banner
27 აპრილი 2017 | 18:45 ბიზნესი

ქართული IT კომპანიები საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ

ქართული IT კომპანიები  საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ

„ჩვენი რესურსი რომ მსოფლიოსთვის საჭიროა, ამაში უკვე დავრწმუნდი. მოთხოვნა დიდია, თუ შენ მაღალი დონის სპეციალისტი ხარ, აუცილებლად იქნები წარმატებული,“ - ამბობს კომპანია "ქონექთის" დირექტორი დავით რიკიაშვილი.


ქართული კომპანია „საათეკი“ ბრიტანელების დაკვეთით პროექტების მენეჯმენტის ასოციაციის ვებგვერდზე მუშაობს. ახალი ვებპორტალი ბრიტანელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის უახლოეს მომავალში ამუშავდება, ეს ქართული კომპანიის მორიგი პროექტია ევროპაში, მანამდე კი იყო ათასობით მსგავსი ვებგვერდი.

„2003 წლიდან ვმუშაობთ და ამ დრომდე დაახლოებით ათასობით ვებგვერდი გვაქვს გაკეთებული სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია აწყობდა წელიწადში რამდენიმე გამოფენას, თითოეული ღონისძიებისთვის მზადდებოდა რამდენიმე ათეული ვებგვერდი, ეს კომპანია კი ჩვენი დამკვეთი იყო, ამ ვებსაიტებს სწორედ ჩვენ ვაკეთებდით“, - ამბობს „საათეკის“ დირექტორი გიორგი გორდელაძე.

კომპანია„საათეკი“ 2003 წელს დაფუძნდა. საერთაშორისო ტიპის ქართული IT კომპანია დაინტერესებულ პირებს ოფშორულ პროგრამირებას, ვებსერვისებსა და უკვე არსებული, მოძველებული პროგრამული სისტემების განახლებას სთავაზობს. 14 წლის წინ დიდ ბრიტანეთში პარტნიორი კომპანიის მოძიება ნაცნობი ქართველის დახმარებით შეძლეს. კომპანიის დირექტორი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ თავის დროზე ძალიან გაუმართლათ, შემდეგ კავშირები დაამყარეს, დღეს კი უკვე იცნობენ და ენდობიან.

„გაგვიცნეს, იციან ჩვენი პირობები, ხარისხი, ფასები. პირველ ეტაპზე ჩვენი მომსახურება ძალიან იაფი ღირდა, ეტაპობრივად გაძვირდა, მაგრამ მაღალ ხარისხს მუდმივად ვინარჩუნებთ, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია წარმატებისთვის. დღეს ვებსაიტებს ვაკეთებთ ძირითადად ბრიტანული კომპანიებისთვის, ასევე ვმუშაობთ მონაცემთა დამუშავების მიმართულებით, ვუწევთ სსხვადასხვა ტიპის IT მომსახურებას. გვყავს პარტნიორი კომპანია ინგლისში, რომელიც დაკავებულია კლიენტების მოძიებით,შეკვეთებს გვაძლევენ როგორც ბრიტანეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, მაგალითად, გვქონია პროექტები საუდის არაბეთში, ემირატებში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ირლანდიაში“, - ამბობს გიორგი გორდელაძე.

ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტის (CBI) ერთ-ერთი ბოლო კვლევა ევროპაში ვებდიზაინებსა და აპლიკაციებზე მოთხოვნას ეხება. საერთაშორისო დოკუმენტის თანახმად, ევროპული კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ საკუთარი ვებგვერდი, რადგან ევროპაში ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ევროპული კომპანიების მხრიდან ვებტექნოლოგიებსა და აპლიკაციებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ყველაზე ხშირად კომპანიები ვებგვერდებს ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ქმნიან. ფინეთში კომპანიების 95%-ს, ხოლო დანიაში 91%-ს საკუთარი ვებპორტალი აქვს. საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 64%-ს შეადგენს, ხოლო ბულგარეთსა და რუმინეთში 50%-ია. აქედან გამომდინარე ევროპული ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა აქცენტი სწორედ ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაზე გააკეთონ, მითუმეტეს, რომ ამ რეგიონებში ეს მომსახურება განსაკუთრებით ხშირად გააქვთ ე.წ. აუთსორსინგზე. კომპანიების უმრავლეობას არა აქვს სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსი ორგანიზაციაში, ამიტომ ვებდიზაინისა და აპლიკაციებისთვის ხშირად კონკურსს აცხადებენ. „იმისთვის, რომ თქვენი ცოდნა და უნარი ტექნოლოგიების თვალსაზრისით იყოს კონკურენტუნარიანი, საჭიროა, მუდმივად ადევნოთ თვალი თანამედროვე მიღწევებს“, - ვკითხულობთ CBI-ის კვლევაში.

„ქონექთი
გლობალურ ბაზართან ინტეგრაციის გზას ადგას, ვცდილობთ, ევროპელ დამკვეთს დავხვდეთ იმ სტანდარტებით, რასაც ევროპა ითხოვს“, - ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებული კომპანია „ქონექთის“ სამომავლო გეგმები ახლა უკვე ევროპასა და გლობალურ ბაზარს უკავშირდება. კომპანიის დირექტორი გვიყვება, რომ დღეს ყოველი 5 პროექტიდან 1 უცხოურია. კომპანია ბრენდინგის, ვებგვერდების შექმნისა და ვიდეო პროდაქშენის მიმართულებით შეკვეთებს არაერთი ქვეყნიდან იღებს.

„ძალიან ბევრი პროექტი გვქონდა საქართველოში და არ იყო შესაძლებლობა, რომ უცხოურ დაკვეთებზე დიდი დრო დაგვეხარჯა, თუმცა, იანვრიდან დავიწყე მუშაობა ამ მიმართულებით, უკვე გავედით საზღვარგარეთ საკმაოდ წარმატებით. ჩვენი ერთ-ერთი პროექტის დამკვეთი დღეს ავსტრალიაა. ასევე გვქონდა საქმიანი ურთიერთობები ჰოლანდიაშიც. ჩვენი რესურსი რომ მსოფლიოსთვის საჭიროა, ამაში უკვე დავრწმუნდი. მოთხოვნა დიდია, თუ შენ მაღალი დონის სპეციალისტი ხარ, აუცილებლად იქნები წარმატებული. მთავარია, კომუნიკაცია დაამყარო“, - ამბობს დავით რიკიაშვილი.

საერთაშორისო კვლევის თანახმად, ევროპაში IT მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტია. სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში IT სპეციალისტების უნარი თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს ხშირად ვერ აკმაყოფილებს, არაერთი პროგნოზით, 2020 წლისთვის ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი დეფიციტია მოსალოდნელი, ხოლო ის ფაქტი, რომ ევროპული კომპანიების დიდ ნაწილს ვებდიზიანისა და აპლიკაციებთან დაკავშირებული პროექტები აუთსორსინგზე გააქვს, არა ერთ ფაქტორს უკავშირდება, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები თანხების დაზოგვას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, ვებდიზაინისა და აპლიკაციების შექმნა ე.წ. „აუთსორსინგზე“ გაცილებით უფრო იაფი ჯდება. ეს კი კომპანიებს განვითარებადი ქვეყნებიდან აძლევს შესაძლებლობას, ევროპულ ორგანიზაციებთან წარმატებით ითანამშრომლონ, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაღალი ხარისხის მომსახურების პარალელურად კონკურენტუნარიანი ფასიც უნდა იყოს, CBI-ის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია განვითარებადი ქვეყნებისთვის სწორედ მომსახურების ღირებულებას უკავშირდება, ევროპული კომპანიის დასაინტერესებლად გამჭვირვალობა და დაბალი ფასები ყველაზე მიმზიდველი შეიძლება, აღმოჩნდეს. ამასთან, არანაკლებ მნიშნელოვანია ხარისხიც, რადგან ვებდიზაინისა და აპლიკაციების შექმნა ძალიან კარგ ტექნიკურ შესაძლებლობებს მოითხოვს.


ამისთვის კი საჭიროა:

  • მუდმივად გაეცნოთ ბოლო მიღწევებს ვებტექნოლოგიების სფეროში, გაიღრმავოთ ცოდნა ამ მიმართულებით.
  • ევროპული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი ტექნიკური შესაძლებლობების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგალითად, სარეკომენდაციო წერილები, ან თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტის ნიმუში, სასურველია ამის ნახვა შეიძლებოდეს თქვენს ვებგვერდზე.
  • კონკრეტული ხელშეკრულების დადებამდე ევროპული კომპანიები ამჯობინებენ, ჯერ საპილოტე პროექტი შეუკვეთონ პოტენციურ მყიდველებს, ამ გზით ისინი კომპანიის შესაძლებლობებსა და გამჭვირვალობას სწავლობენ, პარალელურად ჩნდება ნდობაც.


როგორ უნდა მოიძიონ ქართულმა კომპანიებმა ევროპაში დამკვეთები? - ამის დიდი გამოცდილება საქართველოში უკვე არის. პირადი კონტაქტები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კავშირის დასამყარებლად სხვა გზებიც არსებობს. დავით რიკიაშვილი გვიყვება, რომ ერთ-ერთი ევროპული კომპანია მას თავად დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. პროექტის დაფინანსების შემდეგ კი ბრენდინგისა და ვებგვერდის მიმართულებით მომსახურებას „ქონექთი“ უზრუნველყოფს.

„მემორანდუმის მსგავსი დოკუმენტი გავაფორმეთ. ამ შემთხვევაში ალბათ მათი ინტერესი იყო, რადგან საქართველოში ხორციელდება პროექტი, მაგრამ დღეს გერმანელი არ მოვა შენთან პირდაპირ, რადგან მას საკმარისი რესურსები აქვს საკუთარ ქვეყანაში. მათთან დასაკავშირებლად არის საკომუნიკაციო პლატფორმები, სწორედ ამ გზით მოვიძიეთ დამკვეთები. ზოგიერთი პლატფორმა გაძლევს კონკურსში ჩართვის შესაძლებლობას, სხვა შემთხვევებში დამკვეთი აქვეყნებს მოთხოვნებსა და პირობებს, შენ სთავაზობ საკუთარ წინადადებას. ასევე, ხდება ისეც, რომ თავად გიკავშირდებიან, ეს მაშინ, როდესაც მათთან შეხება უკვე გქონდა და გიცნობენ. პორტფოლიო რომ გაქვს ონლაინსივრცეში, ისინი ეცნობიან, მათ დიდი გამოცდილება აქვთ გემოვნების, სტანდარტის თვალსაზრისით,“ - ამბობს რიკიაშვილი.

CBI-ს კვლევის თანახმად, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაცია დამკვეთსა და პროექტის განმახორციელებელ კომპანიას შორის. ვებდიზაინისა და აპლიკაციების შექმნის პროცესში კომუნიკაციის ნაკლებობამ შესაძლოა, ძალიან ბევრი გაუგებრობა და უთახნმოება გამოიწვიოს. მაგალითად, ვებაპლიკაციის შექმნისას აუცილებელია კომპანიამ დამკვეთს დაუსვას შემდეგი კითხვები: რას უნდა მოიცავდეს აპლიკაცია? ვინ არის სამიზნე ჯგუფი? რომელ პლატფორმებზე უნდა იმუშაოს აპლიკაციამ? ასევე, რამდენია პროექტის ბიუჯეტი და როდის არის ბოლო ვადა. მუშაობის პროცესში კი სასურველია, რომ დამკვეთი კომპანია მუდმივად ჩააყენოს საქმის კურსში, რათა ყველა დეტალის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს. ევროპელ დამკვეთებთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებაზე გიორგი გორდელაძეც გვიყვება.

„მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია დამკვეთთან, საქმის კურსში ვაყენებთ, როდის დიწყება მუშაობა, როდის სრულდება, რა ეტაპზეა ახლა პროცესი, რა პრობლემებს წავაწყდით, როგორ უნდა გადავჭრათ ეს დაბრკოლებები და ასე შემდეგ“,- ამბობს გიორგი გორდელაძე.

დავით რიკიაშვილის თქმით, კი ევროპელ კომპანიებთან მუშაობა მისთვის გაცილებით უფრო კომფორტულია.

„ევროპელი პირველ რიგში უყურებს შენს რეპუტაციას, შენს პროექტებს, თვითონაც არის ჩახედული, რაშიც არ არის გათვითცნობიერებული, იმაში არ გედავება. თუ სწორად აკეთებ, ენდობიან დიზაინერის, პროგრამისტის პროდუქტს. მაქსიმალურად დეტალურად გეუბნებიან, რა სურთ. ქართველს კი მეტი გამოცდილება სჭირდება, გარკვეული ეტაპები აქვს გასავლელი. სამომავლოდ უპირატესობას მივანიჭებ გლობალურ მიმართულებას იმიტომ, რომ ეს არის ბიზნესი და ჩემს კომპანიას განვითარებაში დაეხმარება. მსოფლიო ბაზარზე გასვლა ვისი ოცნება არ არის?",  - ამბობს რიკიაშვილი.

CBI-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ვებდიზაინისა და აპლიკაციების შემქნელი კომპანიებისთის: მაშინ, როდესაც თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი წარმატებული ვებაპლიკაცია უკვე არსებობს, განსაკუთრებით რთულია კონკურენტუნარიანი მომსახურების შეთავაზება ევროპელი პარტნიორებისთვის, მით უმეტეს, რომ ევროპაში მოთხოვნები საკმაოდ მაღალია. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ვებგვერდებისა და აპლიკაციების უსაფრთხოება, რადგან ოფიციალური მონაცემებით, ჰაკერების მთავარი სამიზნე ხშირად სწორედ ვებაპლიკაციებია. ამიტომ პროექტის განხორციელებისას აუცილებელია უსაფრთხოების ყველა პარამეტრის გათვალისწინება.

  • გაავრცელეთ მკაფიო და გასაგები ინფორმაცია თქვენი კომპანიების მონაცემების უსაფრთხოებაზე.
  • შექმენით ვებაპლიკაციები ყველაზე უსაფრთხო მეთოდით და მიაწოდეთ დამკვეთებს ინსტრუქციები, როგორ გამოიყენონ.
  • მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების მისაღწევად მუშაობა აპლიკაციის შექმნის პირველივე ეტაპიდან დაიწყოს.
  • ინფორმაციის დაცულობასა და უსაფრთხოებაზე გაეცანით ISO-27000 -ის სტანდარტებს.









 * სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

წაკითხულია
2634
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner