Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 01 Март
18 Mай 2017 | 18:09

მონაცემთა ბაზის ანალიტიკოსის ხელფასი ევროპაში 50 ათას ევროს აღწევს - ნიშა ქართველი სპეციალისტებისთვის

მონაცემთა ბაზის ანალიტიკოსის ხელფასი ევროპაში 50 ათას ევროს აღწევს - ნიშა ქართველი სპეციალისტებისთვის

სულ უფრო მეტი კომპანია ევროკავშირში მონაცემთა დიდი ბაზების, ე.წ. big data-ს  დამუშავების სერვისს იყენებს. „მომავლის ინდუსტრიის“ მოცულობა, სადაც 6 მილიონი ადამიანია ჩაბმული, გაისად 6 მილიარდ დოლარს მიაღწევს. კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობის გამო, უკვე დიდი ხანია, ევროპული კომპანიები ახალ თანამშრომლებს განვითარებად ქვეყნებში ეძებენ. რა ნიშა შეიძლება დაიკავონ ქართველმა  პროგრამისტებმა  და რა უნდა გაითვალისწინონ ევროპელებთან თანამშრომლობისთვის, შესაბამისი რჩევები ჰოლანდიური ორგანიზაციის, „განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტის ხელშეწყობის ცენტრის“ (CBI) კვლევის საფუძველზე eugeorgia.info-მ მოამზადა.


* * *
რა არის მონაცემთა დიდი ბაზა (big data)? - ეს ისეთი მონაცემებია, რომელთა დამუშავება სტანდარტული პროგრამებით საკმაოდ რთულია, ან, პრაქტიკულად, შეუძლებელი კომპანიებისთვის მისაღებ ვადაში.

მონაცემთა ბაზის ანალიზი ბიზნესის ყველა სფეროში მომუშავე კომპანიას სჭირდება. მის საფუძველზე შესაძლებლობა ეძლევა, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, აამაღლოს კომპანიის მწარმოებლურობა,  განავითაროს ინოვაციური ტექნოლოგიები. მაგალითად, ონლაინ-გაყიდვების ვებგვერდებმა ანალიზის საფუძველზე შეიძლება, მიიღონ მომენტალური ინფორმაცია მომხმარებლების განხორციელებული შესყიდვების შესახებ,  კლიენტების მოთხოვნას რეალურ დროში ფეხი აუწყონ, შესთავაზონ წამახალისებელი აქციები.  წარმოების პროცესში შეფერხებების იდენტიფიცირებით  მწარმოებელს შეუძლია, მნიშვნელოვანი თანხა დაზოგოს, მაგალითად, დაუგეგმავი რემონტით გამოწვეულ დანახარჯებზე (აღჭურვილობაში, ტექნოლოგიებში, მუშა-ხელზე).

მონაცემთა ბაზების დამუშავების ბაზარი ევროკავშირში

ევროკავშირი მონაცემთა ბაზების დამუშავების სერვისის სიდიდით მეორე ბაზარია მსოფლიოში ჩრდილოეთ ამერიკის შემდეგ, წლიური 7%-იანი ზრდით. მისი მოცულობა 2018 წელს 6 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. მართალია, ამ ეტაპზე ძირითადი მომხმარებლები მსხვილი კომპანიები არიან, თუმცა, შეიმჩნევა მცირე საწარმოების აქტიური დაინტერესებაც. მომხმარებელთა  70% კონცენტრირებულია გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. მონაცემთა დიდ ბაზებს 2015 წელს, საშუალოდ, ევროპული კომპანიების 6% იყენებდა, 2020 წლისთვის მათი წილი 13%-მდე გაიზრდება. ყველაზე მაღალი მოხმარებაა: 1. ნიდერლანდებში (12%), დიდ ბრიტანეთში (11%), ირლანდიაში (10%), ლუქსემბურგში (9%), ბელგიაში, გერმანისა და საფრანგეთში (8%).

ციფრული სპეციალისტების ნაკლებობა

ევროკავშირის ქვეყნებში მონაცემთა ბაზებზე, დაახლოებით, 6 მილიონი სპეციალისტი მუშაობს, რომლებიც ინფორმაციებს აგროვებენ, ახარისხებენ და აანალიზებენ. ექსპერტების პროგნოზით, მათი რაოდენობა 2020 წლისთვის 7,1 მილიონამდე გაიზრდება, თუმცა, გამოცდილი ანალიტიკოსების პოვნა საკმაოდ რთულია: ინოვაციური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო შეიმჩნევა სპეციალისტთა დიდი ნაკლებობა, IT-კურსდამთავრებულების უნარები ხშირად არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს. 2020 წლისთვის ევროკავშირში დიდი ბაზების სპეციალისტების დეფიციტი 400 ათასს მიაღწევს.

თუმცა, მხოლოდ სპეციალისტების ნაკლებობის გამო არ ამჯობინებენ ევროპული კომპანიები მომსახურების ყიდვას განვითარებად ქვეყნებში. როგორც კვლევის ავტორებმა გამოთვალეს, ეს მათ ხარჯებს 64%-ით ზოგავს.

ფასწარმოქმნა

big data-ს დამუშავებისთვის ოთხი მთავარი პრინციპია (ე.წ. ოთხი V) გასათვალისწინებელი:volume -მონაცემების უზარმაზარი მოცულობა,  მოწოდებული სხვადასხვა წყაროებიდან და ფორმებით; velocity -სიჩქარე - მათი შეგროვება და გაანალიზება სწრაფად, თითქმის, რეალური დროის პარალელურად; veracity - აკურატულობა და პროფესიონალიზმი, რომლის საფუძველზე მოიპოვება დამკვეთების ნდობა; დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი - value - მომსახურების ღირებულება.

ფასი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ფაქტორია, რომლის გამოც ევროპული კომპანიები მონაცემთა big data-ს სერვისის იმპორტს განვითარებადი ქვეყნებიდან ახორციელებენ. თანამშრომელთა ხელფასებს აღნიშნული მომსახურების  თვითღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი უკავია. მაგალითისთვის, პროგრამისტის წლიური ანაზღაურება დასავლეთ ევროპაში 36 ათასიდან 50 ათას ევრომდე მერყეობს, განვითარებად ქვეყნებში კი შესამჩნევად დაბალია. ამიტომ ჰოლანდიელი ექსპერტები უცხოელ პროგრამისტებს ურჩევენ, ევროპის სამიზნე ქვეყნებში IT-დეველოპერების ხელფასებზე მოკვლევა ჩაატარონ, მაგალითად, Payscale -ის ხელფასების მონაცემთა გლობალური ბაზის მეშვეობით და მომავალ პარტნიორს მომსახურების ღირებულებაც ამის მიხედვით შესთავაზონ.

აღსანიშნავია, რომ ევროპული კომპანიები უპირატესობას ფასწარმოქმნის მარტივ ფორმას ანიჭებენ, მონაცემთა ბაზების დამუშავების სტანდარტულ კონტრაქტზე ფიქსირებული ფასები მათთვის მისაღებია, გამონაკლისია დამხმარე სერვისი, რომლის დროსაც ფასწარმოქმნა დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და ვადაზე.

შენიშვნა: შესთავაზეთ ევროპელ დამკვეთს კონკურენტუნარიანი ფასები, თუმცა, არა სერვისის ხარისხის ხარჯზე. იყავით გამჭირვალე ფასწარმოქმნისას, დამალული ხარჯები თავიდან აიცილეთ, ეცადეთ, მომსახურებას ფიქსირებული ფასი დაადოთ.  

 

მონაცემთა ბაზების დამუშავების ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები 2016 წლსთვის იყო: 1. SQL (57%) 2. Hadoop (49%) 3. Python (39%) 4. Java (37%) 5. R (32%) 6. Hyve (31%);

შენიშვნა: რასაც არ უნდა სთავაზობდეთ ევროპელ მომხმარებელს, პროცესში ბოლომდე უნდა ერკვეოდეთ, არ შესთავაზოთ ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ შეგიძლიათ, შესაძლებელია თანამშრომლობის დაწყება მარტივი სერვისით- დიდი მონაცემების შეგროვებით და უფრო რთულ, ანალიტიკურ მომსახურებაზე შემდეგ გადახვიდეთ. მონაცემების შეგროვება ევროკავშირში სერვისის წამყვანი მიმართულებაა: ის შედარებით სტანდარტიზებულია და არ მოითხოვს რთულ ანალიტიკურ უნარებს. ამავე დროს, ხშირად, კომპანიებს ურჩევნიათ, ე.წ. „აუთსორსინგზე“ სწორედ ინფორმაციის შეგროვება გაიტანონ, საბოლოო ანალიზი თავად აწარმოონ.

მარკეტინგული არხები:

სერვისების ევროპელი პროვაიდერების სუბკონტრაქტრობა ყველაზე რეალისტური არხია ევროპის თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზარზე მოსახვედრად (სერვისპროვაიდერები, თავის მხრივ, სხვა მსხვილი კომპანიების კონტრაქტორები არიან).

შენიშვნა:  აირჩიეთ  ხელსაყრელი ბიზნესმოდელი: ან განავითარეთ მონაცემთა ბაზების ანალიზის საკუთარი სერვისი, ან მიაწოდეთ ეს სერვისი ევროპელ პარტნიორს. შეარჩიეთ მიზნობრივი სერვისის პროვაიდერი, რომლის მასშტაბები თქვენს შესაძლებლობებს შეესაბამება, ორიენტაცია აიღეთ კომპანიებზე, რომლებიც იმავე ინდუსტრიას წარმოადგენენ, როგორსაც თქვენ. ეს საშუალებას მოგცემთ, მათ ბიზნესკულტურაზე მეტი ინფორმაცია  შეიტყოთ. ამათანავე, პოტენციურ პარტნიორებთან დასაკავშირებლად ძალიან კარგი საშუალებაა მონაწილეობა მიიღოთ, ან თვალი ადევნოთ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა, მაგალითად, Big Data Innovation Summit  (მონაცემთა დიდი ბაზების ინოვაციის სამიტი დიდ ბრიტანეთში, Big Data Spain (მონაცემთა დიდი ბაზები ესპანეთში) და CeBIT (გერმანიაში). დაუკავშირდით ინდუსტრიულ ასოციაციებს ევროპაში, მაგალითად, Bitkom-ს (გერმანია), Nederland ICT-ს(ნიდერლანდები), UKITA-ს (დიდი ბრიტანეთი); აგრეთვე,Global Sourcing Association-ს (დიდი ბრიტანეთი),  Outsourcing Verband- (გერმანია),Platform Outsourcing-ს(ნიდერლანდები). საკუთარი  კომპანიის უკეთ წარმოსაჩენად აქტიურად გამოიყენეთ შემდეგი სარეკლამო ხერხები: პროფესიონალურად განავითარეთ კომპანიის ვებ-გვერდი, შექმენით ბროშურა კომპანიის შესახებ, ინვესტიცია ჩადეთ დაძებნის სისტემებში, რათა პოტენციურმა კლიენტებმა ინტერნეტში თქვენი კომპანია იოლად იპოვონ.

უსაფრთხოება:

მონაცემთა ბაზის უსაფრთხოება ევროპული კომპანიებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, განსაკუთრებით, როცა მათ ანალიზს  სხვა კომპანია ახორციელებს და ხელმისაწვდომი ხდება კონფიდენციალური ინფორმაცია, ამასთანავე, მონაცემთა ცენტრალიზებული ბაზები გაცილებით მოწყვლადია ჰაკერების თავდასხმების მიმართ.

ევროპული კომპანიები, ზოგადად, მიიჩნევენ, რომ  ოფშორებში მონაცემთა დაცვა დაბალი ხარისხით ხდება. ევროკავშირში დღეს ინფორმაციას დაცულად, 28 წევრი- ქვეყნის გარდა, აღიარებენ ისლანდიაში, ლიხტენშტეინსა და ნორვეგიაში. მონაცემთა ბაზის დაცვის შესახებ კანონებს ადეკვატურად მიიჩნევენ ანდორაში, არგენტინაში, კანადაში, ისრაელში, ახალ ზელანდაში, შვეიცარიაში, ურუგვაში, ფაროსა და ბრიტანეთის კუნძულებზე. ასე რომ, მნიშვნელოვანია, პოტენციური ევროპელი ბაიერი დაწმუნდეს კომპიუტერული სერვისის პროგრამის უსაფრთხოებასა და დაცულობაში.  

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა 2016 წელს მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია  (GDPR, EU 2016/680) დაინფორმაციის დაცვის დირექტივა (Directive (EU) 2016/680) მიიღო, რომლის მიხედვით, ნებისმიერი კომპანია/ფიზიკური პირი, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას, თუნდაც, მისი საკუთრება არ იყოს, ვალდებულია მის დაცვაზე. ვალდებულება ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც ევროკავშირის გარეთ ფუნქციონირებენ.

შენიშვნა: მიაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია თქვენს კლიენტებს კომპანიის მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ, ინვესტიცია განახორციელეთ უსაფრთხო, სანდო ინფრასტრუქტურაში, დანერგეთ შესაბამისი სტანდარტები, მაგალითად, ISO 27000- სერიიდან ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.

კონკურენცია

ევროპული კომპანიები ამჯობინებენ, მონაცემთა ბაზების დამუშავება ე.წ. აუთსორსინგზე საკუთარ ქვეყანაში გაიტანონ. თუ უცხოეთში ეძებენ  პარტნიორებს, უპირატესობას ახლომდებარე ქვეყნებს ანიჭებენ ენებისა და კულტურული მსგავსების გამო. ძირითადად,  აღმოსავლეთ ევროპა ურჩევნიათ, რადგან იქ შედარებით დაბალი ხელფასებია, მაგალითად, პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში. თუმცა, ბოლო პერიოდში მომსახურების ღირებულება ამ ქვეყნებშიც იზრდება, რაც მათ კონკურენტუნარიანობას ამცირებს. ე.წ. ოფშორულ ქვეყნებს შორის კი საინფორმაციო ტექნოლოგიების შრომით ბაზარზე ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს: ინდოეთს, ჩინეთს, მალაიზიას, ბრაზილიას, ინდონეზიას, ტაილანდსა და ფილიპინებს.

შენიშვნა: ოფშორინგის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად საჭიროა, დაამყაროთ კარგი კომუნიკაცია პარტნიორებთან, ასევე  მოაგვაროთ განსხვავებული დროით გამოწვეული შეფერხებები,  ჩამოაყალიბოთ სწორი მარკეტინგულიმესიჯი, რაგანმასხვავებელიუპირატესობაგაგაჩნიათ, კონკურენციაგაუწიეთარამხოლოდფასით, არამედ  სხვასიკეთეებით: მაგალითად, სპეციალურიცოდნით იმ ინდუსტრიაში, რომელსაც შემკვეთი წარმოადგენს, ასევე 24/7-ზემომსახურებით.  

 

Прочитано
9806
Отправить письмо

Связанный:


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner