banner
31 დეკემბერი 2014 | 21:45 სოფლის მეურნეობა

მთავრობა ქათმის დაკვლის წესის შესრულებაზე კონტროლს ამკაცრებს

მთავრობა ქათმის დაკვლის წესის შესრულებაზე კონტროლს ამკაცრებს

 

ქათმის ნედლი  ხორცი 2015 წლის პირველი იანვრიდან სავაჭრო დახლებზე რომ მოხვდეს, ამისთვის მას თან ვეტერინარული  მოწმობა -  ფორმა N2 უნდა ახლდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქათამი ისეთ სასაკლაოზე უნდა დაიკლას, სადაც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP -  Hazard Analysis and Critical Control Point)  საწარმოო სისტემაა დანერგილი. ასეთი სასაკლაო საქართველოში მხოლოდ 2 კომპანიას აქვს: "ბიუ ბიუს" მწარმოებელ ჩირინას და "კოდას". მცირე ფერმერებს, რომელთაც საოჯახო მეურნეობებში 200-დან 2000-მდე  ფრთა ფრინველი ჰყავთ,  სასაკლაოების არარსებობის გამო, შესაძლოა მეურნეობების გაუქმება მოუხდეთ. დარგის ექსპერტთა თქმით, არსებული ვითარებიდან  ერთერთი ყველაზე პრაგმატული გამოსავალი   რამდენიმე მცირე ფერმერის გაერთიანება და საკუთარი, ახალი  სტანდარტების შესაბამისი სასაკლაოს გაკეთებაა.

როსტომ პაპიძე
როსტომ პაპიძე

როსტომ და ჯაბა პაპიძეები ესპანეთიდან საქართველოში 2007 წელს დაბრუნდნენ. დანაზოგი თანხით მათ გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში 3000 კვ. მ მიწის ნაკვეთი შეიძინეს, შპს "როსტერი" დააფუძნეს და მეფრინველეობის მეურნეობა ააწყეს. დღეს მათ მეურნეობაში 10 000 ფრთა ფრინველი ჰყავთ. როსტომ პაპიძე ამბობს, რომ 7 წლის განმავლობაში მათ საკუთარ ბიზნესში დაახლოებით 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადეს. შპს "როსტერი" ძირითადად ცოცხალ ქათამს - 1-დღიან წიწილებს, ქათმის საკვებს და საკვებ დანამატებს ჰყიდის. მათი მომხმარებლები ძირითადად მცირე ფერმერები არიან -  ისინი, ვისაც საოჯახო მეურნეობებში 200-დან 2000-მდე ფრთა ფრინველი ჰყავს. "როსტერის" საინფორმაციო ბაზაში 3000-მდე მცირე ფერმერი იძებნება. როსტომ პაპიძე აცხადებს, რომ ქათმის დაკვლის წესის სავალდებულო შესრულება მცირე ფერმერებს მძიმე ტვირთად დააწვებათ: "ქათმის ხორცი სავაჭრო ქსელში, ან საკოლმეურნეო ბაზარში რომ შევიდეს, ამისთვის მას თან ფორმა N2 უნდა ახლდეს. ფორმა N2  იმ შემთხვევაში  გაიცემა, თუ  ქათამი ისეთ სასაკლაოზე დაიკვლება, სადაც HACCP-ის სისტემაა დანერგილი. ასეთი სასაკლაოები რეგიონებში არსად არის. მეფრინველე, რომელსაც ფორმა N2 არ ექნება, 1000 ლარით დაჯარიმდება. 1000 ლარით დაჯარიმებული მცირე ფერმერი ვერასოდეს ვეღარ განვითარდება. 3000 ფერმერი თუ მეურნეობას გააუქმებს, ეს ნიშნავს, რომ ამ ბიზნესში ჩართული 15 000-მდე ადამიანი დაკარგავს სამსახურს და პირდაპირ შემოსავალს".

თამაზ მჭედლიძეს ქარელში ბროილერის ქათმის საოჯახო მეურნეობა აქვს. მეურნეობაში ამჟამად 500 ფრთა ქათამი ჰყავს. ქათმის დაკვლის წესის შესახებ მან არაფერი იცის: "ასეთი წესის შესახებ არავის გავუფრთხილებივარ. სად არის სასაკლაო, სად უნდა წავიყვანო ქათამი დასაკლავად? ქათმის გაზრდა ისედაც ძვირი მიჯდება, წელს საერთოდ გავიყიდე: შენობას, სადაც ქათმები არიან, შეშით ვათბობ, შეშა კიდევ ძალიან გაძვირდა. ამას ახლა სასაკლაოზე დაკვლის ფასიც თუ დაემატება, იძულებული  გავხდები, რომ ქათმის გაზრდაზე უარი ვთქვა. რაც მყავს, ამას ამოვყიდი და გავჩერდები. ჯარიმის გადახდის თავი არა მაქვს".

მეფრინველეობის პატარა მეურნეობა აქვს გიგა კოდოევსაც. ფერმაში ამჟამად მას 5 500 ფრთა ქათამი ჰყავს. მათ მეურნეობაში გაზრდილი ქათამი ადგილზევე იკვლება და შემდეგ საკოლმეურნეო ბაზრებში იყიდება: 1 კგ დაახლოებით 4,70 ლარად. გიგა ამბობს, რომ ქათმის დაკვლის წესის შესრულებაზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა ის უკვე გააფრთხილეს. გიგა მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს: " HACCP-ის სისტემა სასაკლაოზე 2 კომპანიას აქვს დანერგილი - "ჩირინას" და "კოდას".  მე მათთვის კონკურენტი ვარ. ამიტომ, ისინი საკუთარ სასაკლაოზე არ შემიშვებენ, ან თუ შემიშვებენ, ისეთ თანხას მომთხოვენ, რომ მათთან შედარებით პროდუქცია გამიძვირდეს. სასაკლაო მისია. ამიტომ, სასაკლაოს მფლობელი ჯერ საკუთარ ქათამს დაკლავს და შემდეგ სხვისას. სავაჭრო ქსელსაც ჩვენზე ადრე მიაწვდის პროდუქციას და ჩვენ შესაძლოა, გაყიდვის პრობლემაც შეგვექმნას. გამოსავალი არის რამდენიმე მცირე ფერმერის გაერთიანება და საკუთარი, ახალი  სტანდარტების შესაბამისი სასაკლაოს გაკეთება. მაგრამ, ჩვენს სფეროში რამდენიმე ფერმერის გაერთიანება ძალიან  რთულია, ერთი ფერმერისთვის კიდევ სასაკლაოს მოწყობისთვის საჭირო თანხა კოლოსალური ფულია. ისეთი სასაკლაოს მოწყობა, სადაც სამ საათში 150 ქათამი დაიკვლება, დაახლოებით 40 000 ლარი ჯდება. ჩემნაირი ფერმერისთვის 40 000 ლარი დიდი ფულია. ხელისუფლებამ ქათმის დაკვლის წესის მოთხოვნების შესრულებისთვის საშეღავათო პერიოდი უნდა მოგვცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი მცირე მეურნეობა საერთოდ გაუქმდება".

როსტერის წიწილები

"ბიუ ბიუ"-ს მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანიამ ჰოლანდიური ტექნოლოგიით აღჭურვილ სასაკლაოზე  HACCP-ის სისტემაც დანერგა. "ჩირინას“ სასაკლაო კვირაში 4 დღის განმავლობაში მუშაობს, დღეში კი აქ 35 000 ქათამი იკვლება. "ბიუ ბიუს" ტექნიკური დირექტორი მევლუდ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სასაკლაოს გარკვეული რეჟიმი აქვს, მცირე მეფრინველეებს კი ამ რეჟიმზე მორგება გაუჭირდებათ: "სასაკლაოს  მუშაობა მომგებიანია მაშინ, როცა ის სრული დატვირთვით მუშაობს. სასაკლაომ სრული დატვირთვით რომ იმუშავოს, ამისთვის მინიმუმ 35 000 ქათამი უნდა დაიკლას. ამდენ ქათამს რამდენიმე მცირე ფერმერი გაერთიანების შემთხვევაშიც  კი ვერ მოაგროვებს. ჩვენი  სასაკლაო გათვლილია გარკვეული წონის ქათმების დაკვლაზე. იკვლება მხოლოდ 1-1,6 კგ წონის ქათმები. ტექნიკურად ისეა მოწყობილი, რომ ამაზე მეტი, ან ნაკლები წონის ქათმების დაკვლაზე დანები არ არის გათვლილი. ფერმერებისთვის ამ რეჟიმზე მორგება ძალიან რთული იქნება. ამას გარდა, ჩვენ გაფართოებას ვაპირებთ. უახლოეს პერიოდში წარმოების მოცულობა გაორმაგდება და ჩვენ მცირე ფერმერების მომსახურების დრო და საშუალება არ გვექნება".

HACCP-ის სისტემა აქვს დანერგილი საკუთარ სასაკლაოზე კომპანია "კოდასაც".  თუმცა, კომპანიამ 2013 წლიდან, მას შემდეგ რაც ბაზარზე "ბიუ ბიუ" შემოვიდა, ქათმის ხორცის წარმოება თითქმის შეაჩერა და მხოლოდ კვერცხის წარმოებაზე გადავიდა. "კოდას" ფინანსური მენეჯერი კახა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ  ქათმის დაკვლის ნორმატივით გათვალისწინებული წესის შესრულება მცირე  ფერმერებს პროდუქციას გაუძვირებს: "ჩვენი სასაკლაო ჰოლანდიური ტექნიკით არის აღჭურვილი და HACCP-ის სისტემაც გვაქვს დანერგილი. ნედლი ქათმის ხორცით 28 ჯიხურს და 3 სუპერმარკეტს ვამარაგებთ, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეკვეთა გვაქვს. სრული დატვირთვით არ ვმუშაობთ. ამიტომ, გვაქვს საშუალება, რომ მცირე ფერმერებს ჩვენი სასაკლაოთი მოვემსახუროთ. მაგრამ, იმისთვის რომ სასაკლაო  ჩავრთოთ, 8 000 ქათამი უნდა დაიკლას. სხვა შემთხვევაში მისი მუშაობა წამგებიანი იქნება. ერთი ქათმის დაკვლის ფასი 40 თეთრი იქნება. დღგ-ს გადახდის შემდეგ საწარმოს ამ თანხიდან 34 თეთრი დარჩება. მცირე ფერმერისთვის, რომელსაც საკუთარი სავაჭრო ობიექტი არა აქვს და ამის გამო ქათამს ერთბაშად არასოდეს კლავს, რა თქმა უნდა, ეს თანხა ძვირია. თუმცა, ქათმის დაკვლის წესი არის კანონის მოთხოვნა  და ის მცირე ფერმერისთვისაც ისეთივე სავალდებულო შესასრულებელი უნდა იყოს, როგორც მსხვილი ბიზნესისთვის".

ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ ქათმის დაკვლის წესის შესრულებაზე კონტროლის გამკაცრება მცირე ფერემერებისთვის სენსიტიური საკითხია: "ჩვენი წევრი ფერმერებიდან 1000 -მდე მეფრინველეობაშია ჩართული. ისინი ძირითადად წვრილი და საშუალო ფერმერები არიან და  500-დან 20 000-მდე ფრთა ქათამს ზრდიან. დღეს მათ აქვთ განცდა, რომ არსებობის საშუალებას ართმევენ, რადგან იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც მათ მიმართ 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, მცირე შემოსავლების გამო ვერ შეძლებენ.

დღეს ყველაზე მთავარია, რომ ამ ადამიანებს მოვუსმინოთ და მათ რაც შეიძლება ბევრი საჭირო და მათზე მორგებული ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა. სურსათის უვნებლობის სამსახური კარდაკარის პრინციპით უნდა მუშაობდეს: სოფლად ყველა მეურნემდე უნდა მივიდეს ინფორმაცია კონკრეტული სქემებითა და კოორდინატებით. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რას მოითხოვს ახალი წესები და რეგულაციები, რა ფინანსურ დანახარჯებთან ექნებათ საქმე, რას სთავაზობს ხელისუფლება, რა ფინანსურ რესურსებზე ექნებათ ხელმისაწვდომობა, ვის მიაკითხონ და ა.შ. რაც მთავარია, უნდა ავუხსნათ, თუ როგორ აისახება მის კეთილდღეობაზე ეს რეფორმები. მან უნდა გაიაზროს, რომ არის რეფორმის მთავარი მონაწილე სუბიექტი. მაშინ იგრძნობს ფერმერი თავს დაცულად".

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე www.eugeorgia.info-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნორმატიული მოთხოვნები ქათმის დაკვლასთან დაკავშირებით ფერმერებისთვის ახალი არ არის.

კახა სოხაძე: ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური  წესი ძალაში  2012 წლის 7 მარტს შევიდა. აქ არის მოთხოვნები როგორც მსხვილფეხა საქონლის, ისე ღორის და ფრინველის, მათ შორის ქათმის დაკვლისადმი. ჰიგიენის მოთხოვნები, როგორ ჰიგიენურ პირობებში უნდა დაიკლას ქათამი, დიდი ხანი არსებობს და ჩვენ მათ შესახებ ფერმერებს დიდი ხანია ვაფრთხილებთ. ვუწერთ რეკომენდაციებს იმის თაობაზე, როგორ უნდა შეუსაბამონ საქმიანობა კანონმდებლობას.

 - თუმცა, ვიცით და ამ სტატიაზე მუშაობის პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ადგილობრივი ქათმის დიდი ნაწილი HACCP-ის სისტემის მქონე  სასაკლაოებზე არ იკვლება...

- ეს იმიტომ, რომ სასაკლაოები არ არსებობს. ჩვენ შევხვდით მცირე ფერმერებს. მათთვის საუკეთესო გამოსავალი არის ის, რომ გაერთიანდნენ და ახალი, სტანდარტების შესაბამისი სასაკლაო გააკეთონ.

ცხოველური წარმოშობის სურსათი მაღალი რისკის პროდუქტია. ამ სურსათში ფრინველის ხორცი  ყველაზე დაბალი რისკის შემცველი სურსათია. თუმცა, ის კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტული ქათმის ხორცის კონტროლს აქტიურად ვახორციელებთ.  ვამოწმებთ იმ სასაკლაოებსაც, სადაც ქათმები იკვლება. ასე, რომ ეს საკითხი უყურადღებოდ და კონტროლის გარეშე არ არის დარჩენილი.

- ვერ დაგეთანხმებით. თუ მცირე ფერმერთა მეურნეობებში გაზრდილი ქათამი არ ვიცით სად და რა პირობებში იკვლება, გამოდის, რომ ეს პროცესი კონტროლის გარეშეა დარჩენილი.

- "სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსში" არის ჩანაწერი, რომ ფიზიკური პირების სახელმწიფო  კონტროლი გადავადებულია 2020 წლამდე. რაც შეეხება ბაზარზე მოხვედრილ სურსათს, ჩვენ მის კონტროლს აქტიურად ვახორციელებთ.

ქვეყანაში არსებობს ნორმატიული მოთხოვნები ქათმის  დაკვლასთან დაკავშირებით.   ქათამი, რომელიც სავაჭრო ქსელში ხვდება, ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების მიხედვით უნდა იყოს დაკლული. ყველაზე ოპტიმალური  და ცივილიზებული გამოსავალი არის ის, რომ მცირე ფერმერები გაერთიანდნენ. ცალ-ცალკე ოპერირება მათ გაუჭირდებათ.  მათ მიმართ მოთხოვნები ძალაში შევა 2020 წელს და ისინი ამ მოთხოვნების შესრულებისთვის მზად უნდა იყვნენ. მათ თავიანთი ადამიანური და ფინანსური რესურსები უნდა გააერთიანონ იმისთვის, რომ შეძლონ ამ ბაზარზე სრულყოფილად ოპერირება. გააკეთონ სასაკლაო და ქათამი დაიკლას ჰიგიენური წესების დაცვით. სხვა შემთხვევაში ისინი საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.

- იმისთვის, რომ მათი პროდუქცია მოხვდეს საკოლმეურნეო ბაზარში, ეს წესები ახლაც უნდა იყოს თუ არა დაცული?

- რა თქმა უნდა, ვალდებულება არის ერთი - სამომხმარებლო ბაზარზე უნდა იყოს უვნებელი სურსათი.

- იმ შემთხვევაში, თუ სამომხმარებლო ბაზარზე  შეტანილი ქათამი სასაკლაოზე არ იქნება დაკლული, ფერმერი დაჯარიმდება?

-  ბაზარზე მავნე სურსათის განთავსებისთვის ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება 1000 ლარით, სურსათი კი დაექვემდებარება განადგურებას. ეს არის საფრთხე საზოგადოების ჯანმრთელობისთვის  და ის გაფრთხილებას, ან გარდამავალ პერიოდს არ ითვალისწინებს.

- სად შეუძლია მცირე ფერმერს საკუთარი პროდუქციის ვეტერინალური მოწმობა - ფორმა N2-ის გარეშე გაყიდვა?

- მცირე ფერმერს, რომელიც ბაზარს არასტაბილურად და მცირე რაოდენობით აწვდის სურსათს, პროდუქციის მიწოდება შეუძლია ნებისმიერი სავაჭრო ობიექტისთვის. ამ შემთხვევაში რეალიზატორი ექცევა კონტროლის ქვეშ. ამიტომ რეალიზატორი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სურსათი, რომელსაც ის ჰყიდის, უვნებელია.  თუ ეს მოცემულობა დაცული იქნება, მას შეუძლია ნებისმიერ მარკეტში განათავსოს პროდუქცია.

- თუმცა, ფერმერი ვერ შეძლებს მარკეტის მეპატრონის ცარიელი სიტყვებით დარწმუნებას...

- რატომ ვერ შეძლებს? მას შეუძლია ლაბორატორიული კვლევებით, ან სხვადასხვა მექანიზმებით დაადასტუროს, რომ მისი პროდუქცია უვნებელია.

ასეთი კონტროლი შარშანაც იყო, წელსაც იყო და მომავალ წელსაც გაგრძელდება. არასწორია ინტერპრეტაცია, რომ ქათმის დაკვლის წესი ახალი რეგულაციაა და ის ძალაში 2015 წლის პირველი იანვრიდან შედის.

კოოპერირების სირთულეების დაძლევაში ფერმერებს წესით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო უნდა დაეხმაროს. "სააგენტოში მეფრინველეობის მხოლოდ ერთი კოოპერატივია დარეგისტრირებული. როგორც წესი, მათ პატარა წარმოებები აქვთ და სხვებთან გაერთიანება ვერ წარმოუდგენიათ. ჩვენ ვეხმარებით ისეთ კოოპერატივებს, რომლებიც საკუთარ წარმოებაში ახალ სტანდარტებს ნერგავენ. 2014 წელს აქცენტი ძირითადად პირველადი წარმოების სფეროში დასაქმებულ კოოპერატივებზე გავაკეთეთ - ისეთ კოოპერატივებზე, რომლებსაც ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ და ევროპის ბაზრებზე არიან ორიენტირებულნი. სურსათის მწარმოებელი კოოპერატივები არც გვყავს. სააგენტოს 2015 წლის პროგრამული ღონისძიებები უკვე გაწერილია. ამ პროგრამების ფარგლებში ჩვენ ფერმერებს მივცემთ გარკვეულ ცოდნას, დავეხმარებით მათ GLOBAL GAP-ის სტანდარტების დანერგვაში და კვალიფიკაციის ამაღლებაში. ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები 2015 წელს გათვალისწინებული არ არის," - აცხადებს ჩვენთან საუბარში სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე.

მეფრინველეთა  კოოოპერატივი არსებობს ტყიბულში. „საკირეში“ 5 ფერმერია გაერთიანებული. კოოპერატივი ძირითადად ცოცხალ ქათამს და წიწილებს ჰყიდის: „ამ ფერმერებმა ჩათვალეს, რომ არსებობს საბაზრო ნიშა გლეხური ქათმის წარმოებისთვის, რადგან გლეხური ქათამი ბროილერთან შედარებით ბევრად უფრო გემრიელია.  კოოპერატივის მიზანია, რომ გლეხური ქათმის კომერციული წარმოება ააწყონ. გლეხებს არ აქვთ ფინანასური შესაძლებლობა იმისთვის, რომ თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი წარმოება გადააწყონ და ის ახალ სტანდარტებს მოარგონ. ჩვენ მათ ვეხმარებით სწორედ იმაში, რომ არ ჰქონდეთ პრობლემები სურსათის უვნებლობის ახალ რეგულაციებთან. „საკირესთვის“ ჩვენ ვყიდულობთ ინკუბატორს, გალიებს და ტრაქტორს, რომელიც ფრინველის საკვების წარმოებისთვის სჭირდებათ.  გრანტის ფარგლებში მათ 11 500 ევროს ვაძლევთ,“-აცხადებს ჩვენთან საუბარში „People In Need“-ის ენპარდის პროექტების მენეჯერი ბუბა ჯაფარლი.

მისივე თქმით, იმისთვის,  რომ „People In Need“-ი კოოპერატივს დაეხმაროს, ის ორგანიზაციის მინიმალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს - კოოპერატივში სულ მცირე 5-6 ფერმერი უნდა იყოს გაერთიანებული.


მანანა ვარდიაშვილი

წაკითხულია
18334
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

სასაკლაოებზე HACCP-ის დანერგვა 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა დასრულდეს

სასაკლაოებზე HACCP-ის დანერგვა 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა დასრულდეს

სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული სასაკლაო, სადაც ხორცის უვნებლობის დამადასტურებელი მოწმობა, ფორმა N2 გაიცემა, ბევრი რაიონის მსგავსად არც მესტიაშია. ადგილობრივმა ფერმერმა სავაჭრო ობიექტში საკუთარ ფერმაში გაზრდილი საქონლის ხორცი რომ შეიტანოს, ამისთვის ზე

10 მაისი 2016 | 12:07 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ხორცის ეტიკეტირება- მიკვლევადობა სასადილოებსა და რესტორნებისთვის სავალდებულო გახდება

ხორცის ეტიკეტირება- მიკვლევადობა სასადილოებსა და რესტორნებისთვის სავალდებულო გახდება

2017 წლის იანვრიდან საქონლის ხორცისა და პროდუქტების ეტიკეტირების ახალი წესები ამოქმედდება, - შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა. რეგლამენტი საქონლის ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე ვრცელდება

14 მარტი 2016 | 16:44 სოფლის მეურნეობა ვრცლად
მეფრინველეები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ

მეფრინველეები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ

ფერმერებს, რომელთაც საოჯახო მეურნეობებში 200-დან 2000-მდე ფრთა ფრინველი ჰყავთ, შესაძლოა, მეურნეობების გაუქმება მოუხდეთ. პრობლემა „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესია“ , რომელიც ძალაში 2012 წლის 7 მარტს შევიდა და რომლის შესრულებაზე კონტ

07 აპრილი 2015 | 22:35 ბიზნესი ვრცლად
მეწარმეებს HACCP-ის დასანერგად  საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობა დასჭირდებათ

მეწარმეებს HACCP-ის დასანერგად საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობა დასჭირდებათ

„11 მლნ ევრო გათვალისწინებულია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ისე იმ ინსტიტუციებისთვის, რომელიც ხელს უწყობს წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას“

02 თებერვალი 2015 | 17:50 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner