banner
04 აპრილი 2017 | 12:31 კვლევა/რეკომენდაცია

ეკონომიკური სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების მექანიზმების არსებობის აუცილებლობა

ეკონომიკური სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების მექანიზმების არსებობის აუცილებლობა

შესავალი

საქართველოს მთავრობა ეკონომიკური სტიმულირების არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელთა რიცხვი და მასშტაბები განსაკუთრებით 2013 წლიდან გაიზარდა. გაიზარდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებიც. შესაბამისი უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ირკვევა, რომ ყველა ამ პროგრამაში სახელმწიფო 100 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს ყოველწლიურად. მათ კოორდინაციას, ძირითადად, ეკონომიკის სამინისტრო უწევს, თუმცა განხორციელებაში კონკრეტული დარგობრივი უწყებები არის ჩართული. ასე მაგალითად, პროექტს „აწარმოესაქართველოში“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს, მაგრამ აგრო-კომპონენტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კურირებს. პროგრამების დეკლარირებული მიზანი ეკონომიკური ზრდა და განვითარებაა, თუმცა რამდენად აღწევს თითოეული ასეთი პროგრამა დასახულ მიზანს, არა ერთხელ გამხდარა კამათის საგანი.

სახელმწიფო პროგრამებს ბევრი მხარდამჭერი ყავს, თუმცა ასევე გრძელია იმ ადამიანებისა თუ ორგანიზაციების სია, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავრობა ფულს არაეფექტიანად ხარჯავს. კამათი ამ საკითხზე, ძირითად შემთხვევებში, პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ რაკურსში მიმდინარეობს და ის ხშირად მოკლებულია მეცნიერულ დასაბუთებას. მაგალითად, მთავრობა დიდი სიამაყით ითვლის პროგრამაში ჩართული საწარმოების რაოდენობას, თუმცა განხილვის მიღმა ტოვებს დახარჯული თანხების ეფექტიანობას. მეორეს მხრივ, მთავრობის ოპონენტებს ნაკლებად აინტერესებთ გახსნილი საწარმოების რაოდენობა, რადგან აპრიორი იწუნებენ სახელმწიფო ინტერვენციებს ეკონომიკაში. სახელმწიფოს საქმე არ არის ბიზნესის სუბსიდირება - ეს მთავრობის ოპონენტების ყველაზე გავრცელებული არგუმენტია. ობიექტური დასკვნის გამოტანისთვის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის ანალიზია საჭირო, რაც შესაბამის სტატისტიკასა და შეფასების ობიექტურ მექანიზმებს მოითხოვს.

პრობლემის აღწერა

ვნახეთ, რომ ეკონომიკურ სტიმულირებაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების მოცულობა არც თუ ისე მცირეა. ამას ემატება ის ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც აღნიშნული პროექტების იმპლემენტაციას და კონტროლს უზრუნველყოფს, რაც ჯამში საკმაოდ დიდ წნეხს ქმნის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ეს კი, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს პროგრამების ობიექტური შეფასების მექანიზმის არსებობას, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სახელმწიფო თანხების არაეფექტიანი ხარჯვის რისკი. მთავარი რისკი კი, რაც მსგავს პროგრამებს ახლავს ხოლმე თან, არის თანხების, როგორც სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ინვესტიციის დაბალი ეფექტიანობა და ბიზნეს პროცესებში სახელმწიფოს ინტერვენციის უარყოფითი გარე ეფექტები. შესაბამისად, საჭიროა ერთის მხრივ მუდმივად ხდებოდეს შედეგების გაზომვა და საბიუჯეტო თანხების ალოკაციის ოპტიმალურობის და ამავე დროს, ბაზარზე კონკურენციის ხარისხის შეფასება, რათა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ბიზნესსუბიექტის მხარდაჭერა არ გახდეს სხვა სუბიექტის დაზარალების საფუძველი. მსგავსი შეფასებები კი, წესით, ინსტიტუციურად გამყარებული მექანიზმებით უნდა ხდებოდეს.

საინტერესოა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე დანერგილი აქვს ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტი კონცენტრირებულია შეაფასოს თუ რამდენად იქნა მიღწეული გადახდილი ფასის შესაბამისი ღირებულება, რაშიც სხვადასხვა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდები გამოიყენება, როგორიცაა:

  • ფინასური ანალიზი;
  • დოკუმენტური შემოწმება;
  • ფოკუსჯგუფებთან ინტერვიუ;
  • შესასწავლ თემასთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის და ლიტერატურის მიმოხილვა;
  • კვლევები და გამოკითხვები;
  • მსგავსი ტიპის სხვა ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნებთან შედარება.



2013-2016 წლებში აუდიტის სამსახურმა ჯამში ეფექტიანობის 30 აუდიტი ჩაატარა. ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება, რომელიც საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდაჭერას ითვალისწინებს, ქართულ მხარეს ავალდებულებს, რომ ჩატარებული აუდიტების მინიმუმ 10% ეფექტიანობას ეხებოდეს. ევროპული მხარე ასევე იძლევა რეკომენდაციას იმაზე, რომ დროთა განმავლობაში შემცირდეს შესაბამისობის აუდიტების რაოდენობა, ეფექტიანობის აუდიტის გაზრდის ხარჯზე. ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალიც ნათლად მიანიშნებს აღნიშნული კუთხით აუდიტის სამსახურის მუშაობის გააქტიურებაზე.

საინტერესოა, რომ სიაში ვერ მოხვდა ის პროგრამები, რომლებზეც დასაწყისში იყო საუბარი. ჩატარებული ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო პროგრამების შეფასების მექანიზმების არსებობის მნიშვნელობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურშიც ნათლად ესმით, მაგრამ ამბობენ, რომ ასეთი ანალიზი საკმაოდ დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს მოითხოვს, რაც სამსახურის ამჟამინდელ შესაძლებლობებს სცდება.

შეფასებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მიღებულ დასკვნებზე რეაგირების მექანიზმების არსებობაც. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შეფასებისას, ექსპერტების დიდი ნაწილი მთავრობის მხრიდან მათი დასკვნებისა და რეკომენდაციების უგულებელყოფას უსვამენ ხაზს, თუმცა აუდიტის სამსახური აქტიურად მუშაობს პარლამენტთან იმაზე, რომ მათი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი გაძლიერდეს.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ პროექტების პერმანენტული შეფასების მექანიზმი არ გააჩნია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, თუმცა იგეგმება ამ მიზნით აუდიტორული კომპანიის შერჩევა.

არც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ფლობს ეფექტიანობის შეფასების მექანიზმებს და მხოლოდ სტატისტიკის შეგროვებას და დახარჯული თანხების მონიტორინგს აწარმოებს. სწორედ ასეთი მონიტორინგის საფუძველზე, სააგენტომ მოახდინა პროგრამების მოდიფიცირება და მაგალითად, საბრუნავი საშუალებების დაფინანსება შეწყვიტა.

დაფინანსების ეფექტიანობა არც საპარტნიორო ფონდში ფასდება, სადაც ყოველწლიურად გამოიყოფა თანხები სტარტაპ პროექტებისთვის.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე სახელმწიფო პროექტების რაოდენობასა და მათში დახარჯული თანხების ზრდასთან ერთად, იზრდება სახელმწიფო თანხების არაეფექტიანად დახარჯვისა და სახელმწიფო ინტერვენციების ე.წ. ექსტერნალური ეფექტების რისკები. ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ეკონომიკაზე და დააზიანოს ბიზნესგარემო. იმისთვის, რომ ასეთი რისკები მინიმუმამდე დავიდეს, საჭიროა არსებობდეს სახელმწიფო პროექტების შეფასების ინსტიტუციური და პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი მექანიზმი.

რეკომენდაციები

ჩვენ გავეცანით სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების მეთოდოლოგიის საერთაშორისო პრაქტიკას. ამ მიმართულებით ყურადღება გავამახვილეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აპრობირებულ მეთოდებზე. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრია და მისი სამოქმედო პოლიტიკა დიდწილად განპირობებულია ევროკავშირის საერთო პოლიტიკით, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების კუთხით, ჩვენ ამ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანობის აუდიტის პოლიტიკა გავაანალიზეთ. აღსანიშნია, რომ ამ პოლიტიკის განხორციელების მეთოდები განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური კვლევის უმნიშვნელოვანესი საშუალებებია.

პოლონეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განვითარების სტრატეგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სახელმწიფო პროგრამების შეფასების ღონისძიებებს, ძირითადად, ამ საქმიანობაში სპეციალიზებული კერძო კომპანიები და ორგანიზაციები ახორციელებენ, მათ მონიტორინგს კი სახელმწიფო სტრუქტურების ქვედანაყოფები. პოლონეთში,  ასევე, შექმნილია ე.წ. „ეროვნული შეფასების ქვედანაყოფი“ (National Evaluation Unit), რომლის საქმიანობის დეტალური გაცნობის შემდეგ ცნობილი გახდა სახელმწიფო (ევროკავშირის მაშტაბით) პროგრამების სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების მიზნები და კვლევის მეთოდები.  კვლევები, ძირითადად, ეფუძნება ე.წ.  “საპირწონე შედეგის შეფასების“ (Counterfactual Impact Evaluation) მეთოდოლოგიას, ასეთი კვლევის მიზანი კი იმ ჰიპოთეტური სიტუაციის შეფასებაა, რომელიც იარსებებდა პროექტის განხორციელების გარეშე. ამ მიზნის მისაღწევად მკვლევარები იღებენ ე.წ. „კონტროლის ჯგუფს“ (Control Group), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის (Treatment Group) შესადარის ჯგუფს და ამ ორი ჯგუფის შედარებითი ანალიზის მეშვეობით ახდენენ პროგრამის განხორციელების სხვადასხვა ტიპის ეფექტის შეფასებას.

„ეროვნული შეფასების ქვედანაყოფის“ მიერ გამოყენებული კვლევის სხვა პოპულარულ კონცეფციას წარმოადგენს ე.წ. „თეორიაზე დაფუძნებული შეფასება“ (Theory Based Evaluation), რომლის საშუალებითაც, ქვედანაყოფი, სხვა კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ახდენს სახელმწიფო პროგრამების წარმატება-წარუმატებლობის მიზეზების კვლევას. შემდგომი წარმატებული პოლიტიკის განხორციელებისთვის აუცილებელია კვლევამ გვიპასუხოს არა მხოლოდ პროგრამის წარმატება/წარუმატებლობის შესახებ, არამედ მათი გამომწვევი მიზეზების შეფასება მოახდინოს. სწორედ, მსგავსი მიზნის მისაღწევად გამოიყენება „თეორიაზე დაფუძნებული შეფასება“, რომელიც თავისთავად, იყენებს კვლევის სხვადასხვა მეთოდებს. მაგალითად, „თეორიაზე დაფუძნებული შეფასება“ იყო ის მთავარი  მიდგომა კვლევისადმი, რომელიც გამოიყენეს  2007-2013 წლების განმავლობაში პოლონეთში განხორციელებული ე.წ. „ნაციონალური სტრატეგიული გეგმის“ (National Strategic Reference Framework) ეკონომიკურ-სოციალური ეფექტის შესაფასებლად.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირის მაშტაბით საგრძნობლად გაიზარდა იმ კვლევითი პროგრამების რაოდენობა, რომლებიც აფასებენ სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობას. მაგალითად, ასეთ კვლევებს, სხვა კვლევით ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ევროკომისიის ეგიდის ფარგლებში არსებული ე.წ. „გავლენის შეფასების კვლევითი ცენტრი“ (Centre for Research on Impact Evaluation). ეს ცენტრი უზრუნველყოფს მეცნიერულ ექსპერტიზასა და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას „ევროპული სოციალური ფონდის“ მიერ განხორციელებული პროგრამების სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შეფასებისას. ცენტრის კვლევის ძირითად მეთოდს, ისევე როგორც პოლონეთის ეროვნული შეფასების ქვედანაყოფის შემთხვევაში, „Counterfactual Impact Evaluation”-ი წარმოადგენს. ფონდი, ძირითადად, ევროკავშირის სამუშაო ძალის შრომისუნარიანობის შენარჩუნება-გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევები ფონდის მიერ ევროკავშირის სამუშაო ძალის მხარდამჭერი პროგრამების ეფექტიანობას აფასებს. „გავლენის შეფასების კვლევითი ცენტრი“, ასევე, ახორციელებს "აუთსორსინგს", ანუ ის კვლევების განხორციელებისას თანამშრომლობს  უნივერსიტეტებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო კვლევით ორგანიზაციებთან.    

იმისთვის, რომ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები სათანადოდ შეფასდეს, სასურველია იმ ევროპული გამოცდილების გაზიარება, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი. კერძოდ, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შეფასებისას „Counterfactual Impact Evaluation“ მეთოდი ეფექტური აღმოჩნდებოდა. კვლევამ უნდა უპასუხოს თუ რა შედეგი გამოიღო ამ პროგრამამ და ხომ არ განხორციელდებოდა ეს პროექტები, მსგავსი წარმატებით/წარუმატებლობით, სახელმწიფო დახმარების გარეშე.

მაგალითისთვის ავიღოთ ჰიპოთეტური შემთხვევა, რომელიც არც ისე შორს დგას ქართული რეალობიდან: სახელმწიფოს  მიერ გაცემული სუბსიდიების, გაწეული ფინანსური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერის მისაღებად „რესპოდენტებს“ უწესდებათ გარკვეული კრიტერიუმები: თანამონაწილეობა, საკუთრება, საქმიანობის ტიპი და ა.შ. მხოლოდ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ არის სახელმწიფოს მხარდაჭერა მათთვის ხელმისაწვდომი. ეს კრიტერიუმები ქმნის ბარიერს მეწარმეებისთვის, ფერმერთათვის და ასევე ახდენს მათ გაცხრილვას მათივე სამეურნეო, სამეწარმეო თუ ბიზნეს პოტენციალის მიხედვით. თუ პრეტენდენტი კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ის სახელმწიფოსგან იღებს ფინანსურ მხარდაჭერას, ის სუბიექტი კი რომლის პოტენციალიც დაბალია მხარდაჭერის გარეშე რჩება. მხარდაჭერილი პროექტები, რომლებსაც შესაძლოა დამოუკიდებლადაც მოეძიათ რესურსები განვითარებისთვის, აღწევენ წარმატებას, რომელიც დიდწილად სახელმწიფო მხარდაჭერას მიეწერება. გადის წლები და სახელმწიფო მხარდაჭერა ეკონომიკურად გამართლებულად გამოცხადდება და ამის კვალობაზე, გაიზრდება მხარდაჭერის მოცულობა თუ მაშტაბები. ასეთი პრაქტიკა კი, შესაძლოა, სახელწიფო ფინანსების არაეფექტური ხარჯვა აღმოჩნდეს, რადგან მხარდაჭერა, შესაძლოა, აღმოჩნდეს მეწარმეებისთვის თუ ფერმერებისთვის „იაფი“ ფინანსური რესურსი და არა ბიზნესის წამოწყებისა თუ განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყარო.

სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის განსასაზღვრად, გვჭირდება იმ სცენარების მაქსიმალურად სწორად შეფასება, რომლებიც ამავე სახელწიფო პროგრამების გარეშე იარსებებდა. ამ მიზნის მისაღწევად, შეგვიძლია დავაკვირდეთ, პირობითად, ორ სტატისტიკურ ჯგუფს. ერთი მათგანი იქნება იმ პირებისა თუ ორგანიზაციების ნაწილი რომლებიც ჩართული არიან სახელმწიფო პროგრამაში, მეორე ნაწილს კი შეადგენს ის სუბიექტები რომლებიც პროგრამის გარეთ დარჩნენ. ამ ორი ჯგუფის შედარების მეშვეობით ჩვენ შეგვეძლება  შევაფასოთ კონკრეტული პროგრამის ეკონომიკური ეფექტიანობა.  მსგავსი მიდგომა ამ კვლევითი საკითხისადმი სტატისტიკური თუ ეკონომეტრიკული მეთოდოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია.  ამ კუთხით, როგორც უკვე ვახსენეთ, არსებობს საკმაოდ მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება, კვლევათა მთელი ჩამონათვალი, რომელთა სოლიდური ნაწილი, სწორედ, “Counterfactual Impact Evaluation“ მეთოდს იყენებს.

ინტენსიური კვლევებისთვის საჭირო ხარჯები საქართველოს ბიუჯეტისთვის, შესაძლოა, ძვირადღირებული აღმოჩნდეს. მსგავსი კვლევების ფინანსური და, ასევე, ადამიანური რესურსები, ძირითადად, განვითარებულ ქვეყნებშია თავმოყრილი. საქართველოში კი ეკონომიკის სტატისტიკური აღწერაც მოუწესრიგებელია, შეიძლება ითქვას, რომ სავალალო მდგომარეობაშია. ასეთი რეალობიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ გართულებულია  სახელმწიფოს მიერ გაცემული სუბსიდიების ეფექტიანობის რელევანტური შეფასება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროგრამის მაშტაბები დიდია. სტატისტიკური აღრიცხვა საქართველოში “საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ დღითიდღე იხვეწება, თუმცა, ეს პრობლემა კომპლექსურია და ხშირ შემთხვევაში „Geostat“-ის პრეროგატივებს სცდება. შესაბამისად, ამ დროისთვის, საჭიროა კვლევის ეკონომიურ მეთოდების შერჩევა და, ასევე, ისეთი მეთოდების შერჩევა-შემუშავება რომლებისთვისაც სრულყოფილი ფართომაშტაბიანი სტატისტიკური მონაცემების არსებობა არ წარმოადგენს გარდაუვალ აუცილებლობას. ეკონომიკურ და სტატისტიკურ ლიტერატურაში კვლევის ასეთ ინსტრუმენტად გვევლინება “შემთხვევითი შერჩევის პრინციპი”, რომელიც, თავისთავად, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას “Counterfactual Impact Evaluation” მეთოდში. მსგავსი მეთოდოლოგიური კომბინაციით შესაძლებელი იქნება კვლევის ობიექტებიდან მცირედი ნაწილის შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, შემდგომ კვლევის განხორციელება ამ შერჩეულ ნაწილზე, საბოლოოდ კი კვლევის შედეგების ექსტრაპოლაცია კვლევის ობიექტის მთლიან ჯგუფზე. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ „შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე“ დაფუძნებული კვლევები, მათი  განხორციელების სიიაფის გამო, კერძო სექტორის მიერ ხშირად გამოიყენება. მაგალითად, 2000 წელს მრავალფუნქციურმა ბანკმა „Capital one”-მა, რომელიც დეპოზიტების მოცულობის მიხედვით აშშ-ის პირველ ათ ბანკს შორის შედის, „შემთხვევითი შერჩევის პრინციპის“ გამოყენებით  60,000 კვლევა განახორციელა, რადგან დაედგინათ ბანკის მიერ განხორციელებული პროექტებისა თუ პროგრამების ეფექტიანობა. კვლევის ეს მეთოდი, მსგავსი წარმატებით, შესაძლოა გამოვიყენოთ სახელმწიფო პროგრამების შესაფასებლადაც.

იმისთვის, რომ კვლევების ობიექტურობა ეჭვქვეშ არ დადგეს, ისინი დამოუკიდებელმა სუბიექტმა უნდა განახორციელოს. ამის ორი გზა არსებობს:

  1. შეფასება სახელმწიფო უწყების რომელიმე სტრუქტურამ განახორციელოს და ასეთის არარსებობის შემთხვევაში, შეიქმნას სპეციალური სამსახური
  2. შეფასება განახორციელოს გამოცდილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ სახელმწიფომ შეისყიდოს შესაბამისი მომსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო გამოცდილება ორივე გზას იცნობს, სასურველია, მოდელი საქართველოს რეალობის გათვალისწინებით შეირჩეს. კერძოდ, მაქსიმალური ობიექტურობის და კვლევის პოლიტიკური კონიუნქტურისგან დაცვის მისაღწევად, უმჯობესია თუ სახელმწიფო ე.წ. “outsourcing”-ის გზას აირჩევს და კვლევებს დამოუკიდებელ ორგანიზაციას შეუკვეთავს.

შეჯამებისთვის ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ზემოთმოყვანილი კვლევების მასშტაბურობა, ბუნებრივია სერიოზულ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული, რაც შესაძლოა დღეისათვის მათი განხორციელებისთვის გადაულახავ ბარიერად დასახელდეს. თუმცა თუ სახელმწიფო დღესვე დაიწყებს ფიქრს ამ საკითხზე და საფუძველს ჩაუყრის შესაბამის წინაპირობებს, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის კვლევების ჩატარება რამდენიმე წელიწადში რეალური გახდება, რაშიც, დიდი ალბათობით, დონორი ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

მოსალოდნელი შედეგები

თუკი საქართველოში სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების ინსტიტუციური მექანიზმები დაინერგება და მას დამოუკიდებელი ორგანიზაციები განახორციელებენ, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიეცემა შესაძლებლობა, მიღებული შედეგების საფუძველზე, დახვეწოს და განავითაროს მის მიერ განხორციელებული პროგრამები, უკეთესი შედეგების მიღების მიზნით და დაზოგოს საბიუჯეტო თანხები.  აღნიშნული გაზრდის საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ეფექტს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას.

ასევე, სახელმწიფოს თუ დონორი ორგანიზაციების მხრიდან ეფექტიანობის შეფასების კვლევებზე პერმანენტული შეკვეთები გაზრდის დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციების ფინანსურ შემოსავლებს, რასაც ისინი, სავარაუდოდ, საკუთარი მატერიალური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაზრდისთვის გამოიყენებენ. ეს კი მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოში სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.





კვლევაზე მუშაობდნენ: გიგლა მიქაუტაძე, მირიან ეჯიბია.


პუბლიკაცია მომზადებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 



წაკითხულია
7042
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

28 ივნისი 2018 | 07:25 ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. კოოპერატივი 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგ

21 ივნისი 2018 | 18:17 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

კოოპერატივი “ქულბაქი” ცაგერის რაიონის, სოფელ ქულბაქში არსებული სათევზე მეურნეობაა სადაც ძირითადად კალმახი იწარმოება. კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა და მასში ხუთი ადგილობრივია გაწევრიანებული. კოოპერატივის ჩამოყალიბებამდე წევრებს თევზაობის სიყვარული აერთიანე

06 ივნისი 2018 | 18:51 ვრცლად
ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში 4 წლიანი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება.

14 მაისი 2018 | 18:35 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner