banner
03 მაისი 2017 | 16:08 სოფლის მეურნეობა

მიწის კონსოლიდაცია და მიწის ბანკი - მიწის გამსხვილების ინსტრუმენტი

მიწის კონსოლიდაცია და მიწის ბანკი - მიწის გამსხვილების ინსტრუმენტი

 

(მიწის რეფორმის  საკითხებზე სტატიათა ციკლის გაგრძელება. იხილეთ პირველი მასალა ბმულზე)

აღმოსავლეთ და ცენტრალური ქვეყნების გამოცდილებამ დაადასტურა, რომ მხოლოდ მიწის კონსოლიდაცია ვერ იქნება ეფექტიანი ინსტრუმენტი მიწის სტრუქტურულ პრობლემებთან გასამკლავებლად. FAO-ს მიერ რეკომენდირებულია სახელმწიფო მიწების ჩართვა, მიწის მობილობის ზრდა, კანონმდებლობის და რეგისტრაციის პრობლემების მოგვარება, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ჩართული მხარეების სრული ინფორმირება.

საქართველოსათვის მნიშვნელოვანია როგორც მიწის კონსოლიდაციის წარმატებული მაგალითების განხილვა, ასევე ნაკლებ წარამტებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რათა პროცესში დაშვებული შეცდომების გაანალიზება მოხდეს. თითოეული ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებები მიწის რეფორმის, კონსოლიდაციის და მიწის ბანკინგის მიმართულებით დეტალურად შესწავლილია მორტენ ჰარტვიგსენის ნაშრომში. ("LAND REFORM AND LAND CONSOLIDATION IN CENTRAL AND EASTERN EUROPE AFTER 1989" (2015)). წინამდებარე ნაშრომში რამდენიმე მაგალითის განხილვა მნიშვნელოვანია პროექტების კონტექსტის უკეთ გასაგებად. CEE ქვეყნების ორი ძირითად ჯგუფის ( პირველი  - ქვეყნები, რომლებსაც აქვთ მიწის კონსოლიდაციის პროგრამები და მეორე - ქვეყნები, რომლებმაც გარკვეული ღონისძიებები გაატარეს, თუმცა პროგრამა სრული სახით ჯერ შემუშავებული არ აქვთ) კონსოლიდაციის პროექტებიდან მიღებული გამოცდილებაა გაზიარებული.

მიწის კონსოლიდაციის გეგმის მქონე ქვეყნებისათვის (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სერბეთი, ლიტვა, სლოვენია და გერმანია) კონსოლიდაციის მიმართულებით ქვეყნების გააქტიურების ძირითადი მოტივი მიწის სტრუქტურის შეცვლა და ფერმების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა იყო. ასევე, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მხოლოდ საბაზრო ძალებით მიწა ვერ გამსხვილდა და საჭირო გახდა ინტერვენცია, ხოლო ქვეყნების ნაწილი (ჩეხეთი, სლოვაკეთი, გერმანია) უფრო მეტად კონცენტრირებული იყო მიწის მფლობელობის პრობლემებზე და მიწის მართვის სისტემის შემუშავებაზე (კადასტრი და მიწის რეგისტრაცია). მიზნებიდან გამომდინარე, ჩეხეთში მიწის კონსოლიდაციისთვის გამოყოფილი სახსრების ნახევარი მიწის მოკვლევასა და რეგისტრაციაზე დაიხარჯა. მიწის პრობლემების გარდა კონსოლიდაციის პროექტები მიმართული იყო ბუნების დაცვას, გარემოსა და ლანდშაფტის გაუმჯობესებაზე და ადგილობრივ განვითარებაზე (მაგალითად, ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების მოწყობა.) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში პრობლემაა როგორც მიწის ფრაგმენტაცია, ასევე ფერმების მცირე ზომა. მიწის პროგრამებს პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და სერბეთში აქვთ ფერმების ზომის გამსხვილების პოტენციალი. ლიტვაში კონსოლიდაციის პროექტის ფარგლებში წახალისებულია მიწის ყიდვა-გაყიდვა, რადგან აქ ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიწების გამსხვილებაა.

 

ასევე საინტერესოა ფაქტი, რომ მიწის კონსოლიდაციის მქონე შვიდივე ქვეყანაში კონსოლიდაციის პროექტებზე ძირითად პასუხისმგებელ ორგანოს სოფლის მეურნეობის სამინისტროები წარმოადგენენ და კონსოლიდაციის ინსტრუმენტები ძირითადად სოფლის განვითარების სტრატეგიებსა და პროგრამებშია ჩართული.

 

CEE რეგიონში მიწის კონსოლიდაციის პროგრამის არმქონე ქვეყნებში მიწის კონსოლიდაციის ინსტრუმენტი ძირითადად სოფლებში საპილოტე პროგრამების განხორციელება იყო. საწყის ეტაპზე ქვეყნების უმრავლესობამ ნებაყოფლობითი მიდგომა გამოიყენა. ამის მიზეზი პირველ რიგში ის იყო რომ, სავალდებულო მიდგომის დროს აუცილებელია კანონმდებლობა დახვეწილი და ნებისმიერი მხარის უფლება-მოვალეობები დეტალურად გაწერილი იყოს. ასევე, საპილოტე პროგრამები ძირითადად 1990-იან და 2000-იან წლების დასაწყისში დაინერგა, როდესაც მოსახლეობაში მიწების დაკარგვის შიში მაღალი იყო. ამიტომ პრიორიტეტი ნებაყოფლობით პროექტებს მიენიჭა.

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ პირდაპირი გზა პირველი საპილოტე პროექტიდან ფუნქციონალურ პროგრამამდე ერთგვაროვანი არ არის. სხვადასხვა ქვეყანაში საპილოტე პროგრამებს განსხვავებული შედეგები ჰქონდა. საპილოტე პროექტებმა ალბანეთში, სომხეთსა და მოდლოვაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს.  რაც იმედის მომცემია, რომ კონსოლიდაციის პროგრამა სწორად დადგეგმვისა და განხორციელების შემთხვევაში მიწების გაერთანება-გამსხვილებას ხელს შეუწყობს.

კონსოლიდაციის პროგრამის მქონე ქვეყნების მსგავსად იმ ქვეყნებში სადაც მიწის რეგისტრაცია ართულებს მიწის ბაზრის განვითარებას, მიწის კონსოლიდაციის პროგრამები შეიცავს მიწის რეგისტრაციის პრობლემების გადაჭრის გზებსაც. ასეა, მაგალითად, ალბანეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას და ხორვატიის შემთხვევაში.

ქვემოთ განხილულია  სხვადასხვა ქვეყნის მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტებიდან მიღებული საინტერესო გამოცდილება.

რუმინეთი

რუმინეთშიც მიწის რეფორმის შემდეგ ძირითადად მცირე მეურნეობები ჩამოყალიბდა. თითო მეურნეობა საშუალოდ 2,3 ჰა. მიწით და თითო ნაკვეთის საშუალო ფართობით 0,5 ჰა. რუმინეთში დანაწევრებული იყო როგორც მიწის მფლობელობა, ასევე მისი გამოყენება. GIZ-ის დაფინანსებით საპილოტე პროგრამა ორ სოფელში ჩატარდა. შემდეგ 2005-2006 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით მიწების გამსხვილება-გაერთიანების პოლიტიკის შემუშავებისათვის კიდევ სამ დასახლებაში ჩატარდა ნებაყოფლობითი საპილოტე პროგრამა. 833 მიწის მფლობელი გამოიკითხა მათი ინტერესების დასადგენად, რომელთაგან 59% მზად იყო მიწის გაცვლაში მონაწილეობა მიეღო. თუმცა პროექტის დრო მცირე აღმოჩნდა მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებისა და გაცვლის წარმატებით განხორციელებისათვის. 2014-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიაში განხილულია მიწის კონსოლიდაციის პროგრამის დაფინანსება. სახელწიფოს მფლობელობაში კვლავ რჩება სასოფლო სამეურნეო მიწის 12%. 2011-2012 წლებში ჰოლანდიელების მიერ ჩატარებული კვლევა რეკომენდაციას უწევს შექმნან მიწის ბანკი, რათა მიწის კონსოლიდაციის პროგრამა უფრო ეფექტიანი იყოს.

ბულგარეთი

ბულგარეთშიც მიუხედავად იმისა, რომ მიწის რეფორმით სახელმწიფო მიწები ისტორიულ მფობელებს დაუბრუნდა მიწა მაინც დანაწევრდა. 1991 წელს თითო ნაკვეთის საშუალო ფართობი 0,4-0,5 ჰა. იყო. 2003-2005 წლებში ჰოლანდიელების დახმარებით ნებაყოფლობითი საპილოტე პროგრამა ორ სოფელში განხორციელდა. პირველ სოფელში ფერმერთა 94%-მა გამოთქვა პროექტში მონაწილეობის სურვილი და პროგრამის დასრულების შემდეგ  ნაკვეთის საშუალო ზომა ამ სოფელში 1,53 ჰა.-დან 2,66 ჰა.-მდე გაიზარდა. ხოლო მეორე სოფელში პროექტით დათვლილ მიწის ფასებს  (ნაკვეთები მდებარეობის, ნაყოფიერების და სარწყავ არხთან სიახლოვს მიხედვით შეფასდა)  არ დაეთანხმნენ ფერმერები და გაცვლაც ვერ განხორციელდა. 2009-2010 წლებში ახალი საპილოტე პროგრამა დაინერგა, რომელიც ყოვლისმომცველი იყო სამი სოფლისათვის (village of Katunets, Lovetch region). პროექტის ფარგლებში მიწის კონსოლიდაციასთან ერთად 14 კმ სასოფლო გზა გაიყვანეს, 50 ჰა. საირიგაციო სისტემის მოეწყო, 28 კმ. ტურისტული ბილიკი და ტყის ზოლების გაშენდა. ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდა. ნაკვეთების ზომა თითქმის გასამმაგდა (0,77 ჰა.-დან 1,90 ჰა.-მდე). ბოლო წლებში კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება როგორც კერძო ინვესტორების მიერ, ასევე სხვადასხვა ფონდების დაფინანსებით. ჰარტვიგსენის შეფასებით ბულგარეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ფერმების გადანაწილების პროცესში ჩასართავად საჭიროა სულ მცირე მათთვის მონაწილეობის ხარჯების დაფარვა. მათი მონაწილეობა კი ძირითადად მსხვილ ფერმებთან ან ინვესტორებთან მიწების გაცვლით ან გაცვლით შემოიფარგლება.

ალბანეთი

ალბანეთში მიწის სტრუქტურული პრობლემების დასაძლევად საერთაშორისო დაფინანსებით ორი პროექტი მოქმედებდა. 2001-2004 წლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 4 მუნიციპალიტეტში (Fiershegan, Frakulla, Suc and Pojan)  საპილოტე პროექტები განხორციელდა, რომლის ფარგლებში ჯამში 189 მიწის ტრანზაქცია განხორციელდა, აქედან 146 ყიდვა-გაყიდვა. ჰარტვიგსენის მოსაზრებით ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას ხელი შეუშალა მიწის კონსოლიდაციის კანონმდებლობის არარსებობამ, მიწის გადაცემისას მაღალმა გადასახადებმა და მიწის რეგისტრაციის პრობლემებმა. 2010-2013 წელს FAO დაეხმარა ალბანეთს მიწის კონსოლიდაციის სტრატეგიისათვის მოსამზადებელ სამუშაოებსა და საპილოტე პროექტებში. საპილოტე პროექტი განხორციელდა ტერბუფის მუნიციპალიტეტში. FAO-ს პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგები და მიწის კონსოლიდაციის სტრატეგიის პირველადი ვერსია შემუშავდა.

საპილოტე პროექტი მოიცავდა 715 მიწის მფლობელს 4 248 მიწის ნაკვეთით. ყველა სახეზე მყოფი მფლობელი გამოიკითხა მათი წარმოების და ინტერესების შესახებ საპილოტე პროექტის ფარგლებში. გამოკითხულთა 84%-მა პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მიწის საკითხებში ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით შედგა მიწის გადანაწილების გეგმა. ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკებების შედეგად 150 მიწის მფლობელმა იპოვა გამოსავალი. ბოლო ეტაპზე გადანაწილებული მიწები (35 მიწის ნაკვეთი) ალბანეთის კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდა. საბოლოოდ პროექტს განსაკუთრებული მასშტაბის წარმატებისათვის არ მიუღწევია ძირითადად რეგისტრაციის რთული პროცედურების და ტრანზაქციის ხარჯების გამო.  კონსოლიდაციის პროგრამის წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება მიწის რეგისტრაციის და კანონმდებლობის გამარტივებამდე. გარდა ამისა, პოლიტიკური ძალების ცვლილების შედეგად კონსოლიდაციის პროგრამის დანერგვა მომავალში საეჭვოა.

მოლდოვა

მას შემდეგ რაც მოლდოვამ გააცნობიერა მცირე და დანაწევრებული ფერმების პრობლემები, 2004 წელს არსებულ სიტუაციასთან გამკლავებისთვის მსოფლიო ბანკს მიმართა. რის შედეგადაც 6 სოფელში  (2009 წელს კი დამატებით 40 სოფელში) საპილოტე პროგრამა გაიმართა. პროექტის პროცედურები და თანმიმდევრობა იგივეა რაც ალბანეთის შემთხვევაში. პროექტები დაეფუძნა ნებაყოფლობით, საბაზრო მიდგომას. იგი ასევე სოფლების განვითარების საჭიროებებს მოიცავდა. ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი ასახავს თუ როგორ შეიცვალა ვითარება  ერთ-ერთ სოფელში საპილოტე პროგრამის განხორციელების შედეგად.

2011 წელს მსოფლიო ბანკის დახმარებით მოლდოვაში განხორციელებული პროექტების შედეგების მრავალდისციპლინარული შეფასება ჩატარდა  (“Impact assessment of the land re-parceling pilot project”), რაც მოიცავდა მიწათმფლობელობის, ეკონომიკურ, გარემო და სოციალური გავლენის შეფასებას. საპროექტო 6 სოფელი შეადარეს საპირწონე 3 სოფელს. ყველა კომპონენტის მიხედვით იმ სოფლებში სადაც მიწის კონსოლიდაციის გეგმები განხორციელდა უკეთესი მდგომარეობა იყო.


გრაფიკი1: ბოლდურეშტის მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტი.

2014-2020 წლების მოლდოვის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმით მიწის კონსოლიდაციის მთავარი მიზანი იქნება ფერმების სტრუქტურის გაუმჯობესება მათთვის ფრაგმენტაციის შემცირების და ზომის ზრდის შესაძლებლობების შეთავაზებით.

აღსანიშნავია, რომ 46 სოფელში პროექტები განხცორციელდა მიწის კონსოლიდაციისთვის სპეციალური კანონმდებლობის შემუშავების გარეშე. 1990 წელს მოლდოვაში თითქმის მთელი სასოფლო-სამეურნეო მიწა გასხვისდა. ასევე, მიწის მფლობელთა უმეტესობა დაინტერესებული იყო მიწის გაყიდვით, რამაც ხელი შეუწყო საპილოტე პროექტების წარმატებას. შესაბამისად, მიწის ბანკი მოლდოვის რეალობაში შესაძლოა საჭირო აღარ იყოს.

სომხეთი

მიწის რეფორმის შემდეგ სომხეთში დანაწევრებული მცირე მეურნეობები ჩამოყალიბდა - საშუალოდ 1,21 ჰა მიწის მფლობელობით, თითო ნაკვეთის საშუალო ფართობით 0,3 ჰა. მსხვილი მეურნეობები მცირე რაოდენობით მაინც შენარჩუნდა, რომლებიც ძირითადად ნაქირავებ მიწას იყენებენ. დღეს კი მიწის დანაწევრება მემკვიდრეობით მიწის განაწილების გამო შესაძლოა უფრო მეტიც იყოს.

2000 წლების დასაწყისში FAO დაეხმარა სომხეთს სოფელ ერზნკაში საპილოტე პროგრამის მომზადებაში. მიწის მფლობელებთან და ფერმერებთან მოლაპარაკების წარმოების შედეგად სოფელში 162 მიწის ნაკვეთ შემცირდა 67-მდე. მიწის ნაკვეთების საშუალო ფართობი გაიზარდა 0,47 ჰა-დან 1,25 ჰა.-მდე და თითო მეურნეობის მფლობელობაში არსებული მიწის ფართობი გაორმაგდა (1,25 ჰა.-დან 2,5 ჰა,-მდე). ასევე, მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მიწა გაიყიდა კერძო პირებზე პროექტის ფარგლებში. FAO-ს პროექტის ფარგლებში შემუშავდა მიწის კონსოლიდაციის სტრატეგია, რომელზე დაყრდნობითაც და საპილოტე პროგრამის გამოცდილების გათვალისწინებით 2011 წელს შეიმუშავეს მეურნეობების განვითარების კონცეფცია. თუმცა ფინანსების ნაკლებობის გამო ჯერჯერობით მიწის კონსოლიდაციის პროექტები არ შემუშავებულა. 1990 წელს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწა თავისუფალი განკარგვის უფლებით გადაეცა მუნიციპალიტეტებს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში კი მუნიციპალური მიწის გასხვისებამ ხელი შეუწყო მიწის კონსოლიდაციის პროექტის წარმატებით განხორციელებას.

საქართველო

2001 წელს სომხეთის მსგავსად FAO-მ საქართველოშიც ჩაატარა წინასწარი კვლევა საქართველოში რათა დაედგინათ კონსოლიდაციის პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა. კვლევის მიზანი იყო მოემზადებინა შესაბამისი პროექტი საქართველოსათვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნა პროექტის განხორციელებაზე არ დაფიქსირებულა. მიმდინარე პერიოდამდე, მიწის კონსოლიდაციაზე პოლიტიკური ინტერესი არ გამოთქმულა.

 

საქართველოს მიწის სტრუქტურის, მიწის რეფორმის და მიმდინარე პრობლემების შესახებ იხილეთ ბმული.

 

 

 

მიწის ბანკი

 

CEE (ცენტრალური და აღოსავლეთ ევროპის)ქვეყნების პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ცალკე აღებული მიწების კონსოლიდაცია ეფექტიანი არ არის. იმ ქვეყნებში სადაც პროექტებში ჩართული იყო სახელმწიფო მიწების გამსხვილების კუთხით უკეთესი შედეგები დაფიქსირდა. შესაბამისად, FAO რეკომენდაციას უწევს ქვეყნებს მიწის ბანკის პრაქტიკა გამოიყენონ. ჰარტვიგსენის თქმით, მიწის ბანკინგი რეკომენდირებულია დასავლეთ ევროპის მიწის კონსოლოდირების ექსპერტების მიერ CEE ქვეყნებში. ამ თემის პოპულარიზაციას FAO-ს და LANDNET-ის არაერთი საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა. მიუხედავად ამისა, მიწის ბანკინგი CEE ქვეყნებში ჯერჯერობით ფართოდ არაა გავრცელებული.

ჰარტვიგსენის (2015) კვლევამ აჩვენა, რომ კონსოლიდაციის პროგრამის მქონე ქვეყნებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით სახელმწიფო მიწები პროგრამებში არ იყო ჩართული. სახელმწიფო მიწა პროექტებში წარმოდგენილი იყო, როგორც კერძო მიწა და ისიც ექვემდებარებოდა გაერთიანებას. FAO-ს კვლევის მიხედვით, სახელმწიფო მიწების ჩართვა მიწის ბანკის სახით მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ნებაყოფლობითი მიდგომის გამოყენებისას, რადგან ეს გაზრდიდა მიწის მობილობას და შესაბამისად შანსებს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდებოდა. თუმცა CEE ქვეყნებში მიწის კონსოლიდაციისა და მიწის ბანკების სინერგიის პრაქტიკა ნაკლებადაა გავრცელებული მიმდინარე ეტაპისათვის. ორივე ინსტრუმენტის ერთდროულ გამოუყენებლობის მიზეზად ჰარტვიგსენი ასახელებს სახელმწიფოს მხრიდან მიწის მენეჯმენტის სირთულეებს. ხშირად კონსოლიდაციის პროექტებში ჩართულია არაერთი საჯარო დაწესებულება და მათი კოორდინაცია რთულია. მაშინ როცა მიწის კონსოლიდაციის სააგენტოს ინტერესია მიწის გასხვისება, ეს შესაძლოა არ იყოს პრიორიტეტული მიწის ფონდისთვის, რომელსაც ურჩევნია მიწას თავად ფლობდეს ან/და აქირავებდეს. ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით სახელმწიფო მიწის გასხვისება მხოლოდ ღია აუქციონებზეა შესაძლებელი. ასეთ შემთხვევებში მიწის გაყიდვა კონსოლიდაციის პროექტის ფარგლებში შესაძლოა რთული იყოს.

 

მიუხედავად სირთულეებისა, პოლონეთმა და გერმანიამ მიწის კონსოლიდაციის პროექტებში სახელმწიფო მიწაც ჩართეს. ამ ქვეყნებში სახელმწიფო მიწა გაყიდეს საბაზრო ფასებთან შედარებით დაბალ ფასად, რათა ბიძგი მიეცათ მიწის მობილობისთვის და ფერმერებისთვის დამატებითი მიწის შეძენის სტიმული მიეცათ.

 

რუმინეთში სახელწიფოს მფლობელობაში კვლავ რჩება სასოფლო სამეურნეო მიწის 12%  (1,6 ჰა.) 2011-2012 წლებში ჰოლანდიელების მიერ ჩატარებული კვლევა უნგრელებს რეკომენდაციას უწევს შექმნან მიწის ბანკი, რათა მიწის კონსოლიდაციის პროგრამა უფრო ეფექტიანი იყოს.

მიწის პროგრამის არმქონე ქვეყნებს შორის უნგრეთმა, ხორვატიამ და უკრაინამ  მიწის ბანკის ჩამოყალიბებისაკენ გადადგეს ნაბიჯები.

უნგრეთში მიწის ეროვნული ფონდი დაარსდა 2002 წელს მიწის კონსოლიდაციის ღონისძიებების განხორციელებისათვის.  ამ ეტაპზე მიწის ფონდი მიზნად ისახავს მიწის სტრუქტურის ცვლილებას ორმხრივი შეთანხმებების მიღწევის საშუალებით მიწის მფლობელებსა და ფერმერებს შორის.

ხორვატიაში სასოფლო-სამეურნეო მიწის სააგენტო 2008 წელს დაარსდა. სააგენტო მიწას ლიზინგით გასცემს კერძო და კორპორატიულ ფერმებზე. ასევე სააგენტოს აქვს უფლებამოსილება კერძო მფლობელისაგან გამოისყიდოს მიწა. მოსალოდნელია რომ მიწის სააგენტო შეიძენს მიწის ბანკის ფუნქციებს მომავალი კონსოლიდაციის პროექტებში. უკრაინაში სახელმწიფო მიწის ბანკი 2012 გაიხსნა თუმცა ხელისუფლების ცვლილების და არამდგრადი მდგომარეობის გამო კვლავ დაიხურა 2014 წელს.

ხოლო ბოსნია-ჰერცოგოვინაში განხორციელებულმა საპილოტე პროექტმა, ჰარტვიგსენის მოსაზრებით, გამოავლინა, რომ სახელმწიფო მიწების გამოყენებით შესაძლებელია მიწის მობილობის ზრდა, იმ შემთხვევაშიც თუ სახელწიფო მიწის გაყიდვა შეუძლებელია.

იმისათვის, რომ კონსოლიდაციის პროექტები ნორმალურად განხორციელდეს და მხარეებს ჩართულობის სურვილი გაუჩნდეთ აუცილებელია გამჭვირვალობა და ბაზრის პრინციპებზე დამყარებული გაცვლების წახალისება, რაც ხელს შეუწყობდა მიწის სტრუქტურის ცვლილებას. ამ კუთხით, მიწის კონსოლიდაცია შესაძლოა მიწის ბაზრის განვითარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად ჩაითვალოს და არა მიწის ბაზრის შემცვლელად.

მომავალ ეტაპზე დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს რეალობასთან პარალელის გასავლებად და მიწის კონსოლიდაციის შესაბამისი ინსტრუმენტის მისაღებად დეტალური, ყოვლისმომცველი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

 

 

ავტორი: მარიამ ლუკაშვილი (ISET-ის მაგისტრი)

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

Egiashvili, D. (2005): Aspects of land consolidation in Georgia. Paper for FAO regional land consolidation workshop in Prague.

Hartvigsen, M. (2015a): Experiences with land consolidation and land banking in Central and Eastern Europe after 1989. FAO Land Tenure Working Paper 26.

 

Hartvigsen, M. (2015b): Land Reform and Land Consolidation in Central and Eastern Europe after 1989 – Experiences and Perspectives. Ph.D. Thesis. Aalborg University.

Hartvigsen, M. (2016): Land Consolidation in Central and Eastern Europe - integration with local rural development needs. Paper prepared for presentation at the “2016 WORLD BANK CONFERENCE ON LAND AND POVERTY” The World Bank - Washington DC, March 14-18, 2016

Müller, W. et al. (2001): Strategy for land consolidation and improved land management in Georgia – Pre-feasibility study. FAO.

 

 

 

წაკითხულია
4596
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

banner
banner
banner