banner
27 ოქტომბერი 2015 | 17:58 ეკონომიკა

521 საწარმოდან მხოლოდ 5%-მა იცის სად უნდა ნახოს ინფორმაცია ევროკავშირის მოთხოვნებისა და ექსპორტის შესახებ

521 საწარმოდან მხოლოდ 5%-მა იცის სად უნდა ნახოს ინფორმაცია ევროკავშირის მოთხოვნებისა და ექსპორტის შესახებ

საქართველოში გამოკითხული 521 მცირე და საშუალო საწარმოდან 28%-ს არასდროს გაუგია ასოცირების შეთანხმებისა და მისი სავაჭრო კომპონენტის (DCFTA-ის) შესახებ, დანარჩენმა 72%-მა შეთანხმების არსებობა იცის, თუმცა არ იცის კონკრეტულად რა გავლენა ექნება მის ბიზნესსაქმიანობაზე ან რა შესძლებლობებს გააჩენს. კვლევა, ევროკავშირის დაფინანსებით, ბრიტანულმა კომპანიამ DAI EUROPE-მა საქართველოში, მოლდოვსა და უკრაინაში ჩაატარა. მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევების შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება- თუ რაზე უნდა იყოს ფოკუსირებული ევროკავშირის დახმარების პროგრამები ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის განხორციელების პროცესში. სამივე ქვეყანაში მთავარ პრობლემად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დასახელდა.

კვლევაში მონაწილეობდა ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის საკითხებში ექსპერტი დავით ლელაშვილიც, რომელმაც eugeorgia.info-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ფინანსების მოძიებისას ხელისშემშლელ ფაქტორებს შორისაა დაურეგისტრირებელი მიწები და ბანკებისთვის არსებული რისკები, ამასთან, არც მეწარმეებს აქვთ ცოდნა და ინფორმაცია საბანკო პროდუქტების შესახებ.

“ბევრ ფერმერს მიწა დარეგისტრირებული რომ ჰქონდეს, პირობითად, ბანკში შეძლებდა ჩადებას და კრედიტის აღებას. ასევე, პრობლემაა, რომ ბანკი საკრედიტო ხაზების გარეშე რისკს გაურბის, მაგალითად, კასპელ  შაქროს, რომელსაც ძალიან კარგი ვაშლი მოყავს და ექსპორტზეც გააქვს, შეიძლება სჭირდებოდეს მეტი ფული, წარმოების გასაზრდელად, როცა ასეთი ფერმერი ბანკში მიდის, ბანკი ბიზნესგეგმას სთხოვს. ამ ადამიანმა იცის ვაშლის მოყვანა, მაგრამ არ იცის ბიზნესგეგმა, მეორე მხრივ, ბანკსაც ვერ დაადანაშაულებ, რომ არ აძლევს ფულს. სისტემა უნდა აეწყოს- პირველ რიგში, უნდა აუხსნა ფერმერს, რომ სჭირდება ბიზნესგეგმა, შემდეგ, შეიძლება ფული გადაუხადო კონსალტინგ კომპანიას, რომელიც ფერმერს დაუწერს ბიზნესგეგმას, დღეს ასეთი კომპანიები არ არსებობს”.

ბიზნესგეგმის შედგენა არ უჭირს და საბანკო პროდუქტებიც კარგად იცის სამკერვალო სალონის მფლობელმა მურმან აბაკელიამ, რომელმაც ბიზნესადმინისტრირება სამხრეთ კორეაში ისწავლა, თუმცა ბანკიდან “იაფი კრედიტის” მიღებას მაინც ვერ ახერხებს. თანხა თანამედროვე საკერავი ტექნიკის შესაძენად და ბიზნესის გასაფართოებლად სჭირდება.

“კვიპროსში გვყავს პარტნიორები, სადაც უკვე რამდენჯერმე გავაგზავნეთ ჩვენი პროდუქცია, მომხმარებლების რაოდენობა ყოველ თვე იზრდება, გვინდა შევიძინოთ დანადგარები და გავფართოვდეთ, მაგრამ ვერ ვჯდებით იმ მოთხოვნებში, რაც სახელმწიფო დახმარების პროგრამებს აქვთ, 5000 ლარამდე აქვთ გრანტები მხოლოდ რეგიონებისთვის, ჩვენი სამკერვალო კი თბილისშია, გვიჭირდება, დაახლოებით, 7 ათასი ლარი”,- ამბობს აბაკელია.

კრედიტის გასაცემად, ბანკის მხრიდან უზრუნველყოფის მოთხოვნები დაასახელეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ დაბრკოლებად სამივე ქვეყანაში, როგორც ბიზნესის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა, ასევე, თავად, ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ექსპერტ დავით ლელაშვილის თქმით, ერთ-ერთი, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია, ბანკისთვის რისკების დასაზღვევად კრედიტის გარანტიების ფონდის შექმნაა. მსგავსი ფონდები უკვე არსებობს მოლდოვასა და უკრაინაში-“მოლდოვაში ამას ჰქვია “დეპოზიტების გარანტირების ფონდი”, რომლის მიზანია ბანკმა, მისი გათვლებით, რისკიან მეწარმეებსაც მისცეს თანხა, მაგრამ, ვიღაცამ ეს უნდა დაუზღვიოს-მაგალითად, თუ შაქრო ვერ დააბრუნებს ფულს, ბანკმა მაინც რომ მიიღოს თანხა. ფონდი სადაზღვევო კომპანიების პრინციპით იმუშავებს, შეაფასებს რისკებს, ბანკი თავის საქმეს გააკეთებს, კონსალტინგ კომპანიები კი შაქროს დაეხმარებიან ბიზნესგეგმის შედგენაში...კანონმდებლობის მხრივ რეგიონში ალბათ ყველაზე უკეთესადაა საქმე, ცოდნა და საქმის ორგანიზება უფრო დიდი პრობლემაა ჩვენთან”.

როგორც კვლევამ აჩვენა, მეწარმეებს სამივე ქვეყანაში (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მწირი ცოდნა აქვთ გასატარებელ რეფორმებზე და არ არიან მზად იმისთვის, რომ შესაბამისად დაგეგმონ და შეცვალონ თავიანთი საქმიანობა. ბევრს ისიც კი  ჰგონია, რომ  ცვლილებები მხოლოდ ექსპორტიორებს შეეხებათ. eugeorgia.info-სთან საუბრისას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი დაფნის მწარმოებელი კომპანია “აგროლენდის” დამფუძნებელმა. გიორგი ნადარაიას განცხადებით, ესპანეთთან კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ფოთლების ხარისხის შესანარჩუნებლად საშრობი აპარატი იყიდა, რის შემდეგაც მისი პროდუქტი ევროპული ქვეყნისთვისაც მიმზიდველი გახდა.

“...საჭიროა ტექნოლოგიური ცოდნის, მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ვგულისხმობ, ექსპერტების ჩამოყვანას, დაფნა “ჰერბალ” ბიზნესში შედის და ამიტომ, ზოგადი მიმართულებით რომ ჩატარდეს ტრენინგი- როგორ უნდა შეინახო, დაამუშავო, რომ შეძლო უფრო ხარისხიანი პროდუქციის წარმოება,”-ამბობს ნადარაია.

ევროკავშირის პროგრამა DCFTA facility, სწორედ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელების პროცესში, საქართველოში, მოლდოვსა და უკრაინაში, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია გრანტები მეწარმეებისა და ბანკებისთვის. DCFTA facility პირველად, საქართველოში 2016 წლიდან გაეშვება და ბიზნესს წარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ინფტრასტრუქტურულ გადაიარაღებაში დაეხმარება.
შენახვა, შეფუთვა და ტრანსპორტირება- ერთი შეხედვით, მარტივი, მაგრამ რეალურად, ის ძირითადი ელემენტებია, რაზეც ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქტის ბედია დამოკიდებული. ევროპული სტანდარტებით წარმოებასთან ერთად ექსპორტიორ მეწარმეს იმის დამტკიცებაც უწევს, რომ ის სანდო მიმწოდებელია.

“ლონდონის სუპერმარკეტების ქსელი ვაშლს პირდაპირ საქართველოდან ან სხვა ქვეყნიდან კი არ ყიდულობს, არამედ ე.წ. ბაიერებისგან, ცალკე  ბიზნესია, რომელსაც აქვს ქვეყნების ჩამონათვალი. თუ აკმაყოფილებ ზომას, სტანდარტსა და რაოდენობას, რასაც კონკრეტული სუპერმარკეტების ქსელი ითხოვს, მაშინ “ბაიერი” შეგიკვეთავს შენ. ყველაფერი ორგანიზებული უნდა გქონდეს, რომ “ბაიერმა” სანდოდ ჩაგთვალოს. საკმარისია, სეზონზე მიაწოდო და შემდეგ, არასეზონზე ვერ, რადგან საქართველოში მაცივრების პრობლემაა, უკვე ამოგშალა სიიდან. თავიდან, შეიძლება, ბევრი რაღაც შეგეშალოს, მაცივარში სხვა გრადუსზე თუ დააყენე, შეიძლება სულ გაგიფუჭდეს მოსავალი, ეს დეტალები რომ გაიმართება, რატომაც არ ექნება ნებისმიერ პროდუქციას საექსპორტო პოტენციალი?! “ბაიერისთვის” სულერთია საიდან წაიღებს-საქართველოდან თუ სხვა ქვეყნიდან, რაც უფრო გრძელია სია, მით უკეთესია მისთვის,”-ამბობს დავით ლელაშვილი.


ევროკავშირის ბაზარზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

ის თუ როგორ უნდა დაუკავშირდეს მეწარმე “ბაიერს”-კიდევ ერთი პრობლემაა.  კვლევის მიხედვით, მეწარმეების უმეტესობამ არ იცის სად უნდა მოიძიოს ექსპორტზე ინფორმაცია. წარმოების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის “მეწარმეობის განვითარების სააგენტოს” ერთ-ერთი მოვალეობა, სწორედ, საექსპორტო ბაზრებისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. ქართველმა მწარმოებლებმა უცხოურ კომპანიებთან პირდაპირ დაკავშირება და საკუთარი პროდუქციის გაცნობა სავაჭრო პორტალის TradeWithGeorgia მეშვეობითაც უნდა შეძლონ, რომლის შექმნის ვალდებულებაც აქვს საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საიტი ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ტექნიკური პრობლემების გამო ჯერ არ გაშვებულა. ინფორმირების ფუნქციას ითავსებს, რეგიონებში გახსნილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიც (ექსტენციის ცენტრები), თუმცა კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ მეწარმეებში ინფორმაციის ნაკლებობაა - საქართველოში გამოკითხული 521 საწარმოდან მხოლოდ 5%-მა ანუ 26-მა განაცხადა, რომ მათ იციან სად უნდა ნახონ ინფორმაცია ევროკავშირის მოთხოვნებისა და ექსპორტის შესახებ, მსგავსი მაჩვენებელია მოლდოვაშიც, უკრაინაში კი  20%-მა  გასცა დადებითი პასუხი, თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოლდოვაში სულ 185, უკრაინაში კი 196 მცირე და საშუალო საწარმო გამოიკითხა.

“ერთია, ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და მეორეა, უნდათ კი ის ხარისხიანი პროდქუცია?, ევროკავშირის  ბაზარი  დეფიციტური არ არის, ამიტომ კონტაქტების დამყარება მნიშვნელოვანია. მყიდველის მოძიება, ლოჯისტიკური ხაზი, პროდუქტი და  ფასი- ეს თემები იქნება დასალაგებელი, ყველაზე მეტ პრობლემას კი გადაიარაღებაში ვხედავ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული... პროდუქტი უნდა იყოს უსაფრთხო და არ მიმაჩნია, რომ აქ შეღავათები უნდა ჰქონდეთ, გადაიარაღებაში უნდათ დახმარება, რომ მივცეთ იაფი სესხი, კონსულტირება გავუწიოთ- რომელი დანადგარი სჯობს, ინფორმაციული და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა მივცეთ და არა ის რომ გავათავისუფლოთ რეგულაციისგან,”-ამბობს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე.

“შეიძლება შეიქმნას კომპანია, სადაც კითხავენ ფერმერები როგორ უნდა გაიტანონ პროდუქტი ევროკავშირში. ამ კომპანიის თანამშრომელმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია “ბაიერებზეც”. ეს კომპანია თუ კერძო იქნება,  შეიძლება, გაყიდოს ინფორმაცია თუ სახელმწიფოა-არა, მაგრამ სახელმწიფო კომპანია ეფექტური არ იქნება, კერძოს ნაკლი კი ის არის, რომ ვიღაცები ვერ გადაიხდიან. ასევე, შეიძლება ჩამოიყვანონ ტრენინგების ჩასატარებლად ექსპერტები, ვინც იცის როგორ მოიყვანო ისეთი ვაშლი, რომ გაყიდო ლონდონის  სუპერმარკეტში. თითოეულ ფერმერს რომ ჩაუტაროს არაეფექტური იქნება, ვერც გაწვდება და ძვირიც დაჯდება. შეიძლება, შეკრიბო ადამიანები, ვინც აქ მსგავს  თემებზე მუშაობს, იმათ კი ასწავლონ მთელ საქართველოში ვაშლის ფერმერებს, ასე უფრო ეფექტურია. ამათ შეიძლება სახელმწიფომ გადაუხადოს ფული ან თვითონ იყვნენ კონსულტანტები და გაყიდონ ცოდნა,”-ამბობს დავით ლელაშვილი.

 

სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას  ისახავს მიზნად  2014 წლის 1 ივნისს დაწყებული სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”. პროგრამის ინდუსტრიული ნაწილის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით განისაზღვრა, სოფლის მეურნეობის ნაწილისთვის კი 30 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამის ფარგლებში, ფინანსური ხელშეწყობა მოიცავს სესხზე პროცენტის თანადაფინანსებას, გირაოში თანადგომასა და ლიზინგის საგანზე ინტერესის თანადაფინანსებას, მეწარმეებს, ასევე, შეუძლიათ მიიღონ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და საკონსულტაციო მომსახურება. ასევე, მოქმედებს, მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილი, რომელიც გულისხმობს რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული მიმართულებისთვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მესამე წელია „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ ახორციელებს.

“ვერავინ იტყვის, რომ ცუდია თუ რომელიმე სექტორს ეხმარები, უბრალოდ, რაღაცა რაღაცის ხარჯზე ხდება და საკითხი ყოველთვის ასე დგას: ის ფული ყველაზე ეფექტურად  გამოიყენება? ჩემი აზრით, არ გამოიყენება, როდესაც გაზრდილია სახელმწიფოს როლი, სუბსიდია იქნება თუ სხვა დახმარება. სოფლის მეურნეობას ყველაზე ნაკლები უკუგება აქვს  ბიზნესის კუთხით, თუ ხარ ბიზნესმენი და ფული გინდა ჩადო, ყველაზე ნაკლებად შეეხები სოფლის მეურნეობას. ზოგადად, ევროკავშირი და დასავლეთის განვითარებული ქვეყნები სუბსიდიების  მოწინააღმდეგეა, იდეურ დონეზე, მაგრამ ევროკავშირში ერთადერთი, რასაც მაინც ასუბსიდირებენ სოფლის მეურნეობაა. ჰოლანდიაში რძე წყალზე იაფია, იმიტომ რომ დასუბსიდირებულია. ისინი მდიდარი ქვეყნებია და შეუძლიათ, საქართველოს შემთხვევაში კი იმ ფულს ბევრი ალტერნატივა აქვს, რომ სხვანაირად გამოიყენო.  ასეთ დახმარებას უფრო სოციალური ეფექტი აქვს, ნაკლებად ეფექტურია ბიზნესის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში საჭიროა, იმის გამო, რომ  ბევრი ადამიანია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული,-ლელაშვილის თქმით, ამ კუთხით, ვერც ბალტიისპირეთის ან ევროკავშირის სხვა  ქვეყნების გამოცდილების სრულად გაზიარება იქნება ეფექტური, ვინაიდან ისინი წევრობისთვის ემზადებოდნენ და ევროკავშირის დახმარებაც  უფრო სოლიდური იყო,- "იმათ ბევრი ფული მისცეს, რადგან წევრობისთვის ემზადებოდნენ, ევროკავშირში რომ გაწევრიანდნენ, მერე კიდევ უფრო დიდი სარგებელი ნახეს. ბალტიისპირეთის ქვეყნებს საწყისი პოზიცია,შეიძლება, იგივე ჰქონდათ, შეიძლება ცოტა უკეთესები იყვნენ, მაგრამ ძალიან დაეხმარნენ. ჩვენთან ახლა იწყება ევროკავშირის დახმარების პროგრამები, იმათი გამოცდილება და ჩვენ რაც უნდა გავიაროთ, განსხვავებულია. ამის მიუხედავად, რაღაცების გათვალისწინება შეიძლება”.

მცირე და საშულო საწარმოების პირდაპირი გზით სუბსიდირების წინააღმდეგია ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილიც, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პლატფორმის მეორე სამუშაო ჯგუფის- ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკის კონვერგაცია- კოორდინატორია. გოგოლაშვილი დახმარების მიმდინარე პროგრამებს დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ მასშტაბები არასაკმარისია.

“საქართველოში ათეულობით ათასი მცირე და საშუალო საწარმოა და უმეტესობას, არც სოფლის მეურნეობისა და არც სხვა დარგებში მომუშავე საწარმოებს, არა აქვს  საშუალება მიიღოს იაფი კრედიტი. მიდგომები შეიძლება კარგი იყოს და ხელისშემწყობი, მაგრამ  ბევრად მეტია მოთხოვნა ასეთი სახის იაფ კრედიტზე/დახმარების ფორმებზე, ვიდრე სახელმწიფო ამას უზრუნველყოფს. ძირითადად, ეს კრედიტები გადის ბანკების გზით და ბევრი მცირე საწარმო უკმაყოფილოა იმით, რომ ბანკები ართულებენ კრედიტების მიღებას. საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსა და დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების  ეფექტი მცირეა ამ გარდამავალ რგოლში”.

  

“აუცილებლობის მეწარმეობა” vs “შესაძლებლობის მეწარმეობა”

როგორც OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) მიერ “აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე ბიზნესის აქტის  2012 წლის შეფასებაშია” აღნიშნული, მცირე და საშუალო ბიზნესის  დიდი ნაწილი მოდის სექტორებზე, რომელიც მცირე დამატებით ღირებულებას ქმნის, მაგალითად,  საბითუმო და საცალო სავაჭრო კომპანიები, ანუ სფეროები, სადაც ბიზნესის დაწყება შედარებით ადვილია და არ მოითხოვს დიდ ინვესტიციებსა და კვალიფიციურ  მუშახელს. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ამ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის უმეტესობა წარმოადგენს აუცილებელ მეწარმეობას, რაც გამოწვეულია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით. იმის მიუხედავად, რომ მსგავს ბიზნესებს მნიშვნელოვანი სოციალური ღირებულება აქვს, არ უწყობს ხელს  ეკონომიკის ზრდას. ამისგან განსხვავებით, “შესაძლებლობის მეწარმეობა” ეფუძნება ახალი იდეების გენერირებასა და ცოდნის გადაცემას და განიხილება, როგორც ეკონომიკური ღირებულების შემქმნელი.

“დღეს საქართველოს მსგავს ქვეყნებს ექსპორტზე გააქვთ ვაშლი, თურქეთი რომ ვიყოთ, ვაშლი უკვე გატანილი გვექნება და ვიფიქრებდით ჯემის გატანაზე. რა განსხვავებაა ვაშლისა და ვაშლის ჯემის ექსპორტს შორის?- ვაშლში გაცილებით ნაკლებია დამატებითი ღირებულება, ცოტა ფულს იღებ, ჯემში გაცილებით მეტს- ანუ დამატებით ღირებულებას ქმნი ქვეყანაში. ჯემს რომ აკეთებ, საწარმო გაქვს, იქ საქმდება ხალხი, რომელთაც  ხელფასს უხდი, ისინი სხვა  ბიზნესსსაქონელს ყიდულობენ. ექსპორტზე რომ გაიტან მეტს გადაგიხდიან  რადგან მზა  პროდუქტია. ჩვენი თხილი რომ გააქვთ, იქიდან ვიღაც კარგ შოკოლადს გააკეთებს და გაცილებით ძვირად გაყიდის, ანუ ქვეყნის  განვითარების შემდეგი ეტაპი იქნება, რომ ეს თხილიანი შოკოლადი ჩვენ გავაკეთოთ. ის ადამიანი  კი რომელზეც დღეს ვამბობთ, რომ მხოლოდ სახლი და პატარა მიწა აქვს და უნდა დავეხმაროთ,  წავა და იმ ქარხანაში იმუშავებს”,-ამბობს დავით ლელაშვილი.

 

მცირე და საშუალო ბიზნესის განმარტება და წილი ეკონომიკაში (მშპ)

ევროკავშირისგან განსხვავებით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოებს საერთო სტატუსი არა აქვთ. უკრაინა ევროკავშირის მსგავს განსაზღვრებას იყენებს, თუმცა ასოცირების შეთანხმებაში პირდაპირ არ არის მოთხოვნა, რომ სტატუსი ევროკავშირის განმარტებასთან გათანაბრდეს.  უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესად განიხილება საწარმოები, რომელთა  ბრუნვა  50 მილიონ ევრომდეა და 250 ადამიანია დასაქმებული,  მაშინ როდესაც მოლდოვაში  მცირე და საშუალო ბიზნესად ითვლება 3 მილიონ ევრომდე ბრუნვის მქონე საწარმოები, რომელიც, ასევე, 250  ადამიანს ასაქმებს, საქართველოში კი მცირე და საშუალო ბიზნესის  ბრუნვა  უნდა იყოს  660 ათას ევრომდე  და  100-მდე ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული. მოლდოვის განმარტების მიხედვით, საქართველოში მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიები, შესაძლოა, განიხილოს მცირე  ბიზნესად.  თავის მხრივ, ევროკავშირის განსაზღვრების თანახმად,  მოლდოვაში კომპანიების 99%, შესაძლოა, მცირე და საშუალო ბიზნესის სიაში მოხვდეს.

მცირე და საშუალო საწარმოები აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებში კერძო საწარმოთა 95%-ზე მეტს შეადგენს. ისინი მუშახელის, დაახლოებით, 50%-ს ასაქმებენ და მათი წილი მშპ-ში, საშუალოდ, 30%-ს აღემატება, მაშინ როდესაც OECD-ის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოები შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 65%-ს ასაქმებს და მშპ-ში წილი, დაახლოებით, 55%-ია.

მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკაში ყველაზე მაღალია (28%) მოლდოვაში, საქართველოს შემთხვევაში 19%, უკრაინაში- 12%-ია. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განსაზღვრება ამ ქვეყნებში  განსხვავებულია და მოლდოვის შემთხვევაში  ეს  სექტორი მოიცავს უფრო დიდ  კომპანიებსაც, ვიდრე  ეს საქართველოშია. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკრიანის მშპ 11-ჯერ დიდია საქართველოზე და 10-ჯერ აღემატება მოსახლეობის რაოდენობით, ასევე, მოლდოვაზე 20-ჯერ მეტი მშპ აქვს და 13-ჯერ მეტი მოსახლე ჰყავს. შესაბამისად, საქართველოსა და მოლდოვასთან შედარებით უკრაინაში 30-ჯერ მეტია მცირე და საშუალო საწარმოთა  რაოდენობა.

 

მაიკო გაბულდანი 

 

 

წაკითხულია
3314
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner