banner
25 სექტემბერი 2015 | 16:25 სოფლის მეურნეობა

ევროკავშირი საქართველოსთან თაფლის საექსპორტო კვოტის გაზრდაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

ევროკავშირი საქართველოსთან თაფლის საექსპორტო კვოტის გაზრდაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აცხადებს, რომ 2016 წლის თებერვლიდან ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით გავა და იქღირსეულ ადგილსაც დაიკავებს. კომპანია „ბრეტის“ ხელმძღვანელი და მეფუტკრეთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპაშვილი მინისტრის პროგნოზს არარეალურად მიიჩნევს. კეპაშვილი ამბობს, რომ ვერც მეწარმეები და ვერც სახელმწიფო სტრუქტურები თებერვალშითაფლის ევროკავშირში ექსპორტისთვის მზად ვერ იქნებიან.

DCFTA და თაფლის წლიური კვოტა

"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში ჩვენ გამოგვიყვეს კვოტა და შეგვიძლია 1 500 ტონის შეტანა. ახლა საუბარია ამ კვოტის გაზრდაზე", - აცხადებს www.eugeorgia.info-სთან საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ომარ კაჭარავა.

საქართველო წელიწადში დაახლოებით 4000 ტონა თაფლს აწარმოებს. დარგის ექსპერტთა მოსაზრებით, საქართველოს ბევრად მეტი თაფლის წარმოება  შეუძლია. მეფუტკრეთა გილდიის ინფორმაციით, მეფუტკრეობას საქართველოში 50 000-ზე მეტი ადამიანი მისდევს. მათი 99,6% მოყვარულია, არ აქვს პროფესიული განათლება და საფუტკრეში მხოლოდ 20-30 ოჯახი ჰყავს.  

ადგილობრივი თაფლის  დიდი წილი ქვეყნის შიდა ბაზარზე იყიდება. ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 17 ტონა თაფლი ( 116 700 აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტზე 2013 წელს გავიდა. გასულ წელს მეფუტკრეებმა საქართველოს ფარგლებს გარეთ 5,4 ტონა ( 54 200 აშშ დოლარის ღირებულების) თაფლი გაიტანეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად თაფლზე მოთხოვნა 6%-ით იზრდება. ევროპელი მომხმარებელი თაფლს შაქრის მაგივრად, ბუნებრივ დამატკბობელად ხმარობს. თუ ადრე თაფლი დელიკატესად მიიჩნეოდა, ამჟამად ის უკვე ჩვეულებრივი საკვების კატეგორიაში გადის.ევროკავშირს თაფლის ადგილობრივი მოხმარების 55%, დაახლოებით 150 000 ტონა თაფლი, სხვა ქვეყნებიდან შეაქვს.

ევროკავშირის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ  ღვინისა და თხილის შემდეგ ევროპის ბაზარზე შესვლის ყველაზე დიდი შანსი ქართულ თაფლს და  თევზს აქვს. ამ ეტაპზე ევროკავშირი თაფლის სექტორში არსებულ მდგომარეობას სწავლობს. მოწმდება, რამდენად შეესაბამება ამ სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობას,  სხვადასხვა სავაჭრო ქსელიდან აღებული თაფლის სინჯები კი ლაბორატორიულ შემოწმებაზე რიგაში იგზავნება.  

ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორები

ქართული თაფლი ბოლო წლების განმვლობაში ექსპორტზე ძირითადად ლიბიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ერაყსა და ლიბანში გადის. გასულ წელს ამ ქვეყნებს ჩინეთისა და კორეის რესპუბლიკის სახით ახალი საექსპორტო მიმართულებები დაემატა. შარშან ჩინეთში 0,3 ტონა, ხოლო კორეის რესპუბლიკაში 0,1 ტონა თაფლი გავიდა. ექსპორტზე თაფლი ძირითადად შპს "ფუტკარას" გააქვს. 

როგორც მეფუტკრეები ამბობენ, საქართველოს მთავარი უპირატესობა წაბლის თაფლია. მასზე დიდი მოთხოვნაა აზერბაიჯანში, თურქეთსა და საბერძნეთში. ამ ქვეყნებში წაბლის თაფლი ძირითადად, სამგზავრო ავტობუსებით, მცირე ზომის ჭურჭელით, პრაქტიკულად,კონტრაბანდულად გადააქვთ. ამ ქვეყნებში 1 კგ წაბლის თაფლი დაახლოებით 30 დოლარი ღირს. არანაკლები საექსპორტო პოტენციალი აქვს ფუტკრის რძეს, შხამს, ცვილს, ჭეოსდა დინდგელს.

როგორც "ფუტკარაში" ამბობენ, ქართული თაფლით ევროპელი დისტრიბუტორები და იმპორტიორებიც დაინტერესდნენ, მაგრამ მათ შემოთავაზებას თან ერთი მოთხოვნა ახლდა: თაფლი აუცილებლად მონოფლორული, ანუ ერთი სახეობის მცენარისგან უნდა იყოსმიღებული.საქართველოში კი ძირითადად პოლიფლორული - რამდენიმე სახეობის მცენარის ყვავილისგან მიღებული თაფლი იყიდება. გარდა ამისა, ევროპელი დისტრიბუტორები თაფლის დიდი პარტიის  - მინიმუმ 20 ტონის მიწოდებას ითხოვენ. ასეთი ოდენობის მონოფლორული თაფლის წარმოება კი ამ ეტაპზე არცერთ მეფუტკრეს არ შეუძლია.

დემურ დარსანია მეფუტკრეობას ბავშვობიდან მისდევს. მისი თაფლი რიგაში, "ბიორის" ლაბორატორიაში შემოწმებაზე 2013 წელსაც გაიგზავნა და 2014 წელსაც. პესტიციდების და ანტიბიოტიკების ნარჩენები თაფლში არც ერთ ჯერზე არ აღმოჩნდა. დარსანია ამბობს, რომ 10 წელზე მეტია  საფუტკრეში ანტიბიოტიკებს და ქიმიურ პრეპარატებს აღარ იყენებს, ფუტკარი კი სამთაბაროდ ტრასიდან შორს, ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში მიჰყავს. მეფუტკრე წელიწადში სამ ტონამდე სამი სხვადასხვა სახის თაფლს იღებს - წაბლის, გაზაფხულის და შემოდგომის თაფლს. 1 კგ თაფლს ადგილზე 20 ლარად ყიდის. იმისთვის, რომ თაფლის წარმოება გაზარდოს, ახლა  მეფუტკრეობის კოოპერატივს - "კოდორი 2015-ს" აყალიბებს. კოოპერატივში ამჟამად ფუტკრის 230 ოჯახი ჰყავთ.

"მეფუტკრეობაში ყველაზე დიდი პრობლემა პროდუქციის რეალიზაციაა. ერთბაშად, დიდი რაოდენობის თაფლი ადგილობრივ ბაზარზე არასოდეს იყიდება. მოსახლეობას უჭირს და თაფლს ვერ ყიდულობს. თვეში მაქსიმუმ 100 კგ თაფლი გავყიდოთ. შესაბამისად, ვერც შემოსავლების შეგროვებას ვახერხებთ - მეურნეობის გადაიარაღებისთვის საჭირო თანხა არასოდეს გვქვს. გასულ წელს ჩვენგან 1,5 ტონა წაბლის თაფლი საუდის არაბეთში გაიტანეს. წელსაც აპირებდენ გატანას, მაგრამ ჯერ არ გამოჩენილან. კოოპერატივი მოგვცემს განვითარების და პროდუქციის გაზრდის საშუალებას. ჩვენი მიზანია  ბიო თაფლის წარმოება და მისი ევროპაში გატანა."

მეფუტკრეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული თაფლის ევროპაში შეტანას ხელი, შესაძლოა, მისმა სიძვირემაც შეუშალოს. ამჟამად საქართველოში წარმოებული კილოგრამი თაფლი ადგილობრივ ბაზარზე 10-25 ლარად იყიდება. ევროკავშირში 1 კგ არგენტინული თაფლი დაახლოებით 3 ევრო ღირს და ის ქართულ თაფლზე გაცილებით იაფი გამოდის. იგივე ფასი აქვს მექსიკურ და ავსტრალიურ თაფლსაც. კიდევ უფრო იაფი, დაახლოებით 2 ევრო ღირს ჩინური თაფლი.

დარგის სპეციალისტთა განცხადებით, მთავრობის მხრიდან ხელშეწყობისშემთხვევაში ევროპის ბაზარზე ადგილი შესაძლოა, ძვირადღირებული, მაგრამ გამორჩეული საგემოვნო თვისებების მქონე  ქართული თაფლისთვისაც მოიძებნოს. მაგრამ, ამისთვის ქართულმა თაფლმა ევროკავშირის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

ევროკავშირს თაფლის ხარისხთან დაკავშირებით მკაცრი მოთხოვნები აქვს. ამ მოთხოვნებიდან ყველაზე მთავარი თაფლში ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენების დადგენაა. გარდა ამისა, მკაცრად არის გაწერილი თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვები რაოდენობები და საერთოდ აკრძალული ნივთიერებები. დღემდე საქართველოში თაფლს ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენებზე ვერცერთი ლაბორატორია ვერ ამოწმებდა.

მეფუტკრეთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარე ევროკავშირში თაფლის ექსპორტის ხელისშემშლელი ფაქტორებიდან რამდენიმე მთავარ მიზეზს გამოყოფს: "ევროკავშირში სასურსათო თაფლი უნდა გავიდეს. ასეთ თაფლს უნდა ჰქონდეს სასაქონლო სახე, უნდა იყოს ერთგვაროვანი: ჰქონდეს ერთნაირი ფერი, გემო და  სუნი. უნდა იყოს დაფასოებული და ჰქონდეს ეტიკეტი. სასურსათო თაფლი ჩვენ თებერვალში არ გვექნება.

2012 წლიდან საქართველოში თაფლის ხარისხობრივი მონიტორინგი ტარდება. ლაბორატორიული კვლევისთვის თაფლის სინჯები ლატვიაში, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში იგზავნება. 2013 წელს ამ ლაბორატორიაში თაფლის 42 ნიმუში გაიგზავნა. აქედან 17 სინჯში ანტიბიოტიკების ნარჩენები აღმოჩნდა. ამავე ლაბორატორიაში 2014 წელს გაგზავნილი 103 სინჯიდან 32 ნიმუში ისევ ანტიბიოტიკების ნარჩენებით იყო დაბინძურებული. ასეთი შედეგებით ევროკავშირში თაფლს არავინ შეგვატანინებს.  103 სინჯიდან შეიძლება დაბინძურებული იყოს 2-3 ნიმუში, მაგრამ არა 50 და 30.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ ანტიბიოტიკების და პესტიციდების ნარჩენებზე თაფლის კვლევა ყველა ნორმის და წესის დაცვით რომ ჩაატაროს და ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი ევროკავშირმა აღიაროს, კიდევ მინიმუმ 9 თვეა საჭირო.

გარდა ამისა, საჭიროა კიდევ ერთი პროცედურა. ევროკავშირმა საქართველო უნდა შეიყვანოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც ევროკავშირში თაფლის ექსპორტის  უფლება აქვთ", - ამბობს კეპაშვილი.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ლაბორატორია


ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისთვის ერვოკავშირმა  1 მლნ ევრო გამოყო. ეს თანხა ძირითადად აპარატურის შეძენას მოხმარდა. მათ შორის არის ის აპარატურაც, რომელიც თაფლის შესამოწმებლადაა საჭირო. "აპარატურა უკვე დამონტაჟებულია, ანტიბიოტიკების ნარჩენებზე კვლევა  კი დანერგილი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეობის კოოპერატივებს თაფლის ერთ სინჯზე ამ კვლევას 2015 წლის 31 დეკემბრამდე უფასოდ ჩავუტარებთ. კვლევის ფასი ლარის კურსზეა დამოკიდებული, რადგან ამ გამოცდისთვის საჭირო არცერთი რეაქტივი საქართველოში არ იწარმოება. კვლევის თვითღირებულება რამდენიმე თვის წინ შეძენილი მასალებით 250 ლარია. ხაზი მინდა გავუსვა, ეს თვითღირებულებაა და არა ფასი. იმ სირთულის კვლევისთვის, როგორიც თაფლის ანტიბიოტიკების ნარჩენებზე შემოწმებაა, წარმოუდგენელი ფასი ნამდვილად არ არის. პესტიციდების ნარჩენებზე კვლევებს ახალ  წლამდე დავნერგავთ. ახლა ვალიდაციის ( სიზუსტის შემოწების) პროცესი მიმდინარეობს. ვალიდაციის დასრუელების შემდეგ  მივიღებთ აკრედიტაციას. გამოცდის საფუძველზე ჩვენი  ლაბორატორია გასცემს ლაბორატორიული გამოცდის ოქმს, ჩვენს მიერ გაცემული საგამოცდო ოქმის საფუძველზე კი სერტიფიკატს გასცემს სხვა ორგანო",  - ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი, ლალი მაძღარაშვილი.

 ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოება

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე მიიღო "ტექნიკური რეგლამენტი თაფლის შესახებ" - დოკუმენტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ნატურალური თაფლის მიმართ და ბიზნესოპერატორებს, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსა და მომხმარებელთა შორის არსებულ  ურთიერთობებს აწესრიგებს

"არსებობს კიდევ რამდენიმე რეგულაცია, რომელიც თაფლთან მიმართებაში ევროკავშირს აქვს. ეს რეგულაციები გათვალისწინებული გვქონდა როგორც 2015, ისე 2016 წლის გეგმაში. იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ თაფლის ექსპორტის დაჩქარებას,  2016 წლის გეგმით გათვალისწინებული საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მიღება 2015 წელს გადავწყვიტეთ. მომზადდა რამდენიმე პროექტი.  შემუშავდა სერტიფიკატის ფორმა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირმა საექსპორტო თაფლი მიიღოს. სერტიფიკატის გაცემის უფლება კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აქვს.  გარდა ამისა, მომზადებულია პროექტი მიკრობიოლოგიურ პარამეტრებთან და ნარჩენ ნივთიერებებთან  დაკავშირებით. რჩება ცხოველური წარმოშობის სურსათთან დაკავშირებული რამდენიმე ნორმატიული აქტი, რომლებსაც  წლის ბოლომდე მივიღებთ. 2015 წლის ბოლომდე საკანონმდებლო კუთხით ყველა ვალდებულება შესრულდება", - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა შუბლაძე,  - "რაც შეეხება ჟურნალში, ანუ  მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში საქართველოს შეყვანას, საიდანაც დაშვებულია ევროკავშირში გარკვეული ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტი, ამას გარკვეული პროცედურა სჭირდება. ევროკავშირი ამოწმებს ცხოველური სურსათის ექსპორტის სურვილის მქონე ქვეყნის საკანონმდებლო ბაზას და  კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისთვის სახელმწიფო სისტემის მზაობას. ამის შემდეგ წყვეტს, შეიყვანოს თუ არა ნუსხაში ეს ქვეყანა. საქართველოში უკვე იყო ჩამოსული რამდენიმე მისია, რომელიც  თაფლის და თევზის სექტორში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა. გამოგვიგზავნეს ანგარიში და მივიღეთ რეკომენდაციებიც, რომელთა შესრულებაც აუციელებელი იყო. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მოვამზადეთ ყველა პროექტი".

მეფუტკრეობის განვითარების სამთავრობო პროგრამა

მეფუტკრეობის განვითარების მიზნით მთავრობამ 2015 წლის სექტემბრიდან მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 700 000 ლარია გამოყოფილი. პროგრამას სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო  კოოპერატივებს მათ საკუთრებაში  არსებული სკების იდენტური რაოდენობის ( არაუმეტეს 100 ცალისა) სკების ღირებულების 70%-ს დაუფინანსებს. ბენეფიციარები მიიღებენ უფასო კონსულტაციას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" თაობაზე. გარდა ამისა, ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში მონაწილეს უფლება აქვს, მის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში 2015 წლის 31 დეკებრამდე უსასყიდლოდ შეამოწმოს.

 

წაკითხულია
3974
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner