banner
17 ოქტომბერი 2014 | 15:37 სოფლის მეურნეობა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „კომბინირებული“ საკადრო პოლიტიკა აირჩია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „კომბინირებული“ საკადრო პოლიტიკა აირჩია

 
„სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვეტერინართა საშუალო ასაკი 50 წელს აღემეტება“
 
www.eugeorgia.info-სთვის  ცნობილი გახდა,  რომ 2007 წელს სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებული ჯამბულ მაღლაკელიძე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტდეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვთხოვეთ  ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია მოეწოდებინა, რადგან სურსათის სფეროში ჩასატარებელი რეფორმა ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი  მთავარი პირობაა. ჩვენს შეკითხვას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა უპასუხა. 
 
პროკურატურამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსხურის უფროსის მოადგილე ჯამბულ მაღლაკელიძე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით 2007 წლის  6 ივნისს დააკავა. 
 
საქმე ეხებოდა 2006 წელს, სახელმწიფოს დაფინანსებით  ჩატარებულ ცხოველთა ვაქცინაციას, კერძოდ, ამ ღონისძიებისთვის გამოყოფილი სოლიდური თანხების უკანონო ხარჯვას. ვაქცინაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ტენდერის საფუძველზე გამოვლენილმა ორგანიზაციამ ჩაატარა. ამ პროცესს ზედამხედველობას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსხური უწევდა, ჯამბულ მაღლაკელიძე კი იმ დროს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო.
 
www.eugeorgia. info  კომენტარისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, გიგა ქურდოვანიძეს დაუკავშირდა:
 
- ჯამბულ მაღლაკელიძე სურსათის სააგენტოს ვეტდეპარტამენტის უფროსის მოადგილედ 2013 წლიდან მუშაობს. ის ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეარჩიეს. იმისთვის, რომ ადამიანი სამსახურში მივიღოთ, მან უნდა მოიტანოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ. ჯამბულ მაღლაკელიძემ მოიტანა პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა N54093/21/05 იმის თაობაზე, რომ მას პირობითი მსჯავრი გაუუქმდა და ნასამართლეობა მოეხსნა. არ გვქონდა საფუძველი, რომ მის პატიოსნებაში ეჭვი შეგვეტანა. კონკურსის დროს, საგამოცდო კომისიამ გადაწყვიტა, რომ ჯამბულ მაღლაკელიძე შესაფერისი იყო იმ თანამდებობისთვის, რომელზეც ის დაინიშნა. საკონკურსო გამოცდის ვიდეოჩანაწერი არსებობს და მას არასამთავრობო სექტორი, როგორც წესი, ყურადღებით სწავლობს. 
 
- გავრცელებული ინფორმაციით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში შევარდნაძისდროინდელი კადრები დაბრუნდნენ, მაგალითად ასახელებენ ცეზარ მაჩიტიძეს, რომელიც ამჟამად სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსია...
 
-ცეზარ მაჩიტიძე მეცნიერი და ცნობილი ვეტერინარია. ძალიან დამსახურებული ადამიანია. შევარდნაძის მმართველობის დროს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამო ადამიანებს ვერ გავრიყავთ. მესმის, რაზეც აკეთებთ აქცენტს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ბევრი ასაკოვანი ადამიანი მუშაობს. მაგრამ თქვენ იცით, როგორი იყო სახელმწიფოს დამოკიდებულება სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში. იყო პერიოდი საქართველოში ვეტერინარიის ფაკულეტეტი რომ აღარ არსებობდა, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვეტერინართა საშუალო ასაკი 50 წელს აღემეტება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ცოდნა და გამოცდილება აკლიათ. ძლიერი სპეციალისტები არიან, ბევრი მათგანი რამდენიმე უცხო ენაზეც საუბრობს და მათ რჩევისა და რეკომენდაციისთვის უცხოელი ექსპერტებიც მიმართავენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიმართულებითაც ვმუშაობთ. გვყავს ახლგაზრდა კადრების ახალი გუნდი. წელს, მაგალითად, სააგენტოში 12 სტაჟიორი დავასაქმეთ. 
 
ევროკავშირთან ინტეგრაცია სოფლის მურნეობის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი - საერთაშორისო ურთიერთობებეის განყოფილება, რომლის მთავარი მიზანიც ევროკავშირთან დაახლოებაზე მუშაობაა. ამ მიმართულებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე კურირებს. ის ახალგაზრდა კადრია, რომელსაც განათლება აშშ-სა და ავსტრიაში აქვს მიღებული. 
 
 
www.eugeorgia.info-მ სურსათის ეროვნული სააგენტოდან  ჯამბულ მაღლაკელიძის და ცეზარ მაჩიტიძის ავტობიოგრაფიები გამოითხოვა. გთავაზობთ ორივე მათგანის ავტობიოგრაფიას: 
 
ჯამბულ მაღლაკელიძე
 
დაბადების თარიღი: 23 იანვარი, 1950
 
განათლებასაქართველოს  ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი, საქართველო, სექტემბერი / 1968 - ივლისი / 1973
ზოოვეტი, სავეტერინარო მაგისტრთან გათანაბრებული
 
სამუშაო გამოცდილება
 
სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის სურსათის უვნებლობის სამმართველოს მთ. სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დეკ / 2013 - დღემდე (1 თვე)
 
სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის სურსათის უვნებლობის სამმართველოს მთ. სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თებ / 2013 - დღემდე (11 თვე) 
 
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ჯანდაცვის დეპარტამენტის  უფროსი, მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაცია, სექტ / 2008 - ივნ / 2009 (9 თვე)
 
უფროსის მოადგილე-მთ. ვეტ. სახ. ინსპექტორი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, ივნ /2006 - მარ / 2008 (21 თვე - 1 წელი და 9 თვე) 
 
ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე-მთ. სახ. ვეტერინარი ინსპექტორი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი, იან / 2005 - აპრ / 2006 (15 თვე - 1 წელი და 3 თვე)
 
სამმართველოს უფროსი, საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი, თებ / 2004 - იან / 2005 (11 თვე)
 
სამმართველოს უფროსის მოადგილე, სასაზღვრო-სატრანსპორტო ვეტ-სან. 
ზედამხედველობის სამმართველო,  სექტ / 2000 - თებ / 2004 (41 თვე - 3 წელი და 5 თვე) 
 
დირექტორი, ვეტერინარული დიაგნოსტიკის და ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი, იან / 1997 - სექტ / 2000 (44 თვე - 3 წელი და 8 თვე)
 
დირექტორი, რესპუბლიკური ვეტერინარიული ლაბორატორია, მაის / 1989 - იან / 1997 (92 თვე - 7 წელი და 8 თვე)
 
დირექტორის მოადგილე, რესპუბლიკური ვეტერინარიული ლაბორატორია, ივნ / 1985 - მაის / 1989 (47 თვე - 3 წელი და 11 თვე)
 
განყოფილების უფროსი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის მთავარი სამმართველო,  დეკ / 1978 - ივნ / 1985 (78 თვე - 6 წელი და 6 თვე)
 
მთავარი ვეტ. ექიმი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის მთავარი სამმართველო,  ნოე / 1975 - დეკ / 1978 (37 თვე - 3 წელი და 1 თვე) 
 
მთავარი ვეტ-ექიმი, ქ. ზესტაფონის მეღორეობის სასუქი მეურნეობა, ივლ / 1973 - აპრ / 1974 (9 თვე)
 
სტაჟი: 416 თვე (34 წელი და 8 თვე)
 
უცხო ენები
 
რუსული (წერა:კარგი,  მეტყველება:კარგი),  ქართული (წერა:ძალიან კარგი, მეტყველება:ძალიან კარგი)
 
კომპიუტერული პროგრამები
 
Microsoft Office Word (კარგი), Microsoft Office Excel (კარგი), Microsoft Office PowerPoint (კარგი), Microsoft Office Outlook (კარგი)
 
უვნებლობის და ხარისხის კონტროლის სისტემა, სერთიფიკატი
 
ნაშრომები, პუბლიკაციები
 
●ცხოველთა დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის განვითარება საქართველოში 1907-2007, იანვარი / 2011
მონოგრაფია
 
●         საქართველოს  სავეტერინარო კანონმდებლობა,, იანვარი / 2004
წესები ვეტ.ლაბორატორიაში მუშაობისა და შომის უსაფრთხოების დაცვის
შესახებ
 
●         საქართველოს  სავეტერინარო კანონმდებლობა, იანვარი / 2004
წესები პათოლოგიური მასალის, სისხლის, საკვების ნიმუშის აღებისა და
ვეტ.ლაბორატორიაში გადაგზავნის შესახებ
 
 
 

ცეზარ მაჩიტიძე

დაბადების თარიღი: 10 დეკემბერი, 1943

განათლება: საქართველოს  ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი, საქართველო, სექტემბერი / 1963 - ივლისი / 1968

ზოოვეტი, სავეტერინარო

დოქტორი

სამუშაო გამოცდილება     

მრჩეველი-უფროსი სპეციალისტი, სურსათის ეროვნული სააგენტო, ნოე / 2012 - დღემდე (16 თვე - 1 წელი და 4 თვე)

კონსულტანტი, ვეტკორპორაცია ''ვიტჯორჯია, აგვ / 2010 - ნოე / 2012 (27 თვე - 2 წელი და 3 თვე)

უფროსის მრჩეველი, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, ოქტ / 2008 - ივლ / 2010 (21 თვე - 1 წელი და 9 თვე)

დირექტორის მოადგილე, ს/მ სამინისტროს ლაბორატორია, დეკ / 2006 - ოქტ / 2008 (22 თვე- 1 წელი და 10 თვე)

რისკის მართვისა და კომუნიკაციის სამმართველოს უფროსი, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, მაის / 2006 - დეკ / 2006 (7 თვე)

სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვეტერინარიის დეპარტამენტის ეპიზოოტიის სამმართველო,  მაის / 2004 - მაის / 2006 (24 თვე - 2 წელი)

დირექტორის მოადგილე, ვეტპრეპარატების სამეცნიერო-საკონტროლო  ცენტრი, დეკ / 1991- მაის / 2004 (149 თვე - 12 წელი და 5 თვე)

დირექტორის მოადგილე, განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა რესპუბლიკური ლაბორატორია, იან / 1980 - იან / 1991 (132 თვე - 11 წელი)

ვირუსოლოგიის განყოფილების გამგე, რესპუბლიკური ვეტსაწარმოო ლაბორატორია, ივნ / 1972 - დეკ / 1980 (102 თვე - 8 წელი და 6 თვე)

ვირუსოლოგიის განყოფილების გამგე, აჭარის ა/რ ვეტლაბორატორია, აპრ / 1970 - ივნ /1972 (26 თვე - 2 წელი და 2 თვე)

მთ. ეპიზოოტოლოგი, აჭარის ა/რ ქედის რაიონის ვეტსამსახური, ივლ / 1968 - აპრ / 1970 (21 თვე - 1 წელი და 9 თვე)

სტაჟი: 547 თვე (45 წელი და 7 თვე)

უცხო ენები  

რუსული (წერა: კარგი,  მეტყველება:კარგი),  DUTCH ( წერა: კარგი, მეტყველება: დამაკმაყოფილებელი)

კომპიუტერული პროგრამები     

MicrosoftOfficeWord(კარგი),MicrosoftOfficeOutlook(კარგი),MicrosoftOfficeExcel

(კარგი),MicrosoftOfficePowerPoint(კარგი)

ნაშრომები, პუბლიკაციები          

●          ვეტერინარიას უმთავრესი ყურადღება, მარტი / 2013 ვეტერინარია (ვეტსაქმის ორგანიზაცია)

●          შმალენბერგის დაავადება გვიტევს, ნოემბერი / 2013 ვეტერინარია (ეპიზოოტოლოგია)

●          ღორის აფრიკული ცხელება საქართველოში, ოქტომბერი / 2007 ვეტერინარია (ეპიზოოტოლოგია)

●          ჯილეხის ეპიზოოტოლოგიის  ზოგიერთი საკითხი და ბაცილუსანტრაცის ინდიკაციისა და იდენტიფიკაციის ექსპრეს მეთოდები, ნოემბერი / 2006

ვეტერინარია (ეპიზოოტოლოგია)

●          ცოფის ეპიზოოტიური სიტუაციის შესახებ, თებერვალი / 2005 ვეტერინარია (ეპიზოოტოლოგია)

●          მსხვილფეხა პირუტყვში ბრუცელოზის სადიაგნოსტიკოდ ხედელსონის რეაქციის აპრობაცია, დეკემბერი / 2004

ვეტერინარია (ეპიზოოტოლოგია)

●          ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების ძირითადი პრინციპები ექსტრემალური სიტუაციის დროს, თებერვალი / 2002

ვეტერინარია (ეპიზოოტოლოგია)

●         სულ 57ნაშრომი

 
 
 
 

წაკითხულია
1470
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

კერძო ლაბორატორიები სახელმწიფო ლაბორატორიას მონოპოლიური მდგომარეობის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებენ

კერძო ლაბორატორიები სახელმწიფო ლაბორატორიას მონოპოლიური მდგომარეობის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებენ

"ძალიან დიდი ზარალი მოგვადგა: დაგვაჯარიმეს 1000 ლარით, 32 ნიმუში ავიღე ლაბორატორიული კვლევისთვის, თითოეულში დაახლოებით 70 ლარი გადავიხადე. ამას დაუმატეთ პროდუქციის საწყობში შენახვის ხარჯი და ისიც, რომ 19 ტონამდე ფარში დღემდე ისევ დალუქულია. კომპანია, ფაქ

05 ივნისი 2015 | 20:26 ბიზნესი ვრცლად
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა დოლიძე დაინიშნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა დოლიძე დაინიშნა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ უფროსს ქუთაისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის ახალი რეგიონული ოფისის საზეიმო გახსნაზე დღეს წარადგენს.

22 დეკემბერი 2014 | 02:44 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner
banner