banner
04 აპრილი 2017 | 18:37 სოფლის მეურნეობა

საქართველოში 800 ათასი დოლარის კაკალი იმპორტზე შემოდის - რა პერსპექტივები აქვს "ჩენდლერის" ჯიშის ბაღების გაშენებას

 საქართველოში 800 ათასი დოლარის კაკალი იმპორტზე შემოდის - რა პერსპექტივები აქვს "ჩენდლერის" ჯიშის ბაღების გაშენებას

თხილისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, ქვეყანაში კაკლის დეფიციტია. საქართველოში წელიწადში, დაახლოებით, 700-900 ათასი დოლარის კაკლის იმპორტი ხორციელდება. ამავე დროს, 1 ჰა-ზე საშუალო მოგება კაკლის ახალი ჯიშის, ჩანდლერის გაშენების შემთხვევაში - 7 ათასი ლარია. კაკლის, როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურის პერსპექტივებზე ევროკავშირის პროექტის, ENPARD-ის დაფინანსებით  კვლევა ჩატარდა. სახელწოდებით - “კაკლის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი საქართველოში, აჭარის რეგიონში” კვლევა “PMC კვლევითმა ცენტრმა და ბათუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტმა განახორციელა.  

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბოლო წლებამდე საქართველოში კაკალი ფერმერულ მეურნეობაში არ მოჰყავდათ და ის, ძირითადად, გზის პირებში ჩარიგებული ხეების ხარჯზე იკრიფებოდა. მათ შეწამვლა-მოვლაზე კი არავინ ზრუნავდა. ბოლო წლებში დაიწყო კაკლის ბაღები გაშენება ფერმერულ მეურნეობებში. დღესდღეობით, სრულად მსხმოიარე ბაღები არ არსებობს, თუმცა რამდენიმე წელიწადში ის საქართველოს ბევრ რეგიონში და მათ შორის აჭარაშიც იქნება, სადაც ჩანდლერის კაკლის გაშენების ღონისძიებები 2016 წელს დაიწყო და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.


კაკლის წარმოება მსოფლიოში

როგორც კვლევის ავტორები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, მსოფლიოში კაკლის წარმოებამ 2013 წელს 3.5 მლნ. ტონას მიაღწია, რაც მკვეთრად აღემატება წინა წლების წარმოების დონეს.

2010 - 2014 წწ. საშუალო მონაცემებით, კაკლის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები არიან:

• ჩინეთი - 1.6 მლნ. ტ

• ირანი -   0.4 მლნ.ტ.

• აშშ - 0.4 მლნ.ტ.

• თურქეთი - 0.2 მლნ.ტ.

• უკრაინა - 0.1 მლნ.ტ.

2015 წელს კაკლის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ: თურქეთი, იტალია, ჩინეთი, მექსიკა, ესპანეთი, ხოლო ექსპორტიორები - აშშ, ჩილე,, მექსიკა, საფრანგეთი, ჩინეთი.


საქართველოში კაკლის წარმოება

საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 6 ათას ტონა კაკალი იწარმოება (გამონაკლისი იყო  2013 წელი, როცა წარმოების დონემ 10 ათას ტონას გადააჭარბა). რეგიონებში ყველაზე დაწინაურებული ამ მხრივ აჭარაა - 1,3 ათასი ტონა.

როგორც ბევრი სხვა საკვები პროდუქტის შემთხვევაში, კაკლის იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება მის ექსპორტს. იმპორტმა 2015 წელს 395 ტონა ( 890,5 ათასი დოლარი შეადგინა), 2014 წელსა 256 ტონა იყო (817.1 ათასი დოლარი).

კაკლის იმპორტის 75% მოდის უკრაინაზე, 21% - ყირგიზეთზე, დანარჩენი კი - არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და სხვა ქვეყნებზე, რაც შეეხება ექსპორტს, საკმაოდ მცირე მოცულობაა - 49 ტონა (42,6 ათასი დოლარი).

საქართველოში წარმოებული კაკალი მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს და განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში იგრძნობა დეფიციტი, რომელიც ივსება იმპორ. განსაკუთრებით, მაღალია კაკალზე მოთხოვნა ახალი წლის პერიოდში და ფასიც მნიშვნელოვნად, სწორედ ამ დროს იზრდება. ვინაიდან ნიგოზს განაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ სამზარეულოში, მასზე მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია, რაც მის მაღალ ფასშიც აისახება.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  რეგიონში შემოიტანა „ჩანდლერის“ ნერგები. 2013-2015  წლებში  67 -ჰა - ზე დაირგო 21 750  ძირი. გეგმის მიხედვით, წლევანდელის ჩათვლით, სულ 273 ჰა-ზე 90 ათასი ძირი დაირგვება. ამავე დროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, კაკალი გაშენდა 458 ჰა-ზე.  “ჩანდლერის” ჯიშის კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთები გაკეთდა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, 2014-2015 წლებში, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით


ფასები

1 კგ ნიგვზის საშუალო ფასები საქართველოში 2016 წლის  აგვისტოს მონაცემებით, 20,3 ლარი იყო, 2015 წლის აგვისტოში - 26.4 ლარი.

რაც შეეხება კაკლის მოყვანის რენტაბელობას, სრული მსხმოიარობის დროს მაღალი მოსავლის პირობებში მოგების მარჟა საკმაოდ მაღალია,

როგორც კვლევის ავტორებმა გამოთვალეს, 1 ჰა ჩანდლერის კაკლის მოსავლელად  მთლიანი საოპერაციო ხარჯი 2 200 ლარია,1 კგ კაკლის თვითღირებულება - 1,05 ლარი,  მოგება კი (საშუალო მოსავლის შემთხვევაში) -  7 000  ლარი, მაღალი მოსავლის - 9 600 ლარი. 1 კგ კაკალი, საშუალოდ, 4  ლარი ღირს.

კვლევის ავტორების გათვლებით, დამატებული ღირებულება ნიგვზის შემთხვევაში გაცილებით მაღალია, ვიდრე კაკლის რეალიზაციის დროს, კერძოდ,  ფერმერის ფასი 1 კგ ნიგოზზე:14 -16 ლარია (დამატებული ღირებულება: 7 -9 ლარი),  შუამავალის  ფასი: 18 – 20 ლარი (დამატებული ღირებულება: 3 -5  ლარი), საცალო მოვაჭრის  (ღია ბაზარში) ფასი: 21 – 23 ლარი (დამატებული ღირებულება: 2 –4 ლარი), სუპერმარკეტის ფასი: 24 – 26 ლარი  (დამატებული ღირებულება: 2-4 ლარი).

ჩანდლერის კულტივაცია

აჭარასა და მთლიანად საქართველოში. ჩანდლერის კაკლის ძირების გაშენების სტანდარტული რაოდენობა 1 ჰა-ზე  280 ძირია (დაშორებით 6X6). ერთი ჰექტრის გაშენება,  საშუალოდ, 8-9 ათასი ლარი  ჯდება. კაკალი მსხმოიარობაში დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მსხმოიარობაში მეშვიდე, მერვე წელს შედის.  მოსავლიანობა სრული მსხმოიარობისას არის 2-2,5 ტონა/ჰა. ვინაიდან, სრულ მსხმოიარობაში მყოფი ჩანდლერის ჯიშის კაკალი, დღეს საქართველოში არ არსებობს, აღნიშნულ კვლევაში მოყვანილი გაანგარიშებები, ძირითადად. ეყრდნობა ექსპერტთა მოსაზრებებს.

ორმოების მომზადება და სასუქების შეტანა კაკლის ბაღის გასაშენებლად საჭიროა ნიადაგის წინასწარ მომზადება, რაც მოიცავს ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა: პლანტაჟი, ჯვარედინი ხვნა, დადისკვა და ფარცხვა. კაკლის დარგვისას მცენარის განლაგება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორია სახეობა, ჯიში და ნიადაგი. ზოგადად, კაკალი ირგვება 10×10 მ, 8×10 მ, 8×8 მ-ზე, ხოლო ჩანდლერის ჯიშის ნერგები ირგვება 6×6მ-ზე და 6×5 მ-ზე. დარგვამდე საჭიროა 0,70 მ სიღრმის და 1 მეტრამდე დიამტერის ორმოს მომზადება და მასში 15-20 კგ. ორგანული სასუქების (გადამწვარი ნაკელი და სხვა გადამწვარი ორგანული მასა) შეტანა. ასევე საჭიროა ფოსფორისა და კალიუმის შემცველი სასუქების დამატება. კაკლის გასაშენებლად ოპტიმალური პერიოდია გვიანი შემოდგომა (ნოემბერი) და ადრე გაზაფხული (მარტი). ნერგების დარგვა, მორწყვა და აკვრა კაკლის ნერგების დარგვის შემდეგ აუცილებელია მათი მორწვა და აკვრა. ასევე რეკომენდებულია პირველი სამი წლის განმავლობაში რიგთაშორის ჩაირგოს სოიო, ლობიო ან სხვა სათოხნი პარკოსანი კულტურები, რომელიც შემდეგ იხვნება ნიადაგში. მოვლა ძირითადად, გულისხმობს კაკალის მიწის დამუშავებას, მცენარეების ირგვლივ შემობარვას, ნიადაგის გაფხვიერებას და სასუქების შეტანას. გვალვისა და ცხელი

ამინდების შემთხვევაში მორწყვაც საჭიროა.

კაკლის მოსავლიანობა მერყეობს 3-დან 7 ტონამდე 1 ჰა-ზე და იბერტყება როცა სრულ სიმწიფეს მიაღწევს. ადრე დაკრეფის შემთხვევაში კაკლის გული გაშრობისას პატარავდება და ცუდად ინახება.

მოსავლის აღების შემდეგ, იმ კაკლებს, რომლებსაც მწვანე გარსი აქვთ შემორჩენილი აცლიან მას, რეცხავენ სუფთა წყალში და აშრობენ მზეზე ან სპეციალურ საშრობში. კაკლის შენახვისთვის სათავსოში ოპტიმალური ტემერატურაა 3-10°C. ასეთ პირობებში იგი ინახება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.


ანალიზი და რეკომენდაციები

კვლევის ავტორების მიერ წარმოების ხელის შემშლელ ფაქტორად დასახელდა სანერგე მეურნეობების სიმცირე, ნერგზე მაღალი ფასი და ასევე ჩანდლერის ჯიშის და ზოგადად, კაკლის მოვლა-მოყვანის შესახებ ცოდნის სიმწირე. “ფაქტობრივად, ქვეყანაში ახლა იწყება კაკლის სამრეწველო ბაღების გაშენება და შესაბამისად კაკლის პლანტაციების მოვლის პრაქტიკა დღეს ინერგება, რაც საფუძვლიან შიშს აჩენს დარგის სპეციალისტებში, იმის შესახებ, თუ რამდენად გაამართლებს მოსავლიანობის თვალსაზრისით, ჩანდლერის კაკალი საქართველოში”, - აღნიშნულია კვლევაში.

კაკლის მოსავლის აღების შემდგომი დაბინავება-გადამუშავება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია ამ დარგის ღირებულებათა ჯაჭვში.სპეციალისტების განცხადებით,  სწორედ აქ იქმნება დამატებული ღირებულების უდიდესი წილი. თუმცა,  ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს კაკლის სატეხი და დამხარისხებელი დანადგარები, რომელიც კაკლის სამრეწველო წარმოების გაზრდასთან ერთად საჭირო გახდება. “აღარაფერს ვამბობთ იმ შესაძლებლობაზე, როდესაც შეიძლება კაკლისგან მთელი რიგი გადამუშავებული პროდუქტების მიღება, როგორიცაა კაკლის ზეთი, კაკლის კარაქი და სხვა. ამ ეტაპზე ქვეყანაში არც ეს მიმართულებებია განვითარებული”, - აღნიშნულია კვლევაში.

გასაღების კუთხით, ძირითადი პრობლემაა ჯაჭვის მონაწილეებს შორის (ფერმერები, შუამავლები, სუპერმარკეტები, საცალო გამყიდველები ბაზარზე)  საკონტრაქტო ურთიერთობების არარსებობა. ამავე დროს, ექსპერტები აცხადებენ, რომ  სამომავლოდ, კაკლის წარმოების გაზრდის შემთხვევაში, საჭირო გახდება საექსპორტო ბაზრების მოძიება და დივერსიფიკაცია.

“საქართველოსთვის ძირითადი კაკლოვანი ხილი - თხილი უკვე კარგად არის ცნობილი მსოფლიო ბაზარზე და კარგი რეპუტაციითაც სარგებლობს. ეს მდგომარეობა კარგად უნდა იქნეს გამოყენებული კაკლის შემთხვევაშიც, რომ ქართული თხილის ექსპორტიორებისთვის მომავალში მოხდეს ასევე კაკლის შეთავაზებაც”, - მიიჩნევენ კვლევის ავტორები.

სასაწყობე მეურნეობებისა და გადამუშავების განვითარებისათვის რეკომენდებულია ისეთი კოოპერატივების ხელშეწყობა, რომლებიც ორიენტირებული იქნება კაკლის შენახვა- დასაწყობებაზე და შუამავალი რგოლის გარეშე ექსპორტიორებთან თანამშრომლობაზე. ასევე, კოოპერატივის ფარგლებში, შესაძლებელია, გადამამუშავებელი საწარმოს დაფუძნებაც, რაც ხელს შეუწყობს ფერმერისთვის დამატებული ღირებულების შექმნას. ამ კუთხით, შესაძლებელია კერძო-საჯარო პარტნიორობის განხილვაც. კაკლის სექტორის ეფექტური განვითარებისთვის აუცილებელია ცოდნის ამაღლება თანამედროვე მეთოდებითა და მიდგომებით.

ამავე დროს, კვლევაში აღნიშნულია, რომ  საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. აქვს შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი ევროპასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, აშშ-სთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, კანადასთან და იაპონიასთან. წელს, ასევე გაღრმავდა სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან. მაღალი ხარისხის კაკლის წარმოებისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს შეუძლია განახორციელოს კაკლის ექსპორტი ზემოხსენებულ ქვეყნებში.



წაკითხულია
3785
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტებს აძლიერებს

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტებს აძლიერებს

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მეწარმეთა და ექსპორტიორთა ახალ ხელშემწყობ პროგრამებსა და პროექტებს იწყებს. ოქტომბრიდან სააგენტოში ექსპორტის განვითარების დეპარტამენტი ამოქმედდება, რომელსაც მრავალი სხვა ამოცანის გადაჭრასთან ერთად პლატფორმის Trade with Geo

28 სექტემბერი 2017 | 18:21 ბიზნესი ვრცლად
კვალიფიკაცია, უნარები, ტექნოლოგიური მხარდაჭერა - ევროკავშირი მცირე და საშუალო ბიზნესის  მხარდაჭერას  ახალი აქცენტებით გააგრძელებს

კვალიფიკაცია, უნარები, ტექნოლოგიური მხარდაჭერა - ევროკავშირი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ახალი აქცენტებით გააგრძელებს

აუცილებელია ახალგაზრდა ქართველებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა, რათა მათ მიიღონ ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიკაცია. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო კომპანიების წარმატებული მომავლისთვის.

16 სექტემბერი 2017 | 12:55 ეკონომიკა ვრცლად
როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას? - მავნებლებთან ბრძოლის ევროპული მიდგომები

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას? - მავნებლებთან ბრძოლის ევროპული მიდგომები

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვ

15 სექტემბერი 2017 | 11:48 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ხულოელმა ფერმერებმა 4 ტონა ქართული ნიორი ევროკავშირში ექსპორტზე გაიტანეს

ხულოელმა ფერმერებმა 4 ტონა ქართული ნიორი ევროკავშირში ექსპორტზე გაიტანეს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, რესან ჩოგაძის ცნობით, ოთხმა ხულოელმა ფერმერმა ჯემალ ართმელაძემ, მიხეილ ჩოგაძემ, ალექსანდრე იშხნელიძემ და ბიძინა შავაძემ 4 ტონა ქართული ნიორი გერმანიაში გაიტანეს.

27 ივლისი 2017 | 16:02 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner
banner