banner
23 მარტი 2016 | 14:44 ეკონომიკა

პროვაიდერების აზრით, საყოველთაო ინტერნეტიზაცია ხარვეზებით მიმდინარეობს

პროვაიდერების აზრით, საყოველთაო ინტერნეტიზაცია ხარვეზებით მიმდინარეობს

ორი წლის წინ ფერმერმა ანა მიქაძემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ გამართულ კონფერენციაზე მაგთიკომის პრეზიდენტ დევიდ ლის ჰკითხა, აპირებდა თუ არა მისი კომპანია უახლოეს ხანში  რეგიონებში მომხმარებლებისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შეთავაზებას… მიქაძემ მაშინ კონფერენციის მონაწილე რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს მინისტრს აუხსნა, რომ მისი ბიზნესის განვითარებისთვის  სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ხარისხიან ინტერნეტს. ევროპელმა მაღალჩინოსნებმა დაუდასტურეს ქართველ ფერმერს, რომ მართლაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მეწარმეობისთვის საერთაშორისო ქსელთან წვდომის შესაძლებლობას.

„დევიდ ლიმ მაშინ ვერ დამისახელა ზუსტი დრო, კონკრეტულად თელეთში კარგი ხარისხის ინტერნეტი  როდის გვექნებოდა. ახლა ჩვენთან სამოცდაათი ლარი ღირს ერთი მოსახლისთვის ეს უკაბელო დაბალხარისხიანი ინტერნეტი.  ამ თანხის გადახდა ყველას უჭირს, რადაგან ეს რომ განათლებისთვის სჭირდება, ამას ცოტა ხვდება და ფიქრობს, რომ სამოცდაათი ლარის გადახდა ყაჩაღობაა. კარგ ინტერნეტში საშუალოდ ოცდაათი ლარის გადამხდელი არის ყველა. ასეთი ცნობიერების პირობებშიც კი ნებისმიერი ფერმერი ოცდაათ ლარს უფრო გაიმეტებს“, - ამბობს ანა მიქაძე.   

ნანი დათაშვილი კიდევ ერთი ფერმერია, ვინც ამტკიცებს, რომ მისი საქმიანობისთვის ინტერნეტი  ძალიან მნიშვნელოვანია. დათაშვილს  ასპინძაში ვაიოს ველებზე ფერმა აქვს და პარმეზანის ტიპის ყველს „ხიზაბავრულ ბატისტას“- აკეთებს: უამრავი პროგრამაა ელექტრონულად, ფერმერებს ასევე გვჭირდება ყოველდღიურ რეჟიმში ვნახოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდი და ინფორმაციები მივიღოთ. მე ელექტრონული ფოსტის შემოწმების საშუალება არ მაქვს. ელემენტარულად მე რომ ჩემს იმეილს დავუტოვებ ვინმეს და გამომიგზავნიან ინფორმაციას, მაგ შეტყობინებას 5 თვის მერე ვნახულობ. მაგალითად გუშინ შევამოწმე ფოსტა და ვნახე თვეების წინათ მოწერილი წერილები. ერთ შეტყობინებაში კონკრეტული ორგანიზაცია HACCP-ის დანერგვაში დახმარებას მთავაზობდა. ცხადია, კარგი იქნებოდა, რომ ეს შეთავაზება დროულად მენახა, რადგან ამ სტანდარტის ქონა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი ძალებით დამოუკიდებლად კი ამ სტანდარტის დანერგვა  ფერმერისთვის წარმოუდგენელია“, - ამბობს დათაშვილი. 

ანანო არაბული კომპანია „ზეცა კემპინგი“-ს დამფუძნებელია და 2009  წლიდან შიდა ტურიზმის მიმართულებით მუშაობს. მისი თქმით,  საქმიანობა ინტერნეტის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ხშირად ხან უინტერნეტოდ რჩებიან, ხანაც უხარისხო ინტერნეტის იმედად არიან:
„ინტერნეტი ჩვენთვის მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანია, რადგან ფაქტობრივად სეზონზე ინტერენეტის საშუალებით ვმუშაობთ.  ძირითადად ფეისბუქით ვიზიდავთ შიდა ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს. ყაზბეგში, სოფელ ჯუთაში საკემპინგე ადგილი, სასტუმრო და რესტორანი გვაქვს. ადგილზე ნორმალური ინტერნეტის არასებობის გამო, მოდემით და სხვა მოწყობილობებით ვცდილობთ ხოლმე ჩვენი საქმის კეთებას, თუმცა უშედეგოდ. მენეჯერი რომელიც ორიენტირებულია ჯავშნებზე, ვისაც აქვს კონტაქტი კლიენტებთან, ის ფაქტობრივად ადგილზე ვერ მუშაობს. მუდმივ კონტაქტზე რომ იყოს კლიენტებთან, თბილისში ან სხვა ადგილებში მიდის ხოლმე, სადაც კარგი ინტერნეტია“. 

საქართველოს საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო   ესტონური პროგრამის „ვეფხვის ნახტომი“-ს ანალოგის საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამის „ირმის ნახტომი“ განხორციელება. ეს პროექტი მიზნად ისახავდა 4 წლის მანძილზე საქართველოს ყველა სკოლის უზრუნველყოფას კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტ-კავშირით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირებას მთელ სასწავლო პროცესში, სხვადასხვა საგნების სწავლებაში. პროექტის ბოლოსთვის საქართველოს საშუალო სკოლების მოსწავლეების 100% და პედაგოგების 70%-ზე მეტი უნდა დაუფლებოდა ძირითად კომპიუტერულ ჩვევებს. ასევე ახალი სასწავლო კომპიუტერული პროგრამებისა და სასკოლო პროექტების განხორციელება იგეგმებოდა. 

სასკოლო რეფორმასთან ერთად ამ პროგრამის მიზანი საქართველოს თითოეული ქალაქისა თუ სოფელის საკომუნიკაციო ქსელში ჩართვაც იყო იქ, სადაც სკოლა სათემო ცენტრის მნიშვნელოვან ფუნქციებს იტვირთავდა.

“ირმის ნახტომის” მეორე ფაზა 2009-2012 წლებში განხორციელდა. ამჯერად პროექტის მიზანი იყო, რომ ყველა საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით  კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილიყო ეს ყოველ ოც მოსწავლეზე ერთი კომპიუტერის შეძენას გულისხმობდა.  

ამას გარდა, ყველა სკოლას ერთი პორტატული კომპიუტერი და პროექტორი გადაეცემოდა. 

„ირმის ნახტომი“-ს დასრულების შემდეგ ყველა სკოლის და სოფლის ინტერნეტით უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა. სწორედ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლების გამო არასამთავრობო ორგანიზაცია „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება“ რამდენიმე წელია სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობს. ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე ლალი კალანდაძე ამბობს, რომ რეგიონებში ორასი კომპიუტერული მომსახურების ცენტრი აქვთ გახსნილი და ადგილობრივები მათ მიერ შეთავაზებულ სერვისებს აქტიურად იყენებენ:
„ჩვენი ინტერენეტკაფეები 200 დასახლებულ პუნქტში მთელს საქართველოში აჭარიდან კახეთის ჩათვლით არის გაშლილი. ჩვენი სერვისებიდან განსაკუთრებით აქტუალურია  კომპიუტერის შემსწავლელი კურსებით და სოციალური ქსელებით სარგებლობა. მომსახურებები ფასიანია და ცენტრები ფინანსურად თვითმდგრადია. ჩვენი ცენტრებით იმიტომ სარგებლობს ხალხი, რომ ზოგ რეგიონებში ინტერნეტი არ არის და სადაც არის, იქ ერთჯერადი ინსტალაციის გადასახადი საკმაოდ მაღალია“.

კოალიციის  „ქართული ოცნება“  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის ინიციატივით ისევ გამოვიდა. 2015 წლის ნომებერში კი ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გაკეთებას ასორმოცდაათ მილიონ დოლარამდე დასჭირდებოდა. მაშინ  პროექტის დამფინანსებლად ფონდი „ქართუ“ დასახელდა. 

რეგიონების ინტერნეტით დაფარვის გაზრდა საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე პროექტის ეფექტიანად განხორციელებისთვის დარეგისტრირდა ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი“ (OpenNet) .

საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვის მიზნით ჩატარდა წინასწარი შეფასება და ბაზრის შესწავლა. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ხუთი წამყვანი საკონსულტაციო ორგანიზაცია: “დეტეკონი”, “სოფრეკომი”, “ინფოკომსი”, “ანალიზიზ მეისონი” და “ერნსტენდიანგის” ბალტიის ოფისი.

მათგან როგორც გამოცდილების, აგრეთვე შემოთავაზებული ფასის მიხედვით შეირჩა „დოიჩე ტელეკომის“ ჯგუფის წევრი საკონსულტაციო კომპანია „დეტეკონი“,რომელსაც მსგავსი პროექტების განხორციელების 30-წლიანი გამოცდილება აქვს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე „ოუფენ ნეტი“-ს შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს 10 რეგიონის – აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი – 500-მდე სოფლისთვის.

პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ინტერნეტით ისარგებლებს აჭარის 44 სოფელი, მათ შორის ნიგაზეული, საჩინო, კოხი, ქედა, მნათობი, ახალსოფელი, ზედა ახალშენი; გურიის 30 სოფელი, მათ შორის, ნიგვზიანი, ქვიანი, ლესა, ბოხვაური, გვიმრალაური, აცანა; იმერეთის ასზე მეტი სოფელი, მათ შორის, ზედა ვანი, სულოური, შუამთა, მუხურა, ზედა საზანო, ჩხარი, ივანწმინდა, ჭალა, გორისა; კახეთის 20-ზე მეტი სოფელი, მათ შორის ზემო ბოდბე, მუკუზანი, ჩალაუბანი, წითელწყარო, გამარჯვება, ზემო ხოდაშენი; ქვემო ქართლის 50-ზე მეტი სოფელი, მათ შორის ბეშთაშენი, სამშვიდე, ქვემო სარალი, მუხათი, წინწყარო, წალკა, აიაზმი; სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლები სუჯუნა, წილორი, სამიქაო, ქოლობანი, საგვაზავო, გაღმა ზანათი, მუხური, სარაქონი, კირცხი; შიდა ქართლის სოფლები კარალეთი, ქვემო რეხა, ბერბუკი, კავთისხევი, დიდი სათივე, ზემო ოსიაური და სხვა.

ოუფენ ნეტის მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გამოყენებით მომსახურებას მიიღებს 190,000-მდე აბონენტი, ხოლო ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლად და სერვისდეფიციტურ რეგიონებში 91%-მდე გაიზრდება.

ოუფენ ნეტის პროექტმა ბევრი კითხვები გაუჩინა  ქართულ ინტერნეტბაზარზე არსებულ კომპანიებს. ოუფენ ნეტის დირექტორმა ანა ნაკაშიძემ www.eugeorgia.info-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ წამოწყებული პროექტი კერძო სექტორთან კონკურენციაში არ შედის:
„პროექტით იდენტიფიკაცია მოხდა იმ 2150 დასახლებული პუნქტის, სადაც მოსახლეობა ორასზე მეტია და ინტერნეტის ფართეზოლოვანი მომსახურებები  არ არსებობს. კერძო სექტორთან კონსულტაცია იმართება, რომ განისაზღვროს ის დასახლებული პუნქტები ამ 2150-დან, სადაც ოპერატორი კმპანიები შესვლას აპირებენ. წინასწარი გათვლებით,  ჩვენ 8 000 კილომეტრიან  მაგისტრალური ინფრასტრუქტურას ავაშენებთ იმისთვის, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დასახლებულ პუნქტამდე მივიდეთ, მაგრამ აბონენტებამდე ინტერნეტი არ მიყავს თავად ოფენ ნეტს. საცალო სეგმენტს თავიდან ბოლომდე ვუტოვებთ კერძო სექტორს. ქსელს არ ვაშენებთ იქ, სადაც უკვე აშენებული აქვთ. უკვე აშენებულს ვიქირავებთ და სადაც არ იქნება, იმ მიმართულებებს უკვე ჩვენ ავაშენებთ. გამოვა ისე, რომ მთლიანი ქსელის ნაწილი იქნება  ოუპენ ნეტის და რაღაც ნაწილი კერძო კომპანიებისგან ნაქირავები იმისთვის რომ შევძლოთ ქსელის  მშენებლობის გაგრძელება.  ამ ქსელზე ღია დაშვების პრინციპით, წვდომა ექნება ყველა კომპანიას და აბონენტებს თვითონ ჩართვენ.“ 

მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური ამბობს, რომ ოუფენ ნეტთან რამდენიმე შეხვედრის მიუხედავად, ზუსტად ვერ აუხსნეს, რა მიმართულებით წავა ინტერნეტიზაციის პროცესი. მისი თქმით, პროექტში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასარკვევი:
„ოფენ ნეტის მხრიდან ამ ეტაპზე ეს ყველაფერი არის ლაპარაკის დონეზე. თუ როგორია მათი ხედვა, დაწერილი ჩვენ ვერსად ვნახეთ. არ ვიცით როგორია მათი ტაქტიკა და სტრატეგია, როგორია სამუშაოების ჩატარების დადგენილი თარიღები. სანამ ეს ყველაფერი დადებული და დამტკიცბული არ იქნება ამ მთავრობის და მინიმუმ ეკონომიკის სამინისტროს მიერ, მანამდე ეს ყველაფერი იქნება ცარიელი ჰაერი. ოფიციალურად სახელმწიფოს  ხედვები როგორი იქნება,  ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით. დაახლოებით დღეს ასეთი მოცემულობაა. ჩვენ მოლაპარაკებებში სიცხადის შემოტანას ველოდებით. თუ ასე არ მოხდა, საკითხს ყველა ვარიანტში ძალიან გავაცხელებთ“. 

ოფენ ნეტთან მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა ბაზრის ერთ-ერი მსხვილი მოთამაშე „დელტა კომი“-ს ხელმძღვანელობაც. კომპანიის ტექნიკური დირექტორის გიორგი ჯალიაშვილის განცხადებით, ოუფენ ნეტის ქსელის განვითარებასთან დაკავშირებულ ხედვებში ბევრი ხარვეზია: 
„ოუფენ ნეტის მიზანი ხომ არის რომ ხალხი ჩაერთოს ინტერნეტში და თუ ხალხს ფული არ აქვს, ოუფენ ნეტი მივა, დელტა კომი თუ სილკნეტი ვერც ისე ჩაერთება და ვერც ასე. ჯერ კვლევა გააკეთა ვინმემ? უნდა ამ მოსახლეობას? დაუშვათ სოფელ არხილოსკალოში ოუფენ ნეტმა მაგისტრალი შეიყვანა და მე უნდა დავაკაბელო, მაგრამ ამ სოფელში ხალხს ფული აქვს? ვინმემ ჰკითხა მათ? ოუფენ ნეტის კონსულტანტ გერმანულ კომპანიის წარმომადგენლებს მეც შევხვდი, მაგრამ უკმაყოფილო ვარ. რუკით არ ხდება ქსელის დაგეგმარება. ამას გარდა, მაგათ საშუალო შემოსავალი აიღეს ერთ სულზე, მერე გადაყვეს, გაამრავლეს და მიღეეს რაღაც რიცხვები. ამის საფუძველზე თქვეს, რომ თუ თელავში ამდენი კაცი ჩაერთვება, სოფელ არხილოსკალოში ამდენი ჩაერთვება. სინამდვილეში მე დღეს სოფლებში 6-დან 10 პროცენტამდე ჩართვის სტატისტიკა მაქვს, რაც წამგებიანია. დამიჯერეთ 8 000 კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა საჭირო არ არის. ასე ვფიქრობ, ყველგან ოპტიკით შესვლა საჭირო არ არის. სხვა ტექნოლოგიებითაც შეიძლება კარგი ინტერნეტის მიწოდება. როდესაც ფულს ხარჯავს სახელმწიფო, სჯობს რომ უფრო გააზრებულად გაკეთდეს ყველაფერი“. 

კომპანია „მაქსნეტი“ ინტერნეტს სარელეო ანტენების საშუალებით იმერეთში, კახეთში, რაჭასა და შიდა ქართლიში აწვდის. კომპანიის დირექტორი კობა გოგატიშვილიც ადასტურებს, რომ აბონენტების ყოველთვიურ ჩართვაში მნიშვნელოვანი კლება მასაც აქვს. გოგატიშვილმამა eugeorgia.info -სთან საუბარში აღნიშნა, რომ  მას ოუფენ ნეტის მიერ ინტერნეტპროვაიდერებთან გამართულ მოალაკარაკებებზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვს:
„მთიან რეგიონებში რთულია კაბელით ინტერნეტის  გაყვანა, ამიტომ ჩვენ უკაბელო ტექნოლოგიებით ვმუშაობთ. მინიმუმ 2,5 მეგაბიტს ვაწვდით 25 ლარად და მაქსიმუმ 5 მეგაბიტს 45 ლარად. ამ ბოლო დროს აბონენტების კლების ტენდენცია შეიმჩნევა, თუ ადრე თვეში 30 ახალ აბონენტს ვრთავდით, ახლა 5 აბონენტს ვიმატებთ, იშვიათად ცოტა მეტს. გეტყვით იმასაც, რომ ოუფენ ნეტთან ინეტრნეტპროვაიდერების მოლაპარაკებებზე არაფერი ვიცით“. 

ეკონიომიკის სამინისტროს მიერ გერმენულ საკონსულტაციო ფირმა „დეტეკონი“-სთვის დაკვეთილი  საკონსულტაციო სამუშაო 7 ფაზას მოიცავს, კერძოდ: მოთხოვნის ანალიზს, ქსელის დიზაინს, ღირებულების შეფასებას, განხორციელების დაგეგმვას, ეკონომიკურ მოდელირებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა- შეფასებას. როგორც ირკვევა, ამ შვიდი ფაზიდან ერთ-ერთი პირველი, რაც კონსულტან ფირმას უნდა გაეკეთებინა,  მოთხოვნის ანალიზი იყო. ამის მიუხედავად, eugeorgia.info -კითხვაზე:იდენტიფიცირებულ დასახლებებში თუ გაკეთდა კვლევა, რამდენ პროცენტს სურს ინტერნეტით სარგებლობა? “  ოუფენ ნეტის დირექტორმა ანა ნაკაშიძემ ასე გვიპასუხა: როგორც უკვე გითხარით აბონენტების აყვანა, ისევე როგორც მსურველი აბონენტების რაოდენობის მოკველვა კერძო ოპერატორების საქმეა და ისინი თავად მოიკველევენ იმ დასახლებულ პუნქტებში სადაც შესვლას გადაწყვეტენ.“

კიდევ ერთი გაურკველლობა, რაც მოლაპარაკებეში ჩართულ ინტერნეტოპერატპორებს აქვთ, არის ოუფენ ნეტის ქსელის სამომავლო გასხვისება-არგასხვისების საკითხი:
ამ ქსელის შემდეგ პერიოდში გასხვისებას განვიხილავთ როგორც საფრთხეს და ეს აზრი ოპერატორებს შორის ნამდვილად მუსირებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვები და კომერციული საიდუმლოებები და ვიცით რას რისთვის ვაშენებთ. მაგრამ ოუფენ ნეტის წარმომადგენლებმა იციან თუ არა რას აკეთებენ, ეს ნამდვილად არ ვიცით ბევრი კითხვები გვაქვს დიდ ოპერატორებს“- ამბობს გიორგი ჯარიაშვილი, დელტაკომის ტექნიკური დირექტორი.

ოუფენ ნეტის დირექტორი, ანა ნაკაშიძე სამომავლოდ ქსელის გაყიდვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს:
„ეს სოციალური პროექტია, გარკვეულ ეტაპზე ამ ქსელის გასხვისებაზე საუბარი არ არის, რომც გაიყიდოს, ყველაზე მეტი დაინტერესება ყიდვის იმ კომპანიებს ექნებათ, ვისი ინფრასტრუქტურის გაგრძელებაც არის ეს ქსელი. ვადასტურებ, რომ მათ აქვთ დისკომფორტი ამ ქსელთან დაკავშირებით და ვმუშაობთ ერთად, რომ სახელმწიფოს და კერძო კომპანიების ინტერესების  კომპრომისული ვარიანტი გამოინახოს, თუმცა არც ის გვინდა, რომ საზოგადოებრივი ინტერესების ხარჯზე კერძო კომპანიების ვნებები ჩავაცხროთ“. 

უჩა სეთურის თქმით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესში პრატქიკულად გაურკვეველია, როგორ და რა პირობებით მოხდება ქსელის შენახვა: 
„ვიცით რომ პირველ ეტაპზე გამოცხადდება ტენდერები ქსელის ასაშენებლად იქ, სადაც არ არის და მერე, როცა აშენდება ქსელი, გადასაწყვეტია ვინ შეინახავს მას და რა პირობებით. გასარკვევია რა ფუნქცია ექნება თავად ოუფენ ნეტს ამ ქსელის ადმინისტრირების პროცესში. ესენი ქსელს ლიტვური მოდელის მიხედვით აკეთებენ. კარგია თუ გაითვალისწინებენ პორტუგალიის გამოცდილებას. იქ ისე მოხდა, რომ სახელმწიფომ კომპანიების გვერდის ავლით გააკეთა ინფრასტრუქტურა, არ იყო მომხმარებელების კვლევა კარგად გაკეთებული და აშენებული ქსელი ძალიან ბევრ ადგილად დარჩა დატვირთვის გარეშე, ანუ აბონენტებმა ამ ქსელით არ ისარგებლეს. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი რამ ჩვენთანაც მოხდეს, თუ მაქსიმალურად ყველაფერი გამჭირვალედ არ გაკეთდება“. 

ქართული ინტერნეტ ბაზრის გიგანტის სილკნეტის წარმომადგენლებმა eugeorgia.info   სთან საუბარში განაცხადეს, რომ ოუფენ ნეტის პროექტთან დაგავშირებით თავიანთ მოსაზრებებს მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ მოგვანებით დააფიქსირებენ. 

მეორე მსხვილმა პროვაიდერმა კავკასუს ონლაინმა კი ჩვენს კითხვებს წერილობით ამგვარად უპასუხა:
„ამ ეტაპზე მოცემულ პროექტზე და მასში კავკასუს ონლაინის ჩართულობაზე საუბარი ცოტა ნაადრევად მიგვაჩნია. ბევრი დეტალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ვფიქრობ უმჯობესია ამ თემაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ“. 

მიუხედავად იმისა, რომ პროვაიდერების ნაწილმა ოუფენ ნეტთან  მოლაპარაკებეში ჯერ კონსესუსს ვერ მიაღწია, ეკონომიკის სამიმისტროს დაკვეთის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მოსამზადებელი წინა სამუშაოები მიმდინარეობს. ოუფენ ნეტისგან მიღებული ინფორმაციით ქსელის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2019 წლისთვის დამთავრდება. 
ეკონომიკის სამინისტროს მომდევნო წლებში მოუწევს რეგიონების მეწარმეებში ინტერნეტდეფიციტის გამოწვევას ეფექტურად უპასუხოს, მეორეს მხრივ კი ყველაზე გრძელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის დაგეგმვის პარალელურად, ინტერნეტის პოტენციური მომხმარებლების ცნობიერების გაზრდაზეც იმუშოვოს.

P.S.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური ინფორმაცია (საერთო-სტატისტიკური ბაზის 2015 წლის მე-4 კვარტლის მდგომარეობით) :

საქართველოში ინტერნეტ აბონენტების *სიმკვრივე შეადგენს 48.4%-ს. აქედან 27.41% ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით, 13.67% xDSL ტექნოლოგიით, 5.52% Wi-Fi ტექნოლოგიით და 1.8% **სხვა დანარჩენი ტექნოლოგიით.

ინტერნეტ აბონენტების სიმკვრივე, ფართოზოლოვანი ტექნოლოგიით, შეადგენს 47.84%-ს.

საქართველოში ფიქსირდება 153 ***აქტიური ინტერნეტ ოპერატორი. 

*სიმკვრივე – ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა გაყოფილი ქვეყანაში შინამეურნეობების (ოჯახების) რაოდენობაზე.

**სხვა დანარჩენი ტექნოლოგიით – იგულისხმება შემდეგი ტექნოლოგიები: LTE, CDMA, WiMAX, Canopy, Satellite, Dial-Up

***აქტიური ინტერნეტ ოპერატორი – ინტერნეტ ოპერატორი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში დააფიქსირა მინიმუმ 1 აბონენტი.

 

ზურაბ მოდებაძე

წაკითხულია
4144
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner