banner
20 იანვარი 2016 | 13:49

ქართული ჩირი, ექსპორტი და მისი დამაბრკოლებელი ფაქტორები

ქართული ჩირი, ექსპორტი და მისი დამაბრკოლებელი ფაქტორები

"ძალიან გულნატკენი ვარ. 1 კვირის წინ ჩამომივიდა 2 ტონა ჩირი და იქედან 500 კგ საღი პროდუქტი ძლივს გადავარჩიე. უხარისხო პროდუქცია გამომიგზავნეს, მაშინ, როცა საუკეთესო ხარისხის ჩირს ველოდი," - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარშიკომპანია  „GEOFOOD-ის“  დამფუძნებელი  გიორგი კოჭლამაზაშვილი.

 „GEOFOOD-მა“  გასულ წელს საქართველოდან ჰოლანდიაში 100 კგ ხურმის ჩირის საცდელიპარტია გაიტანა და იმ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში ჩააბარა, რომლებიც ბიოპროდუქტებით ვაჭრობენ.  ჩირი 250-გრამიანი შეფუთვით ან კილოგრამობით იყიდებოდა - 1 კგ 8 ევროდ.  ჰოლანდიელებისთვის  ხურმის ჩირი ეგზოტიკური პროდუქტი აღმოჩნდა  და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.  100 კგ-იანი პარტია მალე გაიყიდა.„GEOFOOD-მა“ საქართველოდან ჩირის მეორე პარტიის გატანა გადაწყვიტა და ჩირის მომზადება მარტვილში მცხოვრებ საოჯახო მეურნეობებს დაუკვეთა.

 "GEOFOOD-ის“ დამფუძნებელმაპროდუქციის ახალ პარტიასთან ერთად ქართველ ფერმერებთან ურთიერთობის "მწარე გამოცდილებაც" მიიღო: "მე და ჩემი პარტნიორები ძალიან დიდ შრომას ვდებთ იმაში, რომ საქართველო როგორმე ევროპის ბაზარზე წარმოვაჩინოთ, მაგრამ მარტო ერთი მხარე ვერაფერს გახდება. სამწუხაროდ, ქართველი მეწარმეების დიდი ნაწილი მხოლოდ დღევანდელი დღით ფიქრობს და არა  ხანგრძლივავდიან პერსპეტივაზე. კონტრაქტით მუშაობა არ მოისურვეს და საკუთარი შეცდომის გამოსწორებაზეც უარი თქვეს. შევთავაზე, რომ მომდევნო პარტია თუ იქნებოდა, 1 ტონა ჩირი საკუთარი ხარჯით გამოეგზავნათ, მაგრამ უარი მითხრეს."

"GEOFOOD-ის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ "მწარე გამოცდილების" მიუხედავად, ხურმის ჩირის ექსპორტს არ შეწყვეტს, მაგრამ მომავალში თავს დაიზღვევს, ბრმად აღარავის ენდობა და საოჯახო მეურნეობებიდან ჩირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ ის უმაღლესი ხარისხის და ევროპის ბაზრისთვის შესაბამისი სტანდარტის იქნება.

"ჩირკოლადი"

სწორედ პროდუქციის ხარისხი იყო ის მთავარი პრობლემა, რასაც შპს "ბიო 21"  საოჯახო მეურნეობებთან ურთიერთობაში წააწყდა. საწარმო, რომელიც 2011 წელს ბაღდათში დაფუძნდა,  შოკოლადში ამოვლებული  ჩირის 4 სახეობას:  შავი ქლიავის, ხურმის, გარგარის და მიწისთხილისა და ფინიკის ჩირკოლადს უშვებს. "ბიო 21"  პროდუქციისთვის საჭირო ჩირის დიდ ნაწილს თვითონ ამზადებს, ნაწილს კი ბაღდათის რაიონში მცხოვრები მოსახლეობისგან ყიდულობს, ოღონდ ერთი პირობით -  ჩირი აუცილებლად ბიოლოგიურად სუფთა ხილისგან უნდა იყოს დამზადებული

"ფაქტობრივად კოოპერატივის სახით ვმუშაობთ. ვთანამშრომლობთ 15 საოჯახო მეურნეობასთან და ხილის ჩირს მათგან  ვიძენთ. თავიდან უფრო მეტი მომწოდებელი გვყავდა, მაგრამ  შემდეგ მხოლოდ ისინი დავტოვეთ, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობდნენ. იმ ოჯახებს, რომლებისგანაც ჩირს ვყიდულობთ, ხილის გამოშრობისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე მობილური დანადგარები  გადავეცით. მაისიდან მათ ტრენინგებს ჩავუტარებთ. საგანგებოდ ამისთვის ჰოლანდიიდან სპეციალისტი ჩამოგვყავს, რომელიც მათ ხეხილის და ბიომეურნეობის მოვლისთვის შესაბამის სტანდარტებს ასწავლის. იგივე ექსპერტი ჩვენც დაგვეხმარება რეკომენდაციებით წარმოების გაუმჯობესებაში,  შემდეგ კი ევროპული ბაზრების მოძიებაში. ჩვენ ახლაც ვაკმაყოფილებთ ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის საჭირო ყველა სტანდარტს. თუმცა, ჩვენი მთავარი მიზანი პროდუქციის ექსპორტზე გატანა არ არის. შიდა ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის დეფიციტია. ამიტომ, ამ ექტაპზე აქცენტს ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე ვაკეთებთ”,- აცხადებს "ბიო 21-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი არწივიძე.

საწარმოში, სადაც ამჟამად 10 ადამიანია დასაქმებული, დღეში 100-150 კგ ხილი შრება. კომპანიამ ახალი დანადგარი შეიძინა და ახლა ახალი საწარმოო ციკლისთვის ემზადება. მაისიდან "ბიო 21" თვეში სულ მცირე 5 ტონა ჩირის წარმოებას შეძლებს და შოკოლადში ამოვლებულ ნუგბართან ერთად უშოკოლადო ჩირსაც გამოუშვებს. ჩირკოლადი ახლა თბილისის 2 მაღაზიაში იყიდება. მას შემდეგ, რაც კომპანიას საკუთარი  შტრიხკოდი ექნება, მისი პროდუქცია "გუდვილის", "სმარტის" და "ფუდმარტის" მაღაზიათა ქსელშიც გამოჩნდება. "ბიო 21" პროდუქციის ასორტიმენტსაც ზრდის: კომპანიის კიდევ ერთი ახალი მიმართულება ბოსტნეულის გამოშრობა იქნება. წელს პირველად საწარმო პამიდორის ჩირს გამოუშვებს. რამდენიმე ქვეყანაში გაგზავნილია მშრალი ცერეცოს ნიმუშებიც. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პროდუქციას კარგად მიიღებს და მასზე მოთხოვნა გაჩნდება, "ბიო 21" მის წარმოებასაც დაიწყებს.

ქართული ბიოპროდუქტების ჩირი

საინტერესო პოტენციალი აქვს მაჟალოს (ველური ვაშლი) და ველურად მზარდი მცენარეების მოპოვება-გადამუშავებასაც.  ჩირის მწარმოებელი კომპანია "ჯეოფლაუერი“  მოსახლეობისაგან წლიურად დაახლოებით 1000 ტონამდე ტყეში შეგროვებულ მაჟალოს ყიდულობს: 1 კგ ნედლეულს 15 თეთრად. მისგან წარმოებული 1 კგ ჩირის თვითღირებულება 2-2,1 ლარია, ევროპაში გსაყიდი ფასი კი დაახლოებით 1,7 ევრო.  ვაშლის ჩირის 95% ექსპორტზე გადის. მას კომპანია „მარტინ ბაუერი“ ყიდულობს და ხილის ჩაიში ურევს.  ჩირის დანარჩენ ნაწილს "ჯეოფლაუერისგან"  ადგილობრივი ხილის ჩაის მწარმოებელი კომპანია „გურიელი“ ყიდულობს.

„ჯეოფლაუერი“ მაჟალოს გარდა ველურად მზარდი მცენარეების:  ასკილის, ველური მოცვის, მაყვლის ფოთლების, ქაცვის, ჭინჭრისა და ძირტკბილას ფესვების ექსპორტსაც ახორციელებს. კომპანიის დირექტორმა, მინდია ხურციძემ www.eugeorgia.info-სთან საუბარში განაცხადა, რომ უცხოეთიდან ბიომცენარეებზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მატულობს. მოთხოვნა იზრდება როგორც რაოდენობაზე, ასევე ასორტიმენტზეც.

როგორც ჯეოფლაუერში აცხადებენ : „მოცულობაზე არ არის შეზღუდვა, მთავარია, მათ გარანტირებული რაოდენობა მიაწოდო, უფრო მეტიც, ხშირად პროდუქცია საკმარისი არ არის. მაგალითად, შარშან 60 ტონა ხმელი ასკილი ვაწარმოეთ, წელს მხოლოდ -25 ტონა, ფიზიკურად არ იყო. შესაბამისად, იყო პერიოდები, როდესაც ჩვენს მომწოდებლებს ერთ კილოგრამში ლარსაც კი ვუხდიდით, ახლა მისი ფასი 70-80 თეთრია“.

ევროკავშირის ჩირის ბაზარი

ევროკავშირი მსოფლიოში ჩირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია, თვითონ ევროკავშირის ქვეყნებს შორის კი ჩირის ყველაზე მეტი მოხმარებით დიდი ბრიტანეთი გამოირჩევა: მის წილად მოდიის ევროკავშირში განხორციელებული იმპორტის 25 და მსოფლიო იმპორტის 10%.

ჩირი  ხილიდან წყლის გამოცლით მიღებული  პროდუქტია. წყლის მოცილება შეიძლება როგორც ბუნებრივი გზით - მზეზე გაშრობით,  ისე საწარმოო მეთოდით დეჰიდრატაციის მეშვეობით.  ხილის ჩირის გამოყენებას მთელს მსოფლიოში დიდი ისტორია აქვს და ის განსაკუთრებულად ფასობს მისი ტკბილი გემოს, კვებითი ღირებულებისა  და  ხანგრძლივი ვადით შენახვის შესაძლებლობის გამო. გამშრალი ხილი ახალი ხილის კვებით ღირებულებას თითქმის უცვლელად ინარჩუნებს. ის ვიტამინების, მინერალების, ცილების და სხვადასხვა ბიოაქტიური კომპონენტების მნიშვნელოვანი წყაროა.

მშრალ ხილს იყენებენ წასახემსემბლად. ის კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანმა ერთდროულად კალორიული და ჯანმრთელი საკვები მიიღოს. ჩირი შემდგომი გადამუშავებისთვისაც გამოიყენება - მას უმატებენ ფაფებში და მიუსლში. გარდა ამისა, არის სხვადასხვა სალათების შეუცვლელი ინგრედიენტი. გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლადაც. 

ევროკავშირის ბაზარზე ძირითადად ბანანის, ფინიკის, ლეღვის, ფორთოხლის, გრეიფრუტის, გარგარის, ვაშლის, მსხლისა და  ქლიავის ჩირი შედის.

დიდ ბრიტანეთში ჩირის იმპორტი ბოლო 5 წლის განმავალობაში 6%-ით გაიზარდა. 2014 წელს ამ ქვეყანაში 900 000 ტონა ჩირი შევიდა. ბრიტანეთის ბაზარზე შეტანილი ჩირის 50%  ორ მსხვილ მომწოდებელზე მოდის. ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი თურქეთია. თურქეთიდან დიდ ბრიტანეთში ძირითადად ქიშმიში, გარგარი და ლეღვი შედის. მეორე მსხვილი მომწოდებელი აშშ-ია. აშშ-დან ბრიტანეთში უმთავრესად ქიშმიში და ქლიავის ჩირი შედის.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირში იზრდება ჩირის იმპორტი ისეთი განვითარებადი ქვეყნებიდან, როგორებიცაა გვატემალა, კოლუმბია, ბანგლადეში და ეკვადორი. ამ ქვეყნებიდან ევროპის ბაზარზე ძირითადად ტროპიკული ხილის ჩირი შედის. ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირში  გამშრალ კენკრაზე, კუნელზე, მოცვსა და კოწახურზე მოთხოვნა და ამ პროდუქტების იმპორტი.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელი მუდმივად ეძებს ახალ თავგადასავალს. შესაბამისად,  ის ყოველთვის მზად არის ახალი -  ეგზოტიკური გემოს შესაგრნობად. ეს კი განვითარებად ქვეყნებს  ევროკავშირის ბაზარზე შესვლის კარგ შანსს აძლევს.

კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა მოსახერხებლად შეფუთულ პროდუქტზე, რომელიც ადვილად იხსნება და სადაც პროდუქტი კარგად ინახება. ყველაზე მოხერხებული და გავრცელებული ფორმა ამჟამად ე.წ.

Plastic zip  შეფუთვაა, რომლის გამოყენებაც სახლში, ოფისსა თუ მანქანაში ერთნაირად მოხერხებულია.

 რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის ბაზარზე ჩირის ექსპორტისთვის

თუმცა, ევროკავშირს ჩირის იმპორტთან დაკავშირებით გარკვეული მოთხოვნებიც აქვს. ევროკავშირში მთავარი პრიორიტეტი უვნებელი საკვების წარმოება და იმპორტია. ამდენად, ბევრი მყიდველი ( თრეიდერი, საკვების მწარმოებელი, რითეილერი) უვნებელი საკვების წარმოების მენეჯმენტის დამადასტურებელ სერტიფიკატს ითხოვს. უვნებელი საკვების მენეჯმენტის სისტემებს, რომლებსაც ევროკავშირში ითხოვენ, მიეკუთვნება: BRC, IFS,  FSSC22000 და SQF. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში პრიორიტეტი, შესაძლოა, ერთ რომელიმე სისტემას მიანიჭონ. ასე მაგალითად, დიდ ბრიტანეთში რითეილერები ძირითადად BRC სისტემას ითხოვენ, სხვა ქვეუნებში კი IFS-ის. ამიტომ, როცა რომელიმე ქვეყნის ბაზარს აიღებთ საორიენტაციოდ, მყიდველთან წინასწარ უნდა გაარკვიოთ, უვნებელი საკვების წარმოების მენეჯმენტის რომელ სისტემას ითხოვენ ქვეყანაში.

მოძებნეთ სანდო იმპორტიორი ან შუამავალი და ბიზნესის აწყობისას თავიდანვე დაიხმარეთ უცხოელი ექსპერტები.

ჰოლანდია, ისევე როგორც გერმანია,  ევროკავშირის ყველაზე დიდი სავაჭრო ჰაბია. შეგიძლიათ  სავაჭრო პარტნიორი რომელიმე ამ ქვეყანაში ნახოთ და ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში თქვენი პროდუქცია მისი მეშვეობით გაიტანოთ.

პროდუქციას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეტიკეტი. ეტიკეტზე კი დატანებული უნდა იყოს ინფორმაცია მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის, პროდუქციის წონის, კვებითი ღირებულების და გამოშვებისა და შენახვის ვადის შესახებ. და რაც მთავარია, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საინტერესო ისტორია, რომელიც მყიდველს მის უნიკალურობასა და გამორჩეულობაში დაარწმუნებს.

"ყველა ქვეყანა რაღაც პროდუქტთან ილინკება, ისეთთან, რომლის წარმოების დიდი ისტორიაც აქვს და რომელიც კარგია. მაგალითად, ჰოლანდიური ყველი, იტალიური ღვინო და ფეხსაცმელი, შვეიცარული საათი. საქართველოში ასეთი პროდუქტი ღვინოა და ღვინის გაყიდვების მხრივაც კი ისევ რუსეთის ბაზარზე დავრჩით ჩამოკიდებული,"  - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში მარკეტინგის სპეციალისტი მარიკა წულუკიძე, - "საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა ყოველთვის გვიჭირდა  და კვლავაც გვიჭირს. ბაზარი გაჯერებულია და ახალ პროდუქტს ბაზარზე დამკვიდრება ძალიან უჭირს. პროდუქციით გაჯერებულ ბაზარზე ადგილი რომ დაიმკვიდრო, მომხმარებელს ბიო პროდუქტი უნდა შესთავაზო, რადგან მასზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მატულობს. უნდა გქონდეს კონკურენტული ფასი,  განსაზღვრო სამიზნე ბაზარი და მას მისთვის საინტერესო კონცეფცია, ინოვაციური შეფუთვა და პროდუქტის შესახებ კარგად დაწერილი ისტორია მიაწოდო. ეს ბრენდინგის და მარკეტინგის საქმეა. წვრილ ფერმერებს და ბიზნესმენებს მარკეტინგული მეთოდების და არხების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.  საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენაში მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. სახელმწიფო  ხშირად აწყობს გამოფენებს და იქ ახალი პროდუქტები აუცილებლად უნდა გაიტანოს ხოლმე. საჭიროა ახლებური მიდგომა. მაგალითად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ცნობილ ადამიანებს საახალწლოდ ხშირად უგზავნიან საჩუქრებს. ზოგჯერ ეს არის ამანათი, სადაც ჩურჩხელასთან ერთად სხვა ტკბილეულიც დევს. შეიძლება ასეთი საჩუქრებით წარვადგონოთ ჩირი და ჩურჩხელა და მომხმარებლის გონებაში ჩაჯდეს, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული ტკბილეულობა."

წულუკიძე ამბობს, რომ მარკეტინგში ცნობილი სტრატეგიაა ისეთი მომწოდებლის მოძებნა, რომელიც ექსპორტთან დაკავშირებული ყველა  საკითხის მოგვარებას საკუთარ თავზე აიღებს და ამ ეტაპზე ქართველი მეწარმეებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი სწორედ ასეთი მომწოდებლების მონახვა იქნებოდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში 473 ტონა ხმელი ხილი შემოვიდა ( 641 ათასი აშშ დოლარის ღირებულების);

2011 წელ 1 მლნ 118 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ( 607 ტონა)

2012 წელს 1მლნ 213 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ( 712 ტონა)

2013 წელ 1მლნ 179 ათასი აშშ დოლარის ოდენობის (783 ტონა)

2014 წელს 969 ათასი აშშ დოლარის ( 670 ტონა)

2015 წლის იანვარ სექტემბერში კი 488 ათასი აშშ დოლარის ( 373 ტონა)

საქართველოდან ექსპორტზე ძირითადად ხმელი ვაშლი, მსხალი, კოწახური, ასკილი და გარგარი გადის

ხმელი ვაშლი და მსხალი ექსპორტზე ძირითადად გერმანიაში გადის, გარგარი -თურქეთში, ხოლო კოწახური - უკრაინაში.

2010 წელს საქართველოდან 30,5 ტონა მშრალი ასკილი გავიდა, სულ 21, 5 ტონა;

2011 წელს 117 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ( 77 ტონა); 2012 წელს 55 ათას 500 აშშ დოლარის ოდენობის ( 33,7 ტონა), 2013 წელს 124 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ( 77,1 ტონა); 2014 წელს 25 ათას 900 აშშ დოლარის ოდენობის ( 12,7 ტონა)

2010 წელს გერმანიაში 210 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ხმელი ვაშლი გავიდა, სულ 111,2 ტონა; 2011 წელს 161 600 აშშ დოლარის ღირებულების ( 80,3 ტონა); 2012 წელს 282 900 აშშ დოლარის ( 130 ტონა); 2013 წელს 241 900 აშშ დოლარის (105 ტონა); 2014 წელს 372 700 აშშ დოლარის ( 176 ტონა).  

 

წაკითხულია
20186
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner