banner
15 თებერვალი 2016 | 19:18 ენერგეტიკა

“საქართველოს სჭირდება ტრანსკასპიური გაზსადენი"

“საქართველოს სჭირდება ტრანსკასპიური გაზსადენი"

გიორგი ვაშაყმაძე : “ტრანსკასპიური გაზსადენი ვერ განხორციელდება, თუკი საქართველოს პარტნიორებს არ ექნებათ რწმენა, რომ ჩვენ ნამდვილად გვაერთიანებს საერთო ინტერესები და მზად ვართ ერთობლივად ვიმოქმედოთ.” 

 

რუსულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა “Sputnik საქართველო” 27 იანვარს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ლაპარაკია რუსეთის ახალ ინიციატივაზე თურქმენეთის მიმართ. სტატიაში ვკითხულობთ: “მითოლოგიის სფეროს განეკუთვნება ევროკავშირის მიერ აშხაბადისთვის თავსმოხვეული ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტი." სტატიაში საუბარია იმაზე, რომ “აშხაბადი შესაძლოა დათმობებზე წავიდეს და უსაფრთხოებაზე კონტროლის სფეროში რუსეთის მონაწილეობა მოსკოვის მიერ თურქმენული გაზის კვლავ შესყიდვის სანაცვლოდ დაუშვას”, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მოსკოვი კვლავ შეისყიდის თურქმენულ გაზს (სერგეი ლავროვმა,  აშხაბადში წინა ვიზიტისას, განაცხადა, რომ მანამდე დაგეგმილი 10 მლრდ კუბური მეტრი გაზის ნაცვლად მხოლოდ 4 მლრდ–ის შესყიდვა მოხდებოდა, ხოლო 2016 წლის იანვრის შუა რიცხვებში თურქმენულ მხარეს შესყიდვების სრულად შეწყვეტის განზრახვის თაობაზე აუწყა)  აშხაბადი მზად იქნება  რუსეთი დაუშვას  მისი გარე საზღვრების დაცვასთან და შემდგომში, შესაძლოა, ახალ სამხედრო ბლოკში გაერთიანებასაც კი დათანხმდეს. კომენტარებს და შეფასებებს სტატიაში ცენტრალური აზიის საკითხებში რუსი ექსპერტი ალექსანდრე კნიაზევის  აკეთებს: „ახლა აშხაბადი კრიტიკულად სერიოზული არჩევნის წინაშე დგას. ოპტიმალური ვარიანტი, რომელზეც მას შეუძლია წავიდეს და, რომლის გატარებასაც რუსეთიც შეეცდება, ის იქნება, რომ გაზის შესყიდვები რაღაც ასანაზღაურებელ მონეტად გადააქციოს. თუ თურქმენეთი მოსკოვს უსაფრთხოების კონტროლის სფეროში მონაწილეობის მისაღებად ჩართავს, მაშინ მოსკოვს შეუძლია გონივრული მოცულობით აღადგინოს თურქმენული გაზის შესყიდვები Sputnik საქართველო: http://sputnik-georgia.com/analytics/20160127/229927304.html#ixzz408xN2smA
საქართველოში ბოლო დროს ექსპერტები რუსეთის ე.წ. “რბილი ძალის” ამოქმედებაზე ბევრს საუბრობენ. “Sputnik საქართველოს” ეს პუბლიკაცია სწორედ “რბილი ძალის” ერთ-ერთ გამოვლინებად  შეიძლება შეფასდეს. საქართველოში დიდი ხანია პრაქტიკულად აღარავის სმენია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ტრანსკასპიური მილსადენის შესახებ, რომელსაც თურმექნული გაზი კასპიის ზღვაში ჩადებული მილით აზერბაიჯანამდე, ხოლო შემდეგ საქართველოს გავლით ევროპაში უნდა მიეწოდებინა. რატომ დაიბეჭდა რუსულ “სპუტნიკში” ეს სტატია ახლა, მითუმეტეს ქართულ ენაზე ნათარგმნი, და რა ხდება ტრანსკასპიური გაზსადენის ირგვლივ  უკანასკნელ პერიოდში? ამ საკითხებზე ჩვენ ტრანსკასპიური გაზსადენის პრომოუტერი ბრიტანული კომპანიის - „კასპიის გაზსადენის კომპანია ლიმითიდ“  დირექტორს, გიორგი ვაშაყმაძეს ვესაუბრეთ.

- არის თუ არა ტრანსკასპიური გაზსადენის თემა დღესაც აქტუალური ევროპისთვის ისევე, როგორც ეს იყო თუნდაც გასული 10 წლის წინ ?

- ის, რომ საქართველო ხიდია კასპიის რეგიონსა და ევროპას შორის და, რომ ეს გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენს მიმართ დასავლეთის პოლიტიკური ინტერესის უმთავრესი კომპონენტია, ამაზე საქართველოსადმი მიძღვნილი პუბლიკაციები ნათლად მეტყველებს.  რაც ევროპას ყველაზე მეტად აინტერესებს შუა აზიაში, ეს თურქმენეთის ბუნებრივი აირია. 2006 წლიდან დაწყებული, ამ და მისი მეზობელი ქვეყნებიდან გაზის იმპორტის ორგანიზებას ევროკავშირი ინტენსიურად ცდილობდა. ევროკავშირის დოკუმენტების თანახმად, საქართველოზე გამავალ ევროპის ენერგომომარაგების მეოთხე, ახალ დერეფანს, ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგების თითქმის მეოთხედის როლი უნდა შეესრულებინა. თურქმენეთი არაერთი წელია მზადყოფნას გამოთქვამს 30-40 მილიარდი კუბმეტრი გაზის მიწოდებაზე. საქართველოში იშვიათად საუბრობენ ამ თემაზე და უკვე მრავალი წელია შორიდან მაყურებლის პოზიციას სჯერდებიან: შარშან მაისში ევროკომისიის ძალისხმევით საქართველოს გარეშე მოეწერა ხელი ტრანსკასპიური გაზსადენის მხარდამჭერ რეზოლუციას ევროკავშირს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და თურქმენეთს შორის. დრო გადის. მსოფლიო იცვლება, იხსნება ახალი შესაძლებლობები და ეს ინტერესიც, რასაკვირველია, სამუდამოდ  ვერ გაგრძელდება   

- ბატონო გიორგი, ევროკომისიის ინტერესი ტრანსკასპიური გაზსადენის მიმართ დიდი ხანია ცნობილია. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ევროკომისია მილსადენებს ვერ ააშენებს, როგორც მაგალითად ამას რუსეთი ან ჩინეთი აკეთებს. ევროკომისიას არც საკუთარი კომპანიები ჰყავს რომ დაავალოს. კონკრეტულად რა ინსტრუმენტები გააჩნია და ვინ  აპირებს ამ პროექტის განხორციელებას?

-  მართალი ბრძანდებით, ევროკავშირი არც ჩინეთია და არც რუსეთი და არც კომპანიები ჰყავს საკუთარი, რომ უბრძანოს. ევროკომისიის შესაძლებლობები იმით შემოიფარგლება, რომ შეუძლია მასტიმულირებელი გარემო შექმნას იმისათვის, რომ ესა თუ ის პროექტი, რომელიც დადგინდება რომ მისი მოქალაქეების, წევრი სახელმწიფოების ერთობლივ ინტერესებშია, კერძო ბიზნესისათვის მიმზიდველი და სასურველი გახადოს. ამაში მას ძალიან სჭირდება დახმარება თავისი მოკავშირეებისაგან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისაგან, რომლებიც სატრანზიტო მარშრუტებზე არიან განლაგებულნი. ეს დახმარება განსაკუთრებით მნივნელოვანია საწყის ეტაპზე, იმ რწმენის დამკვიდრებისთვის, რომ ყველა მხარე მზადაა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები და პროექტმა გაიაროს ის ეტაპები, რომელიც შემდგომში კერძო კაპიტალს მოიზიდავს. ამისათვის ევროკომისიამ ძალიან ძლიერი ახალი ინსტრუმენტი შექმნა: ეს ინსტრუმენტი არის ე.წ. ევროპის ერთობლივი ინტერესების პროექტის სტატუსი ანუ – PCI (Project of Common Interest), რომელიც იმ ინფრასტრუქტურის პროექტებს ენიჭება, რომელთა განხორციელებაც, მისი მოქალაქეების, წევრი სახელმწიფოების ერთობლივ ინტერესებშია. ამის დასადგენად მრავალეტაპიანი შერჩევის პროცედურა გამოიყენება, რომელსაც ევროკომისია პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან (ევროკომისიის ტერმილოგიით - „პრომოუტერი კომპანია“) ერთად ატარებს. თუკი დგინდება, რომ პროექტის ეკონომიკური პერსპექტიულობა და ევროკავშირისათვის მოსატანი სიკეთე შეესაბამება მოთხოვნებს, ეს პროექტი ხდება PCI, მანამდე პროექტი ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 10-წლიანი განვითარების გეგმაში უნდა იყოს შეტანილი. PCI სტატუსის მქონე პროექტებისათვის შეიქმნა სპეციალური თანადაფინანსების ფონდი (ე.წ. Connecting Europe Facility - CEF), რომლის საშუალებითაც, ევროკომისიას შესაძლებლობა აქვს მისთვის მნიშვნელოვანი პროექტების პრომოუტერ კომპანიებს ფინანსური დახმარება გაუწიოს, და ეს დახმარება გრანტის სახით ხორციელდება, ანუ თანადაფინანსების სანაცვლოდ ევროკომისია წილობრივ  მონაწილეობას არ ითხოვს. ეს იმისათვისაა საჭირო, რომ ამგვარი პროექტების  პრომოუტერებს გაუადვილდეთ გადალახონ განხორციელების ამა თუ იმ ეტაპზე საკმარისი კაპიტალის მოზიდვის პროცედურა, ჩაატარონ წინასაპროექტო სამუშაოები და მიიღონ მშენებლობის დასაწყებად საჭირო ნებართვები. გარდა სათანადო ფინანსური ხელშეწყობისა, PCI სტატუსი უზრუნველყოფს პროექტის პოლიტიკურ მხარდაჭერას. პრომოუტერი და ევროკომისია ერთგვარ საპარტნიორო ურთიერთობაში არიან, რომელსაც ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული სპეციალური კანონი არეგულირებს. ევროპარლამენტივე ამტკიცებს პროექტების ნუსხას. პროექტი და მისი პრომოუტერი ყოველ ორ წელიწადში თავიდან მტკიცდება - ანუ ხდება PCI ნუსხის განახლება. წინა-სამშენებლო ეტაპებზე გრანტის ოდენობა სამუშაოების ღირებულების 50%-ით არის შემოფარგლული, სამაგიეროდ მშენებლობისათვის, თუკი საჭიროება საბუთდება, უკვე ღირებულების 75% შეიძლება დაიფაროს. და ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიკეთისა, რომელსაც პროექტი და პრომოუტერი ევროკავშირისგან იღებს - ეს არის ასევე შეღავათიანი სესხები და სხვა პრივილეგიები.  თავის მხრივ, პრომოუტერის ვალია, სრული ანგარიშგება ევროკომისიის წინაშე, გრძელვადიანი გეგმების შემუშავებაში წვლილის შეტანა, და რაც მთავარია, იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება პროექტის ინტერესებისათვის, რასაც ევროკომისიის სტატუსი იძლევა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის თანადაფინანსების ეს ფონდი იფუნქციონერებს 2020 წლამდე, შესაბამისად, ის პროექტები მიიღებენ გრანტს ან გრანტებს, რომლებიც ამ დრომდე მოასწრებენ  მოიძიონ სახსრები სულ ცოტა 50%-ის დასაფარად და წარადგინონ დასაბუთებული განაცხადი გრანტის მისაღებად.   

- თქვენი კომპანია როდის გახდა ტრანსკასპიური გაზსადენის პრომოუტერი?

- 2011 წელს, მაშინ როდესაც ნაბუქოს პრომოუტერმა კონსორციუმმა უარი თქვა პროექტის გაგრძელებაზე. როგორც გახსოვთ ტრანსკასპიურის განხორციელებაზე სწორედ ნაბუქოს კონსორციუმი მუშაობდა წლების განმავლობაში. თუმცა, სანამ ჩვენი კომპანია W-Stream Caspian Pipeline Company Ltd, ტრანს-კასპიურის პრომოუტერი გახდებოდა, ამას წინ უძღოდა ევროკომისიასთან ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობა  CEF-ის წინამორბედი პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2006 წელს დაიწყო. მაშინ ჩვენ ნაბუქო-ს კომპლემენტარული პროექტის - “თეთრი ნაკადის” - განხორციელებაზე დავიწყეთ მუშაობა, რომელსაც ტრანს-კასპიური პროექტისათვის ევროპამდე მიღწევის მეორე, დამატებითი შესაძლებლობა უნდა შეექმნა. ევროკომისიამ "თეთრი ნაკადი" უკვე 2007 წელს აღიარა ევროპისათვის პრიორიტეტულ პროექტად, მიანიჭა სტატუსი და თანადაფინანსების სახით 700 ათასი ევრო გრანტი გამოგვიყო, რათა საჭირო შესწავლები დაგვეფინანსებინა და ინვესტორებიც მეტად დაგვეინტერესებინა. "თეთრი ნაკადი" ასევე გახდა PCI სტატუსის მქონე იმავე 2011 წელს და მისი საჭიროება თურქმენული (და ასევე ირანული) გაზისათვის, თავის დამკვეთ ევროპის ქვეყნებს სულ ახლახან დაუდასტურა საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომაც: ცენტრალური ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირების ეკონომიკურად  ყველაზე გამართლებული მარშრუტი სწორედ შავი ზღვის ფსკერზე გატარებული გაზსადენი “თეთრი ნაკადი”-აო.

ევროკომისიის საიტებზე წლებია განთავსებულია პროექტის დეტალები. მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია მთელ მარშრუტს თურქმენეთიდან დაწყებული, ევროპის ცენტრამდე, როგორც ერთ მთლიანობას, ერთ მეგაპროექტს ისე განიხილავს. ეს ნათლად ჩანს წარმოდგენილ ამონარიდზე ევროკომისიის ვებგვერდიდან. აქ რასაკვირველია, ყოველ შემადგენელ პროექტს თავისი პრომოუტერი ჰყავს. სამხრეთ კავკასიის მილსადენს (ანუ შახ დენიზის პროექტს რომლის გამტარობის გაზრდაზეც მიდის მუშაობა) წარმოადგენს Azerbaijan South Caucasus Pipeline Ltd. TANAP-ს - სოკარი - State Oil Company of Azerbaijan (SOCAR), ხოლო ტრანს-კასპიურს, ჩვენი კომპანია - W-Stream Caspian Pipeline Company Ltd. აქვეა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებსაც ეს პროექტები ეხებათ - COUNTRIES INVOLVED -  და აქ რასაკვირველია საქართველიც წერია.


 - ამ ყველაფრის მიუხედავად ნაბიჯები წინ პროექტის განსახორცილებლად რეალურად თითქმის არ გადადგმულა, ხომ ასეა?

 - იმის მიუხედავად, რომ საქართველომ, “თეთრ ნაკადთან” თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მემორანდუმს მოაწერა ხელი და 2009 წელს მიხეილ სააკაშვილმა მადლობის წერილიც გაუგზავნა პრეზიდენტ ბაროზუს "თეთრი ნაკადის“  თანადაფინანსებისათვის, როდესაც საქმე პოზიციის უფრო აქტიურად გამოხატვასა და მხარდაჭერის დამადასტურებელი ერთობლივი ძალისხმევის დაწყებამდე მივიდა, ენერგეტიკის სამინისტრო მაშინ ბულგარეთის მიერ წამოწყებული, უტოპიური, დაჭირხნული გაზის ტრანსპორტირების პროექტის და რუმინეთის მიერ წამოწყებული  გათხევადებული აირის ტრანსპორტირების (აგრი ელ-ენ-ჯი) პროექტებზე გადაერთო და დაფინანსებაშიც შეიტანა წვლილი. “თეთრი ნაკადის”, ისევე როგორც ტრანსკასპიური გაზსადენის ხსენება, ჩვენში სრულიად შეწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტების მხარდაჭერის ვალდებულება საქართველოს მხრიდან ევროკომისიამ სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში შეიტანა. მხოლოდ ამ ბოლო დროს გაჩნდა შემობრუნების ნიშნები.

„თურქმენეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა,
რომ მზად არის ევროპას და თურქეთს წლიურად 30
ან სულაც 40 მილიარდი კუბური მეტრი მიაწოდოს“
 



 

პროცესი მართლაც დაიძრა. თურქმენეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენი საკუთარი სახსრებით ააშენა: ეს გაზსადენი ახლა თურქმენთის უდიდეს საბადოებს აკავშირებს კასპიის ზღვის სანაპიროსთან, 30 მილიარდი კუბმეტრის სიმძლავრისაა და მისი მშენებლობა თურქმენეთს 2.5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ტრანსკასპიური გაზსადენის განხორციელების გასაადვილებლად, ევროკომისიამ ასევე შექმნა მეორე სახის ინსტრუმენტი: მან 2011 წელს მოიპოვა წევრი ქვეყნებისაგან მანდატი მათ მაგივრად აწარმოოს სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებები თურქმენეთთან და სხვა ქვეყნებთან და ამით უშუალოდაც ჩაერთო პროცესში. რაც მთავარია, აზერბაიჯანმა TANAP-ის პროექტი ისე დაგეგმა, რომ მას თურქმენული გაზის გატარებაც შეუძლია.  ტრანსკასპიური მილსადენის სამთავრობათაშორისო  პროცესთან დაკავშირებით, ბოლო მნიშვნელოვანი ეტაპი აშხაბადის დეკლარაციის ხელმოწერა იყო 2015 წლის მაისში ტრანსკასპიური გაზსადენის ხელშეწყობის თაობაზე, რომელსაც ევროკომისართან ერთად თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. აზერბაიჯანი თურმენეთს ევროპისთვის გაზის ტრანსპორტირების საკითხში სრულ მოკავშირედ აღიქვემს. ამის შემდეგ მინისტრების მოადგილეების დონეზე  მუშა ჯგუფი შეიქმნა, სადაც საქართველოც მიიწვიეს. მალე ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება.

- პრეზიდენტმა ობამამ  პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში თქვა: „ჩვენი უმთავრესი გლობალური პრიორიტეტების გატარებაში საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავდაუზოგავად მონაწილეობს ავღანეთის მისიაში და წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში“. ავღანეთის მისიის შესახებ ინფორმაცია გვაქვს,  მაგრამ ნაკლებია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა კონკრეტული წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში. გულისხმობდა თუ არა ის სავარაუდოდ თურქმენული გაზის ევროპამდე საქართველოს მარშრუტით მიტანის საკითხს თუ ეს მინიშნება მხოლოდ აზერბაიჯანის საბადოებიდან  წამოსულ მილსადენებს ეხება?    

- ამერიკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე რომ ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება მისი ქვეყნისთვის  ერთ-ერთი უმთავრესი გლობალური პრიორიტეტია - ეს მართლაც არის ჩვენთვის ყურადსაღები. ასე პირდაპირ მინიშნება ამ მიმართულებით ადრე  არ ყოფილა. ის, რომ ავღანეთში თანამშრომლობასთან  ერთად, ეს მეორე სფერო მოიხსენია ამერიკამ საქართველოსთან საპარტნიორო ურთიერთობის კონტექსტში, ახალია და რასაკვირველია, იმედის მომცემი: ჩვენ გვითხრეს, რომ არსებობს ასპარეზი, რომელშიც წარმატების მიღწევა თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, ევროპისათვის და ამერიკისათვის, რომ საქართველოს გამოწვევები - ასპარეზი - არ შემოიფარგლება შიდა რეფორმებით, რომ არსებობს მიზანი, რომლის მიღწევა ხელშესახებ სიკეთეს არა მარტო საქართველოს მოსახლეობას მოუტანს, არამედ მის სტრატეგიულ პარტნიორებსაც. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამგვარი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ძირითადად მხოლოდ სამხედრო სფეროში მიმდინარეობდა. ის, რომ პრეზიდენტმა ობამამ, ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების თემა სწორედ ახლა წამოსწია და  საქართველო ამ სფეროშიც მოიხსენია პარტნიორად,  შემთხვევითი ნამდვილად არ უნდა იყოს: ევროპის ენერგოუსაფრთხოების მშენებლობის პროცესი, მართალია, ძალიან სწრაფი ტემპით მიიწევს წინ და დივერსიფიკაციის სხვა  მიმართულებები უკვე ამოქმედების ფაზაშია, ტრანსკასპიური გაზის მიმართულება, რომელიც ასე სასურველია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის და უშუალო კავშირშია საქართველოს განვითარების პერსპექტივებთან, წინ ძალიან ნელი ტემპით მიიწევს. ყველა მონაწილე მხარეს შეაქვს წვლილი იმაში, რომ ტრანსკასპიური გაზის პროექტი განხორციელდეს. ყველა მონაწილე მხარე ასევე ელის, რომ საქართველოც აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში. მხოლოდ აზერბაიჯანული გაზი ვერ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.


   

ევროკავშირისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც მან სპეციალურ კანონმდებლობას დაქვემდებარებული განსაკუთრებული ერთობლივი პროექტების ნუსხაში კარგა ხნის წინ შეიყვანა, იწყება თურქმენეთიდან - ილუსტრაცია ევროკავშირის ვებ-გვერდიდან - Projects of common interest – Natural gas. ევროპის დივერსიფიკაციის კასპიის მიმართულებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო და არის ტრანსკასპიური გაზსადენი, რომლითაც საქართველოში გამავალ გაზსადენს თურქმენული ბევრად დიდი მოცულობის გაზი დაემატება. ამ 300კმ-იანი გაზსადენის აშენებას დიდი დრო და სახსრები არ სჭირდება და მისი პირველი ფაზის ამოქმედება 2019 წლისათვის შეიძლება მოესწროს თუკი შესაძლებლობები დროულად იქნება გამოყენებული, ანუ იმ დროისათვის, როდესაც სამხრეთ კავკასიის არსებული მილსადენის (SCP) სიმძლავრის გაზრდის სამუშაობი დამთავრდება და შახ-დენიზის გაზის მოპოვების მეორე ფაზა დაიწყება, და რაც მთავარია, დამთავრდება TANAP -ის მშენებლობა თურქეთის ტერიტორიაზე იმ გამტარობით, რომ მას თურქმენული გაზის მიღება შეეძლოს. თურქმენეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ევროპას და თურქეთს წლიურად 30 ან სულაც 40 მილიარდი კუბური მეტრი მიაწოდოს.

- ევროპაში ენერგომატარებლების მიწოდების დივერსიფიცირების პროცესი უკარგავს თუ არა აქტუალურობას ტრანსკასპიურ მილსადენს?

- დივერსიფიკაციის პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, იმდენად ბევრი რეალური წყარო გამოჩნდა, იმდენად დიდი ინვესტიციები იდება სხვა მიმართულებებით, რომ თუკი ტრანსკასპიურის ამოქმედება კიდევ გაიჭიმა, მის მიმართ ინტერესი ევროპაში კიდევ უფრო შესუსტდება. ეს ინტერესი უკვე არის ერთგვარად შესუსტებული: ევროპის ლიდერები აღარ ამბობენ  - კასპიის გაზი ჩვენი ხსნა არისო, როგორც ამას 2012-ში ამბობდნენ ("It is the Caspian gas that is our salvation. Azerbaijan, being ready to become a transit country, should be able to transport through its territory 30 billion cubic meters of gas a year" - აღნიშნა ოტინგერმა. http://news.az/articles/economy/73010). ევროკომისია მრავალი მიმართულებით მუშაობს, რადგან ენერგოუსაფრთხოებას ვერავინ გახდის იმის მძევლად, დააღწევენ თუ არა სატრანზიტო ქვეყნები თავს ცდუნებებს, რომელსაც რუსეთი უხვად არიგებს მისთვის სასურველი პოლიტიკის გატარების სანაცვლოდ , ამ შემთხვევაში სტრატეგიული გაზგამტარი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობისაგან თავის შეკავების სანაცვლოდ.  რასაკვირველია, საქართველო არ იყო ერთადერთი ქვეყანა, რომლის პოზიციაც პრობლემებს ქმნიდა: თავის დროზე ნაბუქოს პროექტი ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის იმ მცდელობებს შეეწირა, რომ ვერ მოიფიქრეს როგორ დაებალანსებინათ სხვადასხვა ინტერესები. დღესდღეობით, სიტუაცია ბევრად უკეთესია: თურქეთმა როგორც იქნა გაარკვია, რომ რუსეთი მისი ოჯახის წევრი არ არის, ხოლო ბალკანეთში ევროპისა და განსაკუთრებით ამერიკის ძალიან აქტიურმა ძალისხმევამ სწორი მიმართულება მისცა გაზსადენების პოლიტიკას: ამ ორიოდე დღის წინ ბულგარეთის პარლამენტში შევიდა რეზოლუციის პროექტი გაზპრომის სტრატეგიული ‘სამხრეთის ნაკადის’ (ნ.ბ. შავი ზღვის წყალქვეშა გაზსადენი რომლის გაყვანასაც რუსეთი გეგმავდა თავისი სანაპიროდან ბულგარეთამდე სანამ ‘თურქეთის ნაკადზე’ გადაერთვებოდა)აღორძინებისა და ამისათვის რუსეთისადმი თხოვნით მიმართვის შესახებ (http://sofiaglobe.com/2016/02/03/bulgarian-mps-reject-motion-to-resurrect-south-stream-gas-pipeline-project/  ). ამჟამად, ამას მხოლოდ 27- მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, სოციალისტებმაც კი თავი შეიკავეს. არადა,  ორი წლის წინ, ბულგარეთის თითქმის მთელმა პარლამენტმა დაუჭირა მხარი სკანდალურ გადაწყვეტილებას ‘სამხრეთის ნაკადის’ სტატუსთან დაკავშირებით, ევროპის კანონმდებლობის საპირისპიროდ, ამდენად  პროგრესი უდავოა. რეალურად ახლა მხოლოდ საქართველო დარჩა ისეთ ქვეყნად, რომლის პოზიციასაც გაურკვევლობის ელემენტი შეაქვს განხორციელების გეგმებში. ამგვარ პროექტებში ხომ იმას აქვს მნიშვნელობა, თუ როგორია ამა თუ იმ ქვეყანასთან დაკავშირებული რისკის აღქმა. გარედან სურათი ასე აღიქმება - ყველა ქვეყანას (მდიდარ ქვეყნებსაც კი) სურს გახდეს სიკეთის გამტარი და თვითონაც მიიღოს სარგებელი. თუ საქართველო ამდენ ხანს დაბეჯითებით პასიურობდა, ამას ზოგიერთი პარტნიორი ინტერესების დივერგენციის არსებობითაც შეიძლება ხსნიდეს. როგორც გითხარით, თურქმენული გაზი სასურველი, მაგრამ არა აბსოლუტური საჭიროებაა ევროპისათვის. ეს ინტერესი, ფრიად შესაძლებელია იმგვარადაც დაკმაყოფილდეს, რომ საქართველო თამაშგარე როლში აღმოჩნდეს - ირანი ძალიან მონდომებულია თურქმენული გაზი გაატაროს, და თუ საქართველოს გზა არ გამოდის, არც ბრიუსელი იქნება ამის წინააღმდეგა და არც აშშ -სთვის  უნდა იყოს მეორეხარისხოვანი, ექნება თუ არა თურქმენეთს დამოუკიდებელი გზა ბაზრებამდე მისაღწევად.

- მაგრამ საქართველო ხომ ამ ენერგეტიკული დერეფნის ერთ-ერთი მთავარი შემომქმედი და მისი განხორციელების ინიციატორია და აღიარებულია, როგორც საიმედო სატრანზიტო ქვეყნა, რომელმაც ეს საქმით დაამტკიცა. ამის გათვალისწინებით რამდენად სერიოზულია ინტერესთა დივერგენციის საკითხი?

- წარსულში საქართველომ მართლაც შეიტანა უდიდესი წვლილი აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის შექმნაში, მაგრამ 2004 წლის შემდეგ, ძირითადად მილსადენების გაყიდვაზე  და ენერგოსექტორის დასავლურის მაგივრად, რუსულ ყაიდაზე მოწყობით იყო დაკავებული, მაშინ როდესაც სხვები ეჭვის თვალით უყურებდნენ რუსულ კაპიტალდაბანდებებს, ჩვენ თეორიაც კი შევქმენით რომ ენერგეტიკის სექტორშიც კი ეს ვითარება არანაირ პრბლემას არ წარმოადგენდა. ამას ყველა ჩვენი პარტნიორი გრძნობდა - საქართველოში ტერმინსაც კი - ტრანსკასპიური გაზსადენი - იშვიათად გაიგონებდით, რაც შეეხება საერთაშორისო არენას, იქ საქართველოს პარტნიორებს მხოლოდ მცირემასშტაბიანი და ეკონომიკურად  არამიზანშეწონილი გათხევადებული გაზის  ტერმინალის პერსპექტივებზე მოუთხრობდნენ. თუკი ვინმე იკითხავდა - კი მაგრამ, თურქმენული გაზიო? პასუხი უფრო ხშირად რუსული, ან რუსეთის დაქირავებული დასავლეთელების ნააზრევის შესატყვისი იყო - კი მაგრამ ეგ ხომ ვერ გამოვაო. დასავლეთთან ენერგეტიკის საკითხებზე სტრატეგიული თანამშრომლობის სფეროში უკვე მრავალი წელია პრაქტიკულად არაფერი ხდება. ერთი მიმართულება, სადაც საქართველოს მხრიდან აქტიურ თანამშრომლობას ყველა ელოდა, ევროპის ენერგოთანამეგობრობასთან მიერთება და მათი გამჭვირვალეობის პრაქტიკის გაზიარება იქნებოდა, სადაც 2006 წლიდან გვეპატიჟებიან, და რასაც დღემდე არ დაადგა საშველი. ევროკომისიასთან ამ საკითხზე დაგეგმილი კიდევ ერთი შეხვედრა რომელიც 20 იანვარს უნდა გამართულიყო, საქართველოს მხარის მოუცლელობის მიზეზით გადაიდო.

- რა როლს ასრულებს დღეს აშშ  რეალურად ამ პროცესში?

- ამერიკა ყოველმრივ ეხმარება დაინტერესებულ მხარეებს, რადგან ამგვარი პრობლემების გადაწყვეტა იოლი საქმე ნამდვილად არასოდეს ყოფილა - ყველაზე ძნელი, ყოველთვის, ცალკეულ ქვეყნებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე რუსეთის ბერკეტებისაგან თავის დაცვის უნარის განმტკიცება იყო. ახლა ბევრი იწერება იმაზე, თუ რა მეთოდებს იყენებს რუსეთი თავისი ბერკეტების ასამოქმედებლად და როგორც ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევები აღწერს, ყველაზე ძლიერი ბერკეტი -  კორუფციის ექსპორტია ამ ქვეყნებში. ეს ვერაგი და უხილავი ინსტრუმენტია და ქვეყნის შიდა ძალებს იყენებს  მათივე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, და თანაც ისე, რომ ხშირად, ამ უკნასკნელთ ეს გაცნობიერებულიც არ აქვთ. ამერიკის როლი უდიდესია ამ პრობლემასთან ბრძოლაში და ეს, რასაკვირველია, მხოლოდ საქართველოს ან ევროკავშირის სამეზობლოს სხვა ქვეყნებს არ ეხება - ბევრი ქვეყანა, სადაც გამჭვირვალობა ჯერ კიდევ მოიკოჭლებს, და საბერძნეთის მაგალითმა ეს ნათლად წარმოაჩინა - საჭიროებს დახმარებას ამ ბერკეტებისაგან თავის დაცვაში. სწორედ ამიტომ იყო რომ ამერიკა ასე გულმოდგინედ იყო ჩართული ევროპის ენერგოთანამეგობრობის შექმნის საქმეში. სწორედ ამიტომაა განსაზღვრული ასოცირების ხელშეკრულებით. საქართველოს კიდევ აქვს დრო, მაგრამ უნდა გადაწყვიტოს და მოილაპარაკოს ევროკომისიასთან იმაზე, თუ როგორი იქნება ენერგეტიკის მართვის პოლიტიკა, სხვა შემთხვევაში საკითხი ასოცირების ხელშეკრულების შეჩერებამდე მივა, რადგან ასეა გაწერილი. ევროპის ენერგოთანამეგობრობის წესები თავისთავად პანაცეა ვერ იქნება კორუფციული ბერკეტებისაგან დასაცავად. ეს ყველამ იცის. მიუხედავად  ამისა, ყველა ჩვენი მეგობარი მოთმინებით გვთხოვს დავაჩქაროთ ეს პროცესი.

 - რა პირდაპირი კავშირი არსებობს სტრატეგიულ მილსადენებსა და ევროპის ენერგოთანამეგობრობას შორის?

- ჩვენი პარტნიორები აქ მჭიდრო კავშირს ხედავენ. განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გადაწყვეტილებების გამჭვირვალეობის კუთხით, რისი დამოუკიდებლად მიღწევა ისეთ რთულ სფეროში, როგორც ენერგეტიკაა ბევრ ისეთ ქვეყანასაც გაუჭირდა, რომელიც საბჭოთა კავშირში არასოდეს ყოფილა. როგორც ნახეთ, აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში ნახსენები იყო, რომ „ეკონომიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, მთავარი პოლიტიკური პრობლემა გახდება მთავრობისთვის 2016 წლის არჩევნების წინ“. ეს თეორიულად იმასაც შეიძლება გულიხმობდეს, რომ ‘კეთილმა’ მეზობელმა შეიძლება შუამავალი გამოგზავნოს ‘საჩუქრებით’ და ‘დელიკატური’ თხოვნებით - ასეთი რამ ბევრ ქვეყანაში ხდებოდა, მათ შორის საფრანგეთში პოლიტიკური პარტიის დაფინანსების მაგალითს შეგახსენებთ.

საქართველოს სატრანზიტო როლს რომ დავუბრუნდეთ - ჩვენმა ქვეყანამ 90-იანი წლების ბოლოს მსოფლიოს იმ დროისათვის საკვირველი მაგალითი აჩვენა იმისა, რომ მიუხედავად ბევრი ხელისშემშლელი გარემოებისა,  მაშინ როდესაც საკითხი საზოგადოებამდეა მიტანილი და საზოგადოების ინტერესები ემთხვევა ლიდერების მისწრაფებებს, ქვეყანას შეუძლია დამოუკიდებელი, საკუთარი ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. - ასე გახდა შესაძლებელი ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და პირველი დასავლეთისაკენ მიმავალი გაზსადენების ამოქმედება. საქართველოსაც დაუფასდა გულწრფელი თანამშრომლობა (და შეტანილი მატერიალური წვლილი - მაშინდელმა საქართველომ რამდენიმე სესხი აიღო იმისათვის, რომ ამ წვლილის შეტანა შეძლებოდა) ბიუჯეტის შევსებისა ეკონომიკური განვითარების კუთხითაც - უკვე რამდენიმე წელია ამ ენერგეტიკულ დერეფანს საქართველოსათვის, სულ მცირე, 250 მილიონი დოლარის ღირებულების პირდაპირი სარგებელი მოაქვს წლიურად და ეს არ არის მცირე ფაქტორი ჩვენნაირი ქვეყნის ეკონომიკისათვის. 
რაც შეეხება ამ მილსადენების ამჟამინდელ მნიშვნელობას: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი წლების განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ ობიექტად ითვლებოდა, რადგან ამ ნავთობსადენით ნავთობის მსოფლიო ბაზარს ისეთი დამატებითი მოცულობები მიეწოდებოდა, რომლებსაც ვერც  ოპეკი და ვერც რუსეთი ვერ აკონტროლებდნენ. დღეს, ამ ნავთობსადენის მნიშვნელობა განუზომლად შემცირდა - ნავთობის კრიზისის პრობლემა მსოფლიოში აღარ არსებობს. სამაგიეროდ, გაიზარდა გაზსადენების მნიშვნელობა.  იმდროინდელი მეორე, ასევე მასშტაბური პროექტი - ტრანს-კასპიური გაზსადენი 90-იან წლებში ვერ განხორციელდა (იქაც ინტერესთა დივერგენციის გამო, თორემ ეკონომიკური პარამეტრებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს უსწრებდა წინ).  თუმცა, მოგვიანებით, მოხერხდა ის, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პარალელურად განხორციელდა გაზსადენის მშენებლობა აზერბაიჯანიდან თურქეთამდე, რომელმაც საქართველოს შესაძლებლობა შეუქმნა სრულად ჩაენაცვლებინა რუსეთისაგან გაზის შესყიდვის საჭიროება თუკი ამ პროექტთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები (მათ შორის გაზსაცავის მშენებლობა) განხორციელდებოდა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი (SCP), მიუხედავად მცირე საწყისი მოცულობებისა, თავიდანვე დაიგეგმა როგორც სტრატეგიული მიმწოდებელი ევროპისათვის. მართალია მიწოდების მოცულობების გაზრდა, რომელიც თავდაპირველად 2012 წლისათვის იყო დაგეგმილი, იმავე მიზეზთა გამო დაგვიანდა, ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ 2019 წელს ეს გაზსადენი დამატებით მიაწვდის თურქეთს 6 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, ხოლო ევროპას 10 მილიარდს. ამ ინფრასტრუქტურას შეეძლება თურქმენული გაზის პირველი ნაკადის მიღება იმავე 2019 წელს დაიწყოს. ამისათვის მხოლოდ 300 კმ სიგრძის მილსადენია გასაყვანი რომლის ერთი ხაზის ღირებულება ერთ მილიარდზე ნაკლებია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიას შეეძლება ნახევარი გრანტის სახით დაფაროს და დანარჩენი სესხად მისცეს ინვესტორს, ფინანსირების საკითხი შეიძლება ძალიან გაადვილდეს.

 

„შახ-დენიზის 10 მილიარდი მხოლოდ ნაწილია იმ მოცულობებისა, რასაც ევროკავშირი საჭიროებს - ძირითადი ინტერესი რასაკვირველია თურქმენული გაზია“


საქართველოს მხრიდან ამ დერეფანთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ქმედება 2003 წლამდე მოხდა - ინტერესთა თანხვედრის დემონსტრირება, იურიდიული ბაზის შექმნა, განხორციელების წესების შეთანხმება, ხელშეკრულებების ხელმოწერა, რატიფიცირება და ა.შ. ამჟამად მიმდინარე სამუშაოებზეც, გაზსადენის სიმძლავრის გაზრდის სამუშაოები მაქვს მხედველობაში, საქართველოს მონაწილეობა 2003-2004 წლებში დასრულდა და მას შემდეგ არც აღარავითარი წვლილი არ შეუტანია საქართველოს. არსებული იურიდიული ინსტრუმენტები მხოლოდ 30 მილიარდ კუბმეტრის ტრანზიტს ფარავს წელიწადში, ანუ მილის მფლობელს მეტის გატარების უფლება არ აქვს და უფრო მეტი გაზის გატარებისათვის ახალი ინსტრუმენტების შეთანხმებაა საჭირო. შახ-დენიზის პირველი (7 მილიარდი კუბმეტრი წელიწადში) და მეორე   (16 მილიარდი კუბმეტრი წელიწადში) ჯამში 23 მილიარდი კუბმეტრი წელიწადში. ანუ, თურქმენული გაზის ტრანსპორტირებისათვის, დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ დარჩენილი 7 მილიარდი წლიური კუბმეტრი შეიძლება გამოიყოს. თუ ტრანსკასპიურ გაზსადენზე ვსაუბრობთ, რომელმაც პესპექტივაში გაცილებით მეტი უნდა გაატაროს, მაშინ ამისთვის რასაკვირველია, უფრო ტევადი პერსპექტივაა დროულად შესაქმნელი, და ამაზე მუშაობაა დასაწყები როგორც იურიდიული, ასევე ტექნიკური მიმართებით. თურქმენული გაზის იმ მცირე რაიდენობის ტრანსპორტირება, რომელიც 30 მილიარდ კუბმეტრის ფარგლებში ჩაეტეოდა, შესაძლებელია შედარებით მცირემასშტაბიანი პროექტითაც, რომელიც თურქმენთის შელფში მოქმედი გაზის მომპოვებელი პლატფორმიდან პირდაპირ შეიძლება შეერთდეს აზერბაიჯანის სისტემასთან წყალქვეშა მილსადენით. ამ პლატფორმის, რომელიც საკმაოდ დაშორებულია თურქმენეთის სანაპიროს, და შესაბამისად ახლოსაა აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურასთან, ოპერირებას მალაიზიური “პეტრონასი” ახორციელებს. ამ შემთხვევაში, სრულმასშტაბიანი ტრანს-კასპიური გაზსადენის პროექტის დაწყება გადაიდება, ალტერნატიული მიწოდების წყაროების მომძლავრების და მათში ინტენსიური კაპიტალდაბანდებების ფონზე, ევროკავშირისათვის მისი საჭიროება შეიძლება სათუო გახდეს და არც ის მასტიმულირებელი ინსტრუმენტი შენარჩუნდეს 2020 წლის შემდეგ რომელსაც CEF-ის პროგრამა ითვალისწინებს.

საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმ წლიური 30 მილიარდ კუბმეტრიანი ბარიერის ახალი შეთანხმებებით განვრცობაზე დიალოგის დაწყება, ამ განვრცობის წინაპირობების შექმნა. ამის გარეშე, პარტნიორებისათვის, საქართველო იმგვარ ბარიერად აღიქმება რომლის გადალახვის სრული გარანტია არავის აქვს. მითუმეტეს, რომ ‘თეთრი ნაკადის’ მაგალითზე ყველამ დაინახა საქართველოს მხრიდან ინტერესის ნაკლებობა სტრატეგიული მასშტაბის პროექტების მიმართ.

 - რას იტყვით ფიქლის (shale gas) გაზის შესახებ, არის თუ არა ის ტრადიციული წესით  მოპოვებული გაზის კონკურენტი, რომელიც ევროპამ შესაძლოა მიიღოს და ამით მილსადენით მიღებული გაზი ჩაანაცვლოს?

 - ფიქლის გაზის ინდუსტრია ამერიკას ჯერჯერობით ვერ გასცდა და სავარაუდოდ კარგა ხანს ვერ გასცილება. ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის ის, რომ ტექნოლოგია  დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა ამერიკაში და ადგილობრივ გეოლოგიური პირობებზეა მორგებული. ფიქლის გაზის ეიფორია იყო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და სხვათა შორის ძალიან ცუდი როლი ითამაშა - იაფი და საკუთარი მოპოვების იმედებმა რამდენიმე წლით შეასუსტა  ინტერესი მილსადენის გაზის ახალი წყაროებისადმი. მრავალი მცდელობა იყო, პოლონეთსა და რუმინეთს განსაკუთრებული იმედები ჰქონდათ: იწერებოდა, რომ შეშინებულმა რუსეთმა  ახვადასხვა სახის საპროტესტო მოძრაობები აამოქმედა ხელის შესაშლელად, მაგრამ ევროპაში ფიქლის გაზის “რევოლუცია” რომ ვერ დაიწყო ეს რუსეთის დაფინანსებული ძალების „დამსახურება“ არ არის - უბრალოდ ძვირი და არაეფექტური აღმოჩნდა. ანუ, ერთი პერიოდი არსებობდა ილუზია, მარტო ევროპაში კი არა, ამერიკაშიც სჯეროდათ, რომ ამ ტექნოლოგიის დანერგვა სხაგანაც იოლად იქნებოდა შესაძლებელი, რადგან ფიქლის გაზი მართლაც თითქმის ყველგან არის  ამ პლანეტაზე - გამონაკლისი არც საქართველოა. შეფასებისას, მარაგები ოპტიმისტურად ჩანს, რადგან მათი შედარება უნებურად ტრადიციულ მარაგებთან ხდება ხოლმე. ამერიკულმა “ფრონტერამ” - 5 ტრილიონი კუბმეტრი გააჟღერა - ეს კოლოსალური რაოდენობაა იმ შემთხვევაში, თუკი მისი მიპოვება ეკონომიკურად გამართლებული აღმოჩნდა. ამის გაგებას კი მრავალი წელი დასჭირდება. ტექნოლოგიის მორგებას, მის დახვეწას  ძალიან ბევრი დრო და ძალიან დიდი დანახარჯები სჭირდება,  ამდენად  ძლიერი მოტივი უნდა გქონდეს, რომ ეს ხარჯები გასწიო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მკითხეს ამის თაობაზე - თუ რაგორ აიხსნება პარადოქსი, როდესაც “ფრონტერა” ამბობს ვიპოვნეო, ხოლო ქართველი გეოლოგები ამბობენ - ვერანაირად ვერ იპოვნიდნენ, დიდი ხანია შესწავლილი გვაქვს ყველა რეზერვუარიო. საქმე ისაა, რომ “ფრონტერას” ჯერჯერობით გასაგებად არ უთქვამს, რომ მისი აღმოჩენა ფიქლის გაზს უკავშირდება და არა ტრადიციულ რეზერვუარს. სამაგიეროდ უკრაინას შეჰპირდა, რომ გათხევადებულ მდგომარეობაში მიაწვდიდა გაზს საქართველოში მშენებარე ტერმინალიდან ( http://www.newsmaritime.com/2015/frontera-resources-start-construction-of-lng-terminal-in-ukraine/ ) ე.წ. AGRI-ის პროექტის ფარგლებში, რომელსაც თავის მხრივ საქართველოს მთავრობა ლობირებდა განსაკუთრებული გულმოდგინებით.

- მაშინ რამ დააგდო ფასები გაზზე და ნავთობზე?

- გაზზე და ნავთობზე ფასები დააგდო ამერიკის ფიქლის გაზმა და ამერიკის ფიქლის ნავთობმა, რადგან ამერიკა, რომელიც ადრე მტვერსასრუტივით ისრუტავდა ნავთობს და გათხევადებულ გაზს, დღეს  უკვე ენერგომატარებლების იმპორტიორი აღარ არის. ამას გარდა ამერიკის თხევადი გაზის იმპორტიორი კომპანიები  სწრაფად და იაფად გარდაიქმნენ ექსპორტიორ კომპანიებად, რადგან რეგაზიფიკაციის ტერმინალები შედარებით იოლად შეიძლება გადაკეთდეს გათხევადების საწარმოდ. ანუ აშშ აქტიურად იწყებს გათხევადებული გაზის ექსპორტზე გაყიდვას. ამერიკის ფაქტორს ჩინეთში და სხვა ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებაც დაემთხვა.

- ერთი სიტყვით, მართალია გაზის ფასი დაეცა, მაგრამ მილსადენით მიწოდებულ გაზს აქტუალურობა არ დაუკარგავს, ასეა ხომ?

- დიახ, აქტუალურობა არ დაუკარგავს ჯერ ერთი იმიტომ, რომ განახლებადი ენერგიები  - მზე და ქარი - კარგად გაზის გენერაციასთან კომბინაციაში მუშაობს, მათ სჭირდებათ ე.წ. “ბექაფი”(back up). ჯერ ერთი პირველი თეზისი  არის ის, რომ ყველაზე იაფი გზა რომ  C02-ის ატმოსფეროში გაშვება შეამცირო, არის ნახშირის ჩანაცვლება გაზით, ეს არის კიდევ ერთი საკმაოდ დიდი რეზერვი C02-ის ემისიის შესამცირებლად, რომელიც აუთვისებელია: გერმანიის ელექტროენეგიის გამომუშავდების 40%-ზე მეტი ისევ  ნახშირით ხდება და ვერ გადადიან გაზზე იმიტომ, რომ არ უნდათ  რუსეთის გაზის დამატებით შესყიდვა. ამიტომ კვლავაც  ხმარობენ ადგილობრივ ნახშირის ნაირსახეობას - ლიგნატს.
ევროპის მიერ მოხმარების პერსპექტიული მოცულობების თაობაზე განიხილება 3  სცენარი: ევროპის გაზის მოხმარება ყველაზე მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპების საშუალო დონის  შემთხვევაში, თუ ნელი ტემპი იქნება, მოხმარება იქნება დაბალი. ითვლება, რომ თუ სიმდიდრის დაგროვების ტემპი მაღალი იქნება, გაზის ჩანაცვლება უფრო ძვირადღირებული განახლებადი წყარობით დაჩქარდება, და შესაბამისად გაზის მოხმარებაც შემცირდება. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა ევროპაში განახლებადი ენერგიის წყაროების ასამოქმედებლად. გერმანიამ განსაკუთრებით დიდი კაპიტალდაბანდებები განახორციელა და გაზის მოხმარება არ გაუზრდია. სწორედ ამ კონტექსტში ხდება გასაგები ანგელა მერკელის მოულოდნელი კომენტარი, რომელიც მან  2008 წლის 16 აგვისტოს  თბილისში ჩამოსულმა გააკეთა  პრეზიდენტის სასახლის წინ სიტყვით გამოსვლისას. მან თქვა,  რომ რუსეთმა საქართველოდან უნდა გაიყვანოს ჯარი, და უცებ -- რომ ეს რეგიონი არის  ევროპისთვის უმნიშვნელოვანესი თურქმენეთის და ყაზახეთის ენერგორესურსების  ევროპისთვის მიწოდების სასურველი სატრანზიტო გზა. გერმანელები მაშინ ძალიან  მონდომებულები იყვნენ, რადგან შესაძლოა, სულაც არ სურდათ  ზედმეტი მილიარდების ჩაყრა მზის და ქარის ენერგორესურსებში. ეკონომიკას ხომ აქვს მნიშვნელობა, გერმანიამ დაკარგა მისთვის ძვირფასი მძიმე ინდუსტრიის ნაწილი - ენერგომატარებლების სიძვირის გამო, ამიტომაც გავიდნენ გერმანული ქარხნები სხვა ქვეყნებში, სადაც იგივე პროდუქციის წარმოება გაცილებით იაფი ჯდებოდა.

- ევროპის მიერ საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე გაძლიერდება თუ არა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მკაფიო პოზიციას დავიჭერთ ევროპისთვის გაზის დამატებითი  მოცულობების მიწოდების საკითხში?

- ეს ის სფეროა, რომელშიც ვჭირდებით, ანუ ის სფეროა, რომელმაც ევროპასაც უნდა მოუტანოს კომერციული სარგებელი და უსაფრთხოება და სიკეთე და საქართველოსაც. თუმცა იმას, რომ ეს საკითხები ურთიერთკავშირშია, ცხადია ვერავინ გვეტყვის ხმამაღლა. რამდენადაც მახსოვს, არც ერთი დარგობრივი ევროკომისარი საქართველოში არ ჩამოსულა - ჩამოდიოდნენ  მხოლოდ გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისრები (European Commissioner for Enlargement and European Neighbourhood Policy), რომლებსაც ევალებოდათ საქართველოსთან, როგორც მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობის წარმართვა, ერთადერთი ვინც იყო ჩამოსული ეს იყო გიუნტერ  ეტინგერი,  რომელიც ევროკომისიამ სწორედ ანგელა მერკელის ძალისხმევის შედეგად აირჩია. ეტინგერი მერკელის უახლოესი თანაპარტიელი და მეგობარია. დამტკიცებიდან 2 თვეში 2010 წელს ეტინგერი გაემგზავრა თურქმენეთში. მისი მოადგილე ჟან არნოლდ ვინუა 8-ჯერ იყო თურქმენეთში აზერბაიჯანელებთან და თურქებთან ერთად - საქართველო არსად გამოჩენილა. ეს იყო ძალიან დიდი ძალსიხმევა. მსგავსი  ძალისხმევა თავის დროზე გამოიჩინეს ამერიკელებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დერეფანთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ ამ რეგიონში  მისწრაფებების ძალიან მტკიცე თანხვედრა დახვდათ შევარდნაძის, ჰეიდარ ალიევის და დემირელის, როდესაც ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ჯერ კიდევ როგორც იდეის ხორცშესხმაზე მუშაობდნენ. არადა,  მაშინ გაცილებით მეტი იყო რისკები - საქართველო არ იყო ისეთი სტაბილური ქვეყანა, როგორიც დღეს.

- ტრანსკასპიურ მილსადენს რომ დავუბრუნდეთ, თუ არის საუბარი გაზზე, საქართველოს, როგორც აუცილებელი მონაწილე მხარის სტატუსის ჩამოუყალიბებლობა, რამდენად  არის დაბრკოლება იმისთვის, რომ კონკრეტულად თურქმენეთის გაზსადენის პროექტი განხორციელდეს და საქართველომ აქედან მიიღოს ფინანსური და პოლიტიკური (უსაფრთხოების კუთხით) დამატებითი სარგებელი?

- თურქმენებმა 800 კილომეტრი მილსადენი სანაპირომდე უკვე მოიყვანეს. მათ  აქვთ პრინციპი, რომელიც კანონმდებლობით აქვთ გამყარებული: მე თავად ვაწარმოებ გაზს და  არც ერთ უცხოურ კომპანიას არ ვაძლევ მოპოვების უფლებას (ე.წ. Production Sharing Agreement) და გავყიდი საზღვარზე - არავითარ მილსადენებს არც ერთი მიმართულებით მე არ ვაშენებ (საზღვრების გარეთ). არც რუსეთის მიმართულებით არც სხვა მიმართულებით. თურქმენეთს, როგორც ჩანს სწამს, რომ აქვს საკმარისი მიზეზები, რათა ამ მოთხოვნებს არ გადაუხვიოს.  ამ მიდგომამ თავის დროზე ამერიკელების დიდი წყენა გამოიწვია, რადგან მათ ვერ წარმოედგინათ, რომ თურქმენეთი არ დათანხმდებოდა მოპოვების ლიცენზია მიეცა ისეთი კომპანიებისათვის როგორებიც  Exxon და Shevron-ი არიან. შესაბამისად, ეს წესები განსხვავებულ გარემოს ქმნის. ის მიდგომები, რომელიც სხვა მილსადენების შემთხვევაში გამოიყენებოდა აქ არ მუშაობს. მაგალითად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი იმ ინვესტორებმა დააფინანსეს, რომლებსაც ძირითადი მოგების წყარო მოპოვებაში ჰქონდათ - ეს სტანდარტული და გაკვალული გზაა. ტრანს-კასპიურის შემთხვევაში ასეთი მიდგომა ჯერ-ჯერობით ვერ მუშაობს, რადგან როგორც მოგახსენეთ, ამგვარი ინვესტორი თურქმენეთში არ არის. შესაბამისად, ეს მილსადენი სხვაგვარად უნდა დაფინანსდეს, დიდი კომპანიები საწყის ეტაპზე არ მოვლენ - პროექტმა დასრულებული ‘ბიზნეს ქეისის’ სახე უნდა მიიღოს და სწორედ ამიტომაა პრომოუტერის როლი მნიშვნელოვანი. .აზერბაიჯანი თვითონ არის ექსპორტიორი ქვეყანა, მიუხედავად სრული მხარდაჭერისა, ექსპორტიორ ქვეყანას არ შეუძლია პირდაპირი მონაწილეობა მიიღოს სხვა ქვეყნის საექსპორტო მილსადენის დაფინასებაში. ასეთ საქმეში ყველა დაინტერესებული მხარე პოულობს თავის სპეციფიკურ როლს - ზოგჯერ ისე ხდება, რომ კონკრეტულ რაღაცას სხვა ვერ აკეთებს და ამის მიზეზები არსებობს. ამიტომ სხვა ჩემზე მდიდარია და იმან გააკეთოსო, საქმის გაუკეთებლობას იწვევს.

- რა  კონკრეტული  პროცედურები მიმდინარეობს ახლა ტრანს-კასპიური პროექტის განსახორციელებლად? სწრაფად მიდის პროცესი?

- არ მიდის სწრაფად. ამ ეტაპზე  შესასრულებელია რამდენიმე მილიონის ღირებულების წინასაპროექტო შესწავლები, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სტრატეგიულ ინვესტორებთან მოლაპარაკებების გაგრძელება. ევროკომისიას ამ ხარჯების მხოლოდ 50%-ის დაფარვა შეუძლია, ამას კანონი ზღუდავს. ამ ეტაპის გადალახვაში საქართველოს უფრო ღრმად ჩართულობას ყველა პარტნიორი დააფასებს: ჯერ ერთი ყველა იგრძნობს (მათ შორის მომავალი ინვესტორები) რომ საქართველო განზე არ დგას, და მეორეც, დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს - ევროპის მიმწოდებლების რიცხვი დღითიდღე იზრდება და ტრანს-კასპიურის საჭიროებაც ევროპისათვის შესაბამისად სუსტდება. რასაკვირველია, ყველაფრის საფუძველი ისაა, რომ საქართველოს მარშრუტი თურქმენულ გაზს მაქსიმალურად კონკურენტუნარიანს ხდის ევროპის ბაზარზე და ეს თურქმენეთისათვის მიმზიდველია, თუმცა ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ თურქმენეთს სხვა შესაძლებლებლობებიც აქვს თუ როგორ გამოიყენოს საკუთარი გაზი. ერთ-ერთმა ცნობილმა ევროპულმა კვლევითმა კომპანიამ ამგვარად დაახასიათა ევროპის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები - იხილეთ მათი მომზადებული დასკვნები ამა თუ იმ წყაროსთან დაკავშირებით:

 

 

 

 http://www.ecfr.eu/article/commentary_europes_alternatives_to_russian_gas311666
 

აქ, თურქმენული გაზის მიღების პერსპექტივას, მის მიერ ჩინეთთან საექსპორტო სტრატეგიის გააქტიურებასთან აკავშირებენ და არა ტრანს-კასპიურის განხორციელების სიძნელეებთან.

რაც შეეხება თურქმენეთის მარაგებს:  - ამ პლანეტაზე, ბუნების მიერ შექმნილი  2 წერტილი არსებობს, სადაც შედარებით იოლად შეიძლება გაზის მოპოვება და მარაგები პრაქტიკულად უსასრულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უნდა დიდი ტემპით წარიმართოს მოპოვება და ექსპორტი, ამ მარაგებს ვერავინ ამოწურავს ისე სწრაფად, რომ იმ დრომ არ მოუსწროს, როდესაც გაზს როგორც ენერგიის მიღების წყაროს ახალი ტექნოლოგიები ჩაანაცვლებს, ხოლო ქიმიური სინთეზი პირდაპირ ატმოსფერული ნახშირბადიდან გახდება შესაძლებელი. ერთი ასეთი სუპერ-გიგანტი არის სპარსეთის ყურეში, რომელსაც ირანი და ყატარი იყოფენ (ირანელები მას South Pars-ს, ხოლო ყატარელები -North Dome -ს უწოდებენ) და მეორე არის  თურქმენული საბადოების ერთობლიობა მის აღმოსავლეთ მაწილში: Galkynysh-ი რომელიც Gaffney, Cline & Associates ოფიციალური  შეფასებით  26 ტრილიონ კუბურ მეტრზე მეტ გაზს შეიცავს.  თურქმენეთში გაზი ძალიან ბევრია, და საექსპორტო პოტენციალის განვითარების ტემპით ამჟამად ბევრად უსწრებს ირანს, რომლის გაზის მრეწველობა სანქციების პერიოდში საშინლად დაზარალდა და მისი აღდგენა ინვესტიციების გარდა დროსაც მოითხოვს. 2009 წელს დაიწყო ამ საბადოს განვითარება და თურქმენეთი დღეს უკვე 40 მილიარდს აგზავნის ჩინეთში და სხვა მყიდველი რომ ჰყავდეს, დღესვე შეუძლია საკმაოდ დიდი ოდენობით გაზის მიწოდების დაწყება.

- ამ ვითარებაში, ხომ ცხადია, რომ რუსეთს ასე ვთქვათ “არ სძინავს” იმის მიუხედავად, რომ დასუსტებულია შიდა ეკონომიკური პრობლემების გამო? რუსეთი ხომ მუდამ იმეორებს რომ გაზსადენის გაყვანის საკითხვის გადაჭრას ყველა იმ ქვეყნის თანხმობა სჭირდება, რომელიც კასპიას ესაზღვრება. რას იტყვით, არის თუ არა ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი?

- რუსეთი პერიოდულად იმეორებს რომ არსებობს შეთანხემბა, რომლის შესაბამისად ყველა ქვეყანამ უნდა მისცეს ნებართვა, იმაზე, რომ მილსადენმა გაიაროს ზღვის ფსკერზე. ეს არის ხრიკი, იმათ გმოსაყენებლად, ვისაც ამის გამეორება უნდა. რუსეთმა ბევრი პროპაგანდისტული მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ ტრანსკასპიური მილსადენის აშენების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დაეყენებინა, ერთ-ერთი ასეთი მითი იყო, თითქოსდა აზერბაიჯანი კონკურენციის გამო თურქმენულ გაზს არ გამოატარებდა თავის ტერიტორიაზე. რამდენიმე ასეულ მილიარდიან ევროპის მოხმარების ბაზარზე აზერბაიჯანს თურქმენული გაზი შეუშლის? დაიყოფა კასპიის ზღვა, როგორც ტბა, თუ როგორც ზღვა, ეს პრობლემა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მოპოვების ნაწილზე, ანუ იმაზე, თუ ვინ სად შეიძლება მოიპოვოს გაზი და არა მილსადენის მშენებლობაზე. ანუ როცა ამბობენ, რომ სანამ არ დაიყოფა კასპიის ზღვა, მანამდე ვერ მოხდება განსაზღვრა, ვის რომელი მიწა ეკუთხვნის მოპოვებისთვის,  - მილთან ამას კავშირი არ აქვს. თურქმენთის პოზიცია ნათლადაა გამოხატული: შარშან ასტრახანში თურქმენეთის პრეზიდენტმა ბერდიმუხამედოვმა მტკიცედ განაცხადა, რომ ეს არის ცალკე საკითხი, რომელზეც მრავალი წელია არსებობს საერთაშორისო კანონმდებლობა, ეს არის ჩვენი და აზერბაიჯანის საკითხი და გადაწყვეტილების მიღება ჩვენი პრეროგატივააო.  ევროკავშირსა და აშშ-ს არაერთი განცხადება არსებობს იმის თაობაზე, რომ  კასპიის სტატუსის მილსადენებთან მიმართებაში პრობლემა არ არსებობს. ის, რომ საქართველოს ტრანსკასპიური გაზსადენი სჭირდება, თუნდაც იმისათვის, რომ საკუთარი მოხმარება დაიკმაყოფილოს, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი - ჩვენ ნათლად ვამბობთ - საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით და ეს ხომ ნამდვილად ასეა. ამასთან, მე ვნახე პროგნოზები, რომ საქართველოში გაზის მოხმარება გაორმაგდება 2030 წლისათვის. ეს ყველასათვის ნათელი გამართლებაა იმისათვის რომ ქვეყანამ იბრძოლოს საკუთარი ეკონომიკისათვის ბაზის შესაქმნელად; მეტალურგიისა და სასუქების წარმოების გასაზრდელად რომლის ტრადიციებიც არსებობს და რომლებიც გაზს დიდი რაოდენობით მოიხმარენ; ასევე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეღავათების მაქსიმალურად გამოსაყენებლად და  ვერავინ გვეტყვის “საყვედურს”. ხომ ვახერხებთ იმის ახსნას, თუ რატომ მივისწრაფვით ევროკავშირისა და ნატო-საკენ? ხომ გვაქვს არგუმენტები, რომ ეს არავის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის?   

 - როგორ იქცევა ამ ვითარებაში აზერბაიჯანი?

-  “ნაბუკოს”  “ჩავარდნის” შემდეგ, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა უფრო მეტი ინიციატივა აეღო თავის თავზე და ფინანსური ლიდერობაც ეკისრა რადგან ევროპისაკენ გზის გაკვლევის სხვა აღარავითარი გზა არ ჩანდა. აზერბაიჯანის ნავთობით  დაგროვილი რესურსი თურქეთის TANAP -ისკენ წარიმართა: უკვე გასაგები ხდებოდა, რომ მომავალი გაზთან - მომავლის სტრატეგიულ პროდუქტთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული...  ამ მიზნით და  დიდი პროფესიონალიზმით აზრებაიჯანმა ურთულესი „მანევრები“ ჩაატარა და გასაოცრად სწრაფად შექმნა სქემა - როგორ წამოეჭიმა TANAP იმ “ნაბუკოს” ნანგრევებზე რომელიც როგორც პროექტი, ინტერესთა შინაგანმა  შეუთავსებლობამ შეიწირა. TANAP-მა შემოატრიალა ვითარება და დაიწყო გზის გახსნა ევროპის ბაზრისაკენ. რაც მთავარია, აზერბაიჯანმა მოახერხა და შეინარჩუნა “ნაბუკოს” მასშტაბი: TANAP-ის დიამეტრიც 56 დუიმიანი იქნება და კასპიის რეგიონიდან სტრატეგიული მოცულობების მიწოდების უნარი ექნება. ამით აზერბაიჯანმა ფაქტიურად შექმნა ინფრასტრუქტურა რომელიც თურქმენულ გაზს ევროპისაკენ გადაადგილებას გაუადვილებს, თუკი აზერბაიჯანამდე მოაღწია. აზერბაიჯანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ტრანსკასპიური გაზსადენის განხორციელების პოლიტიკური ან ეკოლოგიური  პრობლემა არ არსებობს  (http://m.apa.az/?c=show&id=229768&l=en ) და რომ აზერბაიჯანი მზადაა ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის ტრანსპორტირებას და მოახმაროს საკუთარი ინფრასტრუქტურა.

 

"საქართველოზე გამავალი მარშრუტით, თურქმენული (და შემდგომ ირანული გაზიც), ფასით მოუგებს კონკურენტებს. მაგრამ იმისთვის, რომ ეს პოტენციალი რეალიზებული იქნას, ახლა უკვე არცერთი დღის დაკარგვა არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში, იმ 60-70 მილიარდიან მოთხოვნილებას, რომელიც საკუთარი მოპოვების კლებით იქნება განპირობებული 2025 წლისათვის, ევროპას უკვე სხვა წყაროებიდან ექნება შევსებული".

 

- ანუ, აზერბაიჯანის მხრიდან, ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებთან არის დაკავშირებული...


- დიახ, შახ დენიზის პროექტი, თავისი გაზსადენებით საკმაოდ ძვირადღირებული წამოწყებაა და ის, რომ ამ პროექტის განხორციელება  დაიწყო და მას შეეძლება თურქმენულ გაზსაც მოესახუროს, უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ტრანსკასპიურისათვის. საქმე ისაა, რომ შახ დენიზი ზღვაშია. ეს კასპიის ზღვა არ არის სპარსეთის ყურესავით, აქ საკმაოდ ახალგაზრდა გეოლოგიაა და შესაბამისად, ბურღვა და პლატფორმების დაყენება ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს მოითხოვს. პირველი, რაც აზერბაიჯანმა ბიპი-სთან და კონსორციუმის სხვა წევრებთან ერთად უნდა დაასრულოს და ამისათვის დაახლოებით 28 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯოს არის მხოლოდ მოპოვება. შემდეგ, 12-15 მილიარდი უნდა დაიხარჯოს თურქეთის TANAP-ზე. სამაგიეროდ  TANAP-ი უკვე ბევრად დიდი გამტარობის იქნება ვიდრე ეს, როგორც ზემოთ ვთქვით, შახ დენიზს სჭირდება. შემდეგ, დაახლოებით 10 მილიარდი უნდა დაიხარჯოს იტალიამდე მისვლაზე. განახლება სჭირდება დღეს მოქმედ სამხრეთ კავკასიის მილსადენსაც.  შესაბამისად, საბოლოო ჯამში ინვესტიციათა ერთობლობა შახ დენიზის ათვისებიდან იტალიამდე  თურქეთის გავლით 45-50 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ თანხის ლომის წილი აზერბაიჯანმა უნდა გადაიხადოს, დანარჩენი - მისმა პარტნიორებმა, მაგრამ ამ ყველაფრის შედეგი იქნება ის, რომ თურქეთი მიიღებს 6 მილიარდ გაზს, მაგრამ ევროპა მიიღებს   მხოლოდ 10 მილიარდს. თუკი, ის 30 მილიარდ კუბომეტრიანი ბარიერი დროულად ვერ გადაილახა, ამ ოდენობას შეიძლება მხოლოდ 7-8 მილიარდი კუბომეტრი დაემატოს  - დანარჩენს ხომ აზერბაიჯანის გაზი იკავებს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამ მცირე რაოდენობებისათვის თურქმენთის შელფში ამჟამად მოქმედი “პეტრონასის” პლატფორმის მიერთება გადაწყდა პირდაპირი მილსადენით აზერბაიჯანის სისტემასთან. საეჭვოა, ამის შემდეგ კიდევ ვინმე დაუბრუნდეს სრულმასშტაბიანი ტრანსკასპიური გაზსადენის განხორციელებას. იმ 60-70 მილიარდიან მოთხოვნილებას, რომელიც საკუთარი მოპოვების კლებით იქნება განპირობებული 2025 წლისათვის, ევროპა უკვე ალბათ სხვა წყაროებიდან შეავსებს. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და შავი ზღვის შელფზე (რუმინეთსა და ბულგარეთში) გაზის მრავალი საბადოა აღმოჩენილი, უკვე დაიძრა ამერიკული გაზის ტანკერებიც. ირანს, საქართველოს გარდა სხვა მარშრუტებიც აქვს. საქართველოზე გამავალი მარშრუტით, თურქმენული (და შემდგომ ირანული გაზიც), ფასით მოუგებს კონკურენტებს,მაგრამ იმისთვის რომ ეს პოტენციალი რეალიზებული იქნას, ახლა უკვე არც ერთი დღის დაკარგვა არ შეიძლება. 
ამ დროს რა ხდება საკუთრივ თურქმენეთში: თურქმენეთმა  უკვე დახარჯა 2,5 მილიარდ დოლარამდე   იმისთვის, რომ ხმელეთზე მდებარე გალკინიშის საბადოდან დასავლეთისკენ მიმართული მილი გაზი კასპიის სანაპირომდე მოეყვანა, და ეთქვა: მოგიყვანეთ ბატონებო, აქედან უკვე თქვენ წაიღეთ გაზიო. იქიდან ევროპამდე თურქეთით და “თეთრი ნაკადით”(შავი ზღვის ფსკერზე გადებული მილსადენი ევროპამდე) ანუ საქართველოზე გამავალი ორივე გზით იმის გამოყვანას სჭირდება 10 მილიარდი დოლარი, რითაც თურქეთი და ევროპა მიიღებს დამატებით 30 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს.
2016 წლის იანვარში ევროკომისიამ დაამტკიცა 200 მილიონი ევროს გამოყოფა  ბულგარეთ- რუმინეთ-უნგრეთის მილსადენისთვის სწორედ იმ 6 მილიარდიანი ფონდიდან (Connecting Europe Facility). სულ 400 მილიონი ევრო ღირს რუმინეთის მონაკვეთის მშენებლობა და თანხის 40% უკვე ჩაიდო გრანტის სახით. ანუ ევროკომისიამ ყვალას დაანახა რომ ეს სისტემა მოქმედებს. შემდეგი დიდი გრანტი, სავარაუდოდ, ესტონეთის და ხორვატიის თხევადი გაზის მიმღები ტერმინალების მშენებლობისათვის იქნება. ეს ფონდიც არ არის უსასრულო.

- რა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას დღეს ტრასნკასპიურ გაზსადენთან მიმართებაში ოფიციალურ დონეებზე?

სასიხარულოა რომ ბოლო რამდენიმე თვეა საჯარო განცხადებებშიც ხვდება და საქმიანი მსჯელობაც მიდის. ენერგოთანამეგობრობაზეც წინ უნდა მიდიოდეს საქმე. მაგრამ რამდენი დრო დაიკარგა? რამდენი უიმედობა დაინერგა? - ყოველ შემთხვევაში წლების განმავლობაში ამბობდნენ,  სკეპტიკურად ვუყურებთ ამ პროექტსო…ენერგოთანამეგობრობა კი საჭირო არ არისო, შრომებიც კი იქმნებოდა დასაბუთებებით.

დასკვნის სახით ვიტყოდი, რომ თუ სამხრეთის გაზის დერეფნის სრულფასოვნად განხორციელებისათვის გარღვევა მალე არ მოხდა, და 30 მილიარდ კუბომეტრიანი ბარიერი არ გადაილახა, საქართველოს პოტენციალი, ევროპისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს, ვერ განხორციელდება. საქართველო ვერ გახდება ქვეყანა, რომელსაც მის ენერგოუსაფრთხოებაში წვლილი შეაქვს. ასევე დაიკარგება საუკეთესო შესაძლებლობა საჭირო პარტნიორები ვიყოთ თურქმენეთისა და ირანისათვის.  ევროპული გეგმის სრულად განხორციელების შემთხვევაში კი, რომელიც სულ ცოტა 30 მილიარდი თურქმენული გაზის გატარებას გულისხმობდა საქართველოს გავლით, საქართველო ევროპისათვის, და ასევე თურქეთისათვის გაზის მიწოდების სტრატეგიული მოკავშირე ხდება.  მითუმეტეს რომ, ამას დიდი ალბათობით, ირანული გაზიც შეიძლება დაემატოს იმ შემთხვევაში თუ ‘თეთრი ნაკადიც’(საქართველოს სანაპიროდან შავი ზღვის ფსკერზე ევროპისკენ მიმართული გაზსადენი) ამოქმედდება. ყოველივე ეს, ერთი მხრივ, განუზომლად გააძლიერებს საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ევროპისათვის, თურქეთისათვის და ირანისათვის, მეორე მხრივ, საქართველოს გაუჩენს დამატებით პირდაპირ შემოსავალს და ასევე:  როგორც პრეზიდენტმა ბაროზუმ ჯერ კიდევ 2010 წელს სახალხოდ განაცხადა, საქართველო გადაიქცევა უფრო მიმზიდველ საინვესტიციო სივრცედ. ეს შესაძლებლობა არც გარანტირებულია და არც სამუდამოდ იარსებებს, აქ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოს ნაბიჯებზე.

 

ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე

წაკითხულია
7390
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

"არც ისე მდიდრები ვართ, რომ  დავაფინანსოთ",- მარიამ ვალიშვილი ტრანსკასპიურ გაზსადენსა და ირან-საქართველოს ენერგოპროექტებზე

"არც ისე მდიდრები ვართ, რომ დავაფინანსოთ",- მარიამ ვალიშვილი ტრანსკასპიურ გაზსადენსა და ირან-საქართველოს ენერგოპროექტებზე

"რამდენად აქტიური იქნება ჩვენი მონაწილეობა სხვა ქვეყნის ინფრასტურის განვითარებაში, დამოკიდებული იქნება, თუ როგორი წინასაპროექტო დასაბუთება ჩამოყალიბდება და რა არის ის კომერციული ინტერესი, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს. ვიდრე ეს საკითხი ნათელი არ გახდებ

01 თებერვალი 2016 | 16:50 ენერგეტიკა ვრცლად
ტრანსკასპიური გაზსადენი - ევროკავშირი საქართველოდან ინიციატივის აღებას  მიესალმება

ტრანსკასპიური გაზსადენი - ევროკავშირი საქართველოდან ინიციატივის აღებას მიესალმება

ევროკავშირი ტრანსევროპული ენერგეტიკული პროექტებისთვის წელს 217 მილიონ ევროს გამოყოფს. შესაბამისმა კომისიამ 15 პროექტი შეარჩია, რომლებიც Connecting Europe Facility (CEF) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ. მათი მიზანი ევროპის ენერგეტიკული უსა

26 იანვარი 2016 | 20:41 ენერგეტიკა ვრცლად
ტრანსკასპიური გაზი, "გაზპრომი" და რეგიონის ახალი მოთამაშეები გაზის შესაძლო ახალ პარადიგმაში

ტრანსკასპიური გაზი, "გაზპრომი" და რეგიონის ახალი მოთამაშეები გაზის შესაძლო ახალ პარადიგმაში

თურქმენეთი უფრო კომპლექსურად ხედავს საკითხს, ვიდრე მხოლოდ გაზის ტრანზიტია. ის საქართველოს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურითაცაა დაინტერესებული, ცდილობს თავი დააღწიოს რუსულ გავლენას და ყველა თანხმდება, რომ ამ გზაზე მთავარ ბარიერს რუსეთი ქმნის.

09 ოქტომბერი 2015 | 20:50 ენერგეტიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner