ევროკავშირში მწვანილზე ყველაზე დიდი მოთხოვნა სექტემბრიდან მაისამდეა
ქართული მწვანილის უპირატესობა და ევროპული პერსპექტივა
იმერეთში ახლა მწვანილის სეზონია, ქართული მწვანილის ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე - რუსეთსა და უკრაინაში კი კვლავ ცუდი პოლიტიკური და ეკონომიკური ამინდი. ფერმერი ბადრი კილაძე, რომელსაცმე-8 წელია წყალტუბოს რაიონში, 3 000 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ სათბურში სალათი, კამა, ოხრახუში და ქინძი მოჰყავს, ამბობს, რომ ფერმერებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი სტაბილურ ბაზარზე, მაგალითად ევროკავშირში გასვლა იქნებოდა, მითუმეტეს, რომ კონკრეტული შემოთავაზებაც აქვთ - ევროპა მზადაა საქართველოში მოყვანილი, ხარისხიანი რუკოლას დიდი პარტია იყიდოს. ქართული მწვანილის პირველი, საცდელი პარტია ჰოლანდიაში ნოემბრის ბოლოს წავა. მაგრამ, იმისთვის, რომ საქაქართველოში მოყვანილმა მწვანილმა ევროკავშირის ბაზარზე ადგილი დაიმკვიდროს, ჯერ კიდევ ბევრი ბარიერია გადასალახი.
“მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და რუბლის და გრივნას გაუფასურების გამო რუსეთსა და უკრაინაში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი დაეცა. საშუამავლო და დისტრიბუტორმა კომპანიებმა ჩვენს ფერმერებს შემოუთვალეს, რომ ამ სეზონზე რუსეთში მწვანილის გატანაზე არც იფიქრონ. ძალიანრთულია, რუსეთთან მიმართებაში რაიმე გეგმაზე ისაუბრო - არასოდეს იცი, რა მოხდება, მწვანილსან სხვა ნებისმიერ პროდუქტს რა ფასი ექნება. გამოსავალი სტაბილურ ბაზარზე, მაგალითად ევროკავშირში გასვლა იქნებოდა. ნოემბრის ბოლოს ჰოლანდიაში ქართული მწვანილის პირველი, საცდელი პარტია გავა. ეს მწვანილის ძალიან მცირე რაოდენობა იქნება, რაც ჩვენთვის ზღვაში წვეთია. ევროკავშირის ბაზარზე გასვლა მიუღწეველი ოცნება არ არის, მაგრამ ამისთვის ჯერ ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლიც და გასაკეთებელიც.”
ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" ინფორმაციით, იმერეთის 1000-მდე სასათბურე მეურნეობაში 550 მცირე მეწარმეს და 10 მსხვილ კომპანიას წელიწადში დაახლეობით 25 000 ტონამდე მწვანილი მოჰყავს. ქართული მწვანილი ექსპორტზე ძირითადად უკრაინაში, ბელარუსში, აზერბაიჯანში, ლატვიაში, ბულგარეთსა და მოლდოვაში გადის.
500 მლნ მომხმარებლით ევროკავშირი მწვანილი სერთ-ერთი დიდი მომხმარებელია. eurostat-ის ინფორმაციით, 2013 წელს ევროკავშირში 1.8 მლრდ ევროს ღირებულების, 520 000 ტონა მწვანილი და სუნელები შევიდა. 2009-2013 წლებში იმპორტი სმოცულობა ყოველწლურად 4,3%-ით, ფასი კი 8,3% იზრდებოდა.
ევროკავშირში მწვანილის ყველაზე დიდი მიმწოდებელი ჩინეთია, შემდეგ მოდის ინდოეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, ბრაზილია და პერუ. ჩინეთს ევროკავშირში ძირითადად წიწაკა და ჯანჯაფილი შეაქვს, ვიეტნამს - პილპილი.
როგორ ცკვლევებმა აჩვენა, ევროკავშირში მწვანილის იმპორტი ეკონომიკური კრიზისის დროსაც იზრდებოდა, თანაც პროდუქტებზე ფასების შემცირების გარეშე. eurostat-ის პროგნოზით, ევროკავშირის ბაზარზე მწვანილზე მოთხოვნ ამომავალშიც გაიზრდება, რაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მწარმოებლებს ევროპის ბაზარზე შესვლის კარგ შანსს აძლევს.
მაგრამ, იმისთვის, რომ ქართული ბოსტნეული და ხილი ევროკავშირის ქვეყნების სუპერმარკეტების და მსხვილი სავაჭრო ქსელის დახლებზე მოხვდეს, მეწარმეს მეურნეობაში GLOBAL GAP-ის სტანდარტი უნდა ჰქონდეს დანერგილი.
GLOBAL GAP სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტია. სტანდარტი მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და აკვაპროდუქტის წარმოების სრულ ციკლს - ადგილის შერჩევიდან და ნიადაგის დამუშავებიდან დაწყებული, პროდუქტის დამზადებით, დაფასოებითა და შეფუთვით დამთავრებული. თუ მეურნეობა GLOBAL GAP-ის სტანდარტებს აკმაყოფილებს, ეს ევროპელი მომხმარებლისთვის ნიშნავს იმას, რომ კვების პროდუქტების წარმოება მართლზომიერად ხდება, საზიანო ეკოლოგიური გავლენა და ქიმიკატების გამოყენება კი მინიმუმამდეა დაყვანილი.
GLOBAL GAP-ისსტანდარტიაქვს შპსპ "ჰერბიას", რომელსაც სასათბურე კომპლექსი წყალტუბოს რაიონში აქვს მოწყობილი. "ჰერბიას" პროდუქცია მაღალი ხარისხისაც არის და მოთხოვნადიც, მაგრამ ამ ეტაპზე ევროკავშირი სბაზარზე შეზღუდულად - მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ბულგარეთში შედის, ისიც მცირე რაოდენობით. ევროპული მარკეტები ბოსტნეულის დიდი და გარანტირებული მოცულობების სტაბილურ მიწოდებას ითხოვენ, ჰერბია" კი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
"ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" ინიციატივით, მწვანილის წარმოების დარგში არსებული მდგომარეობა ჰოლანდიურმა კომპანიამ - "bilancia" შეისწავლა. კომპანიამ უკვე მოამზადა პირველადი სამოქმედო გეგმა.
"bilancia-ს”დასკვნით, ქართული მწვანილის ხარისხი კარგია და სასათბურე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და სათანადო მოვლის შემთხვევაში, წარმოების მოცულობის 50%-ით გაზრდაც შეიძლება. ჰოლანდიური კომპანიის რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ ფერმერებმა კოოპერატივი დააფუძნონ. ეს შეამცირებს ახალი ტექნოლოგიების და GLOBAL GAP-ის სტანდარტის დანერგვის ხარჯებს ( ამ სტანდარტის დანერგვა 50 000 ევრო ღირს) და წარმოების მოცულობასაც გაზრდის.
კოოპერატივი “ქართული მწვანილი”
ქართველმა ფერმერებმა ჰოლანდიელი სპეციალისტების რეკომენდაცია გაითვალისწინეს და კოოპერატივი - “ქართული მწვანილი” დააფუძნეს. კოოპერატივში 11 მეპაიეა გაერთიანებული, მათ შორის არის “ჰერბიაც” და ბადრი კილაძეც.
“ამ კოოპერატივში დიდი სათბურების მფლობელები გავერთიანდით. საერთო ფართობი 15 ჰექტარია. წელს სავარაუდოდ, 500-600 ტონა მოსავალს მივიღებთ. მწვანილს ევროკავშირში წელს ვერ გავიტანთ, რადგან GLOBAL GAP-ისსტანდარტი ჩვენს შორის მხოლოდ “ჰერბიას” აქვს. სტანდარტი ყველამ რომ დანერგოს, ამას დიდი დრო და ფული სჭირდება. GLOBAL GAP-ის სერტიფიკატის გარდა საჭიროა ისეთი საკონსულატციო კომპანიის მოწვევაც, რომელიც ხარისხიანი ბოსტნეულის მოყვანას გვასწავლის და პარალელურად, ევროპის ბაზარზე გასვლაშიც მოგვეხმარება. ამ ყველაფრისთვის ფულია საჭირო და თან არც თუ ცოტა. ამხელა თანხას ფერმერები ვერ გადაიხდიან. რადგან კოოპერატივი უკვე დარეგისტრირდა, ახლა დავიწყებთ ამ თანხების და დონორი ორგანიზაციების მოძიებას. ამ ეტაპზე ევროკავშირიდან გვაქვს ერთი კონკრეტული შემოთავაზება - თუ ხარისხიან რუკოლას მოვიყვანთ, მას ჩვენგან აუცილებლად იყიდიან. ეს ჩვენთვის ახალი კულტურაა. ვცადეთ და ვერ მოვიყვანეთ ისეთი ხარისხის, როგორსაც ევროკავშირი ითხოვს. ამიტომ არის საჭირო კონსულტაციისთვის სპეციალისტ-აგრონომის ჩამოყვანა,” - ამბობს კილაძე.
რუკოლა
რუკოლა ჯვაროსანთა ოჯახის წევრია. ის დაახლოებით 50 სმ-ის სიმაღლის მცენარეა. აქვს მწვანე ფოთლები და პატარა თეთრი ყვავილები. საკვებად გამოიყენება მისი ფოთლები. რუკოლა მდიდარია ფოლიუმის მჟავით და A, B, C, E და K ვიტამინებით. გარდა ამისა, შეიცავს რკინას და სპილენძს. დაბალკალორიული ბოსტნეულია - 100 გრამი რუკოლა მხოლოდ 25 კკალორიაა. ამიტომ ის ხშირად გამოიყენება დიეტური კვების დროს. საკვებად გამოიყენება როგორც უმი, ისე მოხარშული სახით. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ის სალათების უცვლელი ინგრედიენტია. ძალიან პოპულარულია იტალიასა და საფრანგეთში. რუკოლა მოდის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, ეგვიპტესა და თურქეთში.
რუკოლა მოჰყავს სამტრედიაში კომპანია Imereti Greenery-ს.
Imereti Greenery
Imereti Greenery ქართულ-ჰოლანდიური ინვესტიციით შექმნილი სათბურია. ის ჰოლანდიის მთავრობის გრანტით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით არის შექმნილი.სათბურში დაახლოებით 5 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული. სათბური 4000 კვ.მ-ზეა მოწყობილი, მეურნეობა ბოსტნეულის მოყვანისთვის ბუნებრივ, გეოთერმულ წყალს და ჰიდროფონულ სისტემას იყენებს. ჰიდროფონული სისტემის პირობებში ბოსტნეული მიწის გარეშე იზრდება.
თანამედროვე სასათბურე მეურნეობები უკვე წლებია, ჰიდროფონულ სისტემებს იყენებენ: ასეთი სათბურების გამოყენებით იზოგებ ამიწა, პროდუქტი კი დაცულია მწერებისა და არასასურველი ბუნებრივი მოვლენებისგან და აღარც სასუქის და ქიმიური პრეპარატების ინტენსიური გამოყენებაა საჭირო.
Imereti Greenery-ს სათბურში რამდენიმე სახის სალათი მოჰყავს. “ჩვენს სათბურში მოყვანილი სალათის ფურცლები „კარფურში" იყიდება. 100 გრ 75 თეთრი ღირს. პროდუქციას ვაწვდით სასტუმროებს: „შერატონს", „რედისონს", „ჰილტონს" და დიდი რესტორნებს. ექსპორტზე გასვლა ჩვენი მიზანი არ ყოფილა. გვინდოდა იმპორტული პროდუქციის ნაწილობრივ ჩანაცვლება და ეს შევძელით კიდეც. საქართველოში აქამდე თურქეთში მოყვანილი სალათის ფურცლები იყიდებოდა. სათბურში რუკოლაც მოგვყავს. ის სასტუმროები და რესტორნები, სადაც უცხოელი შეფ-მზარეულები მუშაობენ, რუკოლას ყოველთვის გვიკვეთავენ. 1კგ რუკოლა 10 ლარი ღირს,” - ამბობს www.eugeorgia.info- სთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელი, დავით ჩხეიძე.
ქართული მწვანილის ევროპული პერსპექტივა
"bilancia" გვირჩევს, რომ აქცენტი გავაკეთოთ მწვანილის წარმოებაში ორგანული სასუქის გამოყენებაზე - ეს იმერეთში მოყვანილი მწვანილის უპირატესობა იქნება და ეს ასპექტი ქართული მწვანილის მარკეტინგშიც აქტიურად უნდა გამოვიყენოთ.
ჩვენ კომენტარისთვის "bilancia-ს" გენერალურ დირექტორს, იან ვრინსს დავუკავშირდით. "ამჟამად თქვენ დამოკიდებული ხართ რუსეთის ბაზარზე, მაგრამ ამავე დროს გაქვთ შანსი, რომ შეხვიდეთ სხვა ბაზრებზე, მაგალითად ევროპაში. რა თქმა უნდა, ქართული მწვანილისთვის არის ადგილი ევროპის ბაზარზე. თუმცა, ევროკავშირის ბაზარზე შესვლის პროცესს ძალიან ფრთხილი ორგანიზება სჭირდება. თქვენ ვერ გაიტანთ ბოსტნეულს და მწვანილს ევროპაში, თუ მის მომყვან ორგანიზაციას მეურნეობაში GLOBAL GAP-ის სტანდარტი არ ექნება დანერგილი. როცა მათ ექნებათ GLOBAL GAP-ის სერტიფიკატი, ევროპის ბაზარზე გასვლის შანსიც გაიზრდება. მეორე მთავარი პირობაა ის, რომ მწვანილი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა და მაღალი ხარისხის.
როცა გვინდა ევროპის ბაზარზე შესვლა, აუცილებლად უნდა დავიწყოთ საცდელი პარტიებით და შემდეგ ვიფიქროთ ბაზრის გაფართოებაზე. ქართული მწვანილი მოდის წელიწადის ძალიან კარგ დროს: სექტემბრიდან მაისამდე. ეს სწორედ ის დროა, როდესაც ევროპას მწვანილი სჭირდება. მე გამოვკითხე რამდენიმე ჰოლანდიური კომპანია, თუ იყიდიდნენ ქართულ მწვანილს და მათ ასეთი სურვილი გამოთქვეს. ერთ-ერთ მათგანს სურს, რომ ყოველკვირეულად შეიძინოს: 1500-2000 კგ პიტნა, 500 კგ ოხრახუში, 300 კგ ქინძი, 200 კგ როზმარი, 200 კგ ქონდარი და დიდი რაოდენობით რუკოლა.
რა უნდა გაკეთდეს? აუცილებელია ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის მზადების დაწყება! ერთ-ერთ მეწარმეს იმერეთში აქვს GLOBAL GAP-ის სერტიფიკატი. მას შეუძლია ექსპორტი დაიწყოს, "bilancia" კი პარალელურად ამ სერტიფიკატის აღებაში სხვა მეწარმეებს დაეხმარება. შედეგად, მომავალ წელს ევროპის ბაზარზე მწვანილის ექსპორტის შანსი მათაც ექნებათ. ეს გამოწვევაა! პირველ წელს ჩვენ უნდა დავარწმუნოთ პოტენციური მყიდველები, რომ მათ ქართული მწვანილი იყიდონ.
საქართველოს აქვს ბაღჩეულის მოყვანის ისტორია და გამოცდილება. თუმცა, 20 წლის წინ თქვენმა ფერმერებმა შეწყვიტეს განვითარება. საქართველოში კარგი კლიმატი და წყალია და ბევრი მწვანილი მოდის. ეს არის საქართველოს უპირატესობა. აუცილებელია, რომ მწვანილი ზამთარშიც მოგყავდეთ. ახლა საჭიროა არა მხოლოდ საუბარი, არამედ საქმის დაწყება და აქტიურობა."
იან ვრინსი ქართველ ფერმერებს კიდევ ერთი ფაქტორის გათვალისწინებას ურჩევს: როცა ევროპულ კომპანიას მწვანილის ყიდვა უნდა, ფასში, რომელსაც მყიდველი ასახელებს, შედის ტრანსპორტირების და პროდუქციის მყიდველის მიერ დასახელებულ ადგილამდე ჩატანის ღირებულებაც. ამდენად, აუცილებელია მწვანილის საქართველოდან ევროპის ქვეყნებში კონდიცირებული ტრანსპორტით გადატანის ჭკვიანური დაგეგმვა.
მწვანილი და მისი ტრანსპორტირება
შპს "ნერგეტას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და განვითარების დირექტორი, კონსტანტინე ვეკუა ქართული პროდუქციის ევროკავშირში ტრანსპორტირების სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას: " ჩვენ დავინტერესედით ამ საკითხით და ბევრი დეატლი გავარკვიეთ. მწვანილი უნდა იყოს შეფუთული და მუყაოს ყუთებში დაფასოებული. ჰოლანდიაში მის ჩატანას სახმელეთო გზით ერთი კვირა სჭირდება. ეს დიდი დროა. გარდა ამისა, ხშირად კატეგორიულად ითხოვენ, რომ პროდუქცია ადგილზე თვითმფრინავით ჩავიტანოთ. საქართველოში ასეთი ტვირთის გადატანაზე სპეციალიზებული ავიაკომპანია არ არსებობს. "აირზენასთან" გვქონდა საუბარი და 1 კგ მწვანილის გადატანაში 3 ევრო მოითხოვეს. ეს ძალიან ძვირი ფასია და პროდუქციის საბოლოო ღირებულებასაც ძალიან აძვირებს. ევროპის ბევრი სავაჭრო ქსელი ბოსტნეულით ისრაელიდან და კენიიდან მარაგდება. ამ ქვეყნებიდან ევროპის ქვეყნებში სპეციალიზებული სატვირთო თვითმფრიანვები დაფრინავენ. ასეთი მომსახურება საქართველოშიც უნდა იყოს."
მწვანილის ფასი
ინდუსტრიული განვითრების ჯგუფის ინფორმაციით, ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შემთხვევაში ქართული მწვანილი ევროპის ბაზრის 0,2%-ს დაიკავებს. 1 კგ ქართული მწვანილის მინიმალური ფასი კი 2-3, მაქსიმალური კი 6 ევრო იქნება. ამ ეტაპზე საუბარია ოხრახუშის, კამას, ქინძის და რუკოლას წარმოებაზე.
ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" პროექტის მენეჯერი, პაატა ჭარაქაშვილი აცხადებს, რომ კოოპერატივ "ქართულ მწვანილს" ფინანსების მოზიდვაში "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფიც" დაეხმარება. ჯგუფი დაეხმარება მათ ჰოლანდიიდან კონსულტაციის მიზნით აგრონომების ჩამოყვანის საქმეშიც. ასეთი თხოვნით მათ ჰოლანდიის მთავრობას უკვე მიმართეს.