banner
16 ნოემბერი 2015 | 19:00 გარემოს დაცვა

2016 წლიდან საწვავის ხარისხს სახელმწიფო გააკონტროლებს

2016 წლიდან  საწვავის ხარისხს სახელმწიფო გააკონტროლებს

თბილისში ჰაერის დაბინძურების 95% ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვითაა გამოწვეული. მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ძირითად მიზეზებს შორისაა საწვავის დაბალი ხარისხი, სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების არარსებობა და მოძველებული ავტოპარკი. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებითაც აქვს აღებული. საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირებასთან ერთად, ქვეყანა 2017 წლიდან უნდა გადავიდეს ევრო-5 სტანდარტის საწვავის მოხმარებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საწვავის ხარისხს და შეამცირებს გარემოს დაბინძურების მაჩვენებელს. სანამ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, ქვეყანა ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირების ინოვაციურ მეთოდებსაც ეცნობა.

“ჰაერის დაბინძურება კომპლექსური საკითხია, არ არსებობს ამ პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთი გზა”- ამბობს ამერიკული კომპანიის “ვისკონი” დირექტორი მარკო ბერგმანი, რომელმაც გარემოს დაცვის სამინისტროში წარადგინა ინოვაციური პროდუქტი, რომელიც საწვავის წვას აუმჯობესებს და აქცენტს აკეთებს ემისიების შემცირებაზე- “ვისკონი” ბაზარზე ერთადერთი პროდუქტია, რომელიც დამოწმებულია აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს(EPA) მიერ, დადასტურებულია, რომ ამცირებს მყარ ნაწილაკებს(PM), ბუნებრივ ოქსიდებს, CO-სა და CO2-ს. ტრადიციული წვის დროს, საწვავში მძიმე ნაწილაკები გამოეყოფა მსუბუქს და მათი წვის დროც განსხვავებულია, დიდი ნაწილაკები ბოლომდე არ იწვის. საწვავის “ვისკონით” დამუშავების შემთხვევაში, წვის დრო თანაბარია, როგორც მძიმე, ასევე, მსუბუქი ნაწილაკებისთვის, ისინი არ გამოეყოფა ერთმანეთს ანუ წვა ხდება უფრო ეფექტურად, შედარებით ნაკლებ ტემპერატურაზე. თუ შევადარებთ სხვა მეთოდებს, არსებობს დანამატები (ედიტივები) რომელიც საწვავს ამატებს ქიმიურ შენაერთებს, თუმცა არ არსებობს მეცნიერული დასკვნა, რომ ეს დანამტები ამცირებს ემისიებს. “ვისკონი” არ არის დანამატი, ის საწვავის მისართია, რომელიც ცვლის, არა ქიმიურ შემადგენლობას, არამედ საწვავის ფიზიკურ მახასიათებლებს,”- ამბობს მარკო ბერგმანი eugeorgia.info-სთან ინტერვიუში.

 “ვისკონის” გამოყენების შემთხვევაში, შემდეგი პროცენტულობითაა შესაძლებელი ემისიების შემცირება:

  • მყარი ნაწილაკების(PM) შემცირება 25% -დან 49%-მდე, რაც დადასტურებულია კალიფორნიის გარემოს დაცვის სააგენტოს -C.A.R.B. მიერ;
  • აზოტის ჟანგეულების (NOx) შემცირება 8% -დან 20%-მდე, დადასტურებულია ტეხასის გარემოს დაცვის სააგენტოს (TCEQ) მიერ;
  • ნახშირბადის მონოქსიდის(CO) შემცირება 38%-მდე;დადასტურებულია კალიფორნიის ლაბორატორიის (OEETC) მიერ;
  • ჰიდროკარბონების(HC) შემცირება 29%-მდე;დადასტურებულია კალიფორნიის ლაბორატორიის (OEETC) მიერ.
  • ნახშირბადის დიოქსიდი(CO2) შემცირება 2.5%-მდე;დადასტურებულია კალიფორნიის გარემოს დაცვის სააგენტოს -C.A.R.B. მიერ.
  • საწვავის ხარჯის შემცირება 2.5%-დან 5%-მდე; დადასტურებულია კალიფორნიის ლაბორატორიის (OEETC) მიერ.

“ვისკონის” ტექნოლოგიის განვითარება აშშ-ში, 1980-იან წლებში, სამხედრო მიზნებისთვის დაიწყეს. მიზანი იყო ისეთი შენაერთების განვითარება, რომელიც ინციდენტებისას, სამხედრო-საჰარეო ხომალდის საწვავის აფეთქების საფრთხეს შეამცირებდა. მთავარ მიზანს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემთხვევაში საწვავი საერთოდ არ აფეთქებულიყო, ვერ მიაღწიეს, თუმცა ტექნოლოგიის შესწავლისას გამოჩნდა, რომ საწვავმა გაცილებით მაღალი ხარისხით დაიწყო წვა. “ვისკონი” ცალკე კომპანიად 2000 წელს ჩამოყალიბდა და ზუსტად, 10 წელი დასჭირდა აშშ-ის მთავრობისგან აღიარების მისაღებად. დღეს “ვისკონით” დამუშავებულ საწვავს იყენებენ აშშ-ის ორ შტატში-ტეხასსა და კალიფორნიაში, სადაც ყველაზე მკაცრია გარემოს დაცვის კანონმდებლობა, ვინაიდან ეს ორი შტატი ყველაზე დიდ დამაბინძურებელად განიხილება. სხვა შტატებთან შედარებით, აქ მრეწველობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

გარემოს დაბინძურებასა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ევროპაშიც, თუმცა ევროპის ქვეყნებიდან “ვისკონის” ტექნოლოგიის დანერგვაზე მხოლოდ ნორვეგიაში მუშაობენ, დიოქსიდების შესამცირებლად. ევროპაში, სადაც, ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო მრეწველობაა, ქვეყნები უფრო მეტად ფოკუსირებული არიან CO2-ის შემცირებაზე. ამასთან, ევროპაში საწვავის ხარისხი გაცილებით მაღალია აშშ-სთან შედარებით, მართალია, “ვისკონი” ამცირებს CO2-საც, თუმცა მხოლოდ 2.5%-ით.
2008 წლის შემდეგ, აშშ-ში “ვისკონით” 23 მილიარდი ლიტრი საწვავი დამუშავდა. პროდუქტის დამატება შესაძლებელია, ტერმინალებში, სადაც საწვავი იმპორტის შემდეგ ინახება, ასევე, ბენზინგასამართ სადგურებზე. სწორედ, “ვისკონით” საწვავის დამუშავების პროცესი მიაჩნია საქართველოში პროდუქტის დანერგვის მთავარ პრობლემად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს.

“აშშ-ის შტატებშია დანერგილი და დარწმუნებული ვარ, ეფექტიც აქვს, მაგრამ, ჩვენ როგორ უნდა დავნერგოთ, ამ რეალობაში, ეს მეეჭვება. ნავთობპროდუქტებს უნდა გაერიოს ცისტერნებში, ტერმინალებში, რაც ცალკე ტექნოლოგიური ციკლია, დამატებითი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას ამისთვის, ამ ეტაპზე, ეს ტექნიკურად წარმოუდგენელია, რადგან მზა, იმპორტირებული პროდუქტი შემოდის. არცერთ კომპანიასა და გასამართ სადგურს ამის რესურსი არა აქვს, და ეს პროდუქტს გააძვირებს, როდესაც პროდუქტი ძვირდება ბაზარზე, იქ უკვე კითხვის ნიშნები ჩნდება,”-
ამბობს ვანო მთვრალაშვილი. ტექნიკურ გამოწვევას აღიარებს თავად კომპანიის დირექტორიც, თუმცა ფასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ აშშ-ის შემთხვევაში დაახლოებით 1 ცენტი ემატება 1 ლიტრზე. 1 ლიტრი “ვისკონი” კი საკმარისია 2500 ლიტრი საწვავის დასამუშავებლად.

“საწვავის არცერთი კომპანია, ნებაყოფლობით, არ ხარჯავს ფულს ცვლილებების განხორციელებაში, თუ “ბენეფიტები” არ ექნება, ასეა ყველა ქვეყანაში, თუ სახელმწიფო არ ავალდებულებს ნავთობმწარმოებელ კომპანიებს აწარმოონ უკეთესი ხარისხის პროდუქტი. მაგალითად, ტეხასის შტატის მთავრობა ეუბნება კომპანია “შელს”, რომ ვერ გაყიდის პროდუქტს შტატში, თუ ემისიები არ ექნება ნაკლები, კომპანიას სამი არჩევანი აქვს: უარყოს ეს მოთხოვნა და გადაიხადოს ჯარიმა, შეცვალოს გადამამუშავებელი პროცესის მექანიზმი, რაც დაუჯდება მილიარდობით დოლარი და მესამე- იყიდოს დანამატი/მისართი და მიაღწიოს იმავე შედეგს. ემისიების შესამცირებლად, შეუძლიათ იყიდონ მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც დამოწმებულია აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ან ტეხასის მიერ. “ვისკონის” საწვავში შესარევად ტექიკურად საჭიროა სპეციალური მანქანა-დანადგარი და ეს ტექნიკური გამოწვევაა, თუმცა ამის მოგვარებასა და გამარტივებაზე მუშაობს კომპანია,”-
ამბობს მარკო ბერგმანი.

საწვავის ხარისხთან ერთად, საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების არარსებობა და მოძველებული ავტოპარკი. საქართველოში საავტომობილო პარკის 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა.

“სავალდებულო კონტროლის არარსეობის პირობებში, სავარაუდოა, რომ ავტომობილების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია, ავტოპარკის 85%-სთვის, რომელსაც მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, სავალდებულო პერიოდული ტესტირება მხოლოდ 2018 წელს ამქომედდება, რის შედეგადაც მოხდება ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და შესაბამისად, ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შემცირება. ამასთან, ავტომობილების უმრავლესობას არ გააჩნია კატალიზური კონვერტერი, რომელიც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებებს ამცირებს, იმპორტირებული ავტომობილებში დიდია მეორადი მანქანების პროცენტი, რომლებშიც კატალიზატორების ექსპოლატაციის ვადა თითქმის ამოწურულია და ხშირ შემთხვევაში, ისინი მწყობრიდან გამოდიან,”- ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის უფროსი ქეთევან კორძახია.

“საწვავის ხარისხის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი, როდესაც 90% ავტომობილების 10 წელზე დიდია და კატალიზატორები ფაქტიურად არ არსებობს, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. სახელმწიფომ ტექდათავლიერების კუთხით, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ლიბერალური კონტროლის მექანიზმები უნდა შეიმუშავოს და ნელ-ნელა განახლდეს ავტოპარკი. შეზღუდვები დაწესდეს, ეტაპობრივად, ძველი ავტომობილების შემოტანაზე, წახალისდეს ახალი- ჰიბრიდული და ელ. ტრანსპორტის იმპორტი,“- აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, 3 ტონა სრული მასის ზევით ყველა ტრანსპორტი ექვემდებარება ტექნიკურ დათვალიერებას, მათ შორის არიან ავტობუსები, მიკროავტუბუსები, სატვირთოები. მსუბუქი ავტომობილები არ ექვემდებარება სავალდებულო ტესტირებას, ასეთი ავტომობილები კი მთლიანი ავტოპარკის დაახლოებით 85%-ს შეადგენს. “120 ათასი ტრანსპორტია, რომელიც უნდა გადიოდეს ტესტირებას, მაგრამ გადის, მხოლოდ, დაახლოებით, 20 ათასი. ყველა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას ფირნიში უნდა ჰქონდეს მიკრული საქარე მინაზე, ვადაგადასული ფირნიშის შემთხვევაში პატრული უნდა აჩერებდეს და აჯარიმებდეს,”-ამბობს ტესტირების ცენტრების გაერთიანების თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი.

კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება 2017 წლის დეკემბრიდან. 2004 წელს კორუფციის მოტივით გაუქმებული ტესტირების აღდგენის თარიღი ბოლო წლებში რამდენჯერმე გადაიდო.

“2009 წელს უნდა ამოქმედებულიყო, შემდეგ 2011-სა და 2013-ში. ყველა სფეროში იყო კორუფცია, მაგრამ არ გაუქმებულა ისეთი სტრუქტურები, როგორიცაა, საპასპორტო სისტემა, საგზაო პოლიცია, არის შესაბამისი მეთოდები, რითაც შეიძლება ებრძოლო და არა გაუქმებით. ამან მიგვიყვანა გარემოს დაცვისა და მანქანების გაუმართაობით არსებულ კატასტროფულ მდგომარეობამდე. გადადება ხდებოდა უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ძირითადად, უკავშირებენ სოციალურ გარემოს, ფიქრობენ, რომ ეს გამოიწვევს გარკვეულ სოციალურ მღელვარებას, რამაც შეიძლება არჩევნებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს,”-ამბობს ვაჟა იორდანიშვილი.

2016 წლიდან დაგეგმილია საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის ამოქმედება. გარემოს დაცვის სამინისტრო საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმს შემოიღებს და ავტოგასამართი სადგურების ეკომარკირება გაყიდული საწვავის ხარისხის მიხედვით მოხდება.

გარემოს დაცვის თანამშრომლები ნავთობგასამართ სადგურებიდან და ნავთობბაზებიდან სინჯებს აიღებენ. სინჯები გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში, მიღებული შედეგები კი ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, თუ დარღვევა იქნება, შესაბამისი სანქციები გატარდება, თუმცა მთავარი მიზანი არ არის ბიზნესის შევიწროება, არამედ ის, რომ მოსახლეობას ჰქოდნეს რეალური ინფორმაცია და უკეთესად გაიგოს უფრო ეკოლოგიურად სუფთა საწვავის მოხმარების აუცილებლობა,”- ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მთავარი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი.
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, 2015 წელს 3-ჯერ შემცირდა გოგირდის შემცველობა ბენზინში და ევრო4 სტანდარტს გაუთანაბრდა, 2016 წლიდან ბენზოლი და არომატული ნახშირწყალბადები უნდა გაუტოლდეს ევრო 5-ის სტანდარტს, 2017 წელს კი გოგირდი კვლავ 5-ჯერ უნდა შემცირდეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევრო5-ის სტანდარტთან. ასევე, დიზელის საწვავთან დაკავშირებით, 2016 წლიდან 50 ერთეულით უნდა შემცირდეს გოგირდის შემცველობა.

ავტოტრანსპორტიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა კიდევ რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა:

ავტომობილების რაოდენობას და მოძრაობის ინტენსივობა-საქართველოში სატრანსპორტო საშუალებები ბოლო 10 წელიწადში გაორმაგდა და დღეისათვის 1 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისად, იზრდება მავნე ნივთიერებების გაფრქვევები, განსაკუთრებით, მწვავე მდგომარეობაა თბილისში, რადგან ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი.

მზარდი იმპორტი- ავტომობილების იმპორტი2012 წელთან შედარებით, 2014 წელს დღეში 108 ერთეულით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომობილების 88% 7 წელზე მეტი ხნისაა, ეს უკავშირდება, ასევე, აქციზით დაბეგვრის სისტემას, რომელიც 7-დან 12 წლამდე ავტომობილების იმპორტის სტიმულირებას ახდენს. აქციზისა და იმპორტის გადასახადი ეფუძნება ავტომობილის ხნოვანებასა და ძრავის მოცულობას. თუმცა იმპორტის გადასახადი იმდენად მცირეა აქციზის გადასახადთან შედარებით, რომ ეს უკანასკნელი არის მასტიმულირებელი ფაქტორი შეძენისას.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი-არ არის სათანადოდ განვითარებული, რომ მოსახლეობამ არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და არა კერძოზე.

საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა- მოსახლეობას არა აქვს გააზრებული ეკოლოგიური საფრთხე.

 

ჰაერის მონიტორინგის შედეგები

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სახელმწიფო მონიტორინგის წარმოებაზე, ქვეყნის მასშტაბით, პასუხისმგებელი ორგანო გარემოს ეროვნული სააგენტოა. ჰაერის სინჯებს ყველაზე დაბინძურებულ წერტილებში -  კვინიტაძის ქუჩაზე, წერეთლის გამზირსა და მოსკოვის პროსპექტზე დღეში 3-ჯერ იღებენ. ძირითადი დამაბინძურებლების გარდა, ოზონისა და ტყვიის შემცველობას 24-საათიან რეჟიმში ზომავს ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით ვაშლიჯვარში განთავსებული სადგური. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ბოლო შედეგები (სექტემბრის თვის) ასეთია:

კვინიტაძის ქუჩაზე ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობებს აღემატებოდა მტვრისა (2,2-ჯერ) და ნახშირჟანგის (1,6-ჯერ) მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციები. წერეთლის გამზირზე მტვრის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას აღემატებოდა 2,4-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდის-1.3-ჯერ.

“ევროკავშირი იმიტომ ითხოვს საქართველოსგან ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, რომ ეს აუმჯობესებს ხალხის ცხოვრების დონეს. ყველაფერზე შეიძლება დავა - რამდენი დაჯდება, რა დრო დასჭირდება და ა.შ. მაგრამ მთავარია რისი მიღწევა გინდა- სუფთა ჰაერის, რომ მოსახლეობამ იცხოვროს ჯანსაღად. ბევრი მექანიზმია დაბინძურების შესამცირებლად- ახალი მოწყობილობები, ელეტქროძრავები. საკითხი დგას შემდეგნაირად: რისი შესრულება უნდა დღეს საქართველოს, რისი შესრულება შეუძლია, მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში გრძელვადიანი გეგმის გარეშე, თუ ხალხს უნდა შედეგი დაუყოვნებლივ ნახოს, ამ შემთხვევაში, ბევრი არჩევანი არ არის,”- ამბობს მარკო ბრეგმანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება,ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 2 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზია.მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასევე, ალერგიებისა და  ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. აშშ-ში მყარი ნაწილაკების ემისიას უკავშირდება, ყოველწლიურად, ასთმის შეტევის 410 ათასი შემთხვევა და 21 ათასი ადამიანის სიკვდილი. საქართველოში კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება დაავადებების - 17%, ხოლო, სიკვდილიანობის 19%-ს, იწვევს.

მაიკო გაბულდანი

წაკითხულია
5359
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

წრიული ეკონომიკა: ალტერნატიული კონცეფცია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის

წრიული ეკონომიკა: ალტერნატიული კონცეფცია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის

სწორხაზოვანი ეკონომიკისგან განსხვავებით, სადაც მოქმედებს შემდეგი პრინციპი: ნედლეულის გამოყენება პროდუქტის საწარმოებლად, მოხმარება და არა-გადამუშავებადი ნარჩენების გარემოში ჩაშვება, წრიული ეკონომიკა აღდგენადი სისტემაა, რომელშიც როგორც  რესურსები ისე ნარჩენ

30 იანვარი 2018 | 20:09 გარემოს დაცვა ვრცლად
საქართველო გულში "სიკვდილის კერებს ატარებს"

საქართველო გულში "სიკვდილის კერებს ატარებს"

”ორი კვირის წინ ჩემს მეზობელს აწუხებდა სისუტე, გადაიღო ექოსკოპია, ბიოფსია რომ გაუკეთეს აღმოაჩნდა მეოთხე სტადიის სიმსივნე, ახალგაზრდა ბიჭია. ასეთი შემთხვევები ხშირია”

25 აპრილი 2015 | 14:27 გარემოს დაცვა ვრცლად
"მწვანე ალტერნატივა" – გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს არ შეესაბამება

"მწვანე ალტერნატივა" – გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს არ შეესაბამება

საქართველოში დღეს არსებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობა არ შეესაბამება ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს

05 ივნისი 2014 | 15:01 გარემოს დაცვა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner