banner
13 ნოემბერი 2015 | 16:17 ეკონომიკა

მთავრობას ევროპასთან სავაჭროდ საინფორმაციო-ლოჯისტიკური ცენტრი არ გააჩნია

მთავრობას ევროპასთან სავაჭროდ საინფორმაციო-ლოჯისტიკური ცენტრი არ გააჩნია

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემები ადასტურებს, რომ ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქტები ძნელად, მაგრამ მაინც იკვლევენ გზას ევროპული ბაზრებისკენ. 2015 წლის 7 თვის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 100.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83.9 %-ით აღემატება 2014 წლის, ხოლო 148.9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ძირითადად ექსპორტირებულია: თხილი, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები, ბოსტნეული და ხილი.

დღეს უკვე არავინ დაობს, რომ ევროკავშირის ბაზარს ხარისხის მკაცრ მოთხოვნებთან ერთად ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ეს არის სტაბილურობა და კარგი ფასი. ყველა თანხმდება, რომ ევროპის ბაზარი ჩამოყალიბებული ბაზარია, დახვეწილი და დადგენილი თამაშის წესებით, რომელთაც ახლა ეცნობა და ეგუება ქართველი ფერმერი. იქ შესაღწევად მეწარმეებს და გლეხებს ერთბაშად ძალიან ბევრი ამოცანის ამოსხნა მოუწიათ: ეს არის ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება, ლაბორატორიული შემოწმება, საერთაშორისო სტანდარტის დაცვა და  ევროპაში მყიდველის პოვნა. წარმატებული ქართველი ფერმერების მაგალითიდან ირკვევა,  რომ ამ დავალებებს მათ თავი დამოუკიდებლად გაართვეს, ახლა საბოლოო წარმატების მიღწევაში  ელემენტარული ლოჯისტიკური საკითხების მოუგვარებლობა უშლით.

"ევროპაში ქართული პროდუქტის დროული და ხარისხიანი ტრანსპორტირება დღეს გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე ყურძნის მოყვანა, დაწურვა, ხარისხიანი ღვინის დამზადება, დაფასოება და მყიდველის პოვნა,-ასე აფასებს დღეს შექმნილ სიტუაციას ბიოღვინოს მწარმოებელი იაგო ბიტარიშვილი, რომელიც მართალია, თავის პროდუქციას თითქმის მთლიანად ევროპულ ბაზარზე ყიდის, მაგრამ ამ შედეგს 10 წლიანი დაუღალავი შრომითა და უამრავი წინააღმდეგობის გადალახვით მიაღწია.

ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში, ჭაჭაზე დაყენებული ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გაიტანა.  ბიოპროდუქტზე დახარბებულ ევროპელებში ქვევრის ღვინომ მალე მოიპოვა პოპულარობა. დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა. 1 ბოთლი ღვინო მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახის  მარანში 8–10 ევრო ღირს, ევროპისა და ამერიკის სპეციალიზებულ მაღაზიებში კი გაცილებით ძვირი. "მაღაზიებში ის 21–22 ევრო ღირს,  რესტორნებსა და ბარებში კი 2–ჯერ მეტიც,“  – ამბობს იაგო ბიტარიშვილი და გული წყდება, რომ ძირითადად პროდუქციის ადგილზე გაყიდვა უწევს. " მე ღვინოს აქვე ვყიდი და ტრანსპორტირებას მყიდველი უზრუნველყოფს. ცხადია, ევროპაში ჩატანილს უფრო ძვირად გავყიდიდი, მაგრამ ვშიშობ, რომ დროულ და ხარისხიან ტრანსპორტირებას ვერ შევძლებ, ან იმხელა თანხა დამიჯდება, რომ ამ ეტაპზე ასე მირჩევნია".

იაგოს პროდუქცია საკმაოდ ელიტარულია და მას ევროპული რესტორნები მცირე პარტიებით ყიდულობენ, შესაბამისად სატვირთო მანქანის შევსება, რომლის ტევადობა 16 000 ბოთლს აღწევს, პრობლემატურია და სხვა კლიენტის ლოდინი დიდხანს უწევს. საჰაერო ტრანსპორტის გამოყენება ფასს ძალიან ზრდის, არასტაბილური მომოსვლა შედარებით იაფ ბორანსაც გამოუყენებელს ხდის . მცირე მეწარმემ დროებითი გამოსავალი ისევ კოოპერაციაში ნახა.  ხანგრძლივი ძიების შემდეგ  ქართული ღვინის სხვა მწარმოებელს  "ხოხბის ცრემლებს" შეუამხანაგდა და მისი შვედი პარტნიორის ერიკ ანდერმოს დახმარებით  ახლა ევროპაში ქართული ღვინის ორი მცირე  საწყობი გახსნა. "ერთი - გერმანული “KTl”-ს ჰაბში გვაქვს ნაქირავები, მეორე კი სტოკჰოლმში, საიდანაც პროდუქცია უკვე სამარშუტო ტაქსებით გადაგვაქვს საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიის სხვადასხვა ქალაქში კონკრეტულ მისამართზე."

გაცილებით სერიოზული პრობლემები ექმნებათ წვრილ და საშუალო მეწარმეებს, რომლებსაც ევროპაში  გადაუმუშავებელი ხილი და ბოსტნეული გააქვთ და ჯერჯერობით ვერც უცხოელი პარტნიორები მოიძიეს, ვინც იქ სასაწყობე მეურნეობის შექმნასა და მართვაში დაეხმარება. მაგალითად,  ქართული კომპანია "ნერგეტა", რომლის  მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მოწეული კივი ევროპულ ბაზარზე   შარშან  პირველად მოხვდა და გერმანიაში, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქსელის -  Lidl-ის სუპერმარკეტების თაროებზე  იყიდებოდა.

"ნერგეტას" მიზანი შექმნისთანავე  ევროკავშირის  ბაზარზე გასვლა იყო. ამისთვის კომპანიამ  GLOBAL GAP-ის რთულად მისაღწევი, წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტიც დაძლია. სტანდარტის აღება და ხარისხიანი მოსავლის მოყვანა კი შეძლო  და წელს "ნერგეტაში" გერმანული ქსელისთვის კივის მიწოდების მნიშვნელოვან გაზრდასაც ვარაუდობდა, მაგრამ  პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. განსაკუთრებული საგემოვნო მახასიათებლებით გამორჩეულ ქართულ კივის ისევ ელიან ანტვერპენში, როტერდამში, შტუტგარტში და მის ახლომდებარე ქალაქებში, მაგრამ ევროპულ ქალაქებამდე  მისი ტრანსპორტირება მეწარმისათვის ჯერჯერობით სერიოზული თავსატეხია.

ფოთიდან კივი საზღვაო ტრანსპორტით პირდაპირ ანტვერპენსა და როტერდამში რომ ხვდებოდეს, სადაც ჩვენი პროდუქციის ძირითადი ნაწილი იყიდება, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ოცნებაა. ახლა შეგვიძლია გემით მალტამდე ან იტალიაში ტრანსპორტირება, მერე იქიდან სხვა გემი უნდა მოვძებნოთ, რაც საბოლოოდ, ნერვებთან ერთად მინიმუმ 30 დღეს და საეჭვო ხარისხის პროდუქციას  ნიშნავს. საზღვაო ტრანსპორტს ფოთიდან როტერდამამდე მაქსიმუმ 15 დღე დასჭირდებოდა და კივის ტრანსპორტირებაც გაცილებით იაფი დაჯდებოდა,- ამბობს  კონსტანტინე ვეკუა, შპს "ნერგეტას" თანადამფუძნებელი და განვითარების დირექტორი.

არასტაბილური გრაფიკის გამო ბათუმი- ბურგასს შორის დანიშნულ  ბორანს ვერც "ნერგეტას" მფლობელები იყენებენ. არადა, ესაა დღეს მოქმედი ერთადერთი და უმოკლესი საზღვაო მარშუტი, რომელიც საქართველოს პირდაპირ  ევროკავშირის წევრ ბულგარეთთან აკავშირებს.  შესაბამისად, დამწყები ბიზნესისთვის გადამწყვეტ -- ფასს გააიაფებდა და ტრანსპორტირების დროსაც შეამცირებდა . "ბორანი  თვეში სამჯერ გადის და ხშირად ისიც ტვირთს ელოდება. ყოველ მეორე ამ მესამე დღეს რომ გადიოდეს, დიდი შეღავათი იქნებოდა. მსხვილი სუპერმარკეტები ან შემსყიდველი კომპანიები კონკრეტულ დღეს დაგითქვამენ და ზუსტად იმ დღეს უნდა მიაწოდო პროდუქცია, სხვა შემთხვევაში კონტრაქტი საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს. ასე რომ, თითქოს დიდი არჩევანიდან რჩება მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტი, რაც სხვა დროს 3500, ციტრუსების სეზონზე კი მინიმუმ 4000 ევრომდე ჯდება. პრობლემატურია ისიც, რომ ხშირად სამაცივრე დანადგარები გამართულად არ მუშაობს და ტრანსპორტირებისას მძღოლებს ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება უჭირთ.ან ქართულ კომპანიებს არ ჰყავთ გამართული ტრანსპორტი და მძღოლები წესებს არ იცავენ, ამიტომ ხშირია შემთხვევები, რომ მალფუჭებადი ტვირთი ადგილზე უკვე გაფუჭებული ჩადის. იძულებული ვართ უპირატესობა საერთაშორისო გადამზიდავებს მივანიჭოთ".

გაცილებით რთულადაა საქმე კომპანია "Vanrik Agro Group"-ის მიერ წარმოებული ლურჯი მოცვის შემთხვევაში. დიდ ბრიტანეთში მოცვის პირველივე საცდელი პარტიის წარმატებით რეალიზებამ მცირეშემოსავლიან გურიას ახალი იმედები ჩაუსახა.  "მოცვს მჟავე ნიადაგი სჭირდება, გურიაში კი სწორედ ასეთი ნიადაგია", - ამბობდა "Vanrik Agro Group"-ის ფინანასური მენეჯერი  არჩილ პაიჭაძე, რომელიც ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში 50 ჰექტარზე გაშენებული პლანტაციის 400 ჰა-მდე გაფართოებას აპირებდა, ახლა კი ერთერთ გადამზიდავ კომპანიასთან სასამართლო დავა აქვს. "ევროპაში რამდენიმე პარტია გავიტანეთ. იყო  შემთხვევები, როცა ძალიან დავზარალდით. გზაში მოცვის  ხარისხი გაფუჭდა, პროდუქცია დაიწუნეს და მერე 20-30%-ით უფრო იაფად, ერთხელ კი 50%-იანი ფასდაკლებითაც  მოგვიწია გაყიდვა.ახლაც დავა მიმდინარეობს ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიასთან, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ნორმალური ტრანსპორტირება ვერ შეძლო. ახლა სასამართლო გაარკვევს, რა მიზეზით გაფუჭდა გზაში მოცვი, ეს იყო უხარისხო შესაფუთი მასალის, გრძელვადიანი ტრანსპორტირების თუ ტემპერატურული რეჟიმების დაუცველობის ბრალი."

ხანგრძლივი  ტრანსპორტირება  ცალკე პრობლემაა. პროდუქტის  საქართველოდან   დიდ ბრიტანეთამდე ჩატანას ყველაზე სწრაფი და მობილური ავტოტრანსპორტიც 12 დღეს ანდომებს. ბათუმი-ბურგასის ბორნის არასტაბილური და უსისტემო მიმოსვლა მას ქართული მოცვის ტრანსპორტირებისთვისაც გამოუყენებელს ხდის. "თუ ნოვოროსიისკში მაინც სისტემატურად გაჩერდება, ბალტიისპირეთში ტვირთის გადასატანად კიდევ შეიძლება მისი გამოყენება, მაგრამ გერმანიამდე ან დიდ ბრიტანეთამდე მერე სხვა ტრანსპორტი უნდა ვეძიოთ და ეს პროდუქტის გაფუჭების შემთხვევაში დამნაშავის დადგენას კიდევ უფრო გაართულებს. სადაზღვევო კომპანიებთან დავაც არაა იოლი საქმე. გადამზიდავებისგან შემოთავაზებებს ელექტრონულად ვიღებთ ან თავად ვეძებთ. განსაკუთრებულ დაგეგმვას და ლოჯისტიკურ სქემებს არავინ გვთავაზობს. ასე რომ, გადაზიდვის ხარჯები იმდენად დიდია, პროდუქციის თვითღირებულებაში ხშირად 10%-ს აჭარბებს. ქართულ გადამზიდავ კომპანიებს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე აღარ ვენდობით,"- ამბობს არჩილ პაიჭაძე.

პრობლემას ისიც ზრდის,  რომ ქართველი ფერმერები და გლეხები  ევროპულ ბაზარზე ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს. შესაბამისად,  თავადაც არაინფორმირებულებს ხშირად უწევთ გაუთვითცნობიერებელ მომხმარებლამდემცირემოცულობის (2-3ტონა)ან  საცდელი პარტიების ტრანსპორტირება, რაც ამ პირობებში ფასს კიდევ უფრო აძვირებს. "ეს განსაკუთრებით გვაზარალებს, რადგან ევროპელ მომხმარებელთან თანამშრომლობას ახლა ვიწყებთ, კონტრაქტებიც პირველად  ფორმდება და თავიდანვე სიტყვი სგატეხვა შემდგომ თანამშომლობას ართულებს.  მითუფრო, რომ კონკურენცია 500 მლნ-იან ევროპულ ბაზარზე უდიდესია და სხვა ქვეყნებს არც ხარისხიანი ტრანსპორტირების პრობლემები აქვთ. არადა, გასაღების შესაძლო ბაზრებიდან მოცვის ფასი ევროკავშირში  ყველაზე მომხიბვლელია,"- ამბობს არჩილ პაიჭაძე.

                                         

                                                                  საგადაზიდვო მარშრუტები და შესაძლებლობები

 

საქართველოს ავტომაგისტრალები აკავშირებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან.ამჟამად პირდაპირი სარკინიგზო კავშირი აქვს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, თუმცა მოძველებული რკინიგზის მოდერნიზაცია საუკეთესო შემთხვევაში 2019 წელს დასრულდება.  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, რომელიც შუა აზიიდან წამოსულ ტვირთებს საქართველო-თურქეთის გავლით ევროპასთან დააკავშირებს,  სხვადასხვა მიზეზებით მინიმუმ მომავალ  წლამდე გადაიდო. ტრანსპორტირება ზღვით-საქართველოში ორი პორტია: ბათუმი და ფოთი. ბათუმის პორტი: უნივერსალური ტიპისაა, რაც ნიშნავს რომ იგი იღებს და აგზავნის როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საზღვაო ტრანსპორტს, თუმცა ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ ბურგასს უკავშირდება ბორნით. ანალოგიური სიტუაციაა ფოთის პორტშიც. შავი ზღვის ძირითადი საპორტო ქალაქებია: ოდესა და სევასტოპოლი უკრაინაში, ფოთი და ბათუმი საქართველოში, ნოვოროსიისკი რუსეთში, კონსტანცა რუმინეთში, ბურგასი და ვარნა ბულგარეთში, ერეგლი, სამსუნი და ტრაპიზონი თურქეთში. მცირე ტვირთების გადასაზიდად იყენებენ საჰაერო ტრანსპორტსაც, თუმცა ავიაგადაზიდვა დაახლოებით 1,5-2-ჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ავტოტრანსპორტით.ფასის გამო, ფერმერებისთვის ეს შეუძლებელია.

 

                                                                          ბათუმი-ბურგასის ბორანი

 
6-წლიანი პაუზის შემდეგ, ბურგასი-ფოთი-ნოვოროსიისკის საბორნე მიმოსვლა 2014 წელს განახლდა.ბორანი 150 ტრაილერს და 250 მგზავრს იტევს. საბორნე მიმოსვლას გემი „დრუჟბა" ახორციელებს, რომლის ქართველი წარმომადგენელი თემურ ბარქაია აცხადებს, რომ ბორანი სამკუთხედზე მოძრაობს,  ტვირთების არასტაბილური მიწოდების გამო თვეში სამჯერ გადის, ბურგასამდე ერთი სატვირთო ავტომობილის ტრასნპორტირება 850-900 ევრომდე ჯდება და სახმელეთო ტრანსპორტთან შედარებით,ის გაცილებით სწრაფი და იაფი ტრანსპორტია. ბურგასამდე პირდაპირ რეისს 36 საათში ასრულებს, 48 საათი სჭირდება ნოვოროსიისკის გავლით. ახლა 60-70%-იანი დატვირთვით მუშაობს და ელოდება ზამთარს, როცა ლარსი დაიკეტება და რუსეთისკენ და ჩრდილოეთ ევროპისკენ მიმავალი ტვირთები ბორანზე გადანაწილდება.„ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დიდი პრობლემაა, რიგია, ამას ემატება ზამთრის პერიოდში დიდი თოვლი, რაც რიგებს უფრო მეტად ზრდის, შედეგად, ეს ბორანი ერთადერთი ალტერნატიული გზაა", - აცხადებს ბარქაია.

დიდ იმედებს ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის ჩინეთიდან წამოსულ ტვირთებზე ამყარებს. ამბობს, რომ პერსპექტიულია ირანის მიმართულებაც, რადგან უმოკლესი გზა ევროპამდე საქართველოზე გადის. სანქციების შერბილების შემდგომ პირველი ტვირთები, ჯერჯერობით, ძირითადად მსუბუქი მანქანებით დატვირთული კონტეინერები უკვე დაიძრა ევროპიდან.

 

                                                                                 სამთავრობო პოლიტიკა

ეკონომიკის  სამინისტროს  ტრანსპორტის დეპარტამენტში , რომელიც საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლის სტრატეგიას განსაზღვრავს, აცხადებენ, რომ მათი პრიორიტეტი საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია და ქვეყნის გლობალურ სატრანსპორტო დერეფნებში  ჩართულობის გაზრდაა.  დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე დიდხანს საუბრობს ჩინეთთან დაახლოების პერსპექტივებზე, ჩინეთის რკინიგზასთან ერთად წარმატებით განხორციელებულ 2 საპილოტე პროექტზე, რომლის მთავარი ხიბლი-- რეგულარული მიმოსვლა ჯერ განუხორციელებელ ამოცანად რჩება. იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის და იქვე საერთაშორისო ჰაბის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში აუცილებლად ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს და საქართველოს საზღვაო პოტენციალიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. იმ ფაქტს, რომ გამარჯვებულის გამოვლენა უკვე ორჯერ გადაიდო და ბოლოს 21 სექტემბერს გამოცხადებული  ვადაც დიდი ხანია გავიდა, პროექტის სირთულეს უკავშირებს. ამბობს, რომ საერთაშორისო ლოჯისტიკური ცენტრის შექმნაზე, რომელმაც შუა აზიიდან მიღებული ტვირთები უნდა მიიღოს, ნაწილი  ადგილზე დაამუშაოს, შეფუთოს და მეორე ნაწილი  ევროპის მიმართულებით გაუშვას, ჯერ მხოლოდ ფიქრობენ და მალე ალბათ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე  კონკურსს გამოაცხადებენ. იმედოვნებს, რომ საერთაშორისო "აბრეშუმის გზის ფონდის"  ფინანსების ნაწილი საქართველოზე დაიხარჯება, რაც კიდევ უფრო დაახლოებს ქვეყანას ყაზახეთთან, თურქმენეთთან  და ავღანეთთანაც კი, საიდანაც თურმე ჩვენი დერეფნით სარგებლობის დაინტერესება საკმაოდ დიდია. ქალბატონ ქეთევანთან საუბარში ირკვევა, რომ ჯერჯერობით მათ პრიორიტეტებში ვერ ხვდება მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვედრილი, სანქციებმოხსნილ ირანთან უფრო მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარება.

მისთვის უცნობია, ბოლო თვეებში საქართველოს გავლით ევროპიდან ირანის მიმართულებით წამოსული ტვირთების ზრდა,  რომელსაც ჯერჯერობით ბურგასი-ბათუმის ბორანი ემსახურება და თვლის, რომ ეს ტვირთი თავისთავად ვერ აუვლის გზას ყველაზე მოკლე და იაფ მარშუტს. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების და  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროპასთან დამაკავშირებელ ერთადერთ , ისიც არარეგულარულ საბორნე მიმოსვლაზე ამბობს, რომ ეს კერძო სექტორის საქმეა თუმცა იქვე აღნიშნა, რომ  მან ბიზნესის მფლობელს მეორე ბორნის დამატება და სიხშირის გაზრდა შესთავაზა. დაფინანსების მოპოვების მიზნით კი  საპარტნიორო ფონდში მისვლაც ურჩია. ოღონდ როგორ უნდა გახადოს ერთმა მეწარმემ სახელმწიფოს დახმარების გარეშე  ბორანი უფრო რენტაბელური არ აუხსნია. რაც შეეხება ქართული გადამზიდავი კომპანიების მოუწესრიგებელ მენეჯმენტს, ლოჯისტიკური ცენტრის არარსებობას, რის გამოც უკვე არაერთმა ქართველმა ფერმერმა იზარალა, ამბობს, რომ პრობლემების შესახებ არაფერი სმენია და იქვე ამის საპასუხოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო კი ნებართვებს მხოლოდ  მათზე გასცემს, ვინც გადაზიდვეის პროცესს ევროსტანდარტების სრული დაცვით ახორციელებს.

კონკრეტულ კითხვებზე: როგორ ახდენენ DCFTA ფარგლებში მეწარმეთა ინფორმირებას ან ხელშეწყობას,  რით ეხმარებიან მათ ევროპაში  საპილოტე ან საცდელი პარტიების გაგზავნისას,აძლევენ თუ არა კონკრეტულ რჩევებს უიაფესი და ხელსაყრელი გადაზიდვის საშუალებების და მარშუტების შესახებ, რას აკეთებენ გადაზიდვების ხარისხის და ფასის გასაუმჯობესებლად, ტრანსპორტირების დეპარტამენტიდან იმავე სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტში გვამისამრთებენ და გვიხსნიან, რომ ეს მათი პრეროგატივაა. დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია კი პირდაპირ აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემის შესახებ არავის მიუმართვას, მსგავსი ინფორმაცია არა აქვს და შესაბამისად ამ კუთხით არც არაფერს აკეთებს. შემდეგი მისამართი უკვე მთავრობის გადაწყვეტილებით შექმნილი საპარტნიორო ფონდია, სადაც გაირკვა, რომ ამ ეტაპზე ევროპასთან სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესებლად რაიმე პროექტის, თუნდაც იგივე სახმელეთო ან საბორნე გადაზიდვების ხელშეწყობა არ იგეგმება. რაც შეეხება ჯერ კიდევ ზაფხულში ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით მიღებულ დავალებას, ფონდში ამბობენ, რომ  სააგენტოს შექმნა მთავრობისა და პარლამენტის მიერ უკვე მომზადებული კანონმდებლობის იმპლემენტაციაზეა დამოკიდებული. ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს პრიორიტეტები კი ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებით სულ სხვაა:  1)შერჩევითი საკრედიტო დაზღვევა და 2) საბრუნავი საშუალებებისთვის ფინანსური გარანტიის მოძიებაა. ვინ ან რატომ განსაზღვრა მხოლოდ ეს ორი პრიორიტეტი აქ უკვე ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, ექსპორტის მიმართულების კოორდინატორ სოფო ბენდიაშვილთან გვამისამართებენ, ვინც დაინტერესებულ მეწარმეებთან შეხვედრა უზრუნველჰყო და  ფონდს პრიორიტეტების განსაზღვრაში დაეხმარა. ის ერთდერთი აღმოჩნდა, ვინც პრობლემის შესახებ იცის, მაგრამ ამბობს, რომ ჯერჯერობით სხვა პრიორიტეტები დგას და ამ შეხვედრაზეც ამიტომ გადაწყვიტა ძირითადად გადამამუშავებელი საწარმოს მესვეურები დაეპატიჟა "ფრეშ ფუუდის" მწარმოებელ ფერმერთა ნაცვლად. პრიორიტეტებიც რასაკვირველია, ამ შემთხვევაში გადამამუშავებელი, სადაზღვევო  კომპანიების და  ბანკების საჭიროებების მიხედვით განისაზღვრა. საკუთარი თავის ამარა დარჩენილი ქართველი ფერმერები და გლეხები  კი იძულებულნი არიან საკუთარ პრობლემებს თავად გაუმკლავდნენ ან გაერთიანებაზე იზრუნონ  და  უკეთესი მომავლის იმედით ერთად გაიკვალონ გზა ჯერ აუთვისებელი, მაგრამ საიმედო ევროპული ბაზრისკენ. თან ისე, რომ ბევრ მცირე და საშუალო ფერმერს  გაუჩინონ კივის, მოცვის,  თხილის თუ სხვა პროდუქტების  გაშენების მოტივაცია.

ეკა სარია

 

წაკითხულია
4895
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner