banner
21 სექტემბერი 2015 | 15:34 გარემოს დაცვა

2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველომ უნდა აკრძალოს 10 მილიგრამი გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენება

2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველომ უნდა აკრძალოს 10 მილიგრამი გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენება

ევროკავშირს საქართველოსთვის მილიონი ხის დარგვა არ მოუთხოვია, თუმცა დააკისრა მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის პარამენტრების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.  მომდევნო წლებში საქართველომ ევროკავშირის დირექტივები და რეგულაციები უნდა შეასრულოს, რაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გარემოს დაცვის სფეროში უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის სტანდარტები და შეასრულოს  მიღებული დირექტივები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით,   საქართველოში ავადობის - 17%, ხოლო სიკვდილიანობის - 19% გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავტომობილების გამონაბოლქვი, ემისიებისა და  ნახშირორჟანგის (CO2), ასევე აზოტის ჟანგეულები (NO2, NO), გოგორდის ორჟანგი (SO2), ჭვარტლი, ბენზ(ა)პირენი და ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკების (PM10, PM2,5) დიდი რაოდენობით გამოყოფა, გავლენას ახდენს, არა მხოლოდ  ჰაერის დაბინძურებაზე, არამედ მკვეთრად აუარესებს ადამიანის ჯანმრთელობას, ზრდის გულსისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებათა რისკს, მწვავდება ალერგიული ფონი და ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა. ჯანმო-ს მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება, მსოფლიო მაშტაბით იწვევს 2 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს.

2015 წლის ივლისის, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემებით, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების დაფიქსირებული მაქსიმალური ერთჯერადიკონცენტრაციები ქ. თბილისში (ადგილებში სადაც ტრადიციულად იზომება პარამეტრები) კერძოდ,  კვინიტაძის ქ-ზე აზოტისდიოქსიდისა და ნახშირჟანგის მაქსიმალური ერთჯერადიკონცენტრაციებიმოსკოვისა  და  წერეთლის  გამზირებზეარ აღემატებოდაშესაბამის ზღვრულადდასაშვებ კონცენტრაციებს(ზდკ). თუმცა, იმავე კვინიტაძის ქ–ზე ზღვრულად  დასაშვებ  მნიშვნელობებს  აღემატებოდა ნახშირჟანგისა და მტვრის მაქსიმალური ჯერადი კონცენტრაციები და შესაბამისად, შეადგენდა 2,8 ზდკ-სა და 2,6ზდკ-ს. ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობებს აღემატებოდა აგრეთვე,მტვრისადა აზოტის დიოქსიდის მაქსიმალური კონცენტრაციები წერეთლის გამზირზე და შესაბამისად, უდრიდა 4.2 ზდკ-სა და1.4 ზდკ-ს.

(ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებია: ნახშირჟანგის ერთჯერადი მაქსიმალური ზდკ- 5მგ/მ3; მტვრის ერთჯერადი მაქსიმალური ზდკ -0,5მგ/მ3; აზოტის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური ზდკ- 0.2 მგ/მ3; გოგირდის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური ზდკ- 0.5 მგ/მ3).

ევროკავშირის კანონმდებლობით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი დგინდება ევროგაერთიანების საბჭოს 2008 წლის 21 მაისის 2008/50/EC დირექტივის „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და უფრო სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ და 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/107/EC დირექტივის „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები“ შესაბამისად. აღნიშნული დირექტივები, აწესებსჰაერის ხარისხის სტანდარტებს და აყალიბებს ჰაერის დაბინძურების შემცირების მაქსიმალურ მოთხოვნებს, რაც ძირითადად მოიაზრებს მსხვილი საწარმო დანადგარების და ტექნოლოგიების გაუმჯობესებას. ამასთან,  საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ განიხილება ტრანსპორტი. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ავტომობილების წილი ქვეყნის მთლიან გამონაბოლქვში 71%-ს შეადგენს.  

სატრანსპორტო საშუალებები ჰაერს ძირითადად ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადით, აზოტით, გოგირდის ორჟანგითა და შავი ნახშირბადით აბინძურებენ. მტვრის წვრილი ნახშირბადის შემცველი მავნე ნაწილაკები ფილტვების გავლით სისხლძარღვებში აღწევს შესაბამისად, მთელი რიგი ღონისძიებები მიმართული უნდა იყოს ტრანსპორტიდან გამოწვეული დაბინძურების შემცირებისკენ.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასოცირების ხელშეკრულებით  შესასრულებელი ვალდებულებები, მოიცავს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მიღებას და კომპეტენტური ორგანოების განსაზღვრას, ასევე  საზოგადოების ინფორმირების სისტემის ჩამოყალიბებას.

1999/32/EC დირექტივა ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ

ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ორი წლის ვადაში მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ეროვნული კანონმდებლობა და განისაზღვროს კომპეტენტური ორგანოები  1999 წლის 26 აპრილის 1999/32/EC  დირექტივის  მიხედვით, რომელიც ეხება  ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის  შემცირებას. (ეს დირექტივა დამატებით შესწორებულია N 1882/2003 EC რეგულაციის და 2005/33/EC დირექტივის მიხედვით). ხოლო  შეთანხმების ძალაში  შესვლიდან შვიდი წლის ვადაში უნდა დაიწყოს სინჯების აღების ეფექტური სისტემის შექმნა და ანალიზისათვის შესაბამისი ანალიტიკური მეთოდების დადგენა.

1. აღნიშნავს, რომ დღესდღეობით ზემოთაღნიშნული  დირექტივის და რეგულაციის  თანახმად, ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების მოთხოვნები არ შეესაბამება საქართველოში არსებულ სტანდარტებს. საქართველოსპრემიერ-მინისტრის 2014 წლის 26 დეკემბრისგანკარგულებით N107, 2015 წლიდან 2017 წლის 1 იანვრამდებენზინისსაწვავშიგოგირდისშემცველობა  უნდა დავიდეს  50 მგ/კგ-ს, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 10 მგ/კგ-ს. დიზელის საწვავში 2014 წლიდან 2016 წლის ბოლომდ ეგოგირდის დასაშვები ოდენობა განისაზღვრა 200 მგ/კგ, ხოლო 2016 წლის პირველი იანვრიდან მისირაოდენობა 150 მგ/კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

2015 წლის 30 აპრილს momxmarebeli.ge-ს მიერ შემოწმდა ვისოლის, გალფის, ლუკოილის, სოკარის და რომპეტროლის პრემიუმ კლასის ბენზინი, ლაბორატორულიპასუხების მიხედვით, ხუთივესინჯიროგორც ქართულ, ასევეევროპულ მოქმედმოთხოვნებსშეესაბამებოდა. თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ  „საქართველოში საწვავის პერმანენტული მონიტორინგი სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ პერმანენტულად ამოწმებს საწვავის ხარისხს, არის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი. თუმცა, საწვავის ხარისხის მონიტორინგის შედეგები არ არის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ასევე არ ასაჯაროებენ მონიტორინგის მონაცემებს თავად ნავთობკომპანიები, რომელთა ოფიციალური ვებგვერდების თანახმად, ქსელში არსებული საწვავი ევრო 5-ის სტანდარტს შეესაბამება.  შესაბამისად, საკმაოდ რთულია იმის მტკიცება, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი შეიცავს ან არ შეიცავს  გოგირდს", - ამბობს ჩვენთან საუბარში მანანა ქოჩლაძე.

ევროკავშირის დირექტივა 2008  წლის 1 იანვრიდან კრძალავს ევროკავშირის  წევრი ქვეყნებისთვის ისეთი საწვავის გამოყენებას, რომელიც 10 მილიგრამ გოგირდს შეიცავს  1 კგ-ზე.  ქოჩლაძის განმარტებით, სწორედ ამ დირექტივასთან ჰარმონიზაცია და მისი აღსრულების მექანიზმების დანერგვა უნდა განხორციელდეს 2016 წლის 1 სექტემბრადე. ამასთან, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გულისხმობს, რომ საქართველოს მთავრობამ   ყოველწლიურად უნდა მიაწოდოს შესრულების შესახებ ანგარიში ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას და/ან ევროკომისიას.

 

ტყვიის ნორმა


ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ N124 დადგენილებით,  2012 წლიდან 2014 წლამდე ბენზინში  ტყვიის მაქსიმალური შემცველობა უნდა შემცირებულიყო 0.013 გ/ლ-დან - 0.005 გ/ლ-მდე. უნდააღინიშნოს, რომ ევროგაერთიანების ქვეყნებში უკვე დიდი ხანია დაუშვებელია ტყვიის შემცველობა საავტომობილო ბენზინში 0.005 გ/ლ აღემატებოდეს. ცნობილია, რომ ტყვია ძვლის უჯრედებში გროვდება და  D ვიტამინის შებოჭვით კალციუმის მეტაბოლიზმს აფერხებს ბავშვებში. მძიმე მეტალების ჭარბი კონცეტრაციები ასევე ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევას.  მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულმა ბავშვის გლობალური განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა,  2008-2009 წლებში თბილისის მაშტაბით 0 დან 3 წლამდე ბავშვებში მძიმე მეტალების შემცველობა გამოიკვლია. პროექტის ფარგლებში, თმის სკრინინგული გამოკვლევა 20 ბავშვს ჩაუტარდა, შედეგებით დადგინდა, რომ უმრავლესობას  თმაში ტყვიის შემცველობის მომატება აღენიშნებოდა. დღევანდელი ინფორმაციით, რომელიც  მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ მოგვაწოდა, მსგავსი სკრინინგული გამოკვლევა უკვე წლებია არ ჩატარებულა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ტყვიის საშუალო სადღეღამისო ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციაა - 0,3 მკგ/მ3; ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის საშუალოთვიური კონცენტრაციები, შედარებით მაღალი დაფიქსირდა, ქ. თბილისში, კვინიტაძის ქუჩაზე 2014 წლის მარტის თვეში - 0,24 მკგ/მ3; სექტემბერში - 0.19 მკგ/მ3 და  დეკემბერში - 0.16 მკგ/მ3 ; 2015 წლის მონაცემებით, ივლისის თვეში დაფიქსირა - 0.25 მკგ/მ3; აგვისტოს თვეში - 0.24 მკგ/მ3 და აპრილის თვეში - 0.20 მკგ/მ3;


ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები


ტრანსპორტით ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის მნიშვნელოვანია ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მოთხოვნების გადახედვა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება. ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით (№1- 1/1569) 2011 წლის 19 აგვისტოს დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი -  „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვი სვარგისიანობაზე ტესტირება“.

ნორმატიული აქტი განსაზღვრავს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO) მაქსიმალურ დასაშვებ ოდენობებს და ტესტირების მეთოდებს ევროგაერთიანების საბჭოს  96/96 EC დირექტივის შესაბამისად  - „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ“.  შესრულების ვადა, ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის 2 -წლიანი იყო, ხოლო სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის 4 წელი. რეგლამენტის ამოქმედება “საგზაო მოძრაობისუსაფრთხოების შესახებ“კანონის 451 მუხლისმიხედვით 2013 წლის 1 იანვრდან უნდა მომხდარიყო.  

ამ პროცესის აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“. ვასო ურუშაძის განცხადებით, „ავტომობილების რაოდენობა საქართველოში უკვე 1 000 000-ს აღემატება. ქვეყნის მაშტაბით, 71%-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება 20 წელზე ხანდაზმულია, ძალიან ბევრი მათგანი არის მწყობრიდან გამოსული და ტექნიკურად გაუმართავი, რაც ასამმაგებს ტოქსიკური აირების გამოფრქვევის რაოდენობას ატმოსფეროში. საქართველოს წინა ხელისუფლებამ, მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება მთავრობის დადგენილებით 2004 წელს დროებით გააუქმა. საკითხის გადაწყვეტის გადავადება 2015 წლის თებერვლის თვეში კვლავ მოხდა და ახალი ვადა 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდით განისაზღვრა. ამავე წელს იწურება ვადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივის თანახმად“.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი ნორმების ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ზემოაღნიშული 2008/50/EC და 2004/107/EC დირექტივების შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა შემდეგი ქმედებები:


2013 წელს, ჰაერის ხარისხის ზოგადი შეფასებისთვის, ქ. თბილისში შეიქმნა ჰაერის ხარისხის კომპიუტერული მოდელი (ADMS-Urban).

2014 წელს, „საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის განვითარების პროგრამა“ განხორციელდა. საქართველოს 7 ქალაქსა და (თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი, ზესტაფონი, ჭიათურა) 63 წერტილში, ჰაერის ხარისხის შესაფასებლად, მოხდა ერთჯერადი ინდიკატორული გაზომვები, შედეგების საფუძველზე მომზადდა საინფორმაციო რუკა;

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, ქ. თბილისში დაიწყო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის მოდერნიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს, არსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სამი არაავტომატური სადგურის აღჭურვას თანამედროვე ავტომატური გამზომი ხელსაწყოებით (NOx, SO2, O3, PM10და PM2,5) 2015 წლის ბოლოსთვის, სულ - 4 სადგური.

შემუშავდა საგზაო რუკა, რომელიც სამინისტროს საშუალებას მისცემს განახორციელოს ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები.

ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ ხელმოწერიდან ექვს წელიწადში უნდა მოხდეს 2008 წლის 21 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/50/EC დირექტივის ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ, შემდეგი დებულბების განხორციელება:

ზონებისა და აგლომერაციების დადგენა და კლასიფიცირება (მუხლი 4); შესრულება - შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 წლის ვადაში.

ჰაერის დამაბინძურებლებთან მიმართებაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების რეჟიმის დადგენა შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით (მუხლები 5, 6, 9). შესრულება - შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 წლის ვადაში.

ჰაერის ხარისხის გეგმების შემუშავება იმ ზონებისა და აგლომერაციებისათვის, სადაც დაბინძურების დონე ზღვრულ /მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება (მუხლი 23); შესრულება -შეთანხმების ძალაში შესვლიდან 7 წლის ვადაში.

1. კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (CENN) - ის წარმომადგენელი, ნინო შავგულიძე: „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიზნით, აუცილებელია ქვეყნის ზონებად და აგლომერაციებად დაყოფა, ეს უკანასკნელი კი აერთიანებს 250 000 ათას მოსახლეს და ზევით. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობას. 2014 წელს CENN – მა, EU-ს დაფინანსებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაასრულა პროექტი:"Air Quaity Governance In ENPL Countries", რის საფუძველზეც, შეიქმნა საქართველოში ჰაერის მონიტორინგის ქსელის დიზაინი“.

სათბური გაზების შემცირების მიზნით, ევროკავშირის ინიციატივის, "მერების შეთანხმების“ ფარგლებში, 2010 წლის 12 აპრილს, ქ. თბილისი შეუერთდა ევროკავშირის 2020 წლის საერთო მიზანს, რომელიც ადგილობრივი ტერიტორიების საზღვრებში სათბური გაზებისა და ემისიების მინიმუმ 20%–ით შემცირებას და მდგრადი ენერგეტიკის ხელშემწყობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას ითვალისწინებს. „სამწუხაროდ, 2010  წლის შემდგომ, რაც ამ  შეთანხმებას შეუერთდით თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, ამის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება, მითუმეტეს სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ავტომობილების რაოდენობა დღითიდღე იზრდება“,  - აღნიშნავს „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ ხელმძღვანელი, ვასო ურუშაძე.

 როგორ ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის  მონიტორინგი თბილისში:

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სახელმწიფო მონიტორინგის წარმოებაზე, ქვეყნის მასშტაბით, პასუხისმგებელი ორგანო გარემოს ეროვნული სააგენტოა. ჰაერის სინჯებს ყველაზე დაბინძურებულ წერტილებში -  კვინიტაძის ქუჩაზე, წერეთლის გამზირზე და მოსკოვის პროსპექტზე დღეში 3-ჯერ, 10:00, 13:00 და 17:00 საათებზე იღებენ. პროცესი თავად 20-30 წუთს გრძელდება და დასამუშავებლად სააგენტოს ლაბორატორიაში იგზავნება.

ძირითადი დამაბინძურებლების გარდა, ოზონისა და ტყვიის შემცველობას 24-საათიან რეჟიმში ზომავს ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით ვაშლიჯვარში განთავსებული სადგური. მონაცემების მიღება ხდება 1 წუთის ინტერვალით. 2010 წელს აბასთუმანში, ტრანსსასაზღვრო დაბინძურების მონიტორინგის მიზნით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, განთავსდა კიდევ ერთი ავტომატური სადგური.


ნონა გაგნიაშვილი

წაკითხულია
14204
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

28 ივნისი 2018 | 07:25 ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. კოოპერატივი 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგ

21 ივნისი 2018 | 18:17 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

კოოპერატივი “ქულბაქი” ცაგერის რაიონის, სოფელ ქულბაქში არსებული სათევზე მეურნეობაა სადაც ძირითადად კალმახი იწარმოება. კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა და მასში ხუთი ადგილობრივია გაწევრიანებული. კოოპერატივის ჩამოყალიბებამდე წევრებს თევზაობის სიყვარული აერთიანე

06 ივნისი 2018 | 18:51 ვრცლად
ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში 4 წლიანი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება.

14 მაისი 2018 | 18:35 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner