banner
29 ოქტომბერი 2015 | 20:41 ეკონომიკა

დავით საგანელიძის თქმით, ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო 2016 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება

დავით საგანელიძის თქმით, ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო 2016 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება

ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნა საპარტნიორო ფონდის ქოლგის ქვეშ ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში დაანონსა საქართველოს ხელისუფლებამ. დაპირების მიხედვით, სააგენტო 2015 წლის ბოლომდე უნდა შექმნილიყო. ფონდის შესაქმნელად  ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა, საპარტნიორო ფონდის დირექტორის დავით საგანელიძის ინფორმაციით, ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს დაფუძნება მომავალ წლამდეა გადავადებული.

ექსპორტის ხელშეწყობის სააგეტოს შექმნის შესახებ საჯაროდ ცნობილი 2015 წლის 23 აპრილს გახდა. სწორედ ამ დღეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ და იტალიური საკონსულტაციო კომპანია "საჩეს“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა პაოლა ვალერიომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმადაც საპარტნიორო ფონდს, "საჩესთან“ ერთად, სამი თვის განმავლობაში ექსპორტის სააგენტოს სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და იმ პროდუქტებისა და პროცედურების შექმნაზე უნდა ემუშავა, რომელიც აგრო ნაწარმის ექსპორტიორების ფინანსირებას შეუწყობდა ხელს.

“ამ მიმართულებით გამოცდილება ინსტიტუციონალური სახით საქართველოში არ არსებობს, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე ფონდმა ცნობილი საერთაშორისო ჯგუფი დაიქირავა, რომელიც თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა სააგენტოს სტრუქტურაზე," - განაცხადა “საჩესთან” ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს საპარტნიორო ფონდის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. მისივე თქმით, ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს მიზანი იქნება ხელი შეუწყოს ექსპორტიორს სხვადასხვა ფინანსური მექანიზმების გამოყენებით, მათ შორის განიხილება ექსპორტის საკრედიტო დაზღვევა, ფინანსური გარანტიების გაცემა ექსპორტიორ კომპანიებზე, საკრედიტო დავალიანების მართვა და სხვა მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელმა  მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “საჩესთან” თანამშრომლობის დაწყების დღეს თქვა, რომ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო დააფინანსებს ყველა იმ წარმოებას, რომელსაც შეფასების მიხედვით ექნება პოტენციალი, გახდეს ექსპორტიორი.

“ეს ეხება როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ საწარმოებს და შესაძლოა, ისეთი დარგებიც კი შეიქმნას, რომელიც დღემდე საქართველოში არ არსებობდა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

2015 წლის სექტმბერში, ინტერეტ გამოცემა Ipress.ge-მ გაავრცელა სააპრტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კოვზანაძის განცხადება, რომლის მიხდვითაც, “საჩემ დაასრულა სააგენტოს სტრუქტურასა და სხვადასხვა სახის რეკომენდაციებზე მუშაობა

“ახლა მნიშვნელოვანია, რომ მათთან ერთად ჩვენ მოვახერხოთ იმ პროცედურების დანერგვა, რომლებიც პროდუქტების განვითარების საშუალებას მოგვცემს. ამ ეტაპზე გვაქვს ორი პროდუქტი - ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით დაზღვევა და რისკების განაწილება. დაზღვევა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ქართული ბანკებისათვის. მზაობა აქვთ როგორც ბანკებს, ასევე ექსპორტიორებსაც. ამ სტრუქტურას მოკლევადიანი ეფექტები არ ახასიათებს. საერთაშორისო გამოცდილებასაც რომ გადახედოთ, მსგავსი სტრუქტურა თავის მაქსიმალურ შედეგს აღწევს დაფუძნებიდან 3 წლის თავზე", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ფუნქციები

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ჩატარდა სამუშაო რელევნატური პროდუქტების გამოსავლენად. პროდუქტების განსაზღვრისთვის „საჩესთან“ ერთად მოხდა სხვადასხვა სფეროს მიმართულებით მომუშავე ექსპორტიორებთან შეხვედრა, რათა საპარტნიორო ფონდს უკეთ შეესწავლა მოთამაშეების მოთხოვნები. ასევე, ადგილობრივი ბაზრის კონიუქტურის უკეთ გასაცნობად, მოეწყო შეხვედრები ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სამთავრობო უწყობებთან და პროფილურ ასოციაციებთან.

შესაბამისი ანალიზის შემდეგ, შეირჩა შემდეგი პროდუქტები, შემდგომში განვითარების პერსპექტივით:

•ფინანსური გარანტია საბრუნავი საშუალებებისათვის

•შერჩევითი უცხოური მყიდველების საკრედიტო რისკის დაზღვევა

ფინანსური გარანტია საბრუნავი საშუალებებისათვის: როგორც საპარტნიორო ფონდი აცხადებს, აღნიშნული პროდუქტის საშუალებით ექსპორტიორებს გაუადვილდებათ ბანკებიდან მოიპოვონ საბრუნავი საშუალებებისთვის ფინანსური რესურსები. საპარტნიორო ფონდი, ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს საშუალებით ბანკებს დაუზღვევს ექსპორტიორის მხრიდან საბრუნავ კაპიტალზე მიღებული სესხის არ გადახდის რისკს, რისთვისაც გაიცემა საპარტნიორო ფონდის გარანტია.

აღნიშნული პროდუქტით ექსპორტიორებს გაეზრდებათ ფინასურ რესურსებზე წვდომა. ბანკებს კი შეუმცირდებათ საკრედიტო რისკები, რამდენადაც ექსპორტის საკრედიტო სააგენტო დააზღვევს ექსპორტიორის სესხის არ გადახდის რისკს. საბაზრო მექანიზმების შენარჩუნების მიზნით გარანტიის გაცემა მოხდება სესხის გარკვეულ პროპორციით, ბანკს მოიუწევს რისკის წინასწარ შეთანხმებული რისკის გაზიარება.

შერჩევითი უცხოური მყიდველების  საკრედიტო რისკის დაზღვევა: პროდუქტის საშუალებით ექსპორტიორებს საშუალება მიეცემათ დააზღვიონ უცხოური მყიდველების გადავადებული გადახდის რისკი, როგორც პოლიტიკური ასევე კომერციული მიზეზებით. ექპორტიორს ეძლევა შესაძლებლობა რეალიზაცია განახორციელოს გადავადებული გადახდის პირობით ახალ უცხოურ მყიდველებთან. საპარტნიორო ფონდი  ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ფარგლებში მოახდენს არ გადახდის რისკის გარკვეული პროპორციით დაზრვევას. ექსპორტიორები მიიღებენ საპარტნიორო ფონდის გარანტირებული გადახდის პირობას, რაც უზრუნველყოფს მათ სტაბილური ფულადი ნაკადების შემოდინებას.

სქემაში შესაძლებელია კომერციული ბანკის ჩართვა. დაზღვეული კონტრაქტების ქვეშ ექსპორტიორებს ბანკებთან შეეძლებათ განახორციელონ ფაქტორინგული ოპერაციები, და გაიცოცხლონ დებიტორები. აღნიშნულით, ექსპორტის საკრედიტო სააგენტო არაპირდაპირ ხელს შეუწობს ექსპორტიორებისთვის ბანკებისაგან საბრუნავი კაპიტალის  ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ზოგადი მიმოხილვა

როგორც საპარტნიორო ფონდი აცხადებს, უწყება „საჩესთან” ერთად მუშაობს პროდუქტების შესაბამისი პროცედურის განვითარებაზე. ფონდისვე ინფორმაციით, შემუშავებულია ბაზრის კონიუქტურიდან გამომდინარე პროდუქტები, ასევე სტრატეგია და ბიზნეს გეგმის პარამეტრები. შემდგომი ეტაპი იქნება, პროდუქტების ადგილობრივ კანონმდებლობასთან მორგება და პროდუქტების იმპლემენტაციის დაწყება, რომელშიც ასევე აქტიურად ჩაერთვება საბანკო სექტორი. როგორც ფონდში აცხადებენ, აღნიშნული პროდუქტები იქნება ბაზრის შემავსებელი და არ გაუწევს კონკურენციას ამჟამად მოქმედ მექანიზმებს. პროდუქტები იქნება ბაზისი რაზეც საფინანსო სექტორი დამატებით დააშენებს ექსპორტის ფინანსირების პროდუქტებს. საპარტნიორო ფონდი ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს საშუალებით თავის თავზე აიღებს იმ რისკებს, რაც ხელს უშლიდა საფინანსორ ბაზარს ეწარმოებინა ექპორტიორებისთვის აქტიური ფინანსირება. პროდუქტების ბენეფიციარები იქნებიან როგორც ექსპორტიორები ასევე ადგილობრივი ბანკები.

საპარტნიორო ფონდი ექპორტის საკრედიტო სააგენტოს საშუალებით იმუშავებს ყველა მიმართულების ექსპორტიორებთან და ექსპორტის პოტენციალის მქონე კომპანიებთან. პირველადი ანალიზის საფუძველზე, სააგენტო განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს აგრო-გადამუშავებით მიღებულ პროდუქტებზე, ფარმაცევტიკაზე, მინერალურ წყლებზე, სხვადასხვა სასმელებსა და წვენებზე, ახლო სამეზობლოში შესაძლოა სამშენებლო მასალებზეც. საპარტნიორო ფონდის განხცხადებით, აღნიშნულმა პორდუქტებმა ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი ექსპორტიორების გაძლიერებას, მათი საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ახალი ბაზრების ათვისებას.

ამჟამად მიმდინარეობს  შერჩეული პროდუქტების კანონმდებლობასთან მორგებასთან დაკავშირებული სამუშაოები.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, პარლამენტარი დავით საგანელიძე ამ პოსტზე 2015 წლის 23 სექტემბერს დაინიშნა.  მან eugeorgia.info-სთან საუბრისას განმარტა, აქამდე რატომ არ ჩამოყალიბდა ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო:

“საკანონმდებლო ორგანომდე, სადაც მე აქამდე ვიყავი,  კანონპროექტი არ მოსულა.  ახლა ვიცი, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შევძლებთ ამ სტრუქტურის შექმნას, რადგან მიმაჩნია, რომ მას დიდი როლი აქვს ქვეყანაში ექსპორტის წახალისების. არ ვისაუბრებ რა დეტალებით და რა ბერკეტებით, მაგრამ ფაქტია ერთი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ექსპორტს დახმარება გავუწიოთ და არამარტო მას, იმპორტის ჩამანცვლებაზეც უნდა ვიმუშაოთ, მე ეს ორივე ერთ რანგში გამყავს. ასე რომ, ამ სფეროს სახელმწიფოსგან სეიროზული დახმარება სჭირდება”.

დავით საგანელიძის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში 2015 წლის ბოლომდე შევა და შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რა სისწრაფით დაამტკიცებს მას პარლამენტი, ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო მუშაობას დაიწყებს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დორექტორი ვარაუდობს, რომ  სააგენტო მუშაობას 2016 წლის გაზაფხულზე შეუდგება.

დავით საგანელიძე იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც ექსპორტიორები ამჟამად აწყდებიან: “როცა ქართველი ექსპორტიორი თავის პროდუქციას ევროპაში ყიდის, ყველაზე დიდ პრობლემას, რასაც აწყდება არის ის, რომ ევროპელი  მყიდველი მისგან ითხოვს თანხის გადახდის გადავადებას, ანუ თავიდანვე არ იხდის თანხას და ითხოვს, რომ ეს თანხა პროდუქციის რეალიზაციის შემდგომ გადაიხადოს. აქ გამყიდველს ორი პრობლემა აქვს: მას საბრუნავი საშუალება ცოტა აქვს და თანხა იმავე წამს სჭირდება, რომ ახალი პროდუქცია აწარმოოს, ან შეიძინოს და მეორე არის რისკი. აი აქ შეიძლება სააგენტო ჩაენაცვლოს და მან გადაუხადოს ფული ექსპორტიორს -  ქართულ მხარეს, რისკები მოუხსნას და საბრუნავი კაპიტალიც გაუჩინოს და ის იყოს ვალდებულებებში შესული მყიდველთან და გართულების შემთხვევაში, თუ ის ამ თანხას ვერ იხდის, ან არ იხდის, მან აიღოს თავის თავზე ეს რისკები. შესაბამისად, მიეხმაროს კიდეც ექპსორტიორს, რომ სწორედ შეარჩიოს მყიდველი, სწორად შეადგინოს დოკუმენტაცია, გააკეთოს ასეთი საფინანსო ოპერაციის დაზღვევა  და ა.შ”.

ექსპორტიორთა საჭიროებები

აგრარულ სფეროში მომუშავე ფერმერები და ექსპორტიორები მათთვის უმთავრეს პრობლემად, რაც მათ ევროპის ბაზრის ათვისებაში ხელს უშლის, რამდენიმე მიზეზს ასახელებენ: 1. ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქციის არარსებობა, ან მისი ძალიან მცირე რაოდენობა, რაც ევროპული ბაზრის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს; 2. ინფრასტრუქტურის არარსებობა და სიძვირე; 3. საბრუნავი საშუალებების სიმცირე.

“წლების წინ არსებობდა მსგავსი ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო და სწორედ მაშინ, როდესაც იქ მოხდა საწარმოო ჯაჭვის შესწავლა და ნახეს, რა პრობლემას აწყდებოდა ფერმერული მეურნეობა და რატომ ვერ ახერხებდა ექსპორტზე მუშაობას, ამ კუთხით დაიწყეს მუშაობა. მაგალითად, ციტრუსის შემთხვევაში არ იყო საკმარისი შემფუთველები და არ არსებობდა  ყუთები და ფემერებს ამ მიმართულებით დაეხმარნენ. გარდა ამისა არ არსებობდა შემნახველები, სამაცივრე მეურნეობები” - eugeorgia.info-სთან საუბრისას განაცხადა ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ.

მისივე თქმით, რთულად მოიძებნება ფერმერი, რომელსაც ერთი და იგივე ხარისხის პრდუქცია უწყვეტ რეჟიმში მოყავს და შეუძლია ექსპორტიორთა მოთხოვნის დაკმაყოფილება.

“ერთი და ორი ბიზნესი ამ კლიმატს ვერ შეცვლის იმიტომ, რომ საბრუნავი საშუალებაც დიდი სჭირდება, საექსპორტო ბაზარზე არ არის ადვილი პროდუქციის გატანა და დაახლოებით 45-დღიანი აკრედიტივია საჭირო, რაც რიგით ფერმერს არ შეუძლია და მსხვილმა ბიზნესმენმა რამდენი შეიძლება გააკეთოს?” - ამბობს ნინო ზამბახიძე.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე ხილ-ბოსტნეული ექსპორტიორები არიან, რადგან ამ შემთხვევაში პროდუქციის დანაკარგი 5-10%-ია. ამ შემთხვევაში, ერთმა დაზიანებულმა ხილმა ან ბოსტნეულმა, შესაძლოა მთელი პარტია დააზიანოს, რაც დიდ ზარალს იწვევს, ამიტომ საჭიროა შეფუთვის, დახარისხებისა და ტრანსპორტირების გამართული სისტემის შექმნა, რათა ზარალი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

კომპანია „ფრუტილია“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის და თხილის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. აღნიშნულ კომპანიას ხილ-ბოსტნეული სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში გააქვს, ევროპის ბაზარზე კი ჯერჯერობით მხოლოდ თხილს ყიდის.

„ფრუტილიას“ დირექტორი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა, რის გამოც ხილ-ბოსტნეული ევროპის ბაზარზე ვერ გააქვს, არის პროდუქციის დაბალი ხარისხი, ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმწირე  რაც გულისხმობს სამაცივრე მეურნეობების არარებობას, ასევე, ევროპული სტანდარტების შესაფუთი და დასაფასოებელი მოწყობილობების ნაკლებობას.

იმის გამო, რომ ქვეყანაში მსხვილი სამაცივრე მეურნებები არ არსებობს, ხილ-ბოსტნეული საზღავრგარეთ, ძირითადად, სეზონურად გადის, რადგან სეზონზე მოწეული ხილის დიდი ხნით შენახვის პირობები არ არსებობს.

როგორც ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, ქართველი ფერმერებისთვის უცხოა თანამედროვე ტექნოლოგიები, რის გამოც 1 ჰექტარზე ქართველ ფერმერს 15-20 ტონა ხილი მოყავს მაშინ, როცა პოლონეთში მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 100 ტონაა.  

“ჩვენი ექპორტიორი კომპანია არის გადახდისუნარიანი. გვაქვს იმის საშუალება, რომ ზომიერ სესხს მოვერიოთ, საკრედიტო ისტორიაც კარგი გვაქვს. გარდა ამისა, რადგან ამ სფეროში წლებია ვმუშაობთ, ე.ი. ეს ბიზნესი მომგებიანია. მე მჭირდება წვდომა დამატებით ფინანსურ რესურსზე, რომ გავზარდო ექსპორტი, ვიყიდო დამატებითი ტექნიკა და ა.შ.  ვერაფრით ვერ მივაღწიე იმას, რომ ჩვენთვის მოეცათ იაფი სესხი. ამბობენ, რომ თქვენ უშუალოდ მწარმოებლები არ ხართ და ა.შ არადა, წარმოებას აზრი არ აქვს, თუ არ არსებობს ლოჯისტიკა, გადაზიდვა, გასაღება და სხვ. წარმოუდგენელია, რომ ფერმერმა თვითონ დაიწყოს ბაზრების მოძიება და პროდუქციის თვითონ გატანა, ეს სულ სხვა სფეროა.

ბანკებში საპროცენტო განაკვეთი მაღალია. რისკების დაზღვევა ძალიან კარგია და ეს კომპონენტი თუ ამუშავდება, ძალიან კარგი იქნება. ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო საპროცენტო განაკვეთების დაწევაზე თუ იშუამდგომლებენ ბანკებთან, ეს იქნება კარგი. იაფი კრედიტი არის გამოსავალი”, - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ბოსტნეულისა და მწვანილის მწარმოებელი კომპანია “ჰერბია” უკვე წლებია მწვანილისა და ბოტნეულის ექსპორტზე მუშაობს, თუმცა, სეზონურად.

“მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოშ ფერმერები სტანდარტებთან შესაბამის პროდუქციას არ აწარმოებენ, არ იციან ეს სტანდარტები. სტანდარტის დანერგვა საკმაოდ შრომატევადი და ძვირია. საბრუნავი საშუალებები, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ ევროპის ბაზარე გასასვლელად მთავარი პრობლემა პროდუქციის არარსებობაა, რადგან შეიძლება ეს საბრუნავი საშუალება იყოს, მარამ არ იყოს ბაზარზე ისეთი სტანდარტის პროდუქცია, რომელსაც ევროპის ბაზარზე გასატანად იყიდი”, - განგვიცხადა “ჰერბიას” დირექტორმა ზურაბ ჯანელიძემ. მისივე თქმით, იმის გამო, რომ კომპანია ვერ უზრუნველყოფს ევროპელი შემსყიდველების მოთხოვნების დიდი რაოდენობით უწყვეტად დაკმაყოფილებას, “ჰერბია” ადგილობრივ ბაზარზე ფოკუსირდა, თუმცა, 2015 წლის გაზაფხულზე ბულგარეთში მაინც გაიტანეს 30 ტონა მწვანილი. “საბრუნავი საშუალება ცოტა მეტი რომ მქონოდა, შესაძლოა, ბულგარეთში უფრო მეტი მწვანილი გამეტანა”, - ამბობს “ჰერბიას” დირექტორი.

საბრუნავი საშუალებების ნაკლებად ხელმისაწვდომობაზე ყურადღებას ამახვილებს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძეც. მისივე თქმით, ექსპორტიორები ბანკებისგან ვერ იღებენ საბრუნავ საშუალებებს.

“წარმოიდგინეთ, როდესაც ბანკისგან სესხს იღებ და გაქვს კონკრეტული ბიზნესი, იპოთეკით ტვირთავ ამ ქონებას. საექსპორტო ბიზნესის შემთხვევაში, ყიდულობ ფერმერისგან და მერე ყიდი. როდესაც პროდუქცია მალფუჭებადია, ბანკისთვისაც დგება მაღალი რისკის ალბათობა, რადგან თუ გაფუჭდა პროდუქცია, როგორ გადაუხდი ბანკს? საბრუნავი საშუალება ეს ისეთი რამაა, რომ წარმოუდგენელია ის შეუზღუდავი რაოდენობით ჰქონდეს ბიზნესს.  მას სჭირდება საბრუნავი საშუალება, რომ შეისყიდოს ხილ-ბოსტნეული, რომლსაც მერე ექსპორტზე გაუშვებს. საექსპორტოდ როცა გააქვთ პროდუქცია, თუნდაც ევროკავშირში, 1 ან 2 კონტეინერზე შეთანხმება არ ხდება ხოლმე, რადგან ამ პროდუქციას ძირითადად სუპერმარკეტების ქსელები და საბითუმო დისტრიბუტორები ყიდულობენ და ამ დროს კონკურენცია უნდა გაუწიო ძალიან დიდ მიმწოდებლებს.  შესაბამისად, დიდი პროდუქციის გასატანად, უფრო დდი ფინანსური საბრუნავი საშუალებაა საჭირო. გარდა ამისა, მეორე მხარე როცა კონტრაქტს გიფორმებს, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შენ ფინანსურად მდგრადი ხარ. ყოფილა შემთხვევები, როცა წინასწარ რიცხავენ შესასყიდი პროდუქციის თანხის ნაწილს, პროდუქციის ჩასვლის მერე კი იხდიან მეორე ნახევარს, ან ხშირ შემთხვევაში, ითხოვენ საბანკო გარანტიას, რომ მაგალითად, ეს კომპანია კონტეინერში არ ჩატვირთავს ქვებს და ისე არ გაუშვებს”, - ამბობს ნინო ზამბახიძე.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის იზიარებს იმ პრობლემებს, რაც ფერმერებსა და ექსპორტიორებს აწუხებს.

“ევროპული ბაზარი ითხოვს ხილის ან ბოსტნეულის რეგულარულად მიწოდებას, ამ დროს ეს ჩვენთან მხოლოდ სეზონზეა და სეზონიდან სეზონამდე ფერმერები ვერ ინახავენ პროდუქციას. შესაბამისად, სეზონზე ყველაზე დაბალი ფასი როცა აქვს ამ პრიუქციას, მეწარმე იმ დროს ყიდის მას, ხილ-ბოსტნეულის შესანახი იფრასტრუქტურა, სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არებობს და ეს იწვევს ბევრ პრობლემას. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი პირველი ამოცანაა და ვიხილავთ კიდეც ერთ-ერთ პროექტად სამაცივრე მეურნეობების შემქნას. ამას ჩვენ არ შევქმნით, უბრალოდ, მივეხმარებით ბიზნესს, გავუკეთებთ ბიზნეს პროექტს, ვანახებთ რა არის იქ მომგებიანობა, ამ ბიზნესში შევალთ სანახევროდ და მოვიძიებთ საკონტროლო პაკეტის მფლობელ ბიზნესს და დავაინტერესებთ, რომ ეს პროექტი განახორციელოს. შეიქმნება გარკვეული კომპანია, 51% ექნება კერძო კომპანიას, 49% - ჩვენ, დავეხმარებით მოწყობაში. შემდეგ ეს ტექნოლოგიები დაეხმარება ფერმერებსა და ექსპორტიორებს პროდუქციის შენახვაში”, - ამბობს დავით საგანელიძე. მისივე თქმით, ის ასევე მზადაა განიხილოს ბიზნესმენთა კონკრეტული წინადადებები ფერმერთა გადამზადებასა და სტანდარტების ათვისების მიმართულებით.

 საპირისპირო აზრი ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოზე

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე  მიიჩნევს, რომ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნა ხელს ვერ შეუწყობს ექსპორტის წახალისებას. მისი მოსაზრებით, ის ფუქნციები, რითაც უნდა აღიჭურვოს ეს უწყება, უკვე აქვთ სხვადასხვა სამინიტროებს, მათ შორის ფინანსთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ა.შ. თუ ეს სამინისტროები თავიანთ ფუნქციებს ჯეროვნად ახორციელებენ და კარგად მუშაობენ, ექსპორტი ისედაც განვითარდება.

“ეკონომიკაში ექსპორტის წახალისების მექანიზმები ისედაც დევს. მაგალითად, საექსპორტო პროდუქცია დღგ-სგან თავისუფლდება, ასევე, თუნდაც ის, რომ პროდუქციის გატანაზე ძალიან ლიბერალური გარემო გვაქვს. ზოგადად, ექსპორტს რითაც შეიძლება სახელმწიფო დაეხმაროს, ესაა დიპლომატია - საგარეო სავაჭრო-ურთიერთობების გაღრმავებით. მაგალითად, ჩვენ მხოლოდ ბიზნესის იმედზე რომ ვყოფილიყავით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ვერ მივაღწევდით. ეს გაკეთდა მთავრობების დონეზე. ახლა მსგავსი მოლაპარაკებები მიდის ჩინეთთან - სწორედ ესაა სახელმწიფოს საქმე. ზოგიერთი ქვეყნის ბაზარი ისეა ჩაკეტილი, რაც არ უნდა ხარისხიანი პროდუქცია აწარმოო, უბრალოდ ვერ შეაღწევ, როგორც ევროკავშირის ბაზარი იყო აქამდე.

ეს საბოლოოდ ექსპორტის სუბსიდირებამდე მიდის. მაგალითად, ღვინის ექსპორტი ფაქტობრივად სუბსიდირებულია, რადგან რა ფასსაც ღვინის ქარხანა ყურძენში იხდის, ნაწილ თანხას სახელმწიფო ფარავს. თუ სუბსიდირებას გავაფართოებთ და ასე გავაგრძელებთ, რეალურად, ვერც ვერაფერს ვერ მოვიგებთ და ეს პოპულიზმად დარჩება. თუ ჩვენ ბიუჯეტიდან დავხარჯავთ ფულს იმის გამო, რომ გვქონდეს მეტი ექსპორტი, ეს არაფრის მომტანი არ იქნება, რადგან სამაგიეროდ დავკარგავთ  ბიუჯეტის თანხას. გარდა ამისა, ეს ბიზნესს ნაკლებ მოტივაციას გაუჩნეს, რომ კონკურენციისა და ხარისხის გაზრდაზე იმუშაონ, ასე შევიდნენ სხვა ქვეყნის ბაზარზე და მუდამ დამოკიდებულები იქნებიან სახელმწიფოზე”, - ამბობს ბესო ნამჩავაძე.

მისივე თქმით, თუ ქვეყნის ეკონომიკაში ნორმალურად მიდის პროცესები, ეკონომიკაც იზრდება, იზრდება წარმოება, მათ შორის საექსპორტო პროდუქციისაც.

“შეიძლება არსებობს კონკრეტული საჭიროებები კონკრეტული ბიზნესებისთვის, მაგრამ რა საჭიროა ამისთვის ცალკე სამსახურის შექმნა? ფერმერებს ძირითადად დახმარება სჭირდებათ სტანდარტების დანერგვაში, იმის ათვისებაში, თუ როგორ მოიყვანონ პროდუქცია ევროკავშირის ბაზრის სტანდარტებთან შესაბამისობაში, როგორ გაზარდონ წარმოება და ა.შ. შეიძლება ამ მიმართულებით დავეხმაროთ და ამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისედაც ხომ გააკეთებს? რა საჭიროა ახალი სამსახური? ბიუროკრატიაც მეტი იქნება და ფულიც მეტი დაიხარჯება”, - ამბობს ბესო ნამჩავაძე

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში ხელოვნური ჩარევის წინააღმდეგია, თუმცა, მიაჩნია, რომ რიგ შემთხვევებში ეს დასაშვებია.

“მიმაჩნია, რომ ეს არ არის ის მექანიზმი , რაც შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს. თუმცა, რიგ შემთხვევებში, როცა ეს არის სტარტაპი და შესაძლებელია რაღაცის წამახალისებელი იყოს, მაგალითად, როგორც ეს იყო აგრო დაზღვევა, მიმაჩნია, რომ იმ კონკნრეტული მომენტისთვის შეიძლება სწორი იყოს, რაღაც უნდა დადგეს რელსებზე და შემდეგ სახელმწიფო აქედან უნდა გავიდეს”, - ამბობს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი.


თაზო კუპრეიშვილი

წაკითხულია
3421
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner