banner
09 სექტემბერი 2016 | 19:05 სოფლის მეურნეობა

სამაცივრე მეურნეობები სეზონურად და ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობენ

სამაცივრე მეურნეობები სეზონურად და ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობენ

ხელისუფლებამ 2013 წლიდან დღემდე სამაცივრე მეურნეობების მოწყობის  მიზნით 5 417 850 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი გასცა


ადგილობრივი წარმოების პროდუქცია საქართველოში არსებული სამაცივრე ინფრასტრუქტურის სრულად დატვირთვისთვის საკმარისი არ არის. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ახალი სამაცივრე მეურნეობების მოწყობას აფინანსებს.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა აუცილებელია იმისთვის, რომ მწარმოებლებმა  და რეალიზატორებმა პროდუქციის  სათანადოდ შენახვა და არასეზონზე  მისი უფრო მაღალ ფასად გაყიდვა შეძლონ.  თუმცა, კვლევები მოწმობს, რომ საქართველოში არსებული სამაცივრე ბიზნესი ამჟამად ძირითადად იმპორტული პროდუქციის შენახვაზე მუშაობს. საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 27  სამაცივრე მეურნეობა მუშაობდა და იქ  134,5 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა. ოფიციალური მონაცემებით, სამაცივრე საწარმოებში შენახული  პროდუქციის  ყველაზე დიდი ნაწილი იმპორტულ ხორცს და ხორცპროდუქტებს უკავია.  შემდეგ მოდის თევზეული,  ხილი და ბოსტნეული.

როგორც კვლევები აჩვენებს, საქართველოში არსებული სამაცივრე მეურნეობები სეზონურად და ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობენ -  სრული დატვირთვით მუშაობისთვის მათ პროდუქცია არ ჰყოფნით.

სამაცივრე მეურნეობა,  სადაც 260 ტონა ხილის შენახვა შეიძლება,  შპს „ელენიქსტამ“ პროექტის - " შეღავათიანი აგროკრედიტის"  ფარგლებში აღებული სესხით  მოაწყო. საწარმო ქარელის რაიონის სოფელ სამწევრისში მდებარეობს. მისი მოწყობა 270 000 აშშ დოლარი დაჯდა. „ელენიქსტა“ მცივარში ძირითადად ვაშლს, ქლიავს, მსხალს და ატამს ინახავს.  ამჟამად მეურნეობა მხოლოდ 30%-ით არის დატვირთული: "სამაცივრე მეურნეობა რამდენიმე თვეა მუშაობს. ჩვენ წლებია ხილის ბიზნესით ვართ დაკავებული. ეს ბიზნესი რომ არ გვქონოდა, სამაცივრე მეურნეობის მუშაობას, ალბათ, ვერ შევძლებდით. მაცივარში ამჟამად მხოლოდ ჩვენს მიერ მოყვანილი და შეძენილი პროდუქცია ინახება. ხილის შენახვაზე დიდი მოთხოვნა არ არის.  ცოტაა პროდუქცია და  ხარისხიანი პროდუქტის შერჩევაც ჭირს. იმისთვის, რომ ხილი მაცივარში კარგად შეინახოს, არ უნდა იყოს დაზიანებული, არც გადამწიფებული.  მისი მოკრეფის დროს ტექნოლოგიური ციკლი უნდა იყოს დაცული. ფერმერმა უნდა იცოდეს, როდის, როგორ ტემპერატურაზე და შაქრიანობის რა დროს უნდა მოკრიფოს ხილი.  მოკრეფის შემდეგ ის უნდა დაფასოვდეს ზომისა და ხარისხის მიხედვით და სპეციალურ ტარაში მოთავსდეს. სხვა შემთხვევაში, გაფუჭდება. ასეთი პროდუქციის შერჩევა ძალიან რთულია. ჩვენს სამაცივრე მეურნეობაში ქლიავი და ატამი მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში ინახება. რამენიმე თვის განმავლობაში ვაშლის, მსხლის და ყურძნის შენახვაა შესაძლებელი. ევროკავშირში ექსპორტზე არ ვფიქრობთ: ხარისხიანი პროდუქცია ცოტაა, ევროკავშირი კი საუკეთესო ხარისხის ხილის სტაბილურ მიწოდებას ითხოვს. ამჟამად მხოლოდ შიდა ბაზარზე ვართ ორიენტირებული," -  ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში „ელენიქსტას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კვირიკაძე. 

ხარისხიანი ხილის შერჩევა პრობლემაა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში არსებული სამაცივრე მეურნეობისთვისაც. მეურნეობა, რომელიც მთლიანად თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, USAID/REAP–ის მხარდაჭერით გაკეთდა. მას ერთდროულად 250 ტონა ხილის მიღება-გადამუშავება შეუძლია. საწარმოს მოწყობა 413 000 აშშ დოლარი დაჯდა. "ელენიქსტას" მსგავსად ეს სამაცივრე მეურნეობაც სეზონურად და ნახევარი დატვირთვით მუშაობს. "ატამს და ვაშლატამას ძირითადად ადგილობრივი ფერმერებისგან ვიბარებთ.  1 კგ-ს  50-80 თეთრად ვყიდულობთ და შემდეგ 60 ცენტად ვყიდით.  მოგების ძალიან დაბალ მარჟაზე ვმუშაობთ. მაღალი გადასახადების გამო მაცივარში პროდუქციის შენახვა ძვირია. ნახევარი დატვირთვით მუშაობდა მაცივარი და  ერთ თვეში ელექტროენერგიის გადასახადის სახით 966 ლარი გადავიხადეთ," - აცხადებს  სამაცივრე მეურნეობის დამფუძნებელი  და ხელმძღვანელი, მარინა აკოლაშვილი, - "მაცივარში შენახულ  პროდუქციას  სეზონზევე ვყიდით, რადგან ატამი მხოლოდ ერთი თვის განმვლობაში ინახება. ხილი ძირითადად ექსპორტზე რუსეთსა და უკრაინაში გაგვაქვს. ევროკავშირში  გატანაზე ფიქრი ახლა არარეალურია. მართალია, ჩვენი ატამი ადრე შემოდის, მაგრამ ჩვენს შემდეგ ატმის მოსავალს მალევე იღებს საბერძნეთი და სერბეთი. მათი დიდი მოსავალი აქვთ, თანც უფრო ხარისხიანი და იაფი. ადგილობრივ ბაზარზეც ნაკლებად ვყიდით:  საქართველოში მაცივარში შენახული პროდუქცია არ მოსწონთ. ასეთ ხილს შემდეგშიც დაბალ ტემპერატურულ რეჟიმზე შენახვა სჭირდება. აგრარულ ბაზრებში და მაღაზიათა ქსელში შენახვის ასეთი პირობები არ არის და ამიტომ იქ სამაცივრე მეურნეობიდან შეტანილი  ხილი მალე ფუჭდება. ასეთი ხილის სათანადოდ შენახვა მხოლოდ მსხვილ მაღაზიათა ქსელს შეუძლია.  მაცივარში ახლა არაფერი აღარ გვაქვს: შენახული ხილი  სულ ამოვყიდეთ. სამაცივრე მეურნეობაში ყურძნის შენახვაც შეგვიძლია, მაგრამ წელს ყურძენი ძალიან დაზიანებულია და არ ვიბარებთ. სეზონზე კარალიოკს და ხურმასაც ვიბარებთ.  ხურმის ჩაბარება პრობლემურია. ცოტა მომწიფებული ხურმა რომ შეგეპაროს, შემდეგ ის ეთილს გამოყოფს და  ყველას ამწიფებს. ხარისხიანი  და ტექნოლოგიური ციკლის დაცვით მოკრეფილი ხილის შეძენა ძალიან გვიჭირს. გლეხებს ამ ციკლის შესახებ ცოდნა არა აქვთ. ვაპირებთ, რომ  იმ ფერმერებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ხეხილის სწორად მოვლის და ხილის მოკრეფის ტექნოლოგიური ციკლის შესახებ სემინარი ჩავუტაროთ და ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ." 

სამაცივრე მეურნეობების მოწყობას პროგრამა - "შეღავათიანი აგროკრედიტი" აფინანსებს. როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, 2013 წლიდან დღემდე სამაცივრე მეურნეობების მოწყობის  მიზნით 38 ბენეფიციარზე  5 417 850 აშშ დოლარია გაცემული.

სამაცივრე ინფრასტრუქტურის მშენებლობას აფინანსებს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტიც.  www.eugeorgia.info  ამ პროექტის მენეჯერს, რევაზ ასათიანს ესაუბრა.

- პროექტში გვაქვს შემნახველი საწარმოების კომპონენტი.  ეს კომპონენტი მთავრობის განკარგულების საფუძველზე 2015 წლის ნოემბერში დაგვემატა.  4 ბენეფიციარი გვყავს უკვე. აქედან ერთი  სამაცივრე  მეურნეობა  ბოლნისში შენდება, დანარჩენები კი ხობში, კასპსა და  საგარეჯოში. ბოლნისის რაიონის სოფელ სავანეთში სასაწყობე მეურნეობა უკვე შენდება.  ის 1800 ტონა კარტოფილის შენახვაზეა გათვლილი. ამ მეურნეობის მოწყობაზე  660 348 აშშ დოლარი დაიხარჯება.  აქედან  330 000 აშშ დოლარი  კრედიტია, 80 000 დოლარი თვითონ ბენეფიციარის თანამონაწილეობაა, დანარჩენი თანხა კი გრანტია. დანარჩენ სამ ბენეფიციართან ამ ეტაპზე მოსამზადებელი საკონსულტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 - რა პირობებით ხდება სესხის გაცემა?

- ერთ-ერთი მთავარი პირობაა ის, რომ ასეთი საწარმოს ტევადობა 500 ტონაზე ნაკლები არ უნდა იყოს, გრანტის მოცულობა კი 250 000 დოლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამაზე მეტ თანხას ჩვენ ვერ გავცემთ.  თანხის სტრუქტურა ასეთია: 40% არის გრანტი, 50% შეღავათიანი აგროკრედიტის თანხაა, ხოლო 10% საკუთარი თანადაფინანსება. კიდევ ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ მეურნეობა თანამედროვე  საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

- რა საბუთებს ითხოვთ მეწარმეებისგან და როგორ დგინდება ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილზე სამაცივრე მეურნეობის  მშენებლობის აუცილებლობა?

- მეწარმემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დასაბუთების წერილი იმ რაიონის სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო ცენტრიდან, სადაც შემნახველი-სამაცივრე საწარმოს შექმნა იგეგმება, შესაბამისი ტექნოლოგიების არსებობის დამადასტურებელი ცნობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან   და ხარჯთაღრიცხვის შესახებ  აუდიტორული კომპანიების მიერ მომზადებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ თანხა, რომელსაც ბენეფიციარი ითხოვს, რეალური და ადეკვატურია.

- თუ სწორად გავიგე, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრმა უნდა განსაზღვროს, რომ არსებობს რაიონში პროდუქციის შენახვის  და სამაცივრე მეურნეობის საჭიროება და აუცილებლობა?

- ჩვენს მიერ განსაზღვრულია საქართველოს ესა თუ ის რეგიონი  რომელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზეა სპეციალიზებული. ამასაც აქვს მნიშვნელობა. საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში იციან,  რა კულტურა მოდის მათ  რაიონში.  შესაბამისად,  როცა ადამიანი აპირებს  შემნახველი საწარმოს შექმნას,  რა თქმა უნდა, ის უნდა პასუხობდეს იმ რეგიონის  სპეციალიზაციას.

-  სხვა რამ მაინტერესებს. 36  ბენეფიციარი უკვე არის სხვა პროექტის ფარგლებში დაფინანსებული. 2013 წლიდან დღემდე შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 36 მეწარმეს  ჯამში  5 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხა აქვს აღებული. ამავე დროს არსებობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევა, რომლის თანახმადაც 2014 წელს ქვეყანაში 57 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, 2016 წლის პირველ ნახევარში კი მხოლოდ 27.  თქვენ გაქვთ რაიმე კვლევა, რაც ადასტურებს, რომ ბაზარზე არის სამაცივრე მეურნეობების საჭიროება და პერსპექტივა?  ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ  გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს სამაცივრე  მეურნეობა არ გაკოტრდება?

- შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში რა ტიპის სამაცივრე მეურნეობები  ფინანსდება, ეს ინფორმაცია არ მაქვს. იმ 57 საწარმოდან რამდენს აქვს  თანამედროვე სტანდარტები დანერგილი, არ ვიცი. მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ძალიან რთულია ძველი სამაცივრე მეურნეობები ISO-ს და HACCP-ის სტანდარტებს მოარგო. ზოგჯერ კი ამ საწარმოების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა საერთოდ შეუძლებელია. ამიტომ ავიღეთ ორიენტაცია ახალი საწარმოების შექმნაზე.

ჩვენ ახალი საწარმოებისგან ვითხოვთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას. რა თქმა უნდა, ასეთი საწარმოები კონკურენციასაც გაუძლებენ და ის პროდუქციაც, რომელიც  იქ შეინახება,  კონკურენტუნარიანი იქნება. შესაძლოა, დღემდე არსებული საწარმოებდან ზოგს ჰქონდეს ISO და HACCP დანერგილი, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ვერი იქნება  ისეთი მაღალი სტანდარტის, რასაც ჩვენ ვითხოვთ.  რაც შეეხება ბაზრის კვლევას,  შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას, შესაძლოა, ასეთი კვლევა ჩატარებული აქვს. მე ასეთ კვლევას არ ვიცნობ.

 

ციფრები და სტატისტიკური ინფორმაცია

საქართველოში ამჟამად 27  სამაცივრე მეურნეობაა. მათი დიდი ნაწილი თბილისსა (40,7%) და იმერეთშია (22,2%) განთავსებული.

2016 წლის  პირველ ნახევარში სამაცივრე მეურნეობები 14 199მომხმარებელს მოემსახურნენ და პროდუქცია 739  პირისგან იყიდეს.

სამაცივრე მეურნეობებში  ყოველთვიურად 988 ადამიანია დასაქმებული.

2016 წლის  პირველ ნახევარში მაცივრებში შენახული იყო 134,5ათასი ტონაპროდუქცია.

სამაცივრე მეურნეობებში შენახული  პროდუქციიდან  ყველაზე დიდი ნაწილიხორცს და ხორცპროდუქტებს უკავია.  შემდეგ მოდის თევზეული,  ხილი და ბოსტნეული.

სამაცივრე მეურნეობებმა წლის პირველ ნახევარში შემდგომი რეალიზაციის მიზნით 9.52 ათასი ტონა პროდუქცია შეიძინეს. მათ მიერ გაწეული მომსახურების საფასურმა კი - 8,1მლნ ლარი შეადგინა.

2016 წლის  პირველ ნახევარში სამაცივრე მეურნეობებმა 21.7მლნ ლარისღირებულების პროდუქცია გაყიდეს.  საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში დიდი ნაწილი იმპორტულ პროდუქციაზე  მოდის.

სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დიდი წილი ქათმის ხორცზე მოდის.

2014 წელს საქართველოში 57 სამაცივრე მეურნეობა მუშაობდა და იქ 164 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა. აქედან 66.8% იყო საქონლის ხორცი, 12.6% - თევზი, 11.4% - ქათმის ხორცი, 3.9% - კარაქი, 3.2% -  ბანანი,

2014 წელს სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მოცულობის 95% ვაშლზე მოდიოდა.

ამავე პერიოდში თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი იყო სამაცივრე მეურნეობების 33.3%, ნაწილობრივ - 49%, ხოლო საერთოდ არ იყო აღჭურვილი 17.6%. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სამაცივრე მეურნეობებში მიაჩნდათ, რომ კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა: დაბალი მოთხოვნა მომსახურებაზე - 26.4%; შესაბამისი აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების არქონა -20.8%,  მაღალი კომუნალური გადასახადები - 15.1% ; ფინანსურ რესურსებზე სუსტი წვდომა -11.3%; მაღალი გადასახადები - 9,4%; მწარმოებლებთან კავშირის არქონა  - 5,7% ; თანამშრომელთა კვალიფიკაცია - 3,8%.

 

 

წაკითხულია
20982
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის  სამაცივრე მეურნეობების კომპონენტი თვის ბოლომდე ამოქმედდება

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის სამაცივრე მეურნეობების კომპონენტი თვის ბოლომდე ამოქმედდება

საქართველოს ევროკავშირში კურკოვანი კულტურის ექსპორტის შესაძლებლობა იანვრიდან მარტამდე აქვს, როდესაც ევროპაში ატმის, ვაშლატამას, ალუბლის, გარგარისა და ქლიავის დეფიციტია. თუმცა, წლის ამ მონაკვეთში კურკოვანი კულტურის დეფიციტია საქართველოშიც. 2015 წლის იანვრი

12 თებერვალი 2016 | 16:18 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner