banner
29 იანვარი 2016 | 19:40 სოფლის მეურნეობა

ევროკავშირში ქართული კენკრის გასაყიდად ხელსაყრელი პერიოდი მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდეა

ევროკავშირში ქართული კენკრის გასაყიდად ხელსაყრელი პერიოდი მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდეა

ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირში ნედლი კენკრის იმპორტი გაორმაგდა.მხოლოდ 2014 წელს არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტმა დაახლოებით 400 მილიონ ევროს მიაღწია, აქედან 72% განვითარებადი ქვეყნების პროდუქციამ დაიკავა. მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რასაც ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს. მაისის ბოლო-ივლისის შუა რიცხვები ის პერიოდია, როდესაც ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ საკუთარი პროდუქტი ევროპელ მომხმარებლებს შესთავაზონ- ამ დროს ევროპაში კენკროვანი კულტურების კრეფის სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ფასიც შესაბამისად მაღალია.

“ჩვენ რომ ვამთავრებთ მოსავლის აღებას, ევროპაში მაშინ იწყებენ, ჩვენი პროდუქციის კრეფის პერიოდი, დაახლოებით, თვენახევრით ასწრებს. ამასთან, ეს ის დროა, როცა ლათინურ ამერიკაშიც დამთავრებულია მოსავალი.მაისის ბოლოდან ივლისის შუა რიცხვებამდე კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტი”,-ამბობს შპს-ის “ვარციხის პლანტაციები” დირექტორი გიორგი ღვინიაშვილი. ღვინიაშვილს ბაღდადის რაიონში 12 ჰა-ზე მოცვისა და ჟოლოს პლანტაციები აქვს. გაზაფხულზე გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობსაც დაასრულებს, მანამდე კი ევროპაში პარტნიორებს ეძებს. 14 თებერვლიდან 10 მარტამდე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიაში, 1-თვიან ტრენინგს დაესწრება, სადაც სექტორების მიხედვით ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართება და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციის საშუალებაც ექნება,-"ამ დრომდე კონკრეტული მოლაპარაკებები არ ყოფილა ევროპელ პარტნიორებთან, რადგან საწარმოც არ გვქონდა. ევროპაში რომ გავიტანოთ, პროდუქტი უნდა იყოს დახარისხებული, დაფასოებული და სწორ ტემპერატურაზე შენახული. წელს პირველად გვაქვს ამის მცდლეობა, რადგან ვიცით, რომ ქარხანა გვექნება მაისის შუა რიცხვებში. დაგვჭირდება სერტიფიკატებიც, იმის დასამტკიცებლად, რომ სტანდარტების შესაბამისად იწარმოება”,- ამბობს ღვიანიაშვილი.

მსოფლიოში მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატებია. ზაფხულში საფრანგეთს, ნიდერლანდებს, პოლონეთსა და გერმანიასაც აქვთ საკუთარი წარმოება, დამატებით მარაგს, ძირითადად, მაროკოდან იღებენ. ასევე, ევროპაში ყველაზე შორი მანძილიდან-ჩილედან ხდება იმპორტი. საექსპორტო შესაძლებლობებს ზრდის სამხრეთ აფრიკა და პერუც. რაც შეეხება ჟოლოს, იანვარსა და დეკემბერში ევროპას ჟოლოთი მაროკო ამარაგებს, წლის დანარჩენ პერიოდს კი ესპანეთი, ნიდერლანდები და ბელგია ავსებენ. დღეს, საქართველოდან ევროპაში კენკროვანი კულტურების ექსპორტს მხოლოდ რამდენიმე კომპანია ახორციელებს, მათ შორისაა ხილ-კენკროვნების საშრობი საწარმო შპს ILJ. 2006 წელს რუსული ემბარგოს შემდეგ, შპს ILJ -ის დირექტორ ჯემალ ბიგვავასთვის ჩრდილოელი მეზობლის ბაზარი დაიკეტა, მეწარმემ ახალი, სტაბილური ბაზრის ძიება დასავლეთში დაიწყო. ინტერნეტში შემთხვევით ნახა განცხადება, რომ პოლონურ კომპანიას მოცვის ყიდვა უნდოდა, რამდენიმე მიმოწერის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში ჩამოვიდა, ხილ-კენკროვნების საშრობი საწარმო დაათვალიერა და პირველი შეკვეთაც მისცა. შპს ILJ მოცვს, ასკილსა და სხვადასხვა კენკროვან ხილს სოფლებში მოსახლეობისგან იღებს, აშრობს, ახარისხებს და 25 კგ ქაღალდის ტომრებით ევროპაში გზავნის,-2006 წლამდე რუსეთის ბაზარზე ვმუშაობდით, მაგრამ ემბარგო რომ დაგვიწესა და ჩაგვიკეტა ბაზარი, დავაფუძნე შპს ILJ. პოლონური კომპანიას წელიწადში 3-5 ტონამდე გამომშრალ მოცვს, 20 ტონამდე ასკილს ვაწვდით, ის პატარ-პატარა კომპანიებზე ყიდის, სხვადასხვა დანიშნულებით, ზოგს ლიქიორის დასამზადებლად სჭირდება, ზოგს ფარმაცევტული მიზნისთვის. რამდენჯერმე დაფნაც შეგვიკვეთა,- ამბობს ბიგვავა.

თამბაქოდან ლურჯი მოცვის მოშენებაზე გადავიდნენ ზემო აჭარაში. ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “გედი” შუახევში ლურჯი მოცვი 3 ათას მეტრზე გააშენა. სამომავლოდ ზვიად მიქელაძეს საწარმოს გახსნაც უნდა, თუმცა მანამდე წარმოების გაფართოების მიზნით სხვა მეწარმეებთან გაერთიანებას ცდილობს,-ადრე თამბაქო მოყავდათ ზემო აჭარაში, დღეს უკვე ლურჯ მოცვზე გადავედით, იმიტომ რომ მოცვი ბაზარზე ადვილად გასასაღებელია, ფასი მაღალია, თაფლოვანი მცენარეა და გვინდა ფუტკრის მოშენებაც. გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას მარტო ვერ შევძლებთ, ამ ეტაპზე გაერთიანება და კავშირის დამყარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. დავაინტერესეთ მეზობლები, მათაც გააშენეს, ჩაქვში უფრო დიდი პლანტაციებია, მათთანაც გვაქვს კონტაქტი და გვინდა ერთად დავიწყოთ მოცვის დაპაკეტება, ჩირის გაკეთება”,- ამბობს მიქელაძე.

ჩირის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს ფერმერი იზოლდა ქიტესაშვილიც. იზოლდა გურჯაანში 3 ჰექტარზე 20 ტონამდე მაყვლის მოსავალს ელოდება. ევროპაში მაყვლის ბაზარი აშშ-სთან შედარებით პატარაა, ზამთარში, როდესაც ბაზარზე  ევროპული პროდუქცია არ არის, ძირითადად, ლათნური ამერიკიდან ხდება ხილის იმპორტი. მაყვლის საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ კარგად იცის იზოლდა ქიტესაშვილმაც, თუმცა ამბობს, რომ მისი მეურნეობა ევროპის ბაზრისთვის პატარაა.

“USAID-ის გრანტით ჩირის გადამამუშავებელ ქარხანას თანამედროვე სტანდარტებით ვაშენებთ. უნდა გამოვაშრო მაყვალი, გავაკეთო ტყლაპი, ხურმა, ამბიციური გეგმა მაქვს. მაყვლის სახლის აშენებაც მინდა, უპრეცდენტო იქნება საქართველოში, მაყვლის ღვინოც უნდა დავმზადოთ, ნამცხვრებიც, ბევრს დავასაქმებ, თბილისიდან ჩამოვლენ მაყვლის ტორტის შესაძენად. ფოთოლიც უნდა გამოვაშროთ და ჩაი შევთავაზოთ სტუმრებს. სანამ მინიმუმ 100 ტონას არ მოვკრეფთ, მანამდე ევროპის ბაზარზე არავინ გვესაუბრება. მათ უნდათ სტაბილური, გეგმიური მიწოდება, რაოდენობითაც და გრაფიკის მიხედვითაც. ვერ ვთავაზობთ და ვერ ვიპყრობთ ძვირადღირებულ კარგ ბაზარს, მათ იციან რა ჭამონ და რაში რა გადაიხადონ”,- ამბობს იზოლდა.

იქიდან გამომდინარე,რომ ევროკავშირში პროდუქტის უვნებლობა პრიორიტეტულია, სტაბილურ მიწოდებასთან ერთად მეწარმისგან დამატებითი გარანტიებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატსაც ითხოვენ. ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში ეს ყველაზე ხშირად პირველადი წარმოების სტანდარტი GLOBAL GAP-ია.თუ მეურნეობა GLOBAL GAP-ის სტანდარტს აკმაყოფილებს, ეს ევროპელი მომხმარებლისთვის ნიშნავს იმას, რომ კვების პროდუქტების წარმოება მართლზომიერად ხდება და საზიანო ეკოლოგიური გავლენა და ქიმიკატების გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი.GLOBAL GAP-ის სერტიფიკატი დღეს კენკროვანი კულტურის მწარმოებლებს შორის მხოლოდ ოზურგეთის რაიონში, კომპანიას “ვანრიკ აგრო გრუპი” აქვს. გასულ წელს კომპანიამ 50 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვი გაიტანა დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, სომხეთსა და რუსეთში.

“ჩვენ უშუალოდ სუპერმარკეტებს არ ვაწვდით, მსხვილი რითეილერები ან შუამავალები არიან, რომლებიც საბითუმო ბაზარზე კოოპერირებენ, იმათი მოთხოვნაა, რომ “GLOBAL GAP უნდა ჰქონდეს პროდუქციის მწარმოებელს, სხვა შემთხვევაში ნაკლებია ინტერესი, რომ შეიძინონ ჩვენი ქვეყნიდან პროდუქცია ანუ მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ გახვიდე ევროპის ბაზრზე. მხოლოდ ISO არ არის საკმარისი, რადგან ის, ძირითადად, მენეჯმენტის საქმიანობაში ხარისხის სისტემის დანერგვას გულისხმობს-რამდენად სწორად ფუქციონირებს. GLOBAL GAP-ის შემთხვევაში კი პროდუქციაზე გადადის აქცენტი-როგორ იწარმოება და რამდენად ხარისხიანია,- ამბობს “ვანრიკ აგრო გრუპის” ფინანსური მენეჯერი არჩილ პაიჭაძე.

GLOBAL GAP-ის სერტიფიკატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპორტიორისთვის, მაშინ, როდესაც პროდუქტს სუპერმარკეტები უკვეთავენ.

“იმის გამო, რომ GLOBAL GAP-ის სერტიფიკატი არ გაქვს, საზღვარზე არავინ გაგაჩერებს, მაგრამ თუ გინდა პროდუქტი “ვოლმარტში” შეიტანო, ის გეტყვის: მივიღებ თუ გაქვს ესა და ეს სტანდარტი. თუ იქნება პირველადი წარმოების პროდუქტი, ალბათ, მოითხოვს GLOBAL GAP-ს. სერტიფიცირებას იმიტომ გადიხარ და სტანდარტს იმიტომ ნერგავ, რომ ეს ან კლიენტის ან სახელმწიფოს მოთხოვნაა. შეიძლება, საკმარისი იყოს მხოლოდ GLOBAL GAP ან მასთან ერთად HACCP და ISO მოითხოვონ. სავაჭრო ქსელები არ მიიღებს შენს მწვანილს, ხილს ა.შ. თუ არ გაქვს GLOBAL GAP, ამიტომ ხდება სავალდებულო”,-ამბობს სურსათის უვნებლობის ექსპერტი ეკა ბურკაძე.

საქართველოში მეწარმეები საერთაშორისო სტანდარტების და სერტიფიკატის არქონის მთავარ მიზეზად ფინანსებს ასახელებენ. დღეს, არცერთი სამთავრობო პროგრამა არ ეხმარება ფერმერებსGLOBAL GAP-ის დანერგვაში, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო და USAID/REAP-ის პროექტი გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარებს HACCP და ISO სტანდარტების კონსულტირების ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას სთავაზობენ. გადმამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მენეჯერის განცხადებით, ISO და HACCP-ის დასანერგად საჭირო კონსულტირების მთლიანი ღირებულების 50%-ს გადაიხდის ამერიკული მხარე, 30%-ს პროექტების მართვის სააგენტო და 20%-ს ბენეფიციარი. რაც შეეხება, სტანდარტის დანერგვისა და სერტიფიკატის აღების ხარჯებს, ამის გადახდა მეწარმეს ისევ თავად მოუწევს.

“4 თებერვლამდე გამოიკვეთება კონსულტანტების სია, შემდეგ USAID გამოაცხადებს კონკურსს და გამარჯვებული კომპანიები პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში ISO და HACCP-ს დანერგვას დაიწყებენდაფინანსებაში ვგულისხმობთ კონსულტანტისთვის გადასახდელ თანხას-რაც დასჭრდებათ კონსულტანტებს იმისთვის, რომ დანერგვის პროცესს მისდიონ და საწარმოებს ყველა ეტაპზე აუხსნან რა და როგორ უნდა გააკეთონ. რაც შეეხება, თავად საწარმოს რა დაუჯდება ამ სტანარტების დანერგვა, ამის თქმა ძნელია, რადგან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: რა ზომისაა საწარმო, ტერიტორიულად სადაა, როგორი ინფრასტრუქტურა აქვს, დასჭირდება თუ არა დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა. როგორც წესი, ამას თავად საწარმოს ხელმძღვანელები თავისი ხარჯით აკეთებენ, რამდენადაც ვიცი, არ იქნება იაფი, შეიძლება რამდენიმე ათეული ათასი ლარი დაჯდეს, კონსულტირებაში სახელმწიფო რომ ეხმარებოდეს ასეთი პროგრამაც არ გამიგია, გარდა ჩვენი პროგრამისა“,- ამბობს რევაზ ასათიანი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადმამაუშავებელი საწარმოების თანდაფინანსების პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია 28 პროექტი, ხელშეკრულება 18 საწარმოსთანაა გაფორმებული. საგრანტო კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩადებულია პირობა, რომ სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა საწარმოებმა უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული სტანდარტები - ანუ 18-ივე საწარმო ვალდებული ხდება დანერგოს ISO და HACCP.

 

ევროპის ბაზარი და ტენდენციები

ევროპაში კენკროვანი კულტურების ყველაზე დიდი წარმოება აქვს პოლონეთს,ნიდერლანდებსა და ესპანეთს შედარებით მცირე, მაგრამ დიდია რეექსპორტის მოცულობა. კენკროვანი ხილს ყველაზე დიდი ოდენობით გერმანელები და პოლონელები მოიხმარენ, პოპულარულია სკანდინავიის ქვეყნებშიც. ნედლი კენკრის დიდი ნაწილი საკვებ ინდუსტრიაში გადამუშავდება, რის გამოც იზრდება მისი მოხმარება.

შობის პერიოდი: ნედლი მოცვი პოპულარულია შობის პერიოდში. ამ დროს მისი იმპორტი აშშ-დან ხორციელდება.

ასორტი: ევროპელ მომხმარებლებს მოსწონთ მრავალფეროვნება და სხვადასხვა კენკრის ნარევი სულ უფრო პოპულარული ხდება.

მსუბუქი ხილი: კენკროვნები მიიჩნევა მსუბუქი საკვებ ხილად და ხშირად იყიდება ახალი დაჭრილი ხილის ასორტის ფორმით. მსგავსი შეკვრები განსაკუთრებით პოპულარულია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში.

 

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს   ნედლი ხილი, რომ მოხვდეს ევროპის   ბაზარზე?

ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით ევროკავშირს დადგენილი აქვს პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონე საკვებ პროდუქტებში. ასევე, აწესებს ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს იმისთვის, რომ პროდუქტში არ მოხვდეს და გავრცელდეს საზიანო ორგანიზმები, შესაბამისად, თითოეულ პროდუქტს თან უნდა ახლდეს ჯანმრთელობის სერტიფიკატი. პროდუქტის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიზნით ევროკავშირმა აკრძალა გარკვეული ქიმიკატების გამოყენებაც. კონტროლის მიზანია რომ ყველა პროდუქტი, რაც ბაზარზე მოხვდება იყოს უსაფრთხო. სწორედ, პროდუქტის უსაფრთხოების დასადასტურებლად ითხოვენ ყველაზე ხშირად GLOBAL GAP-ის სერტიფიკატს, როდესაც საუბარია პირველად წარმოებაზე-ხილსა და ბოსტნეულზე.GLOBAL GAP მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია ფერმერებისთვის, რომელიც იშიფრება როგორც სოფლის მეურნეობის კარგი პრაქტიკა და მოიცავს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მთლიან პროცესს,-"GLOBAL GAP ანუ ეს არის სტანდარტი ჭიშკრამდე, ფერმის ბაღამდე: როგორ გაქვს აღრიცხული მიწა, მისი სტრუქტურა, ისტორია, როგორია სარწყავი წყალი, სასუქი. ჭიშკარს, ფერმის მიღმა ეს სტანდარტი აღარ ვრცელდება. HACCP და ISO22000 უკვე გადამამუშავებელი საწარმოების სტანდარტებია. როცა კენკრას კრეფ, GLOBAL GAP-ის ნაწილია თუ რამდენად გაქვს სურსათის უვნებლობის ელემენტები გათვლილი, აქ უკვე ერთვება HACCP-ის ნაწილიც, თუმცა პირდაპირ HACCP არ არის: საფრთხის ანალიზი, კრიტიკული წერტილები თუ გაქვს, უფრო ადვილად ნერგავ GLOBAL GAP-საც”,-ამბობს ეკა ბურკაძე.

სავაჭრო ქსელები ევროპაში

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში მთავარი სავაჭრო ქსელები სუპერმარკეტებია. ამ მხრივ გამოირჩევა დიდი ბრიტანეთი, სადაც 3 წამყვან სუპერმარკეტზე: Tesco, Asda და Sainsbury’s საკვები პროდუქტების ბაზრის 60%-ზე მეტი მოდის. გერმანიაში ყველაზე მსხვილია Edeka Group, რომელიც მოიცავს სუპერმარკეტების ბრენდებს: Edeka, Spar, Netto. ასევე, გერმანიაში მსხვილ სუპერმარკეტებს შორისაა Lidl, Aldi, REWE და Metro AG. პოლონეთი-Biedronka, Lidl, Netto, Aldi, დანია-Netto, Fakta, Aldi, Rema. საბითუმო სუპერმარკეტებზე მოდის საკვები პროდუქტების შედარებით მაღალი წილი. ევროპის ქვეყნებში პროდუქტის დიდი ნაწილი ძირითადად 2 მთავარი სავაჭრო ცენტრიდან- ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან ნაწილდება. იმპორტიორები ამ ქვეყნებიდან ახდენენ რეექსპორტს ევროპის ყველა მთავარ სუპერმარკეტში.

ფასი:

ევროპაში კენკროვანი ხილის ღირებულება ქვეყნებისა და სეზონის მიხედვით განსხვავდება. დაბალი ფასებია მოსავლის დროს (ზაფხულში) და მაღალი- ზამთარში, განსაკუთრებით საშობაოდ. 1 კგმოცვი სუპერმარკეტებში 13-20 ევრო ღირს. მაყვლის ფასიც თითქმის ანალოგიურია, თუმცა ადგილობრივი წარმოების, შესაძლოა, 50%-ით იაფი ღირდეს. 1 კგ ჟოლო 18-დან 23 ევრომდე მერყეობს. ადგილობრივი წარმოების ჟოლოები, შესაძლოა, 12 ევროდაც გაიყიდოს, მაშინ როდესაც ორგანული ჟოლოები ერთი კილოგრამი 28 ევრომდე ადის. ორგანული პროდუქტი მნიშვნელოვანი სანიშე ბაზარია ევროპაში. ევროპელები უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივი მეთოდებით მოყვანილ და წარმოებულ პროდუქტს. შესაბამისად, იზრდება ორგანული კენკროვანი ხილის ბაზარიც.

სტატისტიკა:

2014 წელს საქართველოდან კენკროვანი კულტურების ექსპორტმა 32.5 ტონა შეადგინა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია და დაახლოებით 43.1 ტონას აღწევს.


მაიკო გაბულდანი

წაკითხულია
7301
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner