება არის უვადო“, –ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა შუბლაძე.  

ბიზნესოპერატორად აღიარების მიღებისთვის ამზადებს საკუთარ საწარმოს ლევან ცაგურია, რომელსაც თხების ფერმა თელავის რაიონში აქვს. თუმცა,  თხის ყველს ის აქამდეც ჰყიდდა.

„სურსათის უვნებლობის სააგენტოს ჰქონდა შენიშვნები, მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებო. ამიტომ სარემონტო სამუშაოები დავიწყე, იანვრის შემოწმებისთვის მზად რომ ვიყო. ვცდილობ საწარმო ევროპული სტანდარტით მოვაწყო. ყველს თბილისში რამდენიმე მაღაზიაში ვაბარებ. კუსტარულად არის შეფუთული, ცელოფნის პარკი აქვს გადაკრული. მინდა მომავალში პროდუქტსაც გასაყიდი სახე მივცე. ცოტა ხნის წინ პოლონელები მოვიდნენ. ყველის ექსპორტზე გატანა უნდოდათ. როგორ მოახერხებდნენ ამას, არ ვიცი. სხვებიც მოვიდნენ, რუსეთში გატანა უნდოდათ, მაგრამ ამაზე პრინციპულად უარი ვუთხარი. როცა შესაბამისი პროდუქტი მექნება, ევროპაში ექსპორტზე ვიფიქრებ“, –ამბობს ლევან ცაგურია.

„რძე და ყველი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ერთჯერადად შევამოწმე. მას შემდეგ ანალიზი აღარ ჩამიტარებია. ბრენდირებულ მაღაზიაში რომ შევიტანო, ალბათ კიდევ დამჭირდება შემოწმება. ევროპის ბაზარი მომგებიანია, პროდუქტს  მაღალი ფასი  აქვს. მაგრამ სანამ ევროკავშირის ბაზარზე შევალთ და რეალიზაციას გავაკეთებთ, მანამდე ხომ უნდა გადავრჩეთ. ეს ბიზნესი მომგებიანია, მაგრამ მის აწყობას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. მეხუთე წელია ამ საქმეს ვაკეთებთ. მენანება თორემ გავყიდდი ყველაფერს და ისევ დავბრუნდებოდი თბილისში“, –ამბობს ლიანა დემეტრაშვილი.

თხის ყველის სასარგებლო თვისებები

თხის რძის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. მასში ძროხის რძეზე გაცილებით მეტია კალიუმი, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის. მდიდარია კობალტით, რომლის გარეშე წარმოუდგენელია სისხლის წარმოქმნა. თხის რძეს ზოგიერთი სპეციალისტი ქალის რძესაც კი ადარებს, რადგან მასში ბევრია ბეტა-კაზეინი. ის იოლი ასათვისებელია და არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ დარღვევებს. თხის რძე ნაკლებცხიმიანია. ცხიმების შემცველობა მასში 4%-მდე მერყეობს. ეს 4%-იც კი სრულად აითვისება და არ გროვდება ორგანიზმში. შეუცვლელია კუჭისა და მხედველობის ორგანოს დაავადებათა დროს, დიათეზისა და ძვლოვანი ქსოვილის დემინერალიზაციის პროცესში. ფართოდ ცნობილი შვეიცარიული ყველის მრავალი სახეობა ძროხისა და თხის რძეთა ნარევისგან მზადდება. საქართველოშიც უმეტესად თხის და ძროხის რძეს ურევენ და ყველს ასე ამზადებენ. ასე ყველი უფრო კარგად იკვრება და ადვილადაც ძველდება. ყველი ნარევისგან არის თუ სუფთა თხის რძისგან, ამის დადგენა ძალიან რთულია.

ბოლო დროს თხის ყველი ერთ–ერთი სწრაფად მზარდი საკვები პროდუქტია, განსაკუთრებით გურმანთა მარკეტების სეგმენტზე. ის ცხელი ტრენდია რესტორნების მენიუში, ასევე პიცასა და სალათებში, ასევე გამოყენება დესერტებში. ევროპის ბაზარს თხის ყველის 50% –ს საფრანგეთი აწვდის. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ყველის სახეობებიც ამ ქვეყანაში იწარმოება. საფრანგეთში თხის ყველს ათეულობით სხვადასხვა  რეცეპტით  ამზადებენ. ამ სასარგებლო პროდუქტზე  მოთხოვნა  ევროპაში თანდათან იზრდება და ბაზრის მაღალფასიან სეგმენტს იკავებს. კვლევები აჩვენებს, რომ მაგალითად, ევროპელი მწარმოებლები მომდევნო 5 წელიწადში  თხის რძისა და ყველის გაყიდვების 10–დან 70%–მდე ზრდას ელოდებიან.

 

ნონა ქვლივიძე

წაკითხულია
17088
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner