banner
03 მაისი 2016 | 00:05 განათლება

უმაღლესი განათლების პრობლემა საქართველოში - ვინ, რას და როგორ ასწავლის სტუდენტებს

უმაღლესი განათლების პრობლემა საქართველოში - ვინ, რას და როგორ  ასწავლის სტუდენტებს

 

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვასაც ითხოვენ. იმ ფაქტს, რომ ქართული უნივერსიტეტები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე  ყოველწლიურად პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს აწარმოებენ, პრემიერი კვირიკაშვილიც აღიარებს. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის მიხედვით დგინდება, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირთა მხოლოდ 24%-ია დასაქმებული და მუშაობს საკუთარი პროფესიით. სტუდენტურ პროტესტთან ერთად ამ სტატიის დაწერისა და უმაღლეს სასწავლებლებში არსებული პრობლემების გაანალიზებისკენ, სწორედ ამ ფაქტებმა გვიბიძგა.  რახან  სწავლების ხარისხს უპირველეს ყოვლისა კარგი პროგრამა, კარგი სახელმძღვანელო, კარგი ლექტორი და სამეცნიერო კვლევა-ძიებისთვის კონკურენტული გარემო განაპირობებს, გადავწყვიტეთ ცალ-ცალკე შეგვესწავლა ეს საკითხები.

        დღევანდელი კანონმდებლობით,  უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და  მისი ხარისხის მუდმივი გაზრდა სახელმწიფოს პრეროგატივაა. ამ მიზნით, 2010 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითად გარე მექანიზმად გამოცხადდა.  შეიქმნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ერთადერთი უწყება, რომელიც  საგანმანათლებლო პროგრამების  სტანდარტებთან შესაბამისობას ამოწმებს. როგორც მეცნიერები ამბობენ,-- ეს არის ტვინი, ერთგვარი ჰაბი, სადაც ყველა ინფორმაცია იკრებს თავს. ესაა უწყება, რომელიც  უმაღლესებში ხარისხის გონივრული დონის მიღებას უნდა უზრუნველყოფდეს . მათ მიერ  სწორად გადადგმული ნაბიჯი თუ შეცდომა ასახვას  5-10 წლის მერე ჰპოვებს. ორგანიზაცია მძლავრია, მაგრამ ძალიან ჩუმი. მის შესახებ   ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებობს. ხარისხის კუთხით კი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგით თუ ვიმსჯელებთ, ცალსახაა, რომ საქართველოს უნივერსიტეტებს ძალიან უჭირთ. მსოფლიოს საუკეთესო 800 უნივერსიტეტს შორის არცერთი არაა ქართული.

        პირველ რიგში,  ჩვენც ამ უწყების საქმიანობით დავინტერესდით.  გაირკვა, რომ 2011-2015 წლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აკრედიტაცია  73 უმაღლესი დაწესებულების 1567 პროგრამას მიანიჭა. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, გზა გაუხსნა  უნივერსიტეტებს მიეღოთ სახელმწიფო დაფინანსება, რადგან აკრედიტირებული პროგრამა სახელმწიფო დაფინანსებაზეა მიბმული.  სტუდენტს გრანტის აღება მხოლოდ ასეთ პროგრამაზე ჩაბარებით შეუძლია. სწორედ ამიტომ ცდილობენ უნივერსიტეტები რაც შეიძლება მეტი აკრედიტირებული პროგრამა  ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, აქ ეროვნულ აკრეტიდაციაზეა საუბარი და არა საერთაშორისოზე, რომელიც საქართველოში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ფაკულტეტებს გააჩნია.  სახელმწიფო გრანტის გარდა აკრედიტაციის გავლა უნივერსიტეტს აღიარებული დიპლომის გასაცემად  და შესაბამისად, თვითდაფინანსებაზე მყოფი სტუდენტების მოსაზიდადაც  ჭირდება. ამჟამად  საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 132,554 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ირიცხება, რომელთაგანაც ნახევარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსებას იღებს, რამაც საერთო ჯამში მხოლოდ 2015 წელს 73.7 მილიონი ლარი შეადგინა. ფული იხარჯება, მაგრამ   როგორც სახელმწიფო აუდიტის ბოლო დასკვნიდან დგინდება, სტუდენტები უმეტესად ფორმალურად და სიღრმისეული ანალიზის გარეშე დამტკიცებული პროგრამებით სწავლობენ.  "ცენტრს არა აქვს წინასწარ განსაზღვრული და ერთობლივი სახით გამოქვეყნებული აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმები და შესრულების ინდიკატორები. ეს კი აფერხებს ექსპერტების მიერ აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის ეფექტიან შეფასებასა და აკრედიტაციის საბჭოს მიერ საკმარის ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას. აკრედიტაციის ვიზიტების 29%-ისთვის შერჩეული ექსპერტთა ჯგუფი არ მოიცავდა  შესაბამისი დარგის ექსპერტს, "- წერს აუდიტი.

       ამა თუ იმ პროგრამისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად გარკვეული პროცედურა არსებობს. მაგალითად, როცა  თსუ-ის რომელიმე პროფესორი პროგრამას დაწერს და  იგი აკრედიტაციისათვის  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიდის, ამისათვის გარკვეული საფასურის გადახდაა საჭირო. გადახდის შემდეგ, 90 დღის განმავლობაში, ეროვნულმა ცენტრმა მოთხოვნა ან უნდა დააკმაყოფილოს, ან უარით გაისტუმროს.

       ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი წიწილაშვილი ყვება, რომ მათ ექსპერტების ხარისხის ან მათი კომპეტენციის შემოწმების საშუალება არ ჰქონდათ , მაგრამ ზოგიერთი ძალიან ზედაპირული  მიგნებაც ბევრისმეტყველია.   შემთხვევათა 29%-ში ნახეს, რომ  "ქიმიის პროგრამას ფიზიკოსი აფასებს, მათემატიკის პროგრამას სწავლობს ქიმიკოსი, ფილოლოგიის პროგრამას კი ისტორიკოსი. ანუ კონკრეტული პროგრამები შესწავლილი და დასკვნებიც  არარელევანტურ პირებს აქვთ გაცემული.  უფრო უარესიც, გაირკვა, რომ მთავარი პრობლემა თავად სტანდარტია. არსებობს ძალიან ზოგადი განსაზღვრება, როგორი უნდა იყოს პროგრამა, მაგრამ არ არსებობს კონრეტული კრიტერიუმები, როგორ, რის მიხედვით უნდა შეაფასო ის”. ანუ შემფასებელთა ჯგუფი  თითქმის ყოველთვის სუბიექტურ გადაწყვეტილებას იღებს. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უმაღლესებიც  არაკონკურენტუნარიან კადრებს ამზადებენ და მშობლის  თუ სახელმწიფო ბიუჯეტიც  უმუშევართა მომზადებაში იხარჯება.

       აუდიტის დასკვნაში აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობის შესახებ სხვა საინტერესო ინფორმაციასაც იპოვით."აკრედიტაციის პერიოდი  90 დღით განისაზღვრება, მაგრამ  საშუალოდ ერთ თვეს იყენებენ და მრავლადაა შემთხვევები, როცა რამდენიმე სქელ  შეკვრად აკინძული პროგრამის აკრედიტაცია 5 დღეში გადაწყვიტეს.  არადა, ეს ვადები განსაზღვრულია იმისთვის, რომ ჯერ წინასწარ შეისწავლონ პროგრამა, მისცენ დრო და  რეკომენდაციები ხარვეზების გამოსასწორებლად. მერე კიდევ გადაამოწმონ და საბოლოოდ კომისიაზე განსახილველად ისე გაიტანონ.  იყო შემთხვევა, როცა აკრედიტაციის საბჭოს 9 წევრიდან დასკვნა არცერთს წაკითხულიც არ ქონდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის იმავე დღეს დაიწერა, რა დღესაც კომისიურად დაამტკიცეს. აკრედიტაციის საბჭო ქვორუმის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას, საშუალოდ ერთ სხდომაზე  40 პროგრამას უყრიან კენჭს. იყო შემთხვევები, როცა ერთბაშად 100 აკრედიტაცია გაიცა და უკვე ესაა იმის ინდიკატორი, რომ ხარისხიანი შესწავლა,  თუგინდ განხილვა არ მომხდარა  და პროცესი ფორმალურად მიმდინარეობდა. ჩაქუჩის ერთი დარტმით წყდება, რომელ პროგრამას  მიეცეს აკრედიტაცია და რომელს არა."

       აუდიტის დაკვნაში აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესახებ სხვა გასაოცარ ფაქტებსაც ამოიკითხავთ, მაგრამ ზოგადი სურათის შესაქმნელად, ვფიქრობთ, ესეც საკმარისია. ახლა მოკლედ ევროპული სტანდარტების შესახებ, რომლის გათვალისწინებაც ასოცირების ხელშეკრულებითაც გვევალება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაშიც დაგვეხმარებოდა.  მითუფრო, რომ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი  უმაღლესი განათლების ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციის -ენქას (The European Association for Quality Assurance in Higher Education) წევრია. ესაა ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში უმაღლესი განათლების სტანდარტებს ავრცელებს, თუმცა მისი დებულებიდან გამომდინარე, ის არაა მაკონტროლებელი სტრუქტურა და მხოლოდ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. რამდენად ზუსტად ითვალისწინებენ ამ რეკომენდაციებს საქართველოში ქვემოთ მოტანილი მაგალითებიდან ნახავთ.

       აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი ცირა ლაშქარავა, დასკვნის მომზადებამდე ევროპულ გამოცდილებას გაეცნო და ახლა მას eugeorgia.info-ს გაუზიარებს: ენქას პროგრამის შეფასების კრიტერიუმებთან ერთად მკაცრად აქვს განსაზღვრული, რომ აკრედიტაციის მაძიებელთან მხოლოდ შესაბამისი სპეციალობის ექსპერტი უნდა მივიდეს, რომელსაც  ამ სფეროში  პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის ადგილზე ეცნობა სწავლების მეთოდიკას, ესაუბრება სტუდენტებს და მკვლევარებს, ამოწმებს კმაყოფილების ხარისხს, ექსპერტებს აქვთ წინასწარი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც აფასებენ პროგრამას. მაშინ როცა საქართველოში სამთვიანი აკრედიტაციის პერიოდიდან საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ნახევარს იყენებენ, შვედეთში აკრედიტაციის პროცესი წელიწადნახევარი გრძელდება, გერმანიაში ორი წელი, ესტონეთში 6 თვე. ევროპის ბევრი ქვეყანა  6 თვეს მხოლოდ პროგრამის პირველადი შესწავლისთვის გამოყოფს. შემდეგ პროგრამის დასახვეწად მზადდება რეკომენდაციები, ისევ ადგილზე მონიტორინგი. დასკვნის მომზადებას ცალკე დრო ეთმობა, დასკვნის გაცნობიდან საბჭოს წევრებს მოსაფიქრებლად  საკმაოდ დიდი ვადა აქვთ და საბოლოოდ,  საბჭოს ყველა წევრი ამზადებს წერილობით დასკვნას. გერმანიასა  და შვედეთში  ერთ სხდომაზე მაქსიმუმ 2 პროგრამას აფასებენ, საქართველოში მინიმუმ 30-ს.

       რატომ იქცა საქართველოში აკრედიტაციის პროცესი ფიქციად და რამ განაპირობა მისი წარუმატებლობა ილიაუნის ყოფილ რექტორს, განათლების რეფორმის ერთ-ერთ ავტორს და ამ ცენტრის დაარსების მხარდამჭერს  გიგი თევზაძეს ვკითხეთ.  "აკრედიტაციის ცენტრს როცა ვქმნიდით, ჩვენი იდეა იყო, რომ იქ  მხოლოდ უცხოელებს ემუშავათ.  მოლაპარაკებები ევროპის და ამერიკის აკრედიტაციის ორგანიზაციებთან მიმდინარეობდა, მაგრამ მერე ეს არ გამოვიდა. საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით გვყავს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომელთაც საექსპერტო კვალიფიკაცია აქვთ და ობიექტური შეფასება შეუძლიათ, საერთაშორისო სტანდარტებით ალბათ სულ 500-600. ჰუმანიტარულ სფეროში ძალიან ჭირს, უფრო მეტად გვიჭირს სოციალურ მეცნიერებებში, ცოტა მეტია საბუნებისმეტყველო დარგებში.  სამწუხაროდ, ბევრს ქვია პროფესორი, მაგრამ ვისაც პუბლიკაციები და  სათანადო გამოცდილება აქვს, ასეთი ხალხი ქართული საზოგადოების უმცირეს ნაწილს შეადგენს.  საბოლოო ჯამში აკრედიტაციის ცენტრი უმაღლესი განათლების სამინისტროდ გადაიქცა. არადა იდეა რა იყო?- შენზე ბევრად კვალიფიციური კადრი გეხმარება სტანდარტის და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში და არა ვიღაც ჩინოვნიკი გაურკვეველ საბუთებზე დაყრდნობით ფორმალურად გაძლევს ან გართმევს აკრედიტაციას. დღეს ეს ფორმალური პროცესია. ამერიკაში, რომელიც აკრედიტაციის პიონერად ითვლება და ახლა უკვე ევროპაშიც, ეს პროცესი ერთი-ორი წელი გრძელდება. საქართველოში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ისევ ყველაფერი  საბჭოთა სისტემას დაემსგავსა. როცა კვალიფიციური ექსპერტების დეფიციტს განიცდი და ხვდები, რომ პროცესი ფორმალური გახდა, შეიძლება მარტივი გამოსავლის პოვნა. თუ ინსტიტუტს ყავს საერთაშორისო დონის მკვლევარი-პროფესორი, სამეცნიერი სტატიებს აქვეყნებს თავის ციტირებით და ა.შ. უნდა მიხვდე, რომ იმ ფაკულტეტის აკრედიტაცია  საჭირო აღარაა. ან გაითვალისწინონ ამერიკული მოდელი, სადაც არსებობს საინჟინრო ასოციაცია და საინჟინრო ფაკულტებებს შეუძლიათ აკრედიტაციის ცენტრის ნაცვლად მაგალითად ასეთ ასოციაციებში გაიარონ აკრედიტაცია."

       თავად აკრედიტაციის ცენტრში გამოსავალი რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაში ნახეს. შემოწმების პარალელურად ახალი კანონპროექტი მოამზადეს და აუდიტის დასკვნის  გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე პარლამენტში წარადგინეს. განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ამბობს, რომ აქამდე ისინი უმაღლეს სასწავლებლებს მხოლოდ კი-ს ან არას ეუბნებოდნენ.  არ არსებობდა  ამ გადაწყვეტილებების გადახედვის მექანიზმი . ამ კანონპროექტით კი შეიქმნება სააპელაციო კომისია, სადაც უკმაყოფილო უმაღლესს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ექნება. მეორე ცვლილებით, სამთვიანი პერიოდი, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრი აქამდეც არაეფექტურად იყენებდა, 6 თვემდე გაზარდეს. გაუგებარია რატომ, მაგრამ უკვე მინიჭებული აკრედიტაციების მოქმედების ვადაც 5-დან 7 წლამდე გახანგრძლივდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შიდა აუდიტის უფროსი სალომე ბენაშვილი გვპირდება, რომ 7 წელიწადში, ე.ი. რეაკრედიტაციის დროს ექსპერტს აუცილებლად პროფესორის ცენზი და სპეციალიზაციაც შესამოწმებელი საგნის მიმართულებით ექნება. მანამდე კი სტუდენტები  ბედის და მონიტორინგის იმედად რჩებიან, რომელიც სხვათაშორის იმავე აუდიტის შეფასებით და სტუდენტთა გამოკითხვით აქამდე არასდროს ჩატარებულა.

       წესების გამკაცრება და აკრედიტაციის გართულება შედეგს ვერ მოიტანს, ამბობს გიგი თევზაძე და მის პოზიციას ასე ხსნის: "ესაა თვალებში ნაცრის შეყრა. ეს ცენტრი სამინისტროს მიერ უნივერსიტეტების კონტროლის კლასიკურ მექანიზმად იქცა. ახლა კიდევ უფრო გაართულეს  პროცესი და ფაქტობრივად ავტორიზაციას  აკრედიტაციის ფუნქციები მისცეს. პრობლემა ის კი არაა, რომ ართულებენ ამ კრიტერიუმებს,  არამედ ის, რატომ აბუნდოვანებენ. კარგი, დავუშვათ შესანიშნავი ექსპერტი დაწერს დასკვნას, მაგრამ აკრედიტაციას ხომ ჩინოვნიკი გასცემს. ანუ ჩაკეტილი წრეა ---აკრედიტაციის გარეშე უნივერსიტეტი ვერ მიიღებს სახელმწიფო გრანტს, აკრედიტაციას კი გასცემს ისევ სახელმწიფო. კარგი, ცნობილი და გამორჩეული არის ის სიტემები, სადაც სახელმწიფო არის არა მაკონტროლებელი, არამედ დამხმარე - სადაც სახელმწიფო არ ფლობს უმაღლესებს, სადაც სახელმწიფო არ ფლობს აკრედიტაციის ორგანოებს-ამერიკა, კანადა ავსტრალია! სწორედ აქ არის მაღალი დონის უნვერსიტეტები. გამოსავალი პირველ რიგში არის განსახელმწიფოებრიობა და მერე ავირჩიოთ ამერიკული სისტემა გვირჩევნია თუ ევროპული".   

       აკრედიტაციის ცენტრის საკანონმდებლო ინიციატივას ვერც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეთანხმებიან . ირაკლი წიწილაშვილი მიიჩნევს, რომ ვადების გახანგრძლივება სიტუაციას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის, მიზანი სტანდარტის გაზრდა, განვითარებადი უნივერსიტეტების ამოქაჩვა უნდა გახდეს, რომ უფრო მაღლა მდგომს და განვითარებულს მეტი სტიმული მიეცეს, და ამ კონკურენციაში გაიზარდოს განათლების ხარისხი. ამბობენ, რომ აკრედიტაციის ცენტრის შემოწმებით,  მათ მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხეს კითხვას, რამდენად შეესაბამება  სასწავლო პროგრამები საერთაშორისო სტანდარტს და კურსდამთავრებულების შეფასებით, რატომ აკლიათ პროფესიული და პრაქტიკული ცოდნა განათლების შესაბამის სფეროში.  მათ მიერ მიღებული განათლება რატომ არ პასუხობს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს. ირაკლი წიწილაშვილი ამბობს, რომ შემდეგი რევიზია თავად სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩატარდება: " რასაკვირველია ყველაზე დიდი უნივერსიტეტებიდან დავიწყებთ. საინტერესოა, თავად ისინი რამდენად უზრუნველყოფენ ხარისხის შიდა მექანიზმებს--ხარისხიან სწავლებას, დასწრებას, ლექტორთა კვალიფიკაციას, პრაქტიკულ მეცადინეობებს, კოლოქვიუმებს, გამოცდებს და ა.შ. საუკეთესო მოლოდინები არც ახლა გვაქვს."

       "უფრო დიდ პრობლემებს წააწყდებიან, თუ უნივერსიტეტების შემოწმებას დაიწყებენ . თუ ისინი პროფესორების კვლევით პოტენციალს შეისწავლიან , უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა ცუდ დღეში აღმოჩნდება. სამეცნიერო  კვლევები, რომელიც საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული ციტირებით, ძალიან ჭირს საქართველოში. აქ ლექციებს კითხულობენ, იმიტომ რომ კითხულობენ, მოსწონთ ლექტორობა და მორჩა. აღმოაჩენენ, რომ უმაღლესების უმრავლესობას მთელ რიგ დარგებში შეუძლებელია სადოქტორო პროგრამა ჰქონდეთ, მათ კი ჰყავთ ფორმალურად მეცნიერები, მაგრამ ამ მეცნიერებს დარგის წინაშე დამსახურება არა აქვთ. ევროპული სტანდარტებით რომ შეამოწმონ უმაღლესები,  დარჩება ალბათ ერთი ან ორი უნივერსიტეტი, რომელსაც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის გაძღოლის უნარი აქვს. და რას იზამენ, დახურავენ სხვებს?"- კითხულობს გიგი თევზაძე.

       სანამ შემოწმება დასრულდება,   უმაღლესებში არსებულ სიტუაციაზე  "ერასმუს +" -ის ეროვნული ოფისის კოორდინატორს, ლიკა ღლონტს გავესაუბრეთ.  გერმანიაში სადოქტორო ხარისხის დაცვის შემდეგ ის წლებია ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს და 2007 წლიდან სტუდენტთა გაცვლის ყველაზე დიდ პროგრამას ხელმძღვანელობს. ჩვენი ინტერვიუ მისი ინიციატივით ჩატარებულმა ბოლო კვლევამაც განაპირობა, რომელიც განათლების სისტემაში პლაგიატის მიმართ დამოკიდებულებას სწავლობდა. eugeorgia.info-ს მკითხველი  ამ კვლევის შედეგებს პირველი გაეცნობა, მანამდე კი განათლების ხარისხის შიდა მექანიზმებზე ზოგიერთი დასკვნის გაკეთება, ვფიქრობთ ამ ინტერვიუდანაც შეიძლება.

- ყოველწლიურად "ერასმუმს+"-ის პროგრამით  დაახლოებით 350 სტუდენტი მიდის, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა ბაკალავრია.შეიძლება ითქვას, რომ 60% საჭირო კრედიტების რაოდენობას ვერ აგროვებს და გაცვლითი პროგრამით სწავლა უჭირთ.ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა, ფაქტობრივად ერთეული შემთხვევები, როცა აქედან გაცვლითი პროგრამით წასული სტუდენტები სრულად ფარავენ წინასწარ დაგეგმილ სასწავლო კურსს.

- და ეს მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არჩევთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს?

- დიახ, გაცვლით პროგრამაზე უზარმაზარი კონკურსია, დაახლოებით 20 განაცხადი ერთ ადგილზე და ისიც ყველაზე უფრო მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა შორის. ისინი გადიან რამდენიმესაფეხურიან გამოცდას: აუცილებელია მაღალი აკადემიური მოსწრება, შესარჩევი კონკურსები, აბარებენ ტესტებს, ენის საკვალიფიკაციო გამოცდას, წერენ სამოტივაციო წერილს.  და რას ვიღებთ? საუკეთესო ქართველი სტუდენტების  უმრავლესობა ევროპაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უზარმაზარ პრობლემებს აწყდება.  მხოლოდ ერთეულები ახერხებენ საჭირო კრედიტების დაგროვებას. სემესტრში 30-40 კრედიტის დაგროვებაა აუცილებელი, ისინი აგროვებენ 12-ს ან 20-ს. მარტო ენის ბარიერი არაა აქ მთავარი წინაღობა, იქ  სხვა სწავლის კულტურა, სხვა მოთხოვნებია, არის სოციალური სიმწიფის ხარისხიც, ერთი სიტყვით, ძალიან უჭირთ. როგორც წესი, თბილისში დაბრუნებულებს ამ ჩამორჩენის დასაფარად დამატებითი სემესტრის აღება უწევთ. მხოლოდ ეს მაგალითი აჩვენებს საგანმანათლებლო კუთხით რამხელა პრობლემის წინაშე დგანან ქართული უმაღლესები.

- თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა, რომ ქართველი სტუდენტების მომზადების დონე იზრდება?

- 7 წელია სიტუაცია არ უმჯობესდება. ადრე ამ პროგრამაში  17 უნივერსიტეტი მონაწილეობდა,  ახლა უკვე 25 ქართული უმაღლესია ჩართული. სექტემბერში დავითვლით  ზუსტ მონაცემებს, რამდენი და რომელი ფაკულტეტის სტუდენტები ვერ აგროვებენ აუცილებელ ქულებს. ისიც უნდა ითქვას, რომ განსხვავებულია მასპინძელი უნივერსიტეტის მიდგომაც, ჩეხეთის და რუმინეთის ზოგიერთი უნივერსიტეტი ბევრ რამეზე თვალს ხუჭავს. ქართველ სტუდენტებს ყველაზე მეტად სკანდინავიის ქვეყნებში უჭირთ სწავლა. ეს მარტივად გამოჩნდა კონკურსის დროს. ერთბაშად ყველას რუმინეთში მოუნდა წასვლა, გაგვიკვირდა ამ ქვეყნით ასეთი დაინტერესება და რომ ჩავეძიეთ, აღმოჩნდა, რომ იქ გაცილებით იოლად წერენ ნიშნებს. ეს ინფორმაცია უცბად გავრცელდა სტუდენტებში და ასეთ უნივერსიტეტებზე მოთხოვნაც ამან განაპირობა, ამიტომ სექტემბერში ჩვენ უკვე ვაპირებთ გამოკვლევას, რატომ და ყველაზე მეტად რის სწავლა უჭირთ ქართველ ბავშვებს.

- ისე პირველ რიგში ეს ალბათ უნივერსიტეტებს უნდა აინტერესებდეთ, რომ უკეთ მოამზადონ თავისი სტუდენტები გაცვლითი პროგრამისთვის?

- გაგიკვირდებათ და მე ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. არცერთი უნივერსიტეტი დეტალურ ანალიზს არ აკეთებს. მართალია, თესეუს უცხოეთის განყოფილება ატარებს სპეციალურ გამოკითხვებს, მაგრამ რომ გითხრათ, მათ გამოკითხვებს ან დეკანატები ან ხარისხის კონტროლის სამსახური ან პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ და დეტალურად არჩევენ - რასაკვირველია, არა!გორის უნივერსიტეტი ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც მიღებულ შედეგზე რაღაც ტიპის რეაგირება მოახდინა. როცა საუკეთესო სტუდენტებმა 60-დან 12 კრედიტის დაგროვება ძლივს შეძლეს, ინგლისური ენის საათების რაოდენობა  გაზარდეს.უფრო მეტსაც გეტყვით, ისე აგზავნიან გაცვლით პროგრამებზე სტუდენტებს, რომ ბევრი უნივერსიტეტი არც ინტერესდება სასწავლო ხელშეკრულებით, რომელზეც ან დეკანატი ან ხარისხის სამსახური აწერს ხელს. ესეც ავტომატურად ხდება, არც იხედებიან შიგ, არ კითხულობენ რა საგნებს გაივლის სტუდენტი უცხოეთში, არ მსჯელობენ  რა სჯობს, რომ სტუდენტმა იქ ისწავლოს. მერე აქ ჩამოსულებს იქ მიღებულ კრედიტებს არ უთვლიან და ამბობენ, რომ ეს საგანი მათ პროგრამაში არაა გათვალისწინებული და არ აღიარებს საკუთარი ფაკულტეტი. არადა გაცვლის მიზანი ხომ ისაა, რომ ევროპული ცოდნა სტუდენტმა მაქსიმალურად გამოიყენოს.

- ცოტა ხნის წინ თქვენ აკადემიურ წრეებში პლაგიატის მიმართ დამოკიდებულებაც შეისწავლეთ. ერთი სიტყვით როგორ შეაფასებთ სიტუაციას?

- ტრაგედია. თუ ვსაუბრობთ უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ინტერნაციონალიზაციაზე, გვსურს, რომ ევროპული უნივერსიტეტები ჩვენთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, ისინი უნდა გვენდობოდნენ. პლაგიატი ეს არის თემა, რომელიც ყველზე მეტად აზიანებს უმაღლესი განათლების ხარისხს. ჩვენ  ღარიბი, პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ იდეები მოვიპაროთ. ეს ნიშნავს, რომ მე როგორც პროფესორი არაფერს ვქმნი, მე პროფესორი კი არა ფიქცია ვარ! მაშინ  როგორ უნდა ვითანამშრომლო წამყვან ევროპელ კოლეგებთან. ჩვენთან გაორებული წარმოდგენები და სტანდარტებია აკადემიურ ღირსებაზე. გამოჩნდა ისიც, რომ იმ იშვიათ შემთხვევებშიც, როცა პლაგიატზე ტყდება სკანდალები, ესეც პირადი შურისძიების მეთოდია.

75 უნივერსიტეტში დავაგზავნეთ შეთავაზება მიეღოთ კვლევაში მონაწილეობა, მხოლოდ 38 უნივერსიტეტი გამოგვეხმაურა. კვლევა შეეხებოდა სახელმძღვანელოებს, სასწავლო პროგრამებს, სამეცნიერო წერილებს, სამეცნიერო კურსებს, დისერტაციებს.

მთელი წლის განმავლობაში ვატარებდით ჩაღრმავებულ კვლევას, მათ შორის ფოკუსჯგუფებშიც. და დავდეთ დასკვნა, უმაღლესი განათლების კიდევ ერთი უზარმაზარი ტრაგედია არის პლაგიატი! გამოჩნდა, რომ ქართული აკადემიური საზოგადოება არაა მზად ებრძოლოს პლაგიატს. პასუხი ცალსახაა, სტუდენტების დამოკიდებულება ბევრად დამაიმედებელია, ვიდრე პროფესურ-მასწავლებლების.

- პლაგიატი პლაგიატად, მაგრამ იმით მაინც თუ დავიმშვიდებთ თავს, რომ ქართული სახელმძღვანელოები, სასწავლო მეთოდიკა ან დისერტაციები აშშ-დან, კანადიდან ან ევროპული სამეცნიერო მასალებიდან არის გადმოწერილი? თუ აბსოლუტური უმრავლესობა მოძველებული რუსული წიგნების ასლია?

- რა თქმა უნდა რუსული სახელმძღვანელოები ჭარბობს. უფრო მეტსაც გეტყვით, აღმოჩნდა ასეთი სქემა, სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელები, რომლებმაც სხვა ენა არ იციან, იციან მხოლოდ რუსული, თავიანთ დოქტორანტებს სთხოვენ, სტატიები რუსულიდან უთარგმნონ ინგლისურად და მერე ამას საკუთარ პუბლიკაციად ასაღებენ. ფაქტია, რომ დოქტორანტებს მთარგმნელ მონებად იყენებენ.

- და ამის მიუხედავად ევროპასთან გაცვლით პროგრამებში სულ უფრო მეტი სტუდენტი ერთვება?

- დიახ, ერასმუსის პროგრამა საქართველოში ძალიან წარმატებულია, მაგრამ ეს არ არის აქაური უმაღლესი განათლების ხარისხის “დამსახურება”, მათ ქვეყანა და ხალხი აინტერესებთ. იმის მიუხედავად, რომ სტუდენტებს იქ სწავლა ძალიან უჭირთ, ისინი მაინც ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ, მსოფლმხედველობა, სწავლისადმი მიდგომები ეცვლებათ, შედარების საშუალება აქვთ და აქ ჩამოსულებს უნივერსიტეტებში გამეფებული სიტუაცია და სწავლების ხარისხი აღარ აკმაყოფილებთ. მაგალითად,  ახლადშექმნილი  "აუდიტორია 115" აკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, ანუ გარე შემოწმებას ითხოვს. მეც ვფიქრობ, ასეთ პატარა ქვეყანაში, ასეთი შეზღუდული აკადემიური რესურსით, ეს აუცილებელია. ახლა ილიაუნი ამოწმებს თესეუს და პირიქით, ორივე კარგად ხვდება, როგორ უნდა მოიქცნენ. თუ 80 მილიონიანი გერმანია თავისი განსხვავებული აკადემიური კულტურით და სწავლისადმი სწორი დამოკიდებულებით, სავალდებულოდ თვლის, აკრედიტაციის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას და მათ შეფასებას , ჩვენ რა დაგვემართა?! ალბათ, ეს ცოტა პოლიტიკური საკითხია. გარე რეფერირებაზე და უცხოელი ექსპერტების მოწვევაზე სულ მინიმუმ 6-7 წელია ვსაუბრობთ, ხან ფული იყო პრობლემა, ხან უცხო ენა.  მერე დიდხანს დაობდნენ, ვის უნდა ეთარგმნა ეს პროგრამები, ხან კვალიფიკაციაზე ნერვიულობდნენ, და ახლა ისევ ყველაფერი გაიყინა. მე მაინც ვფიქრობ, სურვილის შემთხვევაში ყველა პრობლემის გადაჭრა შეიძლება.

 

ეკა სარია

წაკითხულია
13479
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" : სურსათის უვნებლობის სფეროს რეფორმა ნელი ტემპით მიმდინარეობს

"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" : სურსათის უვნებლობის სფეროს რეფორმა ნელი ტემპით მიმდინარეობს

"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" უკვე 4 წელია, რაც სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების წლიურ ანგარიშებს აქვეყნებს. ფონდმა უკვე მოამზადა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების 2014 წლის წინასწარი ანგარიში. www.eugeorgia.info წინასწარი ანგარიში

05 მაისი 2015 | 16:29 ეკონომიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner