banner
16 მაისი 2017 | 18:44 სოფლის მეურნეობა

დაფნის ქართველი ექსპორტიორები პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობენ

დაფნის ქართველი ექსპორტიორები პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობენ

“მსოფლიოში დაფნის ბაზარი დასტაბილურებულია, ფასის ზედა და ქვედა ზღვარი გარკვეულია. ნებისმიერ ინვესტორს მეტ-ნაკლები სიზუსტით შეუძლია გათვლა გააკეთოს, თუ რა შემოსავალი ექნება მომდევნო პერიოდებში, განსხვავებით თხილისგან, რომლის ფასიც ხშირად მერყეობს და ბუნებრივი პირობების მიმართაც მეტად მგრძნობიარეა.”

დაფნის მსოფლიო ბაზარი და საქართველო

დაფნის ფოთლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია თურქეთი. დაფნის პლანტაციები ბუნებრივად მოიპოვება ეგეოსის, ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში. ნედლეულის ძირითადი მწარმოებლები არიან: იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, სირია და სხვა. საქართველოში დაფნა ძირითადად, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ხარობს. ჩვენთან დაფნის წარმოების დონე საკმაოდ მაღალი იყო გასული საუკუნის 90-იან წლებამდე. სწორედ დაფნა მიიჩნეოდა ჩაისა და ციტრუსების შემდგომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურად. იმ პერიოდისათვის დაფნის პლანტაციებს 6 ათასი ჰა ეჭირა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაფნის კულტურის განვითარებას ნაკლები ყურადღება ექცეოდა, დაფნის ნედლეულის შესასყიდი ფასის სიმცირის გამო მოსახლეობას არ უღირდა დაფნის ჩაბარება და პლანტაციები თანდათანობით შემცირდა. ამ ყველაფრის ფონზე, დაფნაზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით მზარდია. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა დაფნის ეთეროვან ზეთზე.  კარგი მოვლის შემთხვევაში შესაძლებელია 1 ჰა პლანტაციიდან მივიღოთ 5-10 ტონა ნედლი დაფნა, რაც გამხმარ ფოთოლზე გადაყვანით, 2 ტონას შეადგენს. ამჟამად გამომშრალი დაფნის ჩაბარების ფასი კგ-ზე 2,2-2,5 ლარის ფარგლებში მერყეობს.

დაფნის ეთერზეთი

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (International Trade Center) მონაცემებით, თურქეთი არამარტო დაფნის ფოთლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, არამედ იგი დომინირებს დაფნის ეთერზეთის გლობალურ ბაზარზე და მსოფლიო მოთხოვნის 80%-ს აკმაყოფილებს. დაფნის ეთერზეთი ერთ-ერთი მოთხოვნადი და ძვირადღირებული პროდუქტია, რომელიც ძირითადად ფარმაციაში გამოიყენება. 2014 წლის მონაცემებით დაფნის ეთერზეთის საბაზრო ფასი კილოგრამზე 65-80 ევროს ფარგლებში მერყეობდა. ეთერზეთის გამოსავლიანობა 2-5%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 კგ ეთერზეთის მისაღებად საჭიროა მინიმუმ 50 კგ ნედლეული. დაფნის მცენარის თითქმის ყველა ნაწილი და მათ შორის მერქანიც შეიცავს ეთეროვან ზეთს. ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ფოთლები და ახალგაზრდა ტოტები. ნედლეულში ეთეროვანი ზეთების სხვადასხვაობა შეიმჩნევა არა მარტო მცენარის სხვადასხვა ნაწილში, არამედ წლის გარკვეული პერიოდების მიხედვითაც. დადგენილია, რომ ეთეროვანი ზეთის შემცველობა მცენარეში მაქსიმალურია ზამთარში, ხოლო ზაფხულში კი მისი რაოდენობა კლებულობს (რ. ჯაბნიძე, ნ. ჯაბნიძე, 2015). საქართველოში დაფნის ეთერზეთზე მუშაობს ზუგდიდში მდებარე საწარმო შპს ჯეოდაფნა, რომელიც ეთერზეთს ნარჩენებისგან და შედარებით მცირე ზომის ფოთლებისგან იღებს, რითიც ფაქტობრივად მინიმუმამდე დაჰყავს დანაკარგები.  ჯეოდაფნას დირექტორის, რობერტ ჯანაშიას ინფორმაციით, ეთერზეთის გამოხდა საკმაოდ მომგებიანია. იგი 1კგ-ს 80-100 დოლარის ფარგლებში ყიდის საფრანგეთში.

ექსპორტი

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 1991 ტონა დაფნის ფოთოლი გავიდა ექსპორტზე. ამავე პერიოდში საექსპორტო ქვეყნების სამეულშია რუსეთი თურქეთი და უკრაინა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ძვირად ქართული დაფნა პოლონეთში გავიდა, სადაც ერთი კილოგრამის საშუალო ფასი 3,04 დოლარია, ასევე გერმანიაში ერთი კილოგრამის საშუალო ფასი 2,37 დოლარია, რუსეთში -1,65 დოლარი, ხოლო თურქეთში 1.4 დოლარი. ექსპორტიორების ინფორმაციით ევროკავშირში ხარისხიანი დაფნის ფასი 5-12 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ხოლო რუსეთში 1,5-4,5 დოლარია. რაც შეეხება დაფნის ეთერზეთის ექსპორტს, ამ პროდუქტს ცალკე სასაქონლო კოდი არ აქვს მინიჭებული და სხვა ეთერზეთებთან ერთად გადის ექსპორტზე. ჩვენი ინფორმაციით დაფნის ეთერზეთი ექსპორტზე მხოლოდ შპს ჯეოდაფნას გააქვს, წელიწადში 400 კგ-ის ოდენობით.

საქართველოში დაფნის გადამამუშავებელი საწარმოთა რიცხვი 10-20 მდეა, რომელთაგან მსხვილი ექსპორტიორია 5-მდე საწარმო. ისინი ძირითადად სამეგრელოში ოპერირებენ, თუმცა შემგროვებლებისა და დამამზადებლების გავლით იმერეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდანაც იღებენ ნედლეულს.

პროექტ “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გასულ წელს დაფინანსდა დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა ხობის რაიონში. შპს-ს “კატევე ხობი”, საკუთრებაში გადაეცა 200ჰა მიწის ფართობი, რომელზეც კომპანიას საკუთარი ფინანსებით უნდა გაეშენებინა დაფნის პლანტაცია, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაფნის პროექტი თხილის პროექტით ჩანაცვლდა. ამის მიზეზად “კატევე ხობის” წარმომადგენელი კახა გვასალია აცხადებს, რომ კომპანიამ ამჯობინა სამეგრელოსთვის ტრადიციული კულტურის გაშენება:

“ძველი პროექტით   დაფნის პლანტაცია უნდა გაგვეშენებინა და უნდა მიბმულიყო საწარმო, მაგრამ დაფნის პლანტაციის გაკეთება ცოტა რთული თემა აღმოჩნდა და თხილზე გავაკეთეთ აქცენტი. ის ვალდებულებები რაც დაფნაზე იყო, გადმოვიდა თხილზე.”- განაცხადა eugeorgia.info-სთან საუბარში კახა გვასალიამ.

კომპანიამ თხილის გაშენება უფრო პერსპექტიულად მიიჩნია. გვასალიას ცნობით, არ არსებობს პრეცედენტი, რომ ვინმეს 200 ჰა-ზე ჰქონდეს გაშენებული დაფნის პლანტაცია. მისივე თქმით, დაფნაზე ციტრუსებიდან შესაძლოა გავრცელდეს დაავადებები, რომელიც მართალია ჯანმრთელობისთვის უვნებელია, თუმცა, ფოთოლზე წინწკლების სახით ვლინდება, რაც მიუღებელია საექსპორტო ბაზრებისთვის.

“აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში შპს ქართულმა დაფნამ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით ისარგებლა და 1 ლარად გადაცემულ 12 351 კვ.მ. მიწის ფართობზე დაფნის გადამამუშავებელი საწარმო თანამონაწილეობით ააშენა. კომპანიის დირექტორის მამუკა ალფაიძის განცხადებით, საწარმომ უკვე დაიწყო გამომშრალი დაფნის ექსპორტზე გატანა დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში. ექსპორტის 80% დსთ-ს ქვეყნებზე მოდის ხოლო დანარჩენი ევროკავშირის ბაზარზე, კონკრეტულად, ლატვიაში გაიტანა (20 ტონა).

“ვგეგმავთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გატანასაც, მაგრამ ჯერ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ, გარკვეული დანადგარები არის საჭირო, რომ ადვილად შევიდეთ ევროპულ ბაზარზე”- განაცხადა მამუკა ალფაიძემ.

“ქართული დაფნა” საკუთარი პლანტაციების გაშენებასაც გეგმავს. კომპანიის დირექტორის თქმით, მოსახლეობისგან ჩაბარებული დაფნა არ არის იმ ხარისხის, რა ხარისხიც ბაზარზე მოითხოვება. თუმცა, პრობლემა არის ის, რომ საწარმოს არ შეუძლია მიწის შეძენა:

“სახელმწიფომ მრავალწლიანი კულტურა გადმომცა იჯარით 5 წლის ვადით. ამ მიწაზე იყო ძველი ნარგავები, რომელიც აღვადგინე. 5 წლის შემდეგ გამოიტანენ აუქციონზე და ჩემს ნაწვალებ-ნაშრომს გადასცემენ იმას, ვინც მეტს გადაიხდის. რადგან მე ამ მიწაზე ინვესტიციას ვდებ, იჯარა უნდა იყოს მინიმუმ 25 წლიანი-” აღნიშნა ალფაიძემ.

5 ჰექტარი მიწის ფართობზე ძველი გაშენებული დაფნაა, რომლის 80%-ზე ახალი პლანტაციის გაშენება იგეგმება. 5 წლის შემდეგ ამ მიწას აუქციონზე ხელახლა გამოიტანენ და კომპანია გეგმავს, რომ ისევ არენდით აიღოს შედარებით გრძელვადიანი პირობებით. ალფაიძის ინფორმაციით  უკვე შესაძლებელია იჯარით მიწის აღება 25 წლის ვადით, რისი შესაძლებლობაც არ იყო გასულ წელს.

დაფნის ფოთლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია კომპანია აგროლენდი, რომლის დირექტორის გიორგი ნადარაიას ინფორმაციით, კომპანიას ძირითადად ნედლეულით დამამზადებლები ამარაგებენ, როგორც ხობის რაიონიდან ისე იმერეთიდან, გურიიდან და აჭარიდან. მშრალი დაფნის ჩაბარების ფასია 2,6-2,7 ლარი კილოგრამზე. კომპანიას საკუთარი პლანტაციები მცირე ფართობზე (0,5 ჰა) აქვს გაშენებული. წელიწადში საშუალოდ 300-400 ტონა დაფნის ექსპორტს ახორციელებს. კომპანია სრულად არის კონცენტრირებული დაფნის ფოთლის წარმოებაზე და არ გეგმავს ეთერზეთზე მუშაობას. გიორგი ნადარაია დაფნის გადამუშავებისას უპირველეს სირთულედ ნედლეულის ხარისხს ასახელებს. კომპანიის მიერ ხარისხის შემოწმება ხდება როგორც ვიზუალურად ისე, ლაბორატორიულად:

“ვიზუალს და ტენიანობას ადგილზე ვაკვირდებით. წელიწადში ერთხელ ქიმიურ და ბიოლოგიურ შემადგენლობებს ვამოწმებთ სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში”- აღნიშნა გიორგი ნადარაიამ.

აგროლენდის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, პოლონეთი და თურქეთი. ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს შედარებით ნაკლები პროპორციებით. გიორგი ნადარაიას ცნობით, ევროპა კარგა ხანია შეჩვეულია თურქულ დაფნას და ქართული დაფნისთვის ბაზარზე თავის დამკვიდრება არ არის ადვილი. თითქმის საუკუნეა რაც ევროპა თურქული დაფნით მარაგდება.

“ჩვენს დაფნას მხოლოდ დაბალი ხარისხის გამო არ იწუნებენ. ასეთივე წინწკლები თურქულსაც გამოერევა ხოლმე. უბრალოდ ძირითადი მიზეზი არის ის, რომ თურქებს უკვე საუკუნეზე მეტია რაც აწყობილი აქვთ მიწოდების ჯაჭვი. ძნელია ვიღაცამ საქართველოდან ამოაგდოს თურქი მიმწოდებელი” -განაცხადა გიორგი ნადარაიამ.

გიორგი ნადარაია ქართველ ფერმერებს დაფნის პლანტაციის გაშენებას ურჩევს. იგი ამბობს რომ პლანტაციის გაშენება არანაირ რისკთან არ არის დაკავშირებული, უბრალოდ ინვესტიცია და ლოდინი სჭირდება (4 წელი). მისი არგუმენტით, მსოფლიოში დაფნის ბაზარი დასტაბილურებულია, ფასის ზედა და ქვედა ზღვარი გარკვეულია, და ნებისმიერ ინვესტორს მეტ-ნაკლები სიზუსტით შეუძლია გათვლა გააკეთოს, თუ რა შემოსავალს მოიტანს მომდევნო პერიოდებში, განსხვავებით თხილისგან რომლის ფასიც ხშირად მერყეობს და ბუნებრივი პირობების მიმართ მეტად მგრძნობიარეა. დაფნის ფოთოლზე მოთხოვნა სტაბილურია. გარდა ამისა მავნებლები ნაკლებად ეკარებიან მომწარო გემოს გამო. ნადარაიას თქმით, დაფნის გაშენება მომგებიანობის თვალსაზრისით გამართლებულია:

“ჰექტარზე თხილმა თუ შეიძლება მოგიტანოს 100 დოლარი მოგება, დაფნა მოგიტანს 60-70 დოლარს. თუმცა, თხილს ახასიათებს ჩავარდნები. შეიძლება 2 წელი მოყინოს და თხილი დეფიციტური იყოს. ერთწლიან ჭრილში შეიძლება იმდენი მოგება არ ჰქონდეს, მაგრამ მრავალწლიან ჭრილში შეიძლება გაუთანაბრდეს თხილს იმიტომ, რომ თხილი უფრო მგრძნობიარეა ბუნებრივი პირობის მიმართ და მსოფლიო ბაზრის მიმართაც”- განაცხადა ნადარაიამ.

მშრალი დაფნის ფოთლის ექსპორტზე მუშაობს კომპანია ლაურუსი, რომლის ძირითად საექსპორტო ბაზრებს რუსეთი და ყაზახეთი წარმოადგენს. ყოველწლიურად 205-210 ტონა დაფნის ფოთოლი გააქვს ექსპორტზე.

გერმანიიდანაც იყო დაინტერესება 500 კგ ქართულ დაფნაზე პირველ რიგში ხარისხის გამო. ლაურუსის დირექტორის ვანო ჯალაღონიას განმარტებით, თურქულ დაფნას აქვს დაავადებების პრობლემა, რომელიც ჯერჯერობით ჩვენს რეგიონში არ ფიქსირდება. ეს არის მავნებლები, რომლებიც დაფნის ფოთოლს ხვრეტენ. გარდა ამისა ფასიც მისაღები აღმოჩნდა გერმანელი შემსყიდველისთვის (5,5 დოლარი კგ-ზე)

“მოეწონათ, მაგრამ ასეთი მცირე მოცულობის ტრანსპორტირება ძვირი გვიჯდებოდა არც რაიმე სხვა თავსებადი პროდუქტი მქონდა და თავი დავანებეთ. დაფნას სპეციფიკური სურნელი აქვს და ძნელია თავსებადი პროდუქტის გამონახვა. თვითმფრინავით რომ იყოს შესაძლებელი დაფნის გადაზიდვა რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა. თუმცა, დაფნა ადვილად აალებადი პროდუქტია და დაიშვება თუ არა თვითმფრინავით გადაზიდვისთვის ესეც გასარკვევია“- განაცხადა კომპანიის დირექტორმა ვანო ჯალაღონიამ.

ლაურუსის დირექტორის ცნობით, აზერბაიჯანშიც გააშენეს დაფნის პლანტაცია, რომელმაც კარგად გაიხარა, თუმცა გამოვიდა თხელი ფოთლები და არ ჰქონდა  ეთერზეთების ისეთივე შემცველობა, როგორიც ქართულს. ქართული დაფნის ფოთოლი გაცილებით სქელია.

ცოტა ხნის წინ გვესტუმრნენ აზერბაიჯანელები და ძალიან მოეწონათ ქართული დაფნა. მე რომ ვუთხარი მალე მოსავლის აღებას დავიწყებ და ვნახოთ რა გამოვა-მეთქი, მათ მითხრეს ეს მოსავალი კი არ არის, ეს ოქროაო“- აღნიშნა ჯალაღონიამ.

 “ლაურუსს” 60 ჰა საკუთარი პლანტაცია აქვს სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში, სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდში 280 ჰა ფართობზე იყო გაშენებული დაფნის პლანტაცია. აქედან დარჩენილია 70 ჰა, რომლის სრულად ათვისება მომავალი წლისთვის იგეგმება. ეს ტერიტორია საწარმოს მეპატრონემ მთლიანად შეისყიდა იაფი კრედიტით და ააშენა საშრობი და გადამამუშავებელი საწარმოები. კომპანიის დირექტორის თქმით, დაფნა სპეციფიკური მცენარეა და პროფესიონალურ ცოდნას და კარგი ხარისხის მანქანა-დანადგარებს საჭიროებს.

ექსპორტის დივერსიფიცირებას გეგმავს ხობში მდებარე დაფნის გადამამუშავებელი საწარმო შპს “გეო კვიპრავა”. დღესდღეობით კომპანია ექსპორტს დსთ-ს ქვეყნებში ახორციელებს. საწარმო წელიწადში 700-1000 ტონამდე დაფნის ფოთოლს აგზავნის ექსპორტზე. შპს-ს “გეო კვიპრავა” საკუთარი პლანტაციები არ აქვს და ნედლეულის 80%-ს ხობის მიმდებარე სოფლებიდან იბარებს. ეთერზეთებზე მუშაობას ჯერ არ გეგმავს, კომპანიის პირველი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ხარისხის გაზრდა.

“ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯერ მხოლოდ ლატვიაში ვაგზავნით. გერმანიაში გავიტანთ მალე. გვაქვს მოლაპარაკებები ავსტრიასთან და ალბათ სექტემბრიდან დავიწყებთ მიწოდებას. მოცულობები ჯერ არ ვიცით, თუმცა, წელიწადში 100 ტონა ევროპისკენ წავა” - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ისაკი წულეისკირმა.

ისაკი წულეისკირი 7 წელია უკვე რაც ამ სფეროშია. იგი აღნიშნავს, რომ დაფნის წარმოება დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. მხოლოდ გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარების ღირებულება 130 ათასი დოლარია, რომელიც საკმარისი არ არის.

“ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი არის საჭირო საშრობის, დასაფშვნელის, დამხარისხებელი ხაზებისა და დამკალიბრებელი მანქანა-დანადგარების შესაძენად. არ არის ადვილი საქმე და დიდ ინვესტიციას მოითხოვს. მე ეს საქმე ჩემით დავიწყე და 24 საათი აქ ვარ. მყავს პარტნიორების ჯგუფი, რომლებსაც ვენდობი და ყველაზე მაღალ ხარისხს ვაკეთებ საქართველოში”- განაცხადა ისაკი წულეისკირმა

ნედლ დაფნას გეო კვიპრავა 50 თეთრად იბარებს. ხოლო გამომშრალი დაფნის ჩაბარების ფასი ხარისხების მიხედვით განსხვავდება და დამოკიდებულია ფოთლის ზომაზე, ვიზუალსა და შეფუთვაზე.

წულეისკირის თქმით, საწარმო გეგმავს საკუთარი პლანტაციის გაშენებას 7 ჰა მიწის ფართობზე. ამ ფართობზე იგეგმება ბიო დაფნის გაშენება, რომელიც მეტ ხარჯებთანაა დაკაშირებული, თუმცა ბევრად უფრო მომგებიანია:

“პლანტაცია იმ შემთხვევაში არის კარგი და მომგებიანი თუ ბიო სერტიფიკატს გააკეთებ, სხვანაირად მოსახლეობის დაფნა რომ საკუთარი დაფნით ჩაანაცვლო წამგებიანია. ბიო დაფნის გაშენება, რა თქმა უნდა, უფრო ხარჯიანია: ბიო სასუქები სჭირდება, ყოველწლიურად გერმანიიდან უნდა ჩამოიყვანო ტექნოლოგი და ანალიზები არის საჭირო. თუმცა, ბიო დაფნის ფასი ბევრად მაღალია და ასეთ პროდუქტზე დიდი მოთხოვნა არის ევროკავშირში”- აღნიშნა წულეისკირმა.

შპს “ჯეოდაფნა” ზუგდიდის რაიონში მდებარეობს. კომპანიას საკუთარი პლანტაციები არ აქვს და ნედლეულს მთლიანად გლეხებისაგან იბარებს. ძირითად საექსპორტო ბაზრებს რუსეთი და თურქეთი წარმოადგენენ. საექსპორტო ფასები ხარისხზეა დამოკიდებული და 2,2-2,5 დოლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანიას ჰქონდა მცდელობა დაფნის ფოთოლი ევროკავშირის ბაზარზე გაეტანა, თუმცა, არ აქვს საკმარისი მანქანა-დანადგარები, რომ კარგი ხარისხის დაფნა გამოიყვანოს. კომპანიას 1700 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობა გააჩნია, რომელიც საკუთარი ფინანსებით მოაწყო. კომპანიის დირექტორმა რობერტ ჯანაშიამ გულისტკივილი გამოთქვა, რომ თურქების საწარმოს მისცეს დაფინანსება, რომლებიც იაფად იბარებენ მოსახლეობისგან ნედლეულს და თურქეთში აგზავნიან გადასამუშავებლად, საიდანაც ექსპორტზე გადის ევროპაში. ხოლო ადგილობრივად რომ მოხდეს დაფნის გადამუშავება და ექსპორტზე გატანა, ამ პროცესში სახელმწიფო არ უწყობს ხელს.

“აწარმოე საქართველოს ფარგლებში დანადგარებისთვის მოვითხოვე 200 ათასი დოლარი. მაქვს დაფნის ეთერზეთის გამომხდელი ერთადერთი დანადგარი საქართველოში. ჩემი ფინანსებით ჩამოვიტანე ეს დანადგარი, გამოვხადე 300-400 კგ ზეთი და გავაგზავნე საფრანგეთში, თუმცა, მოთხოვნა ჩაგვიდეს კონტრაქტში, რომ საწარმო უნდა იყოს გამართული და სტანდარტები უნდა იყოს დაცული. დავიწყე ამაზე მუშაობა მაგრამ სრულად არ არის ყველაფერი დამთავრებული, იმიტომ რომ არ მაქვს არანაირი ხელშეწყობა”- განაცხადა რობერტ ჯანაშიამ.

დაფნის ფოთლის ქართველი ექსპორტიორები პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობენ. მათი ინტერესი ევროკავშირის ბაზრის ათვისებაა, სადაც დაფნის ფასი ყველაზე მაღალია. ექსპორტიორებს არ აქვთ შესაბამისი მანქანა-დანადგარები იმისათვის, რომ უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ნედლეული. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთს უკვე აქვს დამკვიდრებული თავი ევროკავშირის ბაზარზე, და საქართველოსთვის არც თუ ისე კარგი ხარისხის ნედლეულით ამ ბაზარზე შესვლა რთულია. ბიო დაფნის ან დაფნის ეთერზეთის წარმოების შემთხვევაში, რომლებზეც მოთხოვნა მზარდია, შეგვიძლია დავიკავოთ ჩვენი ნიშა. მიუხედავად იმისა, რომ მოგების მარჟა ბიოდაფნისა და ეთერზეთის წარმოებაზე მაღალია, საწარმოების ამგვარად გამართვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ქეთი მელქაძე




* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს

წაკითხულია
1534
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ხულოელმა ფერმერებმა 4 ტონა ქართული ნიორი ევროკავშირში ექსპორტზე გაიტანეს

ხულოელმა ფერმერებმა 4 ტონა ქართული ნიორი ევროკავშირში ექსპორტზე გაიტანეს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, რესან ჩოგაძის ცნობით, ოთხმა ხულოელმა ფერმერმა ჯემალ ართმელაძემ, მიხეილ ჩოგაძემ, ალექსანდრე იშხნელიძემ და ბიძინა შავაძემ 4 ტონა ქართული ნიორი გერმანიაში გაიტანეს.

27 ივლისი 2017 | 16:02 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ქართული მწვანილი, პომიდორი, ატამი და ვაშლატამა ყატარის სუპერმარკეტებში გამოჩნდა

ქართული მწვანილი, პომიდორი, ატამი და ვაშლატამა ყატარის სუპერმარკეტებში გამოჩნდა

ბოლო ერთი კვირაა, ყატარის სუპერმარკეტებში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოჩნდა. საუბარია სხვადასხვა სახეობის მწვანილზე, პომიდორზე, ატამსა და ვაშლატამაზე.

26 ივლისი 2017 | 18:47 სოფლის მეურნეობა ვრცლად
საქართველოს შეუძლია, ორგანული კოსმეტიკის 16-მილიარდიან ბაზარზე თავი დაიმკვიდროს

საქართველოს შეუძლია, ორგანული კოსმეტიკის 16-მილიარდიან ბაზარზე თავი დაიმკვიდროს

მაღალი კონკურენციის მიუხედავად ევროპული ბაზარი განვითარებადი ქვეყნების კოსმეტიკურ კომპანიებს დიდ შესაძლებლობებსაც სთავაზობს. ჰოლანდიის კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი ბოლო კვლევა სწორედ ეთერზეთებისა და კოსმეტიკისთვის საჭირო ინგრედიენტების საექსპორტო პოტენცი

28 ივნისი 2017 | 18:01 ეკონომიკა ვრცლად

ბლოგი

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

ის blackhat hacker-ი იყო, ე. წ. შავი ქუდი - ის, ვინც კომპიუტერებს და ვებგვერდებს ტეხავს. სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრშიც სწორედ თავისი ნიჭის წყალობით მოხვდა. 16 წლის ასაკში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) მაღალჩინოსანი იყო. მიხვდით ალ

banner
banner
banner
banner