banner
28 ივნისი 2017 | 18:01 ეკონომიკა

საქართველოს შეუძლია, ორგანული კოსმეტიკის 16-მილიარდიან ბაზარზე თავი დაიმკვიდროს

საქართველოს შეუძლია, ორგანული კოსმეტიკის 16-მილიარდიან ბაზარზე თავი დაიმკვიდროს

მაღალი კონკურენციის მიუხედავად ევროპული ბაზარი განვითარებადი ქვეყნების კოსმეტიკურ კომპანიებს დიდ შესაძლებლობებსაც სთავაზობს.  ჰოლანდიის კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი ბოლო კვლევა სწორედ ეთერზეთებისა და კოსმეტიკისთვის საჭირო ინგრედიენტების საექსპორტო პოტენციალს აფასებს. კოსმეტიკის ევროპელი მწარმოებლები მუდმივად ახლის ძიებაში არიან, აინტერესებთ მათთვის უცხო სახეობის ზეთები, რომელიც შეიძლება, ბოსტნეულისგან, ან სხვადასხვა მცენარისგან იყოს დამზადებული. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებსაც ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი ნიშის პოვნა და თავის დამკვიდრებაც შეუძლიათ.

გლობალური მოთხოვნა კოსმეტიკაზე არა მარტო ევროპაში იზრდება. არა ერთი პროგნოზით, მომავალ წლებში აღნიშნული ბაზრის ღირებულება განსაკუთრებით რამდენიმე ქვეყანაში მოიმატებს, ჩამონათვალი კი ასეთია: - ჩინეთი, ბრაზილია, ინდონეზია, საუდის არაბეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. სწორედ ეს ტენდენცია აჩენს დამატებით შესაძლებლობებს განვითარებადი ქვეყნებისთვის. ევროპული კომპანიები სულ უფრო მეტ კოსმეტიკურ პროდუქციას გაიტანენ ექსპორტზე ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში, ხოლო იმისთვის, რომ ევროპელებმა საკმარისი რაოდენობის კოსმეტიკა აწარმოონ, სჭირდებათ ინგრედიენტები, სწორედ ეს ნიშაა განვითარებადი ქვეყნებისთვის საინტერესო. „თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გახდეთ ევროპული კომპანიების მიმწოდებლები“, - ვკითხულობთ საერთაშორისო კვლევაში.

სპეციალისტების პროგნოზით, ორგანული კოსმეტიკის პროდუქციის გლობალური ბაზარი 2020 წლამდე ყოველწლიურად 9,8 %-ით გაიზრდება და მისი ღირებულება 16 მილიარდ დოლარს მიაღწევს. 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 8,4 მილიარდი დოლარი იყო. ორგანული კოსმეტიკისთვის ევროპის მთავარი ბაზრები გერმანიასა და საფრანგეთშია, შემდეგ კი შვეიცარიაში, იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოში.

საქართველოში ეთერზეთებისა და კოსმეტიკის ინგრედიენტების წარმოება წლების წინ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საქმიანობად ითვლებოდა. ქართული პროდუქცია პოპულარული იყო როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვრებს მიღმაც. როგორც აღმოჩნდა, საქართველოსა და ევროპას შორის ამ მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობები ათობით წელს ითვლის. ამის შესახებ ბაბუშერის ეთერზეთების ქარხნის ყოფილი მთავარი ინჟინერი ვახტანგ სანაია გვიყვება. ქარხანა, სადაც ძირითადად ეთერზეთებს ამზადებნენ, 1932 წელს გაიხსნა და 90-იან წლებამდე ფუნქციონირებდა. ქართული პროდუქცია კი საბჭოთა კავშირიდან ინგლისში, საფრანგეთში, ბულგარეთში, რუმინეთში წარმატებით იყიდებოდა.

„თავდაპირველად ქარხანაში მხოლოდ მანდარინისა და ზოგადად ციტრუსის ზეთს ამზადებდნენ პარფიუმერიისთვის, შემდეგ დაემატა დაფნა, გერანი, რეჰანი და სხვა. ქართული პროდუქცია თუნუქის უჟანგავი ფირფიტით დამზადებული სპეციალური ქილებით ჯერ ლენინგრადში ჩადიოდა, იქიდან კი იგზავნებოდა საფრანგეთში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში. გერანის ზეთი გამოიყენება პარფიუმერიისთვის. რაც შეეხება რეჰანის ზეთს, ეს იყო  ფიქსატორი (აფიქსირებს სუნს), ევკალიფტი - ძირითადად მედიცინაში, ხოლო დაფნის ზეთი კვების მრეწველობისთვისაა“, - ამბობს ვახტანგ სანაია.

ჰოლანდიის კვლევითი ინსტიტუტის კვლევის თანახმად, კოსმეტიკის მწარმოებლები მყიდველების მოსაზიდად ძირითადად 2 გზას ირჩევენ: პირველი - ეს არის ყურადღების გამახვილება სხვადასხვა ინგრედიენტის ნატურალურ წარმომავლობაზე, რაც შეეხება მეორე მიმართულებას, აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტულად პროდუქციის ეფექტიანობას, ანუ რა შედეგი მოაქვს მის გამოყენებას. წლების წინ თუ საკმარისი იყო მხოლოდ იმის ცოდნა, რომ პროდუქცია ორგანულია, დღეს ევროპაში გაცილებით მეტს ითხოვენ. სწორედ ამიტომ CBI-ის მთავარი რჩევაა, მყიდველების დასაინტერესებლად კომპანიამ ინგრედიენტების კონკრეტული შედეგის ჩვენება შეძლოს. ამისთვის რეკომენდებულია, არსებობდეს ლაბორატორიის შესაბამისი დასკვნაც.

საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებლები ინტერესდებიან არა მარტო კოსმეტიკური პროდუქციით, არამედ მის მიღმა არსებული სხვადასხვა ინფორმაციითაც. მაგალითად, ინგრედიენტების უჩვეულო წარმომავლობით. „იფიქრეთ ადგილწარმოშობაზე, დამზადების ტრადიციულ წესებსა და ადგილობრივ რიტუალებზე“, - ვკითხულობთ კვლევაში.

  • მას შემდეგ, რაც უკვე გექნებათ ზუსტი ინფორმაცია, როგორ მოქმედებს სხვადასხვა ინგრედიენტი, იფიქრეთ საინტერესო ამბავზე, რასაც თქვენს მარკეტინგულ კამპანიას მოარგებთ;
  • ეს ამბავი უნდა ეფუძნებოდეს თქვენი ინგრედიენტების ყველასგან გამორჩეულ თვისებებს. ყურადღება გაამახვილეთ მათ სპეციფიკურ წარმომავლობაზე, ან მისი გამოყენების ისტორიაზე;
  • სოციალური მედიისა და და თქვენი ვებგვერდის როლი მარკეტინგული კამპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად გაავრცელეთ ინფორმაცია, გამოაქვეყნეთ ფოტოები და ვიდეოები იმის შესახებ, როგორ მოგყავთ კონკრეტული ინგრედიენტი.  გახსოვდეთ, რომ ერთი ფოტო ათას სიტყვად ფასობს.

ევროპული ბაზრით უკვე დაინტერსდა ქართული კომპანია „აგროარომაჯგუფი“, რომელიც ეთერზეთების წარმოებას შემოდგომიდან იწყებს. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თანხა უკვე მიიღო. ჩვენთან ინტერვიუში კომპანიის დირექტორი ზურაბ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ძირითადად ექსპორტზე იქნებიან ორიენტირებული.

„ევროპაში გატანა გვინდა, პოტენციურ მყიდველებთან წინასწარი საუბრები დაწყებული გვაქვს. თავდაპირველად ქინძის ეთერზეთის წარმოებით დავიწყებთ, ეს მცენარე უკვე აპრობირებულია საქართველოში საბჭოთა დროიდან, გამოიყენება პარფიუმერიაში, კვების მრეწველობაში, კოსმეტიკაში, ფარმაცევტიკაში. უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული ბიზნესია, რადგან ყველა მცენარის ეთერზეთის დასამზადებლად საჭიროა საგანგებოდ მისთვის მორგებული დანადგარი, სამომავლოდ, რა თქმა უნდა, წარმოების გაფართოებასაც ვგეგმავთ“, - ამბობს ზურაბ ნაცვლიშვილი.

ევროპელი მომხმარებელი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცხოვრების ჯანსაღ წესს. ევროპაში სიტყვა ჯანმრთელობის მნიშვნელობაც ეტაპობრივად იცვლება. იყო ჯანმრთელი, მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ავად არ ხარ, არამედ იმასაც, რომ თავს ბედნიერად გრძნობ, ჯანსაღ წესებს მისდევ და ლამაზად გამოიყურები. სწორედ ამ ტრენდის დამსახურებად შეიძლება, ჩაითვალოს მზარდი მოთხოვნა კოსმეტიკის ნატურალურ ინგრედიენტებზე, იმისათვის, რომ ევროპულ ბაზარზე თავი დაიმკვიდროთ, საჭიროა:

  • დაანახეთ  მყიდველებს, როგორ დაეხმარება თქვენი ინგრედიენტები მომხმარებლებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
  • მარკეტინგულ კამპანიაში გამოიყენეთ სწორი ტერმინოლოგია: როგორ შეძლებს მომხმარებელი თქვენი პროდუქციის დახმარებით იყოს ჯანმრთელი და იგრძნოს თავი კარგად; შეიცავს თუ არა ისეთ ნივთიერებებს, რაც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება და რასაც ხშირად მომხმარებლები თავად ეძებენ? იფიქრეთ ვიტამინებზე.
  • ზეთები უნდა იყოს ძალიან მაღალი ხარისხის, ასევე სუფთა და ნატურალური; უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხოება და სანდოობა.

ევროპელი მყიდველები ძალიან ხშირად ეძებენ მათთვის სრულიად ახალ ინგრედიენტებს, თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ძველი და მათთვის უკვე საკმაოდ ნაცნობი პროდუქციისთვს ახალ პარტნიორებსაც პოულობენ, ამ შემთხვევაში მათთვის მიმზიდველი შეიძლება, აღმოჩნდეს კონკურენტული ფასი, ხარისხი და მიწოდების სერვისი. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ევროპული კანონმდებლობა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბარიერად რჩება განვითარებადი ქვეყნებისთვის. იმისთვის, რომ ევროპული კომპანიების წარმოებული კოსმეტიკა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს,  ისინი საკუთარ პარტნიორებს განვითარებად ქვეყნებში მუდმივად მაღალ ხარისხს სთხოვენ. ეთერზეთების შემთხვევაში საჭიროა IFRA-ს სტანდარტი, ხოლო ინგრედიენტებს რაც შეეხება, ISO სტანდარტია აუცილებელი.  CBI-ის კვლევის თანახმად, წარმატების მისაღწევად გადამწყვეტ როლს 5 უმნიშნელოვანესი ფაქტორი ასრულებს:

  • მაღალი ხარისხი
  • პროდუქრი უნდა იყოს მოთხოვნადი
  • სერთიფიცირებული
  • პროდუქციის წარმომავლობა
  • ამბავი უნდა იყოს საინტერესო მარკეტინგული კამპანიისთვის


ხატია შამანაური




* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს 

წაკითხულია
4798
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

EBRD -ის და FAO -ს დახმარებით ქართული მწვანილის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განხორციელდა

EBRD -ის და FAO -ს დახმარებით ქართული მწვანილის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განხორციელდა

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქართული მემწვანილეობის ძირითად პროდუქტებზე (კამა, ოხრახუში) მოთხოვნა ნაკლებია და საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად ახალი ნიშური პროდუქტების კულტივირებაა საჭირო.

22 მაისი 2018 | 16:00 სოფლის მეურნეობა ვრცლად
Amazon.com-ით საქართველოდან პროდუქტები ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე გაიყიდება

Amazon.com-ით საქართველოდან პროდუქტები ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე გაიყიდება

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

27 აპრილი 2018 | 18:28 ბიზნესი ვრცლად
GeoVino ევროკავშირში ქართულ ღვინოებსა და სხვა პროდუქტებს ონლაინ ყიდის

GeoVino ევროკავშირში ქართულ ღვინოებსა და სხვა პროდუქტებს ონლაინ ყიდის

ონლაინ პლატპორმა www.geovino.de-ს საშუალებით ქართული პროდუქტები გერმანიდან მთელს ევროკავშირსა და შვეიცარიაში იყიდება.

25 აპრილი 2018 | 13:18 ბიზნესი ვრცლად
 ევროკავშირში, უკრაინასა და აშშ-ში  „ოჯახური“ ტრადიციული პროდუქტების ექსპორტს ახორციელებს

ევროკავშირში, უკრაინასა და აშშ-ში „ოჯახური“ ტრადიციული პროდუქტების ექსპორტს ახორციელებს

„შპს დაბის“ წნილები, სუნელები, აჯიკა და ნიგვზის სოუსი „ოჯახური“-ს ბრენდული დასახელებით, გერმანიაში, ლატვიაში, აშშ-სა და უკრაინაში ექსპორტზე გააქვს.

24 აპრილი 2018 | 13:55 ბიზნესი ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

banner
banner
banner