სასტუმროების ფართობმა საქართველოში 1,3 მილიონ კვ მეტრს მიაღწია
2015 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში 172 ახალო სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება შევიდა, საერთო რიცხვმა კი 1 225 ერთეულს მიაღწია.
სასტუმროების 15.3% ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წელს, 12.1% - 2013 წელს, 8.5% - 2012 წელს, 9.3% - 2011 წელს, 5.9% - 2010 წელს, 34.9% - 2010 წლამდე.
შარშან 2014 წელთან შედარებით, საქართველოში სასტუმროების საერთო ფართობი 25.3%-ით გაიზარდა და1 მილიონ 293 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა. ნომრების საერთო რაოდენობა 23.1 ათასს, ხოლო ადგილების - 48.6 ათასს აღწევდა. ნომრების 10.6% ლუქსია, 13.7% – ერთადგილიანი, 58.4% – ორადგილიანი, ხოლო 17.3% სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია.
2015 წელსსაქართველოს სასტუმროები 1 მილიონ 854.5 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 33.3%-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს. კლიენტების 63.1% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.
ტურისტების (24 საათით და მეტი დროით შემოსული) 51.3%-მა სასტუმროს მომსახურებით ისარგებლა, დანარჩენი ცხოვრობდა ახლობლის/ნათესავის ბინაში,ან განთავსდა საოჯახო სასტუმროებში.
უცხოეთიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად რუსეთიდან (11.5%) ეწვივნენ, შემდეგ ადგილებს ინაწილებენ თურქეთი -10,8%, ისრაელი - 8,2%, აზერბაიჯაინი -7,6% და უკრაინა -7,5%. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონელები (21.9%) და გერმანელები (17.9%) შეადგენდნენ.
2015 წელს გასულ წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან (3.6- ჯერ), რუსეთიდან - 44%-ით, უკრაინიდან - 40%-ით, გერმანიიდან - 31%-ით, ისრაელიდან - 28%- ით, სომხეთიდან - 14%-ით, პოლონეთიდან - 5%-ით, თურქეთიდან - 5%-ით და აშშ-დან - 3%- ით.
საზღვარგარეთიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (64%), საქმიანი და პროფესიული მიზნით – 22%, ხოლო მკურნალობის მიზნით –1.5%.