banner
22 იანვარი 2016 | 13:24 ეკონომიკა

ბიუროკრატიულ დერეფნებში გაყინული 20 მილიონი

ბიუროკრატიულ დერეფნებში გაყინული 20 მილიონი

“ჯორჯიან მანგანეზი”, ჭიათურელები და 20 მილიონიანი ინვესტიცია მთავრობისგან გადაწყვეტილების მოლოდინში

 გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ “ახალი საწარმო ყვირილაში მადნის ჩადინების რისკებს ბევრად შეამცირებს”

ჭიათურის მაღარო გუშინ მადნით დატვირთულმა ბოლო მატარებელმა დატოვა. “ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, საწარმო ჯერჯერობით ოთხი თვით ე.წ. მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა. მადნის მოპოვება გაჩერდა და მინიმუმ ამდენივე ხნით შენელდა იმ ქალაქის პულსაციაც, რომელიც 130 წელიწადია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტის — მანგანუმის მომპოვებელია. საუკუნის წინ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გარშემო მოწყობილი მუშათა დასახლებები საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთ დიდ სამრეწველო ქალაქად გადაიქცა. მადნის მოპოვებითი სამუშაოები კი საცხოვრებელ გარემოსთან დღესაც ისე ახლოს მიმდინარეობს, როგორც არსად მსოფლიოში. მსგავსი პრეცედენტის არარსებობა განაპირობებს იმ უმძიმეს ეკოლოგიურ პირობებს, სადაც არათუ ცხოვრება, მუშაობაც სიცოცხლისათვის სარისკოა და ამის მიუხედავად, მაინც სანატრელი.       

საბჭოთა ფაბრიკა-ქარხნების ნარჩენები, საღებავგადაცლილი  საბაგიროები, მადნით გაშავებული ყვირილა, საწარმოო ნარჩენებით დანაგვიანებული და გადათხრილი ხევები, საიდანაც საცხოვრებელ კორპუსებამდე დაშორება სულ 250 მეტრს აღწევს—ესაა პირველი, რაც ჭიათურაში ჩასულს გაფრთხობს და ქალაქის სწრაფად დატოვებისკენ გიბიძგებს. შუქრუთის, რგანისა და ე.წ. “წერეთლის მაღაროს” დასახლებებში სასმელად ჯერ ისევ წვიმის წყალს იყენებენ. მაგრამ ახლა  ჭიათურაში ეკოლოგიაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკაა, რომელსაც საფრთხე ემუქრება. მაღაროში დასაქმებული 3600 მუშიდან 3300-ის ყოველდღიურ გასაჭირს დღეიდან ახალი პრობლემა დაემატა: ოთხი თვის განმავლობაში მაღაროელები ისედაც მიზერული ხელფასის მხოლოდ  60%-ს მიიღებენ.

 
არჩევანის გარეშე დარჩენილ მუშათა მოთხოვნები



აქ ყველამ იცის, რომ “სხვა სამსახური ჭიათურაში არ არსებობს, ერთი მაღაროა და ისიც ბოლომდე არც კლავს და არც აცოცხლებს”. სათქმელი ბევრი დაუგროვდათ, თუმცა მუშების უმრავლესობა eu.georgia.info-ს ინტერვიუზე მხოლოდ იმ პირობით გვთანხმდება, რომ მათ ვინაობას არ გავამხელთ: “ხელზე ასაღები ჯამაგირი 450 ლარამდე გამომდის, ახლა უნდა ავიღო 270 ლარი, საიდანაც 214 ლარი კრედიტში მიმდის და ასე ჩემს დღეშია მუშების 90 %.  ვინ დაგვიდგინა, რომ ხელფასის 60% საკმარისია, ან წამალი რით ვიყიდოთ , ან საჭმელი? როგორ ვიარსებოთ, გეკითხებით”?

“მონურ შრომაში ისედაც მათხოვრულ ხელფასებს გვიხდიან, იციან რომ წასასვლელი არსად გვაქვს, ახლა გაჩერებული საწარმო 60%-ს გიხდითო, გვამადლიან. იმას არ ამბობენ, რომ ერთთვიანი შვებულებები გაგვიუქმეს და იმ ფულად ორი თვის კომპენსაციას იხდიან. ორშაბათს ადმინისტრაციიდან დირექტორის მხრიდან უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულებები დაგვირიგეს, ან ახლავე ხელს მოაწერთ, ან თავისუფლები ხართო, არჩევანი არც ახლა დაგვიტოვეს".

“ფულის სესხება რომ გინდოდეს, აქ იმასაც ვერ იშოვი, ყველაფერი პარალიზებულია. ვის უნდა მიაკითხო ჭიათურაში? 20 000 მაცხოვრებლიდან  3700 მაღაროში მუშაობს და დანარჩენი მდინარის პირას თავისით რეცხავს მადანს. ამაზეა დამოკიდებული მთელი ქალაქი, აქ სხვა შემოსავალი არავის აქვს.”

მუშებმა იციან, რომ მსხვილ ინვესტორთან ცალ-ცალკე ბრძოლა შედეგს ვერ მოიტანს, ამას ადასტურებს მათთვის წარუმატებლად დამთავრებული გაფიცვების და შიმშილობების სერია. ამიტომ ახლა ყველაზე აქტიურებმა რამდენიმე პროფკავშირი დაარსეს და ასე დაუპირისპირდნენ ადმინისტრაციას.

“როგორი იქნება ამ ქალაქის მომავალი, არავინ გვპასუხობს. სადაა მთავრობა, რომელსაც არჩევნებზე ვახსენდებით, თურმე ჩვენს ზურგს უკან მოლაპარაკებები ორი თვეა მიმდინარეობს. მოსთხოვოს ინვესტორს პასუხი ან სხვა ინვესტორი შემოიყვანოს, ვინც გვამუშავებს,”- მოითხოვენ მუშათა უფლეების დამცველები.  ჭიათურელთა კავშირის თავმჯდომარე შოთა გაფრინდაშვილს არც იმის იმედი აქვს, რომ საწარმო ოთხ თვეში ამუშავდება. ამბობს, რომ მწარე გამოცდილება ალაპარაკებს: “ჯორჯიან მარგანეცი ცხრა წელია ჩვენთანაა და ნდობა აქვს დაკარგული, აქამდე რომ ვეკითხებოდით, საწარმოს გაჩერებას კატეგორიულად უარყოფდნენ. გაუბედურებულ ხალხთან სიტყვის შეცვლა არ შერცხვებათ. დირექტორატი რომ აცხადებს მადნის ჭარბი მარაგები დაგროვდა და ჯერ ის უნდა გაიხარჯოსო, მე შევუქმენი ის მარაგები? თავადვე დაარიგეს ლიცენზიები წვრილ კოოპერტივებზე და ყველანაირად წაახალისეს ღია წესით მოპოვება. მადანი ასე უფრო იაფი უჯდებოდათ და ამ მადნის ერთადერთი შემსყიდველებიც ეგენი არიან. აქედან დაიწყო ჭარბწარმოება.” უფრო ზუსტ ციფრებს ასახელებს მაღაროელთა პროფკავშირების სხვა წარმომადგენელი პაატა სამხარაძე: ” ეჭვი დიდ მაქინაციაზე გვაქვს. 2012 წლამდე ჭიათურაში სულ 2-3  კოოპერატივი იყო, ახლა 180 მარგანეცის ღია სამრეცხაოა და 25 მინიწარმოება. ერთ-ერთი, თუ არ ვცდები “ბელუქსის” სახელით 11 იანვარს დარეგისტრირდა და ისიც მინის საწარმოს აშენებას აპირებს. გამგეობაში დიდი საჯარო მოსმენაც გამართეს. სად მიაქვთ მადანი, თუ არავის სჭირდება? ჯორჯიან მარგანეცის გარდა ამას ხომ არავინ იყიდის. ცხადია, რა ჩანაფიქრიც აქვთ, სიღრმიდამ დახურული წესით მადნის წარმოება ძვირი უჯდებათ, ღია წესით სამრეცხაოებში უფრო იაფი. 180 ტონამდე მოიმარაგეს და რატომ ამუშავებს მაღაროს.”                               

 ადმინისტრაციის პასუხი

“3 500 მუშიდან არავინ გაგვითავისუფლებია. 3200 მხოლოდ სპეცრეჟიმზე გადავიყვანეთ, ესაა ყველაზე ჰუმანური მიდგომა ხალხისადმი. უპრეცედენტოა ისიც, რომ ბანკებს, სადაც უმრავლესობას კრედიტები აქვს, მათ ნაცვლად ველაპარაკებით, ესაა სოციალური პასუხისმგებლობის სანიმუშო მაგალითი. მუშებისთვის ხელფასის 30%-იც რომ მიგვეცა არაფერი იქნებოდა. მითუფრო, რომ  20 მაისს მუშაობა განახლდება”

ჯორჯიან მარგანეცის პოზიციას პრესსამსახურის უფროსი ზაქარია ზალიკაშვილი გვაცნობს: “დარწმუნებულები ვართ თუ არა , რომ მაისში დავიწყებთ მუშაობას? მე ამის მტკიცება გამიჭირდება. თქვენ დარწმუნებულები ხართ, რომ ხვალ მზე ამოვა და გაანათებს? საწარმოს დახურვა რომ გვდომოდა, რატომ გადავუხდიდით მათ 4 თვის ხელფასის  60%-ს, სამედიცინო დაზღვევას, დავეხმარებოდით პირადი კრედიტების დაფარვაში, ბანკებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ამის შემდეგ დავხურავთ საწარმოს? ეს ხომ არარეალური და უფრო მეტიც ალოგიკურია”.

- რა მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებთ ამ განცხადებას? მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის აწევას ვარაუდობთ თუ ფეროშენადნობებზე მოთხოვნის გაზრდას?

- “არა, ასეთი მოლოდინი ჩვენდა სამწუხაროდ ნამდვილად არ გვაქვს. ყოველდღიურ ანალიზს რომ ვაკეთებთ, ასეთი დამაიმედებელი ინფორმაცია არ არსებობს. ვფიქრობთ მაისშიც ეს უფრო სოციალური  და არა ბიზნესგადაწყვეტილება იქნება.  მაღარო, ვფიქრობთ, კიდევ კარგა ხანს იქნება წამგებიანი, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედით ჩვენ დროებით წაგებაზე ვიმუშავებთ”.

- კი მაგრამ, მაშინ უფრო გაუგებარია, ახლა რა გიშლით ხელს მუშაობაში, რის შეცვლას ელოდებით?

- “მსოფლიო ბაზარზე და საქართველოშიც ლითონზე მოთხოვნილების შემცირებამ პროდუქციის რეალიზაციის პრობლემები ჩვენს მეორე საწარმოს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასაც შეუქმნა. ქარხნის ნაკლები სიმძლავრით მუშაობამ კი იქ მადნის ჭარბი მარაგების დაგროვება გამოიწვია. ამჟამად მადნის ოთხი თვის მარაგია დაგროვებული და ვფიქრობთ, მაისამდე ის მოვიხმაროთ, ამასობაში, დაიწყება წყალუხვობის პერიოდიც და ფერო ჩვენს საკუთრებაში არსებული ვარციხეჰესიდან იაფი ელექტროენერგიით მომარაგდება.  შესაბამისად საწარმოს მუშაობას უფრო რენტაბელურს, პროდუქციას კი უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. საქართველოში დღეს  მოქმედი კომერციული ტარიფით რომ ვიმუშაოთ, წარმოუდგენელია ვინმესთან კონკურენციაზე საუბარი. ისედაც ძალიან მაღალი თვითღირებულებით მოპოვებულ და გამდიდრებულ მადანს რომ უძვირესი კომერციული დენი დაუმატოთ, ამ გზით მიღებულ ფეროშენადნობებს ვერსად გავყიდით. აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი ფასი იქნება”.

- თქვენი მთავარი მომხმარებელი ხომ აშშ იყო, ახლა იქაც აღარ არის მოთხოვნა თქვენს პროდუქციაზე?

- მთავარი საექსპორტი ქვეყანა კვლავაც აშშ. არის, მაგრამ მეოთხე კვარტლიდან ყველაზე ნეგატიური დინამიკა დაიწყო. თუ აქამდე ჩვენ წლების მანძილზე პირველ  ადგილზე

ვიყავით და ჩვენი წილი 14%-ს შეადგენდა საქართველოში წარმოებულ საექსპორტო პროდუქციებს შორის, ახლა ასე აღარაა. კრიზისი ზაფხულიდან დაიწყო. შარშან ზაფხულში  1ტ  სილიკომანგანუმი —850 ევროს აჭარბებდა, დღეს  580 ევრო  საბირჟო  ფასია და რეალური სარეალიზაციო  ბევრად  ნაკლები. კრიზისია, ჭარბწარმოებაა. მანგანუმის მადანს რაც შეეხება, 1ტ —5,5$ ღირდა, დღეს კი 1,26-1.33$, როცა ჩვენ თვითღირებულებაა — 2.80$. ძვირი ელექტროენერგია, სატრანსპორტო ხარჯები, მადნის დაბალი ხარისხი, რომლიც გამდიდრებაც ასევე ძვირი ჯდება და რაც მთავარია, მოძველებული ტექნოლოგიები მსოფლიო ბაზარზე კონკურენციას ართულებს.

- ამიტომაც გადაწყვიტეთ წვრილი მეწარმეებისთვის ლიცენზიების გაცემა, რადგან ღია წესით მადნის მოპოვება უფრო იაფი ჯდება?

- ამ სიტუაციაში წვრილი მეწარმეებიც გაჩერდნენ. საქართველოში მათი პროდუქციის ერთადერთი შემსყიდველი ჩვენ ვართ. ის ფასი, კი რასაც ჩვენ ვთავაზობთ, მათთვის რენტაბელური არ უნდა იყოს.

- ამ სიტუაციაში გამოსავლად რა გესახებათ, თუ გიფიქრიათ ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე ან მოძველებული საწარმოო ციკლის ეფექტურობის გაზრდაზე?

- დიდი ხანია ამაზე ვფიქრობთ. ესაა  20 მილიონიანი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ჭიათურაში ახალი სამთო-გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი გერმანულ “ვორლდმინერალსთან” ერთად წელიწადნახევრის წინ დავასრულეთ  და დღემდე სხვადასხვა უწყებებისგან ნებართვების შეგროვების პროცესში ვართ. რატომ, ვინ და სად ჭიანურდება პროცესი არ დაგიკონკრეტებთ, თავად გაარკვიეთ.
უწყებები ბევრია, ხან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ხან ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებში, მერე ზოგი გვაძლევს, ზოგი ისევ წინააღმდეგია და ამასობაში მეორე წელია ინვესტიცია გაყინულია. უფრო მწვავე შეფასებებისგან ამჯერად თავს შევიკავებ, რადგან განხილვის პროცესშია და არ მინდა ნეგატიური კონტექსტი ქონდეს ამ ყველაფერს. ვიტყვი ერთს, თუკი  მშენებლობის ნებართვას მოგვცემენ, ჩვენ მზად ვართ ხვალვე დავიწყოთ ახალი ქარხნის მშენებლობა.

- მანგანუმზე დაბალი ფასების და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის შემცირების მიუხედავად?

- დიახ, ხმამაღლა ვამბობ, რომ ესაა ხვალინდელი  დღე  და ჭიათურის ერთადერთი  მომავალი, ამჟამად ესეც სოციალური პროექტია, რომ ეს  3500 ადამიანი ულუკმაპუროდ არ დარჩეს. ახალი ფაბრიკა მოგვემს საშუალებას თვითღირებულება დავწიოთ და ეკოლოგიური სიტუაცია გამოვასწოროთ.                               

 ეკონომიკის სამინისტრო

“თუ მანგანუმი არ ჭირდებათ, მისი გამამდიდრებელი რაში სჭირდებათ? ”ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში თავიდან “ჯორჯიან მარგანეზ”-ის მხრიდან რაიმე მიმართვის ფაქტს უარყოფენ. მოგვიანებით კი  eu.georgia.infos-ს  დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ სააგენტოს უფროსს გრიგოლ კაკაურიძეს ახსენდება, რომ ზუსტად ერთი თვის წინ —21 დეკემბერს გასცა მადნის გამამდიდრებელი ქარხნის სამშენებლოდ კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება. თუმცა სამშენებლო ნებართვის აღებამდე წინ გრძელი გზა და რთული პროცედურებია.

- წელიწადნახევრით პროცესის გაჭიანურებაზე საუბარი უზუსტობაა, რადგან ჩვენთან პირველი განაცხადი მხოლოდ 2015 წლის ივნისში და ისიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან შემოვიდა. როგორც შემდეგ გაირკვა, “ჯორჯიან მარგანეზს” შეეშალა და მადნის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობისთვის  მეხუთე კლასის ობიექტისათვის საჭირო განსაკუთრებული ნებართვის ნაცვლად მეოთხე კლასის ნებართვა მოითხოვა. რა თქმა უნდა, ამ კლასის ობიექტის მშენებლობას ეკონომიკის სამინისტრო კურირებს, ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით მათ, ავუხსენით როგორ უნდა მოემართათ ჩვენთვის, რა სახის პროცედურები უნდა გაევლოთ და რა დოკუმენტაცია სჭირდებოდათ. მათ შეეძლოთ მეორე დღესვე მოემართათ, ამის ნაცვლად მხოლოდ 27 ნოემბერს შემოვიდა ჩვენთან ოფიციალური განაცხადი კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების უფლების მოსაპოვებლად და ეს მოთხოვნა მაქსიმალურად სწრაფად უკვე 21 დეკემბერს დავუკმაყოფილეთ.

- ამდენი დრო დასჭირდათ დოკუმენტაციის შესაგროვებლად?

ძნელად დასაკომპლექტებელ დოკუმენტაციასთან საქმე ნამდვილად არ გვქონდა, რაში დასჭირდათ დრო ზაფხულის  დასაწყისიდან ნოემბრამდე, არ ვიცი. როგორც ჩანს, შიგნით, თავის თავში უნდა ეძებონ პრობლემები, რის გამოც ვერ მოახერხეს საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება და ხელი სხვისკენ არ უნდა გაიშვირონ.

- შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ ეს ნებართვები?
- ტოპგეგმა, გენგეგმა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტი და მსგავსი ტიპის სხვა დოკუმენტაცია, სულ 5 -6 დასახელებაა…

- გამგებლიდან შემოსულ პაკეტში ეს ყველაფერი ალბათ იყო?

- კი, ალბათ იყო. ფაქტობრივად, ადრესატის შეცვლა გახდა საჭირო—ასე გამოდის. მუნიციპალიტეტი რამდენ ხანს იხილავდა , ეგ უკვე არ ვიცი.

- როცა ამდენი ხნით 20 მილიონიანი ინვესტიციის შეჩერებაზეა საუბარი, უფრო სწრაფი რეაგირება და კონსულტაციებით დახმარება მაინც შეგეძლოთ. სამინისტროს დანიშნულება ხომ ინვესტიციების მოზიდვაა?

- ჩვენ ძალიან წარმატებით ვართმევთ ამ ამოცანას თავს.  ჩვენს მიერ მოზიდული ინვესტიციების რაოდენობამ შარშან მილიარდს გადააჭარბა. 20 მილიონზე ჩვენთან საუბარი არ ყოფილა. იმის თქმა, რომ ჩვენს გამო საწარმოს მშენებლობა ჭიანურდება ან ხალხის მოცდენასთან და უმუშევრად დარჩენასთან გვაქვს კავშირი, უბრალოდ გადაბრალების მცდელობაა. ის უნიათო ხალხი თავისთან იპოვონ, ვინც ჯერ გამგეობას მიმართა და მერე დოკუმენტაციის დაკომპლექტებას მოანდომა 5 თვე. სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობაა.

- რაში გამოიხატება ეს ხელშეწყობა?

- წარმოადგინონ საპროექტო დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის ასაღებად, ველით ამ განაცხადსაც და მაქსიმალურად სწრაფად მივცემთ ამ ნებართვასაც თუ კანონს დააკმაყოფილებენ. შეუძლიათ ახლავე მოგვმართონ?

- ახლავე როგორ მოგმართავენ, ამბობთ, რომ მეხუთე კლასის ობიექტია და გარემოზე ზემოქმედის ნებართვის გარეშე განიხილავთ ამ საკითხს?

- არ მახსოვს, თუ სჭირდებათ, მაშინ ეს ნებართვაც უნდა მოიპოვონ. ჩვენ არ ვანიჭებთ პრიორიტეტს ამა თუ იმ საწარმოს და ამა თუ იმ ინვესტიციას. მთავრია, ჩვენთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოვიდეს დოკუმენტაცია და ჩვენ ფორმალურ ადმინისტრაციულ პროცედურებს ვატარებთ იმისათვის, რომ გავცეთ ესა თუ ის ნებართვა. არაზუსტი და არასწორი დოკუმენტაციით, ან ზეპირი საუბრებით ნებართვას ვერ მივცემდით.

- მესმის ფორმალური მხარე უნდა დაიცვათ, მაგრამ ახლა 3500 ადამიანი და ფაქტიურად მთელი ჭიათურა გაჩერებულია. ხალხი მთავრობისგან ელის პასუხს, ინვესტორს კი მუშაობაში ხელი ეშლება და სახელმწიფო ინვესტიციებს კარგავს..

-წარმოქმნილი პრობლემები არ უკავშირდება ამ საწარმოს აშენება-არაშენებას. შეწყდა მაღაროებიდან მადნის მოპოვება. მე ასეთი კითხვა მაქვს: თუ მანგანუმი არ ჭირდებათ, მანგანუმის გამამდიდრებელი ფაბრიკა რაში სჭირდებათ, რა უნდა გაამდიდრონ? ვინ დაუშალათ უფრო სარფიანი ბიზნესი, შემოეტანათ პროექტი მეორე დღესვე. დანარჩენი ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გაარკვიეთ.                           

  ჭიათურის გამგეობა - “ეგენი ჰაერზე ლაპარაკობენ და მე ჰაერზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ”



ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე ერთადერთი სახელმწიფო ჩინოვნიკია, ვინც ღიად აცხადებს, რომ წელიწადნახევარია კომპანიასთან დავა აქვს და ახალი ქარხნის შლამსაცავისთვის მიწის გამოყოფაზე უარს ეუბნება. თუმცა ვერ იხსენებს, რატომ გააჩერა უმოქმედოდ თითქმის ექვსი თვე ქარხნის მშენებლობისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია, სანამ გაირკვეოდა, რომ ნებართვის გაცემა ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა იყო.

- რომელ გაჭიანურებაზეა საუბარი, არ მესმის. ნებართვა ჯერ ეკონომიკის სამინისტროში უნდა აიღონ და მერე მოგვმართონ ადგილზე. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვის ერთ-ერთ კომპონენტს, რაც სალექარის შექმნას გულისხმობს, არ ვეთანხმები. ვერ მიხსნიან, რა უნდა გააკეთონ და საბოლოოდ იქ რა იქნება. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს დიახაც მივწერეთ მათთვის არასასიამოვნო პასუხი, ჩვენი არგუმენტი იყო ორი სოფლის, ითხვისის და შუქრუთის მოსახლეობის პოზიცია და ის, რომ პროექტს ბოლომდე არ ვიცნობთ. ამ ხალხს ჭირდება ახსნა-განმარტება, ამაზე კომპანიამაც უნდა იზრუნოს და მარტო გამგებელს არ უნდა უწევდეს მათი დარწმუნება.

- თქვენგან ქარხნის მშენებლობაზე დოკუმენტები ეკონომიკის სამინისტროშო მხოლოდ ამა წლის ივნისში გადაიგზავნა. თუ ქარხნის მშენებლობას არ ეწინააღმდეგებით, მანამდე რატომ აჩერებდით ამ დოკუმენტებს?

- მსგავსი არაფერი ყოფილა. თუ აქ საუბარია, ეკონომიკის სამინისტროსგან ერთ-ერთი ხეობის პრივატიზაციაზე, თუ ამას გულისხმობენ, ამის ნებართვა მართლაც არ მივეცი. წარმოადგინონ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში გარემოს დაცვის სამინისტროდან, შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობის ნებართვა და მერე ვნახოთ. ჯერ წარმოადგინონ, რომ ხეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამდენი ხანია, მესმის მხოლოდ საუბარი და სადაა პროექტი, წარმოადგინონ, თუ მზად აქვთ!

- თქვენი სიჩუმით ხომ დრო დაიკარგა და ინვეესტიცია გაჩერდა?

- ქარხნის მშენებლობაში მუნიციპალიტეტი ხელს არ უშლის. თუ საუბარია 25 ჰა-ს ყიდვაზე ანუ ხეობაზე, ეს სამსჯელო თემაა და არა მათი ტრაფარეტული ლაპარაკი. ეს სახელმწიფო მიწაა, ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციისთვის ჭირდება ჩვენი თანხმობა და მე თავი შევიკავე.

-თქვენ ამ მიწის გადაცემის წინააღმდეგი ხართ?

- მე ჩემი სუბიექტური აზრი ყველა დონეზე დავაფიქსირე და მე თუ დამარწმუნებენ საწინააღმდეგოში, კი ბატონო. ერთ-ერთი სალექარი მადნის გასარეცხად ადრე კომუნისტების დროს უკვე გააკეთეს და იმან არ იმუშავა. მსგავსი რაღაცის გაკეთება თუ უნდათ, მე ამას კატეგორიულად არ დავეთანხმები.

- კომპანია ამბობს ,რომ ახლა წარმოება არარენტაბელურია და 3500 ადამიანი ფაქტიურად უმუშევრად რჩება

- ესაა თითიდან გამოწოვილი მიზეზები და არა რეალური ახსნა იმ პრობლემებისა, რაც კომპანიაში დღეს ხდება. მაგათ დღეს ერთი უნდათ, ხვალ მეორე. ვერ გავიგე რა ინტერესი აქვთ ჩადებული. ახლა როცა ფასი დაბალია, ჩივიან რომ არარენტაბელურია, როცა ფასი მაღალი იყო, მაშინაც არარენტაბელური იყო მადნის წარმოება და ვერ გავიგე როდის არის რენტაბელური მუშაობა. ქარხნის მშენებლობაზე არავის კატეგორიული უარი მათთვის არ უთქვამს, მე შევაჩერე მიწის გადაცემა, შეიძლება სხვადასხვა უწყებები ერთად დავჯდეთ და განვიხილოთ, მოიტანონ პროექტი და დეტალურად ახსნან რას აპირებენ.

- მუშები მთავრობისგან პასუხს ელიან, რა ელის ჭიათურას?

- ხალხი პასუხს ითხოვს? ვინ ითხოვს პასუხს? რას ლაპარაკობთ? ეს ხეობა ორ სოფელს ესაზღვრება, ხალხი რას ამბობს, მაგათმა გაიგონ კარგად. მაინტერესებს, მყარი მასალა დაიყრება იმ 25 ჰაზე, შლამი თუ რაიმე სხვა წყალსაცავის მსგავსი გაკეთდება. ეგენი მხოლოდ ჰაერზე ლაპარაკობენ და მე ჰაერზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ.

- ხალხი ითხოვს პრობლემის დროულ მოგვარებას, მთავრობისგან ჩართულობას, ან ინვესტორს ხელისშეწყობას და ან ახალი ინვესტორის მოძიებას..

- ამაზე მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი და ალბათ გასცემს კიდეც, მე კი ვამბობ კატეგორიულად არ ვეწინააღმდეგები, საბოლოო უარი არ მითქვამს, ეგებ კორექტირებული ვარიანტი მისაღები იყოს. აქ საუბარია, რომ ტურბინებით წყლის ჭავლით გადაიქაჩოს ეს ნარჩენი მასალა და სხვაგან დასაწყობდეს. გარემოს დაცვის სამინისტროში იყო მაგათი ეკოლოგიის წარმომადგენელი მობრძანებული და იქ მოვთხოვე, რომ ხელოვნური წყალსაცავის გაკეთებას არ დავეთანხმები. გარემოს დაცვის სამინსიტროს და ჩემი პოზიციაც ემთხვევა და თავად მინისტრი აგულაშვილი იყო ჩამოსული და პირადად ვანახე, რომელ ხეობაზე იყო საუბარი. ეგენი მარწმუნებენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავენ, რომელიც ჩაკეტილი ციკლით მუშაობს, მადნის გამოსავალი იქ 95%-ია და ესაა მშრალი ნარჩენები ქვიშის სახით. თუ მართლა ამაზეა საუბარი, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით. სამთავრობო დონეზე კიდევ ერთი შეკრება გაიმართება და გადვწყვეტთ, მაგრამ პროვოკაციული საუბარი, რომ ჩვენ მუშაობაში და ქარხნის მშენებლობაში ხელს ვუშლით არასწორია.       

ასე ესენი იმასაც მეუბნებოდნენ, რომ ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი გვერდის ავლით სამთავრობო დონეზე გაიტანდნენ და გადაწყვეტდნენ ამ საკითხს, მაგრამ ვერაფერიც ვერ გადაწყვიტეს.

 
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

 
აბსოლუტურად სხვა ინფორმაციას გვაწვდის გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი თამარი  შარაშიძე. აქ ირკვევა, რომ “ჯორჯიან მარგანეზს” ვადის გასვლის გამო ერთი წლის წინ, ერთხელ უკვე გავლილი პროცედურების ხელახლა გავლა უწევს.

- ჯორჯიან მანგანეზმა ქარხნის ასაშენებლად წინასწარი განხილვისთვის ახლახანს შემოიტანა დოკუმენტი, რადგან ჩვენს მიერ გაცემულ წინა დოკუმენტს 18 დეკემბერს ერთწლიანი ვადა  გაუვიდა. მათ ვერ მოაგვარეს პრობლემა მშენებლობის ნებართვა რომელ უწყებას უნდა გაეცა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს თუ ეკონომიკის სამინისტროს. შესაბამისად, თავიდან უწევთ იმ პროცედურის გავლა, რაც ერთხელ უკვე გაიარეს.

- ხელახალ განხილვას რა დრო დასჭირდება?

-ამ პროცედურას აქვს  50-60 დღიანი ვადა, რის შემდეგაც ისინი მიიღებენ დაინტერესებული პირებისგან შენიშვნებს და რეკომენდაციებს,  რაც უნდა გამოასწორონ, შემდეგ ეს კვლევით დაადასტურონ. ამის მერე მშენებლობის ნებართვის გამცემმა უწყებამ ხელახლა უნდა მოგვმართოს ეკოლოგიური ექსპერტიზისთვის.

-ანუ მათ პირველად წელიწადნახევრის წინ მოგმართეს.

- დიახ, მაშინ წინასწარი განხილვის ეტაპიც გაიარეს, მაგრამ დოკუმენტს ვადა ისე გაუვიდა, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ ჩვენს სამინისტროს აღარ მიმართა.

- დაახლოებით რა დრო დასჭირდება კომპანიას თქვენი მითითებების და შენიშვნების შესასრულებლად?

- უნდა გამოსწორდეს სიტუაცია. ყველაფერი იმ ნორმის ფარგლებში უნდა იყოს, რაც დღეს არ არის. მდინარე ყვირილას დაბინძურება უნდა შეწყდეს.

- გამგებელი ამბობს, რომ ღია სალექარის მოწყობა უნდათ და ამის წინააღმდეგია.

- ღია სალექარში რა იგულისხმება, ვერ ვხვდები. აქ საუბარია შლამსაცავზე და დახურული ციკლის მქონე თანამედროვე საწარმოს მშენებლობაზე, საიდანაც მადნის ნარეცხი დაბინძურებული წყლების ჩაშვება აღარ მოხდება მდინარე ყვირილაში.

- გამგებელი შიშობს, რომ დამატებით 25ჰა ეკოლოგიურად დაბინძურდება. ის ამბობს, რომ მინისტრსაც აჩვენა ეს ტერიტორიები და მინისტრი აგულაშვილი მის პოზიციას იზიარებს. 

-ეს შლამსაცავია,  სადაც მოხდება წარმოების შედეგად წარმოქმნილი მყარი ნარჩენების შენახვა და არა სალექარი, რომელსაც ფუნქციურად სულ სხვა დატვირთვა აქვს. იქ ხდება საწარმოს დაბინძურებული წყლის წმენდა. ჩვენ ტერიტორიას ვიკვლევთ და ადგილზეც ვნახავთ ყველაფერს, ასე წინასწარ ვერ ვიტყვით რომ კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ, ჩვენ ახლა შესწავლის ეტაპზე ვართ. ჩვენ საბოლოო პოზიციას ვიტყვით საჯარო განხილვაზე 26 თებერვალს. მე კონკრეტულად შემიძლია ვისაუბრო ახალ საწარმოზე, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია და ბევრად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს და ყვირილაში მადნის ჩადინებას".                                       

 დასკვნა

და ბოლოს, სანამ ჩინოვნიკები ჭიათურაში მადნის გამამდიდრებელი  ახალი ქარხნის ასაშენებლად საჭირო დოკუმენტაციას მოიძიებენ, მითუფრო, რომ როგორც ჩანს, დიდად არც ჩქარობენ  საკითხში გარკვევას და სანამ გერმანელებთან ერთად შემუშავებული პროექტი სამთავრობო კულუარებში გზას გაიკვლევს, დაინტერესებულ პირებს ვეტყვით, რომ  საპროექტო დოკუმენტაცია უკვე დიდი ხანია ატვირთულია გარემოს დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. ახალი ქარხნის მთავარი ეკოლოგიური უპირატესობებიც შავით თეთრზე წერია: “ათეული წლების განმავლობაში გადაუწყვეტელ პრობლემას წარმოადგენს მდ. ყვირილას წყლის მანგანუმის მადნის გამდიდრების პროცესში წარმოქმნილი შლამებით დაბინძურების საკითხი…ყველა გამამდიდრებელი ფაბრიკა , ისევე როგორც მცირე საწარმოები, ძალზე მოძველებულია და მათი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია.შესაბამისად, ვერ ხერხდება ჩამდინარე წყლების გაწმენდა და დაბინძურებული წყლები შლამებთან ერთად სრული მოცულობით ჩაედინება მდინარე  ყვირილაში. გამომდინარე აქედან, შპს “ჯორჯიან მარგანეზის” ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მანგანუმის გამამდიდრებელი ახალი, 200ტ/სთ წარმადობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფაბრიკის მშენებლობის თაობაზე, რომელიც ჩაანაცვლებს კომპანიიის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა გამამდიდრებელ ფაბრიკას”. იმავე საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა რომ საწარმოო ნარჩენებშიც მნიშვნელოვნად შემცირდება მანგანუმის რაოდენობა: ე.წ. კუდებში-არსებული 7%-ის ნაცვლად 3%, შლამებში-კი 11%-ის ნაცვლად 3,4%. ეს რაც შეეხება ეკოლოგიას, რომ არაფერი ვთქვათ მკვდარ სამრეწველო ქალაქზე და 3600 მაღაროელზე, რომელთაც საარსებო წყაროს გარეშე დარჩენა ემუქრებათ. რაც შეეხება ინვესტორს, მან ნაწილობრივ გამოსავალი უკვე იპოვა და სამთავრობო უწყებებში უშედეგო სიარულით დაღლილი ხარჯების ეკონომიიის მიზნით ჯერჯერობით ოთხი თვით მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა. თუ ნებართვების გაცემის პროცესი გაიწელა და ჯორჯიან მანგანეზმა პროდუქციის გაიაფება ვერ შეძლო, წაგებული დარჩებიან მხოლოდ მუშები, ჭიათურა და ქვეყანა, რომლის მთავარი ექსპორტიორი დროებით უკვე გაჩერდა.

და ბოლოს, საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წელს, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9928 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2204 მლნ. დოლარს შეადგენს (23 პროცენტით ნაკლები). იმავე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში საქართველოში წარმოებულმა ფეროშენადნობების ექსპორტმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ის 32%-ით შემცირდა და სულ 195 მლნ აშშ დოლარი,  შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 9% შეადგინა. პირველ და მესამე ადგილზე კი სპილენძის მადნების და კონცეტრატების და მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გავიდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ძირითადად საუბარია რეექსპორტზე.

 

ეკა სარია

წაკითხულია
5711
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner