banner
02 მარტი 2016 | 18:35 სოფლის მეურნეობა

100 გრამი ბროწეულის მარცვალი ინგლისში 1,5 სტერლინგი ღირს - „სუპერ ხილი“, რომელზე მოთხოვნაც ევროპაში იზრდება

100 გრამი ბროწეულის მარცვალი ინგლისში 1,5  სტერლინგი ღირს - „სუპერ ხილი“, რომელზე მოთხოვნაც  ევროპაში იზრდება

„ბროწეულის ჩაყრა რომ დავიწყე, მეზობლებმა  - მამაპაპურად ვენახი გააშენეოო...  არადა, ღვინის  რეალიზაცია უფრო  რთულია, ჭარბწარმოებაა.. არ დამიჯერეს: ერთი 200 ლიტრი ჩემს ოჯახს უნდა,  200 ლიტრი-  შენს ოჯახს, 200 ლიტრი -ჩვენს  მეზობელს, რამდენნი ვართ მარტო ჩვენს სოფელში, ჭირია, ლხინიაო....  გადაამრავლეს საშუალო მოცულობა  მოსახლეობაზე და ასე მარტივად დათვალეს საქართველოში  ღვინის  მოხმარება...  სინამდვილეში, თუნდაც ერთ წელიწადში 200 ლიტრი  ღვინო როგორ უნდა მოვიხმარო, ვმუშაობ, სად მცალია დიდი სუფრებისთვის?!  სახლში პატარა ბავშვები მყავს, ცოლი, ისინი არ სვამენ. მაგრამ სოფლის ხალხი მაინც კონსერვატორია ბუნებით,  ცვლილებები არ უყვარს“, - მამუკა ბენაშვილმა, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში აგროინჟინერიას  ასწავლის, წინაპართა გაკვალულ გზაზე სიარული აღარ მოისურვა და დედოფლისწყაროში ერთ ჰა მიწაზე აზერბაიჯანული „გულეიშას“ ჯიშის  ბროწეულის ბაღი გააშენა.  600 ძირიდან   მეოთხე წელს 15 ტონა ხილის მოსავალს ელოდება.  ბროწეულს, თითქმის, ყოველთვის მაღალი ფასი აქვს - 1 კგ ბითუმად 1,5 ლარი ღირს, შესაბამისად, დამწყები ფერმერი ვარაუდობს, რომ ბაღიდან შემოსავალი წელიწადში 20 ათას ლარს გადააჭარბებს.

„ვენახზე კარგ მოგებას დატოვებს, იმიტომ რომ  ბროწეულის მოვლა  გაცილებით მარტივია,  სულ  ერთი-ორი ოპერაცია თუ სჭირდება, არც შეწამვლა უნდა დიდად, ასე რომ ინვესტიციასაც მალე ამოვიღებ- ერთი ერთწლიანი ძირი  მხოლოდ 2 ლარი დამიჯდა.  ცხადია, მიწის დასამუშავებლად  გარკვეული ხარჯები  გავწიე, ყამირი იყო, მაგრამ  ეს მაინც კაპიტალური ხარჯია და ერთჯერადი ხასიათი აქვს“.

მამუკა ბენაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის  ბროწეულზე მაღალი მოთხოვნაა, რადგან საქართველო წელიწადში 3 მილიონი დოლარის ღირებულების ხილის იმპორტს (უმეტესად აზერბაიჯანიდან) ახორციელებს. ამის მიუხედავად, ბენაშვილი  მეურნეობის გაფართოებაზე   გადაწყვეტილებას ჯერ ვერ იღებს.

„საქართველოში ხომ  ბიზნესს ერთმანეთის მიმბაძველობით აწყობენ...  როგორც ვიცი, რამდენიმე მეწარმემ უკვე   დაიწყო ბროწეულის დიდ ფართობზე გაშენება. შეიძლება, სამ-ოთხ წელიწადში უკვე ჭარბწარმოება გაჩნდეს. სამწუხაროდ, ერთიანი ინფორმაცია -ვის რამდენი ხილი მოჰყავს, არ არსებობს“, -  აცხადებს მეწარმე, რომელმაც საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად, კი ევროკავშირში  ხილის გატანის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ინფორმაციის მისაღებად eugeorgia.info- ს მიმართა.

 

ბროწეული -დელიკატესი ევროპელებისთვის

ევროპულ მედიაში ბროწეული კლასიფიცირებულია, როგორ „სუპერ ხილი“. ის მაღალი რაოდენობით ანტიოქსიდანტს  შეიცავს.  სასარგებლო თვისებებით, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი უდრის 2 ჭიქა წითელ ღვინოს, 4 ჭიქა მოცვის წვენს და 10 ჭიქა მწვანე ჩაის; არეგულირებს წნევასა და გულის მუშობის რიტმს, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, აქვს შარდმდენი ეფექტი, რაც ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას,  აუმჯობესებს იმუნიტეტს,   ანადგურებს ნაწლავების პარაზიტებს, სასარგებლო ბაქტერიებს კი  ხელს უწყობს, გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ.

რადგან ბროწეული ევროპელებისთვის ეგზოტიკური ხილის კატეგორიაში გადის, მაღალ საფასო სევგმენტში იყიდება. დელიკატესურ და ჯანსაღ პროდუქტზე  მოთხოვნა შესამჩნევად იზრდება.

 

მოხმარება:

2014 წელს  ბროწეულით  ვაჭრობამ  ევროკავშირში  219 ათასი ტონა შეადგინა, წინა წელთან შედარებით კი 42 ათასი ტონით გაიზარდა,  აქედან, თითქმის,  ერთი მესამედი (60 ათასი ტონა)  განვითარებად  ქვეყნებზე  მოდის.  ექსპორტი  მესამე ქვეყნებიდან ორ წელიწადში (2012 წლიდან 2014 წლამდე)  13 ათასი ტონით  გაიზარდა.

ყველაზე დიდი მოცულობით,  42 ათასი ტონა ბროწეულის იმპორტს ნიდერლანდები  ახორციელებს,  მეორე ადგილზე გერმანიაა (38 ათასი ტონა). ამ ორ ქვეყანას მთლიან იმპორტში 19% და 17%  უკავია. მათ მოსდევს იტალია (12%), საფრანგეთი (10%), ავსტრია (7%) და დიდი ბრიტანეთი (6%).

ევროკავშირი ბროწეულის ექსპორტირებასაც ახორციელებს.  2014 წელს  ამ მაჩვენებელმა  157 ათასი ტონა შეადგინა, ესპანეთი და ნიდერლანდები უდიდესი მიმწოდებლები  არიან,  დანიშნულების ძირითადი ადგილი  კი ისევ ევროკავშირი და რუსეთია. აღსანიშნავია, რომ  ემბარგოს გამო, რომელიც 2014 წელს რუსეთმა დააწესა, ევროპული ხილის ექსპორტი ამ ქვეყანაში განახევრდა. ამის მიუხედავად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბროწეულით ვაჭრობა ევროკავშირში გაიზრდება, როგორც შიდა მიმწოდებლების (ესპანეთისა და საბერძნეთის), ასევე უცხოეთის ხარჯზეც, ნიდერლანდებისა და სხვა ქვეყნების გავლით.

 

ევროპელი  ექსპერტების  რეკომენდაციები:

  • საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა (მათ შორის, Fruit Logistica-ზე  ბერლინში), რადგან საჭირო კონტაქტების მოპოვებისთვის კარგი საშუალებაა;
  • ძირითადი აქცენტის აღება გერმანიაზე, როგორც უმსხვილეს მომხმარებელზე;
  • ნიდერლანდების, როგორც საპორტო ქვეყნის პოტენციალის გათვალისწინება; ის ხილ-ბოსტნეულის რეექსპორტს ახორციელებს ევროკავშირის ქვეყნებში;
  • მჭიდრო კავშირის დამყარებას  ევროპელ მყიდველებთან, რათა  მოთხოვნასა და მოგებაზე, ასევე დროებითი ან სტრუქტურული შეფერხებების შესახებ   უახლესი ინფორმაცია მიიღოს. 


წარმოება:

ბროწეულის კულტივაცია ტროპიკულ და თბილ კლიმატშიც შესაძლებელია, თუმცა, საუკეთესო ხარისხს მხოლოდ ისეთ რეგიონებში იღებენ, სადაც ცივი ზამთარი და ცხელი, მშრალი ზაფხულია, ანუ სამხრეთში.

ბროწეულის სამშობლოა ირანი და ანატოლია (თურქეთი), თუმცა, დღეს ამ ქვეყნების გარდა ხილი დიდი რაოდენობით მოჰყავთ ინდოეთში,  სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის მშრალ რეგიონებში, აშშ-ში,  ტროპიკულ აფრიკაში, ისრაელში, ავღანეთში, სირიაში, მაროკოში, ესპანეთში,  სომხეთსა და აზერბაიჯანში.  

ევროპას ბროწეულით, ძირითადად, ესპანეთი ამარაგებს (წლიური წარმოება - 36 ათასი  ტონა). ხილის სეზონი იქ ოქტომბრიდან იანვრამდე გრძელდება.

ევროკავშირის ბაზარზე ბროწეულის  ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები არიან ასევე:  თურქეთი (31 ათასი ტონა) და ისრაელი (15 ათასი ტონა). პერუ, კოლუმბია და სამხრეთ აფრიკა ექსპორტზე ევროპაში შედარებით მცირე,  5-6 ათას ტონა ბროწეულს გზავნიან.

 

ჯიშები:

ბროწეულის ხუთასამდე ჯიში არსებობს, მათ შორის, ბევრი უკვე წარმოდგენილია ევროპის ბაზარზე. თვით ევროპაში კი, ძირითადად, აწარმოებენ შემდეგ სახეობებს: Mollar de Elche, Mollar Valenciana და Wonderful.ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

ისრაელელმა მეცნიერებმა გამოიყვანეს ახალი ჯიში „ქემელი“ (Kamel), რომელიც ხარისხითა და ზრდის პირობების მიხედვით,  Wonderful -ის მსგავსია.   მისი განმასხვავებელი თვისებაა მუქი წითელი კანი და ის, რომ  ერთი თვით ადრე მოდის. იმის გამო, რომ საადრეო პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, ებრაელმა სპეციალისტებმა ჯიშებს კი კიდევ ორი სახეობა - ‘Akko’ და  ‘Shani-Yonay’ შემატეს.

თურქმა სელექციონერებმა, თავის მხრივ, გამოიყვანეს ბროწეულის ახალი სახეობა „ჰიჯაზი“ (Hicaz), რომელიც შეიცავს 15%  მჟავიანობასა და  85%  სიტკბოს. ორი თვისების ერთდროულად თანაარსებობა, მათი განცხადებით, ამ  ჯიშს უნიკალურს ხდის.  „ჰიჯაზის“ კრეფა სექტემბრის ბოლოს იწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებში უკვე ექსპორტზე გადის.  აღსანიშნავია, რომ თავად თურქეთში ბროწეულის ნათესები იზრდება და ვარაუდობენ, რომ წარმოება უახლოეს წლებში 500 ათას ტონას მიაღწევს. ექსპორტი კი ევროკავშირის გარდა, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთსა(ემბარგომდე) და უკრაინაში ხორციელდებოდა.

ესპანური ბროწეულის სეზონზე ხილის ბაზარი ევროკავშირში საკმაოდ კონკურენტულია, ამიტომ  ექსპორტის განხორციელება არასეზონზე უფრო მეტად მიზანშეწონილია. თუმცა, თუ გავითვალისიწნებთ, რომ 2008 წლიდან 2013 წლამდე  ევროკავშირში პროდუქციის წარმოების  ხარჯები გაიზარდა (10%-ით - სამუშაო ძალაზე, ხოლო 23%-ით - ენერგორესურსებზე)  შესაძლებელია ფასებით კონკურენცია, თუმცა, აუცილებელი პირობააა, მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

 

შენახვა

დაუზიანებელი, საღი ბროწეული, ჩვეულებრივ,  ერთ თვეს ინახება, თუმცა, მაცივარში შვიდ თვესაც  კი ძლებს. სპეციალისტების რეკომენდაციით, უკეთესი შედეგისთვის, უპრიანია ბროწეული სათითაოდ შეახვიონ ქაღალდში და დაბალტენიან მაცივარში შეინახონ, 0º-5º C  ტემპერატურაზე, 80-85%-იან ტენიანობით.  'Wonderful', რომელსაც ისრაელში ევროპაში შობისთვის გზავნიან, მხოლოდ ზედაპირულად ყავისფრდება. რაც მიაღწიეს  2%-იან  O2 -ში, 2ºC ტემპერატურაზე შენახვით.

 

ფასი

ევროკავშირი ბროწეულის იმპორტს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს, ყველაზე დიდი მოცულობით  კი მაისში. პიკურ პერიოდში საბითუმო ფასი კილოგრამზე 1,80 -3 ევრომდე ( ჯიშის მიხედვით)  მერყეობს.

ჩრდილოეთ ევროპაში ბროწეული მაღალ საფასო სეგმენტში გადის (პრემიუმ-ხარისხის წითელი ბროწეული, დიდი ზომის). ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნაკლებად ძვირი ბროწეულიც იყიდება, მხოლოდ ბაზრობებზე და სეზონზე.  ჩრდილოეთისგან შედარებით ნაკლები ფასებია სამხრეთ ევროპაში.

 

ფასწარმოქმნის სტრუქტურა:  

  • ექსპორტი - 25%
  • ტრანსპორტირება (ზღვით)  -  8%
  • იმპორტი/საბითუმო ვაჭრობა - 17%
  • საცალო ქსელი -50%

 

თურქი მწარმოებლების საბითუმო ფასი გასულ წელს  1 კგ ბროწეულზე 0.35-0.38 ევროში მერყეობდა  (2014 წელს- 1  კგ  0,30-0,33 ევროს შეადგენდა). ფასები გასულ წელს როგორც საბითუმო, ასევე საცალო ქსელში გაიზარდა, ძირითადად, ცუდი მოსავლის გამო.

 

სტანდარტები

ახალი ხილი და ბოსტნეული მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში შეტანისას უნდა  შეესაბამებოდნენ ევროკავშირის მარკეტინგულ სტანდარტებს, რომელთა მინიმალური მოთხოვნებია, რომ  პროდუქცია იყოს საღი,  სუფთა მავნებლებისგან, პესტიციდების ნარჩენებისა და დაზიანების გარეშე,  არ უნდა იყოს გარედან ტენიანი და მოყავისფრო შიგთავსით,  ამავე დროს უნდა გაუძლოს ტრანსპორტირებას და გადატვირთვას.

ზომის და კლასიფიკაციის მიხედვით რამდენიმე ტიპი გამოიყოფა, მათ შორის, „უმაღლესი ხარისხის“ (ძალიან უმნიშვნელო ზედაპირული დეფექტებით, ან მის გარეშე) „პირველი ხარისხი“  (კარგი ხარისხის პროდუქტი, მცირე დეფექტებით კანზე, ფორმასა და ფერში) და „მეორე ხარისხი“ (პროდუქტი, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ არც „უმაღლესს“,  არც „პირველ ხარისხს“    მიეკუთვნება). ხილის ფერის შეცვლა სიმწიფის გამო არ ითვლება დეფექტად.  „უმაღლესი ხარისხის“ ბროწეულში დასაშვებია მხოლოდ 5%-ის, ხოლო დანარჩენებში 10% მომდევნო ხარისხის პროდუქტების შერევა.

 

ზომა

ევრორეგულაციების მიხედვით, ბროწეული შეიძლება დახარისხდეს რაოდენობის, დიამეტრისა და წონის მიხედვით. შესაბამისად, უნდა მოხდეს მისი ეტიკეტირება.


ა) დახარისხება დიამეტრის მიხედვით:

  • კოდი  1/A;        ≥81 მმ
  • კოდი  2/B;     71-80 მმ
  • კოდი  3/C;     61-70 მმ
  • კოდი  4/D:     51-60 მმ
  • კოდი  5/E:     40-50 მმ


ბ) დახარისხება ინდივიდუალურად, წონის მიხედვით

  • კოდი1/A;        ≥501 გრამი
  • კოდი  2/B;  401-500 გრამი
  • კოდი   3/C; 301-400 გრამი
  • კოდი  4/D:  201-300 გრამი
  • კოდი  5/E:  125-200 გრამი 


მარკეტინგული რჩევები

ევროპელი მომხმარებელი „ზარმაცია“, უპირატესობას ანიჭებს ისეთ ხილს, რომელსაც იოლად მიირთმევს, შესაბამისად, მოითხოვს ისეთი ჯიშის ბროწეულს, რომელიც ადვილად იფრქცვნება და რომლისგააც წვენი ადვილად იწურება.სუპერმარკეტებში მარცვლებად დაფასოებული ხილიც იყიდება,  როგორც  ახალი, ასევე შოკური წესით გაყინული.  დიდ ბრიტანეთში, სუპერმარკეტებში 100 გ დაფასოებული ბროწეულის  მარცვლები  1,5 სტერლინგი ღირს.  

ამასთან,  ვინაიდან  ჩრდიელოთ ევროპისთვის ბროწეული მაინც ეგზოტიკური,  ახალი ხილია, მომხმარებლის დასაინტერესებლად უკეთესი იქნება, თუ გარკვეული პროდუქციის ინგრედიენტად გაიყიდება (შესაძლებელია, რეცეპტების განთავსება  შეფუთვაზე).

ბროწეულისგან წარმოებული პროდუქცია სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგალითად, წვენებში, სურსათის დანამატების სახით  ტკბილეულსა და რძის პროდუქტებში (ჩრდილეოთ ევროპაში) და სოუსებში, საკმაზებსა და ბურღულეულში (სამხრეთ ევროპაში). შესაბამისად, მეწარმეებისთვის უპრიანი იქნება, მოიძიონ ნახევრად გადამუშავებული ბროწეულის ექსპორტირების გზები.

ჩრდილოეთ ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ხილის რეალიზაცია შესაძლებელია დიდი სუპერმარკეტების ქსელებში,  ალპურ რეგიონებში, შვეიცარიასა და ავსტრიაში კი მისი პოზიციონირება სასურველია მცირე მაღაზიებში. პროდუქციის  რეალიზაციისთვის კარგი არხია საზოგადოებრივი კვებაც (ბარ-რესტორნები და სასტუმროები).  ჩრდილოეთ ევროპაში ბროწეული ხშირად იყიდება ეთნიკურ მაღაზიებში იმ მომხმარებლებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სამხრეთ ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთსა და აზიასთან. შესაბამისად, ექსპორტიორისთვის ამ მიმართულებით პარტნიორების მოძიება ხელსაყრელი იქნება.

 

 ბელა ნოზაძე

წაკითხულია
8744
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner