banner
16 მარტი 2017 | 01:47 ანტიპროპაგანდა

დასავლეთის სანქციები = 40 მლრდ დოლარს, ნავთობის გაიაფება =100 მლრდ დოლარს - ორმაგი შოკი რუსეთის ეკონომიკისთვის

დასავლეთის სანქციები = 40 მლრდ დოლარს, ნავთობის გაიაფება =100 მლრდ დოლარს - ორმაგი შოკი რუსეთის ეკონომიკისთვის

კაპიტალის გადინება, რუბლის სწრაფი გაუფასურება, საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან გაძევება, ინფლაცია, ბიუჯეტზე ზეწოლა, ქვეყნის ეკონომიკის მკვეთრი შემცირება - ამ გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა რუსეთი 2014-2015 წლებში.

“საკმაოდ რთულია, გარკვევა, ზუსტად რამ მოახდინა გავლენა ამ მდგომარეობაზე - აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებმა, რომლებიც ქვეყანას ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში სეპარატისტი სამხედროების მხარდაჭერის გამო დაუწესდა, ნავთობზე ფასების მკვეთრმა დაცემამ, რომელიც რუსეთის ხელისუფლების შემოსავლის ძირითადი წყაროა, თუ მთავრობის მიერ მიღებულმა ეკონომიკურმა გადაწყვეტილებებმა”, - აღნიშნულია აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების სპეციალისტის, რებეკა ნელსონის კვლევაში “აშშ-ის სანქციები და რუსეთის ეკონომიკა”.

დოკუმენტში, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, გაანალიზებულია რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა საერთაშორისო შეზღუდვების ამოქმედებამდე და მის შემდეგ, ასევე ქვეყნის სამომავლო პერსპექტივები, რომლითაც  eugeorgia.info დაინტერესდა.


სანქციები

რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ ობამას ადმინისტრაციამ პირველად 2014 წელს მარტში განაცხადა, მომდევნო თვეებში კი ევროკავშირთან ერთობლივი მუშაობის შედეგად დამატებითი "სადამსჯელო" ღონისძიებები შემოიღო.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყებოდა, სანქციების მიზანია, “გაზარდოს რუსეთის პოლიტიკური იზოლაცია, ასევე ეკონომიკური საფასური დააწესოს პრეზიდენტ პუტინისა და მასთან დაახლოებული პირებისთვის მნიშვნელოვან სფეროებზე”.


კონკრეტულად, აშშ-ის სანქციები ითვალისწინებს:

  • რუსეთის მოქალაქეებისთვის ფინანსური აქტივების გაყინვასა და ტრანზაქციების აკრძალვას: საქმე ეხება ფინანსურ აქტივებს, რომლებიც აშშ-ის იურისდიქციაშია, ასევე ფინანსურ გარიგებებს აშშ-ისა და “შავ სიაში” მოხვედრილ რუსეთის მოქალაქეთა შორის. აღნიშნულ სიაში კი არიან: რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, დეპუტატები, საქმიანი ადამიანები, ასევე კრემლთან დაახლოებული პირები.
  • გარკვეული ორგანიზაციების ფინანსური აქტივების გაყინვასა და მათი  ტრანზაქციების აკრძალვას: სანქციებში მოყვნენ რიგი რუსული კომპანიები, მათ შორის, “ბანკ როსია” (მას “პუტინის პერსონალურ ბანკად” მოიხსენიებენ),  “ვოლგა ჯგუფი” (დამფუძნებელი პუტინის ახლობელია),  “ალმაზ ანტეი” (სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სამხედრო კომპანია).
  • შეზღუდვებს ფინანსურ ტრანზაქციებზე რუსული კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ წამყვან სექტორებში, მათ შორის, ფინანსურ სერვისებში, ენერგეტიკასა და თავდაცვაში: აშშ-ის მოქალაქეები, ან ორგანიზაციები ვერ გასცემენ აღნიშნულ კომპანიებზე ახალ სესხებს, რომელთა დაფარვის ვადა 30-90 დღეს აღემატება. შეზღუდვები ვრცელდება ისეთ წამყვან რუსულ კომპანიებზე, როგორიცაა, “როსობორონექსპორტი” (სახელმწიფო კომპანია, რომელიც იარაღის ექსპორტიორია), “როსნეფტი” (უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი რუსეთში), “როსტეკი” (თანამედროვე ტექნოლოგიებისა და თავდაცვის კონგლომერატი) და “სბერბანკი” (უმსხვილესი ბანკი).
  • აკრძალვებს სპეციფიკური პროდუქტების ექსპორტზე რუსეთში: ა) აშშ-ს მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს ეკრძალებათ ისეთი პროდუქციის, სერვისებისა და ტექნოლოგიების ექსპორტი , რომლებიც ხელს უწყობს არქტიკის, ან შელფის ათვისებასა და მათი მეშვეობით ნავთობის მოპოვებას. ბ) აშშ-მ გაამკაცრა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქტების რუსეთისთვის მიყიდვაზე არსებული შეზღუდვები.

ზემოაღნიშნულ სანქციებთან ერთად, 2014 წელს აშშ და სხვა ქვეყნები გამოვიდნენ “მსოფლიო ბანკისა” და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” მიერ რუსეთში ახალი პროექტების დაფინანსების წინააღმდეგ, რამაც ქვეყანა დამატებითი წნეხის ქვეშ მოაქცია.


ეკონომიკური ფონი რუსეთში და მიმდინარე ტენდენციები

ეკონომიკური სანქციები რუსეთს მაშინ დაუწესდა, როცა 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგები ქვეყანას ბოლომდე დაძლეული არ ჰქონდა.

2000-იან წლებში  ნავთობზე მაღალი ფასების გამო რუსეთის ეკონომიკამ დიდი სარგებელი მიიღო, თუმცა, 2009 წელს ის მნიშვნელოვნად - 7,8%-ით -  შემცირდა, მართალია, მომდევნო წელს ეკონომიკა 4,5%-ით გაიზარდა, თუმცა, ეკონომისტები აცხადებენ, რომ ფინანსურმა კრიზისმა და დაბალმა მაჩვენებლებმა რუსეთის ეკონომიკაში არსებული ფუნდამენტური პრობლემები წარმოაჩინა, მათ შორის,. დამოკიდებულება ნავთობისა და გაზის წარმოებასა და ექსპორტზე, რეფორმების აუცილებლობა გარკვეულ სფეროებში, მაგალითად, სახელმწიფო მართვაში, კორუფცია, რეგულაციები, პრივატიზაცია, კონკურენცია, საბანკო სექტორი და ა.შ.

სანქციები დაემთხვა ნავთობზე ფასების ვარდნას, რომელიც რუსეთის მთავრობის შემოსავლების მთავარი წყაროა. “შავი ოქრო” 2014-2015 წლებში, დაახლოებით, 60%-ით გაიაფდა. სსფ-ის ექსპერტები აცხადებენ, რომ ორმაგმა შოკმა, რუსეთის ეკონომიკა ისეთი გამოწვევების წინაშე დააყენა, როგორიცაა:

  • ეკონომიკის შემცირება (2014 წელს -  0,7%-მდე, 2015 წელს კი -3,7%-ით);
  • კაპიტალის გადინება  (2014 წელს 152 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2013 წელს 61 მილიარდი დოლარი იყო);
  • რუბლის სწრაფი დევალვაცია (2015 წელს დოლართან მიმართებაში 50%-ზე მეტით გაუფასურდა);
  • ინფლაციის მაღალი დონე  (2013-2015 წლებში გაიზარდა 6,8 %-დან 15,5%-მდე);
  • ბიუჯეტზე ზეწოლა  (2013-2015 წლებში საბიუჯეტო დეფიციტი 0,9%-დან 3,2%-მდე გაიზარდა);
  • უცხოური სავალუტო რეზერვების გამოყენება ფისკალური პრობლემების აღმოსაფხვრელად (კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებიდან გაძევებასთან ერთად რუსეთის სავალუტო რეზერვების მოცულობა 2014 წლის დასაწყისიდან 2015 წლის ბოლომდე 500 მილიარდი დოლარიდან 368 მილიარდ დოლარამდე შემცირდა);
  • სიღარიბის ზრდა (2015 წელს 3,1 მილიონიდან 19,2 მილიონამდე გაიზარდა, რაც საერთო მოსახლეობის 13,4%-ია).


როგორც კვლევის ავტორი აცხადებს, 2016 წლის განმავლობაში, რუსეთის ეკონომიკა შედარებით დასტაბილურდა, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები კვლავ ძალაში იყო. ამ პერიოდში ეკონომიკა მხოლოდ 0,8%-ით შემცირდა, კაპიტალის გადინებამ 2016 წელს 15 მილიარდი დოლარი შეადგინა, ინფლაციის დონე კი განახევრდა, 7,2%-მდე, რუსული რუბლი დასტაბილურდა, ხოლო მთავრობამ ახალი სახელმწიფო ბონდები საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე წარმატებით გაყიდა პირველად, სანქციების ამოქმედების შემდეგ.

რუსეთის ეკონომიკამ 2016 წელს ნავთობზე ფასების ზრდით (ბარელზე $30 -დან $50-მდე მიაღწია), სარგებელი მიიღო. გარდა ამისა, სსფ-ის მტკიცებით, სანქციებსა  და ნავთობის გაიაფებისგან მიღებული შოკი გარკვეულწილად  შეარბილა რუბლის თავისუფალ ცურვაში გაშვებამ და დასუსტებამ, რამაც, თავის მხრივ, ექსპორტს ხელი შეუწყო. საბანკო სექტორის კაპიტალისა და  ლიკვიდურობის ინექციები, ასევე ნორმატიული რეგულაციები ბანკებს დაეხმარა, თავიდან აეცილებინათ რუბლის დევალვაციისა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არასტაბილურობით გამოწვეული საფრთხეები. ამასთანავე, დადებითად შეფასდა ფისკალური სტიმულირების შეზღუდვა, კერძოდ, სარეზერვო ფონდიდან საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსება, რომელმაც 2016 წელს  3,7%-ს მიაღწია. უმუშევრობის დონე შედარებით შემცირდა,  5,6%-მდე, თუმცა, სიღარიბის დონე 14,6% -მდე გაიზარდა.

ამასთანავე, ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა აღარ დგას მწვავე კრიზისის წინაშე, რუსეთს უცხოურ კაპიტალთან ხელი კვლავ შეზღუდულად მიუწვდება. Bank for International Settlements (BIS) -ის მიხედვით, რომელსაც ქვეყნები საბანკო მონაცემებს აწვდიან, უცხოური ბანკების მიერ გაცემული სესხები რუსეთის კერძო და საჯარო სექტორებში 2013 წლიდან 2016 წლამდე  225 მილიარდი დოლარიდან 103 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.   

   
    ცხრილი 1.
 


უცხოური ინვესტიციები რუსეთის ეკონომიკაში, რომლებიც 2014 -2015 წლებში, პრაქტიკულად შეჩერდა, შარშან კვლავ გამოჩნდა, თუმცა, 2014 წლის მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდა.

    ცხრილი 2. 

სსფ-ის პროგნოზის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკა 2017 წელს მცირედ - 1,1%-ით -  გაიზრდება, ხოლო 2018 წელს -1,2%-ით. თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთის ეკონომიკა წნეხის ქვეშ იქნება, მწარმოებლურობასა და ინვესტიციებზე სანქციების შედეგების გამო. მასზე არასასურველ გავლენას მოახდენს აგრეთვე “მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი სხვა სტრუქტურული პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკის სუსტი დივერსიფიკაცია, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაუცველობა, რთული ადმინისტრაციული პროცედურები, სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში, კორუფცია და დემოგრაფიის უარყოფითი დინამიკა (მოსახლეობის შემცირება და სამუშაო ძალის ჩართულობის შემცირება)”.

უცხოელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუბლის დაბალი ღირებულება ხელს შეუშლის რუსეთს ეკონომიკის მოდერნიზებასა და განახლებაში. ნავთობზე მუდმივი დამოკიდებულების გამო დაუცველი იქნება ნავთობზე ფასების მორიგი დაცემის შემთხვევაში.


სანქციების საფასური

ექსპერტებმა გამოიყენეს სტატისტიკური მოდელები, რათა დაეთვალათ დასავლური სანქციების შედეგები რუსეთის ეკონომიკაზე, სხვა ფაქტორებთან (მათ შორის, ნავთობის ფასთან) ერთად. სსფ მიიჩნევს, რომ რუსეთის მთლიანი წარმოება მოკლევადიან პერიოდში 1%-დან 1,5%-მდე შემცირდა. სსფ-ის მოდელები აჩვენებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში სანქციების ეფექტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება და კლება 9%-ს მიაღწევს, კაპიტალის შემცირებისა და ტექნოლოგიური დეფიციტის ფონზე.

2016 წლის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ სანქციები არ არის მიმართული, მოკლე ვადაში რუსეთს ეკონომიკური “უფსკრულისკენ” უბიძგოს, არამედ გრძელვადიან ზეწოლაზე. 2014 წლის ნოემბერში რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი მიიჩნევდა, რომ ეკონომიკური სანქციები ერთ წელიწადში რუსეთის ეკონომიკას 40 მილიარდი დოლარი დაუჯდა (მშპ-ის 2%), ხოლო ნავთობის ფასების შემცირება - 90-100 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 4-5%). შესაბამისად, რუსი ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ფინანსური სანქციების შედეგად რუსეთის მშპ 2017 წელს 2,4%-ით შემცირდება. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2016 წლის ნოემბერში აღიარა, რომ დასავლურმა სანქციებმა რუსეთი სერიოზულად დააზარალა, განსაკუთრებით, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუმცა, შედარებით ნაკლებად, ვიდრე ენერგორესურსების გაიაფებამ.

2016 წლის დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომიკურმა ოფისმა  თავისი დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2014 წელს “შავ სიაში” მოხვედრილმა თუ მასთან ასოცირებულმა კომპანიებმა რუსეთში თავისი საოპერაციო შემოსავლების, დაახლოებით, ერთი მესამედი დაკარგეს, ერთი მესამედით - დაქირავებულები (სხვა არასანქცირებულ ორგანიზაციებთან შედარებით), მათი აქტივების ღირებულება კი განახევრდა.


წყარო: https://fas.org/sgp/crs/row/R43895.pdf


ბელა ნოზაძე






* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.









წაკითხულია
10130
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

28 ივნისი 2018 | 07:25 ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. კოოპერატივი 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგ

21 ივნისი 2018 | 18:17 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

კოოპერატივი “ქულბაქი” ცაგერის რაიონის, სოფელ ქულბაქში არსებული სათევზე მეურნეობაა სადაც ძირითადად კალმახი იწარმოება. კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა და მასში ხუთი ადგილობრივია გაწევრიანებული. კოოპერატივის ჩამოყალიბებამდე წევრებს თევზაობის სიყვარული აერთიანე

06 ივნისი 2018 | 18:51 ვრცლად
ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში 4 წლიანი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება.

14 მაისი 2018 | 18:35 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner