banner
12 ოქტომბერი 2016 | 16:30 სოფლის მეურნეობა

სოციალური ინტერვენცია თუ თავისუფალი ბაზრის ხელშეწყობა?

სოციალური ინტერვენცია თუ თავისუფალი ბაზრის ხელშეწყობა?

რამდენად გამართლებულია სოფლის მეურნეობის სუბსიდირება?

ევროკავშირში სოფლის მეურნეობა ერთადერთი სექტორია, რომელიც 100%-ით გაერთიანების ბიუჯეტიდან ფინანსდება. სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ევროპელ გადამხდელს დღეში 30 ევროცენტი უჯდება. აგრარული სექტორის სუბსიდირება საქართველოშიც, სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით ხდება.  
Eugeorgia.info შეეცადა გაერკვია თუ როგორ მუშაობს ევროკავშირში სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში. ჩვენ მცირე მოკვლევა ჩავატარეთ და გავესაუბრეთ რამდენიმე სპეციალისტს.

 
ერთიანი აგრარული პოლიტიკა

აგრარული პოლიტიკის კუთხით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ხელმძღვანელობენ საერთო დოკუმენტით სახელწოდებით „ერთიანი აგრარული პოლიტიკა“. ის ორი ბურჯისგან შედგება - ეს არის სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და საბაზრო ზომების მიღება, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 308,73 მილიარდი ევრო და სასოფლო სამეურნეო მიწების განვითარება, რისთვისაც გამოყოფილია 99,55 მილიარდი ევრო.

2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა განახლებული დოკუმენტი, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს ევროკავშირის პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს აგრარულ სექტორში 2020 წლამდე. ამ დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის სასოფლო სამეურნეო დარგის ბიუჯეტი 2014-2020 წლებში შეადგენს 408,31 მილიარდ ევროს.

 
პირდაპირი გადახდების სისტემა (Direct Payments System)

ევროპელი ფერმერების სუბსიდირება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხორციელდება მეტწილად, „პირდაპირი გადახდების სისტემით“, რაც ითვალისწინებს ყოველწლიური ფინანსური სახსრების გაცემას ჰექტარების რაოდენობის მიხედვით.  

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ბენეფიციარი ხდება მხოლოდ ის ფერმერი, რომელიც სურსათის წარმოების და ფერმერული საქმიანობის ძალიან მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებს.  2015 წლიდან მოქმედი რეგულაციების მიხედვით,  წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან, შეადგინონ „ნეგატიური სიები“, რომელშიც მოხვდებიან ის ფერმერები, რომელთათვისაც აგრარული საქმიანობისგან მიღებული შემოსავალი ძირითად შესამოვალს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, თუ ფერმერი დასაქმებულია ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა:  აეროპორტები, რკინიგზა, წყალსადენი სადგურები, სპორტი და სარეკრეაციო ტერიტორია, მომსახურება უძრავი ქონების სფეროში, მცირდება იმის შანსი, რომ ის ევროკავშირის ბენეფიციარი გახდება. 

ფერმერთა სუბსიდირების პრაქტიკა გამოიყენება საქართველოშიც, თუმცა, როგორც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე განმარტავს, საქართველოში ცნება „ფერმერი“ განსაზღვრული არ არის, რაც იწვევს სასოფლო-სამეურნეო დარგის „ქაოტურ“ სუბსიდირებას.

„საქართველოში არ არსებობს იდენტიფიცირება, ვინ არის ფერმერი. შესაბამისად, როდესაც სუბსიდირება ხდება ქაოტურად, ეს ავტომატურად ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. მაგალითად, გაცემულია ვაუჩერი ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს თბილისში და საერთოდ არ ხნავს იმ მიწას, რომლისთვისაც თანხა აქვს აღებული. არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამას დაარეგულირებს. როდესაც თავიდან სახელმწიფომ დაიწყო სუბსიდირება, ეს იყო სწორი, რადგან დარგი იყო მიტოვებული და მას სჭირდებოდა ბიძგი. მაგრამ სუბსიდირება არ არის სწორი მექანიზმი იმისთვის, რომ სახელმწიფომ გადამხდელის გადასახადებით მოახდინოს ქაოტური სუბსიდირება“, - ამბობს ნინო ზამბახიძე.

 
რუსული ემბარგო და ბაზრის მხარდამჭერი ზომები

ევროკავშირის ფერმერების სუბსიდირების სქემაში მნიშვნელოვანი როლი უკავია ბაზრის მხარდამჭერ ზომებს. მაგალითად, თუ სტიქიამ ფერმერის მოსავალი გაანადგურა, ძალაში შედის მხარდამჭერი ზომების პაკეტი და ფერმერი დამატებით თანხას იღებს. ამ ხარჯებზე გათვალისწინებულია ევროკავშირის „ერთიანი აგრარული პოლიტიკის“ ბიუჯეტის თითქმის 10%.

ევროკავშირის აგრარულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ფერმერების მხარდაჭერას კრიზისულ პედიოდში. რუსეთის მხრიდან ემბარგოს დაწესების გამო, 2015 წლის ოქტომბერში ევროკომისიამ 500 მილიონი ევროს პაკეტი მიიღო იმ ფერმერების დასახმარებლად, რომლებიც მოსკოვის გადაწყვეტილების შედეგად დაზარალდნენ. ამ პაკეტის ფარგლებში, მაგალითად, გერმანიისთვის გამოიყო 69 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც გერმანიის ხელისუფლებამ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის სექტორების სუბსიდირებას მოახმარა.

ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ რუსული ემბარგოს მიუხედავად, ევროპული სასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 6,8 მილიარდი ევროთი ემბარგოს დაწესებიდან პირველ 12 თვეში, რაც მოხდა ევროკავშირის სწორი აგრარული პოლიტიკის და სხვა ბაზრებზე, კერძოდ აშშ-ში, ჩინეთში, შვეიცარიასა და აზიაში ფერმერების გასვლის ხელშეწყობით.

რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების შემდეგ საქართველომ ყურძნის დარგის სუბსიდირება გადაწყვიტა. მოგვიანებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო სამეურნეო დარგის სუბსიდირების სხვა პროგრამებიც აამოქმედა.

საქართველოში მოქმედებს სუბსიდირების რამდენიმე პროექტი და ხდება, ძირითადად, სამი პროდუქტის სუბსიდირება: ეს არის ყურძენი, ციტრუსი და ვაშლი. რაც შეეხება საწარმო საშუალებების სუბსიდირებას, მოქმედებს ხვნის ვაუჩერები, აგროსაშუალებების შეძენის ბარათები, რომელიც გლეხებზე ბოლო 4 წელიწადია გაიცემა. „აწარმოე საქართველოს“ შემთხვევაში კი საუბარია სუბსიდირებულ საპროცენტო განაკვეთზე: თუ ბაზარზე კრედიტის ფასი ლარში 14-15%-ია, სახელმწიფო გლეხის ნაცვლად 12%-ს იხდის. ხორციელდება ასევე, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა, აგროსაწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტი და აგროდაზღვევა.

ISET კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სუბსიდირების პროგრამა მეტწილად სოციალურ ხასიათს ატარებს, რის გამოც ჩნდება კითხვა, რამდენად ეკონომიკურად გამართლებულია შეზღუდული საბიუჯეტო სახსრების მქონე სახელმწიფოსთვის სუბსიდირების განხორციელება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ სუბსიდირებიდან გამოსვლის პოლიტიკა ან ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავხადოთ არსებული პოლიტიკა შედეგზე უფრო ორიენტირებული. ავიღოთ ახალი ზელანდიის მაგალითი, სადაც ხდებოდა ყურძნის სუბსიდირება. აქცენტი გაკეთდა ამ პროდუქციის ხარისხის ამაღლებაზე, ბრენდში ჩაიდო ძალიან დიდი თანხები. გლეხის სუბსიდირება დაიწყო  არა მოსავლის მიხედვით, არამედ ყურძნის ხარისხის მიხედვით. ხარისხის ამაღლებას მიეცა ბიძგი, თავის მხრივ, სახელმწიფომ ამაში დიდი თანხა ჩადო და მოხდა ამ დარგის ბრენდად გადაქცევა“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

 
„ეკოლოგიზაციის“ პრინციპი

 
2014-2020 წლების „ერთიანი აგრარული პოლიტიკის“ თანახმად, ევროკავშირში სუბსიდირების კიდევ ერთ ფორმას წარმოადგენს „ეკოლოგიზაცია“, რომელიც გარემოს დაცვის მიზნით ფერმერების წახალისებისკენ არის მიმართული.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან, „პირდაპირი გადახდებისთვის“ განკუთვნილი თანხის 30%-ით სწორედ „ეკოლოგიზაციის“ კომპონენტი დააფინანსონ, რაც გულისხმობს ფერმერებისთვის დამატებით ფინანსურ დახმარებას იმ ზომების განხორციელებისთვის, რომელსაც ისინი გარემოს დაცვის და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის ფარგლებში იღებენ. ამ ინოვაციის თანახმად, 2014-2020 წლებში ევროპელი ფერმერებისთვის  გათვალისწინებული 100 მილიარდ ევროთი ხელი უნდა შეუწყონ ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა ნიადაგის და წყლის ხარისხი, ბიომრავალფეროვნება და კლიმატური ცვლილებები.

 „ევროკავშირში სუბსიდიებს აძლევენ მხოლოდ მათ, ვინც ნამდვილად ფერმერული საქმიანობით არის დაკავებული და რომელსაც მიწა ნამდვილად ეკუთვნის“, - განმარტავს რატი კოჭლამაზაშვილი, -  მიწის მფლობელობა ცალკე კომპონენტია: თუ გლეხს გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში არ გააჩნია ან არა აქვს შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი, ის სუბსიდიას ვერ მიიღებს. ეს ყველაფერი იმდენად კონტროლდება, რომ საბოლოო ჯამში, ევროპელი ფერმერი ორიენტირებულია არა ერთ ან ორ წელიწადზე, არამედ გრძელვადიან პერიოდზე“.

„პირდაპირი გადახდების სისტემის“ გარდა, ევროკავშირს ფერმერებისთვის შემუშავებული აქვს სხვადასხვა პროგრამა, მათ შორის „გამანაწილებელი გადახდის სისტემა“, რომელიც ითვალისწინებს ფერმერებისთვის დამატებითი თანხის გადახდას სასოფლო-სამეურნეო სავარგულის პირველი ჰექტარებისთვის. სუბსიდირების კიდევ ერთი პროგრამის თანახმად,  დამატებითი თანხების გადახდა გათვალისწინებულია იმ ფერმერებისთვისაც, რომლებიც მუშაობენ სპეციფიკური ბუნებრივი შეზღუდვების მქონე რაიონებში.

2014-2020 წლების „ერთიანი აგრარული პოლიტიკის“ დოკუმენტში მნიშვნელოვანი როლი ეთმობა ახალგაზრდა ფერმერების მხარდაჭერის პროგრამასაც.სტატისტიკის მიხედვით, ევროპელი ფერმერების 30%-ის ასაკი 65 წელს აღემატება, 35 წლამდე ასაკის ფერმერების რაოდენობა კი მხოლოდ 6%-ს შეადგენს. იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა ახალგაზრდა ევროპელებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს, შეიქმნა ახალგაზრდა ფერმერების სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიხედვით, 40 წლამდე ასაკის ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში დამატებით თანხებს უხდიან.

მცირემიწიანი ფერმერებისთვის შემოღებულია სუბსიდირების გამარტივებული სისტემა, რომლის მოცულობაც წლიურად არ უნდა აღემატებოდეს 1 250 ევროს. მაგალითად გერმანიაში, მცირე და საშუალო სასოფლო სამეურნეო საწარმოების წახალისების მიზნით, ფერმერები პირველი 30 ჰექტარისთვის იღებენ 50-50 ევროს.ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ ამ პროგრამის მიზანი მცირემიწიანი ფერმების კონკურენტუნარიანობის წახალისება, ბაზარზე ინტეგრაცია და იმ აგრარული ტერიტორიების შენარჩუნებაა, სადაც მცირე ფერმები მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს ასრულებენ.

„ევროკავშირში ძალიან ხაზგასმულად არის პოლიტიკა აწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს სოფლად იდენტობის მომენტი, ანუ ტრადიციული წარმოება, ტრადიციული ბრენდები, საოჯახო მეურნეობა და სხვა, - განმარტავს Oxfam-ისსასოფლო-სამეურნეოდასასურსათოუსაფრთხოებისპროგრამისმენეჯერი ლევან დადიანი, -  ამ თვალსაზრისით, ჩვენთან არსებული საინვესტიციო სქემები, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“ და „დანერგე მომავალი“ შეიცავს ისეთ კრიტერიუმებს, რომელიც მცირე გლეხობის ამ სქემებში მაქსიმალურ მონაწილეობას გამორიცხავს. მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობის მისაღებად, მინიმუმ 75 000 დოლარი უნდა მოითხოვო. ამ  მოცულობის ინვესტიციის მოთხოვნა სოფლად, და მისი ათვისების შესძლებლობა  არ არსებობს. იგივე სიტუაციაა „დანერგე მომავლის“ თვალსაზრისით, რომლის კრიტერიუმით, მინიმუმ 5 ჰექტარზე უნდა იყოს გაშენება. ჩვენი სოფლისითვის 5 ჰექტარი მსხვილი ტერიტორიაა, რადგან საშუალო მიწის ფლობა პროცენტულად არ აღემატება 1 ჰექტარს“.

ლევან დადიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში მოქმედი ნიადაგის ხვნა-თესვის პროგრამა ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, თუ რითი განსხვავდება ერთმანეთისგან სუბსიდირების ევროპული და ქართული სისტემა. მისი მოსაზრებით, საქართველოში სუბსიდირება მეტწილად, სოციალურ ხასიათს ატარებს, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, არაეფექტური მეთოდია.

„ხვნა-თესვის პროგრამა არის ძალიან მკვეთრად გამოხატული სოციალური ინტერვენცია, მას ინვესტირების სახე არა აქვს, შესაბამისად, წარმოადგენს ერთჯერადი სახის  დახმარებას. მას არა აქვს განსაზღვრული ინდიკატორი, თუ რა მიზანს მიაღწევს, არც დარგობრივი მიმართება ახლავს. ერთადერთი კრიტერიუმი არის მიწის ფართობი და ორიენტირებულია მცირე ფერმერზე. ამ პროგრამას არა აქვს გათვლა იმაზე, თუ რა მიმართულების წარმოების მხარდაჭერა მოხდება ამით, რა დინამიკა შეიქმნება. ამ სახის ინტერვენციებით გრძელვადიან პერიოდში დარგის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა“, - მიიჩნევს ლევან დადიანი.

 

სოფლის განვითარება (Rural Development)

ევროკავშირის სუბსიდირების სქემაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროკავშირის სასოფლო სამეურნეო ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობას. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულოა, რომ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ყველა პროგრამა შეიცავდეს ბუნებრივი რესურსების დაცვისკენ მიმართულ ზომებს.  ამ მიზნისთვის ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ბიუჯეტის 20%-ია გათვალისწინებული, გარდა ამისა, ფერმერებს თანხის ნაწილს თავად წევრი სახელმწიფოები უხდიან. 

ევროკავშირში განმარტავენ, რომ ფერმერების სუბსიდირების სისტემაში ჩადებულია „საზოგადოებრივი კეთილდღეობის“ იდეა - ევროკავშირი საკუთარ მოქალაქეებს უხდის ფულს არაკომერციული სახის ქმედებებისთვის, რომელსაც ევროკავშირის მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: ესენია გარემოს დაცვა, ცხოველთა სამყაროს დაცვა, უსაფრთხო, მაღალხარისხიანი სურსათის წარმოება და სხვა.

„საზოგადოებრივი კეთილდღეობის ასპექტი მით უემეტეს მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში მოქმედი სტანდარტები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. ეს კი ნიშნავს, რომ საკვები პროდუქტების წარმოება ევროპაში უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ნაკლებად მკაცრი სტანდარტების მქონე ქვეყნებში. სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გარეშე, ევროპელები ფერმერები ვერ შეძლებენ ერთდროულად სხვა ქვეყნების ფერმერებისთვის კონკურენციის გაწევას და ვროპელი მომხმარებლის მაღალი მოთხოვნელებების დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ კლიმატური ცვლილებების შედეგები სულ უფრო მეტად იჩენს თავს, მდგრადი ფერმერობის ღირებულება სულ უფრო იზრდება“, - აღნიშნულია ევროკავშირის ვებგვერდზე.

ევროკავშირის ტერიტორიის 77%-ზე მეტი არაურბანულ ტერიტორიად არის კლასიფიცირებული, სადაც  ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს. აქედან 47% სასოფლო-სამეურნეო მიწებს, 30% კი ტყეს უკავია. ოფიციალური მონაცემებით, სასოფლო სამეურნეო სექტორში ევროკავშირის 22 მილიონი მოქალაქეა ჩართული (დაახლოებით 4%). სოფლის მეურნეობა და აგროპროდუქციის წარმოება ევროკავშირის მშპ-ს დაახლოებით 6%-ს შეადგენს, რასაც უზრუნველყოფს 15 მილიონი საწარმო და 46 მილიონი სამუშაო ადგილი.

“როდესაც ევროკავშირი ეხმარება თავის ფერმერებს, სარგებელს მთელი საზოგადოება იღებს. ეს უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი საკვები პროდუქტების უსაფრთხო მიწოდებას. ევროკავშირში ოჯახი საშუალოდ საკვებ პროდუქტებზე ბიუჯეტის 15%-ს ხარჯავს - 1960 წელთან შედარებით ეს ორჯერ უფრო ნაკლებია”, - აღნიშნულია ევროკავშირის ვებგვერდზე.

რაც შეეხება საქართველოს,  როგორც ლევან დადიანი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ 2013-15 წლების პერიოდში სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს ასიგნირება გაზრდილია ათჯერ, სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მშპ-ში გაზრდილია მხოლოდ 0,7%-ით. მიუხედავად ამისა, ის მიიჩნევს რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის სუბსიდირება აუცილებელია, თუმცა სოციალური კომპონენტით დატვირთული არ უნდა იყოს.

„დარგის სპეციფიკა მოითხოვს, რომ  მას განვითარების პირველ ეტაპებზე  მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდება. გარკვეული პროტექციონისტური პოლიტიკა უნდა იყოს გატარებული, რადგან სოფლის მეურნეობის განვითარებით მოხდება სიღარიბის აღმოფხვრა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საუბარია იმაზე, თუ რა ფორმით უნდა ხდებოდეს სუბსიდირება. მაგალითად, „დანერგე მომავალი“ ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ მას სჭირდება კრიტერიუმების მორგება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრმა  სოფლად მეწარმემ ისარგებლოს“, - ამბობს ლევან დადიანი.

სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ევროპელ გადამხდელს დღეში 30 ევროცენტი უჯდება. ბოლო 6 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაზე ევროკავშირის ბიუჯეტის 42% იხარჯება, მაშინ როცა 1984 წელს ეს ციფრი 72%-ს აღწევდა. ეს მაჩვენებელი ნათლად მიუთითებს, რომ ევროკავშირის გაფართოების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის დარგში სუბსიდირების პროცენტი შეუწყვეტლივ მცირდება.



სუზი კალაშიანი

წაკითხულია
3301
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

28 ივნისი 2018 | 07:25 ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. კოოპერატივი 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგ

21 ივნისი 2018 | 18:17 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

კოოპერატივი “ქულბაქი” ცაგერის რაიონის, სოფელ ქულბაქში არსებული სათევზე მეურნეობაა სადაც ძირითადად კალმახი იწარმოება. კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა და მასში ხუთი ადგილობრივია გაწევრიანებული. კოოპერატივის ჩამოყალიბებამდე წევრებს თევზაობის სიყვარული აერთიანე

06 ივნისი 2018 | 18:51 ვრცლად
ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში 4 წლიანი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება.

14 მაისი 2018 | 18:35 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

banner
banner
banner