თურქეთსა და ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა, ირანიდან კი - გაიზარდა
იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი 8,2%-ით გაიზარდა და 4 მილიონ 248 ათასს მიაღწია.
აქედან, ტურისტების რაოდენობამ, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს გაჩერდა, 1 მილიონ 852 ათასი შეადგინა, ანუ, გასულ წელთან შედარებით, 17,4%-ით მოიმატა. სამაგიეროდ, ტრანზიტების რიცხვი, პირიქით, 6,2%-ით შემცირდა, 886 ათასამდე.
2016 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი, ტრადიციულად, სომხეთიდან - 224 ათასი (+2%), და აზერბაიჯანიდან - 186 ათასი (-3%), განხორციელდა. მესამე ადგილზე თურქეთია, საიდანაც სტუმრების რიცხვი გასულ წელთან შედარებით, 42%-ით შემცირდა, 99 ათასამდე, სამაგიეროდ, 12%-ით გაიზარდა რუსეთიდან (180 ათასი), 18%-ით - უკრაინიდან (24 ათასი) და 6-ჯერ - ირანიდან (30 ათასი).
ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოში აგვისტოში 1%-ით შემცირდა და 36 ათასით განისაზღვრა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ მიმარულებით, იანვარ-აგვისტოში აქტიურობდნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად, 27%, 10%, 7% და 7%),
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, 2016 წლის პირველ კვარტალში უცხოური ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლებმა 354.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 48 მილიონით (15,7%-ით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში 6.8%-ია.. 2015 წელს უცხოურმა ტურიზმმა საქართველოს 1.94 მილიარდი დოლარი მოუტანა (ზრდა 2014 წელთან შედარებით - 8,3%).