banner
11 იანვარი 2017 | 17:12 ეკონომიკა

"ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით დახარჯულ 1 დოლარს ქვეყანაში 189 დოლარი შემოაქვს"

"ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით დახარჯულ 1 დოლარს ქვეყანაში 189 დოლარი შემოაქვს"

Microsoft-თან მოლაპარაკებები დამატებითი პროექტების განხორციელებაზეც მიმდინარეობს

Microsoft, მსხვილი სამოგზაურო-საკრუიზო ხაზი – Holland America Line,  ამერიკული საავიაციო მწარმოებელი კომპანია „ბოინგი“ – ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებთანაც  საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ციკოლიამ და საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ლევან ბერიძემ სიეტლში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს. როგორც ციკოლიამ Eugeorgia. info–ს განუცხადა, მსხვილ კომპანიებთან მოლაპარაკებები გრძელდება, Microsoft–თან კი დამატებითი პროექტების განხორციელებაზეა ლაპარაკი.

„ცალკეულ  შტატებთან კონტაქტი ჩვენი ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე შტატთან, მათ შორის, ტეხასთან, ილინოისთან დავამყარეთ საკმაოდ კარგი სამუშაო ურთიერთობა. საინვესტიციო ფონდები, ლოგისტიკური და IT კომპანიები ჩვენი სამიზნე აუდიტორიაა, Microsoft - თან კი დამატებითი პროექტების განხორციელებაზე საუბარი მიმდინარეობს“, – ამბობს Eugeorgia.info-სთან ინტერვიუში გიორგი ციკოლია. 

იმისთვის, რომ Microsoft –ის წარმომადგენლებთან შეხვედრა შემდგარიყო, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკელმა ბიზნესმენმა ბობ უოლშმა. დღეს ის სიეტლში საქართველოს საპატიო კონსულია. ბობ უოლშის სახელს უკავშირდება საქართველოში კომპანია Sante Walsh Products, საკუთარი წილის გაყიდვის შემდეგ კი სწორედ მისი დამსახურებით 1990–იან წლებში საქართველოში პირველი ამერიკული ინვესტიციებიც შემოვიდა. უოლშს შეერთებულ შტატებში საკმაოდ კარგი კონტაქტები აქვს როგორც ბიზნესწრეებში, ასევე მედიის მიმართულებითაც, ის CNN-ის დამფუძნებლის ტედ ტერნერის ახლო მეგობარია. გიორგი ციკოლია ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, უოლში მათ ადგილობრივ ბიზნესთან კავშირის დამყარებაში ეხმარება.

„ინვესტიციების თვალსაზრისით უზარმაზარი რესურსია აშშ–ში. ზოგადად მიგვაჩნია, რომ ამერიკა ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, თუმცა არანაკლები რესურსი დევს იქ ჩვენი კეთილდღეობისთვის, როგორიცაა განათლება, ინვესტიციები, კომერციული ურთიერთობები. ამ ყველაფერს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.  სხვა ყველაფერთან ერთად ეს უნდა გამოიხატოს სათანადო რესურსებით უზრუნველყოფაში,“ – ამბობს  ჩვენთან საუბარში საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ–ში არჩილ გეგეშიძე. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ყველაზე დიდი საელჩო სწორედ აშშ–ში აქვს, შეერთებული შტატების მასშტაბიდან გამომდინარე ეს რესურსი საკმარისი მაინც არ იყო. 

„საელჩო ვაშინგტონში მდებარეობს, სადაც აშშ–ის სამთავრობო ორგანიზაციები, ძალიან ბევრი ანალიტიკური ცენტრი, მედიასუაშალებებია განთავსებული, საქართველოსთვის საინტერესო საინვესტიციო რესურსი კი ძირითადად სხვა შტატებშია. საელჩოს უამრავი ამოცანა აქვს, რაც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას, აშშ–სთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მისი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერებას, ამ ფონზე სხვა შტატებში რომ ეძებო რესურსი, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რთულია. აშშ–ში საქართველოს საელჩოს სპეციფიკა იმითაც განსხვავდება, რომ 2 დესპანის პოზიცია არსებობს და ერთ–ერთ მათგანს სწორედ ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის ინვესტიციების კუთხით მუშაობა ევალება. ჩვენ ეს ფუფუნება გვქონდა, მაგრამ ქვეყნის  მასშტაბის გამო ესეც არ იყო საკმარისი. ჩვენი მცირე გუნდი ძალიან ენერგიულად მუშაობდა, რათა დაეინტერესებინა ამერიკული კომპანიები საქართველოთი, სხვათა შორის, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხში ჩვენი საელჩოს მოკრძალებული წვლილიც იყო, მაგრამ საქმე გაცილებით მეტია, დიდი ასპარეზია და ამოცანაც ბევრია “, – ამბობს  გეგეშიძე.

ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით მუშაობის გააქტიურება „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. „ქართული პროდუქციის საექსპორტო  ბაზრების გაფართოების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნება კომერციული ატაშეების ინსტიტუტი,“– ვკითხულობთ მმართველი გუნდის წინასაარჩევნო პროგრამაში. ეკონომიკის მინისტრმა შესაბამის ბრძანებას – „კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს, შენახვის ხარჯების, მის მიერ სამსახურის გავლის, გამოწვევის, მისი და მისი ოჯახის დაზღვევის, სოციალური დაცვის წესებისა და გარანტიების დამტკიცების შესახებ“ ხელი უკვე მოაწერა.

წლებია, კომერციული დიპლომატიით ინვესტიციების მოზიდვას არა ერთი სახელმწიფო  წარმატებით ახერხებს. კომერციული დიპლომატიის მიზანი  2 ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების მხარდაჭერაა, რამაც საბოლოო ჯამში კონკრეტულ სახელმწიფოს  ეკონომიკური სტაბილურობა, კეთილდღეობა და კონკურეტული უპირატესობა უნდა მოუტანოს. არა ერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ კომერციული დიპლომატია ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. კომერციული დიპლომატების საქმიანობა პირველ რიგში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან მუდმივ კომუნიკაციას, ინვესტორების, დისტრიბუტორებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიებას გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანია კომერციული ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება, ბაზრების კვლევა. საბოლოო ჯამში ნებისმიერი კომერციული დიპლომატის სამუშაო 4 მიმართულებას აერთიანებს:

  • მუდმივად შეეცადოს, დაამყაროს კავშირები კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში
  • იყოს ინფორმაციის წყარო, როგორც საკუთარი ქვეყნის შესახებ საზღვარგარეთ, ასევე -  პირიქით, ანუ ასრულებდეს ქვეყნის “პრომოუტერის” ფუნქციას
  • მონაწილეობდეს საიმიჯო კამპანიებში
  • უშუალოდ იყოს ჩართული მოლაპარაკებების პროცესებში, ასევე ადვოკატირების კუთხით


ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი მიიჩნევს, რომ კომერციული დიპლომატია საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს.

„კომერციული დიპლომატია პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მეტი ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ზრდასთან. ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი კვლევის მიზანი იყო, დაედგინა, დახარჯული თანხები და რესურსები რა გავლენას ახდენდნენ ინვესტიციების მოზიდვაზეეს კვლევა 124 ქვეყნის მაგალითზე ჩაატარეს, შედეგად აღმოჩნდა, რომ  ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით დახარჯულ  1 დოლარს ქვეყანაში დამატებით 189 დოლარი შემოაქვს. აქ მხოლოდ რეკლამირება არ იგულისხმება, ლაპარაკია კომერციული დიპლომატიის აქტივობებზე, B2B,  სამთავრობო ბიზნესშეხვედრებზე და ასე შემდეგ. საინტერესოა თურქეთის მაგალითიც. მესმის, რომ ჩვენი და თურქეთის ეკონომიკა განსხვავებულია, მაგრამ კარგად ჩანს კომერციული დიპლომატიის გავლენა თურქეთის ექსპორტზე. 2011 წელს კომერციული დიპლომატიის განხორცილება თურქეთმა ამერიკაში დაიწყო, შედეგად მხოლოდ ჰიუსტონის პორტში ექსპორტი დროის მცირე მონაკვეთში  თითქმის 250 %–ით გაიზარდა“, – ამბობს ირაკლი ყიფიანი.

მთავრობის მიერ შემუშავებული კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შესახებ ბევრი დეტალი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ატაშეების გრძელვადიანი მივლინების პერიოდში შენახვის ხარჯები აშშ დოლარში – 500-დან 7000-მდე, კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ლიმიტი აშშ დოლარში კი 4000-დან 7000-მდე იქნება. დამატებითი ინფორმაციისთვის eugeorgia.info ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გენადი არველაძეს დაუკავშირდა.

„ჯერ ატაშეების შერჩევა არ დაგვიწყია, როდესაც ამ ეტაპამდე მივალთ, მაშინ განვსაზღვრავთ უკვე კრიტერიუმებს. სხვა დეტალებთან ერთად სწორედ კრიტერიუმების დადგენის პროცესში ვართ. შერჩევის წესი შევიმუშავეთ, რადგან კანონით  გვქონდა ვალდებულება,  რომ 2016 წლის დეკემბრამდე შექმნილიყო ეს დოკუმენტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ატაშეების ანაზღაურებასაც მოიცავს.  გეტყვით, რომ  ეს ინსტიტუტი ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება, გამოცხადდება ღია კონკურსი, შეიქმნება კომისია, სადაც შეიძლება, სხვა მხარეების წარმომადგენლებიც შევიდნენ, ისინი შეარჩევენ ატაშეებს“, – ამბობს გენადი არველაძე.

როგორ უნდა მუშაობდეს კომერციული დიპლომატია? – ამ შეკითხვაზე განსხვავებული პასუხები არსებობს, თუმცა არა ერთი კვლევის თანახმად, კომერციული ატაშეების წარმატებულ საქმიანობას ძირითადად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთ–ერთია ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, ჩინეთში ამ მიმართულებით მუშაობის პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო უშუალოდ არ მონაწილეობს, რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, კომერციული საქმიანობა, რომელიც ექსკლუზიურად ბიზნესის მხარდაჭერის საკითხებს გულისხმობს, ვაჭრობის დეპარტამენტს ექვემდებარება, თუმცა გარკვეული მიმართულებები ელჩის პასუხისმგებლობის ქვეშაც ექცევა. არის ისეთი მაგალითებიც, როდესაც კომერციული დიპლომატიის საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტრო არეგულირებს და პირიქით, როდესაც კომერციული დიპლომატიის სამსახური სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს, არც რომელიმე სამინისტროს და არც საელჩოს ექვემდებარება. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი მიიჩნევს, რომ ერთ–ერთი საუკეთესო მოდელია, როდესაც  კომერციული დიპლომატი ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება.

„ამერიკაში, ჩინეთში, პოლონეთში, საფრანგეთში კომერციული დიპლომატი პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს ინტერესებისა და კომერციული დიპლომატის საქმიანობის პირდაპირი თემატური ბმა ხდება. თუმცა საინტერესოა, რომ მსოფლიოში უკვე დაიწყო საუბარი  კომერციული დიპლომატიის პრივატიზებაზე, ეს კი გასათვალისწინებელი ფაქტორია. ამ შემთხვევაში კომერციული დიპლომატის მოტივაცია უფრო დიდია, იყოს გაცილებით ეფექტიანი, ვიდრე ხელისუფლების მიერ დანიშვნის შემთხვევაში. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს კომერციული დიპლომატიის ინსტიტუტი განვითარებული აქვთ და დროა, ჩვენმა ქვეყანამ დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. დრო ისედაც ბევრი დავკარგეთ,“– ამბობს ირაკლი ყიფიანი.

კომერციული დიპლომატების საქმიანობის წარმატების ერთ–ერთ მთავარ საზომად მიიჩნევა მათი განათლება და სამუშაო გამოცდილება. არა ერთი კვლევის თანახმად, იმისთვის, რომ კომერციული ატაშეების საქმიანობა წარმატებული იყოს, აუცილებელია, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს ბიზნესსექტორში, საერთაშორისო მარკეტინგში შესაბამისი განათლება,  ხოლო კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეთ. მაგალითად, ირლანდიაში ყველაზე წარმატებული კომერციული დიპლომატების  წარსული საქმიანობა სწორედ ბიზნესს უკავშირდებოდა, ხოლო მენეჯმენტსა ან მარკეტინგში მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი გამოცდილება აქვთ. ასევე საინტერესოა კიდევ ერთი მიდგომა, რომლის თანახმადაც, კომერციულ დიპლომატიაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ სასურველია, თანამშრომელი კვლავ კერძო სექტორს დაუბრუნდეს, რათა ბიზნესსამყაროში საკუთარი კავშირები არ დაკარგოს. სწორედ ასე ხდება ირლანდიაში.

„წარმატების მაგალითები სწორედ იმ კომერციულ დიპლომატებს უკავშირდება, რომლებსაც ბიზნესგამოცდილება და შესაბამისი განათლება აქვთ. თურქეთის მაგალითი რომ ვახსენე, ამერიკაში კომერციულ დიპლომატად გაუშვეს დენიზ სენურტი, რომელსაც განათლება მიღებული ჰქონდა ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით.  კადრებს უნდა არჩევდნენ ბიზნესგამოცდილებისა და განათლების მიხედვით და არა იმის გამო,  რომ  უბრალოდ კარგად იცის უცხო ენა“, – ამბობს ირაკლი ყიფიანი.

რა იქნება მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ეკონომიკურ ატაშეებს შეარჩევენ? – ჯერჯერობით ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში მხოლოდ ის წერია, რომ კომერციულ ატაშეს უნდა ჰქონდეს–უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო და უცხო ენას. იგულისხმება თუ არა კვალიფიკაციაში ისეთი ბექგრაუნდი და კონტაქტები, როგორიც მაგალითად ბობ უოლშს აქვს, ჩვენთვის უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით მუშაობა გრძელდება, დასაზუსტებელია სხვა დეტალებიც, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ კომერციული ატაშეების ინსტიტუტი მიმდინარე წელს ამოქმედდება.



ავტორი: ხატია შამანაური

წაკითხულია
4529
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner