banner
13 ოქტომბერი 2015 | 12:38 ეკონომიკა

"გაზპრომი" ევროპაში შერყეული პოზიციების გამყარებას საქართველოს მეშვეობით ცდილობს

"გაზპრომი" ევროპაში შერყეული პოზიციების გამყარებას საქართველოს მეშვეობით ცდილობს

აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვარმწუნებდა, რომ “აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობა და მეგობრობა, რაც მთავარია. არავითარ დივერსიფიკაციაზე, აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, ეს არის სრული აბსურდი, და  არ შეესაბამება სიმართლეს". უშუალოდ ვიზიტის დღის შესახებ კი აზერბაიჯანული სააგენტო "ჰაქინი" წერდა, რომ "ვიზიტი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიამაც კი, ინფორმაცია ვიზიტის შესახებ მხოლოდ მაშინ გაავრცელა, როცა პრემიერის თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა". – აზერბაიჯანული სააგენტოს  ეს შეფასება  სავარაუდოდ გამოხატავს მდგომარეობას რომელშიც  აღმოჩნდა საქართველოს პრემიერი გაზპრომთან გასაიდუმლოებული მოლაპარაკებების გახმაურების შემდეგ.  კონკრეტულად რაზე ისაუბრეს და საბოლოოდ რას შეპირდა ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრამ  აზერბაიჯანი დროებით დაამშვიდა.

უშუალოდ მოლაპარაკებებში  მონაწილე პირებს  მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებიათ, მაგრამ შეხვედრის დამთავრების შემდეგ “სოკარ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა რადიკალურად შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ სოკარი მზად არის კონკურენციისთვის --" ეს თავისუფალი ბაზარია და აქ სხვა კომპანიების გამოჩენა   კონკურენციის დონეს და მომსახურების ხარისხს ზრდის. თუ საქართველო გადაწყვეტს რუსეთიდან მეტი გაზი მიიღოს, შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით მოვერგოთ ახალ პირობებს, უფრო განვვითარდებით. და მთლიანობაში  კონკურენციისთვის მზად ვართ.”

რა ფასით აპირებს გაზპრომთან კონკურენციას სოკარი უცნობია, თუმცა თუ “Sberbank Investment Research”-ის წარმომადგენლის ვალერი ნესტეროვის შეფასებას დავუჯერებთ, რუსული გიგანტის დამარცხება მისთვის იოლი არ იქნება. რუსი ანალიტიკოსის შეფასებით, “გაზპრომისათვის” ძველ, დაკარგულ ქართულ ბაზარზე დაბრუნება უფრო მთელ მსოფლიოში შელახული იმიჯის  აღდგენის საკითხია და კომერციული გაზის ასეთ მცირე ბაზარზე ( 600 მლნ. კუბური მეტრი) თავიდან დიდ მოგებას არც ელიან. მით უფრო,  როცა რუსული “კომერსანტის” ინფორმაციით, პროფიციტის გამო "გაზპრომის" სავარაუდო საექსპორტო ფასი 2016-18 წლებში რეკორდულად დაბალ,  $162-$194-ნიშნულზე იმოძრავებს და ეს მაშინ, როცა 2014 წელს ის $351 იყო. სოკარი კომერციული გაზის ფასს არ აკონკრეტებს, თუმცა აქამდე მოქმედი ტარიფი სხვადასხვა მომხმარებლისთვის $190-დან $315-მდე მერყეობდა.

მანამდე ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი შაბათს, 10 ოქტობერს ბაქოში  სამუშაო ვიზიტით ჩავიდოდა, ორი დღით ადრე, მაჰირ  მამედოვი მათი ბიზნესის მიმართ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს არასწორ დამოკიდებულებაზე საუბრობდა და დაკისრებული 6,5 მილიონიანი ჯარიმის გაუქმებას ითხოვდა. მამედოვი ღიად მხოლოდ ერთ სამთავრო სტრუქტურას დაუპირისპირდა, მაგრამ სოკარის წამრომადგენელმა გარკვეული  მინიშნებაც გააკეთა: "არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს მიმართ ასეთი ბრალდებები შეკვეთილია... 2012 წლის არჩევნებში ახლანდელი ხელისუფლების გამარჯვების და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი ბევრი ეკონომიკური პროცესის საქმის კურსში არ იყვნენ, არ იცოდნენ მსხვილი კონტრაქტის დეტალები. მოკლე პერიოდში ჩვენ ბევრი შეხვედრა გავმართეთ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ხელისუფლებას არ აინტერესებდეს ისეთი მსხვილი ინვესტორი, როგორც სოკარია. როგორც ცნობილია, ჩვენ საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი და გადასახადის  გადამხდელები ვართ. ჩვენი საქმიანობის გაცნობის შემდეგ მთავრობის წუხილმა გაიარა. ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ, ვთვლი, რომ აქ დაინტერესებული მხარეების შეკვეთასთანაც გვაქვს საქმე."

შემკვეთებს მამედოვი არ ასახელებს, თუმცა პროცესებს ამგვრად  ხსნის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი გიგა ბედინეიშვილი:"უცნაური რაღაცეები ხდება, ქართული მთავრობა უფრო და უფრო ხშირად ელაპარაკება რუსული გაზის მომწოდებლებს. ვფიქრობ, რომ ამ სექტორში, აზერბაიჯანელი და ყაზახი ინვესტორების რუსული ინვესტიციით ჩანაცვლების მცდელობაა."

ექსპერტთა იმ ნაწილს, ვინც "გაზპრომის" სტრატეგიას ხანგრძლივად აკვირდება და იცის, რომ  სომხეთში გაზის ტრანზიტის ტექნიკური დეტალების გარკვევა სულ სხვა დონეზე წყდება და კალაძესთან მხოლოდ ამ თემაზე სასაუბროდ, მილერი ბრიუსელში არ ჩავიდოდა, ეჭვები, რომ ბაზრის ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს საქართველოს გაზის ბაზარზე მეორე უმსხვილესი  მოთამაშის-“ყაზტრანსგაზის” პროტესტმა კიდევ უფრო გაუღრმავა.

ექვსწლიანი  დავის  შემდეგ თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელის მფლობელმა კომპანიამ პირველად და კატეგორიულად მოითხოვა 130 მილიონიანი  ინვესტიციების სასწრაფოდ უკან დაბრუნება და ამ მიზნით,  ზუსტად იმ დღეს, როცა "სოკარმა" საქართველოს მთავრობას პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა, წინასაარბიტრაჟო დარეგულირების ინიცირება მოახდინა.  "ყაზტრანსგაზ-თბილისის"  წარმომადგენელმა სანჯარ შოკატაევმა თქვა, რომ  საარბიტრაჟო დავის წამოწყება საქართველოს მთავრობის პოზიციამ განაპირობა, რომელმაც ყაზახურ მხარეს  სხვა გზა არ დაუტოვა : " მაკვირვებს, რატომ გაუკვირდა კახი კალაძეს ჩვენი მოთხოვნა, მეექვსე წელია ინვესტორის უფლებები დარღვეულია და შედეგი არ ჩანს. ოთხი თვეა, ჩვენს წერილზე ფინანსთა სამინისტროსგან პასუხიც არ მიგვიღია. ოთხი თვეა, რაც ყველანაირი მოლაპარაკებები შეჩერებულია, ჩვენს ელჩსაც აღარ პასუხობენ.  ახლა მხოლოდ სამართლებრივი გზა დარჩა, პროცედურის მიხედვით ექვსთვიან პერიოდში ისინი ან ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებენ და კომპანიას დაგვიბრუნებენ ან დავა ავტომატურად საარბიტრაჟო სასამართლოში გადაინაცვლებს. "   უკავშირდება თუ არა, საკითხის გამწვავება საქართველოს მთავრობის მიერ "გაზპრომთან" მოლაპარაკებების დაწყებას? შოკატაევი აცხადებს, რომ მათ გარეშე კომპანიას ვერ გაასხვისებენ. თუ მთავრობის შუამდგომლობით "გაზპრომი"  130 მილიონ დოლარს ანუ თბილისის გაზგამანაწილებელ ქსელში ჩადებულ ინვესტიციას დაუბრუნებს, ისინი ამ წინადადებას აუცილებლად განიხილავენ.

კიდევ ერთი ვერსია, რაც "გაზპრომთან" შეხვედრის შესაძლო მიზეზი გახდა, ექსპერტ ლიანა ჯერვალიძეს ეკუთვნის. ის ვარაუდობს, რომ რუსეთი საქართველოზე გამავალი ორი სარეზერვო გაზსადენიდან უფრო დიდის (1200მმ) თურქეთამდე დაგრძელებას და მისი საშუალებით საქართველოს მოსაზღვრე თურქული რეგიონების გაზით მომარაგებას ცდილობს. პროექტი, რომელიც შევარდნაძის მთავრობის მიერ აქტიურად განიხილებოდა, 2003 წლის მერე დავიწყებას მიეცა. ჯერვალიძის ინფორმაციით, კარგა ხნის წინ მივიწყებული ჩრდილოეთი-სამხრეთის პროექტის ახალ პერსპექტივაზე გარკვეული რუსული და ქართული ბიზნეს-ჯგუფები ორი წელია გააქტიურდნენ.

2006 წლის იანვარში ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ორივე რუსულ გაზსადენზე ერთდროული აფეთქების შემდეგ, როცა საქართველო შუა ზამთარში გაზის გარეშე დარჩა, ოფიციალურმა თბილისმა რუსეთიდან შანტაჟის თავიდან ასაცილებლად საერთო მოხმარებაში არასანდო რუსული გაზის წილი მინიმუმამდე დაიყვანა და ის აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა. ახლა კი, 2005 წლის შემდეგ პირველად  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გაზპრომის პირველ პირს პირადად  შეხვდა და  9 წლის წინ უარნათქვამი რუსული გაზის მოხმარების გაზრდაზე ესაუბრა. არასამთავრობო ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილება-საქართველო"-ს ექსპერტი მურმან მარგველაშვილი რუსული გაზის იმპორტში ტრაგიკულს ვერაფრს ხედავს, მაგრამ მოითხოვს, რომ ოკუპანტი ქვეყნის ენერგოგიგანტთან მოლაპარაკებები გამჭვირალედ, პარლამენტის და საზოგადოების კონტროლქვეშ  განხორციელდეს: "ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რაზე ან  რის სანაცვლოდ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თავისთავად დივერსიფიცირება და ბევრი მომწოდებელი კარგია, და  მათ შორის რუსული კომერციული  გაზის შესყიდვაც შეიძლება, ისევე როგორც მაგალითად ირანულის. მთავარია, მოლაპარაკებები ქართული საზოგადოებისგან ჩუმად არ მიმდინარეობდეს. ჩვენი ეჭვები  და კითხვის ნიშნები მხოლოდ აქედან ჩნდება".

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილიც საკითხის დეტალურ განმარტებას ითხოვს: "ეს ცალსახად რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მინისტრ კალაძეს თავის თანამემამულეებთან დროულად და წინმსწრებად უნდა ესაუბრა იმის თაობაზე, რატომ გახდა რუსული გაზის შემოტანა  აუცილებელი ან რა უპირატესობა აქვს მას აზერბაიჯანულ გაზთან, მაშინ ეს მოლაპარაკებები უფრო სანდო იქნებოდა. როდესაც რუსული ჯარი ხურვალეთთან ბიპი-ს ტრასის ნაწილს უკვე აკონტროლებს,  “გაზპრომთან” ეს თემაც უნდა იყოს განხილული. ან რატომ არ განიხილება სანქციებისგან გათავისუფლებული მეზობელი ირანის გაზი ალტერნატივად? ნუ დავივიწყებთ, რომ ირანის სახით ახალი შესაძლებლობა გაგვიჩნდა და, შესაძლოა, ირანი დაინტერესდეს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი აირით მომარაგებით. მაშინ, როდესაც ევროპამ მოახერხა რუსული გაზის საკითხის დარეგულირება უკრაინისთვის და უკრაინა გაზით რუსეთის ინტერესების გვერდის ავლით იქნება უზრუნველყოფილი, ამ პატარა საქართველოს ამისთანა რა გაუჭირდება, რომ აზერბაიჯანი და ირანი არ იყოს მისთვის საკმარისი წყარო? რაღაც ხინჯიანი თემაა და ვშიშობ შედეგიც ასეთივე არ აღმოჩნდეს."



                                                                           ალტერნატივები და რისკები

 

ყველას ახსოვს, რომ მიმდინარე წლის ივლისის შუა რიცხვებში რუსეთმა ხურვალეთთან ღიად შეუტია ბიპის მილსადენს, რომელიც საქართველოს დასავლეთთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. მაგისტრალის 1600 მ მეტრი უკვე მონიშნულ ოკუპირებულ ზოლში მოექცა, ცხინვალის რეჟიმმა კი ბრითიშ პეტროლეუმს გადასახადი მოსთხოვა. მილსადენის ოკუპაცია პირდაპირ მოჰყვა საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტს. გაზის მომპოვებელი ეს ქვეყანა აქამდე ძალიან კმაყოფილი იყო, რომ მთელ გაზს "გაზპრომს" აძლევდა და ევროპის ჩარევის მიუხედავად არავითარ დაინტერესებას არ გამოხატავდა კასპიის დასავლეთით მიმდინარე პროექტებით, მათ შორის ნაბუკოთიც. 2008 წელს თურქმენეთმა რუსეთს 42 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი  მიჰყიდა. 2015-ში კი შეკვეთა სულ 4 მლრდ-ზე მიიღო.  ზაფხულში გაბრაზებულმა აშხაბადმა გაზპრომი" ბანკროტად"   გამოაცხადა და მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ რუსული გიგანტი გაზის ფულს ვეღარ იხდიდა. სკანდალიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, თბილისში ჩამოსულმა გურბანგულ ბერდიმუხამედოვმა  დასავლეთს ახალი შეტყობინება გაუგზავნა: ”ენერგოუსაფრთხოება არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სადაც ჩვენ საქართველოსთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. ამ ენერგოდერეფანში, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ახსენა, ყველამ უნდა მიიღოს თანაბარი მოგება. მნიშვნელოვანია,  გამოვიყენოთ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც კასპიის და შავი ზღვის რეგიონის გაერთიანებას და ევროპულ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა.”

ბრიფინგზე ”ტრანსკასპიური გაზსადენი” არავის დასცდენია, მაგრამ ფორმულა იმდენად მარტივია, რომ ექსპერტებს კითხვის ნიშნებს არ უტოვებს. კითხვის ნიშნებს ახლა უფრო რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეები აჩენს, რომელსაც, შესაძლოა, დღეს არა აქვს საკმარისი ფული, რომ თურქმენეთს გადაუხადოს, მაგრამ საკმაოდ ყავს ჯარისკაცები, რომ საქართველოზე გამავალ მარშუტზე დაფიქრებულ ბერდიმუხამედოვს გზა ხურვალეთთან გადაუჭრას და -  ბერკეტებიც, ხელი შეუშალოს კასპიის ზღვის სტატუსის საბოლოო განსაზღვრას, რომლის გარეშეც ტრანსკასპიური გაზსადენი უტოპიურ პროექტად რჩება.  ექსპერტი გაზისა და ნავთობის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ჩვენთან საუბარში  ამბობს:  „დღეს ჩვენ უკვე გვაქვს გაჭრილი კარი ევროპაში, რომელიც აქამდე არ იყო  - ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენს ვგულისხმობ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მთავარი გარღვევა მოხდა, იმიტომ რომ აქამდე ვერ ხერხდებოდა. მუშაობა თურქმენეთის მიმართულებით მიდის; ევროკომისია, აზერბაიჯანი და თურქმენეთი აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თურქმენული გაზის ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირების შესახებ. ჯერჯერობით, ყველაფერი მოლაპარაკების ფაზაშია, თუმცა თურქმენებს ძალიან დიდ ისურვილი აქვთ, რომ ეს მიმართულება განავითარონ. დიდი პრეტენზიები არ აქვთ, თურქმენეთი არ ითხოვს ევროპის ბაზარზე უშუალოდ შესვლას, ის მზად არის თავისივე საზღვარზე გაყიდოს გაზი, რაც ერთიორად ამარტივებს სიტუაციას, იმ შემთხვევაში თუ გარე ფაქტორები (რუსეთის ფაქტორი) გადაიჭრება.“


                                                             ევროპის ენერგეტიკული რუკა იცვლება

 

საქართველოში რუსულ საფრთხეს დღეს სხვა ფაქტორებიც აძლიერებს. ივლისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების  საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დამტკიცდა "ენერგეტიკული დიპლომატიის" ახალი ტაქტიკა, რომელიც სამხრეთის გაზის დერეფნის, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში დაგეგმილი პროექტების  დიპლომატიურ  მხარდაჭერას გულისხმობს.

ჯერჯერობით, რუსეთი კვლავრ ჩება ევროკავშირში გაზის ყველაზე მსხვილ  (დაახლოებით 150 მლრდ კუბ.მეტრი წელიწადში) მიმწოდებლად, თუმცა უკრაინის კრიზისის შემდეგ რუსეთის წილი "როიტერის" ინფორმაციით, მხოლოდ წელს 10%-12% შემცირდა ევროკავშირის ბაზარზე, ხოლო გაზპრომის მთლიანმა შემოსავლებმა ზუსტად მესამედით დაიკლო. ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებისთვის ემზადება. ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული გაზის იმპორტის შემცირების ტენდენცია 2014 წლის მეოთხე კვარტლიდან უკრაინის კრიზისის გამწვავების პარალელურად  გამოჩნდა.  2015 წლის იანვარ-მაისში დასავლეთ ევროპაში გაყიდვებით"გაზპრომს" ნორვეგიულმა კომპანიამ Gassco-მ გაუსწრო, 29 მილიარდი კუბური მეტრით  რუსული 20-ის საპირწონედ.

ერთი მეორეს მიყოლებით იხურება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გაზმომარაგებისთვის განკუთვნილი "გაზპრომის" პროექტები, რომელიც, მოსკოვის გეგმით, პარალელურად "უხერხული" ტრანზიტული ქვეყნების:  პოლონეთისა და უკრაინის ჩამოცილებას ითვალისწინებდა. პუტინის განცხადებას, რომ  ევროპის ქვეყნების გაუგებარი პრეტენზიების გამო სამხრეთ ნაკადის (გაზსადენი გეგმით იწყებოდა რუსეთის შავი ზღვის სანაპიროსთან და ზღვის ფსკერით უნდა გასულიყო ბულგარეთში, იქიდან კი ერთი განშტოება საბერძნეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიას, მეორე კი სებერძნეთისა  და უნგრეთის გავლით ავსტრიას უკავშირდებოდა) მშენებლობა აზრს კარგავს,  სულ ცოტა ხნის წინ მილერის ახალი აღიარება მოჰყვა: სამხრეთ ნაკადის ალტერნატივად გამოცხადებული თურქული ნაკადის (რუსული გაზის მიწოდება სამხრეთ ევროპისთვის თურქეთის გავლით საბერძნეთის საზღვრამდე) გამტარუნარიანობის განახევრების თაობაზე.  7 ოქტომბერს კი "გაზპრომმა" აღიარა, რომ თურქეთთან შეუთანხმებლობის გამო ამ პროექტის დაწყება 2017 წლის ბოლოსთვის გადაიდო. ამ მეორე იმედგაცრუებამ   აიძულა "გაზპრომი" უკრაინასთან  შეწყვეტილი მოლაპარაკებები განაახლოს. საქმე ეხება ევროპაში უკრაინის და პოლონეთის გავლით რუსული გაზის  ტრანზიტის 2009 წლის ხელშეკრულებას, რომელსაც ვადა 2019 წელს გასდის. "გაზპრომი" მის გაგრძელებას არ აპირებდა. ასე აიძულა ევროპამ გაზპრომი,  სამხრეთ-აღმსავლეთ ევროპაში შესასვლელი  ყველა გზის გადაკეტვით   უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდას მიბრუნებოდა და კიევის შეთავაზებული გაზის ფასს მისივე შეთავაზებული პირობებით დათანხმებოდა.

მოსკოვმა თურქული ნაკადის "გადადების" მიზეზად  თურქეთის სახელისუფლებო კრიზისი და ნოემბერში დანიშნული ვადამდელი არჩევნები დაასახელა, თუმცა ამ ფონზე აზერბაიჯანმა მშვენივრად მოახერხა ერდოღანის დათანხმება თურქული ნაკადის ალტერნატიული  "სამხრეთის დერეფნის", ანუ შაჰ-დენიზის ახალი  ტრანსანატოლიური  და ტრანსადრიატიკური განშტოებების  მშენებლობაზე, რომელიც 2016 წლის მაისში იწყება. იტალიის ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ნებართვას ხელი უკვე მოაწერა. ბაქოში გაფორმებული ხელშეკრულებები  შაჰ დენიზის გაფართოებას, თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსანატოლიისა (TANAP) და საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიაზე  ტრანსადრიატიკის (TAP) მილსადენების მშენებლობას ითვალისწინებს.  აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ამ ხელშეკრულებებით „შეიცვლება ევროპის ენერგეტიკული რუკა“. 40 მლრდ-იანი პროექტი ევროპას,რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით, ისევ საქართველოსა და თურქეთის საშუალებით, გაზის მიწოდების ახალი წყაროთი უზრუნველყოფს. თურქეთი გაზს უკვე 2019 წლიდან მიიღებს. რაც შეეხება ევროპას, იგი ბუნებრივი აირით 2020 წლიდან მომარაგდება.

ბუნებრივი აირის "სამხრეთის დერეფნის" განხორციელების შედეგ საქართველო  საკუთრ, როგორც ტრანზიტორი ქვეყნის როლს გააძლიერებს და   2019 წლიდან  გაზის მთლიანი მოხმარების 70%-ს  სატრანზიტო მოსაკრებლის სახით მიიღებს (2015 წლის მარტში ყარსში სამი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი პროექტის მიხედვით). ამ პროექტების ხორცესხმას  შესაძლოა პოლიტიკური ეფექტი მოჰყვეს: უფრო მეტი ინტეგრაცია ტრანსკასპიურ პროექტებში მოიტანს რეგიონული გავლენის გამყარებას და ევროპის კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

და ბოლოს, ახალი რეალიების გათვალისწინებით მომავალი ათწლეულის მიწურულს ირანი შესაძლოა ევროპაში გაზის მთავარ მიმწოდებლად იქცეს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 2030 წლისთვის ირანს ევროპაში 35 მლრდ კუბერი მეტრი გაზის იმპორტი შეუძლია. დროული მოლაპარაკებების შემთხვევაში საქართველოს დიდი შანსი აქვს ამ პროექტმაც მის ტერიტორიაზე გაიაროს.

ეკა სარია

 

წაკითხულია
3631
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ევროკავშირის მხარდაჭერით გასულ წელს საქართველოში 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის მხარდაჭერით გასულ წელს საქართველოში 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის ინიციატივა ახალგაზრდებისთვის (EU4Youth) ოთხწლიანი პროექტია, რომელიც გასულ წელს დაიწყო. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ვრცელდება და საქართველოს გარდა მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას. EU4Youth პროგრამა ხ

11 მაისი 2018 | 20:47 განათლება ვრცლად
ევროკავშირის დახმარებით პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა

ევროკავშირის დახმარებით პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა

ევროკავშირის დაფინანსებით დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში გასული 4 წლის განმავლობაში ოთხი პროექტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც  დაინერგა მოდულური მიდგომები, შემუშავდა მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებდა დამსაქმებლების ჩართვას პროფესიული გ

22 მარტი 2018 | 13:49 განათლება ვრცლად
2017 წელს გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო 4 საფეხურით ჩამოქვეითდა

2017 წელს გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო 4 საფეხურით ჩამოქვეითდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის მიერ საქართველოსთვის მომზადებულ სტრატეგიაში იდენტიფიცირებულ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინოვაციების დაბალ დონეს ქვეყანაში: “საქართველო ჩამორჩება თავის საინოვაციო პოტენ

22 დეკემბერი 2017 | 14:25 ბიზნესი ვრცლად
საქართველოს სავარაუდოდ ენერგოდირექტივების შესრულების თარიღის გადავადება მოუწევს

საქართველოს სავარაუდოდ ენერგოდირექტივების შესრულების თარიღის გადავადება მოუწევს

2010/31/EU რეგულაციის თითოეული კომპონენტის შესრულება, ოპტიმალური ხარჯის გაწევის პირობებში, დადებითი ეფექტის მომტანი იქნება როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის, ასევე ეკოლოგიისთვის: სხვა თანაბარ პირობებში, გაიზრდება ენერგოეფექტურობის საერთო მაჩვენებელი, გაჩნ

26 სექტემბერი 2017 | 14:35 ენერგეტიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner