banner
05 ივნისი 2015 | 20:26 ბიზნესი

კერძო ლაბორატორიები სახელმწიფო ლაბორატორიას მონოპოლიური მდგომარეობის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებენ

კერძო ლაბორატორიები სახელმწიფო ლაბორატორიას მონოპოლიური მდგომარეობის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებენ

"ძალიან დიდი ზარალი მოგვადგა: დაგვაჯარიმეს 1000 ლარით, 32 ნიმუში ავიღე ლაბორატორიული კვლევისთვის, თითოეულში დაახლოებით 70 ლარი გადავიხადე. ამას დაუმატეთ  პროდუქციის საწყობში შენახვის ხარჯი და ისიც, რომ 19 ტონამდე ფარში დღემდე ისევ დალუქულია. კომპანია, ფაქტობრივად, გაკოტრების პირზეა. ეს არის ნიშანი, რომ საქმეს შევეშვათ. სხვა ახსნას ვერ ვხედავ.  საქართველოში 20-მდე აკრედიტებული ლაბორატორიაა. ისეთი გაურკვევლობაა ამ სფეროში, რომ სიმართლის დადგენას ვერ ვახერხებთ," - აცხადებს სადისტრიბუციო კომპანია "ეიჩ ჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა უჩუმბეგაშვილი.

სადისტრიბუციო კომპანია "ეიჩ ჯის" მიერ თურქეთიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ფარშში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  (სეს) სალმონელას ჩხირი აღმოაჩინა. ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე სურსათის ბაზარზე განთავსების გამო კომპანია ათასი ლარით დაჯარიმდა. დაილუქა ის საწყობიც, სადაც  ქათმის გაყინული ხორცი ინახებოდა.

"ეიჩ ჯის" დამფუძნებელი სეს-ის დაკვეთით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს. "შემოსავლების სამსახურმა ჩვენი კომპანიის მიერ შემოტანილი ფარშის ნიმუშები საზღვარზე შეამოწმა. გვაქვს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ამ შედეგების თანახმად ნიმუშებში სალმონელას ჩხირი არ დაფიქსირებულა. თვენახევრის შმდეგ იგივე პარტიის ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  წაიღო და სინჯში სალმონელას ჩხირები აღმოჩნდა. როგორ ხდება, რომ ერთი და იგივე პროდუქცია ერთი ლაბორატორიული კვლევის დასკვნით სალმონელას ჩხირით არის დაბინძურებული, მეორე კვლევის თანახმად კი - არა? საბაჟოდან საწყობამდე არ შეგვიცვლია სატრანსპორტო საშუალება და არც პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა არ დაგვირღვევია," - ამბობს ჩვენთან საუბარში უჩუმბეგაშვილი.

რეფერალური ლაბორატორია, რომელმაც ლაბორატორიული კვლევების სადაო შედეგების განხილვის დროს ერთგვარი არბიტრის როლი უნდა შეასრულოს, საქართველოში არ არსებობს. საზღვარგარეთ არსებულ რეფერალურ ლაბორატორიებში ნიმუშების გაგზავნა კი ძალიან ძვირია. "არ ვიცი, ამ ეტაპზე გვიღირს თუ არა ამხელა ხარჯის გაღება," - აცხადებს  "ეიჩ ჯის" დამფუძნებელი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის თანახმად, რომელიც 2015-2020 წლებზეა გაწერილი, ეროვნულ რეფერალურ ცენტრად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უნდა ჩამოყალიბდეს: ეს იქნება სურსათის ლაბორატორიული კვლევების სფეროში ქვეყნის ყველაზე მაღალი ინსტანცია და კვლევების შედეგების თაობაზე დავების შემთხვევაში მისი დასკვნა საბოლოო იქნება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი, ლალი მაძღარაშვილი აცხადებს, რომ რეფერალური ლაბორატორიის სტატუსის მოპოვებამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ რთული და ხანგრძლივი გზა უნდა გაიაროს, მანამდე კი ის სხვა ლაბორატორიების მსგავსად, მაგრამ განსხვავებული პასუხისმგებლობით და მიზნით ფუნქციონირებს.

                                                                         "ბრძოლა ფასებით"

საქართველოში მოქმედი კერძო ლაბორატორიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია დაბალი ფასებით მათ არაჯანსაღ და უსამართლო კონკურენციას უწევს.  "სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ დანარჩენი ლაბორატორიები ისეთ არაკონკურენტულ გარემოში ჩააყენა, არა მგონია კერძო ლაბორატორიებმა ამ მდგომარეობას დიდხანს გაუძლონ და გადარჩენა შეძლონ. ბევრი ლაბორატორია დაიხურება. მე, როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ასეთ ნიშნებს უკვე ვხედავ," - ამბობს სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი ქეთევან დადიანი,  - "აკრედიტაცია ლაბორატორიულ კვლევაზე, აპარატურა, რეაქტივები, დაკალიბრება, კვალიფიციური პერსონალის ხელფასი, კომუნალური გადასახადები  - ამ ყველაფერს ფული სჭირდება. თუ ლაბორატორიას  შემოსავალი არ ექნება, მუშაობას ვერ შეძლებს. ის, რაც ახლა ლაბორატორიების ბაზარზე ხდება, არის ბრძოლა ფასებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, რომელიც მთლიანად სახელმწიფო დოტაციაზეა, ჩვენთან შედარებით ბევრად დაბალი ფასები აქვს. მაგალითად, კვლევა ლისტერია მონოციტოგენეზზე ჩვენს ლაბორატორიაში 115 ლარი ღირს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში კი 40 ლარი".

სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიას სურსათის კვლევის 75-წლიანი ისტორია აქვს. 2014 წელს ამ ლაბორატორიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული 8 ტენდერი მოიგო. "წელსაც მოვიგეთ ანტიბიოტიკების და ვეტპრეპარატების ნარჩენების მონიტორინგის ტენდერი, მაგრამ მომსახურების ფასი იყო ძალიან შემცირებული. კოლოსალური შრომის ფასად ძალიან მცირე თანხა დაგვრჩა. სახელმწიფო ტენდერებთან ერთად კერძო მეწარმეების მომართვაც შემცირდა. ცხადია, ყველა მეწარმეს უნდა, რომ კვლევაში რაც შეიძლება ნაკლები თანხა გადაიხადოს," - აცხადებს დადიანი.

"ლაბორატორიის საქმიანობის გაფართოების მიზნით 1,5 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას ვაპირებდით, მაგრამ  სახელმწიფოს დამოკიდებულება კერძო ლაბორატორიების და ზოგადად ამ ბაზრის მიმართ იმდენად არაადეკვატურია, რომ თავი შევიკავეთ, " - ამბობს ლაბორატორიის  - "მულტიტესტი" დირექტორი ლევან კალანდაძე,  - "მომხმარებელი ყოველდღიურად გვაკლდება და ჩვენი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება".

"მულტიტესტი" 2004 წელს შეიქმნა. ლაბორატორიაში 2,5 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. "მულტიტესტში" 23 ადამიანია დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასი 700 ლარია.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება, თორემ სადარდებელი მანამდეც ბევრი გვქონდა: ლაბორატორიების ბაზარზე სახელმწიფო დაფინანსების მქონე ბევრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსის მქონე ლაბორატორია ფუნქციონირებს. სახელმწიფო შემოიჭრა კერძო ბიზნესის სფეროში და ამ ბაზარს ანგრევს. ისინი გადასახადების გადამხდელების ფულით აფინანსებენ საკუთარ საქმიანობას და მომხმარებელს "განსაკუთებული", დაბალი ფასებით ემსახურებიან. ასე მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია წყლის ანალიზს ჩვენთან შედარებით მესამედ ფასში აკეთებს. ასეთ ქმედებას საბაზრო ეკონომიკასთან და სამართლიანობასთან კავშირი არა აქვს. სახელმწიფო არ უნდა ოპერირებდეს იქ, სადაც კერძო ბიზნესი უკვე განვითარებულია. ცხადია, ასეთ უსამართლო კონკურენციას ვერავინ გაუძლებს. ასე თუ გაგრძელდა, ბაზარზე დარჩებიან მხოლოდ სახელმწიფო ლაბორატორიები, რომლებიც შემდეგ მონოპოლისტებად იქცევიან და ეს არც ბიზნესისთვის და არც სახელმწიფოსთვის იქნება კარგი," - აცხადებს კალანდაძე.

კერძო ლაბორატორიების ხელმძღვანელთა მოსაზრებას არ ეთანხმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი: "რას ნიშნავს დაბალი ფასი? შევთავაზე კოლეგებს, რომ გაეხსნათ ფასწარმოქმნის მოდელი და ეთქვათ, რამდენ პროცენტიანი მოგებით აქვთ ნაანგარიშები ფასები. ეს  საერთაშორისო პრაქტიკაა. არცერთი მათგანი ამაზე არ წამოვიდა. ამიტომ, მათ მოსაზრებას და საყვედურს ვერ მივიღებ. თუ რომელიმე კერძო მეწარმეს აქვს მომსახურებაზე განსაზღვრული ფასი და არ ვიცი, იქ რა წილი უკავია მოგებას, მაშინ ის ფასი საზომად რატომ უნდა ავიღოთ? სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას დაბალი ფასები არ აქვს. ჩვენ ვართ სახელმწიფო დაწესებულება და გვაქვს სულ სხვა ფუნქცია. პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, რომ საქმე მხოლოდ კერძო ლაბორატორიებს ეკეთებინათ, უზარმაზარი ზიანი მიაყენა სურსათის უვნებლობის კონტროლს, ვეტერინარიას და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკას. ევროკავშირთან ასოცირების მოთხოვნით ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ აღმოვფხვრათ დაავადების გამომწვევთა გავრცელება ქვეყანაში. ამ სისტემას სჭირდება ინსპექტირება სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან და სახელმწიფო ლაბორატორია, რათა ვაწარმოოთ ფართო სპქეტრის კვლევები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ დაწესებულების მთავარი მიზანი არ არის  ფინანსური მოგების მიღება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მომსახურების ფასი არის თვითღირებულებაზე მინიმალური ფასნამატი, იმისთვის, რომ კვლევისთვის საჭირო მასალები შევიძინოთ. ლაბორატორია სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს მხოლოდ ხელფასებს. გამონაკლისი იყო წლევანდელი წელი, როცა ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით თაფლის ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო აპარატურა შევიძინეთ".

პირველი ვეტერინარული ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მოქმედებს, 1907 წელს დაარსდა. 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის N307 ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, რომლის ფუნქციებშიც ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის გარდა, შევიდა მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა და საკვები პროდუქტების ექსპერტიზა. ამჟამად მას 11 რაიონული ლაბორატორია აქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო სამის წლის განმავლობაში, ყოველწლიურად,  1 მლნ 400 ათას ლარზე მეტ თანხას იღებს.

"ამა თუ იმ ლაბორატორიისადმი მიმართვის საკითხს წყვეტს არა ფასი, არამედ მომსახურების ხარისხიანი. იმ კერძო ბიზნესს, რომელსაც სურსათი აქვს შესამოწმებელი, კვალიფიციური მომსახურება სჭირდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებმა ძალიან საინტერესო სურათი მოგვცა: წლების მანძილზე 1-2 ნიმუშშიც რომ ვერ პოულობდნენ მიკრობიოლოგიურ დაბინძურებას, ჩვენ ძალიან საინტერესო სტატისტიკა დავდეთ. ე.ი. საქმე გვაქვს ჩატარებული კვლევების არაკომპეტენტურობასთან. ეს ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების ყურადღების საგანი," - აცხადებს  მაძღარაშვილი.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია წლების განმვლობაში ვეტერინალური ლაბორატორია იყო, ფართო პროფილის ლაბორატორიის სახით ის ახლა იდგამს ფეხს და მოკლე დროის განმავლობაში იმხელა სფეროები დაიმატა, რომ ყველა საკითხში რომ კომპეტენეტური იყოს, ძალიან მეეჭვება," - ამბობს კალანდაძე.

"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი"  უკვე 4 წელია, რაც  სურსათის უვნებლობის  სახელმწიფო რეგულირების პროცესს აკვირდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისა და კერძო ლაბორატორიების კონკურენციის საკითხს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიც გამოეხმაურა. "სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ მაღალი კონკურენცია გაუწია კერძო ლაბორატორიებს, რომელთა ნაწილი კონკრეტული სურსათის ბიზნესოპერატორის ბაზაზე შეიქმნა, ნაწილი კი დამოუკიდებელი ბიზნესსუბიექტია. ეს ლაბორატორიები დაკვეთებს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორიდან (უმეტესად სურსათის ეროვნული სააგენტოდან) იღებდნენ, მაგრამ თავისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსითა და დაბალი ფასებით, რაც სახელმწიფო რესურსების ხარჯზეა სუბსიდირებული, სამინისტროს ლაბორატორია უფრო მიმზიდველია დამკვეთებისთვის, ვიდრე კერძო ლაბორატორიები. ამგვარი არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში არის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ სექტორის მონოპოლიზების რეალური საფრთხე", - ამბობს www.eugeorgia-სთან საუბარში "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" პროექტის მენეჯერი ვახტანგ კობალაძე, - "სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გადაწყვიტა, რომ 2015 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამით განსაზღვრული ლაბორატორიული კვლევები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში განახორციელოს. ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართით  არაერთხელ დაისვა საკითხი სურსათის უვნებლობის რეგულირების სისტემაში კერძო ლაბორატორიების როლზე სახელმწიფოს ხედვასთან დაკავშირებით. სამინისტროს პასუხი ყოველთვის ის იყო, რომ სახელმწიფო შეავსებს იმ ნიშებს, რომლებსაც კერძო ლაბოატორიები ვერ ავსებენ. თუმცა, რეალურად მოხდა საჯარო უწყების მიერ კერძო ლაბორატორიების არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება. ლაბორატორიებისთვის, როგორც ნებისმიერი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ნათლად ხედავდნენ იმ გარემოს, რომელშიც უწევთ მუშაობა და თან ბაზრის განვითარების პერსპექტივები მათთვის პროგნოზირებადი იყოს, რაც 2014 წელს  ვერ მოხერხდა".

ოფიციალური ინფორმაციით, 2014 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიულად გამოიკვლია სხვადასხვა დასახელების სურსათის (მათ შორის სასმელი წყლის) 4 190 ნიმუში.

აქედან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გამოკვლეული იყო სურსათის 122 ნიმუში

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში“  - 1205 ნიმუში.

კერძო ლაბორატორიებში კი -  2863 ნიმუში.

2015 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის 1 120 ნიმუში გამოიკვლია.

აქედან,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გამოკვლეული იყო სურსათის 712  ნიმუში.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში“  - 107  ნიმუში.

კერძო ლაბორატორიებში კი - 116  ნიმუში.

ეს არის იმ კერძო ლაბორატორიების ჩამონათვალი, სადაც სეს-ის დაკვეთით ლაბორატორიული კვლევები განხორციელდა: შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი", შპს "ეტალონი", შპს "მიკრობიოლოგი", შპს "მულტიტესტი", შპს "ხარისხის ლაბორატორია - LLC Quality Lab“ და "სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტი “BIOR”.

"სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპელირებს იმ თემით, რომ  ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებულ სურსათის განთავსებისთვის აუცილებელი ხდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში, ასეთად კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მოიაზრება. ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკით, კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიების როლები განაწილებულია. სახელმწიფო ლაბორატორიები მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებენ, კერძო ლაბორატორიების მთავარი დამკვეთები კი მეწარმეები არიან," - აცხადებს კობალაძე.

"სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" პროგრამის  - momxamrebeli.ge ხელმძღვანელი, ლია თოდუა მიიჩნევს, რომ მთავრობამ დეტალურად უნდა შეაფასოს კერძო ლაბორატორიების შესაძლებლობები და სამომავლო პოტენციალი და მხოლოდ ის ფუნქციები აიღოს საკუთარ თავზე, რომელთა შესრულებაც ამ ეტაპზე მათთვის შეუძლებელი, ან მიზანშეუწონელია: "სახელმწიფო კერძო მეწარმეებს ბაზრიდან რიყავს, გარიყვის მიზეზი კი გაურკვეველია. პრობლემა ის არის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ძალიან დაბალი, ფაქტობრივად, დემპინგური ფასი აქვს კვლევებზე და ეს  იმის ხარჯზე ხდება, რომ მათ აქვთ სახელმწიფო დაფინანსება.  სახელმწიფო ლაბორატორიამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს ისეთი კვლევების ჩატარება, რომლებსაც კერძო ლაბორატორიები სიძვირის ან სირთულის გამო არ აკეთებენ. მაგალითად, საქართველოში ტრანსსხივებსა და სურსათის საღებავებზე კვლევა არ ტარდება. სათანადო აკრედიტაცია არცერთ ლაბორატორიას არ აქვს. სწორედ ასეთი კვლევების ჩატარება უნდა აიღოს თავის თავზე სახელმწიფო ლაბორატორიამ. სახელმწიფო ლაბორატორია, რა თქმა უნდა აუცილებელია, იმიტომ,  რომ კერძო ლაბორატორიები კვლევის ყველა სფეროს ვერ დაფარავენ. სახელმწიფო ლაბორატორიამ კერძო ლაბორატორიებს კერძო დამკვეთები არ უნდა წაართვას".

თოდუა აცხადებს, რომ სოფლის მურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და კერძო ლაბორატორიებს შორის არსებული უსამართლო კონკურენციის თაობაზე სპეციალური განცხადებით, შესაძლოა, კონკურენციის სააგენტოს მიმართოს.


მანანა ვარდიაშვილი





წაკითხულია
5023
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

იანვრიდან ევროპაში ქართული თაფლის  ექსპორტი შესაძლებელი გახდება

იანვრიდან ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლებელი გახდება

FAO-ს ექსპერტებთან ბოლო შეხვედრის დროს ყველა მაჩვენებლის (ანტიბიოტიკების, პესტიციდებისა და მძიმე მეტალების) კვლევის მეთოდების ვალიდაციის პროცესი დასრულდა.

23 დეკემბერი 2015 | 17:39 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ინოვაციური წარმოების მხარდასაჭერად სამრეწველო ლაბორატორიების გარდა წელს ტექნო პარკიც შეიქმნება

ინოვაციური წარმოების მხარდასაჭერად სამრეწველო ლაბორატორიების გარდა წელს ტექნო პარკიც შეიქმნება

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების Fab Lab-ის (fabrication laboratory) დაფუძნებას მოითხოვს. ინივაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით თბილისში უახლესი დანადგარებით აღჭურვილი სამრეწველო

10 აპრილი 2015 | 15:59 ეკონომიკა ვრცლად
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა დოლიძე დაინიშნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა დოლიძე დაინიშნა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ უფროსს ქუთაისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის ახალი რეგიონული ოფისის საზეიმო გახსნაზე დღეს წარადგენს.

22 დეკემბერი 2014 | 02:44 სოფლის მეურნეობა ვრცლად
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „კომბინირებული“ საკადრო პოლიტიკა აირჩია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „კომბინირებული“ საკადრო პოლიტიკა აირჩია

www.eugeorgia.info-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2007 წელს სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებული ჯამბულ მაღლაკელიძე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტდეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

17 ოქტომბერი 2014 | 15:37 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

banner
banner
banner