banner
18 იანვარი 2017 | 18:25 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირთან თანამშრომლობით დამატებით 4,3%-ით გაიზრდება სხვა თანაბარ პირობებში

საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირთან თანამშრომლობით დამატებით  4,3%-ით გაიზრდება სხვა თანაბარ პირობებში

ექსპერტები ამბობენ, რომ DCFTA იძლევა ეკონომიკური ზრდის საშუალებას, თუ მის შესაძლებლობებს სრულად ავითვისებთ 

გაუმჯობესებული წვდომა ევროკავშირის ფართო ბაზარზე და ინსტიტუციური დახვეწა ასოცირების ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი განსჯის საგანია ქართულ საზოგადოებაში. ევროკავშირთან ასოცირების ფარლებში ეკნომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და წინსვლაზე ყველა თანხმდება, მაგრამ ყველა ის სიკეთე რაც შესაძლოა მოიტანოს ევროკავშირთან ეკონომიკურმა თანამშრომლობამ დამოკიდებულია საქართველოში რეფორმების თანმიმდევრულ, დროულ და სწორ განხორციელებაზე. მას შემდეგ რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა (2014 წლის სექტემბერი) საკმარისი დრო არ გასულა, ინტეგრაციის ეკონომიკური შედეგების შესაფასებლად; სულ მცირე, ეფექტის მისაღბად საჭიროა საშუალოვადიანი პერიოდი; თუმცა მოკლევადიანი ეფექტები უკვე შესამჩნევია სავაჭრო ნაკადებსა და პროდუქციის გაცვლის სტრუქტურაში; შეინიშნება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ზრდა.

ამ ეტაპისათვის შეგვიძლია დავაკვირდეთ ევროკავშირთან ვაჭრობის სტატისტიკას, თუ რა გავლენა იქონია ევროკავშირთან ვაჭრობაზე ლიბერალიზაციამ. პირველ რიგში, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტს დავაკვირდეთ. 2015 წელს წინა წელთან შედარებით ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა 3,4%-ით. ხოლო, 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელი 17%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2015 წელს 3 პროცენტიანი ზრდა არ არის მნიშვნელოვანი ცვლილება იმ ფონზე, რომ 2013 წელს 72%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წელს - 2,8%. ამ ციფრებიდან ჩანს, რომ DCFTA-ს არ ქონია მყისიერი და დიდი ეფექტი ექსპორტის წახალისების კუთხით. ექსპორტისაგან განსხვავებით შედარებით მარტივად შეიცვალა იმპორტის მოცულობა. 2015 წელს 6,2%-ით გაიზარდა იმპორტი ევროკავშირიდან. ექპორტის ნაკლებ მოუქნელობა ნაწილობრივ ქართული ბიზნესის ლავირების უნარზე და ევროკავშირის მაღალი სტანდატრების დასაკმაყოფილებლად დაბალი მზაობითაა განპირობებული. ჩვეულებრივ, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნიშნავს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის შედარდებით გაიაფებას.  მიუხედავად იმისა, რომ ქართული ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევროსა და ლოდართან მიმართებაში, ქართულმა ექსპორტმა ვერ მოიპოვა კონკურენტული უპირატესობა რიგი ფაქტორების გამო (ევროკავშირში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების შესახებ დეტალურად იხილეთ ბმული).  ევროკავშირიდან იმპორტის ზრდის შედეგად კი 2015 წელს სავაჭრო ბალანსი 7%-ით გაუარესდა.



წყარო: GEOSTAT. * - 2016 წლისათვის მოცემულია იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელი

გარდა ზოგადი სტატისტიკისა, საინტერესოა საქართველო ევროკავშირს შორის ვაჭრობის სტრუქტურაც. 2015 წელს საქართველოდან ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტების 26% მინერალურმა საწვავმა და ნავთობ პროდუქტებმა შეადგინა, 20% - მადნეულმა, 19% ხილმა (ციტრუსები) და თხილმა, შემდეგი ყველაზე მეტად მოთხოვნადი ქართული პროდუქტი ევროკავშირში იყო სასუქები და სასმელები.  2013 წლის შემდეგ ყველაზე მზარდი პოზიცია დაიკავა პროდუქტების ფართო ჯგუფმა: ბოსტნეულის, ხილის, კაკლისა ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტები, რომელის ექსპორტიც ევროვავშირში გაიზაარდა 139%-ით 2013 წელთან შედარებით, სწრაფად გაიზარდა სასუქების ექსპორტიც ევროკავშირში (71%), საკვებად ვარგისი ხილი და კაკალი; ციტრუსების კანი ან ნესვის ქერქი (67%). ეს სტატისტიკა ასახავს იმ რეალობას, რომ საქართველოდან სწრაფად გაიზარდა იმ პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირში, რომლისთვისაც უფრო მარტივია არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლა: თხილი, კაკალი, ციტრუსები და ა.შ.

DCFTA-ს სარგებლიანობის შესახებ განხორციელებულ კვლევებში, გარდა ვაჭრობის მოცულობის ზრდისა, ერთ-ერთ დადებით ფაქტორად შეფასებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა საკანონმდებლო ბაზის დახვეწის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ფონზე. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია ბოლო ორი წლის განმავლობაში. კერძოდ, 2014 წელს 87%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2015 წლის მაჩვენებელი 11%-ით ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს. რაც შეეხება 2016 წელს, პირველ სამ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებლს 5%-ით აღემატება. ინვესტიციები ძირითადად მშენებლობის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების მიმართულებით გაიზარდა. ე.ი. ინვეტიციები ძირითადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით მიიმართა; 2014-2015 წლებში FDI-ს 50% ჩაიდო აღნიშნული მიმართულებით. ხოლო გადამამუშავებელ მრეწველობაზე 2014 და 2015 წლებში FDI-ს 12% და 4% მოდის შესაბამისად, მოკლედ რომ შევაჯამოთ, DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოში FDI გაზრდილია ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რაც მისასალმებელი ფაქტია; მაგრამ ეს მეტყველებს ქართული ეკონომიკის განვითარების საწყის ეტაპზე; ხოლო ამის შემდგომ გადამაუშავებელი მრეწველობაში ინვეტიციების წილის კიდევ უფრო ზრდა რეკომენდირებულია ეკონომიკური ზრდის გასაძლიერებლად. დასახელებული ციფრების საფუძველზე შეუძლებელია ცალსახად ვთქვათ, რომ ინვესტიციების ზრდას ხელი შეუწყო ევროკავშირთან ეკონომიკურმა ინტეგრაციამ. მსგავსი დასკვნის გასაკეთებლად, თუ რა ფაქტორებმა განაპირობებს FDI-ს ცვლილება უფრო სიღრმისეულ ეკონომეტრიკულ კვლევასა და ანალიზს მოითხოვს. 

DCFTA-ს მოსალოდნელი შედეგები უკვე შეფასებულია ევროკომისიის მიერ განხორცელებულ კვლევაში "ვაჭრობის მდგრადობის ზემოქმედების შეფასება" (TSIA, 2012).  გავლენის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხედველობაში მიღებით. ამ კვლევას ეყრდნობა არაერთი ნაშრომი DCFTA-ს შედეგების შესახებ. მაგალითად, ვენის საერთაშორისო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი, რომელმაც 2016 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა კვლევა "DCFTA-ს ხარჯები და სარგებელი: საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე გავლენის შეფასება". TSIA-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გრძელვადიან პეროდში ევროკავშირში ექსპორტის ზრდის პროგნოზი 12%-ს, ხოლო იმპორტის ზრდა 7,5%-ს შეადგენს, სხვა თანაბარ პირობებში. თუკი ამ საპროგნოზო ნიშნულს დავეყრდნობით ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის ზრდა შესაძლოა შემცირდეს ექპორტის ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიღწევის შემთხვევაში. მაგრამ საწყის ეტაპზე ექსპორტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმპორტს, შესაბამისად, დასახელებული ზრდა შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი სავაჭრო ბალანსის აბსოლუტური მნიშვნელობის გაუმჯობესებისათვის. ამას ემატება ვენის უნივერსიტეტის დასკვნაც, რომ ყველაზე დიდი ეფექტი ევროკავშირთან ვაჭრობას ქიმიკატების, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის კუთხით ექნება, ხოლო ხორცპროდუქტების სექტორი სხვა სექტორებთან შედარდებით შემცირდება.

 სავაჭრო ბალანსის გარდა, კვლევაში ვაჭრობის ლიბერალიზაცის ეფექტი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქზეც არის გათვლილი. გრძელვადიან პერსპექტივაში DCFTA-ს გავლენით მშპ-ს ზრდა მოსალოდნელია 4,3%-ით და მთლიანი ეროვნული შემოსავლის 292 მილიონი ევროს ექვივალენტით ზრდა იმ დაშვებით, რომ ევროკავშირსა და საქართველოში სხვა ცვლილებები არ მოხდება.  სიმარტივისათვის გაკეთებული ეს დაშვება, რა თქმა უნდა, რეალობას არ ასახავს და ევროკავშირთან დაახლოების გარდა ორივე მხარე განიცდის უწყვეტ ცვლილებს. მაგალითად, საქართველომ უკვე მიიღო არაერთი ცვლილება დედოლარიზაციის ფარგლებში, რისი შედეგებიც საეჭვოა ბიზნესის ზრდის კუთხით.  მოსალოდნელი სარგებლის სრული ათვისების შემთხვევაშიც, ქვეყანაში სხვადასხვა სექტორი განსხვავებულ ეფექტებს მიიღებს, საზოგადოების ნაწილი შესაძლოა დაზარალდეს ნაწილმა კი შედარებით მეტი სარგებელი მიიღოს, რასაც უფრო დეტალურად მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

მარიამ ლუკაშვილი 


 


 

წაკითხულია
1657
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

2018 წელს ქართული ქაფშიას ექსპორტი გერმანიასა და ბელგიაში იგეგმება

2018 წელს ქართული ქაფშიას ექსპორტი გერმანიასა და ბელგიაში იგეგმება

ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები შავი ზღვის ქაფშიას ევროკავშირში გატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

11 დეკემბერი 2017 | 14:43 ეკონომიკა ვრცლად
EBRD-ის მიერ დანახული ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შემაფერხებელი გარემოებები

EBRD-ის მიერ დანახული ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შემაფერხებელი გარემოებები

DCFTA-ის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება დღემდე ვერ ხდება, რასაც მოწმობს ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის პირველი ათი კატეგორია, რომელიც 2010-2017 წლებში პრაქტიკულად არ შეცვლილა.  ექსპორტის ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე წელს მოხდა ისევ

02 დეკემბერი 2017 | 14:18 DCFTA ვრცლად
გახდება თუ არა ქართული ავეჯის კლასტერიც IKEA-ს მიმწოდებელი? - საქართველო “ბულგარეთის მოდელს” სწავლობს

გახდება თუ არა ქართული ავეჯის კლასტერიც IKEA-ს მიმწოდებელი? - საქართველო “ბულგარეთის მოდელს” სწავლობს

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორის, ეკონომისტისა და მკვლევრის მაიკლ პორტერის მიხედვით, კლასტერი ერთი რომელიმე დარგის ურთიერთდაკავშირებული კომპანიებისა და ინსტიტუციების გეოგრაფიული თავმოყრაა (პორტერი, 1998). კლასტერები მოიცავენ როგორც საწარმოო რესურსების,

08 ნოემბერი 2017 | 18:11 ბიზნესი ვრცლად
ფიტოსანიტარიის მიმართულებით საქართველომ წლის ბოლომდე ევროკავშირის სამი დირექტივა უნდა გაითვალისწინოს

ფიტოსანიტარიის მიმართულებით საქართველომ წლის ბოლომდე ევროკავშირის სამი დირექტივა უნდა გაითვალისწინოს

სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომები (IV თავი, DCFTA) ითვალისწინებს საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან. ეს პროცესი  2027 წლამდეა გაწერილი და ჯამში

11 ოქტომბერი 2017 | 17:26 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner
banner