banner
26 თებერვალი 2016 | 14:57 ენერგეტიკა

რას ითხოვს ჩვენგან ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება

რას ითხოვს ჩვენგან ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება


საქართველოში არ ნელდება დისკუსია ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკისა და ზოგადად ენერგეტიკული სტრატეგიის ბუნდოვანების გარშემო. ერთის მხრივ ენერგეტეკის სამინისტროს წარმომადგენლები და თავად მინისტრი ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ აქამდე გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება და ენერგოუსაფრთხოებასა თუ ენერგოწყაროების დივერსიფიცირებას ისახავს მიზნად. ხოლო ენერეგეტიკის სფეროში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ჯიუტად განაგრძობენ ენერგეტიკის სამინისტროს მხილებას არათანმიმდევრულ განცხადებებსა და ნაბიჯებში, რომლებიც თავისი შინაარსით წინააღმდეგობაში მოდის ევროპის ენერგეტიკუი გაერთიანების ძირითად პრინციპებთან. მაშ რას წარმოადგენს ეს "ენერგეტიკული გაერთიანება" და რა კონკრეტულ სავალდებულო თუ წამახაისებელ ელემენტებს შეიცავს ის, რამაც ასე აქტუალური გახადა მასში საქართველოს სასწრაფო გაწევრიანება 2016 წლის სექტემბრამდე. ცხადია, ამ წერილის ფორმატში გაერთიანების სრულ დეტალებში გადმოცემას ვერ მოვახერხებთ, თუმცა მოხდება ყურადღების გამახვილება გაერთიანებაში მოქმედ საერთო წესებზე, მნიშვნელოვან სამართლებრივ-საკანონმდებლო სფეროებზე, ისევე როგორც კონკრეტულ საკითხებზე როგორიცაა, ტრანზიტი, ფასწარმოება, სტატისტიკა და აშ.

 

გაერთიანების საერთო წესები -Acquis Communitaire


ევროკავშირის ენერგოსექტორში მოქმედების საერთო წესების საფუძველს წარმოადგენს 1991 წელს მიღებული ენერგო ქარტია, 1994 წელს მიღებული ენერგოქარტიის ხელშეკრულება  და 2005 წელს დაარსებული ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულება, რომელიც 2006 წელს შევიდა ძალაში. ამ დოკუმენტებს ემატება მთელი რიგი სამართლებრივი აქტები და რეგულაციები, რომლებიც ევროკომიისა და პარლამენტის მიერ მტკიცდება და ევროკავშირის  ენერგეტიკული სფეროს ეგრეთ წოდებულ Acquis Communitaire -ს წარმოადგენს, ანუ მოქმედ საერთო სავალდებულო სამართლებრივ აქტებს.  

უნდა აღინიშნოს რომ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას ანუ საქართველოსაც მოუწევს საკმაოდ შრომატევადი და მოცულობითი სამუშაოების ჩატარება ენერგეტიკის სექტორში ყველა სამართლებრივი აქტის გადახედვის, შეცვლის თუ გაუქმების კუთხით. ეს პროცესი შესაძლოა საკმაოდ გაიწელოს დროის მიხედვით, თუმცა არავითარ შემთხვევაში გამოდგება რაიმე არგუმენტად პროცესის შესაჩერებლად. როგორც გაერთიანების 2014 წლის მოხსენება “AN ENERGY COMMUNITY FOR THE FUTURE" აღნიშნავს, სფეროში მოქმედი და განსაკუთრებით ახლა მიღებული საერთო სამართლებრივი აქტების მიღება კიდევ უფრო აადვილებს და უფრო ეფექტურს ხდის უკვე ადრე დამტკიცებული კანონებისა თუ რეგულაციების მოქმედებას (მაგ. ქსელების კოდების წესები).

ენერგეტიკული Acquis Communitaire-ის ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებებია შემდეგ სფეროებში რეფორმების ეფექტური განხორციელება:

•       შიდა ენერგობაზარი

•       განახლებადი ენერგია და გარემოს დაცვა

•       ენერგიის ეფექტური გამოყენება

ამ პრიორიტეტულ სფეროებში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყანას ანუ საქართველოს ენერეგეტიკის სფეროში რეფორმებისა და ცვლილებების გატარებისას დაევალება განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ფასწარმოებისა და მონაცემების გამჭვირვალებას, მომპოვებლის/მომწოდებლის/შემნახველის ერთმანეთისგან განცალკევებას, მომხმარებლისა და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების უფლებების დაცვას, გარემოს ევროპული სტანდარტების დაცვას, გამჭვირვალე კონკურენციისა და მომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სწორედ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები ქმნის 2014 წლის მოხსენების (" ENERGY COMMUNITY FOR THE FUTURE ") მიხედვით კანდიდატ ქვეყანაში " სასურველი საინვესტიციო გარემოს" და ევროკავშირის მხრიდან საჭირო ინვესტიციების მოზიდვის მყარ გარანტიას.  ენერგეტიკული გაერთიანების "2016-2017 წლის სამუშაო პროგრამის" მიხედვით გაერთიანების სამდივნო თავის თავზე იღებს დახმარება აღმოუჩინოს კანდიდატ-ქვეყანას ყველა ზემოთხსენებულ სფეროში და უზრუნველყოს კანონმდებლობის მაქსიმალური დაახლოება ევროპულ ენერგეტიკულ Acquis –სთან გაწევრიაწევრიანებამდეც კი.

კითხვა 1 - ამ თვალსაზრისით სასურველი იქნებოდა რომ ენერგეტიკის სამინისტროს მიეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა სამართლებრივი აქტების გადახედვა მოხდა აქამდე A Acquis Communitaire -თან დასაახლოვებლად და ამ მიზნის მისაღწევად კოორდინაციის რა ხარისხი არსებობს ენერგტიკული გაერთიანების სამდივნოსთან?

დამატებით, 2016-2017 წლის სამუშაო პროგრამა ითვალისწინებს კანდიდატ-ქვეყნებისთვის დამხარების აღმოჩენას სტატისტიკური სისტემის თავსებადობის მისაღწევად UNECE/IEA/EUROSTAT-ის მიერ გამოყენებად მეთოდოლოგიასთან. აღნიშნული მეთოდოლოგია ითვალისწინებს წლიური ბალანსის, ენერგეტიკის სფეროში სტატისტიკური მონაცემების და პერიოდული (თვიური) მოხსენების სისტემის დანერგვას. სტატისტიკური მონაცემები ასევე უნდა მოიცავდეს გამჭვირვალე ინფორმაციას ენერგეტიკის მდგრადი განვითარების ინდიკატორებისა და ელქტროენერგიის/ბუნებრივი აირის ფასებისა და მათი წარმოშობის მექანიზმების შესაბამისობის შესახებ ენერგეტიკულ გაერთიანებაში მოქმედ წესებთან.

  

მაგალითი - გაზის სექტორი

გაზპრომთან ბოლო პერიოდში გახშირებული მოლაპარაკეკების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა იმის გარკვევა თუ რა არგუმენტებს ეყრდნობა ენერგეტიკის სამინისტრო ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამავე დროს გაზის სექტორი ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთ სტრატეგიულ სფეროს წარმოადგენს და მასთან მიმართებაში მოქმედი წესები ასევე სავალდებულო ხასიათს იძენს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მასში გაწევრიანების პრეტენზია გააჩნია.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების გაზის სექტორის მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძველს ევროკომისიის დირექტივა 2009/73/EC წარმოადგენს.  მასში საინტერესო დეტალებია ასახული გაზის შიდა ბაზრის სექტორის ორგანიზაციის შესახებ. კერძოდ, მეორე თავში განსაკუთრებით აღსანიშნავია 47-ე მუხლი, რომლის ციტირებაც ურიგო არ იქნებოდა:

     "კავშირის მოქალაქეებს....აქვთ უფლება ისარგებლონ მომსახურებით  სამართლიანი ტარიფების საფუძველზე. მომხმარებელთა მომარაგების მნიშვნელოვანი ასპექტია თავისუფალი წვდომა ობიექტურ და  გამჭვირვალე ინფორმაციაზე მოხმარების შესახებ. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს სრული წვდომა მოხმარებისა და ფასების მონაცემებზე, ისე  რომ მათ შეძლონ უკეთესი მომწოდებლის არჩევა. მომხმარებელს ასევე უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ენერგიის მოხმარების შესახებ. მომხმარებლისთვის საკმაო სიხშირით მიწოდებული ინფორმაცია დახარჯული ენერგიის ღირებულების შესახებ წაახალისებს მომხმარებელს მოიქცეს ისე, რომ შეცვალოს ქცევა და შეამციროს ენერგიის მოხმარება. მომხმარებელთა არსებული უფლებები უნდა განმტკიცდეს და მიეცეს დამატებითი გარანტიები განსაკუთრებით დამატებითი გამჭვირვალების კუთხით. მომხმარებელთა დაცვამ უნდა უზრუნველყოს კონკრეტული სარგებლის მიღება ყველა მომხმარებლისთვის კონკურენტუნარიანი ბაზრის არსებობის პირობებში. ხოლო მომხმარებელთა უფლებები უნდა იქნას დაცული წევრი ქვეყნის მიერ ან არსებული მარეგულირებელი ორგანიზაციის მეშვეობით."

კითხვა 2 - აქაც სასურველი იქნებოდა გაგვეგო ენერგეტიკის სამინისტროსგან, თუ რა ნაბიჯები არის ან იქნება გადადგმული ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მაღალი გამჭვირვალების უზრუნველსაყოფად. რა პერიოდულობით და როგორ აპირებს სამინისტრო ან მარეგულირებელი ორგანო ინფორმაციის მიწოდებას ენერგიის დაზოგვასთან და ალტერნატიული მომწოდებლის არსებობის შესახებ?

საქართველოს ენერგომომარაგებისთვის ასევე უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ბუნებრივი აირის მოპოვების, მიწოდების, განაწილებისა და შენახვის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. ევროკომისიის დირექტივის 2009/73/EC მესამე თავი სრულიად მოიცავს ამ საკითხს და ჩვენთვის საინტერესო დასკვნებს აკეთებს: 

•       მე-9 მუხლი მაგალითად სრულიად კრძალავს პირის ან პირთა ჯგუფის მიერ მოპოვების, მიწოდების, განაწილებისა და შენახვის ფუნქციების რაიმე სახით (მათ შორის აქციების საკონტროლო პაკეტის ფლობით) ერთდროულად განხორციელებას.

 •       მე-10 მუხლის მიხედვით მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს გამანაწილებელი (მიმწოდებელი) სისტემის ოპერატორის მიერ მე-9ე მუხლის მოთხოვნების სრული შესრულება.

 •       მე-11 მუხლი ავრცელებს მე-9 და მე-10 მუხლის მოთხოვნებს მესამე ქვეყნის პირზეც, ვინც აკონტროლებს გამანაწილებელ სისტემას და დამატებით ავალდებულებს მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ყველა შემთხვევაში დირექტივის მიხედვით მარეგულირეელ ორგანოს გააჩნია სერიოზული მაკონტროლებელი და მოხსენებითი ფუნქცია როგორც ადგილობრივი ბაზრის რეგულირებისა და მომხმარებელთა მუდმივი ინფორმირების, ასევე ევროკომისიასთან ურთიერთობის კუთხით. შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროსთვის ურიგო არ იქნებოდა გაეცა პასუხი შემდეგ შეკითხვაზე:

კითხვა 3 - რამდენად გათვალისწინებულია ან რა პერიოდში აპირებს საქართველოს ხელისუფლება დაუახლოვოს და თავსებადობაში მოიყვანოს არსებული კანონმდებლობა ევროკომისიის ამ კონკრეტულ დირექტივასთან?
 

ეს კითხვა იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მოიცავს არა მხოლოდ თავისუფალი ბაზრის და მაღალი კონკურენციის, არამედ მომარაგების უსაფრთხოების მაღალი გარანტიის ელემენტებსაც, და თავიდანვე გამორიცხავს ბაზარზე მონოპოლიური თუ სხვა ფარული (კორუფციული) სქემების გაჩენის ალბათობას.

გარდა ამისა, გაზპრომთან სომხეთისთვის ტრანზიტით მიწოდებული გაზის საფასურის საკითხის განსაკუთრებული სიმწვავის გამო, საინტერესოა, თუ როგორ არეგულირებს ამას ენერგეტიკული ქარტია და რა პრინციპებს ანიჭებს უპირატესობას ტრანზიტისა და ფასწარმოების პროცესის განსაზღვრისას. ქარტიაში ხაზგასმულად არის ნახსენები, რომ მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ტრანზიტი GATT 1994-ისა და ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების დებულებების მიხედვით. არცერთი დოკუმენტი არ ადასტურებს ბუნებრივი აირის ტრანზიტის გადასახადის მხოლოდ ფულად ერთეულში გადახდის აუცილებლობას. ხოლო რაც შეეხება გაზზე ფასწარმოების მექანიზმებს, ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება 16-ჯერ ახსენებს "ბაზრის საორიენტაციო ფასის" ტერმინს და თავისუფალ ბაზარს ასახელებს, როგორც ფასწარმოების ძირითად ფაქტორს, რომელიც თავის მხრივ შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

 

•       თავისუფალი საბაზრო წვდომა ენერგიის წყაროზე, მასალებზე, აღჭურვილობაზე და მომსახურებაზე

•       თავისუფალი წვდომა შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე

•       თავისუფალი წვდომა საუკეთესო საფინანსო (კაპიტალის) მექანიზმებზე

•       ტექნიკური და ადმინისტრაციული ბარიერების შემცირება ენერგობაზარზე

ამრიგად ერთის მხრივ გაუგებარია, საიდან ჩნდება ასე უაპელაციოდ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში ტრანზიტის გადასახადის ფულად ერთეულში აღებაზე დათანხმების მოთხოვნა. ხოლო, მეორეს მხრივ აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და გაუგებარია რა მექანიზმების მეშვეობით დგინდება მომხარებლისთვის ბუნებრივ აირზე არსებული ფასების დადგენა. იგივე შეკითხვა ჩნდება ელექტროენერგიის სფეროში მოქმედ ფასებთან დაკავშირებით.

 

ასოცირების ხელშეკრულება - ენერგოვალდებულებები


ზემოხსენებული პირობები და ვალდებულებები, ცხადია გამეორებულია და პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირთან დადებულ ასოცირების ხელშეკრულებაში. მასში მთელი სიცხადით (კონკრეტულად 298ე მუხლში) არის მოთხოვნილი მხარეების ვალდებულება უზრუნველყონ ენერგო ბაზრების მზარდი ინტეგრაცია და თანდათანობითი საკანონმდებლო-პროცედურული დაახლოვება ევროკავშირის ენერგო- Acquis -თან. ასოცირების ხელშეკრულების 216 მუხლის (ბაზრის ორგანიზება) მიხედვით აღნიშნულია, რომ გაზისა და ელექტროენერგიის შიდა ფასების განსაზღვრისას, მისი დადგენის მეთოდოლოგია და მექანიზმი უნდა გამოქვეყნდეს მანამადე სანამ დადგენილი ფასი შევა ძალაში.

კითხვა 4 - საინტერესოა ენერგეტიკის სამინისტროსგან გავიგოთ, აქამდე რა პრაქტიკა არსებობდა ამ კუთხით, და მომავალში რა იგეგმება კერძოდ გაზპრომთან და სოკართან მოლაპარაკებების  დეტალებისა საზოგადოების სრული ინფორმაციული უზრუნველყოფის მოთხოვნის გათვალისწინებით.

ასოცირების ხელშეკრულების 288ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებულია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ თანამშრომლობის ვალდებულება ევროპის სტატისტიკურ უწყებასთან EUROSTAT -თან, ენერგეტიკის სფეროში სტატისტიკური მონაცემების, ბალანსის, სტატისტიკური კლასიფიკაციის, ხარისხის მენეჯმენტის, გავრცელების, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა საკითხებში.

კითხვა 5 - რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა დასახლებული მიმართულებების მიხედვით?

ასოცირების ხელშეკრულების დანართი #25-ის მიხედვით საქართველო ვალდებულებას იღებს ევროპარლამენტისა და საბჭოს შემდეგი დირექტივების განხორციელებას:

 

1.     დირექტივა 2009/72/EC  –      ელექტროენერგიის შიდა ბაზრის საერთო წესები

 

2.     დირექტივა 2009/73/EC  –      ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის სერთო წესები

 

3.     რეგულაცია (EC) 715/2009  –     ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელზე წვდომის პირობები.

4.     დირექტივა 2008/92/EC  –      სამრეწვლო მომხმარებლებისთვის დაწესებული გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალების გაუმჯობესების პროცედურების შესახებ

 

5.     რეგულაცია 994/2010      -      გაზით მომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ.

 

6.     დირექტივა 2010/31/EU  -      შენობების ენერგეტიკული ეფექტურობის შესახებ

 

კითხვა 6 - რა ნაბიჯები არის გადადგმული ამ კუთხით და რა არის დაგეგმილი 2016 წლის განმავლობაში?

 

ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის ზოგიერთი სასარგებლო ინსტრუმენტი

“სტრატეგიული ორიენტაციის 2014-2020” დოკუმენტის ფარგლებში საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი «სამეზობლოსთან საინვესტიციო წინაპირობი» (Neighborhood Investment Facility-NIF). NIF -ს გააჩნია მკაფიოდ დეკლარიეებული სტრატეგიული მიზნები, როგორიცაა:

•       ენერგომომარაგების და ურთიერთკავშირის გაუმჯობესება ევროკავშირსა და საკუთრივ მეზობლებს შორის,

•       ენერგიის ეფექტურად გამოყენებისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება

•       ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება ენერგობაზრების დივერსიფიკაციისა და ინტეგრაციის გზით

ამმათთან ერთად NIF-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირში დადებული შეთანხმებებისა და პროექტების განხორციელება. ჩვენთან მიმართებაში საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლოს ურთიერთდაკავშირება და ძირითად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება. უფრო დეტალურად NIF- ითვალისწინებს შემდეგი პრიორიტეტული სფეროების ხელშეწყობას:

1.     საერთო ინტერესის პროექტები ტრანს-ევროპული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ქსელის ფარგლებში (TEN-E, Trans-European Energy Infrastructure and Networks, Projects of Common Interests-PCI )

2.     პროექტები, რომლებიც ემსახურება პარტნიორი ქვეყნების ეროვნული პოლიტიკის მიზნებს და ამოცანებს ენერგიის გენერირებისა და დაზოგვის სფეროში

3.     პროექტები, რომლებიც ემსახურება ელექტროენერგიის გადაცემისა და დისტრიბუციის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

კითხვა 7 - არსებობს თუ არა ამ კუთხით NIF-ის ფარგლებში საქართველოს  მხრიდან რაიმე პროექტის განორციელების მაგალითი ან თუ  იგეგმება რაიმე კონკრეტული პროექტი განსაკუთრებით  თურქმენეთის გაზის აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით  ევროპისთვის მიწოდების პერსპექტივის გათვალისწინებით?

 

დასკვნა

სტანდარტული დასკვნის სანაცვლოთ ჩვენ ვისურვებდით ენერგეტიკის სამინისტროსგან ამ წერილში დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების მიღებას. ეს ნაბიჯი, ერთის მხრივ საგრძნობლად გაზრდიდა საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხს ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს დროული (თუ სასწრაფო არა) გაწევრიანების აუცილებლობის შესახებ. ამავე დროს, მოხდებოდა აქამდე საკმაოდ დაფარულ და ტექნიკურ-სამართლებრივ საკითხებზე ღია მსჯელობის სტიმულირება და შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავლის ოპტიმალურ გზებზე ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა. ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ევროკავშირში "შოლტისა და თაფლაკვერის" პოლიტიკა არავის გაუუქმებია. როგორც ენერგეტიკული გაერთიანების სამუშაო გეგმაში წერია, მზარდი დაფინანსება და ინვესტიცია უნდა გამოეყოს ორმხრივი და მრავალმხრივი დახმარებებისთვის, განსაკუთრებით იმ პროექტებისთვის, რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების ინტერესებში შედის. თუმცა ყველა სახის დახმარება და დაფინანსება დამოკიდებული იქნება ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულებაზე.


ლაშა ძებისაშვილი

 

წაკითხულია
5687
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

28 ივნისი 2018 | 07:25 ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. კოოპერატივი 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგ

21 ივნისი 2018 | 18:17 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

კოოპერატივი “ქულბაქი” ცაგერის რაიონის, სოფელ ქულბაქში არსებული სათევზე მეურნეობაა სადაც ძირითადად კალმახი იწარმოება. კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა და მასში ხუთი ადგილობრივია გაწევრიანებული. კოოპერატივის ჩამოყალიბებამდე წევრებს თევზაობის სიყვარული აერთიანე

06 ივნისი 2018 | 18:51 ვრცლად
ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში 4 წლიანი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება.

14 მაისი 2018 | 18:35 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner