სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა დოლიძე დაინიშნა
![სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა დოლიძე დაინიშნა](http://eugeorgia.info/uploads/news/54974e051dcc6.jpg)
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე. მუშაობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მრჩევლად, იყო შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის კონსულტანტი ორგანიზაციული მართვის საკითხებში.
ზაზა დოლიძემ შრომითი საქმიანობა 2006 წელს შპს "პე-ეს-პე ფარმაში" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერად დაიწყო. 2011 წლამდე მუშაობდა კორპორატიული გაყიდვების სამსახურის უფროსად, ხოლო მოგვიანებით, 2012-2013 წლებში - "პე-ეს-პე დაზღვევის" დირექტორად. 2013-14 წლებში ხელმძღვანელობდა საფეხბურთო კლუბ რუსთავის „მეტალურგს".
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.